„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 7
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-22
ბიუროს ნომერი 255
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს არა აქვს უფლება, ეკავოს
თანამდებობა ან ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებელთან, გარდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი.“.
2. 24-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამეურვეო საბჭო შედგება 11 წევრისგან – მეურვისგან.
2. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
დადგენილი წესით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის
წარდგინებით,
სამს
–
საპარლამენტო
უმრავლესობაში
შემავალი
ფრაქციის/ფრაქციების წარდგინებით, სამს – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი
იმ ფრაქციების წარდგინებით, რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია
გაერთიანებული, ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
წარდგინებით, ხოლო ორს − კომისიის წარდგინებით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მეურვის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი, გარდა ამ მუხლის მე-5
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მეურვის უფლებამოსილების ვადა
იწყება წინა მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს.“;
გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. 29-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს
მეურვეთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს
სამეურვეო საბჭო, შესაბამისად, თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15
კალენდარული დღისა, ხოლო თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარული
დღის ვადაში.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამეურვეო საბჭოს ახალარჩეული თავმჯდომარის/თავმჯდომარის
მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა თავმჯდომარის/თავმჯდომარის
1
მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი
აირჩა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის გამო – მისი არჩევის მომენტიდან. თავმჯდომარის/თავმჯდომარის
მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან მე-6 წელს, იმ თვის
იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი.“.
4. 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს
მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 10 წლის
გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5
წლის გამოცდილება და მაუწყებელში ან/და ჟურნალისტიკის, ადამიანის
უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ
5 წლის გამოცდილება.“.
5. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის
არანაკლებ 10%-ის ოდენობით მიმართოს ქართული მხატვრული ტელეფილმების,
ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების
დაფინანსების მიზნით (მათ შორის, თანადაფინანსების მიზნით) სათანადო
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და საქართველოს ეროვნული
კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისათვის.“.
6. 3512 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის 17%-ით.
გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩაირიცხება საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ანგარიშზე.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 762 მუხლი:
„მუხლი 762. 2026 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა
1. ამ მუხლის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი
მაუწყებლის ბიუჯეტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის 2023 წლის მოქმედი
ბიუჯეტის 16%-ისა და ამ მუხლის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 იანვრამდე
დარჩენილი დღეების რაოდენობის ნამრავლის 365-ზე განაყოფის ოდენობით.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოს სათანადო ხელმძღვანელმა ორგანოებმა ამ მუხლის
ამოქმედების შემდეგ განახორციელონ ამ კანონით გათვალისწინებული
ღონისძიებები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ამ
პუნქტით დადგენილი ოდენობის თანხით დაფინანსების უზრუნველსაყოფად და
ამ მიზნით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2023
წლის ბიუჯეტში სათანადო ცვლილების შესატანად.
2
2. 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი
მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის 16%-ით. გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის
დამტკიცების შემდეგ ჩაირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოს ანგარიშზე.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არჩეული საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს
წევრების,
თავმჯდომარისა
და
თავმჯდომარის
მოადგილის,
უფლებამოსილების ის ვადები, რა ვადებითაც ისინი ამ კანონის ამოქმედებამდე
არჩეულ იქნენ შესაბამის თანამდებობებზე, დარჩეს უცვლელი.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1
იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით წესრიგდება საზოგადოებრივ
მაუწყებელთან დაკავშირებული მთელი რიგი სამართლებრივი ურთიერთობები;
კერძოდ, აღნიშნული კანონით განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის
საქმიანობასთან, მის დაფინანსებასთან, მისი ხელმძღვანელი ორგანოების
დაკომპლექტებასა და ამ ორგანოთა უფლებამოსილებებთან დაკავშირებული
საკითხები.
კანონპროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციურ
მოწყობასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების მომწესრიგებელი
ცალკეული საკანონმდებლო ნორმების შინაარსობრივი ხარვეზების აღმოფხვრას, ამ
ნორმათა დახვეწასა და გაუმჯობესებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხები, მათი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში
აღნიშნული საკითხები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს ძირითადად შემდეგ საკითხებს:
− 9-დან 11-მდე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს
წევრთა რაოდენობა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას
ენიჭება სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებიდან 2 კანდიდატის
საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის უფლებამოსილება.
− საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების
ვადის დამდგენი ჩანაწერი „არაუმეტეს 6 წელი“ იცვლება ჩანაწერით „6 წელი“.
− უქმდება ერთი და იმავე პირის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს წევრად 1 ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა.
1
−
−
−
−
−
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და
თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადები იზრდება 3 წლიდან 6
წლამდე.
იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის
კანდიდატის
საკვალიფიკაციო
მოთხოვნები;
კერძოდ,
აღნიშნული
საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამდგენი ნორმა ყალიბდება შემდეგი სახით:
გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე,
რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 10 წლის
გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ
5 წლის გამოცდილება და მაუწყებელში ან/და ჟურნალისტიკის, ადამიანის
უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის
არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს უფლება ეძლევა იმავდროულად
ეკავოს თანამდებობა/ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში.
საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, რომ საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
მიღებული
ასიგნებები
საზოგადოებრივი
მაუწყებლის ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით მიმართოს ქართული
მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და
ქართული
ტელესერიალების
დაფინანსების
მიზნით
(მათ
შორის,
თანადაფინანსების მიზნით) სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის
განვითარებისა
და
საქართველოს
ეროვნული
კინემატოგრაფიის
პოპულარიზაციისათვის.
იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს
დაფინანსების ოდენობა, კერძოდ: დღეს მოქმედი კანონის თანახმად,
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ით;
კანონპროექტის მიხედვით, იგი 2026 წლის 1 იანვრამდე დაფინანსდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, ხოლო 2026 წლის 1
იანვრიდან − საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდება 2026 წლის 1
იანვრიდან, რადგან, კანონპროექტის ამ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე,
2
მიზანშეწონილია, კანონპროექტის ამგვარი ამოქმედების ვადების დადგენა.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების გამოყოფას. საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის
ხარჯები დაიფარება კვლავ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (მისთვის
განსაზღვრული არსებული ასიგნებებიდან), ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის ხარჯები დაიფარება კვლავ
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
1. კანონპროექტით 9-დან 11-მდე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის
სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს საქმიანობისთვის:
− 2020 წელს განისაზღვრა 876,235 ლარი (ფაქტობრივმა დანახარჯმა შეადგინა
715,700 ლარი);1
− 2021 წელს განისაზღვრა 882,300 ლარი (ფაქტობრივმა დანახარჯმა შეადგინა
825,793 ლარი);2
1
იხ. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/05/1624542931%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9
8-2020.pdf
2 იხ. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2022/05/1652254574%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9
8-2021_compressed-1.pdf
3
−
2022 წელს განისაზღვრა 1,047,795 ლარი (ფაქტობრივმა დანახარჯმა შეადგინა
919,051 ლარი);3
− 2023 წელს განისაზღვრა 1,289,153 ლარი.4
ამრიგად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის
2-ით გაზრდა შესაბამის გავლენას მოახდენს საზოგადოებრივი მაუწყებლის
ბიუჯეტის იმ ხარჯვით ნაწილზე, რომელიც განკუთვნილია სამეურვეო საბჭოს
საქმიანობისათვის.
2. საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონპროექტით ეკისრება ვალდებულება, რომ
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები საზოგადოებრივი
მაუწყებლის ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით მიმართოს ქართული
მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და
ქართული
ტელესერიალების
დაფინანსების
მიზნით
(მათ
შორის,
თანადაფინანსების მიზნით) სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის
განვითარებისა
და
საქართველოს
ეროვნული
კინემატოგრაფიის
პოპულარიზაციისათვის. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი:
− 2020 წელს განისაზღვრა 78,887,395 ლარით (აქედან 68,700,000 ლარი
განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნებით)
(ფაქტობრივმა დანახარჯმა შეადგინა 78,870,158 ლარი);5
− 2021 წელს განისაზღვრა 82,272,346 ლარით (აქედან 69,200,000 ლარი
განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნებით)
(ფაქტობრივმა დანახარჯმა შეადგინა 82,210,422 ლარი);6
− 2022 წელს განისაზღვრა 80,779,328 ლარით (აქედან 82,180,000 ლარი
განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნებით)
(ფაქტობრივმა დანახარჯმა შეადგინა 76,392,513 ლარი);7
3
იხ. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2023/04/1680781760%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9
D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%
9A%E1%83%98%E1%83%A1-2022-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%
A1%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%
91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9
8-06.04.2023.pdf
4 იხ. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2022/12/1672313426-538.pdf
5 იხ. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/05/1624542931%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9
8-2020.pdf
6 იხ. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2022/05/1652254574%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9
8-2021_compressed-1.pdf
7 იხ. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2023/04/1680781760%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9
D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%984
−
2023 წელს განისაზღვრა 161,638,800 ლარით (აქედან 101,190,000 ლარი
განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნებით).8
ამრიგად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის აღნიშნული ვალდებულების
დაკისრება შესაბამის გავლენას მოახდენს მისი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
3. კანონპროექტით იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა
და რადიოს დაფინანსების ოდენობა, კერძოდ: დღეს მოქმედი კანონის თანახმად,
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ით;
კანონპროექტის მიხედვით, იგი 2026 წლის 1 იანვრამდე დაფინანსდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან
− საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით. საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობისთვის:
− 2020 წელს განისაზღვრა 11,201,965 ლარი;9
− 2021 წელს განისაზღვრა 11,104,070 ლარი;10
− 2022 წელს განისაზღვრა 12,950,430 ლარი;11
− 2023 წელს განისაზღვრა 16,548,335 ლარი.12
ამრიგად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს
დაფინანსების ოდენობის აღნიშნული ცვლილება შესაბამის გავლენას მოახდენს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%
9A%E1%83%98%E1%83%A1-2022-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%
A1%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%
91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9
8-06.04.2023.pdf
8 იხ. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2022/12/1672313426-538.pdf
9 იხ. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2020/02/1582807694-468%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%9
4%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.pdf
10 იხ. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1617193137-gadacyvetileba-507.pdf
11 იხ. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2022/03/1646306405-Gadackvetileba-525.pdf
12 იხ. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2023/02/1676549455%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%9
4%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-N546.pdf
5
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს, მათ შორის, შემდეგ
საკითხებს:
− 9-დან 11-მდე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს
წევრთა რაოდენობა.
− საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების
ვადის დამდგენი ჩანაწერი „არაუმეტეს 6 წელი“ იცვლება ჩანაწერით „6 წელი“.
− უქმდება ერთი და იმავე პირის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს წევრად 1 ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა.
− საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და
თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადები იზრდება 3 წლიდან 6
წლამდე.
− საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს უფლება ეძლევა იმავდროულად
ეკავოს თანამდებობა/ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში.
ამრიგად, კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა შესაბამისი გავლენას მოახდინოს
აღნიშნულ პირთა შემოსავლებზე, ამ შემოსავლების გაზრდის მიმართულებით.
საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონპროექტით ეკისრება ვალდებულება, რომ
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები საზოგადოებრივი
მაუწყებლის ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით მიმართოს ქართული
მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და
ქართული
ტელესერიალების
დაფინანსების
მიზნით
(მათ
შორის,
თანადაფინანსების მიზნით) სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის
განვითარებისა
და
საქართველოს
ეროვნული
კინემატოგრაფიის
პოპულარიზაციისათვის. ამდენად, კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა
მოახდინოს იმ პირთა შემოსავლებზე (ამ შემოსავლების გაზრდის მიმართულებით),
რომლებთანაც შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობები დამყარდება
კანონპროექტის მოცემული ნორმის მოქმედებიდან გამომდინარე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
6
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
7
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი,
ობოლაშვილი, ალუდა ღუდუშაური.
რატი
დავით
იონათამიშვილი,
სონღულაშვილი,
დავით
ანტონ
რატი
დავით
იონათამიშვილი,
სონღულაშვილი,
დავით
ანტონ
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი,
ობოლაშვილი, ალუდა ღუდუშაური.
8