„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-29
ბიუროს ნომერი 257
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება
1. მე-10 მუხლის 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსიის 32 ქვეპუქნტი:
32. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული ერთწლიანი საგამონაკლისო ვადით. ამ ქვეყნის მოქალაქეებს
უფლება აქვთ საქართველოში შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ 90 კალენდარული
დღის ვადით ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება, იმ
პირებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ, აქვთ ან შეუწყდათ
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ მე-19
მუხლის შესაბამისად.
2. მე-11 მუხლის პირველ პუნქტის
“ე” ქვეპუქნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი
შინარსიის „ე “ პუნქტი და “ვ” ქვპუქნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარისი ვ1
1
ე1) თუ მას დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების
შესახებ.
ვ1) სანქცირებულია ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტის
კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიული
მთლიანობის დაცვას. საქართველო, დღემდე განიცდის რუსეთის ფედერაციის მხრიდან
ოკუპაციას და აგრესიას შესაბამისად, ვალდებულია გაატაროს ქმედითი სამართლებრივი
მექანიზმები აგრესიის და ოკუპაციის შესაჩერებლად, მომავალი საფრთხეების თავიდან
ასაცილებლად,
ამავდროულად იმ ღირებულებების დასაცავად, რომელზეც დგას
დასავლური, თავისუფალი სამყარო.
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სამხედრო აგრესიის ფონზე, გამოიკვეთა რუსეთის
ფედერაციის მოქალაქეების მკვეთრი შემოდინება საქართველოს ტერიტორიაზე. კერძოდ
2022 წლის 24 თებერვლიდან, 2022 წლის 20 მარტამდე საქართველოში 35 028 რუსეთის
მოქალაქეა შემოსული. რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადი ჩვენი სახელმწიფოსთვის
არაერთი მიმართულებით საფრთხის შემცველია, იმის გათვალისწინებით, როცა რუსეთი
მტრულად არის განწყობილი საქართველოს მიმართ და ყოველდღიურად ახორციელებს ე.წ.
,,მცოცავ ოკუპაციას”. რუსეთის მოქალაქეების ასეთი მასშტაბებით შემოდინება შეიცავს
გარკვეულ რისკებს, ქვეყანაში შესაძლოა შემოვიდნენ დივერსიული ჯგუფები, ან რუსული
სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები, რომელთა მიზანი არამხოლოდ სადაზვერვო
ინფორმაციის მოპოვება, არამედ, მათ შორის სახელმწიფოს საზიანოდ მიმართული აქტიური
ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება იქნება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა
კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია ძირითადი კანონიდან გამომდინარე.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
კანონის მიღებით საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები დაზუსტდება და
გაფართოვდება. ამასთან, ხსენებული კანონით მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში
უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლის განმავლობაში ყოფნა შეუძლიათ- კონკრეტული
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ეს ვადა შეუმცირდებათ 90 დღემდე.
აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია რეგიონში არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე
და ემსახურება საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის გამკაცრებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
კანონის მიღებით საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები ფართოვდება, რაც
სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას მეტი კონტროლი განახორცილოს სახელმწიფო
საზღვარზე და იმოქმედოს ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
ასევე, კანონით მოქალაქეებს, რომლებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და
საქართველოში ყოფნა სრული ერთი წლის ვადით, ეს ვადა კონკრეტული ფაქტობრივი
გარემოებების გათვალისწინებით შეუმცირდებათ 90 დღემდე. აღნიშნული ცვლილებების
მოსალოდნელ შედეგს წარმოადგენს, საქართველოს უსაფრთხოების დაცვა, კერძოდ, იმ
ქვეყნების მოქალაქეების ნაკადის კონტროლით, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ განხორციელებული აქვს სამხედრო
აგრესია და დარღვეული აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
ა. გ ) კანონპროექტის ძირითადი არსი
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
კანონის მე-10 მუხლის 31 პუნქტის შემდეგ ემატება შემდეგი შინაარსის 32 ქვეპუნქტი:
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული ერთწლიანი საგამონაკლისო ვადით. ამ ქვეყნის მოქალაქეებს უფლება
აქვთ საქართველოში შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ 90 კალენდარული დღის ვადით
ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება, იმ პირებს, რომლებსაც
საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ, აქვთ ან შეუწყდათ საქართველოს ორგანული კანონის
,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ მე-19 მუხლის შესაბამისად.
ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს ემატება შემდეგი შინაარსის ე1 და ვ2
ქვეპუნქტები
●
ე1) თუ მას დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების
შესახებ.
●
ვ1) სანქცირებულია ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტით გათვალისწინებული მუხლი ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან ინიციატივის მიზანი და შინაარსი მოითხოვს მის დროულ ამოქმედებას.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუ ძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
ინიციატორი ითხოვს წარმოდგენილი პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგანაც
პარლამენტის საგაზაფხულო სესია მთავრდება 2023 წლის ივნისის თვეში, რის გამოც
დაჩქარებული განხილვის წესის არგამოყენების შემთხვევაში დიდი ხნით გადაიწევს
წარმოდგენილ კანონში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუშლის ქვეყნის
უსაფრთხოების დაცვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის ხარჯების გაწევასთან და
შესაბამისად, არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფინანსური გავლენა იქონიოს იმ პირებზე, რომელთა
მიმართ გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ რუსეთის მოქალაქეები, პირები,
რომლებსაც დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ,
სანქცირებული არიან ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2)გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ
მდგომარეობაზე
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი.
კანონპროექტის არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში.
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ
მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის
შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ.
ასეთი არ არის
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას.
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე ) კანონპროექტის პროექტის ავტორი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა
ერთობაშია“
ვ ) კანონპროექტის პროექტის ინიციატორი
ფრაქცია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა
ერთობაშია“