„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 8 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-20
ბიუროს ნომერი 232
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №21−22, მუხ. 481) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 103 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაწესებულების დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ
დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლისათვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს
არ უკავია დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დაწესებულების
დირექტორად დანიშვნის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო
თანამდებობაზე არჩეულად. დაწესებულების დირექტორი 5 წლის ვადით აირჩევა. ერთი და
იგივე პირი დაწესებულების დირექტორად ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ აირჩეს.“.
2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობები
1. სამეცნიერო პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით
განსაზღვრული ვადით.
2. სამეცნიერო პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.“.
მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, 6
თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების გამოცემა/ამ კანონთან
შესაბამისობა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის
10 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11 მუხლის მე-2, მე-21 გათვალისწინებულია შეზღუდვა,
კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების
ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს
მიღწეული პირი. ეს წესი და მისგან გამომდინარე საჯარო სამართლის იურიდიული პირების
- სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წესდებებით ადმინისტრაციულ თანამდებობებზე
არჩევასთან ან დანიშვნასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები, არათანაბარ პირობებს
განუსაზღვრავს აღნიშნულ დაწესებულებებში არჩეულ/ასარჩევ ან დანიშნულ/დასანიშნ
პერსონალსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირ - სამეცნიერო-კვლევით
დაწესებულებებში დასაქმებულ ან დასასაქმებელ პერსონალს. შესაბამისად, მიზანშეწონილია
შევიდეს ცვლილება „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში და ამოღებულ იქნეს ადმინისტრაციული თანამდებობის პირებთან
დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა.
3
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისათვის, რომ აღმოიფხვრას არათანაბარი
პირობები საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და
კერძო
სამართლის
იურიდიულ
პირ
სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულებების
ადმინისტრაციული პერსონალის არჩევის/დანიშვნის საკითხებში.
თანაბარ პირობებში ჩაყენების მიზნით კი, მიზანშეწონილია შევიდეს ცვლილება და
გაუქმდეს არსებული შეზღუდვა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად გაუქმდება ასაკობრივი შეზღუდვა საჯარო სამართლის
იურიდიულ პირებში - სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში ადმინისტრაციული
პერსონალის არჩევის/დანიშვნის თვალსაზრისით, რაც თანაბარ პირობებში ჩააყენებს საჯარო
სამართლის იურიდიული პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით
არსებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით უქმდება ასაკობრივი შეზღუდვა საჯარო სამართლის
იურიდიულ პირებში - სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში ადმინისტრაციული
პერსონალის არჩევის/დანიშვნის მიმართულებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია მისი
გამოქვეყნების თარიღი, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას
„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, ასევე
შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღების შედეგად გაუქმდება ასაკობრივი ცენზი სსიპ - სამეცნიეროკვლევით
დაწესებულებებში
ადმინისტრაციული
პერსონალის
არჩევის/დანიშვნის
თვალსაზრისით, ამასთანავე, უკვე არჩეული ან დანიშნული ადმინისტრაციული პერსონალი
ვადამდე არ გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან 65 წლის ასაკის მიღწევასთან
დაკავშირებით. ყოველივე აღნიშნული თანაბარ პირობებში ჩააყენებს სსიპ - სამეცნიეროკვლევითი დაწესებულებებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული
სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციულ პერსონალს მათი დასაქმების
შესაძლებლობათა თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტის მიღება
დადებითად აისახება სსიპ - სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში დასაქმებულ იმ
პირებზე, რომლებსაც შეიძლებოდა დაეტოვებინათ თანამდებობა ასაკის 65 წელს მიღწევის
გამო. ამასთან, ასაკობრივი ზღვარის გაუქმება, დადებითად იმოქმედებს იმ პირებზეც,
რომლებიც უკვე არიან 65 წელს მიღწეულნი, არ არიან დასაქმებულნი სსიპ - სამეცნიეროკვლევით დაწესებულებებში, თუმცა სურვილი აქვს დაიკავონ შესაბამისი თანამდებობა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს
მდგომარეობაზე.
არ
აქვს
მდგომარეობაზე
მოსალოდნელი
კანონპროექტის
ზეგავლენა
გენდერული
მოსალოდნელი
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.