„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-03
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 771 მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ამ მუხლის მიზნებისათვის აკუსტიკურ ხმაურში იგულისხმება
„საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების
შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“
ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აკუსტიკური ხმაური.
2. 772 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 772. პიროტექნიკური
რეალიზაცია ან/და გამოყენება
ნაკეთობის
უკანონო
შემოტანა,
ფლობა,
პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და
გამოყენება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო
იურიდიული პირისა - 5000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ პირს
რომელმაც პიროტექნიკური ნაკეთობა შემოიტანა, ფლობს, ყიდის ან/და იყენებს
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს
დაბალი საფრთხის პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებისათვის. დაბალი
საფრთხის შემცველია პიროტექნიკური ნაკეთობა, რომლის უსაფრთხოების მანძილი
არ აღემატება 1 მეტრს.
ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს,
რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდავს პიროტექნიკურ ნაკეთობას, სხვა
ქვეყანაში გადატანის მიზნით.
3. 1561 მუხლი:
ამოღებულ იქნას.
4. 17713 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა, კერძოდ, ამ ზოლში ყოფნა ან/და
სატრანსპორტო საშუალების შეყვანა (გარდა სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულების შემთხვევისა), ნივთის/ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანა ან/და
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის გადაცემა, ფეიერვერკის,
მომწამლავი, ადვილად აალებადი ან/და სხვა ნივთის/ნივთიერების შეტანა ან/და
გამოყენება, აგრეთვე აღნიშნული ზოლიდან ან მისი მიმდებარე ტერიტორიიდან
კანონით
დადგენილი
მოთხოვნების
დარღვევისკენ/არეულობისკენ/დაუმორჩილებლობისკენ
წაქეზება/მოწოდება,
უკანონო ფორმით ინფორმაციის მიწოდება, თუ ეს ქმედება მიმართულია
პენიტენციურ
დაწესებულებაში
მყოფი
პირისადმი
და
არ
იწვევს
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
5. 2093 მუხლის 1-ლი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ამ კოდექსის 465, 466, 555, 556, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და 1072–107
4 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16
ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341,
135-ე−1355 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150-ე−150
3 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და 1523–1529 მუხლებით, 153
6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 1583 და 1584 მუხლებით, 158
5 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებითა და 1728 და 1729 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ამ კოდექსის
გათვალისწინებით,
განიხილავს
მუნიციპალიტეტის
2906 მუხლის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის
სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს
მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.
6. 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ამ კოდექსის 555, 556, 642, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 და
მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1355, 1461, 1501−1503, 1511 და 1522−1529 მუხლებით, 153
6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 1583 და 1584 მუხლებითა და 158
5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს, ამ კოდექსის 2906მუხლის გათვალისწინებით, ადგენს
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
მიერ
განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან
იურიდიული პირი.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების
შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
წარმოდგენილი კანონპროექტით სამართალდარღვევად ცხადდება პიროტექნიკის
უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება. კანონპროექტის მიღების
შემდეგ, პიროტექნიკის შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება დასაშვები
იქნება მხოლოდ სამ შემთხვევაში, კერძოდ: მთავრობის განკარგულების საფუძველზე,
რათა აღმასრულებელ ორგანოს შესაძლებლობა ჰქონდეს განსაკუთრებულ
შემთხვევაში, ერთჯერადად დაუშვას პიროტექნიკის გამოყენება. აგრეთვე, სრულად
დაშვებული რჩება დაბალი საფრთხის შემცველი პიროტექნიკის გამოყენება, ამასთან,
კვლავ შესაძლებელი იქნება პიროტექნიკის შემოტანა სხვა ქვეყანაში ტრანზიტის
მიზნით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტი, მასთან ერთად
დაინიცირებულ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტთან ერთად
ქმნის ჩარჩო რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, პირველ ჯერზე პიროტექნიკის
უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იქნება ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა, 1 წლის განმავლობაში სამართალდამრღვევის მიერ იგივე
სამართალდარღვევისთვის
შესაძლოა
დაეკისროს
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
ცვლილებები უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში, აღნიშნული ცვლილებების მისაღებად კი აუცილებელია მიღებულ იქნეს
წარმოდგენილი კანონპროექტი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპროექტის მიღების შემდეგ შეიქმნება ერთიანი ჩარჩო რეგულაცია პიროტექნიკის
საქართველოში შემოტანაზე, ფლობაზე, რეალიზაციაზე და გამოყენებაზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტის ძირითადი არსია დაზუსტდეს პიროტექნიკის რეგულაციასთან
დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმები.
კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 772 მუხლის მიხედვით
სამართალდარღვევად ცხადდება პიროტექნიკის უკანონო შემოტანა, ფლობა,
რეალიზაცია ან/და გამოყენება.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება
მთავრობის განკარგულების საფუძველზე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი
იქნება განსაკუთრებულ შემთხვევებში, მიიღოს ერთჯერადი განკარგულება და
დაუშვას პიროტექნიკის გამოყენება. ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამის
ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება ექნება შემოიტანოს, ფლობდეს და გამოიყენოს
მთავრობის განკარგულებითვე განსაზღვრულ დროსა და ადგილას. ასევე, დასაშვები
იქნება დაბალი საფრთხის პიროტექნიკის გამოყენება და ასევე ნებისმიერი სახის
პიროტექნიკის ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადატანის მიზნით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება, ინიციატორი არ არის საქართველოს
მთავრობა.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე აუცილებელია კანონპროექტი ძალაში შევიდეს
გამოქვეყნებისთანავე. კანონს უკუძალა არ ენიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას);
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. კანონპროექტის შედეგად
მიღებული ახალი რეგულაციების აღსრულება უზრუნველყოფილი იქნება
მუნიციპალიტეტების არსებული ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
2019 წელს საქართველოში შემოვიდა 6.305 ათასი ლარის ღირებულების პიროტექნიკა.
პანდემიის პერიოდში მოცულობა შემცირდა, კერძოდ, 2020 წელს - 3.554 ათასი ლარის,
ხოლო 2021 წელს 1.844 ათასი ლარის. თუ დავუშვებთ, რომ პიროტექნიკის იმპორტი
დაუბრუნდება იმ მაჩვენებელს, რაც პანდემიამდე იყო, სახელმწიფო ბიუჯეტს
დააკლდება შემოსავალი (იმპორტის გადასახადიდან) 961,779 ლარის ოდენობით,
რადგანაც საქართველოში გამოყენებული პიროტექნიკა სრულად იმპორტულია.
დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, პიროტექნიკის უკანონო რეალიზაციაზე და
გამოყენებაზე დადგენილია სახდელი ჯარიმის სახით. აღნიშნული ჯარიმებიდან
შემოსავალი დააკლდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს, თუმცა კანონპროექტით
დგინდება ახალი ჯარიმები პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანაზე,
ფლობაზე, რეალიზაციასა ან/და გამოყენებაზე, რაც სამართალდარღვევების
არსებობის შემთხვევაში გაზრდის მუნიციპალიტეტების შემოსავლებს.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგანაც
ახალი რეგულაციების აღსრულებას უზრუნველყოფენ ის პირები, რომლებიც დღესაც
აკონტროლებენ პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ ნორმებს. უკვე
არსებული დაფინანსება საკმარისი იქნება კანონის აღსასრულებლად და დამატებითი
პოზიციების შექმნა არ მოუწევთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
სახელმწიფოს არ დასჭირდება ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა;
კანონპროექტის მიღების შემდეგ, პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის
ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან შესაბამისად 1000 და 5000
ლარით. კანონპროექტი ითვალისწინებს პიროტექნიკასთან დაკავშირებით სხვადასხვა
მუხლებში გაბნეული რეგულაციის ნაცვლად, მოხდეს ერთიანი წესის თავმოყრა ერთ
მუხლში (772 მუხლი) და მის საფუძველზე სანქციის დაწესებას. შესაბამისად,
სამართალდამრღვევ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მოუწევთ სახდელის,
შესაბამისად 1000 და 5000 ლარის გადახდა.
გარდა აღნიშნულისა, პიროტექნიკის რეალიზაცია არის ეკონომიკური საქმიანობის
სახე და მისი აკრძალვის შემთხვევაში, ამ პროდუქციის რეალიზატორებს მოუწევთ
საქმიანობის ამ მიმართულებაზე უარის თქმა. გამომდინარე იქედან, რომ ძირითადად,
პიროტექნიკის გამოყენება ხდება ახალი წლის პერიოდში, დიდი დროა, რათა ამ
პირებმა შეძლონ სიახლეს სათანადოდ მომზადებულები შეხვდნენ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტის მიხედვით პიროტექნიკის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია
ან/და გამოყენება ხდება სამართალდარღვევა და სამართალდამრღვევი ფიზიკური და
იურიდიული პირები დაჯარიმდებიან შესაბამისად 1000 და 5000 ლარის ოდენობით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
ასეთი პირდაპირი ზეგავლენა არ არსებობს, თუმცა, დღეს არსებული რეგულაციების
მიხედვით, არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკის მიყიდვა სამართალდარღვევაა.
მიუხედავად ამისა, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ 2023 წლის მხოლო 1 თვეში 41
არასრულწლოვანი
დაზიანდა
პიროტექნიკის
შედეგად.
წარმოდგენილი
კანონპროექტი ამკაცრებს მიდგომას და ზოგადად პიროტექნიკის რეალიზაციას და
გამოყენებას აცხადებს სამართალდარღვევად.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტს ზეგავლენა არ ექნება გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში
აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ
ვალდებულებებთან.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი სამართლებრივი აქტი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის
აღინიშნება:
მომზადების
პროცესში
მიღებული
კონსულტაციები.
მასში
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ იქნა გარემოს დაცვის
მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები და
რეკომენდაციები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი;
არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი, თორნიკე ართქმელაძე, მარიამ გოგოლაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
საქართველოს პარლამენტის წევრები: არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი.