„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ინიციირებული ვარიანტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 22 ✗ 33
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 78 ✗ 14
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-08
ბიუროს ნომერი 250
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო
კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის პირველი − მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცესკო შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან. მათ შორის არიან ცესკოს
თავმჯდომარე, ცესკოს თავმჯდომარის 2 მოადგილე და ცესკოს მდივანი. ცესკოს
თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის
უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას. ცესკოს 7
წევრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით
ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები
ამ კანონით დადგენილი წესით.
2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამ მუხლით, ამ კანონის მე-12
მუხლითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შეარჩევს და
საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს.
3. ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით სრული
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ცესკოს
თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის
უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ცესკოს ახალი თავმჯდომარე არ აირჩა, ცესკოს
მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ცესკოს ახალი
თავმჯდომარის არჩევამდე.
4. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელიც
აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს“.
2. მე-12 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამ მუხლითა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს
წარუდგენს ცესკოს წევრობის კანდიდატებს. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული
ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით. საკონკურსო
კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს საქართველოს პრეზიდენტის 1
წარმომადგენელი.“.
1
გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი
მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება,
თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5
პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2
პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო
ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.“;
ე) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო
კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ან
რომელიმე პარტიის შემომწირველი.“;
ვ) მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ზ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევაში თუ
შესაბამისი კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, საქართველოს პრეზიდენტი
შესაბამისი კონკურსის სხვა კანდიდატთაგან საქართველოს პარლამენტს ასარჩევად
თითოეულ დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგენს ერთ
კანდიდატურას.“;
თ) მე-9 − მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (შემდგომ - ცესკო)
უმნიშვნელოვანეს უფლებამოსილებებს ანიჭებს და ამავდროულად ვალდებულებებს
აკისრებს, რაც მათ შორის, გამოიხატება შესაბამისი არჩევნების მაღალი სტანდარტით
ჩატარებაში. იმისათვის, რომ ამ კონსტიტუციურმა ორგანომ განაგრძოს საქმიანობა
შეუფერხებლად, გაგრძელდეს საარჩევნო სისტემისა და პროცედურების გაუმჯობესება,
განგრძობადი განვითარების სტრატეგიების შემუშავება და პრაქტიკაში განხორცილება,
მნიშვნელოვანია, ცესკოს წევრები და ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის
მიერ არჩეული იყვნენ კანონმდებლობით განსაზღვრული სრული ვადით, აღარ გახდეს
საჭირო ე.წ „ჩიხური მდგომარეობიდან“ გამოსავლის დამატებითი მექანიზმების
გამოყენება, ასევე დაიხვეწოს ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის
კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის
პროცედურები და უზრუნველყოფილი იყოს დამატებითი გამჭვირვალობა.
აქვე ხაზგასასმელია, რომ ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის
კანდიდატების შერჩევის დღეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის
ანალოგიური სამართლებრივი პრაქტიკა არ არსებობს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში,
კერძოდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს ანალოგიური
ორგანოს წევრების და მით უმეტეს, მისი ხელმძღვანელი პირის საქართველოს ორგანული
კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული წესის მსგავსი
პროცედურებით არჩევის შესაძლებლობას.
როგორც ცნობილია, ევროპულმა საბჭომ 2023 წლის 23 ივნისს მიიღო
გადაწყვეტილება და აღიარა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა, ასევე
აღინიშნა, რომ საქართველოს მხრიდან ევროკომისიის 17 ივნისის დასკვნით განსაზღრული
თორმეტპუნქტიანი პრიორიტეტული ამოცანების შესრულების შემთხვევაში ევროპული
საბჭო მზად არის საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.
აღნიშნული პრიორიტეტების მეორე პუნქტში გამოკვეთილია სახელმწიფო ინსტიტუტების
სრულად გამართულად საქმიანობისა და გაუმჯობესებული საარჩევნო კანონმდებლობის
დამატებით დახვეწის მიზანშეწონილობა, რისთვისაც საქართველოს მხრიდან არაერთი
საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ მათ შორის,
გადაიდგას კიდევ ერთი ნაბიჯი ევრორეკომენდაციების შესრულებისაკენ და მიღწეული
იქნეს ზემოაღნიშნული მიზნები, აუცილებელია დაიხვეწოს არსებული საკანონმდებლო
ჩარჩო.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქიდან, რომ „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახელებული საკითხები
რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართელოს საარჩევნო კოდექსი“,
აუცილებელია შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო
აქტში.
3
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში დაიხვეწება ცესკოს
წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, საქართველოს
პარლამენტისათვის წარდგენისა და არჩევის პროცედურები, უზრუნველყოფილი იქნება
დამოუკიდებელი ორგანოს საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება, შემდგომი
განვითარება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს ცესკოს
თავმჯდომარისა და ცესკოს წევრთა უფლებამოსილების ვადისა და მათი არჩევის წესის
ცვლილებას, კერძოდ:
-
ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და
საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,
ამასთანავე,
გარანტირებულია
საკონკურსო
კომისიაში
საქართველოს
პრეზიდენტის წარმომადგენლის ყოფნა;
-
ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს საქართველოს
პარლამენტს
წარუდგენს
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარე;
ამავდროულად გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა
ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის
პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს
ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას;
-
ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს წევრები აირჩევიან 5 წლის ვადით;
-
ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს პარლამენტი აირჩევს სრული შემადგენლობის
უმრავლესობით, რეგლამენტით დადგენილი წესით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის
მიხედვით,
გათვალისწინებულია
კანონპროექტის
გამოქვეყნებისთანავე შესვლა ძალაში, რადგან მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს
საკითხის დარეგულირება. ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის
უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორის
მოითხოვება.
მიერ
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვა
არ
4
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
გამოყოფა.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის ამოქმედება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტის ამოქმედება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს პირდაპირ ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
5
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით
მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით
მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი
6