„ტურიზმის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ტურიზმის შესახებ“
- „ტურიზმის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ტურიზმის შესახებ“ (07-3/328, 24/05/2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-29
ბიუროს ნომერი 257
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
ტურიზმის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას, ტურისტული
საქმიანობის სუბიექტებსა და მიმართულებებს, აწესრიგებს ტურისტულ საქმიანობას,
განსაზღვრავს ტურისტის, როგორც მომხმარებლის უფლებებისა და გარანტიებს და
ტურისტული
მომსახურების
სახელშეკრულებო
ურთიერთობებს,
სახელმწიფო
ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციებსა და
მოვალეობებს, ტურიზმის სფეროში კერძო და საჯარო თანამშრომლობის მექანიზმებს,
ტურისტის უსაფრთხოებასთან და ტურიზმთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2.
საქართველოს
კანონიმდებლობა
ტურიზმის
შესახებ
შედგება
საქართველოს
კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონისა და სხვა სამაღთელბრივი
აქტებისაგან.
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აგროტურიზმი - ფერმერულ მეურნეობაში განხორციელებული ტურისტული საქმიანობა,
რომელიც მოიცავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მიწოდებას და მასთან დაკავშირებულ
აქტივობას.
ბ)
ალპური
გამყოლი
-
სერტიფიცირებული
უძღვება ტურისტს/ტურისტთა ჯგუფს ნებისმიერი სახის,
ფიზიკური
პირი,
რომელიც
ნებისმიერი სირთულის მთის
რელიეფზე, მათ შორის, ალპინიზმისა და მთასვლელთა საერთაშორისო ასოციაციის (UIAA)
კლასიფიკაციით ნებისმიერი კატეგორიის კლდოვან და კომბინირებულ ალპინისტურ
მარშუტებზე, და ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად, მხოლოდ იმ სეზონზე, რომელიც არ
საჭიროებს სათხილამურო აღჭურვილობისა და სამთო თხილამურებზე სრიალის ტექნიკის
გამოყენებას.
გ) განთავსების საშუალება - ტურისტული მომსახურების ერთ-ერთი ძირითადი ფორმა,
რომელიც განკუთვნილია ტურისტისათვის არანაკლებ ერთი ღამის გასათევად.
1
დ) გამყვანი ტურიზმი - ტურისტი-რეზიდენტების მოგზაურობა უცხოეთის ქვეყნებში
(საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ).
ე) ტურისტული მომსახურების რეალიზაციის
პუნქტი - ტურისტული პაკეტისა და
კომბინირებული ტურისტული მომსახურების რეალიზაციისთვის განკუთვნილი ნებისმიერი
მოძრავი ან უძრავი ქონება, ვებ-გვერდი, ან მსგავსი ონლაინ გაყიდვების საშუალებები, ასევე,
სატელეფონო მომსახურება;
თუ ვებგვერდები ან ონლაინ გაყიდვების საშუალებები
წარმოდგენილია როგორც ერთიანი პლატფორმა, იგი წამოადგენს გაყიდვის ერთიან პუნქტს.
ვ) დროის განაწილება - უძრავი ქონებით ერთობლივი სარგებლობა დასვენების მიზნით.
დროის განაწილების შეთანხმების თანახმად, რამდენიმე ერთობლივ მფლობელს აქვს უფლება
გამოიყენოს ქონება, როგორც დასასვენებელი განთავსების საშუალება დროის განაწილების
წინასწარ განსაზღვრული სქემით.
ზ) ექსკურსია - მოგზაურობა გამყოლის ან ტურისტული გიდის ხელმძღვანელობით, წინასწარ
განსაზღვრული მარშრუტით და ადგილზე/ებზე. მისი ხანგრძლივობა, ჩვეულებისამებრ, არ
აჭარბებს 24 სთ-ს.
თ)
ვიზიტორი
-
ტურიზმით
დაკავებულ
მოგზაურთა
ყველა
ტიპი.
ტურიზმის
სტატისტიკისათვის ტერმინი “ვიზიტორი” ასახავს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც
გადაადგილდება თავისი საცხოვრებელი ადგილიდან სამოგზაუროდ და მოგზაურობის
ხანგრძლივობის მიხედვით იყოფა ტურისტად და ექსკურსანტად.
თ.ა) ტურისტი - ვიზიტორი, პირი, რომელიც მოგზაურობს გამაჯანსაღებელი, შემეცნებითი,
საქმიანი, სპორტული, რელიგიური ან სხვა მიზნებით 24 საათიდან ერთ წლამდე ვადით და
რომელიც დროებითი გადაადგილების ტერიტორიის ფინანსური წყაროებიდან არ იღებს
ეკონომიკურ შემოსავალს.
თ.ა.ა) ამ კანონის V თავის მიზნებისთვის, ტურისტი არის
პირი, რომელსაც სურს
ხელშეკრულების დადება ან, რომელსაც აქვს უფლება, იმოგზაუროს
დადებული
ხელშეკრულების საფუძველზე.
თ.ბ) ერთდღიანი ვიზიტორი (ექსკურსიონისტი) - ვიზიტორი, რომლის მოგზაურობა არ
მოიცავს ღამისთევას.
ი)
ინკლუზიური
ტურიზმი
-
ტურიზმის
მიმართულება,
რომელიც
წარმოადგენს
დაინტერესებულ მხარეებს შორის უნივერსალური დიზაინის გამოყენებით არსებით
თანასწორობაზე დაფუძვნებული თანამშრომლობის პროცესს. მოიცავს მობილობის, სმენის,
მხედველობის
და
მისაწვდომობის
კოგნიტურ
შემადგენელს,
ფუნქციონალურად
დამოუკიდებელი და თანასწორი მისაწვდომი ტურისტული პროდუქტების, სერვისებისა და
ფიზიკური გარემოს მიწოდების გზით.
2
კ) კურორტი - საკურორტო ადგილი,
საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
რომელზეც
განთავსებულია
საკურორტო
ლ) უნივერსალური დიზაინი − პროდუქტის, გარემოს, სწავლების, პროგრამისა და
მომსახურების ისეთი დიზაინი, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს მათზე სპეციალური
ადაპტირებისა და სპეციალური დიზაინის გამოყენების გარეშე წვდომის საშუალებას.
უნივერსალური დიზაინი არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე კონკრეტული ჯგუფის მიერ დამხმარე საშუალებების ან/და სხვაგვარი
ხელშეწყობის გამოყენებას.
მ) კომბინირებული ტურისტული მომსახურება - არანაკლებ ორი სხვადასხვა ტიპის
ტურისტული მომსახურება, რომლებიც შეძენილია ერთი და იმავე მოგზაურობის ფარგლებში
და არ შეადგენს პაკეტს და ხდება ცალკე ხელშეკრულებების დადება ტურისტული
მომსახურების ინდივიდუალურ მიმწოდებლებთან, თუ მოვაჭრე უზრუნველყოფს:
მ.ა) ტურისტის ერთ ვიზიტს ან კავშირს ტურისტული მომსახურების ერთიანი რეალიზაციის
პუნქტთან, ტურისტის მიერ თითოეული მომსახურების ცალ-ცალკე შერჩევას და საფასურის
ცალ-ცალკე გადახდას ან:
მ.ბ) მიზანმიმართულად, სხვა მოვაჭრისგან მინიმუმ ერთი დამატებითი ტურისტული
მომსახურების შეძენას, როდესაც ხელშეკრულება ამგვარ სხვა მოვაჭრესთან დადებულია
პირველი ტურისტული მომსახურების ჯავშნის დადასტურებიდან მაქსიმუმ 24 საათის
განმავლობაში.
მ.გ) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეძენილია არაუმეტეს ამ მუხლის „ყ.ა“ ქვეპუნქტის
„ყ.ა.ა“, „ყ.ა.ბ“ ან „ყ.ა.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთი სახის ტურისტული მომსახურება
და „ყ.ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთი ან მეტი ტურისტული მომსახურება, ისინი არ
წარმოადგენს
კომბინირებულ
ტურისტულ
მომსახურებას,
თუ
ეს
უკანასკნელი
მომსახურებები არ შეადგენს ტურისტული მომსახურების საერთო ღირებულების მინიმუმ
25%-ს და არ არის რეკლამირებული როგორც მოგზაურობის ან დასვენების არსებითი
ელემენტი და სხვაგვარად არ წარმოადგენს მოგზაურობის ან დასვენების არსებით ელემენტს.
ნ) მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურება - მოგზაურობა ან/და ფიზიკური
აქტივობა, რომელიც ხორციელდება მიწაზე, წყალსა და ჰაერში, სხვადასხვა რელიეფისა და
კლიმატური ზონის, უჩვეულო, ეგზოტიკურ, მოშორებულ, დაუსახლებელ (მიუვალ)
ადგილას ან სპეციალურად მოწყობილ და აღჭურვილ არეალში, რომელიც შეიცავს
მომხმარებელთა დაზიანებისა და ტურისტული აქტივობიდან გამომდინარე სხვა საფრთხეებს.
ო) მოვაჭრე - პირი, რომელიც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას და ამ კანონის
მოწესრიგებულ ურთიერთობებში მონაწილეობს, როგორც ტუროპერატორი, ტურაგენტი,
კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი.
პ)
სათხილამურო
უძღვება
გამყოლი
-
სერტიფიცირებული
ფიზიკური
პირი,
რომელიც
თხილამურით ან/და სნოუბორდით ტურისტს/ტურისტების ჯგუფს ნებისმიერი
3
სირთულის გაუკვალავ თოვლში ასვლას და დაშვებას მარშრუტზე, ასევე, თხილამურებით
სრიალის ტურებს ვერტმფრენის გამოყენებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
პროფესიული სტანდარტის შესაბამისად.
ჟ) საკურორტო ადგილი – ტერიტორია, რომელიც შეიცავს ბუნებრივ სამკურნალოგამაჯანსაღებელ რესურსებს, ვარგისია მიზნობრივი გამოყენებისთვის და არ გააჩნია
საკურორტო საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
რ) საკურორტო საქმიანობა – ბუნებრივი სამკურნალო/გამაჯანსაღებელი რესურსების და
შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამოყენების ორგანიზება, პროფილაქტიკის, მკურნალობის,
რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების მიზნით.
ს) საკურორტო საქმიანობის სუბიექტი – ნებისმიერი ფიზიკური, იურიდიული ან საჯარო
სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ეწევა საკურორტო საქმიანობას.
ტ) სამთო გამყოლი - საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სერტიფიცირებული
ფიზიკური პირი, მთებში ფეხით გადაადგილებულ ტურისტთა მეგზური, რომელიც
მომსახურებას ახორციელებს საქართველოს მთიანი ადგილების მასშტაბით და სამთო ტურის
განხორციელებას
უზრუნველყოფს
მონაწილეთა
უსაფრთხოების
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით.
უ) საფეხმავლო გამყოლი - ფიზიკური პირი (ინდივიდუალური მეწარმე), რომელიც
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
საფეხმავლო
გამყოლის
პროფესიული
სტანდარტის შესაბამისად ეწევა ტურისტთა მომსახურებას საქართველოს მასშტაბით.
აღნიშნული მომსახურება არ მოიცავს ამ მუხლის „პ“- „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
მომსახურებებს.
ფ) რეპატრიაცია - ტურისტის დაბრუნება გამგზავრების ადგილას ან ნებისმიერ ადგილას,
რომლის
თაობაზეც
ტურისტული
პაკეტის
ან/და
კომბინირებული
ტურისტული
მომსახურების ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდებიან.
ქ) რელიგიური ტურიზმი - მოგზაურობა რელიგიური მიზნებით, წმინდა ადგილების
მონახულება, მომლოცველობა.
ღ) ტურისტული გიდი - ფიზიკური პირი, რომელიც დაკავებულია ტურისტთა უშუალო
მომსახურებით, კერძოდ, ტურის წინასწარ დაგეგმილი ან პროგრამის, მარშრუტისა და დროში
გაწერილი მოქმედებების გეგმის თანახმად უზრუნველყოფს ტურის შინაარსობრივად,
ტექნიკურად და ლოგისტიკურად წარმართვას.
ყ) ტურისტული მომსახურება - ტურისტული საქმიანობის სუბიექტების მიერ მოგზაურობის
დროს ტურისტთა მოთხონიების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული მომსახურება.
4
ტურისტული მომსახურება ხორციელდება ტურისტთა მიერ ჯგუფური ან ინდივიდუალური,
აგრეთვე ორგანიზებული მოგზაურობისას.
ყ.ა) ტურისტული პაკეტის და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიზნებისათვის
ტურისტული მომსახურებებია:
ყ.ა.ა) ტურისტის ტრანსპორტირება;
ყ.ა.ბ) განთავსების მომსახურება, რომელიც არ წარმოადგენს ტურისტის ტრანსპორტირების
შემადგენელ ნაწილს და არ არის განკუთვნილი საცხოვრებელი მიზნებისთვის;
ყ.ა.გ) ავტომობილის, სხვა ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების (არანაკლებ 25 კმ/სთ
სიჩქარის, ან მოტოცკლის, რომელიც მოითხოვს A კატეგორიის მართვის მოწმობას)
გაქირავება;
ყ.ა.დ) ნებისმიერი სხვა ტურისტული მომსახურება, რომელიც არ წარმოადგენს „ყ.ა.ა“, „ყ.ა.ბ“
და „ყ.ა.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ტურისტული მომსახურების ნაწილს.
შ) ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი) - პირი რომელიც ყიდის ან გასაყიდად სთავაზობს
როგორც ტუროპერატორის მიერ შექმნილ ტურისტულ პაკეტს, ასევე, ცალკეულ ტურისტულ
მომსახურებას.
ჩ) ტურიზმი - ადამიანთა თავისუფალი, ნებაყოფლობითი, დროებითი გადაადგილება
საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ დასვენების, გაჯანსაღების, კულტურული და
შემეცნებითი ინტერესის, პირადი, საქმიანი და/ან პროფესიული მიზნით, რომელიც არ არის
დაკავშირებული დანიშნულების ადგილზე ანაზღაურებად საქმიანობასთან.
ც) ტუროპერატორი - პირი, რომელიც ქმნის და ყიდის (ან სთავაზობს გასაყიდად) ტურისტულ
პაკეტს თვითონ ან ტურაგენტის მეშვეობით ან ტურაგენტთან ერთად, ან რომელიც აწვდის
ტურისტის მონაცემებს ტურისტული მომსახურების სხვა მიმწოდებელს ამ მუხლის „მ.გ“
ქვეპუნქტის შესაბამისად.
ძ) ტურისტული პაკეტი (შემდგომში – პაკეტი), ტურისტული პროდუქტი - ორი ან ორზე მეტი
სხვადასხვა სახის ტურისტული მომსახურების ერთობლიობა, რომლებიც განკუთვნილია
ერთი მოგზურობისთვის, თუ:
ძ.ა) მომსახურებები გაერთიანებულია ერთი მოვაჭრის მიერ, მათ შორის, ტურისტის
მოთხოვნით ან მისი შერჩევით, ყველა მომსახურებისთვის ერთი ხელშეკრულების
გაფორმებამდე; ან
ძ.ბ) მიუხედავად იმისა, დადებულია თუ არა ცალ-ცალკე ხელშეკრულებები ტურისტული
მომსახურების მიმწოდებლებთან, ეს მომსახურებები:
5
ძ.ბ.ა) შეძენილია გაყიდვის ერთ პუნქტში და მომსახურებების შერჩევა ხდება, ვიდრე ტურისტი
განაცხადებს თანხმობას თანხის გადახდაზე;
ძ.ბ.ბ)
შეთავაზებულია,
იყიდება ან
ანგარიშსწორება
ხდება
ჯამური
ღირებულების
სანაცვლოდ;
ძ.ბ.გ) რეკლამირებულია ან იყიდება „პაკეტის“ ან მსგავსი ტერმინის გამოყენებით;
ძ.ბ.დ) გაერთიანებულია იმ ხელშეკრულების დადების შემდგომ, რომლის საფუძველზეც
მოვაჭრე
უფლებამოსილებას
ანიჭებს
ტურისტს,
სხვადასხვა
სახის
ტურისტულ
მომსახურებებს შორის გააკეთოს არჩევანი; ან
ძ.ბ.ე)
შეძენილია
სხვადასხვა
მოვაჭრისაგან
ერთმანეთთან
დაკავშირებული
ონლაინ
დაჯავშნის პროცედურით, თუ მოვაჭრე, რომელთანაც პირველი ხელშეკრულებაა დადებული,
სხვა მოვაჭრეს/მოვაჭრეებს გადასცემს ტურისტის სახელს, გადახდის დეტალებს და
ელექტრონული ფოსტის მისამართს და ამ უკანასკნელ მოვაჭრესთან/მოვაჭრეებთან იდება
ხელშეკრულება პირველი ტურისტული მომსახურების დაჯავშნის დადასტურებიდან
არაუგვიანეს 24 საათისა.
გარდა იმ შემთხვევებისა:
ძ.გ) თუ ამ მუხლის „ყ.ა.ა“, „ყ.ა.ბ“ და „ყ.ა.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებებიდან
არაუმეტეს ერთი მომსახურებისა გაერთიანებულია ამავე მუხლის „ყ.ა.დ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრულ ერთ ან მეტ ტურისტულ მომსახურებასთან, არ წარმოადგენს პაკეტს, თუ ეს
უკანასკნელი ტურისტული მომსახურება/მომსახურებები;
ძ.გ.ა) არ შეადგენს/შეადგენენ ტურისტული მომსახურებების ჯამური ღირებულების მინიმუმ
25%-ს და არ არის რეკლამირებული და არც სხვა მხრივ წარმოადგენს ტურისტული
მომსახურებების ერთობლიობის არსებით ნაწილს; ან
ძ.გ.ბ) არჩეული და შეძენილია მას შემდეგ, რაც ამ მუხლის „ყ.ა.ა“ „ყ.ბ.ა“ ან „ყ.გ.ა“ ქვეპუნქტში
აღნიშნული ტურისტული მომსახურების შესრულება დაწყებულია.
წ) ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება - პაკეტის შესახებ ერთიანი ხელშეკრულება; ან თუ
პაკეტი წარმოდგენილია ცალ-ცალკე ტურისტული მომსახურებების ხელშეკრულებებით, ამ
ხელშეკრულებების ერთობლიობა;
ჭ) პაკეტის დაწყება - პაკეტით გათვალისწინებული მომსახურებების დაწყება;
ხ) ღვინის ტურიზმი - ტურიზმის მიმართულება, რომლის დროსაც მოგზაურობის ძირითად
მიზანს წარმოადგენს ვენახებისა და მევენახეობის ტრადიციების, ღვინის ქარხნების,
ონოთეკებისა და მარნების, ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა საშუალებებისა და
ობიექტების გაცნობა, ასევე, სხვადასხვა ჯიშისაგან დამზადებული ღვინოების წარმოების
ადგილზე შეძენა და მერვინოებასთან დაკავშირებულ ტრადიციულ დღესასწაულებსა და
საქმიანობაში მონაწილების მიღება.
6
ჯ) შემომყვანი ტურიზმი - არარეზიდენტი ტურისტების მოგზაურობა საქართველოს
ფარგლებში.
ჰ) შიდა ტურიზმი - საქართველოს მოქალაქეების და რეზიდენტი პირების საქართველოში
მოგზაურობა.
ჰ1) ხანგამძლე მატარებელი - ნებისმიერი ინსტრუმენტი (მათ შორის ელექტრონული),
რომელიც აძლევს ტურისტს/მომხმარებელსდა მოვაჭრეს მისთვის პირადად მიწოდებული
ინფორმაციის შენახვის საშუალებას, ამ ინფორმაციის გამოყენებისათვის საჭირო დროის
განმავლობაში, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და
უცვლელად რეპროდუცირების შესაძლებლობა.
ჰ2) დამხმარე ხელშეკრულება - ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მომხმარებელი
სარგებლობს
მომსახურებებით,
განაწილების
ან
რომლებიც
გრძელვადიანი
დაკავშირებულია
დასვენების
დროის
ხელშეკრულებასთან
და
წილობრივი
რომლებიც
უზრუნველყოფილია მოვაჭრის ან მესამე მხარის მიერ, ამ მესამე მხარესა და მოვაჭრეს შორის
არსებული შეთანხმების საფუძველზე;
ჰ3) ქცევის კოდექსი- ამ კანონის IX თავის მიზნებისთვის შეთანხმება ან წესების კრებული,
რომელიც არ არის დაწესებული კანონით, რეგულაციით ან ადმინისტრაციული დებულებით
და რომელიც განსაზღვრავს მოვაჭრეთა ქცევას, რომელნიც იღებენ ვალდებულებას,
შეასრულონ კოდექსის ნორმები ერთი ან ერთზე მეტი კონკრეტული კომერციული პრაქტიკის
ან ბიზნეს სექტორის ფარგლებში;
ჰ4) გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებები - გულისხმობს სიტუაციას, რომელსაც ვერ
აკონტროლებს მხარე, რომელიც იწვევს ამგვარ სიტუაციას და რომლის შედეგების თავიდან
აცილება შეუძლებელია ყველა მიზანშეწონილი ღონისძიების გატარების შემთხვევაშიც კი.“
ჰ5)
შეუსაბამობა
-
პაკეტით
გათვალისწინებული
ტურისტული
მომსახურებების
ვერშესრულება ან არასათანადოდ შესრულებას;
თავი II. სახელმწიფო პოლიტიკა ტურიზმის სფეროში, ტურისტული საქმიანობის
სამართლებრივი რეგულირება
მუხლი 3 . ტურიზმის სახელმწიფო პოლიტიკა
1. ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია ტურიზმის ეკონომიკური სექტორის
მდგრადი განვითარების მხარდაჭერა,
რეგიონის ტურისტული
განვითარება.
პოტენციალის
დასაქმების ხელშეწყობა ტურიზმის სფეროში,
ზრდა
და
შესაბამისი
ინფრასტრუქტურის
7
2. ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია:
ა) ტურისტული საქმიანობის მხარდაჭერა და ხელსაყრელი სამართლებრივი და ეკონომიკური
პირობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა მისი განვითარებისათვის;
ბ) ტურიზმის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;
გ) საქართველოს, როგორც ტურისტული ადგილის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
დ) ტურისტული რესურსების დაცვა ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის;
ე) შესაბამისი სამართლებრივი გარემოს შექმნა და ტურისტებისა და ტურისტული
მომსახურების მიმწოდებელთა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად;
ვ)
ტურიზმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების უზრუნველყოფა.
მუხლი 4.
ტურიზმის სფეროში უფლებამოსილი სახელმწიფო ხელისუფლებისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
1.
ტურიზმის სფეროში
საქართველოს
მთავრობა,
სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი
ორგანოებია:
საქართველოს
განვითარების
ეკონომიკისა
და
მდგრადი
სამინისტრო, მის კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
დაწესებულებები,
სახელმწიფო
რომლებიც
და
კომპეტენციის
ფარგლებში ახორციელებენ ამ კანონით განსაზღვრულ ფუნქცია მოვალეობებს.
2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ტურიზმის თითოეული სახეობისთვის კანონით
მინიჭებული
უფლებამოსილების
ფარგლებში
განსაზღვროს
შეღავათები,
დაადგინოს
შესაბამისი საქმიანობის სუბიექტებისთვის სტატუსის მოპოვების ან/და გაუქმების წესი,
პრინციპები და პირობები.
3. ტურიზმის სფეროში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
უფლებამოსილებებია:
ა) ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია;
ბ) ტურიზმის დარგის საკანონმდებლო უზრუნველყოფის მიზნით საკანონმდებლო აქტების
პროექტების შემუშავება;
გ)
ტურიზმის
სფეროში
საქართველოს
სამინისტროებს
შორის
უწყებათაშორისი
თანამშრომლობის კოორდინაცია.
8
4.სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილებებია:
ა) საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვა;
ბ) შიდა ტურიზმის სტიმულირება;
გ)ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების და მომსახურების ხარისხის განვითარების
ხელშეწყობა;
დ) საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის აქტივების გამოყენებით
კონკურენტუნარიანი და მდგრადი ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და არსებულის
დივერსიფიკაციის ხელშეწყობა, უნიკალური ტურისტული მომსახურებების შეთავაზების
გზით;
ე) საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა საერთაშორისო
ბაზარზე;
ვ) ტურიზმის სფეროში მონაცემთა მოპოვება და ანალიზი, სექტორის განვითარების
შესაძლებლობების შეფასების მიზნით;
თ) ტურიზმის განვითარების ეროვნული
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.
5. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფუნქციები და მოვალეობები
განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით და საქართველოს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულებით. საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის დებულებას
განვითარების მინისტრი.
ამტკიცებს
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
6. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ტურიზმის პოლიტიკის სფეროში
უფლებამოსილებებს ახორციელებენ ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო,
ნორმატიული აქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 5. ტურიზმის მდგრადი განვითარება
1. საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ტურიზმის მდგრად განვითარებას,
რაც
გულისხმობს რესურსების იმდაგვარ მართვას, რომ შესაძლებელი იყოს ეკონომიკური და
სოციალური მიზნების მიღწევა ისე, რომ შენარჩუნებულ იქნეს კულტურული
თვითმყოფადობა, არსებითი ეკოლოგიური პროცესები და ბიომრავალფეროვნება.
2. ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს:
ა) ტურიზმის განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას და
განხორციელების მონიტორინგს;
9
ბ) ქვეყნის ბუნებრივი რესურსების სხვადასხვა მიზნით გამოყენების პირობების
განსაზღვრისას, ტურისტული ინტერესებისა და პოტენციალის გათვალისწინებას;
გ)
ტურიზმის სექტორის განვითარების დაგეგმვის და მართვის პროცესში გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვას;
დ) ტურისტული რესურსების რაციონალურ გამოყენებას;
ე) ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას, განათლებასა და ჩართულობას ტურიზმის
განვითარების პროცესში, მათ შორის ტურიზმის განვითარების პროგრამებში ;
თავი III.
ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვა
მუხლი 6. ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია
1.
ტურისტული
დანიშნულების
ადგილის
მართვის
ორგანიზაცია
(შემდგომში
დანიშნულების
მართვის
ორგანიზაცია)
არის
დონეზე
განვითარებისა
და
დანიშნულების
ტურიზმის
კონკრეტული
ადგილობრივ
ადგილის
პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით კერძო და საჯარო სექტორს შორის
თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს დანიშნულების მართვის ორგანიზაციის სტატუსი.
2.
დანიშნულების
მართვის
ორგანიზაციის
დამფუძნებლები
შეიძლება
იყვნენ
მუნიციპალიტეტ(ებ)ი და ტურიზმის სფეროს კერძო სამართლის კომერციული იურიდიული
პირი ან/და არაკომერციული იურიდიული პირი. მუნიციპალიტეტის/მუნიციპლიტეტების
ფარგლებში დასაშვებია ფუნქციონირებდეს მხოლოდ ერთი დანიშნულების მართვის
ორგანიზაცია.
მუხლი 7. დანიშნულების მართვის ორგანიზაციის მართვა და წარმომადგენლობა
1. დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წესდება ითვალისწინებს ორგანიზაციის
მართვისა და წარმომადგენლობის ორგანოებში დამფუძნებელთა და ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობას.
2. დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მართვისა და წარმომადგენლობის
ორგანოებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას და მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს
თითო წევრი. ტურიზმის ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტსა და კერძო სექტორს გააჩნია
თითო ხმა. გადაწყვეტილება მიიღება კონსესუსით. თუ კერძო სექტორს წარმოადგენს
რამდენიმე სუბიექტი, კერძო სექტორის გადაწყვეტილებისათვის საჭიროა წარმომადგენელთა
ხმების უმრავლესობა.
10
მუხლი 8 . დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ფუნქციები
1. დანიშნულების მართვის ორგანიზაციის მიზნებია:
ა) ტურისტული ადგილის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად;
ბ) ტურისტული პროდუქტების/მომსახურებების ხელშეწყობა და განვითარება.
გ) ტურიზმის სფეროში პროფესიული გადამზადებისა და ტურისტული მომსახურების
ხარისხის განვითარებასთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელება და საუკეთესო
პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა;
დ) ტურისტული მომსახურების ხარისხის შეფასების ნებაყოფლობითი სისტემების შემუშავება
და განხორციელება;
ე) დანიშნულების ადგილზე ტურიზმის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა;
ვ)
ტურიზმის
სფეროში
თანამშრომლობის,
ერთობლივი
ტურისტული
პროდუქტის
განვითარებისა და მარკეტინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
ზ) ტურისტების საინფორმაციო უზრუნველყოფა (ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი).
მუხლი 9. დანიშნულების მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება
1. ამ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით შექმნილ ორგანიზაციას დანიშნულების მართვის
ორგანიზაციის სტატუსს ანიჭებს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. დანიშნულების
მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი განისაზღვრება ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
2. დანიშნულების მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების განცხადება წარედგინება
სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერი სამეწარმეო (არასამეწარმეო) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) წესდება;
გ) ორგანიზაციისა და დანიშნულების მართვის ადგილის განვითარების კონცეფცია.
დ)
სსიპ
ტურიზმის
ეროვნული
ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის
ბრძანებით
გათვალისწინებული სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
3. სტატუსის მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღება ერთი თვის
ვადაში. სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველია ორგანიზაციის
11
მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა. სტატუსის
მინიჭების შემთხვევაში სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია დანიშნულების მართვის
ორგანიზაციას
აღრიცხავს
უწყებრივ
რეესტრში.
დანიშნულების
ადგილის
მართვის
ორგანიზაციის რეესტრის მონაცემები ქვეყნდება ადმინისტრაციის ვებ გვერდზე.
4. „ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ სახელწოდების
გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც სსიპ ტურიზმის ეროვნულ
ადმინისტრაციის მიერ „ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“
სტატუსი აქვს მინიჭებული. თუ პირი არამართლზომიერად იყენებს ამ სახელწოდებას, სსიპ
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უფლება აქვს მოითხოვოს მისი გამოყენების შეწყვეტა.
5. ამ კანონის III თავით დადგენილი ფუნქციების სტატუსის გარეშე განხორციელება იწვევს ამ
კანონით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
6. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია შეიმუშავებს დანიშნულების ადგილის მართვის
ორგანიზაციის საქმიანობის წესებს/სტანდარტებს, პრინციპებსა და რეკომენდაციებს, რომლის
დაცვა სავალდებულოა. მათი დარღვევა შეიძლება გახდეს დანიშნულების მართვის
ორგანიზაციის სტატუსის შეჩერების/გაუქმების საფუძველი.
მუხლი 10. ტურისტული დანიშნულების მართვის ორგანიზაციის დაფინანსება
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დაფინანსების წყაროებია:
ა) ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ნებაყოფლობითი შემოწირულობები და საწევრო
გადასახდელი;
ბ) დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევით მიღებული
შემოსავლები;
გ) შესაბამისი პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან
გამოყოფილი სახსრები;
დ) გრანტები და სხვა შემოწირულობები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
თავი IV. ტურისტული საქმიანობის სუბიექტების სახელმწიფო აღრიცხვა
12
მუხლი 11. ტურისტული საქმიანობის სუბიექტების რეგისტრაცია
1. ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები არიან: ტუროპერატორი,
ტურაგენტი, კომბინირებული ტურისტული მომსახურებების მიმწოდებელი, განთავსებისა
და დროის განაწილების ხელშეკრულების მიმწოდებელი,
რისკის
შემცველი
ტურისტული
მომსახურებების
ტურისტული გიდი, მაღალი
მიმწოდებელი,
სამთო
გამყოლი,
სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი.
2. ტურისტული საქმიანობის სუბიექტების შესახებ მონაცემთა აღრიცხვისა და საჯაროობის
უზრუნველყოფის
საქართველოს
მიზნით,
ტურისტული
კანონმდებლობით
საქმიანობის
დადგენილი
წესით
სუბიექტი
ვალდებულია,
განახორციელოს
შესაბამისი
საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
3. ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და
საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების
შემთხვევაში, ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეატყობინოს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4.
საჯარო
რეესტრის
ადმინისტრაციას
ეროვნული
სააგენტო
ვალდებულია
ტურიზმის
ეროვნულ
ელექტრონული ფორმატით მიაწოდოს ეკონომიკურ საქმიანობათა
რეესტრში დარეგისტრირებული ტურისტული საქმიანობის სუბიექტების შესახებ არსებული
ინფორმაცია მართვის ავტომატიზებული საშუალებებით.
თავი V. ტურისტული პაკეტის და კომბინირებული ტურისტული მომსახურების
ხელშეკრულება
მუხლი 12. ამ თავის მოქმედების სფერო და გამონაკლისები ამ თავის მოქმედებიდან
1. ეს თავი ეხება პაკეტებს, რომელთაც მოვაჭრეები ყიდიან ტურისტებზე ან სთავაზობენ
ფასდაკლებით და მოვაჭრეების მიერ ტურისტებისთვის უზრუნველყოფილ კომბინირებულ
სამოგზაურო მომსახურებებს.
2. ტურისტს არ ააქვს უფლება თქვას უარი ამ თავით მინიჭებულ უფლებებზე.
3. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება:
13
ა) პაკეტებსა და კომბინირებულ ტურისტულ მომსახურებებზე, რომელიც გრძელდება 24
საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ იგი მოიცავს ღამის თევით
განთავსებას;
ბ) პაკეტებსა და კომბინირებულ ტურისტულ მომსახურებებზე, რომლებიც შეთავაზებულია
არარეგულარულად, არაკომერციული მიზნით და მხოლოდ ტურისტთა მცირე ჯგუფისთვის;
გ) პაკეტებსა
და კომბინირებულ ტურისტულ მომსახურებებზე, რომელიც შესყიდულია
მოვაჭრესა და სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შორის საქმიანი მოგზაურობის შესახებ
ძირითადი
ხელშეკრულების
საფუძველზე,
რომლებიც
დაკავშირებულია
პირის
საქმიანობასთან, ვაჭრობასთან, პროფესიასთან.
4.
პაკეტის
ორგანიზატორი
ტუროპერატორის
ან
კომბინირებული
ტურისტული
მომსახურების გამყიდველი მოვაჭრის განცხადება, რომ ის მოქმედებს ექსკლუზიურად,
როგორც ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი, შუამავალი ან მოქმედებს ნებისმიერი
სხვა სტატუსით, ან რომ პაკეტი ან კომბინირებული ტურისტული მომსახურება არ
წარმოადგენს პაკეტს ან კომბინირებულ ტურისტული მომსახურებას, არ ათავისუფლებს
ტუროპერატორორს ან მოვაჭრეს მასზე ამ თავით დაკისრებული ვალდებულებებისგან.
5.არცერთი სახელშეკრულებო შეთანხმება ან განცხადება ტურისტის მხრიდან, რომელიც
პირდაპირ ან ირიბად უარყოფს ან ზღუდავს ტურისტებისთვის ამ თავით გადაცემულ
უფლებებს ან გამიზნულია ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნების გვერდის ასავლელად, არ
უნდა იყოს სავალდებულო ტურისტისთვის.
6. ამ თავით განსაზღვრული სახელშეკრულებო მოთხოვნები გავლენას არ ახდენს
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგად სახელშეკრულებო სამართალზე,
რომელიც რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
მუხლი 13. წინასახელშეკრულებო ინფორმაცია
1. ტურისტს, ტურისტულ პაკეტის ან სხვა შესაბამის შეთავაზებასთან
დაკავშირებით,
ხელშეკრულების დადებამდე, ტუროპერატორმა, ტურაგენტმა ან სხვა მოვაჭრემ უნდა
მიაწოდოს ინფორმაცია ამ კანონის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ფორმით
გათვალისწინებული სტანდარტული ფორმების შესახებ.
2.
გარდა
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
ინფორმაციისა,
კონკრეტული
ტურისტული პაკეტის შემთხვევაში ტურისტს დამატებით უნდა მიეწოდოს შემდეგი
წინასახელშეკრულებო ინფორმაცია:
ა) ტურისტული მომსახურების ძირითადი მახასიათებლები:
ა.ა) დანიშნულების ადგილი, მარშრუტის და პერიოდის (თარიღების) მითითებით, თუ პაკეტი
მოიცავს განთავსების მომსახურებას - გასათევი ღამეების რაოდენობა;
ა.ბ)
გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლები და მათი კატეგორია,
დანიშნულების ადგილი, გამგზავრებისა და დაბრუნების ადგილი, თარიღი და დრო,
14
შუალედური გაჩერებების დრო და ადგილები. თუ გამგზავრების და დაბრუნების თარიღები
ზუსტად არ არის დადგენილი, ტურისტს უნდა ეცნობოს მიახლოებითი თარიღების შესახებ.
ა.გ) განთავსების საშუალების ადგილმდებარეობა, ძირითადი მახასიათებლები და კატეგორია
დანიშნულების ქვეყნის რეგულაციების შესაბამისად;
ა.დ) კვების განრიგი;
ა.ე) ვიზიტების, ექსკურსიების ან სხვა მომსახურებები, რომლებიც პაკეტის შეთანხმებულ
ჯამურ ღირებულებაში შედის;
ა.ვ) ჯგუფის სავარაუდო ზომა, თუ ტურისტული მომსახურება ტურისტს მიეწოდება, როგორც
ჯგუფის წევრს;
ა.ზ) საკომუნიკაციო ენა, რომელზეც აღნიშნული მომსახურებები იქნება გაწეული;
ა.თ) იმის შესახებ არის თუ არა მოგზაურობა ადაპტირებული შეზღუდული გადაადგილების
უნარის მქონე პირებისათვის, ტურისტის მოთხოვნის შემთხვევაში, ზუსტი ინფორმაცია, მისი
საჭიროებების გათვალისწინებით.
ბ) ტუროპერატორის ან/და ტურაგენტის სახელის და იურიდიული მისამართის, ტელეფონის
ნომრის და ელ-ფოსტის მისამართის შესახებ;
გ) პაკეტის ჯამური ღირებულება გადასახადებისა და ყველა სხვა დამატებითი ხარჯის
ჩათვლით, ან, თუ აღნიშნული ხარჯების გონივრული გაანგარიშება ხელშეკრულების
დადებისას წინასწარ შეუძლებელია, მითითებას დამატებითი ხარჯების შესახებ, რომელთა
გაწევაც ტურისტს შეიძლება დაეკისროს;
დ) გადახდის მეთოდების, მათ შორის, ნებისმიერი თანხა ან ღირებულების ნაწილი, რომელსაც
ტურისტი წინასწარ იხდის და დარჩენილი თანხის გადახდის ან ტურისტის მიერ ფინანსური
გარანტიების წარდგენის გრაფიკი;
ე) პაკეტისათვის საჭირო პირების მინიმალური რაოდენობის შესახებ და ინფორმაცია პაკეტის
დაწყებამდე რამდენი დღით ადრე შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულება, თუ არ შეიკრიბა
აღნიშნული რაოდენობა;
ვ) პასპორტთან ან/და ვიზასთან (მათ შორის ვიზის მისაღებად საჭირო დროის შესახებ) და
დანიშნულების ქვეყანაში არსებული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნების
შესახებ;
ზ) ტურისტის უფლების შესახებ, ტურისტული პაკეტის განხორციელების დაწყებამდე
ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ;
თ) ნებაყოფლობითი ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ, რომელიც ფარავს ტურისტის მიერ
ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეულ ხარჯებს ან/და ზიანის(ზარალის) ანაზღაურების
15
ხარჯებს, მათ შორის, რეპატრიაციის, უბედური შემთხვევის, ავადმყოფობის ან სიკვდილის
შემთხვევაში.
ი) საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტის ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევისგან
სავალდებულო დაზღვევის პირობებისა და წესის შესახებ, ასევე, კანონმდებლობით
განსაზღვრული ნებისმიერი სხვა სავალდებულო დაზღვევის თაობაზე, რომელიც მასზე
გავრცელდება საქართველოში ყოფნის პერიოდში.
3. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება იდება ტელეფონით, ტურისტს მიეწოდება
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ფორმით და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-“თ“
ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია.
4. ამ კანონის მე-2 მუხლის „ძ.ბ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოვაჭრე, რომელიც
ყიდის პაკეტს, ვალდებულია შეატყობინოს ტურისტს, რომ პირველი მოვაჭრისაგან
მომსახურების შეძენის დადასტურებიდან 24 საათის განმავლობაში მეორე მოვაჭრისგან
მომსახურების შეძენა ერთობლიობაში ჩაითვლება ტურისტულ პაკეტად. ამ შემთხვევაში,
თითოეულმა მათგანმა ტურისტს უნდა მიაწოდოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-“თ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი და
საქართველოს მთავრობის მიერ
დამტკიცებული ფორმით განსაზღვრული ინფორმაცია.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული მითითებული ინფორმაცია ტურისტს უნდა მიეწოდოს
გარკვევით, ამომწურავად და თვალსაჩინოდ. როდესაც ამგვარი ინფორმაცია მიეწოდება
წერილობითი ფორმით, ის უნდა იყოს ადვილად წასაკითხი და აღქმადი.
მუხლი 14. წინასახელშეკრულებო ინფორმაციის სავალდებულო ხასიათი და ტურისტული
პაკეტის ხელშეკრულების დადება
1. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 ქვეპუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული
ინფორმაცია ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და იგი შეიძლება
შეიცვალოს
მხოლოდ
მხარეთა
შეთანხმებით.
ტუროპერატორი
ან/და
ტურაგენტი
ვალდებულია ხელშეკრულების დადებამდე ტურისტს მკაფიო და გასაგები ფორმით აცნობოს
წინასახელშეკრულებო ინფორმაციაში შესული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
2. თუ ტუროპერატორმა ან/და ტურაგენტმა მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული დამატებითი ხარჯის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა ტურისტს, მას არ
დაეკისრება დამატებითი ხარჯების გადახდის ვალდებულება.
მუხლი 15. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შინაარსი და პაკეტის დაწყებამდე
წარსადგენი დოკუმენტები
16
1. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება უნდა იყოს შედგენილი მკაფიო და გასაგები
ფორმით. ხელშეკრულების დადებისთანავე ტუროპერატორი ან/და ტურაგენტი ვალდებულია
ტურისტს გადასცეს ხელშეკრულების ასლი ან მისი დადების დადასტურება ინფორმაციის
ხანგამძლე მატარებელზე. ტურისტს შეუძლია მოითხოვოს დოკუმენტის ასლი მატერიალური
ფორმით,
თუ
ტურისტული
პაკეტის
ხელშეკრულება
დაიდო
მხარეთა
ფიზიკური
თანდასწრებით.
2. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული
ინფორმაციის გარდა უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას ტურისტის სპეციალური მოთხოვნების შესახებ, რომელსაც დაეთანხმა
ტუროპერატორი;
ბ) ინფორმაციას, რომ ტუროპერატორი:
ბ.ა)
პასუხისმგებელია
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
ყველა
ტურისტული
მომსახურების სათანადო შესრულებაზე ამ კანონის მე-21 მუხლის შესაბამისად;
ბ.ბ) სირთულეების წარმოქმნისას ვალდებულია უზრუნველყოს ტურისტის დახმარება ამ
კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად.
გ) უზრუნველყოფის გამცემის საფირმო სახელსა და მის საკონტაქტო მონაცემებს. ასევე სსიპ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონტაქტო მონაცემებს (მისამართი, ტელეფონის
ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი).
დ)
ტუროპერატორის ადგილობრივი წარმომადგენლის, საკონტაქტო პირის ან იმ სხვა
სამსახურის სახელს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართსა და
შესაბამის შემთხვევაში, ფაქსის ნომერს, რომელიც ტურისტს მისცემს ტუროპერატორთან
სწრაფად დაკავშირების და მასთან ეფექტიანი კომუნიკაციის შესაძლებლობას, იმ მიზნით,
რომ სირთულეების არსებობისას ტურისტს შეეძლოს დახმარების მოთხოვნა ან საჩივრის
წარდგენა, როდესაც პაკეტის პირობები სათანადოდ არ სრულდება.
ე) ინფორმაციას, რომ ტურისტი ვალდებულია ტუროპერატორს დაუყონებლივ აცნობოს
პაკეტის პირობების ნებისმიერი დარღვევის შესახებ;
ვ) არასრულწლოვნის მოგზაურობის შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანს არ ახლავს მშობელი
ან
კანონიერი
წარმომადგენელი
და
პაკეტი
მოიცავს
განთავსებას,
კავშირს
არასრულწლოვანთან ან განთავსების ადგილას მყოფ არასრულწლოვანზე პასუხისმგებელ
პირთან;
თ) ინფორმაციას საჩივრის განხილვის შიდა პროცედურებისა და მომხმარებელთა დავების
გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის შესახებ;
ი) ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტურისტს უფლება აქვს პაკეტი გადასცეს მესამე პირს მე-18
მუხლის შესაბამისად;
17
3. ამ კანონის მე-2 მუხლის „ძ.ბ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოვაჭრე,
რომელსაც გადაეცემა ტურისტის მონაცემები, ვალდებულია ტუროპერატორს აცნობოს, რომ
მან დადო ხელშეკრულება ტურისტთან, რითაც შეიქმნა ტურისტული პაკეტი. მოვაჭრე
ვალდებულია
სრულად
ტუროპერატორისთვის
წარუდგინოს
ტუროპერატორს
აუცილებელია
მისი
ის
ინფორმაცია,
ვალდებულების
რომელიც
შესასრულებლად.
ტუროპერატორის მიერ პაკეტის შექმნის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე იგი ტურისტს
აწვდის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შესაბამის
ინფორმაციას წერილობით.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალიწინებული ინფორმაცია ტურისტს უნდა
მიეწოდოს მკაფიო და გასაგები ფორმით.
5. პაკეტის ამოქმედებამდე გონივრულ ვადებში, ტუროპერატორმა ტურისტი უნდა
უზრუნველყოს
ბილეთებით,
ჯავშნის
დამადასტურებელი
და
სხვა
შესაბამისი
დოკუმენტებით, ასევე გამგზავრების განრიგის, ფრენაზე რეგისტრაციის ბოლო ვადის,
მგზავრობისას შუალედური გაჩერებების განრიგის, დამაკავშირებელი ტრანსპორტის და
ჩასვლის მიახლოებითი დროის შესახებ ინფორმაციით.
6. ტუროპერატორი ვალდებულია ტურისტს გადასცეს დაზღვევის ან საბანკო გარანტიის
სერტიფიკატი, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო კომპანია ან ფინანსური ინსტიტუტი იღებს
ვალდებულებას გადაუხადოს ტურისტს თანხა პაკეტის მთლიანად ან ნაწილობრივ
შეუსრულებლობის
შემთხვევაში,
რომელიც
გამოწვეულია
ტუროპერატორის
გადახდისუუნარობით. უზრუნველყოფაში მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის
გამცემი სუბიექტის მონაცემები, მათ შორის საიდენტიფიკაციო ნომერი, ელ. ფოსტის
მისამართი, ტელეფონის ნომერი, სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონტაქტო
მონაცემები,
სხვა აუცილებელი მონაცემი, რომელიც საჭიროა უზრუნველყოფის
გამოსაყენებლად.
7. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება შედგენილი უნდა იყოს წერილობით, ქართულ ენაზე
და, შესაძლოა, სხვა ენაზეც, რომელსაც ტურისტი ფლობს.
მუხლი 16. მტკიცების ტვირთი
ტურისტისთვის ამ თავით
გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების
ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვაჭრეს.
მუხლი 17. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების გადაცემა მესამე პირებზე
1. ტურისტს შეუძლია პაკეტის ამოქმედებამდე ტუროპერატორისთვის წერილობითი
შეტყობინების
საფუძველზე,
ტურისტული
პაკეტი
გადასცეს
იმ
აკმაყოფილებს ხელშეკრულების პირობებს. ტურისტი ვალდებულია
პირს,
რომელიც
მინიმუმ შვიდი
18
კალენდარული დღით ადრე, წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია ტუროპერატორს მესამე
პირისათვის პაკეტის გადაცემის შესახებ.
2. ტუროპერატორს შეუძლია მოითხოვოს იმ დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, რაც
მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობამ გამოიწვია. ტუროპერატორი ვალდებულია
შეატყობინოს ტურისტს
მის ნაცვლად მოგზაურობაში მესამე პირის
მონაწილეობის
(გადაცემის) საფასური. გადამცემი და მიმღები პირები ერთობლივად და ცალ-ცალკე
პასუხისმგებელნი
არიან
არათანაზომიერი
და
არ
მის
გადახდაზე.
უნდა
აღნიშნული
აღემატებოდეს
ხარჯები
არ
ტუროპერატორის
უნდა
მიერ
იყოს
პაკეტით
ხელშეკრულების გადაცემისთვის დადგენილ რეალურ ღირებულებას.
3. ტუროპერატორი ვალდებულია ტურისტული პაკეტის გადამცემს მიაწოდოს დამატებითი
საფასურის, დანახარჯების და გადაცემით გამოწვეული სხვა ხარჯების დამადასტურებელი
დოკუმენტი.
მუხლი 18. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების ფასის ცვლილება
1. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების დადების შემდეგ, ტუროპერატორის მიერ პაკეტის
ღირებულების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში
პირდაპირაა მითითებული:
ა) ტუროპერატორის მიერ პაკეტის ღირებულების ფასის გაზრდის შესახებ და დადგენილია
ფასის შეცვლის და გამოთვლის წესი;
ბ) ტურისტის უფლების შესახებ მოითხოვოს ფასის შემცირება ამ მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებული გარემოებების წარმოშობისას.
2. ფასის გაზრდა შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ტურისტის გადაყვანის ღირებულება გაიზარდა საწვავის ან სხვა ენერგიის წყაროების ფასის
გაზრდის გამო;
ბ) გაიზარდა კონკრეტული სატრანსპორტო და გადაზიდვის მომსახურების, ასევე, ტურისტის,
საჰაერო
ხომალდის
დაშვების,
ტურისტთა
ჩასხდომა-გადასხდომის,
პორტებსა
და
აეროპორტებში ტვირთის გადატანა-გადაზიდვის გადასახადები;
გ) გაიზარდა პაკეტში გათვალისწინებული სავალუტო გაცვლითი კურსის ოდენობა.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების გამო ტურისტული
პაკეტის ღირებულების ზრდა 8%-ზე მეტია, გამოიყენება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 - მე-6
ნაწილების მოთხოვნები.
4. ფასის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ტუროპერატორი პაკეტის
დაწყებამდე მინიმუმ 20 დღით ადრე შეატყობინებს ტურისტს ფასის გაზრდის შესახებ,
წერილობითი ფორმით. აღნიშნული შეტყობინება უნდა მოიცავდეს შესაბამის დასაბუთებას
და ახალი ფასის კალკულაციას.
19
5. იმ შემთხვევაში, თუ ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება ითვალისწინებს ღირებულების
გაზრდის შესაძლებლობას, ტურისტს ხელშეკრულების დადების შემდეგ უფლება აქვს ამ
ვადაში, ასევე მოითხოვოს ფასის შემცირება პაკეტის ამოქმედებამდე, თუ შემცირდა ფასები ამ
მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. ფასის შემცირების შემთხვევაში, ტუროპერატორს
უფლება აქვს ტურისტისთვის
დასაბრუნებელი თანხიდან გამოქვითოს ფაქტობრივად გაწეული ადმინისტრაციული ხარჯი.
ტურისტის
მოთხოვნით,
ტუროპერატორმა
უნდა
უზრუნველყოს
აღნიშნული
ადმინისტრაციული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.
მუხლი 19. ტურისტულ პაკეტის ხელშეკრულების პირობების სხვა ცვლილებები
1. პაკეტის ამოქმედებამდე ტუროპერატორის მიერ ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი
ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევაში, თუ:
ა) ტუროპერატორს ხელშეკრულებით მიენიჭა ცალმხრივი ცვლილების უფლება;
ბ) ცვლილება არის უმნიშვნელო; და
გ) ტუროპერატორი აღნიშნული ცვლილების შესახებ შეატყობინებს ტურისტს მკაფიოდ და
გასაგებად, წერილობითი ფორმით.
2.
იმ
შემთხვევაში,
თუ
პაკეტის
ამოქმედებამდე
ტუროპერატორი
იძულებულია
მნიშვნელოვნად შეცვალოს ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების ძირითადი
მახასიათებლები, კერძოდ: ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ პირობები ან ვერ ასრულებს იმ სპეციალურ მოთხოვნებს, რომლებიც
გათვალისწინებულია ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ან მე-20
მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით პაკეტის ღირებულებას ზრდის 8%-ზე მეტით, ტურისტს
ტუროპერატორის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში უფლება აქვს:
ა) დაეთანხმოს შემოთავაზებულ ცვლილებებს ან;
ბ) შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულების შეწყვეტის საფასურის გადახდის გარეშე.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ტურისტი წყვეტს ტურისტულ პაკეტის
ხელშეკრულებას, ტუროპერატორს შეუძლია შესთავაზოს იმავე ან უკეთესი ხარისხის
ტურისტულ პაკეტი და ტურისტი უფლებამოსილია მიიღოს ეს პაკეტი ან უარი განაცხაოდს
შეთავაზებაზე.
4. ტუროპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მკაფიოდ და გასაგებად, წერილობითი
ფორმით, შეატყობინოს ტურისტს:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის და, შესაბამის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებული ღირებულების ცვლილებისა და ამ ცვლილების ფასზე გავლენის შესახებ
ინფორმაცია;
20
ბ) გონივრული ვადის შესახებ, რა ვადაშიც ტურისტი ვალდებულია ტუროპერატორს აცნობოს
ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დადგენილ ვადაში ტურისტის მიერ პასუხის
გაუცემლობის შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ტურისტი ეთანხმება ცვლილებებს;
დ) შესაბამისი გარემოებების არსებობისას, ასევე მიაწოდოს ინფორმაცია შეცვლილ პაკეტის
ფასზე.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, ტურისტის უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი ფასის შემცირება, თუ
შეთავაზებული პაკეტის ახალი პირობები ან ახალი პაკეტის პირობები წინა პაკეტზე დაბალი
ხარისხის ან ღირებულებისა.
6. თუ ტურისტი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წყვეტს ტურისტულ
პაკეტის ხელშეკრულებას და არ ეთანხმება შეცვლილ პაკეტს, ტუროპერატორი ვალდებულია
დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, დაუბრუნოს ტურისტს
ხელშეკრულების თანახმად გადახდილი თანხა ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5
და მე-6 პუნქტების შესაბამისად.
მუხლი 20. ტურისტულ პაკეტის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა და პაკეტის დაწყებამდე
უარის თქმის უფლება
1. ტურისტს შეუძლია ტურისტულ პაკეტის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა ნებისმიერ
დროს პაკეტის დაწყებამდე. თუ ტურისტი ტურისტულ პაკეტის შესახებ ხელშეკრულებას
წყვეტს ამ პუნქტის შესაბამისად, ტურისტი ვალდებულია, ტუროპერატორს გადაუხადოს
სათანადო და დასაბუთებული შეწყვეტის საფასური. ტურისტულ პაკეტის შესახებ
ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს შეწყვეტისათვის გონივრულ და სტანდარტულ
საფასურს
ხელშეკრულების
შეწყვეტიდან
პაკეტის
დაწყებამდე
არსებული
დროის
შესაბამისად. ტურისტის მოთხოვნით ტუროპერატორმა უნდა წარადგინოს შეწყვეტის
საფასურის დასაბუთება.
2. მიუხედავად, ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ტურისტს აქვს პაკეტის ხელშეკრულების
შეწყვეტის უფლება მის ამოქმედებამდე შეწყვეტის საფასურის გარეშე გაუთვალისწინებელი
გარემოებების არსებობისას, რომელიც წარმოიშობა დანიშნულების ადგილზე ან მის უშუალო
სიახლოვეს, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პაკეტის შესრულებაზე ან მგზავრთა
გადაყვანაზე. ამ პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ტურისტს
უფლება აქვს, სრულად აუნაზღაურდეს ნებისმიერი თანხა, რომელიც მან პაკეტის ფარგლებში
გადაიხადა, თუმცა მას არ აქვს დამატებითი კომპენსაციის მიღების უფლება.
3.
ტუროპერატორი
უფლებამოსილია
შეწყვიტოს
ხელშეკრულება,
თანხა
სრულად
დაუბრუნოს ტურისტს, მაგრამ არ დაეკისრება დამატებითი კომპენსაციის გადახდა, თუ:
21
ა) ტურისტული მომსახურების გასაწევად ტურისტთა რაოდენობა ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ მინიმალურ პირთა რაოდენობაზე ნაკლებია და ტუროპერატორი
ტურისტს
აცნობებს
ხელშეკრულების
შეწყვეტის
თაობაზე
ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს:
ა.ა) პაკეტის დაწყებამდე 20 დღისა, იმ შემთხვევაში როდესაც მოგზაურობის ვადა 6 დღეზე
მეტია;
ა.ბ) პაკეტის დაწყებამდე 7 დღისა, როდესაც მოგზაურობის ვადა 2-დან 6-დღემდეა;
ა.გ) პაკეტის დაწყებამდე არა უგვიანეს 48 საათისა, როდესაც მოგზაურობის ვადა 2 დღეზე
ნაკლებია; ან
ბ) ტუროპერატორი ვერ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას,
მისგან დამოუკიდებლად, გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებების გამო და
ტურისტს შეატყობინებს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ პაკეტის ამოქმედებამდე.
4. ტუროპერატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული
თანხა უკან დაუბრუნოს ტურისტს ან, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
აანაზღაუროს ტურისტის ან მისი სახელით მოქმედი პირის მიერ ტურისტულ პაკეტის
ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი, ხელშეკრულების
შეწყვეტის საფასურის გამოკლებით. აღნიშნული თანხები უნდა დაუბრუნდეს ტურისტს
დაუყოვნებლივ მაგრამ არაუგვიანეს პაკეტის ხელშეკრულების შეწყვეტიდან 14 დღისა.
5. ტურისტი უფლებამოსილია ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, უარი თქვას
სარეწის გარეთ დადებულ ტურისტულ პაკეტის ხელშეკრულებაზე, მისი დადებიდან 14
სამუშაო დღის განმავლობაში.
მუხლი 21. პაკეტის შესრულების პასუხისმგებლობა
1.
ტუროპერატორი
პასუხისმგებელია
ტურისტულ
პაკეტის
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე მიუხედავად იმისა მომსახურება გაწეულია
უშუალოდ მისი თუ სხვა ტურისტული მომსახურების გამწევი პირის მიერ.
2. ტურისტი, საქმის გარემოებების გათვალისწინებით,
ვალდებულია, დაუყოვნებლივ
აცნობოს ტუროპერატორს ტურისტულ პაკეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული
მომსახურების შესრულებისას აღმოჩენილი რაიმე ხარვეზის შესახებ.
3. თუ, რომელიმე ტურისტული მომსახურება არ შესრულდა ტურისტულ პაკეტის
ხელშეკრულების შესაბამისად, ტუროპერატორი ვალდებულია გამოასწოროს შეუსაბამობა,
გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც:
ა) მისი აღმოფხვრა შეუძლებელია, ან;
ბ) აღმოფხვრა მოითხოვს არაპროპორციულად დიდ ხარჯებს, შეუსაბამობის ფარგლებისა და
ტურისტული მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით.
22
4. თუ, ტუროპერატორი ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
მიზეზით არ აღმოფხვრის შეუსაბამობას, გამოიყენება ამ კანონის 22-ე მუხლი.
5. თუ ტუროპერატორი არ აღმოფხვრის ხარვეზს ტურისტის მიერ განსაზღვრულ გონივრულ
ვადაში, მაშინ ტურისტს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ხარვეზი და მოითხოვოს მათზე
გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ
ტუროპერატორი უარს იტყვის ხარვეზის აღმოფხვრაზე, ან თუ ტურისტი დაინტერესებულია
ხარვეზის დაუყოვნებელი აღმოფხვრით.
6. თუ ტურისტული მომსახურებების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის გამგზავრების
ადგილზე დაბრუნების მომსახურება, ვერ სრულდება ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების
შესაბამისად, პაკეტის გაგრძელების მიზნით ტუროპერატორმა დამატებითი საფასურის
გარეშე უნდა შესთავაზოს ტურისტს ხელშეკრულებით გათვალისწინებულის მსგავსი ან
უფრო მაღალი ხარისხის ალტერნატიული მომსახურებები.
7. როდესაც ალტერნატიული მომსახურებების სახით ხდება უფრო დაბალი ხარისხის პაკეტის
შეთავაზება, ორგანიზატორი ვალდებულია ტურისტს
შეუმციროს ფასი შესაბამისად.
ტურისტმა შეიძლება უარი თქვას შეთავაზებულ ალტერნატიულ მომსახურებებზე მხოლოდ
იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი არსებითად განსხვავებულია ტურისტულ პაკეტის შესახებ
ხელშეკრულებით შეთანხმებულ მომსახურებისაგან ან მომსახურებისათვის შემცირებული
ფასი არაადეკვატურია.
8. როდესაც ხარვეზი არსებით ზეგავლენას ახდენს პაკეტის შესრულებაზე და ტუროპერატორი
ვერ ასწორებს ხარვეზებს ტურისტის მიერ დაწესებულ გონივრულ ვადაში, ტურისტმა
შეიძლება შეწყვიტოს ტურისტულ პაკეტის შესახებ ხელშეკრულება შეწყვეტის საფასურის
გადახდის გარეშე და შესაბამის შემთხვევაში, მოითხოვოს ფასის შემცირება ან/და ზიანის
ანაზღაურება ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად.
9. თუ ალტერნატიული მომსახურებების განხორციელება შეუძლებელია ან ტურისტი უარს
ამბობს შემოთავაზებულ ალტერნატიულ მომსახურებებზე, ამ მუხლის მე-7 პუნქტის
შესაბამისად, ტურისტი უფლებამოსილია მიიღოს ფასის შემცირება ან/და ზიანის კომპენსაცია
ხელშეკრულების შეწყვეტის გარეშე ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად.
10. თუ პაკეტი ითვალისწინებს მგზავრთა გადაყვანას, ტუროპერატორმა ამ მუხლის მე-8 და
მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე უნდა განახორციელოს ტურისტის
რეპატრიაცია, შესაბამისი ტრანსპორტით დაუყოვნებლივ და ტურისტისათვის დამატებითი
ხარჯის დაკისრების გარეშე.
11. თუ გაუთვალისწინებელი და საგანგებო გარემოებების გამო ტურისტის დაბრუნების
უზრუნველყოფა ტურისტულ პაკეტით გათვალისწინებული შეთანხმების შესაბამისად
შეუძლებელია,
ტუროპერატორს
ეკისრება,
ეკვივალენტური
კატეგორიის
(თუ
ეს
შესაძლებელია) განთავსების საშუალების ხარჯები, მაქსიმუმ სამი ღამე თითოეულ
ტურისტზე.
23
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების შეზღუდვა არ ვრცელდება
გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე და მათ თანმხლებ
ნებისმიერ პირზე, ორსულ ქალზე და მცირეწლოვანზე თანმხლები პირის გარეშე, ასევე
სპეციფიკური სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირებზე, თუ ორგანიზატორს
ეცნობა მათი განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ არაუგვიანეს 48 საათისა პაკეტის
დაწყებამდე.
მუხლი 22. ფასის შემცირება და ზიანის ანაზღაურება
1. ტურისტი უფლებამოსილია, მოითხოვოს ფასის შემცირება იმ პერიოდის პროპორციულად,
რომლის განმავლობაშიც არსებობდა შეუსაბამობა, თუ იგი გამოწვეული არ არის ტურისტის
ბრალით.
2. ტურისტს აქვს უფლება ტუროპერატორისაგან მიიღოს სათანადო კომპენსაცია ნებისმიერი
იმ ზიანისათვის, რომელიც მან განიცადა გასაწევი მომსახურების შეუსაბამობის გამო.
კომპენსაცია უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ.
3. ტურისტს არ აქვს კომპენსაციის მიღების უფლება ზიანისთვის, თუ ტუროპერატორი
დაადასტურებს, რომ ხარვეზი:
ა)
გამოწვეული ტურისტის ბრალით;
ბ)
გამოწვეულია მესამე მხარის ბრალით, რომელიც არ არის დაკავშირებული პაკეტით
გათვალისწინებულ
ტურისტული
მომსახურების
გაწევასთან
და
აღნიშნული
ტუროპერატორისთვის გაუთვალისწინებელი იყო ან/და თავიდან აცილება შეუძლებელი;იყო;
გ)
გამოწვეულია გარდაუვალი და საგანგებო გარემოებებით.
4. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით ტუროპერატორს ტურისტისთვის მიყენებული
ზიანის გამო პასუხიმგებლობა შეუძლია შეიზღუდოს პაკეტის ფასის სამმაგი ოდენობით.
დაუშვებელია პასუხისმგებლობის შეზღუდვის დაწესება, თუ ზიანმა გამოიწვია ფიზიკური
დაზიანება
და
დაზიანება
გამოწვეულია
ტუროპერატორის
განზრახი
ან
უხეში
გაუფრთხილებელი მოქმედებით.
5. ტურისტის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლება მოითხოვოს ზიანის
ანაზღაურება ან პაკეტის ფასის შემცირება, არ მოქმედებს ტურისტის უფლებებზე, რომლებიც
გათვალისწინებულია სპეციალური ნორმატიული აქტებით ან საერთაშორისო კონვენციებით.
შესაბამისად, ტურისტებს შეუძლიათ წარადგინონ მოთხოვნები გათვალისწინებული ამ
თავით და სპეციალური ნორმატიული აქტებით ან საერთაშორისო კონვენციებით. იმ
შემთხვევაში, თუ ტურისტმა მიიღო კომპენსაცია ან მას შეუმცირდა პაკეტის ფასი ამ თავით
გათვალისწინებული მოთხოვნების წარდგენის
და ასევე სპეციალური ნორმების ან
საერთაშორისო კონვენციების გათვალისწინებული მოთხოვნების წარდგენის შედეგად,
24
გადაჭარბებული კომპენსირების თავიდან აცილების მიზნით, უნდა განხორციელდეს
ანაზღაურებების უღტიერთგაქვითვა.
6. ამ მუხლიდან გამომდინარე წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადაა 2 წელი.
მუხლი 23. ტუროპერატორთან დაკავშირება ტურაგენტის საშუალებით
ტურისტი უფლებამოსილია პაკეტის შესრულებასთან დაკავშირებით, შეტყობინებები,
მოთხოვნები და საჩივრები პირდაპირ გაუგზავნოს ტურაგენტს, რომელთანაც მოხდა მათი
შეძენა.
ტურაგენტი
ვალდებულია
დაუყოვნებლივ
გადაუგზავნოს
აღნიშნული
შეტყობინებები, მოთხოვნები და საჩივრები ტუროპერატორს. ტურაგენტთან გაგზავნილი
შეტყობინება ითვლება ტუროპერატორთან გაგზავნილად.
მუხლი 24. დახმარების ვალდებულება
1. ტუროპერატორი ვალდებულია ყოველგვარი დაყოვნების გარეშე დაეხმაროს ტურისტს
მოგზაურობის დროს წარმოშობილი სირთულეებისას, მათ შორის 21-ე მუხლის მე-11
პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებში:
ა) მიაწოდოს ტურისტს ინფორმაცია ადგილობრივი ჯანდაცვის მომსახურებების,
ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების და საკონსულო დახმარების შესახებ;
ბ) დაეხმაროს ტურისტის კომუნიკაციის დამყარებაში და ალტერნატიული ტურისტული
მომსახურების მოძებნაში;
გ) შეზღუდული შესაძლებლობისა და მობილობის შეზღუდვის მქონე პირებს მიაწოდოს
ინფორმაცია ინკლუზიური ტურისტული სერვისებისა და მისაწვდომობის შესახებ, ასევე
მოგზაურის
სურვილის
შემთხვევაში
მიაწოდოს
გადამოწმებული ინფორმაცია
მათი
საჭიროებების მიხედვით გონივრული მისადაგებისა და ალტერნატიული მომსახურეობების
შესახებ.
2. თუ საფრთხე ან/და მნიშვნელოვანი დაბრკოლება გამოწვეულია ტურისტის დაუდევრობით
ან მისი განზრახი ქმედებით, ტუროპერატორი უფლებამოსილია დახმარების გაწევისათვის
მოსთხოვოს ტურისტს შესაბამისი საფასურის გადახდა. აღნიშნული საფასური არ უნდა
აღემატებოდეს ტუროპერატორის მიერ ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს.
მუხლი 25. პასუხისმგებლობა დაჯავშნის დროს დაშვებული შეცდომისთვის
მოვაჭრე პასუხისმგებელია მის სისტემაში არსებულ ტექნიკურ ხარვეზზე. მოვაჭრე არ არის
პასუხისმგებელი ისეთ შეცდომებზე, რომლებიც დაჯავშნისას ტურისტის მიზეზით ან
გარდაუვალი ან/და საგანგებო გარემოებების გამო იქნა გამოწვეული.
თავი VI. გადახდისუუნარობისაგან დაცვა
25
მუხლი 26. ტუროპერატორის გადახდისუუნარობის შედეგად დამდგარი ვალდებულებების
შესრულების უზრუნველყოფა
1.
იმ
შემთხვევისთვის,
როდესაც
ტურისტულ
პაკეტით
გათვალისწინებული
მომსახურებები მთლიანად ან ნაწილობრივ ტუროპერატორის გადახდისუუნარობის გამო არ
სრულდება,
ტუროპერატორს
უნდა
გააჩნდეს
შესაბამისი
ფინანსური
გარანტია
(უზრუნველყოფა) ტურისტის მიერ წინასწარ გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით. თუ
პაკეტი მოიცავს ტურისტის გადაყვანას, უზრუნველყოფა ასევე, უნდა ფარავდეს შესაძლო
რეპატრიაციის ხარჯებს. თუ ტუროპერატორი არ არის რეგისტრირებული საქართველოში ან
ევროპის ეკონომიკური გაერთიანების წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, მან ასევე უნდა
წარმოადგინოს უზრუნველყოფა ამ კანონის შესაბამისად.
2.
ტუროპერატორის
უზრუნველყოფით
სარგებლობა
შეუძლიათ
ტურისტებს,
მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა და გამგზავრების ადგილის ან პაკეტის გაყიდვის
ადგილისა. და მიუხედავად იმისა, სად არის უზრუნველყოფის გამცემი ორგანიზაცია
განთავსებული.
3.
როდესაც პაკეტის შესრულება ვერ ხერხდება ტუროპერატორის გადახდისუუნარობის
გამო, რეპარტიაცია და, საჭიროების შემთხვევაში, რეპატრიაციამდე ტურისტის განთავსება
ხორციელდება
უზრუნველყოფის
მეშვეობით
და
უსასყიდლოდ.
თუ
ტურისტული
მომსახურებები არ განხორციელებულა, ანაზღაურება ხორციელდება დაუყოვნებლივ,
ტურისტის მოთხოვნით.
4. ამ კანონის მიზნებისათვის გადახდისუუნაროდ მიიჩნევა ტუროპერატორი, თუ იგი ვერ
უზრუნველყოფს ვადამოსული ვალდებულებების შესრულებას/გადახდას, რაც შეუძლებელს
ხდის
ტურისტული
მომსახურების
შესრულებას.
უზრუნველყოფა
ხორციელდება
დაზღვევით ან საბანკო გარანტიის ფორმით.
6. წარდგენილი უზრუნველყოფა ტურისტს უფლებას აძლევს სსიპ ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე მიიღოს ამ თავით გათვალისწინებული შესაბამისი
კომპენსაცია.
მუხლი 27. გადახდისუუნარობისგან დაცვა და ინფორმაციის მოთხოვნა კომბინირებულ
ტურისტული მომსახურებებთან დაკავშირებით
1. კომბინირებული ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები, ვალდებული არიან
იქონიონ უზრუნველყოფა ყველა გადასახადთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი იღებენ
ტურისტისაგან,
როდესაც
ტურისტული
კომბინირებული
ტურისტული
მომსახურება,
ღონისძიების
ნაწილს,
რომელიც
ვერ
წარმოადგენს
სრულდება
მათი
გადახდისუუნარობის გამო.
26
2. თუ, კომბინირებული ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები, წარმოადგენენ
ტურისტთა გადაყვანაზე პასუხისმგებელ პირებს, უზრუნველყოფა ასევე უნდა ფარავდეს
ტურისტის რეპატრიაციას.
3. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათალისწინებულ შემთხვევებზე
ვრცელდება ამ კანონის 25-ე მუხლი.
4. მოვაჭრე, რომელიც ხელს უწყობს კომბინირებული ტურისტული მომსახურებების შეძენას,
მათ შორის, ევროკავშირის ეკონომიკური გაერთიანების ფარგლებს გარეთ ტერიტორიაზე
რეგისტრირებული მოვაჭრე, ვალდებულია ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ნათლად და
გასაგებად განუმარტოს ტურისტს, რომ:
ა) ტურისტი ვერ ისარგებლებს პაკეტის ხელშეკრულებისთვის ამ კანონით განსაზღვრული
უფლებებით და ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მისი მომსახურების სათანადო
შესრულებაზე პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ მომსახურების თითოეული მიმწოდებელი;
ბ) გადახდისუუნარობის შემთხვევაში ტურისტი ისარგებლებს ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალიწინებული გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფით.
5. ტურისტს მიეწოდება სტანდარტული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ
დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების მოთხოვნა არ იქნება
შესრულებული კომბინირებული ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლის მიერ,
კომბინირებულ ტურისტულ მომსახურებებზე ვრცელდება ამ კანონის მე-17, მე-20-24-ე
მუხლებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები.
7. იმ შემთხვევაში თუ ტურისტი დამატებით ხელშეკრულებას დებს მოვაჭრესთან, რომელიც
არ არის კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი მაგრამ ამ
ხელშეკრულების დადებით იქმნება კომბინირებული ტურისტული მომსახურების
ხელშეკრულება, მოვაჭრე ვალდებულია შეატყობინოს კომბინირებული ტურისტული
მომსახურების მიმწოდებელს ასეთი ხელშეკრულების დადების შესახებ.
მუხლი 28. ვალდებულებების უზრუნველყოფის ფარგლები
1. ტუროპერატორის მიერ წარმოდგენილი ფულადი უზრუნველყოფა მოიცავს:
ა) პაკეტის შესაძენად გადახდილი თანხის დაბრუნებას, თუ პაკეტი გაუქმდა; ან
ბ) პაკეტის იმ ნაწილის კომპენსაციის თანხას, რომელი ნაწილიც გაუქმდა;
გ) თუ, პაკეტი ითვალისწინებს ტურისტის გადაყვანას - ტურისტის რეპატრიაციის ხარჯებს;
დ) ტურისტის განთავსების ხარჯებს რეპატრიაციამდე;
27
2. კომბინირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი
ფულადი უზრუნველყოფა მოიცავს:
ა) ტურისტისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას, თუ ტურისტული მომსახურება,
რომელიც
გათვალისწინებული
იყო
კომბინირებული
ტურისტული
მომსახურების
ხელშეკრულებით არ შედგა მოვაჭრის გადახდისუუნარობის გამო;
ბ) თუ, კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებლობა
მოიცავს გადაყვანას, ტურისტის რეპატრიაციის ხარჯებს;
გ) ტურისტის განთავსების ხარჯებს,
კომბინირებული
ტურისტული
ვიდრე განხორციელდება რეპატრიაცია, თუ
მომსახურებები
მოიცავს
ტურისტთა
გადაყვანას
და
გადაყვანაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოვაჭრეს.
3. ტუროპერატორი სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას წარუდგენს შესაბამისი
უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტის (სერტიფიკატს) ერთ ეგზემპლარს.
უზრუნველყოფისა და მისი ოდენობის შესახებ ინფორმაცია აისახება სსიპ ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ რეესტრში.
4.
ტუროპერატორის
გადახდისუუნარობის
უზრუნველყოფასთან
დაკავშირებით
ინფორმაციის გაცვლის მიზნით ცენტრალური საკონტაქტო ორგანოა სსიპ ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია.
5. თუ ცენტრალურ საკონტაქტო ორგანოს ააქვს ეჭვი ტუროპერატორის გადახდისუუნარობის
უზრუნველყოფის შესახებ, მან უნდა მოითხოვოს ახსნა-განმარტება ევროპის ეკონომიკური
სივრცის შესახებ შეთანხმების სხვა წევრი სახელმწიფოსგან, რომელიც არის ტუროპერატორის
რეგისტრაციის სახელმწიფო.
6. თუ ცენტრალური საკონტაქტო ორგანო მიიღებს ინფორმაციას ევროპის ეკონომიკური
ზონის შესახებ შეთანხმების სხვა წევრი სახელმწიფოს ცენტრალური საკონტაქტო ორგანოდან
საქართველოში
რეგისტრირებული
ტუროპერატორის
მიერ
მოწოდებული
გადახდისუუნარობის უზრუნველყოფის შესახებ, მან უნდა უპასუხოს ასეთ მოთხოვნას: რაც
შეიძლება სწრაფად, საკითხის სასწრაფოობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოთხოვნის
მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
მუხლი 29. ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხის გამოთვლა
1. ვალდებულების უზრუნველყოფის ოდენობა უნდა იყოს:
ა) ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს
საქართველოს გარეთ ტურისტული მომსახურებებს და ჩარტერულ ფრენებს - პაკეტების
დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა;
28
ბ) ტურაგენტი, რომელიც ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ტუროპერატორის
მიერ შექმნილი პაკეტის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტებს სთავაზობს
ასეთ პაკეტს ან ასეთი ტუროპერატორის სახელით ჰყიდის ამ პაკეტს - პაკეტების დაგეგმილი
წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა;
გ) ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს
საქართველოს გარეთ ტურისტული მომსახურებებს და რეგულარულ ფრენებს - პაკეტების
დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 3%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა ;
დ) ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს
საქართველოს გარეთ ტურისტული მომსახურებებს, გარდა რეგულარული ან ჩარტერული
ფრენებისა - პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ
10 000 ლარისა ;
ე)
კომბინირებული
ტურისტული
მომსახურებები,
რომელიც
ხორციელდება
საქართველოში,საქართველოს გარეთ ან მხოლოდ საქართველოს გარეთ - დაგეგმილი
კომბინირებული ტურისტული მომსახურებების წლიური გაყიდვების არანაკლებ 3%-ისა,
მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა;
2.
ამ
კანონით
განსაზღვრული
ვალდებულების
შესასრულებლად
წარმოდგენილი
უზრუნველყოფის თანხა, უნდა იყოს ეფექტური და უნდა მოიცავდეს გონივრულად
მოსალოდნელ ხარჯებს. ის უნდა ფარავდეს ტურისტების მიერ ან მათი სახელით
პაკეტებისთვის გადახდილი თანხებს, პირველ შენატანებს, საბოლოო გადახდებსა და
პაკეტების დასრულებას შორის პერიოდის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, აგრეთვე,
რეპატრიაციის სავარაუდო ხარჯებს ტუროპერატორს გადახდისუუნარობის შემთხვევაში.
აღნიშნული უზრუნველყოფის თანხის შესაბამისობის (საკმარისი ოდენობა) მტკიცების
ტვირთი ეკისრება ტუროპერატორს.
3. მოვაჭრე, ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ყოველი საანგარიშო პერიოდის მომდევნო
თვის 20 რიცხვამდე, სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას წარუდგინოს პაკეტების და
კომბინირებული ტურისტული მომსახურებებით გაყიდული მთლიანი შემოსავლების შესახებ
ანგარიში. მოვაჭრემ,
უნდა წარმოადგინოს მომდევნო კვარტლისთვის განახლებული
პაკეტების და კომბინირებული ტურისტული მომსახურებების დაგეგმილი გაყიდვების
შესახებ მონაცემები. ასევე,
მე-4 კვარტლის ანგარიშთან ერთად, წარადგინოს დაგეგმილი
წლის ანგარიში (კვარტლების მიხედვით ჩაშლილი), რომელიც გამოყენებული იქნება
უზრუნველყოფის გამოსათვლელად.
4. უზრუნველყოფის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები.
5. განახლებული უზრუნველყოფა წარმოდგენილი უნდა იყოს, წინა უზრუნველყოფის ვადის
ამოწურვამდე ერთი თვით ადრე. ახალი უზრუნველყოფის მოქმედება უნდა იწყებოდეს
არაუგვიანეს წინა უზრუნველყოფის ვადის გასვლის შემდეგ დღეს.
29
6. იმ შემთხვევაში თუ მოვაჭრე ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ
რამდენიმე სახეობის პროდუქტების ორგანიზებას, მოვაჭრე ვალდებულია წარმოადგინოს
ყველაზე მაღალი ოდენობის შესაბამისი უზრუნველყოფა.
7. მოვაჭრე ვალდებულია შეაფასოს მისი უზრუნველყოფის შესაბამისობა და საჭიროების
შემთხვევაში გაზარდოს მისი ოდენობა.
8. ტუროპერატორს შეუძლია დააზღვიოს თითოეული პაკეტი, რომელიც დაფარავს თითოეულ
პაკეტს ინდივიდუალურად, შესაბამისი, რისკების ოდენობით. თითოეული პაკეტის
დაზღვევის შემთხვევაში ვალდებულების უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა,
განისაზღვრება სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
მუხლი 30. ვალდებულების უზრუნველყოფის გამოყენება
1. იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრის გადახდისუუნარობის გამო ვერ სრულდება პაკეტის
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მოვაჭრე ვალდებულია ამის
შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და
ტურისტს, რომელსაც შეძენილი აქვს ტურისტული პაკეტი ან კომბინირებული ტურისტული
მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება.
2. მოვაჭრის მიმართ "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების
შესახებ" საქართველოს კანონით მიმდინარე საქმე, არ ზღუდავს სსიპ ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის უფლებას ამ თავით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გამოყენებაზე.
3. გადაწყვეტილება უზრუნველყოფის გამოყენებაზე მიიღება სსიპ ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის მიერ. უზრუნველყოფის გამოყენებისთვის სსიპ ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია:
ა) განსაზღვრავს ტურისტების მიერ ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების წარდგენის
პერიოდს,
რომელიც
არ
უნდა
იყოს
14
დღეზე
ნაკლები.
ბ) აგროვებს ტურისტების მოთხოვნებს უზრუნველყოფის გამოყენებაზე, ამოწმებს დროულად
წარდგენილი მოთხოვნების საფუძვლიანობას, და თუ, შესაძლებელია ტურისტს თავაზობს
პაკეტის გაგრძელებას.
გ) უზრუნველყოფს ამ კანონის 28-ე მუხლის 1 პუნქტის
ა) და
ბ) ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და უსაზღვრავს უზრუნველყოფის
გამცემს გონივრულ დროს უზრუნველყოფის თანხის/ების გადახდებისთვის.
4. სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დგინდება
გადახდისუუნარობის უზრუნველყოფის გამოყენების წესი და პროცედურები;
მუხლი 31. ტურაგენტის სპეციფიკური ვალდებულებები
30
ამ კანონის 22-30-ე მუხლები ასევე, ვრცელდება ტურაგენტზე, რომელიც ჰყიდის
საქართველოს და ევროკავშირის ეკონომიკური გაერთიანების ფარგლებს გარეთ
დაფუძნებული ტუროპერატორის მიერ შექმნილ პაკეტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ტურაგენტი უზრუნველყოფს მტკიცებულებას, რომ შესაბამისი ტუროპერატორი ასრულებს
აღნიშნული მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
თავი VII. მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობის განხორციელება
მუხლი 32. მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობა
1. მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხა განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების წესი დგინდება ამ
კანონით და ტექნიკური რეგლამენტით.
3. მაღალი რისკის ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საქმიანობის
განხორციელების ყველა ეტაპზე ფლობდეს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო
დაზღვევას, რომლის პირობები (მათ შორის, ლიმიტები) და განხორციელების წესი
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 33. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის და ალპური გამყოლის, საქმიანობის
განხორციელება
1. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის და
ალპური გამყოლის,
საქმიანობა
ხორციელდება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
2. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის და ალპური გამყოლის საქმიანობის სფერო და
კომპეტენციები დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.
3. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის
და ალპური გამყოლის საქმიანობა
ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი პერსონალის სერტიფიკატის მქონე პირების მიერ.
4. პერსონალის სერტიფიცირებას ახორციელებს სსიპ აკრედიტაციის ცენტრის მიერ
აკრედიტირებული იურიდიული პირი (აკრედიტირებული პირი).
5. აკრედიტირებული პირი აწარმოებს სერტიფიცირებული პირების რეესტრს და გასცემს
სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის და ალპური გამყოლის მაიდენტიფიცირებელ
ნიშანს, რომლის ფორმას ამტკიცებს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
31
6. აკრედიტირებული პირი ვალდებულია პირის სერტიფიცირებიდან ან/და სერტიფიკატის
გაუქმებიდან 2 დღეში აცნობოს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.
7. აკრედიტებული პირი
ვალდებულია მართოს საკუთარი ვებ-გვერდი, რომელზედაც
გამოაქვეყნებს სერტიფიცირებული პირების რეესტრს.
8.
აკრედიტებული
პირი
უზრუნველყოფს
სერტიფიცირებული
პირების
მიერ
სერტიფიცირებისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენას და შესაბამისი
ზომების მიღებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9.
სამთო
გამყოლი,
განხორციელების
სათხილამურო
ყველა
ეტაპზე
გამყოლი
უნდა
და
ფლობდეს
ალპური
გამყოლი
სამოქალაქო
საქმიანობის
პასუხისმგებლობის
სავალდებულო დაზღვევას, რომლის პირობები (მათ შორის, ლიმიტები) და განხორციელების
წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 34. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის, ალპური გამყოლის ვალდებულებები
1. სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი ვალდებულია:
ა) დაიცვას სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის და ალპური გამყოლის პროფესიის
სტანდარტები;
ბ) საქმიანობის განხორციელების დროს თან იქონიოს მიადენტიფიცირებელი ნიშანი,
რომელსაც გასცემს აკრედიტირებული პირი.
2. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის და ალპური გამყოლის ტერიტორიული
კომპეტენციები (მათ შორის გზები და რელიეფები, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება,
ექსპოზიცია და სხვა), სადაც შეიძლება თითოეული მათგანის საქმიანობის განხორციელება,
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ ტექნიკური რეგლამენტით.
თავი VIII
ტურისტული გიდის საქმიანობის რეგულირება
მუხლი 35. ტურისტული გიდი
1. საქართველოს ტერიტორიაზე
ტურისტული
გიდის
მომსახურება
შესაძლებელია
ეკონომიკურ
საქმიანობათა
განხორციელდეს ამ თავის მოთხოვნათა შესაბამისად.
2.
ტურისტული
გიდი
ვალდებულია
დარეგისტრირდეს
რეესტრში.
32
3. ტურისტული გიდის სერტიფიცირებას ახორციელებს სსიპ აკრედიტაციის ცენტრის მიერ
აკრედიტირებული იურიდიული პირი (აკრედიტირებული პირი).
მუხლი 36. ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშანი
1. ტურისტული გიდის ოფიციალურ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს გასცემს სსიპ საქართველოს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სსიპ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული
იურიდიული პირის (აკრედიტირებული პირი) ჩართულობით.
2. ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით ტურისტული გიდის ოფიციალური
მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემისა და გაუქმების წესსა და პირობებს, ნიშნის ფორმას
ადგენს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
3. ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მფლობელი პირი
თავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე
შესვლისათვის
დაწესებული გადასახდელისაგან.
4.
საქართველოს
მთავრობა
მიადენტიფიცირებელი
ნიშნის
უფლებამოსილია
მფლობელი
ტურისტული
პირებისათვის
გიდის
დააწესოს
ოფიციალური
სხვა
სახის
წამახალისებელი შეღავათები.
თავი IX
დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვისა და გაცვლის
ხელშეკრულებები
მუხლი 37. ამ თავის არსი და მოქმედების სფერო
1. ამ თავის მიზანია, ხელი შეუწყოს შიდა ბაზრის შეუფერხებელ ფუნქციონირებას და
მიაღწიოს მომხმარებლების მაღალ დონეზე დაცვას, თაიმშერისა და გრძელვადიანი
დასვენების პროდუქქტების, ასევე გაცვლის ხელშეკრულებების ბაზარზე გატანის, გაყიდვისა
და გადაყიდვის ზოგიერთ ასპექტთან მიმართებით.
2. ეს თავი ეხება გარიგეგებს მოვაჭრესა და მოხმარებელს შორის.
ეს თავი არ ზღუდავს
საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც :
ა) ითვალისწინებს სახელშეკრულებო სამართალში განსაზღვრულ სამართლებრივი დაცვის
ზოგად საშუალებებს;
ბ) უკავშირდება უძრავი ან მოძრავი ქონების რეგისტრაციასა და უძრავი ქონების გადაცემას;
გ) უკავშირდება დაფუძნების ან ავტორიზაციის რეჟიმების პირობებს ან ლიცენზირების
მოთხოვნებს და
დ) უკავშირდება იმ უფლებების სამართლებრივი ხასიათის განსაზღვრას, რომლებიც ამ
თავით რეგულირებული ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენდეს.
33
3. ტურისტს არ ააქვს უფლება თქვას უარი ამ თავით მინიჭებულ უფლებებზე.
მუხლი 38. დროის განაწილების ხელშეკრულება
დროის განაწილების ხელშეკრულება არის ხელშეკრულება, რომლის ხანგრძლივობა
განისაზღვრება ერთზე მეტი წლით და რომლის თანახმადაც მომხმარებელი, საფასურის
გადახდის სანაცვლოდ, იღებს უფლებას, განთავსების საშუალება გამოიყენოს ერთი ან მეტი
ღამით ერთზე მეტი სარგებლობის პერიოდით.
მუხლი 39. გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულება
გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულება არის ხელშეკრულება, რომლის ხანგრძლივობა
აღემატება ერთ წელს და რომლის თანახმადაც მომხმარებელი საფასურის სანაცვლოდ, იძენს
ფასდაკლების ან სხვა შეღავათების მიღების უფლებას განთავსების საშუალებასთან
დაკავშირებით, ცალკე ან ტურისტულ ან სხვა მომსახურებებთან ერთად.
მუხლი 40. გადაყიდვის ხელშეკრულება
გადაყიდვის ხელშეკრულება არის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოვაჭრე საფასურის
სანაცვლოდ ეხმარება მომხმარებელს დროის განაწილების ან გრძელვადიანი დასვენების
პროდუქტის ყიდვა-გაყიდვაში.
მუხლი 41. გადაცვლის ხელშეკრულება
გადაცვლის ხელშეკრულება არის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მომხმარებელი
საფასურის სანაცვლოდ უერთდება გადაცვლის სისტემას, რაც მას უფლებას აძლევს, ხელი
მიუწვდებოდეს განთავსების საშუალებაზე ან სხვა მომსახურებებზე, სანაცვლოდ, იგი სხვა
პირებს გადასცემს დროებითი წვდომის უფლებას მომხმარებლის ამავე დროის განაწილების
ხელშეკრულებიდან წარმოშობილი უფლებებით მიღებულ შეღავათებზე.
მუხლი 42. წინასახელშეკრულებო ინფორმაცია
1. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრემ მომხმარებელს გარკვევით და
სრულყოფილად უნდა მიაწოდოს ზუსტი წინასახელშეკრულებო ინფორმაცია მათ შორის
ქცევის კოდექსის შესახებ, სტანდარტული ფორმების შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით..
2. პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია მოვაჭრემ უნდა მიაწოდოს უფასოდ, ქაღალზე
ან სხვა ხანგამძლე მატარებელზე, რომელიც მომხმარებლისთვის ადვილად ხელმისაწვდომია.
3. მოვაჭრეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პუნქტში 1 მითითებული ინფორმაცია შედგენილი
იქნეს იმ წევრი სახელმწიფოს ერთ ან ერთზე მეტ ენაზე, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან
რომლის მოქალაქეც არის ის, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით, თუ ეს ენა ევროკავშირის
სახელმწიფო ენაა.
მუხლი 43. რეკლამის წესები
1. ხელშეკრულების რეკლამა უნდა იძლეოდეს წინასახელშეკრულებო ინფორმაციის მიღების
შესაძლებლობას და ადგილს, სადაც შეიძლება მისი მიღება.
2. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს პირადად სთავაზობენ დროის განაწილების,
გრძელვადიანი
დასვენების,
გადაყიდვის
ან
გაცვლის
ხელშეკრულებას
სარეკლამო
34
ღონისძიების ან ფასდაკლების აქციის ფარგლებში, მოვაჭრემ გარკვევით უნდა მიუთითოს
კომერციული მიზნისა და აქციის ხასიათის შესახებ.
3. დროის განაწილების ან გრძელვადიანი დასვენების პროდუქტი არ შეიძლება იქნეს
რეკლამირებული, როგორც ინვესტიცია.
4.
ამ
მუხლის
პირველ
პუნქტში
მითითებული
ინფორმაცია
მომხმარებლისთვის
ხელმისაწვდომი უნდა იყოს აქციის განმავლობაში ნებისმიერ დროს.
მუხლი 44. დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის
ხელშეკრულების პირობები
1. ხელშეკრულება უნდა შედგეს წერილობითი ფორმით, ქაღალდის ფურცელზე ან სხვა
ხანგამძლე მატარებელზე იმ წევრი სახელმწიფოს ერთ ან ერთზე მეტ ენაზე, სადაც
მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მოქალაქეც არის ის, მომხმარებლის არჩევანის
მიხედვით, თუ ეს ენა ევროკავშირის სახელმწიფო ენაა.
2. ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია წარმოადგენს
ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით ან, თუ
ცვლილებები გამოწვეულია გაუთვალისწინებელი გარემოებებით, რომლებიც მოვაჭრის
კონტროლს არ ექვემდებარება და რომელთა შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელია.
ხელშეკრულება გარკვევით უნდა მიუთითებდეს ამგვარი ცვლილებების შესახებ.
3. აღნიშნული ცვლილებების შესახებ მომხმარებელს უნდა ეცნობოს წერილობითი ფორმით,
ხელშეკრულების დადებამდე.
4. ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად ხელშეკრულება
უნდა მოიცავდეს:
ა) მხარეთა ვინაობას, საცხოვრებელ ადგილს, ხელმოწერას და
ბ) ხელშეკრულების დადების თარიღსა და ადგილს.
5.
ხელშეკრულების
ხელშეკრულებიდან
დადებამდე
გასვლის
მოვაჭრემ
უფლების
მომხმარებელს
შესახებ,
45-ე
უნდა
მუხლში
აცნობოს
მისი
მითითებული
ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ხანგრძლივობასა და 48-ე მუხლში მითითებული
ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის გასვლამდე წინასწარი გადახდის აკრძალვაზე.
6. ხელშეკრულების შესაბამის დებულებებს მომხმარებელმა ხელი უნდა მოაწეროს ცალცალკე.
7. ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ხელშეკრულებიდან გასვლის ცალკე სტანდარტულ
ფორმას, რომელიც განისაზღვრება 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და
ემსახურება 45-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების
35
გამარტივებას. ცალკე სტანდარტული ფორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
8. მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას გადაეცემა
სათანადოდ დამოწმებული
(ხელმოწერილი) ხელშეკრულების 1 ეგზემპლარი.
9. დროის წილობრივი განაწილების და გრძელვადიანი ხელშეკრულების ვადის გამოთვლისას,
ხელშეკრულების ავტომატური განახლების ან გახანგრძლივების პირობა უნდა იქნეს
გათვალისწინებული.
მუხლი 45. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება
1. მომხმარებელს აქვს უფლებს გავიდეს დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების,
გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულებიდან 14 კალენდარული დღეში ყოველგვარი მიზეზის
დასახელების გარეშე.
2. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა გამოითვლება:
ა) ხელშეკრულების დადების დღიდან; ან
ბ) იმ დღიდან, როდესაც მომხმარებელი მიიღებს ხელშეკრულებას, თუ ეს დღე დგება ამ
მუხლის „ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ თარიღზე გვიან.
3. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა იწურება:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დღიდან ერთი წლისა და 14 კალენდარული დღის
შემდეგ, როდესაც მოვაჭრეს შევსებული არ აქვს და მომხმარებლისთვის წერილობით
გადაცემული არ აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ფორმა 44-ე მუხლის 5-7
პუნქტების მოთხოვნის შესაბამისად;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დღიდან სამი თვისა და 14 კალენდარული დღის
შემდეგ, თუ 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, სტანდარტული
საინფორმაციო ფორმით მომხმარებლისთვის მიწოდებული არ არის წერილობით.
4. თუ ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ფორმა, რომელიც მოთხოვნილია 42-ე
მუხლით, მოვაჭრემ შეავსო ქაღალდის ფურცელზე ან სხვა ხანგრძლივი მატარებლის
გამოყენებით და გადასცა მომხმარებელს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დღიდან
ერთი წლის განმავლობაში, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა დაიწყება მომხმარებლის მიერ
აღნიშნული ფორმის მიღების დღიდან.
5. თუ ინფორმაცია, რომელზეც მითითებულია 42-ე მუხლში, მათ შორის, სტანდარტული
საინფორმაციო ფორმა, მომხმარებელს გადაეცა ქაღალდის ფურცლის ან სხვა ხანგამძლე
მატარებლის გამოყენებით ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დღიდან სამი თვის
36
განმავლობაში, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა დაიწყება მომხმარებლის მიერ ამგვარი
ინფორმაციის მიღების დღიდან.
6. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლის და დროის განაწილების ხელშეკრულებას მომხმარებელს
სთავაზობენ ერთდროულად, ორივე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოიყენება
ხელშეკრულებიდან გასვლის მხოლოდ ერთი ვადა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
ორივე ხელშეკრულებისთვის ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა უნდა გამოითვალოს ამ
მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების მიხედვით.
7. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი განიზრახავს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების
გამოყენებას, მან ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ამოწურვამდე მოვაჭრეს უნდა აცნობოს
წერილობით ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ. მომხმარებელს
შეუძლია, გამოიყენოს ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ფორმა, რომელსაც
უზრუნველყოფს მოვაჭრე 42-ე მუხლის შესაბამისად. ბოლო ვადა დაცულია იმ შემთხვევაში,
თუ შეტყობინება გაიგზავნება ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 46. ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგები
1. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებით წყდება
მხარეების ვალდებულება ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით.
2. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების შემთხვევაში
მომხმარებელს არ უნდა დაეკისროს რაიმე სახის ხარჯი, გადასახადი იმ მომსახურებისთვის,
რომელიც შესაძლოა გაწეული ყოფილიყო ხელშეკრულებიდან გასვლამდე.
მუხლი 47. წინასწარი გადახდის აკრძალვა
1.
იკრძალება
დროის
ხელშეკრულებებთან
განაწილების,
დაკავშირებული
გრძელვადიანი
რაიმე
დასვენებისა
წინასწარი
გადახდა,
და
გაცვლის
გარანტიების
უზრუნველყოფა, თანხის ანგარიშზე განთავსება, ვალის აღიარება ან ნებისმიერი სხვა პირობა
მომხმარებლის მიერ მოვაჭრის ან რომელიმე მესამე მხარის სასარგებლოდ ხელშეკრულებიდან
გასვლის ვადის დასრულებამდე.
2. იკრძალება გადაყიდვის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული რაიმე წინასწარი გადახდა,
გარანტიების უზრუნველყოფა, თანხის ანგარიშზე განთავსება, ვალის აღიარება ან ნებისმიერი
სხვა პირობა მომხმარებლის მიერ მოვაჭრის ან რომელიმე მესამე მხარის სასარგებლოდ
რეალური გაყიდვის დაწყებამდე ან გადაყიდვის ხელშეკრულების სხვაგვარად შეწყვეტამდე.
მუხლი 48. გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებებთან დაკავშირებული სპეციალური
დებულებები
1. გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებების შემთხვევაში, გადახდა სრულდება
გადახდის გრაფიკის მიხედვით. აკრძალულია ხელშეკრულებაში განსაზღვრული საფასურის
ნებისმიერი სახით გადახდა, რომელიც განსხვავდება გადახდის გრაფიკისგან. გადახდები,
37
საწევრო შენატანის ჩათვლით, უნდა დაიყოს ყოველწლიურ, თანაბარ შენატანებად. მოვაჭრემ
უნდა გაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა გადახდასთან დაკავშირებით გადახდის ყოველ
თარიღამდე მინიმუმ 14 კალენდარული დღით ადრე. მოთხოვნა უნდა შესრულდეს
წერილობით.
2. მეორე მიმდინარე შენატანის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია, შეწყვიტოს ხელშეკრულება
დაჯარიმების გარეშე, რისთვისაც მან ყოველი შენატანის გადახდის შესახებ მოთხოვნის
მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოვაჭრეს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება.
აღნიშნული უფლება გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებებზე,
რომლებიც გათვალისწინებულია არსებულ ეროვნულ კანონმდებლობაში.
მუხლი 49. დამხმარე ხელშეკრულების შეწყვეტა
1. თუ, მომხმარებელი იყენებს დროის განაწილების ან გრძელვადიანი დასვენების
ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას, ნებისმიერი სხვა დამხმარე ხელშეკრულება
ავტომატურად უნდა შეწყდეს ისე, რომ მომხმარებელს არ დაეკისროს რაიმე სახის ხარჯი.
2. თუ, მოვაჭრემ გადაიხადა საფასური სრულად ან ნაწილობრივ ან მესამე მხარემ,
მომხმარებლისთვის მიცემული კრედიტის მეშვეობით, მესამე მხარესა და მოვაჭრეს შორის
შეთანხმების საფუძველზე, საკრედიტო შეთანხმება უნდა შეწყდეს მომხმარებლისთვის
ნებისმიერი სახის ხარჯის დაკისრების გარეშე, თუ მომხმარებელი გამოიყენებს დროის
განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულებიდან
გასვლის უფლებას.
მუხლი 50. დროის განაწილებისრეგისტრაცია საჯარო რეესტრში
1. სავალდებულოა დროის განაწილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
2. განთავსების საშუალების მესაკუთრის ცვლილება არ იწვევს რეგისტრირებული დროის
განაწილების ხელშეკრულების შეწყვეტას.
თავი X. ტურიზმის კანონმდებლობის აღსრულება
მუხლი 51. კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი
ამ კანონის აღსრულების ადმინისტრაციული ზედამხედველობა ხორციელდება სსიპ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ.
მუხლი 52. პასუხისმგებლობა ტურიზმის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის
1. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში სამარეთალდაღვევთა ოქმს ადგენს სსიპ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილი თანამშრომელი.
38
2. სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობა პერსონალის სერტიფიკატისა
და/ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე
გამოიწვევს დაჯარიმებას 500- დან 1000 ლარამდე ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 -დან 2000 ლარამდე ოდენობით.
4. ტურისტული გიდისა და სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის მიერ საქმიანობის
განხორციელება საიდენტიფიკაციო მოწმობის ტარების გარეშე,
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით.
5. მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით და/ან პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის
პოლისის ფლობის გარეშე.
გამოიწვევს დაჯარიმებას 800 -დან 1500 ლარამდე ოდენობით;
6. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1600-დან 3000 ლარამდე ოდენობით;
7. ტურ ოპერატორების და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის მიერ
შესაბამისი საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოფის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
8.
ტურისტული
საქმიანობის
განმახორციელებელი
სუბიექტების
მიერ
საქმიანობის
განხორციელება რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
9.
ტურიზმის
სფეროში
კანონის
აღსრულების
ზედამხედველობის
უფლებამოსილი
წარმომადგენლისათვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
10. სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვიდ ამ კანონით გათვალისწინებული
უზრუნველყოფის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
11. ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობა ტურიზმის
ადმინისტრაციის მიერ „ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“
სტატუსის მინიჭების გარეშე,
39
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
12.
საქართველოში
შემოსული
ვიზიტორის
მიერ
ჯანმრთელობისა
და
უბედური
შემთხვევისგან სავალდებულო დაზღვევის წესის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს
დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
13. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა მოთხოვნათა დარღვევა - გამოიწვევს
დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
თავი XI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 53. გარდამავალი დებულებები
1) საქართველოს მთავრობამ:
ა) 2024 წლის პირველ ივნისამდე დაამტკიცოს „აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის
საქმიანობების პრინციპები, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მინიჭების/გაუქმება წესი და
პროცედურები.“
ბ) 2024 წლის პირველ ივნისამდე დაამტკიცოს „მაღალი რისკის შემცველი ტურისტული
მომსახურებების სია“; „მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების ტექნიკური
რეგლამენტი“; „სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის და ალპური გამყოლის
საქმიანობის სფერო, კომპეტენციები, ტერიტორიული კომპეტენციები (მათ შორის გზები და
რელიეფები, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) რეგლამენტი“;
გ) 2024 წლის პირველ ივნისამდე დაამტკიცოს „სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესისა და პირობების“ და „მაღალი რისკის
ტურისტული მომსახურებების სავალდებულო დაზღვევის წესის და პირობების „ შესახებ;
დ)
2024
წლის
პირველ
ივნისამდე
„საქართველოში
შემომსვლელ
ვიზიტორთა
ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევისგან სავალდებულო დაზღვევის წესისა და
პირობების დამტკიცების შესახებ“.
ე) 2024 წლის
პირველ ივნისამდე
უზრუნველყოს „საკურორტო საქმიანობის შესახებ“
კანონპროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.
ვ) 2026 წლის პირველ ივნისამდე დაამტკიცოს ამ კანონის
მე V თავით განსაზღვრული
სტანდარტული ფორმები.
ზ) 2026 წლის პირველ ივნისამდე დაამტკიცოს ამ კანონის მე IX თავით განსაზღვრული
სტანდარტული ფორმები.
40
2) სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაამტკიცოს:
ა) 2027 წლის 1 მაისამდე დაამტკიცოს „აკრედიტებული პირის მიერ სამთო გამყოლის,
სათხილამურო გამყოლის და ალპური გამყოლის სერტიფიცირების რეესტრის წარმოების წესი
და რეესტრის ფორმა“;
ბ) 2024 წლის პირველ ივნისამდე დაამტკიცოს „სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის
მაიდენტიფიცირებელი ნიშნის ფორმა“;
გ)
2024
წლის
1
ივნისამდე
დაამტკიცოს
„ტურისტული
დანიშნულების
მართვის
ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი“;
დ) 2027 წლის პირველ ივნისამდე დაამტკიცოს „ტურისტული გიდის ოფიციალური
მაიდენტიფიცირებელი მოწმობის ნიშნის გაცემისა და გაუქმების წესი და პირობები, მოწმობის
ნიშნის ფორმა.“
3) 2027 წლის პირველ ივნისამდე საქართველოს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
ხელმძღვანელმა დაამტკიცოს:
ა) „ტურისტულ პაკეტების და კომბინირებული ტურისტული მომსახურებებით გაყიდული
მთლიანი შემოსავლების შესახებ ანგარიშის ფორმა“;
ბ) გადახდისუუნარობის უზრუნველყოფის გამოყენების წესი და პროცედურები;
გ) „ტურ ოპერატორისა და კომბინირებული ტურისტული მომსახურებების მონაწილის
გადახდისუუნარობისაგან დაცვის სერტიფიკატის ფორმა“.
დ) დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობის წესი და სტანდარტი.
მუხლი 54. დასკვნითი დებულებები
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ 1996 წლის 6
მარტის კანონი საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი, №13-14 (45-46/13), 12 აპრილი,
1997, გვ. 3).
2. ეს კანონი , გარდა ამ კანონის მე-12 – 34, 35-50 და 52-ე მუხლებისა, ამოქმედდეს
გამოქვეყებისთანავე.
3. ამ კანონის 32-34 და 52-ე მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ივნისიდან.
4. ამ კანონის მე-12-31, 37-50 მუხლები ამოქმედდეს 2026 წლის პირველი ივნისიდან.
5. ამ კანონის 35-36 მუხლები ამოქმედდეს 2027 წლის პირველი ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
41
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ტურიზმის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს ეკონომიკის განვითარების, საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციის,
დასაქმების, ეკონომიკის ზრდისა და ქართული კულტურისა და ღირშესანიშნაობათა,
ბიომრავალფეროვნების წარმოჩენის საქმეში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ტურიზმს.
პანდემიამდელი
მონაცემები
ნათლად
მიუთითებს,
რომ
ტურიზმი
და
მასთან
დაკავშირებული საქმიანობა საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიაა,
რომელიც
2022 წლის მონაცემით ტურიზმთან ასოცირებული წმინდა დამატებითი
ღირებულებას, როგორც მშპ-ს წილს 7.2%-ს შეადგენს. პანდემიამდე მონაცემით კი 8.4 %-ს
შეადგენდა.1 არსებულ ტენდენციების (აღდგენის დინამიკას თუ გავითვალისწინებთ)
შემდეგი წლის მონაცემი მინიმუმ უნდა მიუახლოვდეს პანდემიამდე მონაცემს. ტურიზმი
ქვეყნის სერვისის ექსპორტის უმნიშვნელოვანესი წყაროა და დასაქმების ერთ-ერთი მთავარი
გენერატორი. გლობალურ და რეგიონულ დონეზე არსებული გამოწვევების დაძლევასთან
ერთად ტურიზმის მდგარდი ზრდა გარდაუვალია.
ამ ფონზე ტურიზმის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზა საჭიროა პასუხობდეს
თანამედროვე მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. „ტურიზმისა და კურორტების
შესახებ“ მოქმედი კანონი იმდენად მოძველებულია, რომ კანონმდებლობა სფეროსათვის
მნიშვნელოვან ტერმინებსაც კი არ იცნობს და იმგვარად განსაზღვრავს დარგის მართვის
ორგანოებს, რომ მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები გაურკვეველია, რაც არაერთ
პრობლემას წარმოშობს. კანონმდებლობა ასევე არ იცნობს ხარისხის და უსაფრთხოების
რეგულირებებს, რის გამოც არა მხოლოდ დაბალი ხარისხის მომსახურებას იღებს ქვეყანაში
შემოსული თუ შიდა ტურისტი, არამედ მომხმარებელთა უფლებების სათანადო დაცვაც კი
ვერ
ხერხდება.
ტურიზმის
კანონმდებლობის
ხარვეზები
მითითებულია
არაერთ
საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კვლევაში2, რაც
სახელმწიფოს აყენებს მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ადეკვატურად უზრუნველყოს
ტურისტული
საქმიანობის
მარეგულირებელი
სამართლებრივი
ბაზის
მოწესრიგება,
ტურისტთა უფლებების ეფექტიანი დაცვა და ტურისტული სერვისების გაუმჯობესება და
უნიკალური სერვისების შეთავაზება.
ტურიზმის ექსპერტთა და ინდუსტრიაში დასაქმებულ პირთა მოსაზრებითა და ანალიტიკურ
კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ტურისტული პროდუქტის, მარკეტინგული
აქტივობებისა და შეთავაზების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ქვეყანაში ჯერ კიდევ
მრავალი
1
აუთვისებელი
რესურსია
უნიკალური
ბუნებრივი
და
კულტურული
„2021 წლის საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვა“ - ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია.
2 http://tourisminstitute.ge/files/attach/tourism_regulation.pdf, ტურიზმის ინსტიტუტი, 2017 წელი.
მემკვიდრეობის ერთობლიობის გათვალისწინებით.3
2014-2015 წლებში მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჯგუფის მხარდაჭერით ტურიზმის
ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოამზადა ეროვნული სტრატეგია და 2015-2025 წლების
სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი მიღებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს მიერ და წარმოადგენს
ძირითად დოკუმენტს, სადაც
განსაზღვრულია განვითარების სამომავლო ხედვა, სტრატეგიულ მიზნები, ამოცანები და
ცალკეული მიმართულებით სამოქმედო გეგმები.
სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლამდე, საქართველოს ტურიზმის განვითარებამ უნდა
უზრუნველყოს მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზების მიწოდება, გააღრმავოს ქვეყნის
მიმართ
მოგზაურთა
დაინტერესება,
ხელი
შეუწყოს
შიდა
ტურისტული
ბაზრის
გააქტიურებას; ტრეინინგებისა და საკანონმდებლო ბაზის დახვეწის გზით შესაძლებელი
გახდეს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება და მაღალი ხარისხის
მომსახურების უზრუნველყოფა.
ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობისა და რელიეფის გათვალისწინებით, საქართველო
რეგიონში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ცენტრია. ქვეყანაში შემოსული
უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი ზრდა განაპირობებს მოთხოვნის ზრდას
კვალიფიციურ
და
(სათავგადასავლო)
კარგად
და
მომზადებულ
სამთო
მომსახურებების
გიდებზე
უსაფრთხო
და
მაღალი
მიწოდებაზე.
რისკის
ხარისხის
და
უსაფრთხოების სავალდებულო სტანდარტების არ ქონა საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის
ტურისტულ იმიჯს და კონკურენტუნარიანობას.
ტურისტთა
უსაფრთხოების
შეუძლიათ
მხოლოდ
უზრუნველყოფა
მაღალკვალიფიციურ
სამთო-სათავგადასავლო
გიდებს.
დღეისათვის
მარშრუტებზე
ქვეყანაში
მსგავსი
კვალიფიკაციის მქონე გიდების ნაკლებობაა, შესაბამისად, არსებობს მნიშვნელოვანი რისკი
უსაფრთხო მოგზაურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
პრობლემას წარმოადგენს პროფესიული საკვალიფიკაციო ჩარჩოს არარსებობა, რომელიც
განაპირობებს
არაჯანსაღ
კონკურენციას.
მცირე
გამონაკლისის
გარდა,
უმრავლეს
შემთხვევაში მოქმედ პრაქტიკოს მთის/სათავგადასავლო ტურიზმის გიდებს არ აქვთ
შესაბამისი კვალიფიკაცია და არ გაუვლიათ ტრეინინგების ის ეტაპები, რაც კანონით
მოეთხოვებათ სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად, სრულიად ცხადია საკანონმდებლო
რეგულირების მექანიზმის შექმნის აუცილებლობა. საკანონმდებლო რეგულირების
არარსებობის პირობებში, სამუშაო ნორმატივების დაცვა არ ხორციელდება, შესაბამისად,
მაღალი რისკის პროფესიები სრულიად დაუცველია სახელმწიფოს მხრიდან. გარდა ამისა,
არსებობს სექტორში ახალგაზრდა კადრების სწავლების, დასაქმებისა და მთის პროფესიების
პოპულარიზაციის აუცილებლობა.
3
სამთო-საგამყოლო საქმიანობის რეგულირება და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების
ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემოს ჩამოყალიბება, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია,
2017 წელი
1
მსგავსი გამოწვევა არსებობს ტურისტულ გიდებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი
პრობლემაა გიდების განათლების/კვალიფიკაციის საკითხი.4
ტურიზმის
განვითარების
მიზნით
ახალი
საკანონმდებლო
ჩარჩოს
შემუშავება
განპირობებულია ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების
მოთხოვნებით, რომელთა განსახორციელებლად დაინტერესებულია საქართველო, როგორც
საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი. აღნიშნული მიზნები და
ამოცანები საგანგებოდ უსვამენ ხაზს ტურიზმის სფეროში სახელმწიფოთა ძალისხმევის
გააქტიურებას. სწორედ ასეთი ამოცანაა „2030-ისთვის შესაბამისი პოლიტიკის შექმნა და
განხორციელება, რაც ხელს შეუწყოს მდგრად ტურიზმს, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს
და ახალისებს ადგილობრივ კულტურასა და პროდუქციას” გაეროს მდგრადი განვითარების
მიზანი 8 (ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა).
2018 წლიდან ძალაში შევიდა ევროკავშირის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 25
ნოემბრის (EU) 2015/2302 დირექტივა საგზურით მოგზაურობისა და კომბინირებული
სამოგზაურო მომსახურებების შესახებ, რომლითაც ცვლილებები შედის ევროპარლამენტისა
და საბჭოს რეგულაციაში (EC) No 2006/2004 და დირექტივაში 2011/83/EU და უქმდება საბჭოს
დირექტივა 90/314/EEC. აღნიშნული დირექტივა ითვალისწინებს რიგ უმნიშვნელოვანეს
სიახლეებს ტურისტული მომსახურების სფეროში. მათ შორის:
ტუროპერატორის
მიერ
ტურისტისთვის
წინასახელშეკრულებო
ინფორმაციის
ამომწურავად მიწოდების ვალდებულება;
ახალი პროდუქტის - კომბინირებული ტურისტული მომსახურებასთან დაკავშირებით
ჩანაწერების გაჩენა;
ტურისტული პაკეტის ახლებური განმარტება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
დღეს მოქმედი რედაქციით ტუსრიტული პაკეტი განმარტებულია დირექტივის წინა, 1990
წლის, ვერსიის შესაბამისად. ახალი განმარტების საჭიროება გამოიწვია ინტერნეტის და
ტექნოლოგიების განვითარებამ. თუ ძველი დირექტივა პაკეტს განმარტავს, როგორც,
ტუროპერატორის მიერ, მინიმუმ ორი ტურისტული მომსახურების გაერთიანების შედეგად
შექმნილ პროდუქტს (პაკეტს), ახალი განმარტება ასევე ფარავს მაგალითად ისეთ
შემთხვევებს,
როდესაც
პაკეტი
არ
შეუკრავს
ტუროპერატორს,
არამედ
ტურსტმა
ტუროპერატორის ვებგვერდზე თავად აირჩია ორი ან მეტი პროდუქტი და განახორციელა
ერთიანი თანხის გადახდა;
პაკეტზე უარის თქმის უფლება. ახალი წესებით ტურისტს შეუძლია უარი თქვას
პაკეტზე თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ პაკეტის ღირებულება გარკვეული წინასწარ
განსაზღრული
ფაქტორების
ზეგავლენის
გამო
8%-ზე
მეტით
იზრდება,
ტურისტს
ტუროპერატორის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში უფლება აქვს დაეთანხმოს
შემოთავაზებულ ცვლილებებს ან შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულების შეწყვეტის
საფასურის გადახდის გარეშე;
ტუროპერატორის
გათვალისწინებულ
მიერ
ვადებში
ტურისტის
დახმარების
ტურისტის
უკან
ვალდებულება.
თუ
პაკეტით
დაბრუნება
შეუძლებელია
4 „შრომითი რესურსების ბაზრის მოთხოვნები ტურიზმის ინდუსტრიაში”, საქსტატისა და ეკონომიკის
სამინისტროს 2018 წლის კვლევა
2
გაუთვალისწინებელი
უზრუნველყოს
ვითარების
ტურისტი
დადგომის
განთავსების
გამო,
ადგილით
ტუროპერატორი
მაქსიმუმ
სამი
ვალდებულია
დღის
მანძლზე.
ტუროპერატორს ასევე ევალება საჭიროების შემთხვევაშ მიაწოდოს ტურისტს ინფორმაცია
ადგილობრივი ჯანდაცვის ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი
სიახლეები მომსახურებების, ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების და
საკონსულო
დახმარების
შესახებ;
ასევე,
დაეხმაროს
ტურისტის
ალტერნატიული
მომსახურების
მიმწოდებლის
ტურისტული მომსახურების მოძიებაში;
ტუროპერატორის/კომბინირებული
ტურისტული
ვალდებულება, იქონიოს ფინანსური უზრუნველყოფა მისი შესაძლო გადახდისუუნარობის
შემთხვევისთვის. კანონპროექტის თანახმად, ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნის
დასაკმაყოფილებლად ტუროპერატორს/კომბინირებული მომსახურების მიმწოდებელს უნდა
გააჩნდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა ან საბანკო გარანტია.კანონპროექტით,
ტუროპერატორის/კომბინირებული
მომსახურების
მიმწოდებლის
მიერ
აღნიშნული
ვალდებულების შესრულების ზედამხედველ სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია
განისაზღვრა.
იმის
ტუროპერატორის/კომბინირებული
დასადგენად,
მომსახურების
თუ
რამდენად
მიმწოდებლის
ადეკვატურია
უზრუნველყოფა
(დაზღვევა/ გარანტია) მის ფინანსურ ვალდებულებებთან, სუბიექტი ტურიზმის ეროვნულ
ადმინისტრაციაში წარადგენს წლიურ და კვარტალურ ანგარიშებს ტურისტული პაკეტის და
კომბინირებული მომსახურებების გაყიდვით მიღებულ შემოსავლებზე. კანონის მიზნებიდან
გამომდინარე
ტუროპერატორის/კომბინირებული
მომსახურების
მიმწოდებლის
გადახდისუუნარობას ადგენს ტურიზმის ერობნული ადმინისტრაცია. იმ შემთხვევაში, თუ
ადმინისტრაცია დაადგენს ტუროპერატორის/ კომბინირებული მომსახურების მიმწოდებლის
გადახდისუუნარობის ფაქტს, დაზარალებული ტურისტი, რომელსაც გაუუქმდა პაკეტი,
უფლებამოსილი იქნება აინაზღაუროს პაკეტში გადახდილი თანხა უზრუნველყოფიდან.
რაც შეეხება, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 14 იანვრის
2008/122/EC
მომხმარებლის
დასვენების
დაცვის
შესახებ
დროის
განაწილების,
გრძელვადიანი
ხელშეკრულების, გადაყიდვისა და გაცვლის ხელშეკრულებების ზოგიერთ ასპექტთან
დაკავშირებით
დირექტივის
მოთხოვნებს
-
დირექტივიდან
გამომდინარე,
ყველაზე
მნიშვნელოვანი კომპონენტები მოიცავს დროის განაწილების ხელშეკრულების განმარტებას,
ხელშეკრულების შესადგენად სავალდებულო პუნქტების გათვალისწინებას და რაც ყველაზე
მთავარია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღიანი საშეღავათო პერიოდის დადგენას,
რომლის დროს მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უარი თქვას
დროის განაწილების ხელშეკრულებაზე.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიზნით
საკანონმდებლო დაახლოება ითვალისწინებს: 2015 წლის 25 ნოემბრის (EU) 2015/2302 და 2009
წლის 14 იანვრის
აუცილებელია
2008/122/EC დირექტივების იმპლემენტაციას. აქედან გამომდინარე,
აღნიშნული
დირექტივის
კანონმდებლობაში.
3
დებულებების
რეცეფცია
ეროვნულ
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
პრობლემა,
რომელსაც
ტურიზმის
ინდუსტრიის
წარმომადგენლები აფიქსირებენ, არის აღურიცხავი ტურისტული საქმიანობები. არსებული
გამოწვევა ქმნის არაკონკურენტულ გარემოს ინდუსტრიაში. მაგალითად, ოფიციალური
მონაცემებით,
2019
წელს,
Nace
Rev.2-ის
55
დარგში
„განთავსების
საშუალებებით
უზრუნველყოფა“ აღურიცხავი გამოშვების წილი მთლიან გამოშვებაში განისაზღვრა 56.2%ით. აღურიცხავი ინდუსტრია ასევე შეუძლებელს ხდის ქვეყანაში არსებობდეს ტურისტული
საქმიანობების მიმართულებებით ზუსტი სტატისტიკური მონაცემები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ტურიზმის
სფეროს
საკანონმდებლო
შემდგომი
ბაზის
შექმნა,
განვითარებისათვის
ისეთი
აუცილებელია
საკანონმდებლო
აქტის
განახლებული
მიღება,
რომელიც
უზრუნველყოფს, ტურიზმის სფეროს მართვის ძირითადი კომპონენტების მოწესრიგებას,
რაც დარგს მისცემს ხარისხის განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის გარანტიებს,
კონკურენციის განვითარებას. დღეს მოქმედი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“
საქართველოს კანონი მიღებულია 1997 წელს და ვერანაირად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს,
რომელიც ტურიზმის სექტორის წინაშე დგას დღეისათვის.
გარდა
ამისა,
ტურისტული
მომსახურების
არსებული
რეგულაციების
შეცვლა
და
ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია საკანონმდებლო
ცვლილებების გარეშე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად
გამოყენებას და მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას როგორც ეკონომიკური, ისე
კულტურული
და
მომსახურების
ხარისხი
ეროვნული
და
დასაქმების
და
თვალსაზრისით.
ტურისტთა
რეგიონული
გაუმჯობესდება
უსაფრთხოება,
პოლიტიკის
კოორდინაცია
ტურისტული
უზრუნველყოფილი
და
სხვადასხვა
იქნება
ზომების
განხორციელება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ტურისტული პროდუქტების შექმნასა და
რეკლამირებას.
კანონპროექტით შესაძლებელი გახდება ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების
ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს
კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
ტურიზმთან
დაკავშირებული
სახელმწიფო
პოლიტიკის განსაზღვრა, ტურიზმის სექტორში სამეწარმეო საქმიანობის რეგულირებისა და
კოორდინაციის პრინციპების დადგენა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტების
უზრუნველყოფა და სახელშეკრულებო ურთიერთობების რეგულირება, უფლებამოსილი
ორგანოების
ადგილობრივი
ფუნქციებისა
და
მოვალეობების,
თვითმმართველობის
ორგანოებს
სახელმწიფო
შორის
ხელისუფლების
ტურიზმის
და
სფეროში
თანამშრომლობის მექანიზმების დადგენა, ტურისტების უფლებებისა და მოვალეობების,
ტურისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დებულებების დადგენა და ტურიზმთან
4
დაკავშირებულ სხვა საკითხების განსაზღვრა.
განისაზღვრება ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზანები, და პრინციპები,
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილებანი.
სავალდებულო ხდება ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა
რეესტრში.
საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით
განისაზღვრება ტურ ოპერატორის და კომბინირებული ტურისტული ხელშეკრულების
მიმწოდებლის
მიერ
ვალდებულებების
შესრულება
უზრუნველყოფა
შესაბამისი
პასუხისმგებლობის დაზღვევით ან/და ფინანსური/საბანკო გარანტიით.
მოვაჭრე (ტუროპერატორი და კომბინირებული მომსახურების მიმწოდებელი) ტურიზმის
ეროვნულ ადმინისტრაციას წარუდგენს შესაბამისი უზრუნველყოფის დამადასტურებელ
ხელშეკრულების ერთ ეგზემპლარს. კანონპროექტის თანახმად, ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია უზრუნველყოფის აღსრულების საფუძვლების არსებობის შემთხვევაში,
ტურისტის მიერ უზრუნველყოფის გამოყენების მოთხოვნის მიღების შემდეგ მოახდენს
ტურისტის სასარგებლოდ შესაბამისი გადახდების განხორციელების ორგანიზებას. თუ ეს
შესაძლებელია,
უზრუნველყოფის
თანხა
გამოიყენება
პაკეტის
მომსახურების
გაგრძელებისთვის.
კანონპროექტით განისაზღვრება მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების, მათ
შორის
სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობის რეგულირების
საკითხები.
კანონპროექტით,
მომსახურების/აქტივობების სია და
მაღალი
რისკის
შემცველი
ტურისტული
განხორციელების წესი განისაზღვრება მთავრობის
დადგენილებით/ტექნიკური რეგლამენტით.
კანონპროექტით სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობის უფლების
მოპოვება ხდება აკრედიტირებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული
პირების მეშვეობით;
ტურისტული გიდების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და კვალიფიკაციის
ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის ადგილებს, სადაც
ტურისტული გიდის საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ
სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირებისთვის.
მაიდენტიფიცირებელი
ნიშნის
ტურიზმის
ადმინისტრაციის
ეროვნული
მაიდენტიფიცირებელი
მოპოვებისთვის
მოწმობის
მიერ
მფლობელი
წინაპირობები
განისაზღვრება
ტურისტული
გიდის
ოფიციალური
თავისუფლდება
სახელმწიფო
პირი
სსიპ
მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისათვის დაწესებული გადასახდელისაგან.
მნიშვნელოვანი სიახლეა დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) შექმნის
სამართლებრივი წინაპირობების განსაზღვრა. კანონპროექტით ტურისტული დანიშნულების
5
ადგილის მართვის ორგანიზაცია არის ადგილობრივ დონეზე ტურიზმის განვითარებისა და
კონკრეტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით კერძო და
საჯარო
სექტორს
შორის
თანამშრომლობის
საფუძველზე
შექმნილი
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს დანიშნულების
მართვის ორგანიზაციის სტატუსი. დანიშნულების მართვის ორგანიზაციის დამფუძნებლები
შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტ(ებ)ი და კერძო სამართლის კომერციული იურიდიული
პირი ან/და არაკომერციული იურიდიული (ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული
ასოციაცია) პირი ან/და ფიზიკური პირი.
კანონპროექტით, დანიშნულების მართვის ორგანიზაციის სტატუსს ანიჭებს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია. დანიშნულების მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა
და გაუქმების წესი განისაზღვრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის
ბრძანებით.
„ტურისტული
დანიშნულების
გამოყენების უფლება ექნება
ადგილის
მხოლოდ
მართვის
იმ პირს,
ორგანიზაციის“
რომელსაც
სახელწოდების
ტურიზმის ეროვნულ
ადმინისტრაციის მიერ „ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“
სტატუსი აქვს მინიჭებული. თუ პირი არამართლზომიერად იყენებს ამ სახელწოდებას,
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უფლება აქვს მოითხოვოს მისი გამოყენების
შეწყვეტა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უფლება აქვს შეიმუშაოს დანიშნულების
ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობის რეკომენდაციები.
კანონპროექტი ითვალისწინებს ტურიზმის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის
უნიფიცირებულ სტანდარტებს ტურისტულ პაკეტთან და დაკავშირებული მოგზაურობის
ხელშეკრულებებთან
დაკავშირებით.
კანონპროექტით
ახლებურად
განისაზღვრება
(პაკეტთან)
დაკავშირებით,
ტურისტული პაკეტის ცნება.
კანონპროექტის
თანახმად,
ტურისტს,
მოგზაურობასთან
ხელშეკრულების დადებამდე, წერილობით ან ტურისტისათვის მისაღები სხვა ფორმით,
მოვაჭრემ უნდა მიაწოდოს დაწვრილებითი ინფორმაცია:
ა) მოგზაურობის ძირითადი მახასიათებლების შესახებ:
ა.ა) დანიშნულების ადგილის, მარშრუტის, ყოფნის პერიოდს თარიღების მითითებით, ხოლო
თუ პაკეტი მოიცავს განთავსების საშუალებას გასატარებელი ღამეების რაოდენობის შესახებ;
ა.ბ) გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებების მახასიათებლები და მათი კატეგორია,
დანიშნულების ადგილისა და მიზნების, გამგზავრების და დაბრუნების თარიღების,
შუალედური
გაჩერებების
დროისა
და
ადგილების,
სატრანსპორტო
კავშირების
ხანგრძლივობისა და ადგილმდებარეობის შესახებ.
ა.გ) განთავსების საშუალების ადგილმდებარეობის, ძირითადი მახასიათებლებისა და,
შესაბამის შემთხვევაში, საცხოვრებლის ტურისტული კატეგორიების შესახებ, დანიშნულების
ადგილის ქვეყნის წესების შესაბამისად;
ა.დ) კვების განრიგის შესახებ;
ა.ე) ვიზიტების, ექსკურსიების ან სხვა მომსახურებების შესახებ, რომლებიც პაკეტის
შეთანხმებულ საფასურში შედის;
6
ა.ვ) იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელია ტურისტთა გარკვეული
რაოდენობა, ჯგუფის სიდიდის შესახებ;
ა.ზ) ინფორმაცია კომუნიკაციის/ენის შესახებ, რომელზეც აღნიშნული მომსახურებები იქნება
გაწეული.
ა.თ) ინფორმაცია შეზღუდული გადაადგილების უნარის მქონე პირებისათვის მოგზაურობის
თავსებადობის შესახებ, ხოლო მოგზაურის მოთხოვნის შემთხვევაში, ზუსტი ინფორმაცია
მგზავრობისათვის შესაბამისობის შესახებ, მოგზაურის საჭიროებების გათვალისწინებით.
ა.ი) ტუროპერატორის ან/და ტურაგენტის დასახელების და მისამართის, მათი ტელეფონის
ნომრის, და ელ-ფოსტის მისამართის შესახებ;
ა.კ) პაკეტის მთლიანი ღირებულება გადასახადებისა და ყველა დამატებითი საფასურების,
გადასახდელებისა და სხვა ხარჯების ჩათვლით, ან, თუ აღნიშნული ხარჯების გონივრული
გაანგარიშება ხელშეკრულების დადებისას წინასწარ შეუძლებელია, მითითებას დამატებითი
ხარჯების სახეობების შესახებ, რომელთა გაწევაც მოგზაურს შეიძლება დაეკისროს;
ა.ლ) გადახდის წესების და გრაფიკის შესახებ, მათ შორის ტურისტის მიერ წარსადგენი ან
გადასახდელი ფინანსური გარანტიების შესახებ;
ა. მ) პაკეტის განსახორციელებლად საჭირო ადამიანების მინიმალური რაოდენობის შესახებ
და ასევე ინფორმაციას პაკეტის დაწყებამდე რამდენი დღით ადრე შეიძლება შეწყდეს
ხელშეკრულება, თუ არ შეგროვდა აღნიშნული რაოდენობა;
ვ) პასპორტთან ან/და ვიზასთან (მათ შორის ვიზის მისაღებად საჭირო დროის შესახებ),
აგრეთვე დანიშნულების ქვეყნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ;
ზ) ინფორმაციას ტურისტის უფლების შესახებ, მოგზაურობის (პაკეტის) დაწყებამდე
ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება შეწყვეტის საფასურის გადახდის სანაცვლოდ;
თ) ინფორმაცია ნებაყოფლობითი ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ, რომელიც ფარავს
ტურისტის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეულ ხარჯებს, მათ შორის,
რეპატრიაციასთან,
უბედური
შემთხვევის,
ავადმყოფობასა
და
გარდაცვალებასთან
დაკავშირებულ ხარჯებს.
განისაზღვრება, რომ ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება უნდა იყოს შედგენილი მკაფიო
და გასაგები ფორმით. ხელშეკრულების დადებისთანავე ტუროპერატორი ან/და ტურაგენტი
ვალდებულია
(საშუალება,
შემდგომი
ტურისტს
რომელიც
გადასცეს
იძლევა
გამოყენებისათვის
ხელშეკრულების
ინფორმაციის
ინფორმაციის
ასლი
ხანგამძლე
შესაძლებლობას
მიზნებიდან
და
მატარებლით
ხელმისაწვდომია
გამომდინარე
ადეკვატური
პერიოდის განმავლობაში და რომელიც იძლევა შენახული ინფორმაციის შეუცვლელად
რეპროდუქციის შესაძლებლობას). აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების შესაბამისობის
შესახებ მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვაჭრეს.
მნიშვნელოვანია ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების ფასის ცვლილების დეტალური
რეგულირება. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მისი ღირებულების
გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში მკაფიოდაა
მითითებული აღნიშნულის შესახებ, ასევე მითითებულია ტურისტის უფლება ფასის
შემცირების
მოთხოვნის
შესახებ.
ამ
შემთხვევაში
ხელშეკრულებაში
უნდა
იყოს
მითითებული ფასის შეცვლის და გამოთვლის წესი. ფასის გაზრდა შესაძლებელია, მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ:
7
ა) მგზავრების გადაყვანიის ღირებულება გაიზარდა საწვავის ან სხვა ენერგიის გაზრდის
გამო;
ბ)
გაიზარდა
კონკრეტული
სატრანსპორტო
და
გადაზიდვის
მომსახურების,
ასევე
ტურისტების, საჰაერო ხომალდის დაშვების, მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის, პორტებსა
და აეროპორტებში ტვირთის გადატანა-გადაზიდვის გადასახადები;
გ) გაიზარდა პაკეტში გათვალისწინებული სავალუტო კურსის ოდენობა.
ფასის
შემცირების
შემთხვევაში,
ტუროპერატორს
უფლება
აქვს
ტურისტისთვის
დასაბრუნებელი თანხიდან გამოქვითოს ფაქტობრივად გაწეული ადმინისტრაციული ხარჯი.
ტურისტის
მოთხოვნით,
ტუროპერატორმა
უნდა
უზრუნველყოს
აღნიშნული
ადმინისტრაციული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.
კანონპროექტით
ტუროპერატორი
პასუხისმგებელია
ტურისტული
პაკეტის
ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურების გაწევაზე მიუხედავად
იმისა მომსახურება გაწეულია უშუალოდ მისი თუ სხვა ტურისტული მომსახურების გამწევი
პირის მიერ.
გარდა ამისა, ტუროპერატორს
უნდა
ტუროპერატორის გადახდისუუნარობის
გააჩნდეს ფინანსური გარანტია, რომელიც
შემთხვევაში უზრუნველყოფს ტურისტის
რეპატრიაციის და საჭიროების შემთხვევაში რეპატრიაციამდე ტურისტის განთავსების
ადგილის ხარჯების ანაზღაურებას. თუ ხელშეკრულება წყდება პაკეტის ამოქმედებამდე,
პაკეტი
უქმდება
და
ასეთ
შემთხვევაში
ტუროპერატორი
ვალდებულია
ტურისტს
დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ხელშეკრულების თანახმად გადახდილი თანხა.
კანონპროექტით
განიმარტება,
აგროტურიზმი,
ღვინის
ტურიზმი.
აღნიშნული
კანონპროექტით გათვალისწინებულია აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის
სტატუსის
მქონე სუბიექტებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესება.
აგროტურიზმის
და
ღვინის
ტურიზმის
საქმიანობების
სუბიექტების
სტატუსის
მინიჭების/გაუქების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროიექტის მიმართ (კანონის
პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ);
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის
ძალაში
შესვლა
მიზანშეწონილია
განხორციელდეს
(გარდა
მე-12–34,
35-50
გამოქვეყნებისთანავე,
და
52-ე
გამომდინარე
მუხლებისა)
იქედან,
რომ
კანონპროექტის მიღებიდან გარკვეული დრო აუცილებელი იქნება აღნიშნული მუხლების
ასამოქმედებლად, საჭირო საკადრო, ორგანიზაციული და სამართლებრივი ღონისძიებების
(მათ შორის ნორმატიული აქტების გამოცემის) განსახორციელებლად. შესაბამისად კანონის
8
32-34 და 52-ე მუხლების ამოქმედება გათვალისწინებულია 2024 წლის პირველი ივნისიდან,
მე-12-31, 37-50 მუხლების ამოქმედება 2026 წლის პირველი ივნისიდან და 35-36 მუხლების
ამოქმედება 2027 წლის პირველი ივნისიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორების მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების (საშუალოვადიან
პერიოდში) დაფინანსების წყაროა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართვობის
ორგანოების ბიუჯეტი. აგრეთვე, დონორების მიერ გამოყოფილი თანხები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპრექტით განსაზღვრულია, რომ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგიტრაციას
ექვემდებრარება შემდეგი სუბიექტები: კომბინირებული ტურისტული
მომსახურებების
მიმწოდებელი, განთავსებისა და დროის განაწილების ხელშეკრულების მიმწოდებელი,
ტურისტული
გიდი,
მაღალი
რისკის
შემცველი
ტურისტული
მომსახურებების
მიმწოდებელი, სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი. აღნინშული
აქამდე არ ექვემდებარებოდა დავალდებულო რეგისტრაციას. შესაბამისად, აღნიშნული
საქმიანონბების რეგიტრაციას გავლენა ექნება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
საკუთარ შემოსავალზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მომართვიანობის
რაოდენობაზე და საფასურზე. გარდა ამისა, დანიშნულების მართვის ორგანიზაციას
დასჭირდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სამეწარმეო (არასამეწარმეო)
იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, რაც აისახება მის შემსოავალში.
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმოქმედებს ტურიზმის ადმინისტრაციის
მიერ დამატებითი კადრების აყვანა გიდების სერტიფიცირების, გადახდისუუნარობის
კონტროლისა და ქოლ-ცენტრის ოპერირების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კადრების
ხელფასის დაფინანსება იგეგმება ბიუჯეტის ასიგნებებიდან, საიდანაც საშემოსავლო
გადასახადი უკან დაბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტში. საშემოსავლო გადასახადის სახით,
ბიუჯეტში უკან დაბრუნებული თანხა 2023-2025 წლებში 83, 000 ლარის ოდენობით, ხოლო
მომდევნო წლებში, საჯარო სექტორში სახელფასო განაკვეთის ზრდის გათვალისწინებით,
საშუალოწლიურად საშემოსავლო გადასახადის სახით უკან დაბრუნებული თანხა 43,700
ლარის ოდენობით.
პროექტით განისაზღვრა ჯარიმები(კანონპროექტის მუხლი 52) ტურიზმის კანონმდებლობის
დაღვევისთვის. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება დარღვევის რაოდენობაზე.
9
პროქტით, მაღალი რისკის ტურისტული მომსახურების მიმწოდებელს ევალება საქმიანობის
განხორციელების
ყველა
ეტაპზე
ფლობდეს
პროფესიული
პასუხისმგებლობის
სავალდებულო დაზღვევას, რომლის პირობები (მათ შორის, ლიმიტები) და განხორციელების
წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აგრეთვე, ექვემდებარება
შესაბამის სერტიფიცირებას, რომლსაც გასცემს აკრედიტირებული იუირიდიული პირი.
აკრედიტაციის ერთიანი ორგანო მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილების
შესაბამისად გამოითვლის აკრედიტაციის თანხას, რომლლიც აისახებ აკრედიტაციის
ერთიანი
ორგანოს
საკუთარ
შემოსავალში
და
ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
მიმართვიანობაზე.
შესაძლებელია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიების არსებობამ პოზიტიურად
იმოქმედოს ვიზიტორთა რაოდენობასა და ასევე ქართული კომპანიებიდან შესყიდული
ტურისტული პაკეტების წილზე, რაც გამოიწვევს სექტორის შემოსავლების ზრდას, და ასევე
პოზიტიურად იმოქმედებს სექტორის მიერ ბიუჯეტში განხორციელებულ შენატანებზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯი იქონიებს გავლენას სახელმწიფო
ბიუჯეტის და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტით დანიშნულების მართვის ორგანიზაციის (DMO) სტატუსის გაცემასა და
შეჩერებაზე
უფლებამოსილ
ორგანოა
ტურიზმის
ეროვნული
ადმინისტრაცია,
ასევე
კანონპროექტის მიხედვით ადმინისტრაციიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანიდან
თითო-თითო
წარმომადგენელი
მონაწილეობს
DMO-ს
მართვისა
და
წარმომადგენლობის ორგანოებში. მისი დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სახელმწიფო ან
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები.
აღნიშნული ფუნქციის აღსრულებისთვის, 2023-2024 წლებში ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის მიერ დამატებითი კადრის აყვანა არ იგეგმება. თუმცა 2025 წლიდან, იმ
შემთხვევაში თუ მოხდება DMO-ების გაძლიერება და მათი აქტივობების გაფართოება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას გაუჩნდება დამატებით ერთი კადრის აყვანის
საჭიროება,
რომლის
სახელფასო
და
სხვა
ადმინისტრაციული
ხარჯი
წლიურად
მოსალოდნელია 21,390 ლარს5, ხოლო კადრის აყვანასთან დაკავშირებული ერთჯერადი
ხარჯი
(კომპიუტერის,
ავეჯისა
და
სხვა
მატერიალურ-ტექნიკური
აღჭურვილობის
უზრუნველყოფა) დაახლოებით 4,244 ლარს.
ამასთანავე, კანონპროექტით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ენიჭება გიდების
სერტიფიცირების
პროცესის
აღსრულებაზე
კონტროლი.
აღნიშნული
მიზნით,
ადმინისტრაცია 2024 და 2025 წლებში გეგმავს დამატებითი ორი კადრის აყვანას, (ერთი
კადრი - 2024 წელს და დამატებით კიდევ ერთი - 2025 წელს), რომელთან დაკავშირებული
5
შენიშვნა: ხელფასების გაანგარიშებულია ადმინისტრაციის საშუალო ხელფასიდან გამომდინარე,
რომელიც შეადგენს 1680 ლარს.
10
სახელფასო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები 2023-2025 წლებში მოსალოდნელია 70,706
ლარი, ხოლო კადრის აყვანის ერთჯერადი ხარჯი 8,240 ლარი.
ამასთანავე, გიდების სერტიფიცირების წესებისა და პროცედურების შესამუშავებლად,
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დასჭირდება გარე ექსპერტის მხარდაჭერა, რომლის
ხარჯი შეფასებულია 15, 940 ლარს6. ექსპერტის მომსახურება შესაძლებელია ნაწილობრივ ან
სრულად დაფინანსდეს დონორების მიერ.
დამატებით,
ადმინისტრაციას
ეკისრება
ტუროპერატორების
გადახდისუუნარობის
კონტროლი და ასევე, გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული საჩივრების მართვა.
აღნიშნული
ფუნქციის
შესასრულებლად,
ადმინისტრაციას
დასჭირდება
ახალი
დეპარტამენტის ჩამოყალიბება, რომლის დაარსების ერთჯერადი ხარჯი შეადგენს 20,600
ლარს, ხოლო ადამიანური რესურსის სახელფასო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯი 20232025
წლებში
მოასალოდნელია
შეადგინოს
341,591
ლარის
ოდენობით,
ხოლო
საშუალოწლიური ხარჯები ინფლაციისა და საჯარო სექტორში სახელფასო განაკვეთის
ზრდის გათვალისწინებით შეადგენს 170, 795 ლარს.
ამასთანავე, ადმინისტრაციას დასჭირდება 2027 წლიდან პირველი ივნისიდან გიდების
მაიდენტიფირიცირებული
ნიშნის
და
ტუროპერატორების
გადახდისუუნარობის
უზრუნველყოფის
ვალდებულებების
მართვის
მიზნით
გარკვეული
სერვისების
გაციფრულება. საშუალოდ, ელექტრონული სერვისებისთვის საჭირო სისტემის მომზადების
ერთჯერადი ხარჯი წარმოადგენს 690 ათასიდან 1,6 მილიონ ლარამდე და დამოკიდებულია
ტექნოლოგიასა და სისტემის ფუნქციონალთან დაკავშირებული მოთხოვნაზე. აღნიშნული
პროგრამის დაფინანსება
იგეგმება დონორის მხარდაჭერით. სახელმწიფოს მხრიდან
თანადაფინანსების საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის განვითარების ხარჯი მერყეობს 70დან 162 ათას ლარამდე (დათვლილია 10%-იანი თანადაფინანსებისთვის).
ამასთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია მომხმარებელთან კომუნიკაციის მიზნით
საჭიროებს ქოლ ცენტრის განვითარებას. ქოლ ცენტრის დაარსების ერთჯერადი ხარჯი
შეადგენს 196, 333 ლარს 7(არ არის გათვალისწინებული საოფისე სივრცის გამოყოფის ხარჯი),
ხოლო ოპერირებასთან დაკავშირებული ხარჯი 2023-2025 წლებში მოსალოდნელია 358 850
ლარის ოდენობით, ხოლო საშუალო წლიური შენახვის ხარჯი ინფლაციისა და საჯარო
სექტორში სახელფასო განაკვეთის ზრდის გათვალისწინებით შეადგენს 188,000 ლარს.
კანონპრექტით განისაზღვა იმ სუბიექტთა ჩამონათვალი, რომელიც დაექვემდებარება
სავალდებულო რეგისტრაციას. კერძოდ, კომბინირებული ტურისტული
მომსახურებების
მიმწოდებელი, განთავსებისა და დროის განაწილების ხელშეკრულების მიმწოდებელი,
ტურისტული
გიდი,
მაღალი
რისკის
შემცველი
ტურისტული
მომსახურებების
მიმწოდებელი, სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი. აღნიშნულ
6
შენიშვნა: (ადგილობრივი ექსპერტის საშუალო დღიური ანაზღაურება შეფასდა 383$ გროსი, ხოლო
მოსალოდნელი დატვირთულობა შეადგენს 15 კონსულტანტ/დღეს)
7
შენიშვნა: ხარჯები განსაზღვრულია იმ დაშვებით რომ ქოლ ცენტრი შეიქმნება 2024 წლის მეორე
ნახევარში
11
საქმიანობას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გნახორციელებს არსებული
ადმინისტრაციული რესურსით.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს გავლენა ექნება დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ხარჯებზე სატუსის
მოპოვებისას დოკუმენტაციის წარდგენისა და გადსახდელი თანხის სახით, რომელიც
განისაზღვრება სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით
2024 წელს. ასევე, კანონპროექტს გავლენა ექნება დანიშნულების მართვის ორგანოს წევრებზე,
რომლებიც მიიღებენ ანაზღაურებას. აგრეტვე დოკუმენტაციის მომზადების პროცეში
სხვადასხვა დაწესებულებებს გაეზარდოს შემოსავალი მომართვინობიდან გამომდინარე
(მაგ.: სანოტარო ბიურო).
კანონოპროექტით ასევე განსაზღვრულია, რომ ტურისტული დანიშნულების ადგილის
მართვის ორგანიზაციის საქმიანობა ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ „ტურისტული
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ სტატუსის მინიჭების გარეშე,გამოიწვევს
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტს
ფინანსური
ტურისტული
მომსახურებების მიმწოდებელი, განთავსებისა და დროის განაწილების
ხელშეკრულების
გავლენა
მიმწოდებელი,
ექნება
შემდეგ
ტურისტული
სუბიექტებზე:
გიდი,
მაღალი
კომბინირებული
რისკის
შემცველი
ტურისტული მომსახურებების მიმწოდებელი, სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და
ალპური გამყოლი. აღნიშნული აქამდე არ ექვემდებარებოდა სავალდებულო რეგისტრაციას.
წარმოდგენილი პროექტით, ტუროპერატორი ვალდებულია ტურისტს აუნაზღაუროს
ზიანისთვის კომპენსაცია, რომლიც შეუძლია შეზღუდოს პაკეტის სამმაგი ოდენობით.
პროექტით ასევე განისაზღვრა, რომ ტურისტის დაუდევრობით ან მისი განზრახი ქმედებით,
ტუროპერატორი
უფლებამოსილია
დახმარების
გაწევისათვის
შესაბამისი საფასურის გადახდა. აღნიშნული საფასური
ტუროპერატორის მიერ ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს.
არ
მოსთხოვოს
უნდა
ტურისტს
აღემატებოდეს
ტუროპერატორებისათვის სიახლეს წარმოადგენს ფინანსსური გარანტიის(უზრუნველყოფის)
ქონა, ტურისტის მიერ წინასწარ გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით. რაც ტურისტს
უფლებას აძლევს მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია. კანონპროექტით, ასევე განისაზღვრა
ვალდებულების უზრუნველყოფის ფარგლები, რაც ტუროპაეტორის მიერ უნდა იყოს
წარმოდგენილი.
12
კანონპროექტით
ასევე,
წარმოდგენილია
ვალდებულების
შესრულების
უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხის გამოთვლის წესი. კერძოდ:
ა) ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს
საქართველოს გარეთ ტურისტული მომსახურებებს და ჩარტერულ ფრენებს - პაკეტების
დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა;
ბ) ტურაგენტი, რომელიც ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ტუროპერატორის
მიერ შექმნილი პაკეტის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტებს სთავაზობს
ასეთ პაკეტს ან ასეთი ტუროპერატორის სახელით ჰყიდის ამ პაკეტს - პაკეტების დაგეგმილი
წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა;
გ) ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს
საქართველოს გარეთ ტურისტული მომსახურებებს და რეგულარულ ფრენებს - პაკეტების
დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 3%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა ;
დ) ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს
საქართველოს გარეთ ტურისტული მომსახურებებს, გარდა რეგულარული ან ჩარტერული
ფრენებისა - პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ
არანაკლებ 10 000 ლარისა ;
ე)
კომბინირებული
ტურისტული
მომსახურებები,
რომელიც
ხორციელდება
საქართველოში,საქართველოს გარეთ ან მხოლოდ საქართველოს გარეთ - დაგეგმილი
კომბინირებული ტურისტული მომსახურებების წლიური გაყიდვების არანაკლებ 3%-ისა,
მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა;
უზრუნველყოფის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები. მოვაჭრე ვალდებულია
შეაფასოს მისი უზრუნველყოფის შესაბამისობა და საჭიროების შემთხვევაში გაზარდოს მისი
ოდენობა. ტუროპერატორს შეუძლია დააზღვიოს თითოეული პაკეტი, რომელიც დაფარავს
თითოეულ პაკეტს ინდივიდუალურად, შესაბამისი, რისკების ოდენობით. თითოეული
პაკეტის დაზღვევის შემთხვევაში ვალდებულების უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა,
განისაზღვრება სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
ასევე გაიწერა, ვადლდებულების უზრუნველყოფის გამოყენების წესი.
პროექტით, მაღალი რისკის ტურისტული მომსახურების მიმწოდებელს ევალება საქმიანობის
განხორციელების
ყველა
ეტაპზე
ფლობდეს
პროფესიული
პასუხისმგებლობის
სავალდებულო დაზღვევას, რომლის პირობები (მათ შორის, ლიმიტები) და განხორციელების
წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აგრეთვე, ექვემდებარება
შესაბამის სერტიფიცირებას, რომლსაც გასცემს აკრედიტირებული იუირიდიული პირი.
აკრედიტაციის ერთიანი ორგანო მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილების
შესაბამისად გამოითვლის აკრედიტაციის თანხას, რომლსაც გადაიხდიან სერტიფიკატის
გამცემი ორგანოები. აგრეთვე, აკრედიტირებული იურიდიული პირები მიიღებენ
შემოსავალს გაცემული სერტიფიკატებიდან.
13
სამთო
გამყოლი,
განხორციელების
სათხილამურო
ყველა
გამყოლი
ეტაპზე
უნდა
და
ფლობდეს
ალპური
გამყოლი
სამოქალაქო
საქმიანობის
პასუხისმგებლობის
სავალდებულო დაზღვევას, რომლის პირობები (მათ შორის, ლიმიტები) და განხორციელების
წესი
განისაზღვრება
დაზღვევისთვის
საქართველოს
გადახდილი
თანხა
მთავრობის
აისახება
დადგენილებით.
დაზღვევის
გამცემი
აღნიშნული
დაწესებულების
შემოსავალზე.
სიახლეს წარმოადგენს, გიდის მაინდეფიცირებლი ნიშანი, რომლსაც გასცემს სსიპ ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია. ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი
ნიშნის
მფლობელი
ტერიტორიებზე
პირი
თავისუფლდება
სახელმწიფო
მუზეუმებსა
და
დაცულ
შესვლისათვის დაწესებული გადასახდელისაგან. აგრეთვე, შეიძლება
დაწესდეს სხვა სახის წამახალისებელი შეღავათები.
აგრეთვე, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ტურისტული დანიშნულების ადგილის
მართვის ორგანიზაციის საქმიანობა ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ „ტურისტული
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ სტატუსის მინიჭების გარეშე,გამოიწვევს
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რაც აისახება ბუჯეტში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
ითვალისიწნებს
ჯარიმებს
ტურიზმის
შესახებ
კანონმდებლობის
დარღვევისთვის. კერძოდ:
1. სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობა პერსონალის სერტიფიკატისა
და/ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე
გამოიწვევს დაჯარიმებას 500- დან 1000 ლარამდე ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 -დან 2000 ლარამდე ოდენობით.
3. ტურისტული გიდისა და სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის მიერ საქმიანობის
განხორციელება საიდენტიფიკაციო მოწმობის ტარების გარეშე,
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით.
4. მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება ტექნიკური
რეგლამენტის
მოთხოვნების
დარღვევით
და/ან
პროფესიული
პასუხისმგებლობის
დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე.
გამოიწვევს დაჯარიმებას 800 -დან 1500 ლარამდე ოდენობით;
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1600-დან 3000 ლარამდე ოდენობით;
14
6. ტურ ოპერატორების და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის მიერ
შესაბამისი საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოფის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
7.
ტურისტული
საქმიანობის
განმახორციელებელი
სუბიექტების
მიერ
საქმიანობის
განხორციელება რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8.
ტურიზმის
სფეროში
კანონის
აღსრულების
ზედამხედველობის
უფლებამოსილი
წარმომადგენლისათვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
9. სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვიდ ამ კანონით გათვალისწინებული
უზრუნველყოფის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
10. ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობა ტურიზმის
ადმინისტრაციის მიერ „ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“
სტატუსის მინიჭების გარეშე,
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
11.
საქართველოში
შემოსული
ვიზიტორის
მიერ
ჯანმრთელობისა
და
უბედური
შემთხვევისგან სავალდებულო დაზღვევის წესის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს
დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
12. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა მოთხოვნათა დარღვევა - გამოიწვევს
დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
ბ1) ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
ინიციატორთა მოსაზრებით კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
15
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ერთის მხრივ,
საქართველოსა
და
მეორეს
მხრივ,
ევროკავშირს
და
ევროპის
ატომური
ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 347-ე
მუხლიდან, რომლის თანახმად, „საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის
დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XXIX დანართში მითითებულ ევროკავშირის
საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე
დანართის დებულებების შესაბამისად“. ამავე დანართით, საქართველოს აღებული აქვს
ვალდებულება
თავისი
კანონმდებლობა
დაუახლოვოს
2009
წლის
14
იანვრის
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/122/EC დირექტივას მომხმარებელთა დაცვის შესახებ
დროის წილობრივი განაწილების გრძელვადიანი არდადეგების, გადაყიდვისა და გაცვლის
კონტრაქტების ზოგიერთ ასპექტთან დაკავშირებით და 1990 წლის 13 ივნისის საბჭოს
90/314/EEC დირექტივას
მოგზაურობის,
არდადეგებისა
და
ტურების
პაკეტების
შესახებ (რომელიც ჩანაცვლდა ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 25 ნოემბრის
(EU) 2015/2302 დირექტივით საგზურით მოგზაურობისა და კომბინირებული სამოგზაურო
მომსახურებების შესახებ, რომლითაც ცვლილებები შედის ევროპარლამენტისა და საბჭოს
რეგულაცია (EC) No 2006/2004 და დირექტივაში 2011/83/EU და უქმდება საბჭოს დირექტივა
90/314/EEC) .
გ.დ)
არსებობის
შემთხვევაში,
ევროკავშირის
ის
სამართლებრივი
აქტი,
რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
2009
წლის
დირექტივა
14
იანვრის
მომხმარებელთა
გრძელვადიანი
არდადეგების,
ევროპარლამენტისა
დაცვის
შესახებ
გადაყიდვისა
და
და
საბჭოს
2008/122/EC
დროის
წილობრივი
განაწილების
გაცვლის
კონტრაქტების
ზოგიერთ
ასპექტთან დაკავშირებით და 1990 წლის 13 ივნისის საბჭოს 90/314/EEC დირექტივა
მოგზაურობის, არდადეგებისა და ტურების პაკეტების შესახებ (რომელიც ჩანაცვლდა
ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 25 ნოემბრის (EU) 2015/2302 დირექტივით
საგზურით მოგზაურობისა და კომბინირებული სამოგზაურო მომსახურებების შესახებ,
რომლითაც
ცვლილებები
შედის
ევროპარლამენტისა
და
საბჭოს
რეგულაცია
No 2006/2004 და დირექტივაში 2011/83/EU და უქმდება საბჭოს დირექტივა 90/314/EEC) .
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
16
(EC)
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტი მომზადდა USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის დახმარებითა და
აქტიური ჩართულობით, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, დარგის
ექსპერტების მონაწილეობით. კანონპროექტის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული
ტურისტული სფეროს ასოციაციები (მათ შორის ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი);
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა მნიშვნელოვანი
კვლევები: „ტურიზმის შესახებ კანონის დეტალური კონცეფცია“, და „მარეგულირებელი
ზემოქმედების შეფასება ტურიზმის კანონპროექტის გარკვეული ასპექტების შესახებ“.
აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, დამუშავდა ევროკავშირის ქვეყნებისა და სხვა
ქვეყნების (არგენტინა, ავსტრალია, საფრანგეთი საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, ახალი
ზელანდია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, მალტა, ნიდერლანდები, სერბეთი, ესპანეთი და
თურქეთი, ასევე ბულგარეთი, ხორვატია და მონტენეგრო) გამოცდილება ტურიზმის
სახელმწიფო მართვისა და რეგულირების სფეროში.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ანტონ ობოლაშვილი,
ელგუჯა გოცირიძე, ირმა ზავრადაშვილი, ნინო წილოსანი, ეკა სეფაშვილი, ლევან
მგალობლიშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ანტონ ობოლაშვილი,
ელგუჯა გოცირიძე, ირმა ზავრადაშვილი, ნინო წილოსანი, ეკა სეფაშვილი, ლევან
მგალობლიშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე.
17