„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-18
ბიუროს ნომერი 244
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 11, 10.04.2007, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სატრანსპორტო სისტემა – საავტომობილო, სპეციალური, საზღვაო, შიდა სახმელეთო
წყლების ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროს სატრანსპორტო საწარმოთა,
ხელოვნურ სატრანსპორტო ნაგებობათა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო
ქსელისა და მათი მართვის სისტემათა ერთობლიობა;
ბ) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა – საავტომობილო, სპეციალური, საზღვაო, შიდა
სახმელეთო წყლების ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში სატრანსპორტო
პროცესთან დაკავშირებული საქმიანობა;
გ) სატრანსპორტო საშუალება – მგზავრების გადასაყვანად ან/და ტვირთების გადასაზიდად,
აგრეთვე საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო
ერთეული: საავტომობილო, სპეციალური, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების, საჰაერო.“;
ბ) ,,მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:
„ნ) შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი - ტრანსპორტის სფერო, რომელიც მოიცავს
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებზე და
წყალსაცავებზე შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა
გადაყვანას ან/და ტვირთის გადაზიდვას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას;
ო) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალება - მცურავი სატრანსპორტო
საშუალებები, რომლებიც გადაადგილდებიან „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებზე და წყალსაცავებზე.“.
2. მე-51 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო ავიაციის, შიდა სახმელეთო წყლებისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში
მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული
სამინისტრო.“;
ინციდენტებისა)
სამსახურებრივ
მოკვლევას
ახორციელებს
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამოქალაქო ავიაციის, შიდა სახმელეთო წყლებისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში
მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის
მიზნით სამინისტროში იქმნება სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში
მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამოქალაქო ავიაციის, შიდა სახმელეთო წყლებისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში
მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული ინციდენტებისა) სამსახურებრივი მოკვლევის წესს ამტკიცებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“.
3. მე-7 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საავიაციო, სახმელეთო, შიდა სახმელეთო წყლებისა და საზღვაო ტრანსპორტის დარგებში
მისთვის
დელეგირებული,
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით
გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება;“;
ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) აეროპორტების (აეროდრომების), საჰაერო ხომალდების, შიდა სახმელეთო წყლების
სატრანსპორტო საშუალებისა და საზღვაო გემების სახელმწიფო რეგისტრაცია;“;
ა.გ) შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მარეგულირებელ და
ინსპექტირების ორგანოს წარმოადგენს - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.“.
მუხლი 2.
2025 წლის 1 იანვრამდე:
ა) საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების
ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცება;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს
შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;
გ) სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს:
გ.ა) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის
წესის დამტკიცება;
გ.ბ) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების წესის
დამტკიცება;
გ.გ) ამ კანონის
განხორციელება.
მოთხოვნების
უზრუნველსაყოფად
აუცილებელი
ღონისძიებების
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტის მომზადების საფუძველი გახლავთ შემდეგი:
ამჟამად საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს შიდა სახმელეთო
წყლების ტრანსპორტს. შესაბამისად, არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი
პრობლემები, რაც რისკის ქვეშ აყენებს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
საერთაშორისო პრაქტიკით შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი რეგულირებად სფეროს
წარმოადგენს. მიზანშეწონილია საქართველოს კანონმდებლობაშიც არსებობდეს ჩანაწერი,
რომელიც შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტს აქცევს ქვეყნის ერთიანი სატრანსპორტო
სისტემის ნაწილად და სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის შექმნის
სამართლებრივ საფუძველს. ამრიგად, პროექტის მიზანია, საქართველოს მდინარეებზე,
ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების
უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილებით, მოხდება საქართველოს
შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების შემუშავება და დამტკიცება.
აღნიშნული წესები ითვალისწინებს საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე
მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტების მოწყობას, ფუნქციონირებასა და
უსაფრთხოებას, ასევე მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების
ტექნიკურ ზედამხედველობას, რეგისტრაციასა და ექსპლუატაციას.
ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს შიდა სახმელეთო წყლების
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, მნიშვნელოვანია განისაზღვროს საქართველოს
შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ბაზირების პუნქტების მოწყობის,
ფუნქციონირების და უსაფრთხოების, ასევე შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო
საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის, რეგისტრაციის უფლებამოსილი ორგანო.
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის
ტექნიკურ მარეგულირებელ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ასევე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო
რეგისტრაციას.
ამასთან, კანონპროექტით განიმარტა ცნება „შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი“
და „შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალება“, რომლის გათვალისწინებით
კანონის პირველ მუხლს დაემატება „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმისათვის, რომ საქართველოს კანონმდებლობა იყოს სრულყოფილი და პასუხობდეს
საერთაშორისო სტანდარტებს, აუცილებელია შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის
დარგის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
აღნიშნული კანონპროექტით დარეგულირდება შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი, რაც
შედეგად უზრუნველყოფს საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი
საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსია, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების
მიზნით, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ერთიან სატრანსპორტო სისტემაში
მოქცევა, ტექნიკური მარეგულირებელი ორგანოს განსაზღვრა, საქართველოს შიდა
სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების შემუშავება და დამტკიცება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძირითადი ცვლილების განსახორციელებლად აუცილებელია შესაბამისი
სამართლებრივი/ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება, შესაბამისად, კანონი, გარდა
კანონის მე-2 მუხლისა, ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან, ხოლო კანონის მე-2 მუხლი
გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი
არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სსიპ - საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. ამასთან, სამოქალაქო ავიაციისა და
საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და
ინციდენტების მოკვლევის ბიუროს მიერ შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო სფეროში
კანონპროექტით გათვალისწინებული განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების
წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კანონპროექტის შესაბამისად, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების
სახელმწიფო რეგისტრაციას განახორციელებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, შესაბამისად,
მსგავსი
სატრანსპორტო
საშუალებების
რეგისტრაციისთვის
დადგენილი
იქნება
მომსახურების საფასური. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და
გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის
N1-1/592 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების განხორციელება და შიდა სახმელეთო
სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისთვის საფასურის დადგენა.
ვინაიდან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წლიური შემოსავალი, აღემატება 1 მილიონ
ლარს, სააგენტო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი)
შემოსავლების არანაკლებ 10% მიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. აგრეთვე,
სააგენტოს საქმიანობა არ განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად და არ იბეგრება დღგ-თი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. ამ კუთხით,
სააგენტოს შემოსავლების ცვლილებას ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტზე.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს ვინაიდან, ემატება ახალი ფუნქცია, მოხდება
შესაბამისი კადრების დამატება, აღნიშნული კი იქონიებს გავლენას სახელმწიფოს ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზეც, ვინაიდან, მათ მოუწევთ როგორც საპენსიო, ასევე საშემოსავლო
გადასახადის გადახდა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომნიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი
ფუნქციების შესრულება საჭიროებს სააგენტოში შესაბამისი რესურსების დამატებას, რაც
დაფინანსდება სააგენტოს ბიუჯეტიდან (საკუთარი შემოსავლები). აღნიშნულის შესაბამისად,
2025 წლის 1 იანვრამდე დაგეგმილია ცვლილების განხორციელება „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის
N1-1/585 ბრძანებაში, რომლის შესაბამისად სააგენტოში განისაზღვრება შესაბამისი
სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობით განსაზღვრული
ფუნქციების შესრულებას. პირველადი შეფასებით, აღნიშნული სამსახური იქნება შიდა
სახმელეთო წყლების მართვის სამსახური, რომელიც იქნება სააგენტოს დეცენტრალიზებული
სტრუქტურული ერთეული აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, შესაბამისად
განსაზღვრული იქნება 2 უფროსი და 12 სპეციალისტი.
აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის თანამდებობრივი სარგო წელიწადში განისაზღვრება
386,232.00 ლარით. ხოლო სხვა ადმინისტრაციული ხარჯი (მათ შორის, ოფისის ქირის,
კომუნალური გადასახადების, კავშირგაბმულობის ხარჯი თვეში იქნება
38,406.00 ლარი,
ხოლო წელიწადში 460 872 ლარი. ინვენტარის ხარჯი განისაზღვრება 55 060 ლარით.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით შიდა სახმელეთო წყლების
სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევას
განახორციელებს სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ერთეული სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო
შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო, რაც გამოიწვევს შესაბამისი რესურსების
დამატებას, კერძოდ, 1 სპეციალისტის დამატება, რაც დაფინანსდება სახელმწიფოს
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულებების აღებას.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი ცვლილებით, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების
რეგისტრაციას
ახორციელებს
საზღვაო
ტრანსპორტის
სააგენტო.
შესაბამისად,
რეგისტრაციისთვის სააგენტოს საფასურის წესის შესაბამისად, დადგინდება მომსახურების
საფასური. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას
დაინტერესებულ პირებზე, რომელთაც მოუწევთ რეგისტრაციის საფასურის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ასეთი არ არსებობს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ
მდგომარეობაზე.
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.