„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-18
ბიუროს ნომერი 244
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 1071-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1071. საერთო სარგებლობის სატრანსპორტო საშუალებების შიდა მოწყობილობის
დაზიანება
საჰაერო, რკინიგზის და მეტროპოლიტენის ტრანსპორტის, საზღვაო და შიდა სახმელეთო
წყლების ტრანსპორტის, ავტობუსის, ტროლეიბუსის, ტრამვაის და სამარშრუტო ტაქსის შიდა
მოწყობილობის დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1145 მუხლი:
„მუხლი 1145. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევა
შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევა,გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით.
იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში,გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2121 მუხლი:
„მუხლი 2121. საქართველოს ეკონომიკასა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
„ამ კოდექსის 1145 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდების უფლება აქვთ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილ
პირებს.“.
4. 239-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ კოდექსის 1071 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმს ადგენენ პოლიციის, რკინიგზის, საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების
ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“.
5. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 472 პუნქტი:
„472.
ამ
კოდექსის
1145
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი წარმოადგენს „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის თანმდევ პროექტს.
რამდენადაც საქართველოში შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი დაურეგულირებელია
და არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები, აუცილებელი გახდა
აღნიშნული დარგის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება, რაც შიდა სახმელეთო
წყლების სატრანსპორტო უსაფრთხოებისთვის შექმნიდა სამართლებრივ საფუძველს.
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში იმ
ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, რომლის საფუძველზეც მოხდება საქართველოს შიდა
სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების შემუშავება და დამტკიცება,
მნიშვნელოვანია აღნიშნული უსაფრთხოების წესების დარღვევის პრევენცია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და
დებულებების სათანადო აღსრულებისთვის, საჭიროა განისაზღვროს ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის
დარღვევისათვის. გარდა ამისა, აუცილებელია აღნიშნული სამართალდარღვევების სათანადო
ადმინისტრირებისთვის
დადგინდეს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
განმხილველი
და
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმის
შედგენაზე
პასუხისმგებელი ორგანო. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა შესაბამისი
საკანონმდებლო აქტის მიღება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის დარგში დადგენილი სატრანსპორტო
უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის. ამასთან, სამართალდარღვევების სათანადო
ადმინისტრირებისთვის
დადგინდება
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
განმხილველი, სახდელის შეფარდებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის
შედგენაზე პასუხისმგებელი ორგანო, რომელიც იქნება საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება
1145 მუხლი, რომლითაც ხდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა შიდა
სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის. კოდექსს
ემატება 2121-ე მუხლი, რომელიც ადგენს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის
უსაფრთხოების
წესის
დარღვევასთან
დაკავშირებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეების განხილვისათვის სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს
კომპეტენციას. ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლს
ემატება 472 ქვეპუნქტი, რომლითაც განისაზღვრება 1145, მუხლით დადგენილი
დარღვევისთვის
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმის
შედგენაზე
პასუხისმგებელი ორგანო.
ამასთან, კანონპროექტით 1071-ე მუხლში, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ
საერთო
სარგებლობის
სატრანსპორტო
საშუალებების
შიდა
პასუხისმგებლობას
მოწყობილობის დაზიანებისათვის და 239-ე მუხლის 11-ე პუნქტში, რომელიც განსაზღვრავს
1071-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმის შედგენის უფლებამოსილ პირებს, ტერმინი „სამდინარო“ იცვლება ტერმინით „შიდა
სახმელეთო წყლები“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შედის 2025 წლის 1 იანვარიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული
ძირითადი დებულებების ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სსიპ - საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
რადგან ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელს ჯარიმის სახით. გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა რაოდენობაზე.
გარდა ამისა, ვინაიდან, სააგენტოს ემატება ახალი ფუნქცია, მოხდება შესაბამისი კადრების
დამატება, აღნიშნული კი იქონიებს გავლენას სახელმწიფოს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზეც, რადგან მათ მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა. აღნიშნული
სტრუქტურული ერთეულის თანამდებობრივი სარგო წელიწადში განისაზღვრება 386,232.00
ლარით, საიდანაც 20% მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი
ფუნქციების შესრულება საჭიროებს სააგენტოში შესაბამისი რესურსების დამატებას, რაც
დაფინანსდება სააგენტოს ბიუჯეტიდან (საკუთარი შემოსავლები). აღნიშნულის შესაბამისად,
2025 წლის 1 იანვრამდე დაგეგმილია ცვლილების განხორციელება ,,საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის
N1-1/585 ბრძანებაში, რომლის შესაბამისად სააგენტოში განისაზღვრება შესაბამისი
სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობით განსაზღვრული
ფუნქციების შესრულებას. პირველადი შეფასებით, აღნიშნული სამსახური იქნება შიდა
სახმელეთო წყლების მართვის სამსახური, რომელიც იქნება სააგენტოს დეცენტრალიზებული
სტრუქტურული ერთეული აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, შესაბამისად
განსაზღვრული იქნება 2 უფროსი და 12 სპეციალისტი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩამდენი პირების მიმართ, რადგან შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების
წესის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი
განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
ცვლილება დადებითად აისახება იმ პირებზე, რომლებიც დასაქმდებიან სააგენტოში და
მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
წინამდებარე
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
ახალი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების დადგენა, რისთვისაც განისაზღვრება პასუხისმგებლობა შესაბამისი
ოდენობის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების სახით. აღნიშნული ოდენობები
მითითებულია კანონპროექტის შესაბამის მუხლში და მათი განსაზღვრა მოხდა შიდა
სახმელეთო წყლების ტრანსპორტის დარგის სპეციფიკისა და სხვა სატრანსპორტო დარგებში
განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელების ოდენობის ერთგვაროვნების პრინციპის
გათვალისწინებით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ
მდგომარეობაზე.
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მომიხილვა არ მომზადებულა.
ვ) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ზ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.