„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-08
ბიუროს ნომერი 250
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 204-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეუნქტები ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-3 პუნქტის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
გ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
დ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
უფროსის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად
ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ;“.
2. 205-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. 211-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2111 მუხლი:
„მუხლი 2111. ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების არჩევის წესი
„1. პარლამენტი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
და ამ მუხლით დადგენილი წესით პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით 5
წლის ვადით ირჩევს ცესკოს თავმჯდომარესა და ცესკოს 7 წევრს.
2. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ხოლო
ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის შემთხვევაში – მისი წარმოშობიდან არაუგვიანეს 15
დღისა პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას კონკურსის ჩატარებისა და
საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.
საკონკურსო კომისია შედგება 9 წევრისგან.
საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ საქართველოს პრეზიდენტის 1
წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 14
დღისა. თუ აღნიშნული ვადები ემთხვევა არჩევნების ჩატარების პერიოდს, საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარე
კონკურსს
აცხადებს
არჩევნების
საბოლოო
შედეგების
გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო ცესკოს წევრს უფლებამოსილება უწყდება
ახალი წევრის არჩევისთანავე. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული
თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის
უმრავლესობით.
3. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღეში ქვეყნდება ცესკოს
წევრობის კანდიდატთა სია მათ ბიოგრაფიებთან ერთად. საკონკურსო კომისია
უფლებამოსილია გაესაუბროს კანდიდატებს.
4. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 5 დღისა საკონკურსო
კომისია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტისთვის
ასარჩევად
წარდგენის
მიზნით
წარუდგენს
ცესკოს
წევრის
თითოეულ
ვაკანტურ
თანამდებობაზე ერთ კანდიდატურას. კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის კენჭისყრის
შედეგები და კანდიდატის მხარდაჭერის ან მის მხარდაჭერაზე უარის თქმის შესახებ
საკონკურსო კომისიის წევრთა მოტივაცია აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში,
რომელიც საჯაროა.
კანდიდატების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას ცესკოს წევრობის კანდიდატთა
წარდგენის ან წარდგენაზე უარის თქმის შესახებ. კანდიდატთა წარდგენაზე გადაწყვეტილების
მიღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტს
ასარჩევად წარუდგენს საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს.
თუ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატების
წარდგენაზე უარის თქმის შესახებ, იგი ხელახალ კონკურსს აცხადებს.
5. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა საქართველოს
პარლამენტი ამ მუხლითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით
ირჩევს ცესკოს წევრებს.
6. პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის არჩევისას ცესკოს წევრობის კანდიდატთაგან
თითოეულს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც
კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ
კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, კენჭი ეყრება საქართველოს პრეზიდენტის
მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-12 მუხლის მე9 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ კანდიდატურას. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი
დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ამ მუხლით დადგენილი წესით კონკურსი
ცხადდება და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.
7. ცესკოს თავმჯდომარე აირჩევა ცესკოს წევრის არჩევისთვის საქართველოს
ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და რეგლამენტით დადგენილი
წესით.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტი:
წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას, რათა უზრუნველყოფილი
იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომ - ცესკო) გამართული საქმიანობის
გარანტიები, დაიხვეწოს და ახლებურად დარეგულირდეს ცესკოს წევრებისა და ცესკოს
თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული საკითხები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქიდან, რომ საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული
პროცედურული საკითხები რეგულირდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით,
აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება აღნიშნულ
აქტში.
ა.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წინამდებარე რეგლამენტის პროექტის მიღების შემთხვევაში დაიხვეწება მთელი
რიგი პროცედურული საკითხები, რომელიც დამატებით ხელს შეუწყობს ცესკოს
საქმიანობის ხელშეუხებელ განხორციელებას.
ა.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულია ცესკოს თავმჯდომარისა და
ცესკოს წევრთა უფლებამოსილების ვადისა და მათი არჩევის წესის ცვლილება, კერძოდ:
ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და
საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს საქართველოს
პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
-
ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს წევრები აირჩევიან 5 წლის ვადით;
ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს პარლამენტი აირჩევს სრული შემადგენლობის
უმრავლესობით, რეგლამენტით დადგენილი წესით.
ა.დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და
შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის ეს პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტზე.
ა.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი,
ხოლო უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
რეგლამენტის
პროექტის
მიხედვით,
გათვალისწინებულია
მისი
გამოქვეყნებისთანავე
შესვლა
ძალაში,
რადგან
მნიშვნელოვანია
საკითხები
შემჭიდროვებულ
ვადებში
დარეგულირდეს.
ამავდროულად,
არ
არის
გათვალისწინებული უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორის მიერ წარმოდგენილი პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა არ მოითხოვება.
ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3
წელი):
ბ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის პროექტის მიღებასთან არ არის დაკავშირებული აუცილებელი
ხარჯების გამოყოფა.
ბ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის ამოქმედება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის ამოქმედება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების
მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს პირდაპირ ფინანსურ გავლენას იმ პირებზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვთა უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2)
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
რეგლამენტის პროექტის ინიციატორის მოსაზრებით, პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა
მოსალოდნელი არ არის.
გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართლს.
გ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში,
რომელსაც
უკავშირდება
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის მომზადება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
პარლამენტის
რეგლამენტის
სამართლებრივი აქტიდან.
დ)
პარლამენტის
პროექტის
რეგლამენტის
არ
პროექტის
გამომდინარეობს
მომზადების
ევროკავშირის
პროცესში
მიღებული
კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით
მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი
ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით
მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი