„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2023
ავტორი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
ნომერი
#07-3/326/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-29
ბიუროს ნომერი 257

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 3222 მუხლის შემდეგი დაემატოს 3223 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3223 . ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა ან აკრძალული საქმიანობის/ქმედების განხორცილება. 1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა, აკრძალული საქმიანობის ან ქმედების განხორცილება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტის კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. საქართველო, დღემდე განიცდის რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპაციას და აგრესიას შესაბამისად, ვალდებულია გაატაროს ქმედითი სამართლებრივი მექანიზმები აგრესიის და ოკუპაციის შესაჩერებლად, მომავალი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია ძირითადი კანონიდან გამომდინარე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე რომელთა მხრიდანაც მოხდება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევა და განხორციელდება კანონით აკრძალული საქმიანობა. ა. გ ) კანონპროექტის ძირითადი არსი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს ემატება შემდეგი შინაარსის 3223 მუხლი: ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა ან აკრძალული საქმიანობის/ქმედების განხორცილება. 1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა, აკრძალული საქმიანობის ან ქმედების განხორცილება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტით გათვალისწინებული მუხლი ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან ინიციატივის მიზანი და შინაარსი მოითხოვს მის დროულ ამოქმედებას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუ ძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება ინიციატორი ითხოვს წარმოდგენილი პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგანაც პარლამენტის საგაზაფხულო სესია მთავრდება 2023 წლის ივნისის თვეში, რის გამოც დაჩქარებული განხილვის წესის არგამოყენების შემთხვევაში დიდი ხნით გადაიწევს წარმოდგენილ კანონში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუშლის ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შინაგან საქმეთა და სამინისტროსთვის, საერთო სასამართლოებისთვის, იუსტიციის სამინისტროსთვის სპეციალური პენიტენციური სამსახურის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას ექნება გავლენა იმ საჯარო დაწესებულებების ხარჯებზე, რომლებიც ჩართული იქნებიან კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში: შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთო სასამართლოები, სასჯელაღსრულების დაწესებულებები, იუსტიციის სამინისტრო და სხვა. რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხარჯებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2022 წლის 31 იანვრის N1260 წერილის მიხედვით, 2022 წლის დაზუსტებული ბიუჯეტით 1 ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული საშუალო თვიური ხარჯი შეადგენს 1 357,5 ლარს (აღნიშნული თანხა მოიცავს ყველა ტიპის ხარჯს, გარდა კაპიტალური ხარჯისა). ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს მოსალოდნელი ფინანსური შედეგები ექნება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც შესაძლოა მიესაჯოთ თავისუფლების აღკვეთა და იმ იურიდიულ პირებზე, რომელთაც შესაძლოა ჩამოერთვათ საქმიანობის უფლება ან განხორციელდეს მათი ლიკვიდაცია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტის არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2)გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ მდგომარეობაზე აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში. კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ. ასეთი არ არის დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას. ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე ) კანონპროექტის პროექტის ავტორი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია“ ვ ) კანონპროექტის პროექტის ინიციატორი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია“