„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/334, 31.05.2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა - გამომდინარე, საქართველოს კანონის პროექტიდან „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/334/10, 31.05.2023) (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროს ნომერი 262
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054)
დაემატოს შემდეგი შინაარსის 2111 მუხლი:
„მუხლი
2111.
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
-
საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ შექმნილი
კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის წევრების წარდგენის წესი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ შექმნილი კოლექტიური მართვის
ორგანიზაციის
აკრედიტაციის
კომისიაში
(შემდგომ
-
კომისია)
კულტურის
და
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების წევრთაგან თითო
წევრს წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით კომისიის 2 წევრის წარდგენა
ხდება არაუგვიანეს კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის კონკურსის
გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-14 კალენდარული დღისა. კონკურსის გამოცხადების
თაობაზე დაუყონებლივ ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს.
3. თუ ამ მუხლით წარდგენილ კომისიის წევრს შეუწყდა პარლამენტის წევრის
უფლებამოსილება ან შესაბამისი კომიტეტის წევრობა, პარლამენტის თავმჯდომარე
შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა ამ მუხლით დადგენილი წესით
წარადგენს მის ადგილმონაცვლეს.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2023 წლის პირველი სექტემბრიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი მუხლი შესაბამისობაში მოდის „საავტორო
და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, კერძოდ, ახლებურად
ყალიბდება კანონის X თავი, რომელიც ეხება ქონებრივ უფლებათა მართვას კოლექტიურ
საფუძველზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების
აუცილებლობა:
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება აუცილებელია „საავტორო და მომიჯნავე
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
ა.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
აღნიშნული ცვლილებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი მუხლი
შესაბამისობაში მოვა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ შესატან
ცვლილებასთან.
ა.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტით რეგლამენტის ემატება შემდეგი შინაარსის 2111
მუხლი:
„მუხლი
2111.
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
-
საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ შექმნილი
კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის წევრების წარდგენის წესი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ შექმნილი ქონებრივი უფლებების
კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის
აკრედიტაციის კომისიაში
(შემდგომ - კომისია) კულტურის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის
კომიტეტების
წევრთაგან
თითო
წევრს
საფუძველზე წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.
წინასწარი
კონსულტაციის
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით კომისიის 2 წევრის წარდგენა
ხდება არაუგვიანეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი
ორგანიზაციის
აკრედიტაციის
კონკურსის
გამოცხადებიდან
არაუგვიანეს
მე-14
კალენდარული დღისა. კონკურსის გამოცხადების თაობაზე დაუყონებლივ ეცნობება
პარლამენტის თავმჯდომარეს.
3. თუ ამ მუხლით წარდგენილ კომისიის წევრს შეუწყდა პარლამენტის წევრის
უფლებამოსილება ან შესაბამისი კომიტეტის წევრობა, პარლამენტის თავმჯდომარე
შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა ამ მუხლით დადგენილი
წესით წარადგენს მის ადგილმონაცვლეს“
ა.დ) პარლამენტის კანონის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული საქართველოს კანონის პროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის ეს პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტზე.
ა.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი,
ხოლო უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით მისი ამოქმედება გათვალისწინებულია 2023 წლის პირველი სექტემბრიდან.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლა დაკავშირებულია
ძირითადი კანონის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი)
ამოქმედების თარიღთან. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორის მიერ წარმოდგენილი პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული
წესით განხილვა არ მოითხოვება.
ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ არის
ხარჯებთან.
დაკავშირებული
ბ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტის
მიღება
არ
მოახდენს
გავლენას
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ
და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს
მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
გადასახადის,
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
გავლენის შეფასება:
პარლამენტის
რეგლამენტის
მდგომარეობაზე.
პროექტი
არ
ახდენს
გავლენას
ბავშვთა
უფლებრივ
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება
რეგლამენტის პროექტის ინიციატორის მოსაზრებით, პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი
არ არის.
გ)
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართლს.
გ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მომზადება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის არ გამომდინარეობს ევროკავშირის სამართლებრივი
აქტიდან.
დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების
მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“.
ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ელისო
ბოლქვაძე, ბექა ოდიშარია, ქეთევან დუმბაძე.