„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-20
ბიუროს ნომერი 232
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 293 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს
პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი
მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება
აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად.“.
2. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. 41-ე მუხლის „ე“ პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო
ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ან საქართველოში მიიღეს სრული
ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან
საერთაშორისო პროგრამების მიხედვით.“;
6. 88-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენს
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და
ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს
მოქალაქეებისათვის
სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებულმა
უმაღლესმა
საგანმანათლებლო
დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების
შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განხორციელებული
საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განხორციელებული
ერთობლივი
საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საფასურების
განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.“.
7. 90-ე მუხლის მე-22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. ამ კანონის 52-ე მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული ტესტების შედეგების საფუძველზე
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არის დროებითი ღონისძიება და მოქმედებს 2030-2031 სასწავლო
წლის ჩათვლით.“.
მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, 6 თვის ვადაში
უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების გამოცემა/ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის N1/4/1691 გაჩინებით
ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის
მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო
აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან
განთავისუფლდება
აკადემიურ
თანამდებობაზე
არჩევის
ვადის
გასვლის
შემდეგ.“.
გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებული 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს აღნიშნული
ნორმის გამონაკლის შემთხვევას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ცვლილება
შევიდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და ამოღებულ იქნეს 36-ე მუხლის მე-3
პუნქტი.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
"სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ
თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით." ეს წესი და მისგან გამომდინარე სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებებით ადმინისტრაციულ
თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები, არათანაბარ პირობებს
განუსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ადმინისტრაციული თანამდებობის პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალს. შესაბამისად, მიზანშეწონილად
მიგვაჩნია შევიდეს ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და ამოღებულ
იქნეს კანონის 293 მუხლის მე-3 პუნქტით, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით და 41-ე მუხლის „ე“ პუნქტით
გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა.
ამავე კანონის 52-ე მუხლის მოქმედი რედაქცია არ აძლევს შესაძლებლობას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს,
რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს
მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით, გააგრძელონ სწავლა
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის
გარეშე.
შესაბამისად, მიზანშეწონილია კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო
ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ან საქართველოში მიიღეს სრული
ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან
საერთაშორისო პროგრამების მიხედვით.“.
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში. პროექტის თანახმად, იცვლება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 88-ე მუხლის მე-8 პუნქტი.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენს
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და
ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს
მოქალაქეებისათვის
სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებულმა
უმაღლესმა
საგანმანათლებლო
დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების
შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განხორციელებული
საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განხორციელებული
ერთობლივი
საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საფასურების
განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.“.
იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის
შემუშავება, აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის
მიზნებისათვის, მიზანშეწონილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის
მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენს
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და
ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს
მოქალაქეებისათვის
სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებულმა
უმაღლესმა
საგანმანათლებლო
დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების
შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განხორციელებული
საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განხორციელებული
ერთობლივი
საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საფასურების
განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.“.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 90-ე მუხლის მე-22 პუნქტის თანახმად, ამ
კანონის 52-ე მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე
აბიტურიენტების ჩარიცხვა არის დროებითი ღონისძიება და მოქმედებს 2023-2024 სასწავლო წლის
ჩათვლით.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 12 პუნქტის შესაბამისად,
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს იმ
აბიტურიენტს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე ან „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში
მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის
პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირი და
რომელსაც სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვს ერთერთი შემდეგი ტესტი:
ა) ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტი;
ბ) ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტი;
გ) ოსური ენის ტესტი;
დ) აფხაზური ენის ტესტი.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა ამ წესმა
აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი აბიტურიენტებისათვის
შექმნა განსხვავებული, ეფექტიანი მექანიზმი უმაღლეს განათლებაში შესასვლელად. აღნიშნული
მექანიზმი ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ჩაირიცხონ შესაბამის ენაზე მომზადებულ ტესტში ჩაბარებული ერთი გამოცდის შედეგად და ჯერ
სათანადო დონეზე შეისწავლონ სახელმწიფო ენა (რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით), შემდეგ
კი სწავლა განაგრძონ იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათთვის სასურველ
საგანმანათლებლო პროგრამაზე.
სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული
პოლიტიკის შედეგად აქტიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების
დაწესებულებებში ბილინგვური სწავლების დანერგვა. გატარებული პოლიტიკის შედეგად
არაქართულენოვან მოსახლეობაში აღმოიფხვრება სახელმწიფო ენის სრულფასოვნად ფლობასთან
დაკავშირებული ხარვეზები. გატარებული პოლიტიკის საფუძველზე სფეროს სპეციფიკიდან
გამომდინარე მოსალოდნელი შედეგები მიღწეულ იქნება 2023-2024 სასწავლო წლის შემდგომ წლებში.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უმაღლეს განათლებაში შესვლის ზემოაღნიშნული მექანიზმი
აღმოჩნდა საკმაოდ ეფექტური არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის, წარმოდგენილი კანონპროექტის
მიზანია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან იმ პუნქტში ცვლილების შეტანა,
რომლის თანახმად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა, როგორც დროებითი ღონისძიება მოქმედებს
მხოლოდ 2023-2024 სასწავლო წლის ჩათვლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბილინგვური სწავლების მეშვეობით ქვეყნის მთელს
მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრამდე ქართულ
ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოქმედება დაუშვებელია შემოიფარგლოს 2023-2024
სასწავლო წლით. შესაბამისად, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, როგორც
დროებითი ღონისძიების მოქმედების ვადა მიზანშეწონილია განსაზღვრულ იქნეს ბილინგვური
სწავლების პოლიტიკის ფარგლებში დამდგარ შედეგებთან კოლერაციაში.
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის
90–ე მუხლის მე–22 პუნქტში. ახალი რედაქციის მიხედვით, აღნიშნული პუნქტით ქართულ ენაში
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2030-2031 სასწავლო წლის
ჩათვლით. შესაბამისად, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, როგორც
არაქართულენოვანი მოსახლეობის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველმყოფი
მექანიზმი იარსებებს შემდეგ წლებში, სანამ ბილინგვური სწავლების მიმართულებით გატარებული
პოლიტიკის შედეგად არ აღმოიფხვრება სახელმწიფო ენის ფლობასთან დაკავშირებული ხარვეზები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისათვის, რომ აღმოიფხვრას არათანაბარი პირობები
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის
იურიდიულ პირ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციული თანამდებობის
პირების არჩევის/დანიშვნის საკითხებში.
თანაბარ პირობებში ჩაყენების მიზნით კი, მიზანშეწონილია შევიდეს ცვლილება და გაუქმდეს
არსებული შეზღუდვა.
რაც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლს, კანონის 52-ე
მუხლის დღეს არსებული რედაქცია არ აძლევს შესაძლებლობას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც
საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ
აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით, გააგრძელონ
სწავლა
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის
გარეშე.
ვინაიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ამთავრებენ საქართველოში, ავტორიზებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (მაგ.: QSI - თბილისის საერთაშორისო სკოლა, ახალი სკოლა New School , ევროპული სკოლა) მიერ შეთავაზებულ აკრედიტებულ უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო
პროგრამებს, ვერ ახერხებენ სწავლა გააგრძელონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი
ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, მიზანშეწონილია კანონის 52-ე მუხლის ახალი რედაქციის
ჩამოყალიბება აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით.
ასევე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია საქართველოს
მთავრობის კომპეტენცია, დაადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო
სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური
ოდენობები, აგრეთვე დადგენილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების ვალდებულება, საქართველოს მოქალაქეებისათვის 2005-2006 სასწავლო წლიდან 20222023 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო
სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
საფასურის განსაზღვრა. უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებამდე
პერიოდში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლეს
განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია
ზემოაღნიშნული ვადის გახანგრძლივება 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით.
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის განსაზღვრის უფრო მოქნილი
სისტემის შემუშავების მიზნით, კი, მიზანშეწონილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცეთ უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობასთან
შეთანხმებით, განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის
სრული ოდენობისგან განსხვავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური.
აქვე აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიმართულებით
სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად აქტიურად მიმდინარეობს სკოლამდელი
აღზრდისა და ზოგადი განათლების დაწესებულებებში ბილინგვური სწავლების დანერგვა. გატარებული
პოლიტიკის შედეგად არაქართულენოვან მოსახლეობაში აღმოიფხვრება სახელმწიფო ენის
სრულფასოვნად ფლობასთან დაკავშირებული ხარვეზები. გატარებული პოლიტიკის საფუძველზე
სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე მოსალოდნელი შედეგები მიღწეულ იქნება 2023-2024 სასწავლო
წლის შემდგომ წლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბილინგვური სწავლების მეშვეობით ქვეყნის მთელს
მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრამდე ქართულ
ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოქმედება დაუშვებელია შემოიფარგლოს 2023-2024
სასწავლო წლით. შესაბამისად, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, როგორც
დროებითი ღონისძიების მოქმედების ვადა მიზანშეწონილია განსაზღვრულ იქნეს ბილინგვური
სწავლების პოლიტიკის ფარგლებში დამდგარ შედეგებთან კოლერაციაში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად გაუქმდება ასაკობრივი შეზღუდვა სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული პერსონალის
არჩევის/დანიშვნის თვალსაზრისით, რაც თანაბარ პირობებში ჩააყენებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის იურიდიული პირ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი
ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო
პროგრამების მიხედვით, შესაძლებლობა მიეცემათ გააგრძელონ სწავლა საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე;
საქართველოს მთავრობა 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით დაადგენს უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი
ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. ხოლო სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს მოქალაქეებისათვის, 20252026 სასწავლო წლის ჩათვლით, უზრუნველყოფენ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის საფასურის განსაზღვრას. ასევე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ უფლება, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით,
განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული
ოდენობისგან განსხვავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური;
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოქმედება არ შეწყდება 2023-2024
სასწავლო წლის ბოლოს და გაგრძელდება 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით უქმდება ასაკობრივი შეზღუდვა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული თანამდებობის პირების
არჩევის/დანიშვნის მიმართულებით;
შესაძლებლობა ეძლევათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული
ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან
საერთაშორისო პროგრამების მიხედვით, გააგრძელონ
სწავლა საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე;
ასევე, კანონპროექტის თანახმად ცვლილება შედის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 88–ე მუხლის მე–8 პუნქტში. პროექტით წარმოდგენილი რედაქციის შესაბამისად, საქართველოს
მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით დაადგენს უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი
ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. ასევე, საქართველოს
მოქალაქეებისათვის
სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებები 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყოფენ საქართველოს მთავრობის
მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრას. ამასთან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო
პროგრამების, ასევე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების 88-ე მუხლით
გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საფასურის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება საქართველოს
მთავრობასთან შეთანხმებით.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის უმაღლესი განათლების შესახებ
საქართველოს კანონის 90–ე მუხლის მე–22 პუნქტში. ახალი რედაქციის მიხედვით, აღნიშნული პუნქტით
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2030-2031
სასწავლო წლის ჩათვლით. შესაბამისად, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა,
როგორც
არაქართულენოვანი
მოსახლეობის
უმაღლესი
განათლების
ხელმისაწვდომობის
უზრუნველმყოფი მექანიზმი იარსებებს შემდეგ წლებში და სანამ ბილინგვური სწავლების
მიმართულებით გატარებული პოლიტიკის შედეგად არ აღმოიფხვრება სახელმწიფო ენის ფლობასთან
დაკავშირებული ხარვეზები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია მისი გამოქვეყნების
თარიღი, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე შემდგომი
წლების სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის თანახმად, აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე,
სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ასევე დასაშვები გახდება იმ პირებისთვის,
რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს
მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით. აღნიშნული ჩანაწერი,
გავლენას ვერ მოახდენს, უნივერსიტეტების შემოსავალზე, რადგან განსხვავდება მხოლოდ დაფინანსების
წყარო (სახელმწიფო ბიუჯეტი ან სტუდენტის საკუთარი სახსრებით დაფინანასება), უნივერისტეტის
შემოსავლის ოდენობა არ იცვლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
გავლენას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიხედვით საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2025-2026 სასწავლო
წლის ჩათვლით დაადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო
გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. ასევე,
საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებები 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყოფენ საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრას.
აღსანიშნავია, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად,
საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
წარდგინებით დაამტკიცოს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო
გრანტის წლიური მოცულობა და ოდენობა, შესაბამისად, 2022 წლის 10 მარტის N125 დადგენილებით
განისაზღვრა 2022-2023 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი
სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 12 600 000 ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო
სასწავლო გრანტის სრული ოდენობა 2 250.0 ლარის ოდენობით. საგულისხმოა, რომ 2025-2026 სასწავლო
წლის ჩათვლით წლიური სასწავლო გრანტის წლიური საპროგნოზო მოცულობა და ოდენობა
განისაზღვრება იგივე ოდენობით.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების
გაზრდას. არამედ მისი მიზანია საქართველოში არსებული სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის
გათვალისწინებით, მოსახლეობის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად,
2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებს დაუდგინოს ვალდებულება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური
განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული
ოდენობების შესაბამისად/ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების მართვის მოქნილობის ზრდას. გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტის მიღება
დადებითად აისახება სსიპ - სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში დასაქმებულ იმ პირებზე,
რომლებსაც შეიძლებოდა დაეტოვებინათ თანამდებობა ასაკის 65 წელს მიღწევის გამო. ამასთან,
ასაკობრივი ზღვარის გაუქმება, დადებითად იმოქმედებს იმ პირებზეც, რომლებიც უკვე არიან 65 წელს
მიღწეულნი, არ არიან დასაქმებულნი სსიპ - სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, თუმცა სურვილი
აქვს დაიკავონ შესაბამისი თანამდებობა.
ასევე, კანონპროექტის თანახმად, აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის
მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის
გარეშე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ასევე დასაშვები გახდება იმ
პირებისთვის, რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება
საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით. აღნიშნული
ჩანაწერი, გავლენას ვერ მოახდენს, უნივერსიტეტების შემოსავალზე, რადგან განსხვავდება მხოლოდ
დაფინანსების წყარო (სახელმწიფო ბიუჯეტი ან სტუდენტის საკუთარი სახსრებით დაფინანასება),
უნივერისტეტის შემოსავლის ოდენობა არ იცვლება.
კანონპროექტით ხანგრძლივდება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე
აბიტურიენტების
ჩარიცხვის
პერიოდი.
აღსანიშნავია,
რომ
ხსენებული
პროგრამისთვის
გათვალისწინებული დაფინანსება შედის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ მოცულობაში, რომელიც
ყოველწლიურად განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. შესაბამისად, ვადების გაზრდა არ
გამოიწვევს ხარჯების გაზრდას.
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსახლეობის უმაღლეს განათლებაზე
ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, კანონპროექტი ითვალისწინებს 2025-2026 სასწავლო წლის
ჩათვლით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაუდგინოს
ვალდებულება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური განსაზღვრონ საქართველოს
მთავრობის
მიერ
დადგენილი
სახელმწიფო
სასწავლო
გრანტის
სრული
ოდენობების
შესაბამისად/ფარგლებში. რაც, როგორც „ბ.გ“ ქვეპუნქტშია აღნიშნული განისაზღვრება 2,250.0 ლარის
ოდენობით.
სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი
ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული და სახელმწიფო სასწავლო გრანტმოპოვებული
სტუდენტები რიგ შემთხვევაში სრულად და რიგ შემთხვევაში ნაწილობრივ დაფინანსებულია
სახელმწიფოს მიერ, რაც წარმოადგენს უმაღლესი განათლების ბენეფიციარებისათვის ფინანსურ
შეღავათს. აღნიშნული კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება იმის გათვალისწინებით, რომ 2025-2026 სასწავლო
წლის ჩათვლით წლიური სასწავლო გრანტის წლიური სავარაუდო მოცულობა და ოდენობა
განისაზღვრება იგივე ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდისათვის უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამებზე, კერძოდ კი არაქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე,
განსაკუთრებით მედიცინის მიმართულებით მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხო ქვეყნის
მოქალაქეებისათვის სწავლის საფასური აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით
გათვალისწინებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას. აღნიშნულ პროგრამებზე საქართველოს
მოქალაქეების ჩარიცხვის შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება, ფინანსური კუთხით, გარკვეულ გავლენას
იქონიებს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირებზე, რადგან სწავლის საფასური
აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ სახელმწიფო სასწავლო
გრანტის ოდენობას.
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტი გრანტს მოიპოვებს
ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი
ტესტის, ან ოსური ან აფხაზური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე, მოპოვებული სკალირებული
ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის
შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების
მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი, ოსური და აფხაზური ენის
ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური
მოცულობის ფარგლებში. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების საფუძველზე შენარჩუნებულ იქნება
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების
არსებული წესი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას
მდგომარეობაზე.
ბავშვის
უფლებრივ
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.