„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/291, 31.05.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.10.2019,
სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) გონივრული საფუძველი − საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს
მიერ კონკრეტული პირის თაობაზე წარმოდგენილი ინფორმაციის, გარემოებების ან/და ფაქტების
ერთობლიობა,
რომელიც
დაარწმუნებდა
ობიექტურ
დამკვირვებელ
პირს
ტერორიზმის
დაფინანსებასთან ან/და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსებასთან პირის
კავშირის თაობაზე, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა მის მიმართ სისხლის სამართლის
საქმისწარმოება.“.
2. მე-10 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აკრძალულია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების
დადება ან შესრულება, თუ კლიენტი ან გარიგების მონაწილე სხვა პირი ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4
პუნქტის
„ა“−„გ“
ქვეპუნქტებით
განსაზღვრული
ერთ-ერთი
პირია.
ასეთ
შემთხვევაში
ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება.“;
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. თუ ანგარიშვალდებული პირი თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში აღმოაჩენს ამ
კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი პირის ქონებას,
იგი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ანგარიშგება.“.
3. მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამთავრობო კომისია მის შემადგენლობაში ქმნის თემატურ სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც,
სამთავრობო კომისიის ფუნქციების შესასრულებლად, უზრუნველყოფენ სათანადო ინფორმაციის
მოძიებას, დამუშავებასა და გავრცელებას.“.
4. 41-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამთავრობო კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის საფუძველზე,
გონივრული საფუძვლის სტანდარტით, კონკრეტული და დეტალური გარემოებების არსებობის
შემთხვევაში, განიხილავს, აკმაყოფილებს თუ არა შესაბამისი პირი გაეროს უშიშროების საბჭოს 1373
(2001) რეზოლუციით განსაზღვრულ სათანადო პირობებს, და საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას:
ა) ამ პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრული
სანქციების გამოყენების თაობაზე;
ბ) საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს შესაბამისი მიმართვის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
4. ამ თავით გათვალისწინებული ქონება მოიცავს ყველა ნივთს ან არამატერიალურ ქონებრივ
სიკეთეს და მათგან მიღებულ შემოსავალს, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოუკიდებლად
ან სხვა პირებთან ერთად ფლობს, განკარგავს ან აკონტროლებს:
ა) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირი ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული პირი;
ბ) პირი, რომელიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სახელით ან დავალებით
მოქმედებს;
გ) პირი, რომელიც ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სასარგებლოდ ან მისი
ინსტრუქციის შესაბამისად ფლობს ან განკარგავს ნებისმიერ სარგებელს.“.
5. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. სამთავრობო კომისია ამ თავით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღებისას
ითვალისწინებს ყადაღისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა
უფლებებს.“.
6. 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამთავრობო კომისია ვალდებულია სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ
წელიწადში ერთხელ, ან დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე
შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
გონივრული საფუძველი.
2. ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გონივრული საფუძვლის
არარსებობის შემთხვევაში სამთავრობო კომისია ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი
პირის ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე.“.
7. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 43. გაეროს სანქციების კომიტეტისადმი ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტური
ორგანოსადმი მიმართვა
1. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია შესაბამისი პირისთვის შეუტყობინებლად გაეროს
სანქციების კომიტეტს ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს წარუდგინოს მიმართვა
სანქციადაკისრებულ პირთა სიაში მისი შეყვანის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, თუ არსებობს
გონივრული საფუძველი, რომ პირი აკმაყოფილებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით
განსაზღვრულ სათანადო პირობებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა გაეროს სანქციების
კომიტეტისადმი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესითა და მიმართვის
სტანდარტული ფორმის გამოყენებით უნდა იქნეს წარდგენილი. მიმართვა უნდა იყოს დასაბუთებული
და შეიცავდეს პირის იდენტიფიკაციისთვის საკმარის ინფორმაციას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა სხვა იურისდიქციის
კომპეტენტური ორგანოსადმი სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად უნდა
იქნეს წარდგენილი. მიმართვა უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს პირის იდენტიფიკაციისთვის
საკმარის ინფორმაციას.
4. სამთავრობო კომისია ვალდებულია სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ
წელიწადში
ერთხელ,
ან
დაინტერესებული
პირის
დასაბუთებული
თხოვნის
საფუძველზე
შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გონივრული
საფუძველი.
5. სამთავრობო კომისია ვალდებულია გაეროს სანქციების კომიტეტს ან/და სხვა იურისდიქციის
კომპეტენტური ორგანოს წარუდგინოს მიმართვა შესაბამისი პირის სანქციადაკისრებულ პირთა
სიიდან ამოღების თაობაზე, თუ დადგინდა, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
გონივრული საფუძველი აღარ არსებობს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამთავრობო კომისია ვალდებულია
განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები შესაბამისი პირის სანქციადაკისებულ პირთა სიიდან
ამოღების თაობაზე მიმართვის გაეროს სანქციების კომიტეტისთვის ან/და სხვა იურისდიქციის
კომპეტენტური ორგანოსთვის დაუყოვნებლივ წარსადგენად.
7.
სამთავრობო
კომისია
ვალდებულია
უზრუნველყოს
დაინტერესებული
პირისთვის
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მოქმედი იმ მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება,
რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით განიხილავს შესაბამისი
პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან ამოღებასთან დაკავშირებულ განცხადებებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მომზადება განაპირობა მთავრობათაშორისი
საერთაშორისო მექანიზმის - ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფისა (FATF) და ევროპის საბჭოს
ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა
კომიტეტის (MONEYVAL) შემფასებელი მისიის მიერ საქართველოზე წარმოდგენილ შეფასებაში
გამოთქმულმა
რეკომენდაციებმა
და,
აქედან
გამომდინარე,
საქართველოს
საერთაშორისო
ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების აუცილებლობამ.
2020 წლის სექტემბერში, MONEYVAL-ის შემფასებელი მისიის საქართველოში ვიზიტის შედეგად
გამოიცა საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მოქმედი
სისტემის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაეროს უშიშროების
საბჭოს მიერ გაეროს წესდების VII თავით მიღებული რეზოლუციების (UNSCR) იმპლემენტაციის
ეროვნული მექანიზმის ცალკეული ელემენტები საჭიროებს დახვეწას.
FATF-ის მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად (FATF-ის მე-6 რეკომენდაცია), გაეროს
უშიშროების საბჭოს 1267 (1999), 1989 (2011), 2253 (2015), 1988 (2011) და შემდგომი რეზოლუციების,
ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციის საფუძველზე, პირის სანქციადაკისრებულ
პირთა სიაში შეყვანის საკითხის განხილვის პროცესში სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს წინასწარ
დადგენილი მტკიცების სტანდარტით, რომელიც არ უნდა ეფუძნებოდეს პირის მიმართ სისხლის
სამართლის საქმისწარმოების ფაქტს. ასევე, ეს სტანდარტი უფრო დაბალი უნდა იყოს, ვიდრე ეს არის
სისხლისსამართლებრივი წარმოების პროცესში.
FATF-ის მიერ დადგენილი სტანდარტის შესრულების მიზნით, წარმოდგენილი საკანონმდებლო
ცვლილების პროექტი ითვალისწინებს ახალ ტერმინს - „გონივრული საფუძველი“, რომელიც
გამოყენებულ
იქნება
ტერორიზმის
დაფინანსებისა
და
მასობრივი
განადგურების
იარაღის
გავრცელების დაფინანსების სანქციათა რეჟიმთან მიმართებით.
კანონპროექტით ასევე წარმოდგენილია ცვლილებები კანონის მე-10 თავის იმ მუხლებთან
მიმართებთით, სადაც „გონივრული საფუძველი“ იქნება გამოყენებული.
ასევე, FATF-ის სტანდარტის თანახმად (FATF-ის მე-6 რეკომენდაცია), ფინანსურ ინტიტუტებსა და
არასაფინანსო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს უნდა დაუწესდეთ გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუციების შესაბამისად სანქცირებული ქონების აღმოჩენისას შესაბამისი ორგანოს წინაშე
ანგარიშგების ვალდებულება. კანონის მოქმედი რედაქცია ფინანსურ ინტიტუტებსა და არასაფინანსო
საქმიანობის განმახორციელებელ პირებს უკრძალავს გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი
სანქციების საფუძველზე სანქციადაკისრებულ პირებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას ან
გაგრძელებას, ასევე, ერთჯერადი გარიგების დადებას ან შესრულებას. ამასთან, კანონი ადგენს ასეთ
შემთხვევებში სსიპ - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წინაშე შესაბამისი ანგარიშგების
წარდგენის ვალდებულებას. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობა არაფერს ამბობს ფინანსური
ინტიტუტებისა და არასაფინანსო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ სანქცირებული
ქონების აღმოჩენისას შესაბამისი ანგარიშგების წარმოდგენის საკითხზე. MONEYVAL-ის 2020 წლის
ანგარიში მიუთითებს, რომ ამ სახის ანგარიშგების წარმოდგენის ვალდებულების არარსებობა
წარმოადგენს სისტემის ხარვეზს და შეუსაბამობაშია FATF-ის მიერ დადგენილ საერთაშორისო
სტანდარტთან.
ამდენად,
მნიშვნელოვანია,
რომ
ფინანსურ
ინტიტუტებსა
და
არასაფინანსო
საქმიანობის განმახორციელებელ პირებს დაუწესდეთ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
შესაბამისად სანქცირებული ქონების აღმოჩენისას სსიპ - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
წინაშე ანგარიშგების ვალდებულება.
FATF-ის მე-6 და მე-7 რეკომენდაციების თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა შექმნან მექანიზმი,
რომელიც უზრუნველყოფს მე-6 და მე-7 რეკომენდაციებით დადგენილი ვალდებულებების
შესრულების პროცესში კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებების დაცვას. 2021 წლის 30 მარტს
კანონში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებამდე მოქმედებდა გაეროს უშიშროების
საბჭოს სანქციების იმპლემენტაციის სისტემა, რომლის თანახმად, სანქციადაკისრებულ პირთა სიებში
განხორციელებული ცვლილებების შედეგად, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (შემდგომ - სამთავრობო კომისია) შუამდგომლობის
საფუძველზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განიხილავდა კონკრეტული პირის
ქონებაზე ყადაღის გავრცელების საკითხს. FATF-ის ზემოაღნიშნული სტანდარტის შესრულების
მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2132-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენდა
მოსამართლის ვალდებულებას, ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე სამთავრობო კომისიის
შუამდგომლობის განხილვისას გაეთვალისწინებინა ყადაღისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე
კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებები. კანონში 2021 წლის 30 მარტს განხორციელებული
ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიდან ამოღებულ
იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად სანქციადაკისრებული პირის ქონებაზე
ყადაღის დადებასთან დაკავშირებული დებულებები, სანქციების იმპლემენტაციის პროცესიდან
ამოღებულ იქნა სასამართლოს რგოლი და ამოქმედდა სანქციების იმპლემენტაციის განახლებული
მექანიზმი. შედეგად, გაეროს უშიშროების სანქციების იმპლემენტაციის მოქმედი სისტემა არ
ითვალისწინებს კეთილსინდისიერი მესამე პირების უფლებების დაცვის მექანიზმს და, შესაბამისად,
ვერ უზრუნველყოფს დადგენილი საერთაშორისო სტანდარტის დაცვას. აღნიშნული ხარვეზის
აღმოფხვრის მიზნით, საჭიროა სამთავრობო კომისიას დაევალოს ყადაღისადმი დაქვემდებარებულ
ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებების გათვალისწინების ვალდებულება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
შემოთავაზებული ცვლილება მიზნად ისახავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის
გავრცელების, დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მიღებული რეზოლუციების
ეროვნულ დონეზე აღსრულების მექანიზმის ხარვეზების აღმოფხვრას და არსებული საკანონმდებლო
ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოებას.
პროექტით შემოთავაზებული რეგულირება სრულ შესაბამისობაშია MONEYVAL-ის მიერ 2020
წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ, საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების წინააღმდეგ მოქმედი სისტემის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში გამოთქმულ
შეფასებებსა და რეკომენდაციებთან, ისევე, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
ეროვნულ დონეზე ეფექტიანად აღსრულების მიზნებისთვის FATF-ის მიერ დადგენილ საერთაშორისო
სტანდარტებთან.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს
მიერ ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების,
დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მიღებული რეზოლუციები გაეროს წესდების VII
თავით არის მიღებული, ემსახურება მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასა და
დაცვას და სავალდებულოა შესასრულებლად ყველა სახელმწიფოსთვის. აღნიშნულზე პირდაპირ
მიუთითებს გაეროს წესდების 103-ე მუხლის დანაწესი („იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაციის
წევრების ვალდებულებანი წინამდებარე წესდების თანახმად წინააღმდეგობაში აღმოჩნდებიან მათ
ვალდებულებებთან სხვა რომელიმე საერთაშორისო შეთანხმების თანახმად, უპირატესი ძალა აქვთ
წინამდებარე წესდებაში აღნიშნულ ვალდებულებებს”), რომლის თანახმად, წესდებით ნაკისრი
ვალდებულებები,
როდესაც
მათი
შესრულება
ემსახურება
საერთაშორისო
მშვიდობისა
და
უსაფრთხოების დაცვისა და შენარჩუნების მიზანს, გადაწონის სახელმწიფოს მიერ სხვა საერთაშორისო
შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. ზემოთ მითითებული რეზოლუციების „დაუყოვნებლივ
შესრულება“ სწორედ საერთაშორისო მშვიდობისკენ მიმართული საფრთხეების თავიდან აცილებასა და
ტერორიზმთან ბრძოლას ემსახურება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით შესრულდება MONEYVAL-ის მიერ 2020 წლის
სექტემბერში გამოქვეყნებულ, საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
წინააღმდეგ მოქმედი სისტემის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში მოცემული შეფასებები და
რეკომენდაციები, რაც შესაძლებელს გახდის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების
პროცესი მაქსიმალურად დაუახლოვდეს FATF-ის სტანდარტებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატება „ი1“ ქვეპუნქტი, მე-10 მუხლის
მე-7 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და ამავე მუხლს დაემატება „71“ პუნქტი, მე-40 მუხლის მეპუნქტი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით, 41-ე მუხლს დაემატება „41“ პუნქტი, ხოლო ამავე მუხლის
მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით. ახალი რედაქციით ჩამოყალიბდება ასევე
კანონის 42-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები და 43-ე მუხლი.
ცვლილებით განისაზღვრება პირის სანქცირებისათვის „გონივრული საფუძვლის“ სტანდარტი,
რომელიც უფრო დაბალი სტანდარტია, ვიდრე სისხლისამართლებრივი წარმოებისათვის დადგენილი
სტანდარტი.
გარდა ამისა, შემოთავაზებული ცვლილებით ფინანსურ ინტიტუტებსა და არასაფინანსო
საქმიანობის განმახორციელებელ პირებს დაუწესდებათ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
შესაბამისად სანქცირებული ქონების აღმოჩენისას სსიპ - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
წინაშე ანგარიშგების ვალდებულება.
წარმოდგენილი ცვლილებების საფუძველზე სამთავრობო კომისიას ეკისრება ყადაღისადმი
დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებების გათვალისწინების
ვალდებულება, რაც უზრუნველყოფს კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებების დაცვის შესაბამისი
მექანიზმის არსებობას.
წარმოდგენილი ცვლილებებით აკრძალულია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან
გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ კლიენტი ან გარიგების მონაწილე სხვა
პირი ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი პირია (ა)
სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირი ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული პირი; ბ) პირი, რომელიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სახელით
ან დავალებით მოქმედებს; გ) პირი, რომელიც ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის
სასარგებლოდ ან მისი ინსტრუქციის შესაბამისად ფლობს ან განკარგავს ნებისმიერ სარგებელს. ამ
შემთხვევაში ანგარიშვალდებული ან ზედამხედველი ორგანოებისათვის უქმდება „საფუძვლიანი
ეჭვის“ სტანდარტი და ამის საფუძველზე კლიენტისათვის მომსახურების გაწევის შეზღუდვა. ახალი
მოცემულობით ანგარიშვალდებულმა და ზედამხედველმა ორგანოებმა აღარ უნდა ამოწმონ
დამატებით
პირის
კავშირი
ტერორიზმის
დაფინანსებასთან,
მაშინ,
როცა
ისინი
უკვე
სანქციადადებული პირები არიან. ამასთან, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდება კანონის 41 მუხლის მე4 პუნქტი, რომელიც ადგენს ამავე კანონის X თავის (გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
შესრულება) მიზნებისთვის ქონების ცნებას. ახალი რედაქციით, ქონება მოიცავს ყველა ნივთს ან
არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს და მათგან მიღებულ შემოსავალს, რომელსაც პირდაპირ ან
არაპირდაპირ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ფლობს, განკარგავს ან აკონტროლებს ამავე
მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ
„ქონების“ ახალი რედაქცია, ასევე, მოიცავს „განკარგვის“ ელემენტს, რაც პირდაპირ გამომდინარეობს
FATF-ის სტანდარტებიდან და Moneyval-ის რეკომენდაცებიდან.
წარმოდგენილი
ცვლილებებით
სამთავრობო
კომისიას
მიენიჭება
უფლებამოსილება,
სანქციადაკისრებულ პირთა ეროვნულ სიაში შეყვანილი პირების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს
როგორც გაეროს შესაბამის სანქციათა კომიტეტს, ისე სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს,
რათა მათაც გაატარონ შესაბამისი შემზღუდველი ზომები სანქციადაკისრებულ პირებთან მიმართებით.
აღნიშნული ცვლილების საჭიროება, ასევე, გამომდინარეობს MONEYVAL-ის მიერ 2020 წლის
სექტემბერში გაცემული რეკომენდაციებიდან და გულისხმობს აუცილებლობას, ეროვნულ დონეზე
არსებობდეს საკანონმდებლო რეგულაცია, რომლის შესაბამისად, სამთავრობო კომისიას ექნება
უფლებამოსილება კონკრეტულ პირთა სიებში შეყვანის თაობაზე მიმართოს სხვა იურისდიქციის
კომპეტენტურ ორგანოსაც (გარდა გაეროს სანქციების კომიტეტებისა) და წარუდგინოს ამ კომპეტენტურ
ორგანოს ყველა ის რელევანტური ინფორმაცია და პირის იდენტიფიკაციისთვის საკმარისი მონაცემები,
რომელიც საჭიროა ამ პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში მისი შეყვანის თაობაზე
გადაწყვეტილების მისაღებად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები გამომდინარეობს „ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის
დაფინანსების,
აგრეთვე
მასობრივი
განადგურების
იარაღის
გავრცელების
დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიის
განხორციელების 2023-2026 წლების სამოქმედო გეგმიდან”, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ
ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) ანგარიშით დადგენილი ხარვეზების/რეკომენდაციების
შესრულების ღონისძიებებს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
მოსალოდნელია
კანონპროექტით
განსაზღვრულ
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება, ვინაიდან იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური სახსრები
და ქონება, რომლებზეც, წინამდებარე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად,
გავრცელდება
გაეროს
უშიშროების
საბჭოს
რეზოლუციების
შესაბამის
სანქციათა
რეჟიმი,
დაექვემდებარება ფინანსურ სანქციას/ყადაღას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს
მდგომარეობაზე.
არა
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ცვლილებების
პროექტი
განხილულ
და
მოწონებულ
იქნა
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო
კომისიის 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის