„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
15.03.2023
ავტორი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე ირაკლი დბარი
ინიციატორი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ნომერი
#07-2/260/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-20
ბიუროს ნომერი 232

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge), 23.10.2008, სარეგისტრაციო კოდი: 010.080.000.05.001.003.300) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, აღნიშნულ ტერიტორიებზე დაბადებულ და ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი) არ წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი: სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტის მომზადება განაპირობა კანონპროექტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით წარმოდგენილი ცვლილება უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების საკითხს. ვინაიდან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის მიერ სრულიად უკანონოდ მიჩნეულია საკუთარ მოქალაქედ, აუცილებელია საქართველოს მხრიდან ისეთი რელევანტური საპასუხო ზომების მიღება, რომლებიც პირდაპირ იქნება მიმართული იმ არამართლზომიერ ღონისძიებათა საპირწონედ, რომელთა მეშვეობით რუსეთის ფედერაცია ფაქტობრივად აკანონებს თავისი იურისდიქციის გავრცელებას მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ზომას წარმოადგენს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ვინაიდან საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად, განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, საჭირო გახდა მასში შესაბამისი ცვლილების შეტანა. ამან გამოიწვია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტების შეტანის შესახებ ერთ პაკეტში წარდგინების აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 301 მუხლის საფუძველზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირ(ებ)ისათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცესში შეიქმნება გარკვეული მონაცემთა ბაზა, რომლის მეშვეობითაც აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკულ აღსრულებას. გარდა ამისა, გაიზრდება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო და ის შესაბამისობაში მოვა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში წარმოდგენილ ცვლილებასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი კანონპროექტით შესაბამისი ცვლილება შედის კანონის მე-10 მუხლში რომელსაც ემატება მე-3 პუნქტი. ცვლილების თანახმად, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, აღნიშნულ ტერიტორიებზე დაბადებულ და ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი) არ წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს“. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და მცხოვრებ პირებისთვის მინიჭებული მოქალაქეობა უნდა განიხილებოდეს როგორც უკანონო, ხოლო გაცემული პასპორტი იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტად (არარად), მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდა მისი გაცემა (მაგალითად, სოხუმში, მოსკოვში თუ კრასნოდარის მხარეში). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება ვინაიდან კანონი ემსახურება სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებს, მიზანშეწონილია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე. ვინაიდან კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე უკანონოდ გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებზე (პასპორტებზე), რომელთა დიდი ნაწილი გაცემულ იქნა აღნიშნული კანონპროექტების მიღებამდე, მისი მოქმედება ვრცელდება აგრეთვე აღნიშნულ დოკუმენტებზეც. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საბიუჯეტო ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გარკვეული გავლენა იქონიოს როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შესაბამისი საფასურის სახით, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მომსახურების საფასურიდან შესაბამისი დამატებული ღირებულების გადახდის სახით. იქედან გამომდინარე, რომ კანონპროექტი ამარტივებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და მცხოვრებ პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენისა და საგამონაკლისო წესით მინიჭების პროცედურებს, შესაძლოა გაიზარდოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველ პირთა მიერ ითვალისწინებს ბიუჯეტის წარდგენილი სარეგისტრაციო სარეგისტრაციო საშემოსავლო განცხადებების მომსახურების ნაწილზე გავლენის საფასურის ოდენობა რაოდენობა, გადახდას. რაც სააგენტოს დამოკიდებული იქნება შესაბამისად მიმართვიანობის რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფა, კერძოდ, იქედან გამომდინარე, რომ კანონპროექტი ამარტივებს ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ და მცხოვრებ პირთათვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ემიგრაციაში წასულ პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენისა და საგამონაკლისო წესით მინიჭების პროცედურებს, შესაძლოა გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე მსურველ პირთა რაოდენობა, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეობის დადგენის ან/და საგამონაკლისო წესით მინიჭების შემთხვევაში გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო და საზოგადოებრივი სერვისებით სარგებლობის უფლება, მათ შორის სხვადასხვა სოციალური თუ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებზე ისედაც ვრცელდება მოქმედი რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ფინანსდება, როგორც გადაუდებელი, ასევე, გეგმიური სამედიცინო მომსახურება. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას და მათ შორის რამდენი პირი ისარგებლებს შესაბამისი სახელმწიფო სერვისებითა და საქართველოს მოქალაქის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სარგებლით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცალკეული სერვისები საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდება როგორც სახელმწიფო, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ფარგლებშიც. რაც შეეხება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ის შესაბამისი განცხადებების განხილვას განახორციელებს საკუთარი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული დადებითი ფინანსური შედეგები საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ პირთათვის, რაც გამოიხატება საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო და საზოგადოებრივი სერვისების მიწოდებაში. რადგანაც კანონპროექტი ტერიტორიებზე იძლევა დაბადებულმა ტერიტორიებიდან იძულებით და მეტ შესაძლებლობას მცხოვრებმა პირებმა, გადაადგილებულმა და რომ ოკუპირებულ ასევე ოკუპირებული საქართველოს სხვა რეგიონებიდან ემიგრაციაში წასულმა პირებმა მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, შესაძლოა გაზარდოს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველ პირთა მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო განცხადებების რაოდენობა, რაც ითვალისწინებს მოქალაქეობის მიღების მსურველ პირთა მიერ სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადასახადს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს და ითვალისწინებს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არარად ცნობის თაობაზე ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებების პრინციპებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციები იქნა გავლილი: ● საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან; ● საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან; ● აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი შეფასება არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის არსებობის შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე ირაკლი დბარი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.