„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 5
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-22
ბიუროს ნომერი 255
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016054) 209-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.
საკონკურსო
კომისია
მეურვეობის
კანდიდატებს
შეარჩევს
კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის
ვადაში, ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების
შესაბამისად. კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება
საკონკურსო კომისიის დებულებით. მეორე ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან მათ
მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების
განხილვის და მათთან გასაუბრების შედეგად. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ
საკონკურსო კომისია ფრაქციებს, საქართველოს სახალხო დამცველს, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნულ კომისიას წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ
კანდიდატურას.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს
საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი
ფრაქცია/ფრაქციები, სამს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ის ფრაქციები,
რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, ერთს აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და ორს საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ასარჩევად წარუდგენს/წარუდგენენ
პარლამენტს. აღნიშნული სუბიექტები კანდიდატებს შეარჩევენ და მათ
კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი რიგითობით: თავდაპირველად –
საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო, შემდეგ – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციები,
შემდეგ – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები და ბოლოს
− საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. საქართველოს სახალხო
დამცველის
მიერ
შერჩეული
კანდიდატურების
წარდგენის
შესახებ
გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს სახალხო დამცველი. ფრაქციების
მიერ შერჩეული კანდიდატურების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს
აწერენ შესაბამისი ფრაქციების თავმჯდომარეები. აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატურის წარდგენის
შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
1
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას
ხელს აწერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.“;
გ) მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან
არაუგვიანეს 10 დღისა პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით,
ცალ-ცალკე ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი
ფრაქციის/ფრაქციების, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებისა და
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარდგენილ
კანდიდატებს. თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს საქართველოს
სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს,
საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო ოპოზიციისა და საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კვოტებით, ჯერ აირჩევა კანდიდატი
საქართველოს სახალხო დამცველის კვოტით, შემდეგ – კანდიდატი აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით, შემდეგ – კანდიდატი
საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით, შემდეგ – კანდიდატი საპარლამენტო
უმრავლესობის კვოტით და ბოლოს − კანდიდატი საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის კვოტით.
13. თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები,
საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები,
საპარლამენტო
ოპოზიციაში
შემავალი
ფრაქციები
და
საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისია 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ
პარლამენტს ახალ კანდიდატურებს.“;
დ) მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები,
არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ
არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ყველაზე მეტი
ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის,
საპარლამენტო ოპოზიციისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის კვოტებით.
16. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის სრული
შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი
მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდა 11 წევრით, დარჩენილი
ვაკანტური ადგილებისათვის იმართება ხელახალი კონკურსი.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტით 9-დან 11-მდე იზრდება საზოგადოებრივი
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა და საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიას ენიჭება სამეურვეო საბჭოს წევრობის
კანდიდატებიდან 2 კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად
წარდგენის უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, საჭიროა, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში სათანადო ცვლილების განხორციელება, ვინაიდან
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილია საზოგადოებრივი
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევის წესი. შესაბამისად, წარმოდგენილი
რეგლამენტის პროექტი ამ საკითხის მოწესრიგებას ემსახურება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში
აღნიშნული საკითხი.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტით 9-დან 11-მდე იზრდება საზოგადოებრივი
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა და საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიას ენიჭება სამეურვეო საბჭოს წევრობის
კანდიდატებიდან 2 კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად
წარდგენის უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს სათანადო ცვლილებას საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის იმ ნორმებში, რომლებითაც დადგენილია
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევის წესი.
1
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
რეგლამენტის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რეგლამენტის
პროექტი
ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის სათანადო ნორმები ამოქმედდება ასევე გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვას):
რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის
მოთხოვნილი
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის პროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
2
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ
და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის
შეფასება:
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
რეგლამენტის
რეგლამენტის პროექტს არ აქვს
თანასწორობის მდგომარეობაზე.
ზეგავლენა
მოსალოდნელი
პროექტის
გენდერული
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება
საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
3
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეგლამენტის პროექტის
მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო
ჯგუფის,
ექსპერტის
რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
მონაწილე
შეფასება
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
4
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი,
ობოლაშვილი, ალუდა ღუდუშაური.
რატი
დავით
იონათამიშვილი,
სონღულაშვილი,
დავით
ანტონ
რატი
დავით
იონათამიშვილი,
სონღულაშვილი,
დავით
ანტონ
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი,
ობოლაშვილი, ალუდა ღუდუშაური.
5