„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/291, 31.05.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ.52) 21 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9
პუნქტი:
„9.
ამ
მუხლით
განხორციელების
გათვალისწინებული
შეზღუდვები
არ
იძულებითი
ვრცელდება
„ფულის
აღსრულების
გათეთრებისა
ღონისძიებების
და
ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებულ ქონებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის
მომზადება განაპირობა მთვარობათაშორისი საერთაშორისო მექანიზმის - ფინანსური ქმედებების
სამუშაო ჯგუფისა (FATF) და ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ
ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) შემფასებელი მისიის მიერ
საქართველოზე წარმოდგენილ შეფასების პროექტში გამოთქმულმა რეკომენდაციებმა და, აქედან
გამომდინარე,
საქართველოს
საერთაშორისო
ვალდებულებების
ჯეროვნად
შესრულების
აუცილებლობამ.
MONEYVAL-ის მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21
მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც იძულებითი აღსრულება არ
ვრცელდება მთელ რიგ ქონებაზე, წინააღმდეგობაში მოდის მთვარობათაშორისი საერთაშორისო
მექანიზმის - ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფის (FATF) მე-6 რეკომენდაციასთან, ვინაიდან
გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით და სანქციათა კომიტეტების მიერ
სანქციადაკისრებულ პირთა ყველა სახის ქონებაზე და, მეორე მხრივ, ეროვნულ დონეზე გაეროს
უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრულ ეროვნულ სიაში მოხვედრილ პირთა
ყველა სახის ქონებაზე შეუზღუდავად უნდა გავრცელდეს ფინანსური სანქცია, მათ შორის, ყადაღა.
ამდენად, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე
მიღებული ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების
დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
შესაბამისად მოქმედი გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში
განხორციელებული ცვლილება (პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანა ან ამ სიიდან
ამოღება, ან პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილება) პირდაპირი მოქმედების ძალას იძენს
გაეროს სანქციების კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან და
ამავდროულად, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე
სამთავრობო კომისია უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე სანქციადაკისრებულ პირთა სიების
ფორმირებას, აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსურის
სანქციების გავრცელების
სტანდარტთან.
ფარგლების
შესაბამისობაში
მოყვანა
არსებულ
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საერთაშორისო
შემოთავაზებული ცვლილების განხორციელების აუცილებლობა განპირობებულია, ერთი
მხრივ, საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ხოლო,
მეორე მხრივ, ეროვნულ დონეზე ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი
განადგურების იარაღის გავრცელების, დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის საჭიროებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით შესრულდება MONEYVAL-ის მიერ 2020
წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ, საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების წინააღმდეგ მოქმედი სისტემის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში გამოთქმული
შეფასებები და რეკომენდაციები, რაც შესაძლებელს გახდის გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუციების შესრულების პროცესი მაქსიმალურად დაუახლოვდეს FATF-ის სტანდარტებს.
გარდა ამისა, განმტკიცდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მოქმედება და, მათ შორის, გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე
მიღებული ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების
დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით
დადგენილი ფინანსური სანქციის ეროვნულ დონეზე აღსრულების მექანიზმი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21 მუხლს ემატება
ახალი
მე-9
პუნქტი,
რომლის
თანახმად,
იძულებითი
აღსრულების
ღონისძიებების
განხორციელების შეზღუდვები აღარ გავრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა ქონებზე. კერძოდ, გაეროს სანქციების კომიტეტის
მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში მოხვედრილი პირების, ასევე, ეროვნულ დონეზე
სანქციადაკისრებულ პირთა სიაში მოხვედრილი პირების ქონებაზე იმოქმედებს იძულებითი
აღსრულების მექანიზმი, მიუხედავად იმისა, ექცევა თუ არა აღნიშნული ქონება „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21 მუხლის (იძულებითი აღსრულების ღონისძიებების
განხორციელების შეზღუდვა) მოქმედების სფეროში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები გამომდინარეობს „ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების
დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიის
განხორციელების 2023-2026 წლების სამოქმედო გეგმიდან”, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ
ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) ანგარიშით დადგენილი ხარვეზების/რეკომენდაციების
შესრულების ღონისძიებებს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედების ვადა
დაკავშირებულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ
მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება, ვინაიდან იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ის ფინანსური
სახსრები და ქონება, რომლებზეც, წინამდებარე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების
შედეგად, გავრცელდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამის სანქციათა რეჟიმი
და რომელზეც ამ დრომდე არ ვრცელდებოდა იძულებითი ყადაღა, დაექვემდებარება ფინანსურ
სანქციას/იძულებით ყადაღას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს
არა
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
საკანონმდებლო ცვლილების პროექტი განხილულ და მოწონებულ იქნა გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე
სამთავრობო კომისიის 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.