„კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ირმა ზავრადაშვილი, ნინო წილოსანი, ეკა სეფაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ირმა ზავრადაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ნინო წილოსანი, ბეჟან წაქაძე, ლევან მგალობლიშვილი, ეკა სეფაშვილი
ნომერი
#07-3/328/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ტურიზმის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-29
ბიუროს ნომერი 257

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ მუხლი 1. საქართველოს კანონში კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ (პარლამენტის უწყებანი, №1296, 20 მარტი, 1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება : 1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. კანონმდებლობა კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მიღებული კანონების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი გამომდინარეობს „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტიდან. ტურიზმის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზა საჭიროა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ მოქმედი კანონი იმდენად მოძველებულია, რომ კანონმდებლობა სფეროსათვის მნიშვნელოვან ტერმინებსაც კი არ იცნობს და იმგვარად განსაზღვრავს დარგის მართვის ორგანოებს, რომ მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები გაურკვეველია, რაც არაერთ პრობლემას წარმოშობს. კანონმდებლობა ასევე არ იცნობს ხარისხის და უსაფრთხოების რეგულირებებს, რის გამოც არა მხოლოდ დაბალი ხარისხის მომსახურებას იღებს ქვეყანაში შემოსული თუ შიდა ტურისტი, არამედ მომხმარებელთა უფლებების სათანადო დაცვაც კი ვერ ხერხდება. კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „ტურიზმის შესახებ“ ახალი კანონპროექტი აუქმებს „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ კანონს და ხდება ადგილმონაცვლე ამ კანონის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოაღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, „ტურიზმის შესახებ“ ახალი კანონპროექტით უქმდება არსებული საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ , შესაბამისად აუცილებელია მოხდეს შესაბამისი ცვლილება გამომდინარე კანონშიც. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება „ტურიზმის შესახებ“ კანონისა და „კურორტებისა და საკურორტო ადგილების საქართველოს კანონის ურთიერთჰარმონიზაციას. სანიტარიული დაცვის ზონების“ ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „ტურიზმის შესახებ“ ახალი კანონპროექტი აუქმებს „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ კანონს, შესაბამისად აუცილელია კანონში გასწორდეს მითითებითი ნორმა კანონის სათაურზე; ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე იქიდან, რომ კანონის ამოქმედება არ უკავშირდება რაიმე ვალდებულებას, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი დაუკავშირდა გამოქვეყნებას. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს; ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდეს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელლმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. რესპუბლიკის ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ცვლის არსებულ გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულად შენატანს). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ მდგომარეობაზე. აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტი მომზადდა USAID -ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის დახმარებითა და აქტიური ჩართულობით, შესაბამისი სამთავრობო ორგანიზაციების და ტურიზმთან დაკავშირებული ასოციაციების მონაწილეობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები : დავით სონღულაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ირმა ზავრადაშვილი, ნინო წილოსანი, ეკა სეფაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები : დავით სონღულაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ირმა ზავრადაშვილი, ნინო წილოსანი, ეკა სეფაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე.