„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.03.2023
ავტორი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე ირაკლი დბარი
ინიციატორი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ნომერი
#07-2/260/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-20
ბიუროს ნომერი 232

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge), 13.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010110000.04.001.016108) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) სხვადასხვა დროს საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად, პოლიტიკური მოსაზრებით, გაუსაძლისი სოციალურეკონომიკური პირობების, საკუთარი ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ან/და ოჯახის გაერთიანების გამო ემიგრაციაში წასული პირი“. 2. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის ფარგლები დგინდება განსაკუთრებული წესით, ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულების შესაბამისად. 3. 301 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრები პირის შთამომავალი, რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება“. 4. 301 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენისას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად არ ჩაითვლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი)“. 5. 311 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 312 მუხლი: „მუხლი 312. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შეფასება შეუძლია გაიაროს როგორც ქართულ, ისე, აფხაზურ ენაზე“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი: სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია სახელმწიფო ინტერესებით, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და მცხოვრებ, ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ემიგრაციაში წასულ პირთა მიმართ საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან დაკავშირებული საკითხების ახლებური რეგულირების საჭიროებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის შესაბამისი სამსახურების მიერ, მათი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო სამუშაო პროცესის განხორციელებისას ხშირად ვაწყდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსული პირი ითხოვს საქართველოს მოქალაქედ მის ცნობას და შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას. სამწუხაროდ, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ხშირად ვერ ხორციელდება რიგ გარემოებათა გამო. მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და მცხოვრებ პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენისას დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ მათთვის მოქალაქეობის უკანონოდ მინიჭება. გარდა ამისა, საკმაოდ დიდ დაბრკოლებას ამ კატეგორიის პირთათვის მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შემთხვევაში წარმოადგენს ქართული ენის, ისტორიისა და სამწუხაროდ, სამართლის ოკუპირებულ დადგენილ ფარგლებში ტერიტორიებზე ცოდნის მცხოვრებ პირთა ვალდებულება. აბსოლუტური უმრავლესობა ამ ცოდნას მოკლებულია, ვინაიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადგილზე შექმნილია ისეთი ვითარება, რომელიც ზღუდავს ქართული ენისა და ისტორიის შესწავლის ყველანაირ შესაძლებლობას, მიზანმიმართულად ქმნის უამრავ დაბრკოლებას ქართულად ენაზე განათლების მიღებისა და მეტყველების შესაზღუდად. ენობრივი ბარიერის გამო მოსახლეობას არც საქართველოს სამართალსა და კანონმდებლობაზე გააჩნია წვდომა. სახელმწიფო ინტერესებში შედის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და მცხოვრებ პირთა სრულყოფილი რეინტეგრაცია საქართველოში, მათზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება. რეალურად კი შექმნილია ისეთი ვითარება, როდესაც პირი, რომელსაც უნდა დაუდგინდეს საქართველოს მოქალაქეობა, აღიარებს საქართველოს იურისდიქციას, ქართული კანონმდებლობის უზენაესობას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს, მათ შორის სამხედრო ვალდებულებებსაც, ხისტი საკანონმდებლო პოლიტიკის შედეგად მოკლებულია ზემოხსენებულ შესაძლებლობებს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სრულიად უკანონოდ აღიარებულია რუსეთის მოქალაქედ. ამ ადამიანებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმა უთუოდ შეუშლის ხელს დეოკუპაციის, აფხაზურ საზოგადოებასთან პოლიტიკის შერიგებისა განხორციელებას, რეინტეგრაციას. ასეთი და დროებით რეინტეგრაცია კი ნდობის აღდგენის სახელმწიფო დაკარგული ტერიტორიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ეტაპობრივად მოქცევის, მაშასადამე მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გარეშე შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა არა ერთ თავის დადგენილებაში, მიმართვასა და განცხადებაში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ე.წ. მასობრივი პასპორტიზაცია უკანონოდ, საქართველოს კანონმდებლობის შებღალვად, აფხაზეთის ანექსიის მცდელობად შეაფასა. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 20 მარტის დადგენილება „აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ“; საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 26 აგვისტოს მიმართვა „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოსადმი; საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 30 იანვრის განცხადება და ა. შ. ქართული სახელმწიფოს აღნიშნულ პოზიციას კიდევ უფრო ამყარებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის მიერ 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებები (ძალაში შევიდა 2022 წლის 22 დეკემბერს), რომელთა თანახმად ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსული სამგზავრო დოკუმენტები, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე რუსეთში ან უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიცა, არ მიიჩნევა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებად. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული პასპორტის გაცემის ადგილის მიუხედავად, ასეთი დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონე არ არის, თუ ის გაიცა ოკუპანტის მიერ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეზე. როდესაც ქართული მხარე დააფიქსირებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ კონკრეტულ პირზე რუსეთის ფედერაციის პასპორტის უკანონოდ გაცემის ფაქტს (დოკუმენტის რეკვიზიტები და ა.შ.), მას ეძლევა გარკვეული მონაცემთა ბაზის შექმნის შესაძლებლობა. ამით ხელს შევუწყობთ ევროპელ პარტნიორებს მათ მიერ საქართველოს მხარდასაჭერად შემოღებული რეგულაციების (შეზღუდვების) პრაქტიკულ განხორციელებაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და მცხოვრებ პირებისთვის მინიჭებული მოქალაქეობა უნდა განიხილებოდეს როგორც უკანონო, ხოლო გაცემული პასპორტი იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტად (არარად), მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდა მისი გაცემა (მაგალითად, სოხუმში, მოსკოვში თუ კრასნოდარის მხარეში). ასევე, საკმაოდ რთული სიტუაციაა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ იძულებით გადაადგილებულ მოქმედებების შედეგად პირებთან იძულებით მიმართებაში, რომლებსაც საომარი დაატოვებინეს თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილები. საომარი მოქმედებების შემდგომ პერიოდში შექმნილ უმძიმეს სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში, როდესაც სახელმწიფომ (მისგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო) ვერ შეძლო თავისი მოქალაქეების სრულყოფილი დაცვა, მათ შორის სოციალური უზრუნველყოფა, ბევრი მათგანი იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში, მიეღო სხვა ქვეყნის (უმეტეს შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის) მოქალაქეობა და ხელოვნურად მოწყდა საქართველოს ერთიან სივრცეს. რიგ შემთხვევებში ასეთმა პირებმა (განსაკუთრებით მათ შთამომავლებმა) არ იციან სრულყოფილად ქართული ენა, მით უფრო ისტორია და სამართლის საკითხები, რაც არის დამაბრკოლებელი გარემოება საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისას. იგივე მდგომარეობაში არიან საქართველოს სხვა რეგიონებიდან ემიგრაციაში იძულებით წასული პირები, რომლებმაც გადაწყვიტეს სამშობლოში დაბრუნება. ბოლო წლების მანძილზე სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობამ იმატა, რაც განპირობებულია სხვადასხვა მიზეზებით, ხოლო, ბოლო პერიოდში განვითარებული უმძიმესი საგარეო პოლიტიკური მოვლენების (კერძოდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის) ფონზე ასეთი პირების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. კანონპროექტის მიზანია საქართველოს მოქალაქეობის საკითხების ახლებური რეგლამენტაცია არსებული გამოწვევებისა და პრაქტიკული საჭიროებების გათვალისწინებით. აღნიშნული ცვლილებების პაკეტი პირდაპირ მიმართულია იმ ღონისძიებათა საპირწონედ, ფაქტობრივად აკანონებს ოკუპირებულ საქართველოს რომელთა თავისი მეშვეობით იურისდიქციის ტერიტორიებზე. რუსეთის გავრცელებას ამასთან ერთად, ფედერაცია მის მიერ წინამდებარე კანონპროექტი პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების სტრატეგიულ ინტერესებს, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ასევე, იუნესკოს მონაცემების თანახმად, უახლოეს 20 წელიწადში გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი აფხაზურის, როგორც სახელმწიფო ენის დაცვის აუცილებლობას. გარდა დროებით ამისა, ოკუპირებული ტერიტორიაზე სხვადასხვა აღნიშნული ტერიტორიებიდან გადმოსული დროს კანონპროექტი პირებისათვის წასული ხელს საქართველოს და პირებისათვის შეუწყობს კონტროლირებად საქართველოდან საქართველოს საქართველოს ემიგრაციაში მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების სწრაფად და გამარტივებული წესით გადაწყვეტას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა საქართველოს მოქალაქეობის დადგენა და საგამონაკლისო წესით მინიჭება დღეს სახელმწიფოსათვის უაღრესად აქტუალური საკითხია. ვინაიდან იგი რეგულირდება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონით, აღნიშნულ რეგულაციაში ცვლილებაც სწორედ ამ კანონში ცვლილების შეტანით უნდა განხორციელდეს. რადგანაც აღნიშნული კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით წარმოდგენილი ცვლილება უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მიერ გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს, აუცილებელია შესაბამისი ცვლილება აისახოს ასევე საქართველოს კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რამაც განაპირობა ამ ორი კანონპროექტის ერთ პაკეტში წარდგინების აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები აღნიშნული კანონპროექტის ორგანული კანონის მე-17 და კატეგორიას მიღება „საქართველოს 301 მუხლებით გაუმარტივებს მოქალაქეობის შესახებ“ გათვალისწინებულ გარკვეულ პირთა საქართველოს მოქალაქეობის დადგენასა და საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, წაახალისებს და ხელს შეუწყობს როგორც მათ რეინტეგრაციას ერთიანი ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის წარმატებას დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების კუთხით. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად განხორციელდება აღნიშნულ პირებზე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების სრულად გავრცელება და მათთვის ისეთივე შესაძლებლობების შექმნა, როგორითაც უზრუნველყოფილია საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკულ გამოყენებას, რომელთა თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ გაცემული ოკუპირებული სამგზავრო რეგიონების დოკუმენტები მოსახლეობისათვის (პასპორტი) არ მიიჩნევა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით მარტივდება მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასა და დადგენასთან დაკავშირებული პროცედურები, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბადებულ და ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთათვის, ასევე, სხვადასხვა დროს საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად, პოლიტიკური მოსაზრებით, გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების, საკუთარი ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ან/და ოჯახის გაერთიანების გამო საქართველოდან ემიგრაციაში წასული პირებისთვის. კერძოდ, ცვლილება შედის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის რედაქციაში, რომლის თანახმად ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდნენ საქართველოს სახელმწიფო (ქართული) ენა, ისტორიისა და სამართლის საფუძვლები; ცოდნის დონე მოწმდება სრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებისათვის აუცილებელ მოთხოვნებთან შედარებით გამარტივებული (განსაკუთრებული) წესით, რომელიც დადგინდება ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებით. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის კანონის გარდამავალ დებულებებში, რომლის თანახმად საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების პროცესში, სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს შეუძლია ცოდნის დონის შეფასება გაიაროს როგორც ქართულ, ისე აფხაზურ ენაზე. ეს ცვლილება მიმართულია მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პროცედურის გამარტივებისაკენ და პირდაპირ უკავშირდება დეოკუპაციის, ნდობის აღდგენის, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგების ინტერესებს. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის ასევე 301 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვით იზრდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შეიძლება დაუდგინდეთ საქართველოს მოქალაქეობა - კერძოდ, გათვალისწინებულია მოქალაქეობის დადგენა 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრები პირების შთამომავლებისთვის. ცნობილია, რომ სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფო (რუსეთის ფედერაცია) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ცხინვალის რეგიონში დაბადებულ და მცხოვრებ პირებს უკანონოდ ანიჭებს მოქალაქეობას, ახორციელებს მათ ე.წ. პასპორტიზაციას. ასეთი ქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსიის გეგმის შემადგენელ ნაწილს. აღნიშნული გეგმის ყველაზე ნათელი მაგალითებია რუსეთის ფედერაციის მიერ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ „შეთანხმებების“ გაფორმება ცხინვალის რეგიონთან (2021 წლის 20 სექტემბერი) და აფხაზეთთან (2022 წლის 27 სექტემბერი). ამ ე. წ. შეთანხმებებიდან მომდინარე აშკარა საფრთხეების ითვალისწინებს ცვლილებას საპირწონედ, წარმოდგენილი კანონპროექტი 301 მუხლში, რომელსაც ემატება პირველი პრიმა პუნქტი. ცვლილების მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებთან მიმართებაში საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცესში სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად არ ჩაითვლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება რამდენადაც კანონი ამარტივებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და მცხოვრებ პირთათვის, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და სხვადასხვა დროს საქართველოდან ემიგრაციაში წასულ პირთათვის საქართველოს დაკავშირებულ არსებული მოქალაქეობის პროცედურებს კონფლიქტების და დადგენასა ამავდროულად მშვიდობიანი გზით და მინიჭებასთან ემსახურება სახელმწიფოში მოგვარების სტრატეგიულ ინტერესებს, მიზანშეწონილია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე. ვინაიდან კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება ვრცელდება ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე უკანონოდ გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებზე (პასპორტებზე), რომელთა დიდი ნაწილი გაცემულია აღნიშნული კანონპროექტების მიღებამდე, მისი მოქმედება ვრცელდება აგრეთვე აღნიშნულ დოკუმენტებზეც. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საბიუჯეტო ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გარკვეული გავლენა იქონიოს როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შესაბამისი საფასურის სახით, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მომსახურების საფასურიდან შესაბამისი დამატებული ღირებულების გადახდის სახით. რადგანაც კანონპროექტი ამარტივებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და მცხოვრებ პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენისა და საგამონაკლისო წესით მინიჭების პროცედურებს, შესაძლოა გაიზარდოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველ პირთა მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო განცხადებების რაოდენობა, რაც ითვალისწინებს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდას. სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება შესაბამისად მიმართვიანობის რაოდენობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღებამ გარკვეულ წილად შეიძლება წაახალისოს საქართველოს მოქალაქეობის მიმღები პირები საქართველოში მცირე ბიზნესის რეგისტრაციისა და წარმოების თვალსაზრისით, რაც ითვალისწინებს, როგორც მეწარმე სუბიექტის სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდას, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა საგადასახადო შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის დამატებითი მიღებამ სახსრების შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვინაიდან კანონპროექტი ამარტივებს გამოყოფა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და მცხოვრებ პირთათვის, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ემიგრაციაში წასულ პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენისა და საგამონაკლისო წესით მინიჭების პროცედურებს, შესაძლოა გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე მსურველ პირთა რაოდენობა, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეობის დადგენის ან/და საგამონაკლისო წესით მინიჭების შემთხვევაში გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო და საზოგადოებრივი სერვისებით სარგებლობის უფლება, მათ შორის სხვადასხვა სოციალური თუ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებზე ისედაც ვრცელდება მოქმედი რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ფინანსდება, როგორც გადაუდებელი, ასევე, გეგმიური სამედიცინო მომსახურება. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას და მათ შორის რამდენი პირი ისარგებლებს შესაბამისი სახელმწიფო სერვისებითა და საქართველოს მოქალაქის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სარგებლით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცალკეული სერვისები საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდება როგორც სახელმწიფო, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ფარგლებშიც. რაც შეეხება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ის შესაბამისი განცხადებების განხილვას განახორციელებს საკუთარი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული დადებითი ფინანსური შედეგები საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ პირთათვის, რაც გამოიხატება საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო და საზოგადოებრივი სერვისების მიწოდებაში. რადგანაც კანონპროექტი იძლევა მეტ შესაძლებლობას რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულმა და მცხოვრებმა პირებმა, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულმა და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ემიგრაციაში წასულმა პირებმა მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, შესაძლოა გაზარდოს საქართველოს სამოქალაქო მოქალაქეობის სერვისების მიღების მსურველ განვითარების სააგენტოში პირთა წარდგენილი მიერ სარეგისტრაციო განცხადებების რაოდენობა, რაც ითვალისწინებს მოქალაქეობის მიღების მსურველ პირთა მიერ სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადასახადს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს და ითვალისწინებს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არარად ცნობის თაობაზე ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებების პრინციპებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციები იქნა გავლილი: ● საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან; ● შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან; ● საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან; ● საქართველოს დაზვერვის სამსახურთან; ● აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი შეფასება არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე ირაკლი დბარი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.