საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, რატი იონათამიშვილის, ზაზა ლომინაძის, გენრიეტა წიწავას, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, მაია მენაღარიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, რამინა (რიმა) ბერაძის, ქეთევან დუმბაძის და ანტონ ობოლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/294; 15.02.2023) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.03.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-3515/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-13
ბიუროს ნომერი 231

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-3515/23 13-03-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს № 224/2, 20.02.2023 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, რატი იონათამიშვილის, ზაზა ლომინაძის, გენრიეტა წიწავას, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, მაია მენაღარიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, რამინა ბერაძის, ქეთევან დუმბაძისა და ანტონ ობოლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამედიცინოსოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/294; 15.02.2023). აღნიშნული ინიციატივა სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა, აგრეთვე, თავდაცვისა და უშიშროებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებს და განხილვის ვადა განესაზღვრათ 2023 წლის 13 მარტამდე. მიმდინარე წლის 13 მარტს მოგვმართეს ზემოაღნიშნულმა კომიტეტებმა, რომლებმაც შეგვატყობინეს, რომ ობიექტური მიზეზების გამო დასახელებული საკითხის განხილვას დადგენილ ვადაში ვერ ახერხებენ და ითხოვეს ამ ვადის გაგრძელება 30 დღით. ვითვალისწინებთ რა თავდაცვისა და უშიშროებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების თხოვნას, მოგმართავთ შუამდგომლობით მითითებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge