„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.04.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, მაკა ბოჭორიშვილი, ხატია წილოსანი, ეკა სეფაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, გოგი მეშველიანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გელა სამხარაული, დავით სონღულაშვილი, გიორგი კახიანი, გოჩა ენუქიძე, სოზარ სუბარი, ბექა ოდიშარია
ნომერი
#07-3/312/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-24
ბიუროს ნომერი 246

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონი „თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო ეს კანონი აწესრიგებს საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან, დაცვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქპატენტი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ – ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო; ბ) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრი (შემდგომ - რეესტრი) - საქპატენტში რეგისტრირებული და საერთაშორისო ხელშეკრულებით დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნების და საქპატენტის მიერ აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა; გ) განაცხადი - მოთხოვნა საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის, ან საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შესახებ; დ) განმცხადებელი - გაერთიანება, აუცილებლობის შემთხვევებში, სახელმწიფო უწყება ან საჯარო სამართლის იურიდიული 1 პირი, რომელიც ითხოვს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციას. აგრეთვე, ფიზიკური ან იურიდიული პირი (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომელიც ერთადერთი მწარმოებელია და განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალს, სადაც საქონელი იწარმოება, გააჩნია მეზობელი ტერიტორიებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული მახასიათებლები ან საქონლის მახასიათებლები განსხვავდება მოსაზღვრე გეოგრაფიული არეალის საქონლის მახასიათებლებისგან. ხოლო, თუ უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა დაცულია წარმოშობის ქვეყანაში, როგორც კოლექტიური ან სასერტიფიკაციო სასაქონლო ნიშანი - მისი მფლობელი. ე) გაერთიანება - ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის კონკრეტულ საქონელთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ მწარმოებელთა ან/და გადამამუშავებელთა ნებისმიერი გაერთიანება ან/და სხვა პირთა გაერთიანება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა; ვ) ორგანოლეპტიკური მახასიათებლები - საბოლოო საქონლის მახასიათებლები, რომელთა შეფასება ხდება ადამიანის გრძნობათა ორგანოებით; ზ) გვარეობითი ცნება - საქონლის დასახელება, რომელიც მიუხედავად კავშირისა იმ ადგილთან, რეგიონთან, ან ქვეყანასთან, სადაც საქონელი თავდაპირველად იწარმოებოდა ან იყიდებოდა, საქართველოში იქცა საქონლის საერთო დასახელებად; თ) სახელმწიფო კონტროლი – კომპეტენტური უწყების ქმედება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; აგრეთვე, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულ ან/და ბაზარზე განთავსებულ საქონელზე ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის კანონით დადგენილი წესით გამოყენების კონტროლი; ი) კომპეტენტური უწყება – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო უწყება; კ) მაკონტროლებელი ორგანო – ეროვნული კანონმდებლობის, ევროკავშირის, ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული და კომპეტენტური 2 უწყების მიერ ავტორიზებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც კომპეტენტური უწყების მიერ დელეგირებული აქვს სახელმწიფო კონტროლის უფლებამოსილება, გეოგრაფიული რეგისტრირებული აღნიშვნის ადგილწარმოშობის საქონლის დასახელების სპეციფიკაციით ან განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ლ) სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შეფასება – პროცედურები, რომლებითაც დგინდება, შესრულებულია თუ არა ადგილწარმოშობის დასახელებითა ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის ამ კანონით დადგენილი საქონლის სპეციფიკაციით განსაზღვრული მოთხოვნები; მ) სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (შემდგომ სერტიფიკატი) – დოკუმენტი, ადგილწარმოშობის რომელიც დასახელების ან ადასტურებს გეოგრაფიული რეგისტრირებული აღნიშვნის საქონლის განსაზღვრულ სპეციფიკაციასთან შესაბამისობას; ნ) წარმოების ეტაპი – ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის წარმოების, გადამუშავების, ან დამზადების ნებისმიერი ეტაპი; ო) მიკვლევადობა – ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის, აგრეთვე, მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების, ინგრედიენტის, ტარის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობა წარმოების, გადამუშავების, დამზადების და დისტრიბუციის ეტაპებზე; პ) მიკვლევადობის ნიშანი – საქონლის პარტიაზე/ლოტზე დატანილი ნიშანი, რომელიც იძლევა მწარმოებლის და საქონლის პარტიის/ლოტის იდენტიფიცირების საშუალებას. თუ საქონლის მახასიათებლებიდან გამომდინარე არ არის შესაძლებელი მიკვლევადობის ნიშნის უშუალოდ საქონელზე დატანა, მისი განთავსება შესაძლებელია მოხმარებისთვის განკუთვნილ საქონლის ეტიკეტზე; ჟ) ოფიციალური სიმბოლო – ამ კანონით დადგენილი წესით დამტკიცებული სიმბოლო, რომელიც მიანიშნებს ადგილწარმოშობის გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელზე. 3 დასახელებით ან რ) საბოლოო საქონელი - საქონელი, რომელმაც გაიარა წარმოების ყველა ეტაპი და მზადაა სამოქალაქო ბრუნვაში ჩასართავად/ბაზარზე განსათავსებლად ან ჩართულია სამოქალაქო ბრუნვაში/განთავსებულია ბაზარზე. ს) აუდიტი - კომპეტენტური ორგანოს მიერ მაკონტროლებელი ორგანოს სისტემური და დამოუკიდებელი შემოწმება, რომელიც ხორციელდება იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა საქმიანობა და მასთან დაკავშირებული შედეგები განსახორციელებელ ამოცანებს, ეფექტიანად განხორციელდა თუ არა ეს ამოცანები და რამდენად შესაფერისია ისინი დასახული მიზნების მისაღწევად. ტ) ოპერატორი – პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება საქონლის წარმოებას, პირველად წარმოებას, პასუხისმგებელია გადამუშავებას, დისტრიბუციას საქმიანობის საქართველოს თავისი და რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის; მუხლი 3. ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა 1. ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის დასახელება, ან შეიცავს მას, ან სხვა აღნიშვნა, რომელიც ცნობილია, როგორც მითითება ამგვარ ადგილზე და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად: ა) რომელიც წარმოშობილია ამ გეოგრაფიული არეალიდან; ბ) რომლის ხარისხი განპირობებულია ან მხოლოდ მახასიათებლები ამ გეოგრაფიული მთლიანად გარემოთი, ან ძირითადად ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორების ჩათვლით, რამაც განაპირობა მისი რეპუტაცია; გ) რომლის წარმოება, გადამუშავება და დამზადება ხდება განსაზღვრული გეოგრაფიული არეალის საზღვრებში. 2. გეოგრაფიული აღნიშვნა არის აღნიშვნა, რომელიც შედგება ან შეიცავს გეოგრაფიული ადგილის დასახელებას ან სხვა ისეთ აღნიშვნას, რომელიც ცნობილია, როგორც მითითება ამგვარ ადგილზე და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად: ა) რომელიც წარმოშობილია ამ გეოგრაფიული არეალიდან; ბ) რომლის მოცემული ხარისხი, რეპუტაცია, ან სხვა მახასიათებლები, ძირითადად, 4 განპირობებულია მისი გეოგრაფიული წარმოშობით; გ) რომლის წარმოების სულ მცირე ერთი ეტაპი მაინც ხორციელდება განსაზღვრული გეოგრაფიული არეალის საზღვრებში. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული გეოგრაფიული არეალი შეიძლება შედგებოდეს ადგილის, რეგიონის, ან ქვეყნის მთელი ტერიტორიისგან. 4. ქართულ აღნიშვნებს, რომლებიც აკმაყოფილებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ მოთხოვნებს და რომლებიც ტრადიციულად გამოიყენებოდა კონკრეტულ ადგილას, საქპატენტი ანიჭებს აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსს. აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს ისეთ აღნიშვნასაც, რომელიც, ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის შემდეგ, აღარ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სტატუსის მინიჭების პროცედურა განისაზღვრება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით. მუხლი 4. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა 1. ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხორციელდება საქპატენტში რეგისტრაციის საფუძველზე. 2. საქართველოში სხვა ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხორციელდება საქპატენტში რეგისტრაციის ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე. 3. რეგისტრირებული ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელება, გეოგრაფიული აღნიშვნა და საქპატენტის მიერ აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა შეიტანება რეესტრში, რომლის მონაცემები საჯაროა. 5 თავი II ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია მუხლი 5. განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე 1. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მიზნით, საქპატენტში წარდგენილი განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) მოთხოვნას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ; ბ) განმცხადებლისა და კომპეტენტური უწყების ან არსებობის შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანოს სახელს/სახელწოდებასა და იურიდიულ მისამართს; გ) ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას, რომლის რეგისტრაციაც მოითხოვება. თუ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, წარდგენილ უნდა იქნეს მისი ქართული ტრანსლიტერაცია; დ) საქონლის კატეგორიას, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია; ე) განმცხადებლის მიერ გაცემულ წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს, თუ განაცხადი შეაქვს წარმომადგენელს; ვ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; ზ) ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ საქონლის სპეციფიკაციას; თ) დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ საქონლის განსაკუთრებული ხარისხი, რეპუტაცია, ან თვისებები განპირობებულია ამ გეოგრაფიული არეალის ბუნებრივი ან/და ადამიანური ფაქტორით; ი) კონტროლის გეგმას, რომლითაც ხორციელდება საქონლის სპეციფიკაციით განსაზღვრული წარმოების პირობების კონტროლი; კ) დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის წარმოშობის ქვეყანაში დაცვას იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი წარდგენილია უცხოელი განმცხადებლის მიერ; 6 ლ) რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს; მ) ერთიან დოკუმენტს, რომელიც უნდა ადგენდეს: მ.ა.) საქონლის სპეციფიკაციის ძირითად მონაცემებს: დასახელებას, საქონლის აღწერას, საჭიროების შემთხვევაში, შეფუთვისა და ეტიკეტირების სპეციალურ წესებსა და გეოგრაფიული არეალის ზუსტ აღწერას; მ.ბ.) საქონლის ხარისხს ან მახასიათებლებს და გეოგრაფიულ გარემოსა და ადამიანურ ფაქტორს შორის კავშირის აღწერას ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული კავშირის დამადასტურებელ საქონლის აღწერის ან წარმოების მეთოდის სპეციფიკურ ელემენტებს. მუხლი 6. საქონლის სპეციფიკაცია 1. საქონლის სპეციფიკაცია უნდა მოიცავდეს, სულ მცირე: ა) ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული სახით ქართულ და იმ ენებზე, რომლებზეც განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში გამოიყენებოდა ან დღესაც გამოიყენება ამ საქონლის აღსაწერად; ბ) საქონლის აღწერას, საჭიროების შემთხვევაში, ნედლეულის ჩათვლით და საქონლის ფიზიკურ, ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ, ან ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ანიჭებს საქონელს განსაკუთრებულ თვისებებს ან/და რეპუტაციას; გ) საქონლის წარმოების/გადამუშავების მეთოდების, საჭიროების შემთხვევაში, ავთენტური და უცვლელი ადგილობრივი მეთოდების აღწერას; დ) ამ პუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული კავშირის გათვალისწინებით, განსაზღვრული გეოგრაფიული არეალის საზღვრებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელ ინფორმაციას; ე) მტკიცებულებას, რომ საქონელი წარმოშობილია ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული გეოგრაფიული არეალის საზღვრებში; 7 ვ) დეტალურ მონაცემებს, რომლებიც ადასტურებს: ვ.ა) კავშირს საქონლის ხარისხს ან მახასიათებლებსა და გეოგრაფიულ გარემოსა და ადამიანურ ფაქტორს შორის, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; ვ.ბ) კავშირს საქონლის მოცემულ ხარისხს, რეპუტაციას, ან სხვა მახასიათებლებსა და გეოგრაფიულ წარმოშობას შორის ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; ზ) სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დამდგენი კომპეტენტური უწყების ან მაკონტროლებელი ორგანოს დასახელებასა და მისამართს; თ) საქონლის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ წესს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ი) შეფუთვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ამასთან, განმცხადებლის დასაბუთებას განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში შეფუთვის საჭიროების შესახებ, საქონლის ხარისხის დაცვის, წარმოშობის ნამდვილობის, ან კონტროლის უზრუნველსაყოფად. მუხლი 7. ცვლილება საქონლის სპეციფიკაციაში 1. განმცხადებელი ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია წარადგინოს განაცხადი საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. 2. თუ განაცხადი ეხება სპეციფიკაციაში შესატან ერთ ან რამდენიმე არსებით ცვლილებას, განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და მასზე ჩატარდეს ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ექსპერტიზა. 3. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი ცვლილებები არაარსებითია, საქპატენტი განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ცვლილების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 8 4. ცვლილება ჩაითვლება არსებითად, თუ იგი: ა) დაკავშირებულია საქონლის ძირითად მახასიათებლებთან; ბ) ცვლის ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კავშირს; გ) მოიცავს ცვლილებებს საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერ ნაწილში; დ) ცვლის განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალს; ე) აფართოებს საქონლის ან ნედლეულის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვასთან/ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. 5. დაინტერესებული პირის მიერ სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ეცნობება განმცხადებელს. განმცხადებელი უფლებამოსილია, არაარსებით ცვლილებასთან დაკავშირებით, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში, ხოლო არსებით ცვლილებასთან დაკავშირებით – 1 თვის ვადაში. 6. სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, საქპატენტი აღნიშნულ ინფორმაციას აქვეყნებს ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. მუხლი 8. ექსპერტიზა 1. განაცხადზე ექსპერტიზას ატარებს საქპატენტი. 2. განაცხადის შეტანიდან 2 თვის ვადაში საქპატენტი ამოწმებს განაცხადის შესაბამისობას ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებთან. 3. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის შესახებ და მის აღმოსაფხვრელად აღმოუფხვრელობის განესაზღვრება შემთხვევაში, ვადა. განსაზღვრულ საქპატენტი ვადაში იღებს ხარვეზის გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. 4. თუ განაცხადი შეესაბამება ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებს, საქპატენტი 3 თვის ვადაში ამოწმებს არსებობს თუ არა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, რის შედეგადაც 9 იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე ექსპერტიზის გაგრძელების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. 5. განაცხადის რეგისტრაციის გაფორმებისა შესახებ და წარდგენის, მიღებული ექსპერტიზის გადაწყვეტილების ჩატარების, გასაჩივრების, პროცედურული ვადების შეჩერების, გაგრძელებისა და აღდგენის, სპეციფიკაციაში ცვლილებების შეტანის, გამოქვეყნების, გაუქმების და ბათილად ცნობის, აგრეთვე, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა წესები განისაზღვრება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით. 6. სხვა ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებასა ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე, მოწმდება მხოლოდ ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. მუხლი 9. ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის განაცხადის განმხილველი ეროვნული კომისია 1. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქპატენტის მიერ ექსპერტიზის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით, იქმნება ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განაცხადის განმხილველი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია). 2. კომისია შედგება ხუთი წევრისგან: შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს ერთი, საქპატენტის - ორი, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - ერთი წარმომადგენელი და მოწვეული დარგობრივი სპეციალისტი. კომისიის თავმჯდომარე საქპატენტის თავმჯდომარეა. 3. კომისია 6 თვის განმავლობაში ამოწმებს საქონლის შესაბამისობას ამ კანონის მე6 მუხლით დადგენილი სპეციფიკაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 10 4. კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. 5. კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მათ შორის დარგობრივი სპეციალისტის მოწვევისა და ანაზღაურების საკითხი, განისაზღვრება „ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის განაცხადის განმხილველი ეროვნული კომისიის დებულებით“. მუხლი 10. ექსპერტიზის მიერ ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები 1. ადგილწარმოშობის დასახელებად ან გეოგრაფიულ აღნიშვნად არ რეგისტრირდება დასახელება, რომელიც: ა) არ შეესაბამება ამ კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; ბ) მიჩნეულია გვარეობით ცნებად; გ) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს; დ) ეწინააღმდეგება მცენარის ახალი ჯიშის დასახელებას, საღვინე ვაზის ჯიშის ჩათვლით, ან ცხოველის ახალი ჯიშის დასახელებას, რამაც შეიძლება მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ. მუხლი 11. გამოქვეყნება 1. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საქპატენტი აქვეყნებს საქონლის სპეციფიკაციას სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომ – ბიულეტენი), საქპატენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ერთ ადგილობრივ გაზეთში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. სხვა ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ბიულეტენში ქვეყნდება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული 11 აღნიშვნის ტრანსლიტერაცია, საქონლის კატეგორია და საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. საქპატენტის მიერ ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნად აღიარების შესახებ მიღებული გადაწვეტილების საფუძველზე ბიულეტენში ქვეყნდება აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა, საქონლის კატეგორია და შესაბამისი ნომერი. მუხლი 12. მოქმედების ვადა 1. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები დაცულია რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის დღიდან. 2. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის მოქმედების ვადა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით. 3. აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები დაცულია მათი გამოქვეყნების თარიღიდან. იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა რეგისტრირებული იყო საქპატენტში, როგორც ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა და ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადატანილ იქნა რეესტრში, დაცვის თარიღად მიიჩნევა რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღი. 4. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება, გეოგრაფიული აღნიშვნა, ან აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა დაცულია უვადოდ. საერთაშორისო ხელშეკრულებით დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის მოქმედება წყდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის ან წარმოშობის ქვეყანაში რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში. მუხლი 13. გასაჩივრების წესი 1. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, განაცხადის განხილვაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება 12 განმცხადებლის მიერ საჩივრდება 3 თვის ვადაში საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში ან 1 თვის ვადაში სასამართლოში. 2. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში 1 თვის ვადაში. 3. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქპატენტის მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ საჩივრდება 1 თვის ვადაში საჩივრდება სასამართლოში ან 3 თვის ვადაში საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში. 4. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს ან საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატას, თუ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა: ა) არ შეესაბამება ამ კანონის მე-3 და მე-6 მუხლების მოთხოვნებს; ბ) ხელს შეუშლის იდენტური, ან ნაწილობრივ იდენტური დასახელების, ან სასაქონლო ნიშნის არსებობას, ან იმ საქონლის არსებობას, რომელიც კანონიერად იყო შეტანილი სამოქალაქო ბრუნვაში/განთავსებული ბაზარზე, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების თარიღამდე არანაკლებ 5 წლით ადრე; გ) სასაქონლო ნიშნის რეპუტაციის, ცნობილობის და გამოყენების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, შეცდომაში შეიყვანს მომხმარებელს საქონლის ნამდვილი წარმოშობის მიმართ; დ) წარმოადგენს გვარეობით ცნებას; ე) ეწინააღმდეგება მცენარის ახალი ჯიშის დასახელებას, საღვინე ვაზის ჯიშის ჩათვლით, ან ცხოველის ახალი ჯიშის დასახელებას, რამაც შეიძლება მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის ნამდვილი წარმოშობის შესახებ; ვ) სრულად ან ნაწილობრივ წარმოადგენს რეესტრში შეტანილი დასახელების ომონიმს და საკმარისად არ განსხვავდება ამ დასახელებას ადგილობრივი და 13 ტრადიციული გამოყენებისგან, რითაც შეცდომაში შეიყვანს მომხმარებელს. ომონიმური სახელი, რომელიც მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის საქონლის წარმოშობის შესახებ, არ უნდა დარეგისტრირდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ეს დასახელება წარმოადგენს ტერიტორიის, რეგიონის, ან წარმოშობის ფაქტობრივი ადგილის შესაბამის დასახელებას; ზ) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადები განმცხადებლისთვის აითვლება მისთვის გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობის დღიდან, ხოლო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის – ბიულეტენში გამოქვეყნების დღიდან. 6. საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით. მუხლი 14. საფასური ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის განაცხადზე ექსპერტიზის, რეესტრში ცვლილებების შეტანის, გამოქვეყნების, რეესტრიდან ამონაწერის გაცემის, აგრეთვე, რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა ქმედებისთვის გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური. მუხლი 15. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სხვა სახელმწიფოში რეგისტრაცია და დაცვა 1. ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა სხვა სახელმწიფოში სარეგისტრაციოდ შესაძლებელია წარდგენილ იქნეს უშუალოდ ან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, მხოლოდ მისი საქართველოში რეგისტრაციის შემდეგ. 2. საქპატენტი უფლებამოსილია განახორციელოს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ან/და აღიარებული 14 ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სხვა სახელმწიფოში რეგისტრაციისა და დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები. თავი III დაცვის ფარგლები მუხლი 16. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის ფარგლები 1. ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის ფარგლებიდან გამომდინარე, აკრძალულია: ა) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული გამოყენება: ა.ა.) ისეთ ერთნაირი ტიპის საქონელთან დაკავშირებით, რომელზეც არ ვრცელდება რეგისტრაცია; ან ა.ბ.) თუ ამგვარი გამოყენებით ხდება რეგისტრირებული ან დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციით სარგებლობა მაშინაც კი, როცა ეს საქონელი გამოიყენება ინგრედიენტის სახით; ბ) ნებისმიერი მცდარი გამოყენება, იმიტაცია, ან მიბაძვა მაშინაც კი, როცა საქონლის ან მომსახურების ნამდვილი წარმოშობა მითითებულია, ან, თუ დაცული დასახელება წარმოდგენილია თარგმანით, ტრანსლიტერაციით, ტრანსკრიფციით, ან ისეთ სიტყვებთან ერთად, როგორებიცაა: „სტილი“, „ტიპი“, „მეთოდი“, „წარმოებული როგორც“, „იმიტაცია“, „არომატი“ ან სხვა მსგავსთან, მაშინაც კი, თუ ეს საქონელი გამოიყენება, როგორც ინგრედიენტი; გ) ნებისმიერი სხვა მცდარი ან შეცდომაში შემყვანი აღნიშვნა საქონლის წარმომავლობის, წარმოშობის, დასახელების ან განსაკუთრებული ხარისხის შესახებ, განთავსებული საქონლის შიდა ან გარე შეფუთვაზე, სარეკლამო მასალებსა ან საქონელთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში და საქონლის ისეთი სახით შეფუთვა (ტარაში მოთავსება), რომელსაც შეუძლია მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს მისი წარმოშობის შესახებ; დ) ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელსაც შეუძლია მომხმარებელი შეიყვანოს 15 შეცდომაში საქონლის წარმოშობის შესახებ. 2. დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა არ შეიძლება გადაიქცეს გვარეობით ცნებად. 3. თუ დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა შეიცავს იმ საქონლის დასახელებას, რომელიც მიიჩნევა გვარეობით ცნებად, ამ გვარეობითი ცნების გამოყენებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აკრძალვები. 4. ამ მუხლის დებულებები არ ზღუდავს ფიზიკური პირის უფლებას, სამოქალაქო ბრუნვაში/ბაზარზე განთავსებისას გამოიყენოს საკუთარი ან იმ პირის სახელი, რომლის მემკვიდრეს ან სამართალმემკვიდრესაც წარმოადგენს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთ გამოყენებას შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი. 5. ამ მუხლის დებულებები არ ზღუდავს ნებისმიერი პირის უფლებას, სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს მცენარის ან ცხოველის ჯიშის დასახელება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთ გამოყენებას შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი. მუხლი 17. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმება და ბათილად ცნობა 1. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციას აუქმებს საქპატენტი საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნით, თუ აღარ არის უზრუნველყოფილი საქონლის შესაბამისობა სპეციფიკაციის მოთხოვნებთან. 2. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო დაინტერესებული პირის მოთხოვნით, თუ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა დარეგისტრირდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ან მე-10 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. 3. ინფორმაცია ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში. 16 მუხლი 18. ურთიერთობა ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნასა და სასაქონლო ნიშანს შორის 1. რეგისტრირებული აღნიშვნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული არსებობის შემთხვევაში, სასაქონლო ნიშნის განაცხადს, რომელიც წარდგენილია აღნიშნული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, უარი უნდა ეთქვას რეგისტრაციაზე რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ერთნაირი ტიპის საქონლის მიმართ, თუ ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენებით შესაძლებელია დაირღვეს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. 2. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიუხედავად, დასაშვებია ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენება ან/და რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელება, რომლის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენა ან რეგისტრაცია განხორციელდა კეთილსინდისიერი განზრახვით ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე განაცხადის წარდგენამდე. 3. თუ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით განაცხადის შეტანისას საქპატენტში უკვე შესულია განაცხადი სასაქონლო ნიშანზე, რომელიც შეიცავს ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას ან შედგება მისგან და, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის შედეგად იარსებებს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა, სასაქონლო ნიშნის განაცხადზე საქმისწარმოება შეჩერდება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე. თავი IV სახელმწიფო კონტროლი 17 მიღებული მუხლი 19. ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო კონტროლი 1. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონელის სპეციფიკაციასთან შესაბამისობას ადგენს და სერტიფიკატს გასცემს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო, გარდა სხვა ქვეყნის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნის 2. რეგისტრირებული აღნიშვნის ადგილწარმოშობის საქონლის კომპეტენტურ უწყებას სახელმწიფო სურსათის დასახელების კონტროლის (გარდა ან გეოგრაფიული განმახორციელებელ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის) შემთხვევაში, წარმოადგენს სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის შემთხვევაში – სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტო. 3. არასასოფლო-სამეურნეო საქონელთან დაკავშირებით კომპეტენტური უწყება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებული ფუნქციები კომპეტენტური უწყების მიერ გადაეცემა ერთ ან რამდენიმე მაკონტროლებელ ორგანოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად. 5. კომპეტენტური უწყება თავის საქმიანობას ახორციელებს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, კვალიფიციური პერსონალისა და მისი ფუნქციების განსახორციელებლად გამოყენებით. 18 აუცილებელი სხვა რესურსების 6. საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლის მაკონტროლებელ დელეგირება ორგანოზე კომპეტენტური ხორციელდება ამ უწყების კანონის 22-ე მიერ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლის გეგმის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მოცემულია მაკონტროლებელი ორგანოს მიერ შესასრულებელი ამოცანების ზუსტი აღწერა და იმ პირობების ჩამონათვალი, რომლის შესაბამისად უნდა განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლი; ბ) მაკონტროლებელ ორგანოს გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, ჰყავს საჭირო რაოდენობის კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი, ხოლო მიუკერძოებლობის საქმიანობას პრინციპებზე ახორციელებს დაყრდნობით. ობიექტურობისა ამასთან, და საქმიანობის განხორციელებისას არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი. 7. სურსათის (ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლოსამეურნეო წარმოშობის დისტილატის ჩათვლით) შემთხვევაში, შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, ბაზარზე განთავსებული სურსათის კონტროლს ახორციელებს სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო სხვა საქონლის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენტური უწყება. 8. თუ კომპეტენტური უწყების/მაკონტროლებელი ორგანოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან უმნიშვნელო შეუსაბამობა, კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის შესაბამისი ვადა. დადგენილ ვადაში შეუსაბამობის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომპეტენტური უწყება/ მაკონტროლებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ. 19 9. მნიშვნელოვანი შეუსაბამობის გამოვლენისას, კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაუქმების შესახებ. შესაძლებელია გამოყენებულ ასევე, იქნეს კომპეტენტური საქართველოს უწყების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა. 10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შეუსაბამობების ხარისხი განისაზღვრება სახელმწიფო კონტროლის გეგმით. მუხლი 20. სახელმწიფო კონტროლის მოთხოვნები 1. გაერთიანებამ ან რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნის ცალკეულმა მწარმოებელმა ან/და გადამამუშავებელმა, რომელსაც სურს საქონლის სპეციფიკაციის მოთხოვნებთან მისი საქონლის შესაბამისობის შეფასება კომპეტენტურ უწყებას/მაკონტროლებელ ორგანოს უნდა შეუქმნას სათანადო პირობები და უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა ყველა საჭირო დოკუმენტაციასთან, ადგილთან, შენობა-ნაგებობასთან, მოწყობილობებსა და აღჭურვილობასთან. 2. კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო სახელმწიფო კოტროლის განხორციელებისას, ამოწმებს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის წარმოების ყველა ეტაპს და მიწოდების სრულ ჯაჭვს, შენახვის პირობებს, ნედლეულის წარმოშობის ადგილს და ყველა იმ გარემოებას, რომელიც აუცილებელია საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენისთვის. 3. კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს მიკვლევადობის ნიშნების გამოყენებაზე. მუხლი 21. სახელმწიფო კონტროლის სიხშირე 1. საქონლის შესაბამისობის მიკვლევადობის, დადგენის გადაადგილებისა მიზნით, არანაკლებ ორ და სპეციფიკაციასთან წელიწადში ერთხელ, კომპეტენტური უწყების/მაკონტროლებელი ორგანოს მიერ შერჩეული ნიმუშის 20 საფუძველზე, ხორციელდება მწარმოებლებისა და გადამამუშავებლების სახელმწიფო კონტროლი. 2. საბოლოო საქონლის ნიმუშის საფუძველზე, ყოველწლიურად მოწმდება რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის შემთხვევაში მწარმოებლები, ხოლო რეგისტრირებული ადგილწარმოშობის მწარმოებლები გადამამუშავებლები, ან დასახელების რომლებიც შემთხვევაში საქონელს – შეიტანენ სამოქალაქო ბრუნვაში/განათავსებენ ბაზარზე. თუ ერთი ოპერატორი შეიტანს სამოქალაქო ბრუნვაში/გათავსებს ბაზარზე რამდენიმე მწარმოებლის ან გადამამუშავებლის საქონელს, სახელმწიფო კონტროლი ტარდება მწარმოებლების ან გადამამუშავებლების შესაბამის ნიმუშზე. 3. შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში, მწარმოებელი ან გადამამუშავებელი კონტროლდება წელიწადში არაუმეტეს ორჯერ, ორი წლის განმავლობაში . მუხლი 22. სახელმწიფო კონტროლის გეგმა 1. სახელმწიფო კონტროლის გეგმას ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, შეიმუშავებს კომპეტენტური უწყება ან მაკონტროლებელი ორგანო. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გაერთიანება ან განმცხადებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევში ითანამშრომლოს კომპეტენტურ უწყებასთან/მაკონტროლებელ ორგანოსთან. 2. მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში სახელმწიფო კონტროლის გეგმა დასამტკიცებლად წარედგინება კომპეტენტურ უწყებას. 3. მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში სახელმწიფო კონტროლის გეგმას ამტკიცებს კომპეტენტური უწყება. მუხლი 23. მაკონტროლებელი ორგანოს ანგარიშვალდებულება 1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს 21 კომპეტენტური უწყება, „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად. 2. მაკონტროლებელი ორგანო კომპეტენტურ უწყებას წარუდგენს ანგარიშს თითოეული რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ ყოველწლიურად, აგრეთვე, კომპეტენტური უწყების მოთხოვნის საფუძველზე. ანგარიში, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს: ა) იმ პირების სიას, რომელთა მიმართაც განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი და ინფორმაციას განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ; ბ) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის რაოდენობას; გ) ინფორმაციას შეუსაბამობების გამოსწორების მიზნით ჩატარებული ღონისძიებებისა და მათი რაოდენობის შესახებ; დ) ინფორმაციას შეჩერებული ან გაუქმებული სერტიფიკატების რაოდენობის შესახებ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია წარედგინება საქპატენტს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში. 4. თუ მაკონტროლებელი განხორციელებისას დასახელების მნიშვნელოვანი ან ორგანოს დადგინდა გეოგრაფიული შეუსაბამობა, მიერ სახელმწიფო კონტროლის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის აღნიშვნის სპეციფიკაციასთან საქონლის მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ კომპეტენტურ უწყებას. 5. კომპეტენტური უწყება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს მაკონტროლებელი ორგანოს აუდიტი. 6. მაკონტროლებელი ორგანოს აუდიტის განხორციელებისას კომპეტენტური უწყება ხელმძღვანელობს კანონიერების, ობიექტურობის, დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, მიზანშეწონილობის და თანასწორობის დაცვის პრინციპებით. 7. კომპეტენტური უწყება აუდიტის ჩატარებისას ამოწმებს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობას. 22 8. კომპეტენტური უწყება უფლებამოსილია მაკონტროლებელ ორგანოს მოსთხოვოს ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია. 9. მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია მოთხოვნილი დოკუმენტი და ინფორმაცია კომპეტენტურ უწყებას მიაწოდოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. 10. ამ მუხლში მითითებული აუდიტი უნდა დასრულდეს შესაბამისი ქმედების დაწყებიდან არაუმეტეს ერთი თვისა. 11. თუ აუდიტის განხორციელებისას დადგინდება, რომ მაკონტროლებელი ორგანო ვერ ასრულებს მასზე დელეგირებულ ამოცანებს და დროულად ვერ იღებს შესაბამის ზომებს, კომპეტენტური უწყება დაუყოვნებლივ წყვეტს მაკონტროლებელ ორგანოზე უფლებამოსილების დელეგირებას. მუხლი 24. საბოლოო საქონლის შემოწმება 1. სახელმწიფო კონტროლი, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სურსათის ან ალკოჰოლიანი სასმელების საბოლოო საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მოიცავს ნიმუშის აღებას, რომელიც ხორციელდება ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების გამოსაკვლევად. 2. სახელმწიფო კონტროლი, არასასურსათო საქონლის შემთხვევაში, მოიცავს საქონლის ფიზიკურ და სხვა ძირითადი მახასიათებლების შემოწმებას. 3. ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური ნიმუშების აღება მაჩვენებლების გამოსაკვლევად ხორციელდება კომპეტენტური უწყების/მაკონტროლებელი ორგანოს მიერ. მუხლი 25. სახელმწიფო კონტროლის ხარჯი ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენის ხარჯი გადაიხდება გაერთიანების ან ცალკეული მწარმოებლის მიერ. 23 სახელმწიფო უფლებამოსილია თანამონაწილეობით დაფაროს სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ხარჯები. თავი V გაერთიანება მუხლი 26. გაერთიანების როლი 1. გაერთიანება უფლებამოსილია: ა) მისი საქონლის ხარისხის, რეპუტაციისა და ავთენტურობის უზრუნველყოფის მიზნით, განახორციელოს განთავსებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში დასახელების გამოყენების ჩართული/ბაზარზე მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს კომპეტენტურ უწყებას „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად; ბ) მიიღოს შესაბამისი ზომები რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის და მათთან პირდაპირ დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად; გ) შეიმუშავოს საინფორმაციო ხასიათის მასალები და განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის საქონლის იმ მახასიათებლებზე ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც დამატებით ღირებულებას სძენს საქონელს; დ) განახორციელოს საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის ღონისძიებები; ე) მიიღოს შესაბამისი ზომები ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების ეფექტიანი განხორციელებისათვის, მათ შორის, ჩაატაროს ეკონომიკური ანალიზი და მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის მწარმოებლებს და გაუწიოს მათ კონსულტაციები; ვ) მიიღოს შესაბამისი ზომები საქონლის ღირებულების გაზრდის მიზნით და, 24 საჭიროების შემთხვევაში, აღკვეთოს საქონლის რეპუტაციის დამაზიანებელი ან მისთვის რისკის შემცველი ქმედებები; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. თავი VI დასახელება და ოფიციალური სიმბოლოები მუხლი 27. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის საქონელზე ოფიციალური სიმბოლოებისა და წარწერების – „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ გამოყენების წესი 1. წარწერის „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ გამოყენების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ფლობს სერტიფიკატს. 2. წარწერა „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ საქონლის სავაჭრო სახელწოდებაში ან მასთან ერთად, ასევე, შეფუთვაზე, ან იმ რეკლამასა და შეთავაზებაში, რომელიც შეიცავს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონელს, თუ: ა) საქონელი არ შეიცავს სხვა შესატყვის ინგრედიენტს, რომელმაც შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაანაცვლოს რეგისტრირებული ან დაცული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით მონიშნული საქონელი; ბ) გამოყენებული ინგრედიენტის რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ მოცემულ საქონელს შესძინოს ძირითადი მახასიათებლები; გ) რეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან ერთად, საქონლის სავაჭრო დასახელების სიახლოვეს, ხედვის 25 ძირითად არეალში მიეთითება ინგრედიენტის პროცენტული მაჩვენებელი ან, თუ ეს შეუძლებელია, ინგრედიენტების ჩამონათვალში, ამ ინგრედიენტების გასწვრივ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით მონიშნული საქონლის (ღვინის გარდა) ეტიკეტის წინა მხარეს სავალდებულოა განთავსდეს შესაბამისი ოფიციალური სიმბოლო. ამასთან, საქონლის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა უნდა განთავსდეს იმავე ხედვის არეალში. ეტიკეტზე, ასევე, შესაძლებელია დატანილ იქნეს წარწერა – „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, თუ რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით მონიშნულია ღვინო, ეტიკეტის წინა მხარეს სავალდებულოა განთავსდეს წარწერა – „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“. ამასთან, ღვინის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა უნდა განთავსდეს ხედვის იმავე არეალში. ეტიკეტზე, ასევე, შესაძლებელია დატანილ იქნეს ოფიციალური სიმბოლო. 5. ოფიციალური სიმბოლოების შავი და თეთრი ვერსიის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტზე ან შეფუთვაზე გამოყენებულია მხოლოდ შავ-თეთრი ფერები. 6. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის ოფიციალური სიმბოლოები მტკიცდება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით. თავი VII პასუხისმგებლობა 26 მუხლი 28. პასუხისმგებლობა ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის კანონსაწინააღმდეგო გამოყენებისთვის 1. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ამ კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო გამოყენების შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანო, გაერთიანება, ან კომპეტენტური დაინტერესებული პირი უწყება, უფლებამოსილია მოითხოვოს: ა) კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შეწყვეტა; ბ) ამ კანონის მოთხოვნების დარღვევით ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ბრუნვიდან/ბაზრიდან ბრუნვაში ამოღება, ჩართვის/ბაზარზე ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო განთავსების მიზნით, შემოტანილი, ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული), ან საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გამავალი საქონლის ამოღება; გ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი, ან სარეკლამო მასალის, ან აბრის განადგურება, რომელიც შეიცავს გეოგრაფიულ აღნიშვნას ან ადგილწარმოშობის დასახელებას ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალის ან გამოსახულების წაშლა, რომელიც შეიცავს გეოგრაფიულ აღნიშვნას ან ადგილწარმოშობის დასახელებას; დ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეს, მატრიცას, სხვა დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება; ე) ამ კანონის მოთხოვნების დარღვევით ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული საქონლის განადგურება. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდისა და შეფუთვის მოცილების შემდეგ, გასანადგურებელი საქონელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჰუმანიტარული ან საქველმოქმედო 27 მიზნით, მხოლოდ დაინტერესებული პირის თანხმობით და იმ პირობით, რომ ეს საქონელი რისკს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გარდა, გაერთიანება ან სხვა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ერთერთი შემდეგი ქმედების განხორციელება: ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა გეოგრაფიულ აღნიშვნაზე ან ადგილწარმოშობის დასახელებაზე კანონდარღვევის შესახებ; ბ) მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა; გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. 4. ერთჯერადი გათვალისწინებულ ფულადი უნდა კომპენსაციის იქნეს ოდენობის ადგილწარმოშობის განსაზღვრისას დასახელებასა ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას. მუხლი 29. ადგილწარმოშობის დასახელების გავრცელება საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით ადგილწარმოშობის დასახელების საერთაშორისო რეგისტრაციის მიზნით, საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, განმცხადებელმა, საქპატენტის მეშვეობით, უნდა წარადგინოს განაცხადი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროში. თავი VIII 28 გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 30. გარდამავალი დებულებები 1. ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელზეც შეტანილია განაცხადი ან რეგისტრირებულია საქპატენტში ამ კანონის ძალაში შესვლამდე, შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი ამ კანონის მოთხოვნებთან 2031 წლის პირველ იანვრამდე. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს, იგი შესაძლებელია შეტანილ იქნეს რეესტრში, როგორც აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა. 2. ამ კანონის ძალაში შესვლამდე რეგისტრირებულ ან სარეგისტრაციოდ წარდგენილ ადგილწარმოშობის დასახელებებზე, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული საქონლის ნედლეული წარმოშობილია ისეთი გეოგრაფიული არეალიდან, რომელიც უფრო ფართოა ან განსხვავდება ამ საქონლის განსაზღვრული გეოგრაფიული არეალისგან, ცალკეული დასახელება შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადგილწარმოშობის დასახელებად იმ პირობით, თუ: ა) დადგენილია ნედლეულის წარმოების გეოგრაფიული არეალის საზღვრები; ბ) განსაზღვრულია ნედლეულის წარმოებისთვის სპეციალური პირობები; გ) სახელი ისტორიულად და ტრადიციულად გამოიყენებოდა განსაზღვრული გეოგრაფიული არეალის ფარგლებს გარეთ; დ) არსებობს კონტროლის მექანიზმი ზემოაღნიშნული პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, ნედლეულად მიიჩნევა ცოცხალი ცხოველი, რძე და ხორცი. 4. „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 29 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულებით დამტკიცებული ადგილწარმოშობის დასახელებებს და გეოგრაფიული აღნიშვნებს, გარდა საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრში შეტანილი ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებისა, ამ კანონის ამოქმედებიდან მიენიჭოს აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი. 5. ამ კანონის ამოქმედებიდან: ა) ერთი წლის ვადაში საქპატენტმა შეიმუშავოს და დადგენილი წესით დაამტკიცოს „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია; ბ) ერთი წლის ვადაში საქპატენტმა შეიმუშავოს და დადგენილი წესით დაამტკიცოს „ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის განაცხადის განმხილველი ეროვნული კომისიის“ დებულება; გ) ერთი წლის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავოს და დადგენილი წესით დაამტკიცოს „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქცია; დ) ერთი წლის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავოს და დადგენილი წესით დაამტკიცოს „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ“ ინსტრუქცია; ე) ერთი წლის ვადაში საქპატენტმა შეიმუშავოს და დაამტკიცოს ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის ოფიციალური სიმბოლოები.“ მუხლი 31. დასკვნითი დებულებები 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ. 2. ამ კანონის 30-ე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 30 3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის საქართველოს კანონი (საქართველოს მაცნე №25(32), 1999 წელი, მუხ. 126). საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 შესახებ“
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემის (შემდგომ - გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემა) განვითარების ხელშეწყობას. გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი სოფლის მეურნეობის მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოების, მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და რეგიონების განვითარებისთვის. საქართველოსთვის აღნიშნული სისტემის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველო სხვადასხვა უნიკალური, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყანაა, გამოირჩევა მრავალფეროვანი აგროკლიმატური პირობებით, რაც იძლევა განსხვავებული და განსაკუთრებული ხარისხის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების საშუალებას. საქართველო მდიდარია კულინარიული ტრადიციებით, რომლებიც განსხვავებულია რეგიონების მიხედვით და თითოეული მხარისათვის დამახასიათებელი, ერთმანეთისგან განსხვავებული კერძებით/პროდუქტებით გამოირჩევა. საქართველო ვაზისა და ხორბლის წარმოშობის ქვეყანაა. ქართული ღვინოები ცნობილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მათი ექსპორტის მოცულობა, რომელიც ამჟამად 60-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, სულ უფრო მზარდია. ქართული ხორბალი, ქერი და ფეტვნაირი კულტურები ადასტურებს საქართველოს უნიკალურ პრეისტორიულ კულტურას. მიწათმოქმედების პირველი ნიმუშები საქართველოს ტერიტორიაზე თარიღდება მეზოლითის პერიოდით. ნეოლითისა და ენეოლითის პერიოდებში საქართველოში უკვე ითესებოდა ხორბალი. საქართველოში ენდემური, მსოფლიოში გვხვდება სახეობაა. და გავრცელებული აღწერილია 14 ხორბლის 27 სახეობა, მათ სახეობიდან, შორის 5 საქართველოს რეგიონებში გავრცელებული პურის ცხობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და სხვადასხვა მეთოდი კი ამ ისტორიის ლოგიკურ გაგრძელებაა. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის და უფრო გვიანდელი პერიოდის სხვა არტეფაქტები, საქართველოს ტერიტორიაზე რძის პროდუქტების ხანგრძლივ წარმოებას ადასტურებს. ყველის გემოსა და ტექნოლოგიას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატური პირობები. ყველს აძველებდნენ, ავარგებდნენ რამდენიმე ძირითადი საჭიროების გამო, მაგრამ ამ პროცესში იკვეთებოდა იმ კონკრეტული კუთხისათვის დამახასიათებელი გემოვნური მახასიათებლებიც. საქართველოს კუთხეებში სწორედ ამ განსხვავებული გემოვნებისა და ტექნოლოგიის არსებობის დამსახურებით სხვადასხვა სახეობის, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ყველის სახეობებს ვხვდებით. პოპულარულ ქართულ პროდუქტებს, აგრეთვე, მიეკუთვნება: მინერალური წყალი, ჩაი, ხილი, ბოსტნეული, და სხვა. 1999 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც შემუშავებულ იქნა ევროკავშირის იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ კანონის მოქმედი რედაქცია ვეღარ პასუხობს დღეს არსებულ გამოწვევებს, რაც აფერხებს და, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელს ხდის გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებას, იმის გათვალისწინებით, რომ ამ წლების მანძილზე გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა კიდევ უფრო განვითარდა და ამ ნიშნით დაცული პროდუქტის წარმოებისა და აღიარების სტანდარტი დაიხვეწა საერთაშორისო დონეზე. კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს „ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტთან“ და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემასთან ჰარმონიზება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემისა და ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც, ასევე, წარმოადგენს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) მნიშვნელოვან საკითხს. გეოგრაფიული აღნიშვნები ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც ემსახურება ბუნებრივ პირობებთან და ტრადიციებთან დაკავშირებული ადგილობრივი, განსაკუთრებული საქონლის კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის ზრდას. ამასთან, საერთაშორისო შეთანხმებებში განხორციელებული ცვლილებებისა და ევროკავშირში მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით და, ასევე, ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და კანონპროექტის მიღება, რაც კიდევ უფრო მეტად გახდის შესაძლებელს ქართული პროდუქტების დაცვასა და პოპულარიზაციას ქვეყნის საზღვრებს გარეთ აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან დაიწყო „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ტვინინგის“ პროექტი წარმოადგენდა ევროკავშირის გეოგრაფიული დებულებებითა და ეფექტური (GE16ENI დამხმარე EC 0318), აღნიშვნების რომლის დაცვის ინსტრუმენტების მიზანს სისტემის შექმნის გზით საქართველოში საქონლის „ადგილწარმოშობის დასახელებისა“ და „გეოგრაფიული აღნიშვნების“ სისტემის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნულ კონტექსტში, პროექტის კონკრეტული მიზანი იყო სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ (შემდგომ საქპატენტი) და სხვა ჩართული მხარეების მხარდაჭერა სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბების, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემის გაძლიერების და ეროვნული ინსტიტუტების კომპეტენციის გაზრდის მიმართულებით. ასევე, პროექტის მიზანს წარმოადგენდა საუკეთესო ევროპული სისტემების პრაქტიკის დანერგვა, როგორიც არის ფრანგული და იტალიური სისტემები. კანონპროექტის შესაბამისად, შეიქმნება ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებასა და უფლებების აღსრულებას. პროექტით სრულიად ახლებურად რეგულირდება ექსპერტიზისა და რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები. ინერგება სერტიფიცირების და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ახლებური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შემოწმდება საქონლის მახასიათებლების შესაბამისობა განსაზღვრულ სპეციფიკაციებთან. სპეციფიკაციები მწარმოებლების მიერ კონკრეტული საქონლისთვის შემუშავებული ნებაყოფლობითი სტანდარტებია, რომლებიც მტკიცდება კომპეტენტური უწყების მიერ, სავალდებულოა შესასრულებლად და წარმოადგენს განაცხადის ძირითად შემადგენელ ნაწილს. კანონპროექტით დაიხვეწება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოვა, სპეციფიკაციების მიღებისა და დამტკიცების როგორც ფორმალური, ასევე შინაარსობრივი საკითხები. პროექტის შემუშავებისას გამოყენებულ იქნა ევროკავშირის, იტალიისა და საფრანგეთის საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება გეოგრაფიული აღნიშვნების ფორმირების და განვითარების, ასევე მათი გამოყენებისა და კონტროლის მიმართულებით. საფრანგეთის რესპუბლიკის წარმოშობისა და ხარისხის ეროვნული ინსტიტუტის (INAO) მაგალითზე, ფრანგი ექსპერტების მიერ გაზიარებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, იქმნება სპეციალური ორგანო – ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის განაცხადის განმხილველი ეროვნული კომისია, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. აღსანიშნავია, რომ INAO საფრანგეთის რესპუბლიკაში წარმატებით ახორციელებს გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციას ეროვნული კომიტეტის საშუალებით. პროექტი ითვალისწინებს, აგრეთვე, მწარმოებელთა ან/და სხვა პირთა გაერთიანებების როლის ზრდას შემადგენლობაში გეოგრაფიული შედიან აღნიშვნების მწარმოებლები, სისტემაში. გაერთიანება, გადამამუშავებლები, თავის უზრუნველყოფს საქონლის ხარისხის შენარჩუნებასა და მის პოპულარიზაციას. რომლის მხრივ, ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ეფექტური ფუნქციონირება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ამჟამად, საქართველოში წარმოებული საქონლის 64 დასახელება (მაგ.: ღვინო, მინერალური წყალი, ყველი და სხვ.) რეგისტრირებულია, აქედან 38 როგორც ქართული ადგილწარმოშობის დასახელება, ხოლო 26 გეოგრაფიული აღნიშვნა და მათი უმეტესი ნაწილი გადის ექსპორტზე. ამასთან, სასაქონლო ნიშნის ქვეშ დაცული პროდუქტები დამატებით სტიმულს აჩენს ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის და ხშირად სწორედ ამგვარი პროდუქტებით დაინტერესება ხდება ტურისტების საქართველოში ვიზიტის განმსაზღვრელი ფაქტორი. გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტიანი სისტემის არსებობა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ახალი ბაზრების ათვისებასა და მაღალ კონკურენტუნარიან გარემოში განსაკუთრებული ადგილის დამკვიდრებას. გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის რეგიონულ განვითარებაში და ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლების ზრდას, ამცირებს რეგიონებიდან მოსახლეობის გადინებას, ემსახურება აგრარული ტურიზმის განვითარებასა და რეგიონის ცნობადობის ზრდას. გეოგრაფიული აღნიშვნა ასევე წარმოადგენს ერთგვარ ხარისხის ნიშანს. საქონლის განსაკუთრებული მახასიათებლები, წარმოების ტრადიციული მეთოდები, ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დროთა განმავლობაში საქონელს სძენს მაღალ რეპუტაციას, თავს იყრის უნიკალური საქონლის დასახელებაში და იქცევა ამ საქონლის აქტივად. ამასთან, ხარისხის გარანტია, საქონლის ღირებულების შენარჩუნების და მისი ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა. როგორც კვლევებმა აჩვენა, ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელზე და, შესაბამისად, მომხმარებელიც მზად არის, შეიძინოს ასეთი ტიპის საქონელი უფრო მაღალ ფასად. გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის ღირებულება აღემატება სხვა ანალოგიური საქონლის ღირებულებას. გეოგრაფიულ აღნიშვნების როლი მნიშვნელოვანია ტრადიციული ცოდნის შენარჩუნებაში, რომელიც გულისხმობს მაღალხარისხიანი ტრადიციული საქონლის წარმოების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ამ საქონლის გარშემო ადგილობრივი მეწარმეების (განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი) გაერთიანებას, სხვადასხვა პროდუქტის ამგვარი ფორმით დაცვა ხაზს უსვამს საქართველოში არსებული კულტურისა და ტრადიციების მდიდარი ისტორიის არსებობას ამასთან, გეოგრაფიულ აღნიშვნებს დადებითი გავლენა აქვს გარემოს შენარჩუნებასა და მდგრად განვითარებაზე, რომელიც განპირობებულია გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის წარმოებისათვის ადგილობრივი პირობების შენარჩუნების აუცილებლობით, რადგან სწორედ ადგილობრივი პირობები იძლევა უნიკალური საქონლის წარმოების შესაძლებლობას და გამორიცხავს ანალოგიური საქონლის სხვა გეოგრაფიულ არეალში დამზადების საშუალებას. საქართველოს, გეოგრაფიული მდებარეობის, კლიმატური პირობებისა და მრავალწლიანი ტრადიციების არსებობის გათვალისწინებით, აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ეფექტიანად უნდა იქნეს გამოყენებული. გეოგრაფიული აღნიშვნები ხელს უწყობს ადგილობრივი საქონლის ხარისხის ამაღლებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე და მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის რეგიონული განვითარებისთვის. ამდენად, კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა, რომელიც გააძლიერებს საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნებისა დაცვისა და კონტროლის სისტემას და შესაძლებელს გახდის ყველა იმ სარგებლის მიღებას, რაც დაკავშირებულია სისტემის გამართულ ფუნქციონირებასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ძალადაკარგულად ცხადდება მოქმედი კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს მაცნე №25(32), 1999 წელი, მუხ. 126) და არსებითად იცვლება და ახლებურად რეგულირდება გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა. წარმოდგენილი კანონპროექტი შედგება რვა თავისა და 31 მუხლისგან. კანონპროექტის პირველი თავით (პირველი – მე-4 მუხლები) „ზოგადი დებულებები“ განისაზღვრა კანონის მიზანი და რეგულირების სფერო, დაზუსტდა ტერმინთა განმარტებები და ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მექანიზმი. კერძოდ: კანონპროექტის თანახმად, ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის ცნება შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტთან. ახლებურად განისაზღვრა ტერმინი „განმცხადებელი“, რომელიც შეიძლება იყოს გაერთიანება, აუცილებლობის შემთხვევებში – სახელმწიფო უწყება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ან, ფიზიკური ან იურიდიული პირი. გამონაკლისის სახით, განმცხადებლად ერთი კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირის განსაზღვრა განპირობებულია გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის არსიდან გამომდინარე, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს, რომ გეოგრაფიული აღნიშვნა წარმოადგენს ყველა იმ პირის „საკუთრებას“, ვინც კანონმდებლობისა და სპეციფიკაციების მოთხოვნათა სრული დაცვით აწარმოებს ასეთი ტიპის საქონელს. ამდენად, განმცხადებელი ერთი კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირი შესაძლებელია იყოს, გამონაკლისის სახით, მხოლოდ კანონპროექტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. რაც შეეხება გამონაკლისის სახით სახელმწიფო უწყების და საჯარო სამართლის იურიდიული პირის მითითებას, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების თანახმად, დაშვებულია ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის განმცხადებლად მხოლოდ გაერთიანების ან გამონაკლის შემთხვევაში, ფიზიკური ან იურიდიული პირის მითითება, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია სისტემის განვითარების პირველ ეტაპზე, რაც მოიცავს მათ შორის, კერძო სექტორის როლის გაძლიერებას, შენარჩუნებულ იქნეს სახელმწიფოს ჩართულობა და მხარდაჭერა ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის მომზადებისა და წარდგენის პროცესში. კანონპროექტით განისაზღვრა ტერმინი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრი“. რეესტრში აისახება ინფორმაცია რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, მონაცემები საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, მონაცემები საქპატენტის მიერ აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ. საქპატენტის მიერ აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭება მოხდება ისეთ ტრადიციულ, განსაკუთრებული თვისებების მქონე საქონლის დასახელებებისთვის, რომელთაც გააჩნიათ ადგილწარმოშობის დასახელებად ან გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაციის პოტენციალი. კანონპროექტით განისაზღვრა კომპეტენტური უწყების და მაკონტროლებელი ორგანოს სტატუსი, რაც კონტროლის სისტემის ახლებურად ჩამოყალიბების ერთ-ერთი წინაპირობაა. დაზუსტდა სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენის დამადასტურებელი დოკუმენტის აღმნიშვნელი ტერმინი – სერტიფიკატი; განისაზღვრა ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინები, როგორებიცაა: წარმოების ეტაპი, მიკვლევადობა, ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის მიკვლევადობის ნიშანი, ოფიციალური სიმბოლო დასახელებების და და სხვ. კანონპროექტით დაზუსტდა ადგილწარმოშობის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მექანიზმი. კანონპროექტის თანახმად, ადგილწარმოშობის დასახელებების აღნიშვნების დაცვა ხორციელდება საქპატენტში კერძოდ, და გეოგრაფიული რეგისტრაციის, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, ან აღიარების გზით. მოქმედი რედაქციის თანახმად, სხვა ქვეყნის ადგილწარმოშობის შესაძლებელი იყო მხოლოდ დასახელების და გეოგრაფიული სახელმწიფოთაშორისი აღნიშვნის შეთანხმების დაცვა საფუძველზე, კანონპროექტის შესაბამისად, აღნიშნული შესაძლებელია აგრეთვე ინდივიდუალური რეგისტრაციის გზით. კანონპროექტის მე-2 თავით „ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია“ (მე-5 – მე-15 მუხლები) დაზუსტდა ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის წესი და პროცედურა, კერძოდ: განისაზღვრა ის მინიმალური მოთხოვნები, რასაც უნდა შეიცავდეს განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელებების ან გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის შესახებ; დადგინდა, რომ სარეგისტრაციო განაცხადი უნდა შეიცავდეს კომპეტენტური უწყების ან მაკონტროლებელი ორგანოს სრულ სახელს და მისამართს, საქონლის სპეციფიკაციებს; დაკონკრეტდა სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა ერთოდეს სარეგისტრაციო განაცხადს, კერძოდ, დოკუმენტები, რომლითაც დადასტურებულია, რომ საქონლის განსაკუთრებული ხარისხი, რეპუტაცია, ან თვისებები განპირობებულია კონკრეტული გეოგრაფიული არეალის ბუნებრივი ან/და ადამიანური ფაქტორებით; კონტროლის სქემა, რომლითაც ხორციელდება საქონლის სპეციფიკაციებით განსაზღვრული წარმოების პირობების კონტროლი, უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნების შემთხვევაში კი – წარმოშობის ქვეყანაში დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა. ამასთან, კანონპროექტის ცალკე მუხლი დაეთმო საქონლის სპეციფიკაციებს. სპეციფიკაციები წარმოადგენს ერთგვარ ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც იქმნება ინდივიდუალურად პროცესში თითოეული აქტიურად არიან საქონლისთვის. ჩართულნი სპეციფიკაციების საქონლის მწარმოებლები. მომზადების სწორედ ამ დოკუმენტში განსაზღვრული ყველა წესებისა და მოთხოვნების სრული დაცვით წარმოებულ საქონელს შეიძლება ეწოდოს რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება. კანონპროექტით განისაზღვრა მოთხოვნები, რასაც უნდა შეიცავდეს საქონლის სპეციფიკაციები. ესენია: საქონლის აღწერა, საქონლის მიღების მეთოდების ეტაპ(ებ)ის აღწერა, დადგენილი გეოგრაფიული არეალის განსაზღვრება, მტკიცებულება, რომ საქონელი ნამდვილად წარმოშობილია მითითებული გეოგრაფიული ადგილიდან, ყველა ის დეტალური მონაცემი, რომლითაც დასტურდება კავშირი საქონლის ხარისხს, მახასიათებლებსა და კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოსა და ადამიანურ ფაქტორს შორის. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტით განისაზღვრა საქონლის სპეციფიკაციებში ცვლილებების შეტანის წესი და პირობები. დროთა განმავლობაში გარემო პირობების, საქონლის მოპოვების, გადამუშავებისა და წარმოების პროცესის ცვლილებების გამო, შესაძლებელია საჭირო გახდეს საქონლის სპეციფიკაციებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია საკითხის დეტალური რეგულირება. ასევე, დაინტერესებული პირის მიერ გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების საქონლის სპეციფიკაციებში ცვლილებების განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში, დადგინდა განსხვავებული წესი არსებითი და არაარსებითი ცვლილებების განხორციელების შემთხვევებში. წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრა ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის განაცხადის განმხილველი ეროვნული კომისიის შექმნის საკითხი. საფრანგეთის რესპუბლიკის საუკეთესო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სისტემის მონაწილე ყველა რგოლის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა, სწორედ ასეთი კომისიის ფარგლებშია შესაძლებელი. კანონპროექტის თანახმად, შემუშავებულ უნდა იქნეს დებულება, რომელიც განსაზღვრავს კომისიის როლს, ფუნქციებს, უფლებამოსილებას, შემადგენლობას, განაცხადების განხილვასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს. ასევე, დადგინდება კომისიის მიერ განაცხადის განხილვის, ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადები. კანონპროექტით დაზუსტდა ეროვნული კომისიისათვის გადაცემამდე განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული ვადები და სხვა პროცედურული საკითხები. კანონპროექტის თანახმად, საქპატენტი განიხილავს განაცხადს, მისი ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ნაწილში და ასევე ამოწმებს, ხომ არ არსებობს ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. კერძოდ, ამოწმებს, ხომ არ არსებობს უფრო ადრინდელი განსაკუთრებული უფლება სამრეწველო საკუთრების სხვადასხვა ობიექტებზე ან კანონით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული უარის საფუძვლების თქმის სხვა შემოწმების საფუძველი. შედეგად, უარის თქმის საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტიზის გაგრძელების ან განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, კანონპროექტით დეტალურად განისაზღვრა ექსპერტიზის ჩატარების კონკრეტული ვადები. ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ, განაცხადზე საქმის წარმოების გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, განაცხადი განსახილველად გადაეცემა კომისიას. განისაზღვრა კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული გარკვეული მოთხოვნები. როგორც უკვე აღინიშნა, შემუშავებულ იქნება სპეციალური წესი, რომელიც განსაზღვრავს კომისიის როლს, ფუნქციებს, უფლებამოსილებას, შემადგენლობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. კანონპროექტით აგრეთვე გეოგრაფიული აღნიშვნის განისაზღვრა, რომ დაზუსტდა ადგილწარმოშობის რეგისტრაციაზე რეგისტრაციას არ უარის თქმის ექვემდებარება დასახელებისა საფუძვლები, ისეთი და კერძოდ, ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელიც ეწინააღმდეგება მცენარის ახალი ჯიშის სახელს, საღვინე ვაზის ჯიშის ჩათვლით, სასაქონლო ნიშანს, მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოადგენს საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრში შეტანილი დასახელების ომონიმს. წარმოდგენილი კანონპროექტით დაზუსტდა ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოქვეყნების წესი და გეოგრაფიული რეგისტრაციის რეგისტრაციის მოქმედების დასახელებები შესახებ მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და აღნიშვნების ადგილწარმოშობის შესახებ და განაცხადის ვადა. კერძოდ, გეოგრაფიული წარდგენის რეგისტრირებული აღნიშვნები დღიდან, ხოლო დაცულია საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის მოქმედების ვადა განისაზღვრება შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად. კანონპროექტით დარეგულირდა განაცხადის განხილვაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და ასევე, რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და საფუძვლები. წარმოდგენილი კანონპროექტით მე-3 თავით „დაცვის ფარგლები“(მე-16 – მე-18 მუხლები) დაზუსტდა ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან ან დაცვიდან გამომდინარე აკრძალული ქმედებების ჩამონათვალი. წარმოდგენილი კანონპროექტით აგრეთვე დაზუსტდა რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ არ არის უზრუნველყოფილი საქონლის შესაბამისობა სპეციფიკაციების მოთხოვნებთან. კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოში დაცული უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის გაუქმების წესი, თუ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა აღარ არის დაცული წარმოშობის ქვეყანაში. კანონპროექტით ახლებურად განისაზღვრა ურთიერთკავშირი ადგილწარმოშობის დასახელებას, გეოგრაფიულ აღნიშვნასა და სასაქონლო ნიშანს შორის. აღნიშნული საკითხის ნათლად დარეგულირება მნიშვნელოვანია, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის, ასევე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცესში. ამ ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოება. კანონპროექტის მე-4 თავით „სახელმწიფო კონტროლი“ (მე-19 – 25-ე მუხლები), განისაზღვრა გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო კონტროლის სისტემა. კერძოდ, განისაზღვრა გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებისათვის აუცილებელია კონტროლის სისტემის არსებობა. უმნიშვნელოვანესია კონტროლის სისტემის დანერგვა და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოპირობების შექმნა. კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ წესებსა და პირობებს. ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტით დასახელებებისა და დაკავშირებული საკითხები. ასპექტების დეტალურად გეოგრაფიული რეგულირებისას განისაზღვრა აღნიშვნების კონტროლის ადგილწარმოშობის სახელმწიფო განხორციელებასთან გათვალისწინებულ იქნა როგორც კონტროლთან დაკავშირებული ევროკავშირის გამოცდილება, ისე ქართული სისტემის სპეციფიკაცია. კანონპროექტით განისაზღვრა რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი კომპეტენტური უწყებები, რომლებსაც სურსათის შემთხვევაში წარმოადგენს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების შემთხვევაში - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, კონტროლის განმახორციელებელი უწყება, როგორც წესი, სურსათის შემთხვევაში არის შესაბამისი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო არასასურსათო საქონლის შემთხვევაში, შესაძლებელია იყოს კულტურის ან ეკონომიკის სამინისტრო. ამავე კანონპროექტით განისაზღვრა კომპეტენტური უწყების მიერ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებული ფუნქციების ერთ ან რამდენიმე მაკონტროლებელ ორგანოსთვის დელეგირების გადაცემის წესი. პროექტიდან გამომდინარე, სრულიად ახლებურად ხდება კონტროლის სისტემაში ჩართული პირებისა და უწყებების როლისა და ფუნქციების განსაზღვრა. კონტროლის ახალი სისტემის მნიშვნელოვან მონაწილედ მაკონტროლებელი ორგანოს როლში გვევლინება სერტიფიცირებაზე პასუხისმგებელი კერძო პირი, რომელიც სისტემის სწორი განვითარების საყრდენი უნდა გახდეს. მაკონტროლებელი ორგანო, თავის მხრივ, დაკისრებულ მოვალეობებს განახორციელებს კომპეტენტური უწყების მიერ მასზე დელეგირებული უფლებამოსილებების საფუძველზე. ხოლო, კერძო მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში, კონტროლს განახორციელებს კვლავ კომპეტენტური უწყება. ასევე, დადგინდა ის ზოგადი პრინციპები და აუცილებელი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება კომპეტენტური უწყების მიერ სახელმწიფო კონტროლის დელეგირება მაკონტროლებელი ორგანოსთვის. მაკონტროლებელ ორგანოს უნდა გააჩნდეს შესაბამისი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე საჭირო რაოდენობის პერსონალი და საქმიანობას უნდა ახორციელებდეს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებზე დაყრდნობით. ამასთან, მაკონტროლებელი ორგანოს მიერ საქმიანობის განხორციელებისას არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი. კანონპროექტით, ასევე, განისაზღვრა კომპეტენტური უწყების ან მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილება, შეუსაბამობის გამოვლენისას, მიიღოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის ჩამორთმევის შესახებ. აღნიშნული მექანიზმი მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კანონმდებლობისა და საქონლის სპეციფიკაციების მოთხოვნების დარღვევით წარმოებული საქონლის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობა. წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრა კონტროლის მოთხოვნები, კონტროლის სიხშირესთან და კონტროლის გეგმასთან დაკავშირებული საკითხები და კონტროლის ჩატარების ვადები. ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის საბოლოო საქონლის სპეციფიკაციების მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ფიზიკურ, ქიმიურ ანალიზსა და ორგანოლეპტიკურ შემოწმებას. კომპეტენტური უწყებისგან დელეგირების საფუძველზე მოქმედი მაკონტროლებელი ორგანო ანგარიშვალდებული იქნება შესაბამისი კომპეტენტური უწყების წინაშე. შესაბამისად, კანონპროექტით დარეგულირდა ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, განისაზღვრა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ კომპეტენტურ უწყებას უნდა წარუდგინოს თითოეული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ ყოველწლიური ანგარიში. თუ მაკონტროლებელი ორგანოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციებთან არსებითი შეუსაბამობა, მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ კომპეტენტურ უწყებას. კანონპროექტით ასევე განისაზღვრა საბოლოო დაკავშირებული საქონლის საკითხები, კერძოდ, შემოწმებასთან, სახელმწიფოს კონტროლის მიენიჭა ხარჯებთან უფლებამოსილება, ნაწილობრივ უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლის ხარჯების დაფარვა. კანონპროექტით, ასევე, გათვალისწინებულია კონტროლის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესი, პირობები, ვადები და დამტკიცების უფლებამოსილების მქონე ორგანო. კანონპროექტის მე-5 თავით „გაერთიანება“ (26-ე მუხლი) განისაზღვრა გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ერთ-ერთ ძირითადი რგოლს მწარმოებელთა გაერთიანების უფლებამოსილებები, რომლის შემადგენლობაში შედიან, მათ შორის, მწარმოებლები, გადამამუშავებლები. მწარმოებელთა უმნიშვნელოვანესია მთელი სისტემის გაერთიანება, მხრივ, უზრუნველყოფს თავის გამართული საქონლის გაერთიანებების როლი ფუნქციონირებისათვის. ხარისხის დაცვასა და პოპულარიზაციას. ამდენად, წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებულ იქნა გაერთიანების როლი და მისი უფლებამოსილებები საქონლის ხარისხის, რეპუტაციის და ავთენტურობის უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის მე-6 თავით „დასახელება და ოფიციალური სიმბოლოები“ (27-ე მუხლი) განისაზღვრა, ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის დასახელებისა და ოფიციალური სიმბოლოების გამოყენების და საქონლის ეტიკეტირების წესი. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სახელი, ასევე, წარწერა „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ და კანონმდებლობით დადგენილი ოფიციალური სიმბოლოები გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ საქონელთან დაკავშირებით, რომელიც წარმოებულია საქონლის სპეციფიკაციების მოთხოვნების სრული დაცვით. კანონპროექტის მე-7 თავით „პასუხისმგებლობა“ (28-ე – 29-ე მუხლები) განისაზღვრა, პასუხისმგებლობა ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის კანონსაწინააღმდეგო გამოყენებისთვის და უფლების აღსრულებასთან დაკავშირებით, უფლების მფლობელის უფლებამოსილება განახორციელოს ქმედებები დარღვევის აღკვეთის და ზიანის ანაზღაურების კუთხით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტი არსებითად ცვლის და ახლებურად არეგულირებს გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემას. პროექტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება მონაწილე პირების მხრიდან მოითხოვს შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, რომელთა შესასრულებლად მნიშვნელოვანია განისაზღვროს გონივრული ვადა. ამდენად, კანონპროექტის მე-8 თავით „გარდამავალი და დასკვნითი დებულებები“ (30-ე – 31-ე მუხლები) განისაზღვრა, რომ ადგილწარმოშობის ცვლილებების დასახელებები ძალაში რეგისტრირებულია შესვლამდე საქპატენტში, და გეოგრაფიული წარდგენილია შესაბამისობაში აღნიშვნები, განაცხადი უნდა რომლებზეც ან რომლებიც იქნეს მოყვანილი კანონპროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან 2031 წლის პირველ იანვრამდე. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს, იგი შესაძლებელია შეტანილ იქნეს რეესტრში, როგორც აღიარებული გეოგრაფიული კანონპროექტით განისაზღვრა აღნიშვნა. გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი მნიშვნელოვანი ინსტრუქციებისა და დებულების შემუშავებისა და დამტკიცების ვალდებულება. ესენია: „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქცია, „ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის განაცხადის განმხილველი ეროვნული კომისიის“ დებულება, „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქცია და „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ“ ინსტრუქცია. კანონპროექტის შესაბამისად, კანონის ამოქმედება განხორციელდება ეტაპობრივად. კერძოდ, კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება გარდამავალი დებულებები, ხოლო მას შემდეგ რაც შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებულ იქნება გარდამავალ დებულებებში მითითებული კანონქვემდებარე აქტები, ამოქმედდება სრულად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე იქიდან, რომ კანონის გათვალისწინებულია ახალი კონტროლის სისტემა და მასთან დაკავშირებით შესაბამისი აქტორების მიერ გასაწევია მოსამზადებელი სამუშაოები კანონის ამოქმედებისთვის საჭიროა გონივრული ვადის განსაზღვრა, რაც პროექტის მომზადების დროს მიღებული კონსულტაციებით განისაზღვრა 1 წლით, შესაბამისად კანონის 30-ე მუხლის გარდა, რომელიც მისი გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში ყველა სხვა დანაწესი ამოქმედდება კანონის გამოქვეყნებიდან 1 წილის შემდეგ. კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი სამი წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა საქპატენტის საკუთარი შემოსავლები და სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებით. რომლის შესაბამისად, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის განაცხადზე ექსპერტიზის საფასურია - 40 აშშ დოლარი, გამოქვეყნების, რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის - 20 აშშ დოლარი, რეესტრში ცვლილებების შეტანის - 30 აშშ დოლარი, რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემის - 30 აშშ დოლარი. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემდგომ დაზუსტდება ზემოაღნიშნული საფასურები, ვინაიდან ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ექსპერტიზის, აგრეთვე, სპეციფიკაციებში ცვლილებების შეტანის პროცესი ხდება კომპლექსური, მოიცავს სხვადასხვა საფეხურს, მათ შორის ეროვნული კომისიის მიერ განაცხადის შესწავლას და შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება საფასურების გადახედვის საკითხი და მოსალოდნელია მათი ცვლილება. გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს რიგ ცვლილებებს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის პროცესში, შესაძლებელია დადგინდეს ახალი საფასურები, მათ შორის, საქპატენტის სააპელაციო პალატაში ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის პროცესში საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფასური, აგრეთვე, საქპატენტის, როგორც წარმოშობის უწყებისთვის გათვალისწინებული საფასური, როდესაც განმცხადებელი რეგისტრაციის მიზნით იყენებს საერთაშორისო (ლისაბონის) სისტემას და სხვა. ყოველივე აღნიშნული კი, გავლენას იქონიებს სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე და ამ გადასახადების ცვლილების ან დადგენის მიზნით შესწავლილი და გათვალისწინებული იქნება, როგორც საერთაშორისო, აგრეთვე რეგიონის ქვეყნების პრაქტიკა. შემოსავლის ჯამური ოდენობის გამოთვლა დამოკიდებული იქნება საფასურის ოდენობის ცვლილებაზე, განაცხადებისა და მათში ცვლილებების, ასევე სააპელაციო საჩივრების ოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან, კანონპროექტის 25-ე მუხლის შესაბამისად ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენის ხარჯი გადაიხდება გაერთიანების ან ცალკეული მწარმოებლის მიერ. თუმცა, სახელმწიფო უფლებამოსილია განახორციელოს თანამონაწილეობა სახელმწიფო კონტროლის ხარჯების დაფარვის უზრუნველყოფაში. როგორც გარდამავალ დებულებებშია მითითებული კანონის გამოქვეყნებიდან 1 წლის ვადაში უნდა შეიქმნას განაცხადის განმხილველი ეროვნული კომისიის დებულება, რომლითაც განისაზღვრება კომისიის წევრებისა და დარგობრივი სპეციალისტის შერჩევის კრიტერიუმები. კანონპროექტის თანახმად, კომისია შედგება 5 წევრისგან, რომლებიც იქნებიან სხვადასხვა უწყების, მათ შორის საქპატენტის წარმომადგენელები და მათი ამ კომისიაში ჩართულობა ცალკე სახელფასო ანაზღაურებას არ დაექვემდებარება. შესაძლოა ანაზღაურება გათვალისწინებული სპეციალისტისთვის. იყოს ანაზღაურება მხოლოდ გამოითვლება მოწვეული საბაზრო დარგობრივი ღირებულების გათვალისწინებით და ანაზღაურებულ იქნება საქპატენტის ბიუჯეტიდან. „დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ მოქმედი კანონის მე-10 მუხლით საქპატენტი უფლებამოსილია დაარეგისტრიროს და დაიცვას საზღვარგარეთ გეოგრაფიული აღნიშვნები. აღნიშნული მუხლი ეხება საჯარო უწყებების სახელზე რეგისტრირებულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს. ცვლილების პროექტით საქპატენტი უფლებამოსილი ხდება დაარეგისტრიროს და დაიცვას საზღვარგარეთ არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ სხვა განმცხადებლის მიერ შემოტანილი განაცხადები. საქართველოს მთავრობამ მიიღო 2023 წლის 25 იანვრის N184 განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის დასახელებებისა - „საქპატენტის“ და მიერ გეოგრაფიული ქართული ადგილწარმოშობის აღნიშვნების საზღვარგარეთ რეგისტრაციის/რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების და მათზე უფლებების აღსრულების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე უფლებამოსილების მინიჭებისა და მის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების უფლებამოსილება გამოყოს შესახებ“ თანხები რომლითაც ზემოაღნიშნული საქპატენტს მიენიჭა ქმედებებისთვის (თანხა განისაზღვრება ყოველ წელს განსახორციელებელი გეგმის მიხედვით). შემდგომში მისაღები იქნება მსგავსი განკარგულება, რაც, აგრეთვე განისაზღვრება ყოველწლიური გეგმის შესაბამისად და გავლენას იქონიებს საქპატენტის ბიუჯეტზე. დამატებით აღსანიშნავია, რომ არსებული რედაქციით, ახალი ობიექტის რეგისტრაციის ან რეგისტრირებული ობიექტის სარეგისტრაციო მასალებში ცვლილება ქვეყნდება საქპატენტის ბიულეტენში, ერთ ცენტრალურ და ერთ ადგილობრივ გაზეთში. ხოლო, კანონპროექტით, მასალები გამოქვეყნება ბიულეტენის გარდა, მხოლოდ ადგილობრივ გაზეთში, არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული, ასევე გამოიწვევს ხარჯების შემცირებას. დღეისათვის „მაკონტროლებელი ადგილწარმოშობის დასახელების ორგანო“, ან რომელიც გეოგრაფიული განახორციელებს აღნიშვნის სურსათის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენას, არ არსებობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, მაკონტროლებელი ორგანოსათვის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებული ფუნქციების უვნებლობის, ვეტერინარიისა დელეგირებისათვის, „სურსათის/ცხოველის საკვების და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ თანახმად, მაკონტროლებელი ორგანო აკრედიტებული უნდა იყოს საქართველოს ან ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების შესაბამისი ორგანოს მიერ, ISO 17065 – “შესაბამისობის შეფასება - მოთხოვნები პროდუქტის, პროცესებისა და მომსახურების მასერტიფიცირებელი ორგანოებისადმი“ სტანდარტის მიხედვით. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ფუნქციების დელეგირებისა და ავტორიზაციის პროცედურები არანაირ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სახელმწიფო კონტროლი განხორციელდება „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სახელმწიფო კონტროლის შესაბამისი მექანიზმების გამოყენებით, რაც არ საჭიროებს რაიმე სხვა სახის ხარჯების გაწევას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებით. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემდგომ ზემოაღნიშნული დადგენილებით დაზუსტდება და აგრეთვე, განისაზღვრება საფასურები ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის განაცხადზე ექსპერტიზის, რეესტრში ცვლილებების შეტანის, გამოქვეყნების, რეესტრიდან ამონაწერის გაცემის, აგრეთვე, რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა ქმედებებისთვის. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. განმცხადებლები (მაგ. ასოციაცია ), რომლებიც თავისი სურვილის მიხედვით გადაწყვეტენ პირდაპირი გზით ან ლისაბონის სისტემის გამოყენებით საზღვარგარეთ გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციას გადაიხდიან შესაბამის დადგენილ საფასურს. კანონდარღვევის შემთხვევაში, კანონპროექტი ითვალისწინებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა გეოგრაფიულ აღნიშვნაზე ან ადგილწარმოშობის დასახელებაზე კანონდარღვევის შესახებ; მიღებული შემოსავლის ჩამორთმევას; ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანი) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: როგორც უკვე აღინიშნა, კანონპროექტით გათვალისწინებული გადასახდელის (ფულადი შენატანი) ოდენობა განისაზღვრება „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის N182 დადგენილებით. ხოლო მითითებული დადგენილებით დამტკიცებული გადასახდელის (ფულადი შენატანი) ოდენობა, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, განისაზღვრება ევროკავშირში გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემის მქონე ქვეყნების გამოცდილების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; არსებული მდგომარეობით, საქართველოში ქალთა ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა დამბალანსებელია, ამასთან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქტები რაც სოფლად იწარმოება ხშირ შემთხვევაში ქალების მიერ მზადდება, აქვე უნდა აღინიშნოს რომ, რეწვის პროდუქტები და ხელსაქმეც ტრადიციულად, გავრცელებული გენდერული როლების გადანაწილების გათვალისწინებით, ქალების მიერ განხორციელებულ აქტივობებს წარმოადგენს. ქალების მიერ შექმნილი პროდუქტის ადგილწარმოშობის დასახელებითა და გეოგრაფიული აღნიშვნით ხელ უწყობს ფასის ზრდასა და პროდუქტის პოპულარიზაციას, ამის დასტურად შეიძლება გამოყენებულ იქნას გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტის განსხვავებული ღირებულება არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალები საკუთარი საქმიანობებით თემებისა და რეგიონების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში განსაკუთრებული როლს ასრულებენ, თუმცა, მათი წვლილი ხშირად სათანადო აღიარების გარეშე რჩება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით, სოფლად მცხოვრები ქალები მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ და გლობალური სოფლის მეურნეობაში ჩართული მუშახელის 43% წარმოადგენენ. სოფლად მცხოვრები ქალების დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და მათ მიერ ქვეყნის ეკონომიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილი პრაქტიკულად შეუმჩნეველი რჩება. საქართველოში, სოფლის მეურნეობაში ჩართული ქალები საშუალოდ 344 დღეს მუშაობენ, ხოლო კაცები 263-ს. საოჯახო მეურნეობებში ქალები კაცებზე მეტ დროს ხარჯავენ — მემცენარეობასა და მეცხოველეობაში ასეთი საქმიანობა, ძირითადად ხელით სრულდება და ქალისგან განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. სასოფლო- სამეურნეო საქმიანობასთან ერთად, ქალების საქმედ მიიჩნევა მეურნეობიდან მიღებული პროდუქტების გადამუშავება: ყველის ამოყვანა, კარაქის გამოხდა, მარცვლეულის დაფქვა და სხვა. ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქტის უპირატესობები მრავალმხრივა, კერძოდ, იგი წარმოადგენს პროდუქტის ხარისხის გარანტს და ხელს უწყობს მომხმარებლების ნდობის მოპოვებას, რაც თავის მხრივ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის უკეთესად კონკურენტული გარემო, რეალიზებაში ვინაიდან ეხმარება. მხოლოდ იმ იქმნება სამართლიანი მწარმოებლებს და შეუძლიათ რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნით სარგებლობა, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ შესაბამის სპეციფიკაციებს. ამასთან, უზრუნველყოფს დაცული პროდუქტის უსაფრთხოებას, ვინაიდან, საქონლის გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენების კონტროლი ბაზარზე განხორციელდება მაკონტროლებელი ორგანოების მიერ. აქედან გამომდინარე პროდუქტის პოპულარიზაცია და ფასის ზრდა დადებით გავლენას იქონიებს ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებაზე. პროდუქტის დაცვას, დამატებით გააჩნია სოციალური სარგებელი, ვინაიდან ღირებული პროდუქტების მჭიდროდ დაკავშირება სასოფლო დასახლებებთან გულისხმობს იმას, რომ ვერ მოხდება მათი წარმოების სხვა ტერიტორიებზე გადატანა და შესაბამისად ხდება მოსახლეობის ადგილზე დამაგრება.- გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლის დაცვასთან დაკავშირებით ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებებს, სამართლებრივად დაცულია მიბაძვისგან და არასწორი გამოყენებისგან, როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე არაწევრი ქვეყნების ფარგლებში. ყოველივე აღნიშნული პირდაპირი თუ ირიბი გავლენის გათვალისწინებით, რაც როგორც სასოფლო-სამეურნეო ასევე, სხვა სახის პროდუქტის ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნით დაცვის შედეგად მიიღება, კანონპროექტს მნიშვნელოვანი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება აღნიშვნების საკითხი უკვე ევროკავშირის მრავალი წლის სამართალს. განმავლობაში გეოგრაფიული ევროკავშირის და საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია, გეოგრაფიული აღნიშვნები საქართველოს მიერ თავისი ძირითადი უპირატესობების საფუძველზე ევროკავშირის დიდ ბაზარზე ვაჭრობის საშუალებას წარმოადგენს და ასევე მისი უნიკალური წარმოების მეთოდებისა და კულტურული ტრადიციების საიმედო დაცვას გულისხმობს. ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის დებულებებითა და ეფექტური დამხმარე ინსტრუმენტების შექმნის გზით საქართველოში საქონლის „ადგილწარმოშობის დასახელებისა“ და „გეოგრაფიული აღნიშვნების“ სისტემის განვითარების ხელშეწყობა ხდება. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, საქართველოს ისეთი ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში: კანონპროექტი შემუშავებულ იქნა ევროკავშირის ტვინინგის პროექტის GE16ENI EC 0318 „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“ ფარგლებში. ასევე, სამუშაოს მოსამზადებელ ეტაპზე ჩართულნი იყვნენ ინტელექტუალური სურსათისა და სოფლის საკუთრების მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაცია ორგანიზაციისა (FAO) (ისმო), გაეროს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტში „მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდაჭერა რძის სექტორში, გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების გზით” მონაწილე ექსპერტები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაცია/დაწესებულება, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“; ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ნინო წილოსანი, მაკა ბოჭორიშვილი, გელა სამხარაული, ხატია წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გიორგი კახიანი, ანტონ ობოლაშვილი, ბექა ოდიშარია, გოჩა ენუქიძე, გოგი მეშველიანი, სოზარ სუბარი, ეკა სეფაშვილი, დავით სონღულაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი;