საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მომართვა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი თენგიზ შარმანაშვილის არჩევის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.04.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-6333/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-04-28

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2148?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა თარიღი 28 აპრილი 2023 10:00 2023 წლის 28 აპრილი, 10:00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8 პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული ) დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი თენგიზ შარმანაშვილის კანდიდატურის განხილვა; მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, რატი იონათამიშვილის, ზაზა ლომინაძის, გენრიეტა წიწავას, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, მაია მენაღარიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, რამინა ბერაძის, ქეთევან დუმბაძის, ანტონ ობოლაშვილის მიერ საკანონმდებლო წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ სამედიცინო- სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“; (N07-3/294; 15.02.2023) სავალდებულო დასკვნა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი- მიხეილ სარჯველაძე 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ 4/28/2023, 1:26 PM https://parliament.ge/print/announcement/2148?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 2 საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და სხვა.“ (№07-2/270; 12.04.2023); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; სავალდებულო დასკვნა; 4. საკომიტეტო მოსმენა: სასაზღვრო უსაფრთხოება; მომხსენებლები: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი; საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - ნიკოლოზ შარაძე. 4/28/2023, 1:26 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა ოქმი N47 2023 წლის 28 აპრილი, 10:00 საათი ქალაქი თბილისი საქართველოს პარლამენტის სასახლე (რუსთაველის გამზირი, 8) პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) სხდომის ოქმი სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ბერაია (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გენრიეტა წიწავა (ალექსანდრე ტაბატაძის უფლებამონაცვლე), თენგიზ შარმანაშვილი, თეონა აქუბარდია, ბაია კვიციანი (რატი იონათამიშვილის უფლებამონაცვლე), ირაკლი ქადაგიშვილი (ირაკლი ჩიქოვანის უფლებამონაცვლე), გია ბენაშვილი, გოგი მეშველიანი, რესან კონცელიძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, დევი ჭანკოტაძე, თემურ ჯანაშია, ისკო დასენი (ხატია წილოსანის უფლებამონაცვლე). სხდომა გახსნა თავმჯდომარემ და დაადასტურა კვორუმის არსებობა. ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა სხდომის დღის წესრიგი. დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი თენგიზ შარმანაშვილის კანდიდატურის განხილვა; მომხსენებელი: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე − ირაკლი ბერაია. 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, რატი იონათამიშვილის, ზაზა ლომინაძის, გენრიეტა წიწავას, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, მაია მენაღარიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, რამინა ბერაძის, ქეთევან დუმბაძისა და ანტონ ობოლაშვილის მიერ საკანონმდებლო პროექტები: ინიციატივის „პერსონალურ წესით მონაცემთა წარმოდგენილი დაცვის შესახებ“ საქართველოს საქართველოს კანონების კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამედიცინოსოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/294; 15.02.2023); სავალდებულო დასკვნა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი − მიხეილ სარჯველაძე. 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და სხვა კანონპროექტები (№07-2/270; 12.04.2023); სავალდებულო დასკვნა; მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − გურამ გურამიშვილი. 4. საკომიტეტო მოსმენა: სასაზღვრო უსაფრთხოება; მომხსენებლები: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − გიორგი ბუთხუზი; საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი − ნიკოლოზ შარაძე. 1. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხზე სხდომის თავმჯდომარემ − ირაკლი ბერაიამ სხდომას, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის შესაბამისად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტით ასარჩევად წარმოდგენილი თენგიზ შარმანაშვილის კანდიდატურა გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა. კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კანდიდატურას. სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კომიტეტის ყოფილ წევრებს − ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და გიორგი ხელაშვილს კომიტეტის საქმიანობაში შეტანილი ნაყოფიერი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა. 2. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელმა განმარტა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უკავშირდება იმ პრობლემის გადაჭრას, რომელსაც დღეს მოქმედ კანონმდებლობაში ვხვდებით. როდესაც არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი აღწევს სრულწლოვანების ასაკს, ვითარდება ორი, პარალელური პროცესი, იმის გათვალისწინებით, რომ მეთოდოლოგია შშმ პირად ცნობისა არასრულწლოვანის შემთხვევაში და სრულწლოვანის შემთხვევაში არის სხვადასხვა. სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემთხვევაში, ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, აუცილებელია ხელახლა სტატუსის მინიჭება და შეიძლება მოხდეს მცირე პერიოდით სტატუსის წყვეტა. 18 წლის ასაკის მიღწევისთანავე პირი ხვდება იმ ბაზაში, რომელიც მიეწოდება გამწვევ კომისიას, და, შესაბამისად, შეიძლება შშმ პირი გაწვეულ იქნეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რადგან კომისია ვერ ხედავს იმ სტატუსს, რომელიც მას ჰქონდა არასრულწლოვანების პერიოდში და მოგვიანებით მოსალოდნელია, რომ კვლავ მიენიჭოს. აქედან გამომდინარე, ოჯახის წევრებსა და მშობლებს უწევდათ გარკვეულ პერიოდში სირთულეების გადალახვა, რათა დაესაბუთებინათ შშმ პირის სტატუსი და, შესაბამისად, თავიდან აეცილებინათ ის პროცედურები, რომლებიც განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით. ამიტომ შემუშავდა ისეთი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, შშმ პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებმაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს, სამი თვის განმავლობაში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული არ იქნებიან და კომისიას ექნება საშუალება ბაზაში მათი მონაცემების ნახვისა. ხელახალ ექსპერტიზას შშმ პირის სტატუსის მისანიჭებლად და პროცედურების ჩატარებას ესაჭიროება მაქსიმუმ სამი თვე. მომხსენებელმა აღნიშნა: „ვფიქრობ, რომ ცალსახად პოზიტიური ცვლილებაა, რადგან ეს პირები აწყდებოდნენ ბიუროკრატიულ სირთულეებს, და, შესაბამისად, ამ ცვლილებით დარეგულირდება აღნიშნული პრობლემა“. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას და განხილვისათვის მომზადებულად ცნო. 3. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხზე მომხსენებელმა აღნიშნა, რომ „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით დარეგულირდება შიდა სახმელეთო საქართველოს წყლების ტრანსპორტი, მდინარეებზე, ტბებსა რის შედეგადაც უზრუნველყოფილი და წყალსაცავებზე მცურავი იქნება საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების დონის ამაღლება. კანონპროექტის ძირითადი არსია შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების მიზნით შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ერთიან სატრანსპორტო სისტემაში მოქცევა, ტექნიკური მარეგულირებელი ორგანოს განსაზღვრა, საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების შემუშავება და დამტკიცება. წარმოდგენილი ცვლილების საფუძველზე 2025 წლის 1 იანვრამდე მიღებული იქნება და დამტკიცდება საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების (მათ შორის, საქართველოს მდინარეებსა და ტბებზე მცურავი საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის, რეგისტრაციის, ინსპექტირებისა და ექსპლუატაციის) წესები. ამასთანავე, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით, შიდა სახმელეთო წყლების სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევას განახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ერთეული − სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის დარგში დადგენილი სატრანსპორტო უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის. ცალკეულ მუხლებში ხორციელდება ტერმინოლოგიური შინაარსის ცვლილება, კერძოდ, ტერმინი „სამდინარო“ იცვლება ტერმინით „შიდა სახმელეთო წყლების“. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სამეწარმეო განხორციელება საქმიანობის გაზრდის კონტროლის შიდა მოსამართლის სახმელეთო წყლების ბრძანების გარეშე ტრანსპორტის დარგში უსაფრთხოების დონეს. შესაბამისად, სააგენტოს ენიჭება უფლება, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის დარგში მოქმედი კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი მოსამართლის ბრძანების გარეშე განახორციელოს. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტებით ტერმინი „სამდინარო“ იცვლება ახალი ტერმინით − „შიდა სახმელეთო წყლების“, რაც დაკავშირებულია „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან. ამასთანავე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით ზუსტდება ტერმინი საზღვაო გზით გადაზიდვებისათვის, კერძოდ, ახალი რედაქციით ტერმინი განისაზღვრება შემდეგნაირად − „საზღვაო ტრანსპორტით“. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას და განხილვისათვის მომზადებულად ცნო. 4. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მეოთხე საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, დახურულ რეჟიმში წარიმართა. (კომიტეტის ვებგვერდზე სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიოჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი ირაკლი ბერაია მაია კომლაძე