„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ელისო ბოლქვაძე, ბექა ოდიშარია, ქეთევან დუმბაძე
ნომერი
#07-3/334/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2112, 22.06.1999, სარეგისტრაციო კოდი: 050.000.000.05.001.000.593) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე ხელშეკრულების დადება იწვევს ავტორთა (თანაავტორთა) მიერ ამ ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლების გადაცემას აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლისათვის, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ ნაწარმოების ავტორებს (თანაავტორებს) უნარჩუნდებათ უფლება მიიღონ ჰონორარი ორგანიზაციისაგან, კინოთეატრისაგან და ა.შ.) გამოყენებისათვის და ხელშეკრულებით მოსარგებლისაგან (მაუწყებლობის ნაწარმოების ნებისმიერი სახით სხვაგვარი შეთანხმება აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელსა და ავტორებს შორის ბათილია. ამ უფლების განხორციელება ხდება მხოლოდ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მეშვეობით.“. 2. მე-18 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენებისათვის დგინდება, ერთი მხრივ, ავტორს, საავტორო უფლების სხვა მფლობელს ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და, მეორე მხრივ, მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. ნაწარმოების კაბელით ხელახალი გადაცემის შემთხვევაში საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დგინდება მხოლოდ ამ ორგანიზაციასა და მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. თუ აღნიშნული ორგანიზაცია და მოსარგებლე ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონის 65-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 - მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. ყოველი მოსარგებლე ვალდებულია უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას გადაუხადოს ჰონორარი აღნიშნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მისი მიღებიდან 2 თვის ვადაში. შესაბამისი ტარიფის დადგენის შესახებ ამ კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას. ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. აღნიშნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველი მოსარგებლე ვალდებულია უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას გადაუხადოს ჰონორარი აღნიშნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად, ხოლო სასამარლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ - ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ტარიფის შესაბამისად.“. 3. 21-ე მუხლიჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისათვის 1. დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება: ა) არქიტექტურული ნაწარმოებების შენობა - ნაგებობათა ფორმით რეპროდუცირებისას; ბ) ელექტრონული მონაცემთა ბაზების რეპროდუცირებისას, გარდა ამ კანონის 28-ე და 30-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) კომპიუტერული პროგრამების რეპროდუცირებისას, გარდა ამ კანონის 28-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) წიგნების (მთლიანად), ნოტებისა და სახვითი ხელოვნების ნაწარმოებების რეპროგრაფიული გამრავლებისას; ე) აუდიოვიზუალური ნაწარმოების, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების რეპროდუცირებისას. 3. ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წესისაგან განსხვავებით, უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი ჰონორარი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარი გადაიხდება პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა მწარმოებლებისა და იმპორტიორების მიერ. ამ ჰონორარის შეგროვებას და განაწილებას ახორციელებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა სახეობები, შესაბამისი ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, მწარმოებლებს ან/და იმპორტიორებს და, მეორე მხრივ, ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ, შესაბამისი ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო შესაბამისი ჰონორარი გადაიხდება მე-18 მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით დადგენილი წესით. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარი ნაწილდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრებს/ავტორებს შორის ამ ორგანიზაციის მიერ წლის განმავლობაში მათთვის გადახდილი ჰონორარის პროპორციულად. პროპორციის გამოთვლისას ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გადასახდელი ჰონორარი მხედველობაში არ მიიღება. 7. თუ საქპატენტმა აკრედიტაცია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ რამდენიმე ორგანიზაციაზე გასცა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის განაწილება ხდება ამ ორგანიზაციებს შორის დადებული შეთანხმების შესაბამისად. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განისაზღვრება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის შემგროვებელ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს ამ მუხლის მე4 პუნქტში მითითებულ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ მწარმოებლებისა და იმპორტიორებისაგან, ასევე, შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისგან, კონფიდენციალურობის დაცვით მოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გადასახდელი ჰონორარის ოდენობის დასადგენად: ა) მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოების შემთხვევაში - მხოლოდ წარმოებული მოწყობილობის სახეობის, რაოდენობის და თვითღირებულების შესახებ. ბ) იმპორტირებული მოწყობილობების და მატერიალურ მატარებელების შემთხვევაში მხოლოდ მათი სახეობის, რაოდენობის და საინვოისო ღირებულების შესახებ. 9. შესაბამის მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა მწარმოებლები და იმპორტიორები, ასევე შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციები და დაწესებულებები, ვალდებულნი არიან ამ მუხლით გათვალისწინებულ ჰონორარის შემგროვებელ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას კონფიდენციალურობის დაცვით გადასცენ ამ მუხლის მე-8 პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაცია. 10. საქართველოს მთავრობა ადგენს ამ მუხლის მე-9 პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების წესს და განსაზღვრავს ამავე პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციებს და დაწესებულებებს. 11. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის ამ მუხლის მე-3 უფლებების პუნქტით კოლექტიურ გათვალისწინებული საფუძველზე ჰონორარის მმართველი შემგროვებელი ორგანიზაციის მიერ ქონებრივი დარღვევის შეთხვევაში, ეს ორგანიზაცია შესაბამისი სუბიექტების წინაშე პასუხისმგებელია მთელი თავისი ქონებით. 12. ჰონორარი არ გადაიხდევინება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოწყობილობებსა და მატერიალურ მატარებლებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოადგენს: ა) ექსპორტის საგანს; ბ) პროფესიულ მოწყობილობას, რომელიც არ არის განკუთვნილი საშინაო გამოყენებისათვის. 13. ჰონორარი აგრეთვე არ გადაიხდევინება ფიზიკურ პირთა მიერ აღნიშნული მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების პირადი მიზნით იმპორტირების შემთხვევაში. 14. საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების ამ კანონით გათვალისწინებული რეპროდუცირების უფლება არ ვრცელდება დროებით ასლზე.“. 4. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დადგინდეს სპეციალური ანარიცხები საქართველოს ტერიტორიაზე იმ ნაწარმოების გამოყენებისათვის, რომელზედაც საავტორო უფლების მოქმედების ვადა გასულია. ასეთი ანარიცხებიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას. ანარიცხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნაწარმოების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის 3 პროცენტს.“. 5. 52-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, ფონოგრამით მოსარგებლეთა და, მეორე მხრივ, იმ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ფონოგრამის დამამზადებელთა და შემსრულებელთა უფლებებს. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია, ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო შესაბამისი ჰონორარი გადაიხდება მე-18 მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით დადგენილი წესით.“. 6. X თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი X ქონებრივ უფლებათა მართვა კოლექტიურ საფუძველზე მუხლი 63. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნა 1. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორებს, შემსრულებლებს, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის დამამზადებლებს, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელებს (შემდგომში - უფლების მფლობელი) საკუთარი ქონებრივი უფლებების კოლექტიურად მართვის მიზნით შეუძლიათ შექმნან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც ავტორთა და მომიჯნავე უფლებათა სუბიექტთა ქონებრივი უფლებების კოლექტიურად სამართავად საქპატენტის მიერ მინიჭებული აქვს აკრედიტაცია ამ კანონით დადგენილი წესით. 3. ერთი უფლების ან უფლებათა კატეგორიის მიმართ ქონებრივ უფლებათა მართვა უნდა განხორციელდეს მმართველი მხოლოდ ერთი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ ორგანიზაციის მიერ. აღნიშნულ ორგანიზაციას შეუძლია საფუძველზე ამ კანონით განსაზღვრული ჰონორარის შეგროვებისა და განაწილების უფლებამოსილება ხელშეკრულების საფუძველზე მიანდოს იმ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას, რომელსაც მინიჭებული აქვს აკრედიტაცია სხვა უფლებების ან უფლებათა სხვა კატეგორიების მიმართ. 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი წესდების საფუძველზე და იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომელსაც ის იღებს უფლებების მფლობელებისაგან. 5. უფლების მფლობელი, რომელიც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს საკუთარ უფლებებს კოლექტიურად სამართავად, მას გადასცემს უფლებებს ყველა იმ ნაწარმოებზე, რომელიც მან უკვე შექმნა ან/და შექმნის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6. დაუშვებელია იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებაში გამოყენებულ იქნეს ისეთი სიტყვა ან სიტყვათწყობა, რომელიც შეიცავს ჩანაწერს - „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია“, გარდა ამ კანონის შესაბამისად აკრედიტირებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისა. 7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესი მტკიცდება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით. მუხლი 64 . აკრედიტაცია 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მინიჭების მიზნით საქპატენტს უნდა წარედგინოს განაცხადი, რომლითაც დასტურდება, რომ: ა) ორგანიზაცია წარმოადგენს უფლების მფლობელებს და ამავდროულად, უფლების ნებისმიერ მფლობელს შეუძლია შეუერთდეს მას, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. აღნიშნულის დასადასტურებლად ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს უფლების მფლობელებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულებები, უფლების მფლობელთა სიასთან ერთად. რომელიც უნდა მოიცავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტების რეპერტუარს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით; ბ) ორგანიზაცია წარმოადგენს აუდიტორული ფირმის მიერ გაცემულ დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ მას აქვს შესაძლებლობა კოლექტიურად მართოს ქონებრივი უფლებები, მათ შორის, ჰყავს შესაბამისი პერსონალი, გააჩნია ჰონორარის შეგროვებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (მათ შორის, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა) და აქვს ჰონორარის შეგროვების განაწილებისა და გადახდის ეფექტური მექანიზმები. აუდიტორული დასკვნა გაცემული უნდა იყოს იმ აუდიტორული ფირმიდან ერთ-ერთის მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის აუდიტის უფლებამოსილება; გ) წესდება, შიდა რეგულაციები და ტარიფების განაწილების წესები და პრინციპები, იძლევა თანაბარი და არადისკრიმინაციული მოპყრობის გარანტიას, როგორც უფლებათა მფლობელების, ისე მოსარგებლეთა მიმართ; დ) გადახდილი აქვს აკრედიტაციის განაცხადის განხილვისთვის დადგენილი საფასური; ე) არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და არ ადევს ყადაღა; ვ) ორგანიზაციის წესდება და სხვა რეგულაციები შესაბამისობაშია ამ კანონსა და საქართველოს კანონმდებლობასთან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები დადებული უცხო ქვეყნების იმ ანალოგიური ორგანიზაციების უმეტეს ნაწილთან, რომელთა რეპერტუარი არსებითად ფარავს საქართველოში გამოყენებული ნაწარმოებების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს, აგრეთვე, უცხო ქვეყნების იმ ორგანიზაციებთან დადებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები, რომელთა რეპერტუარიც არსებითად ფარავს უცხოეთში გამოყენებული ქართული ნაწარმოებების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს. ხელშეკრულებები უნდა მოიცავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტების რეპერტუარს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. 3. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის წარდგენის დროს ვერ ხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების სრულყოფილად წარმოდგენა, განმცხადებლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, ამ კანონის 65-ე მუხლის საფუძველზე საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისია (შემდგომ - აკრედიტაციის კომისია) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული ხელშეკრულებების წარმოდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კომისიის მიერ გაიცემა აკრედიტაცია და ორგანიზაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებების სრულყოფილად წარმოსადგენად ეძლევა 6 თვიანი ვადა, რომელიც ამავე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 3 თვის ვადით. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში აკრედიტაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ცხადდება ძალადაკარგულად და საქპატენტი იიღებს გადაწყვეტილებას ახალი კონკურსის გამოცხადების თაობაზე. 5. ერთზე მეტი ორგანიზაციის მიერ ერთი და იმავე უფლების, უფლებათა კატეგორიისა ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ საქპატენტში აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება იმ განმცხადებლის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს. კონკურსში ისეთი ორგანიზაციის მონაწილეობის შემთხვევაში, რომელიც წარსულში საქმიანობდა აღნიშნულ სფეროში, კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება მისი წარსული საქმიანობა და გამოცდილება. 6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის შექმნისა და საქმიანობის, აკრედიტაციის კონკურსის ჩატარების წესი, აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური, ასევე, ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადში უნდა მიეთითოს იმ უფლების, უფლებათა კატეგორიისა ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების ჩამონათვალი, რომელთა კოლექტიური მართვაც სურს განმცხადებელს. თუ კომისია დოკუმენტების განხილვის შემდეგ მივა დასკვნამდე, რომ განმცხადებელი აკრედიტაციის პირობებს აკმაყოფილებს განაცხადში მითითებული უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლებათა კატეგორიის ჯგუფის ნაწილის მიმართ, კომისიას განმცხადებლის თანხმობით შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ორგანიზაციისთვის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ, შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლებათა კატეგორიის ჯგუფის მიმართ. 8. ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებაზე უფლებამოსილების მინიჭება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს საქპატენტში მხოლოდ უფლების, უფლებათა კატეგორიისა ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე განაცხადის წარდგენისას. თუ ერთზე მეტმა განმცხადებელმა მოითხოვა ამ პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის შეგროვებასა და განაწილების უფლებამოსილების მინიჭება, გადაწყვეტილება მიიღება იმ განმცხადებლის სასარგებლოდ, რომელსაც წარმოდგენილი ექნება უკეთესი პირობები, ასევე, გათვალისწინებული იქნება მისი წარსული საქმიანობა და გამოცდილება. 9. აკრედიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება საქპატენტის ოფიციალურ ბიულეტენში. 10. განმცხადებელს აკრედიტაციაზე უარი ეთქმევა თუ ვერ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აკრედიტაციის გაცემაზე მიღებული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საჩივრდება სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედებას. 11. ორგანიზაცია, რომლის მიმართაც გაიცემა დადებითი გადაწყვეტილება აკრედიტაციის შესახებ ვალდებულია აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობიდან 14 დღის ვადაში მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) და ორგანიზაციის სახელწოდება შესაბამისობაში მოიყვანოს ამ კანონის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან. 12. ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქპატენტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზაციის სახელწოდების ცვლილების მოთხოვნით. 13. საქპატენტი უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისაგან ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. 14. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის შემთხვევაში, საქპატენტი აცხადებს კონკურსს იმავე უფლების, უფლებათა კატეგორიისა ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ ახალი აკრედიტაციის გაცემის მიზნით აკრეტიდაციის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. მუხლი 65. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისია 1. საქპატენტში შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიისა ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, საქპატენტი ატარებს კონკურსს. კონკურსში გამარჯვებულმა, სულ მცირე, უნდა დააკმაყოფილოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო კრიტერიუმები. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიისა ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციას ანიჭებს აკრედიტაციის კომისია ამ კანონით დადგენილი წესით. 3. იმ უფლების, უფლებათა კატეგორიისა ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ, რომელთა კოლექტიური მართვისთვისაც არ არის გაცემული აკრედიტაცია, ავტორთა ან/და სხვა უფლების მფლობელთა წერილობითი განაცხადის წარდგენის საფუძველზე, საქპატენტი ვალდებულია გამოაცხადოს კონკურსი განაცხადის წარდგენიდან 2 თვის ვადაში. 4. აკრედიტაციის კომისია იქმნება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადების შემდეგ პირველი განაცხადის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. 5. კომისიის შემადგენლობაში შედის: საქპატენტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე), საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შერჩეული საქართველოს პარლამენტის 2 წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. 6. კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან მხარეთა დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად, განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი ხმის მიცემის უფლებით ან მის გარეშე. 7. კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში კომისია ამოწმებს კანდიდატის შესაბამისობას ამ კანონის 64-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. აკრედიტაციის კომისია დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს სხვა დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია აკრედიტაციის მისაღებად. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის გაცემის ან აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ. 9. კომისიას აქვს სამდივნო. სამდივნოს შემადგენლობას საქპატენტის თანამშრომლებისგან განსაზღვრავს საქპატენტის თავმჯდომარე. 10. კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეს. მუხლი 66. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლების მფლობელების სახელით და მათგან მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე: ა) აწარმოებს მოლაპარაკებებს მოსარგებლეებთან ჰონორარის ოდენობასთან და ნაწარმოებისა ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების გამოყენების პირობებთან დაკავშირებით; ბ) გასცემს მოსარგებლეებზე ნაწარმოებისა ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების გამოყენების ლიცენზიებს მისი უფლების მართვის მანდატის ფარგლებში; გ) აგროვებს ჰონორარებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემული ლიცენზიების ან მის მიერ მართული უფლებების გამოყენების საფუძველზე; დ) დროულად ანაწილებს და უხდის უფლების მფლობელებებს შეგროვებულ ჰონორარებს თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით. აგრეთვე, შესაბამისი ნაწარმოებისა ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების ფაქტობრივი გამოყენების პროპორციულად; ე) წარმოადგენს იმ უფლების მფლობელთა ინტერესებს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში, რომელთა უფლებებსაც მართავს, აგრეთვე, ახორციელებს ყველა ის სამართლებრივი ქმედებას, რაც აუცილებელია უფლების მფლობელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების მიზნებისათვის; ვ) უფლების მფლობელებისაგან მიღებული უფლებამოსილების შესაბამისად ახორციელებს წესდების და კანონმდებლობის საფუძველზე დაშვებულ ნებისმიერი სხვა საქმიანობას; ზ) წარმოადგენს არაწევრ უფლების მფლობელებს და აგროვებს მათთვის განკუთვნილ ჰონორარს. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოსთხოვოს მოსარგებლეებს, ხოლო მოსარგებლეები ვალდებულნი არიან წარუდგინონ პროგრამა, ინფორმაცია, დოკუმენტი ან წყარო, რომელიც იძლევა ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების გამოყენების შესახებ ზუსტ ინფორმაციას და აუცილებელია ჰონორარის გამოთვლის, შეგროვებისა და განაწილებისათვის. თავის მხრივ, აღნიშნული ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. 3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოსარგებლეს უფასოდ შესთავაზოს ჰონორარის გამოთვლის, შეგროვებისა და განაწილებისთვის საჭირო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებულია გამოიყენოს ეს პროგრამული უზრუნველყოფა, ხოლო ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფასოდ შექმნას პროგრამული უზრუნველყოფის გამართული ფუნქციონირებისთვის სათანადო პირობები. 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობა უნდა განხორციელდეს იმ უფლების მფლობელების ინტერესების შესაბამისად, რომლებსაც წარმოადგენს. 5. ყველა ნაწარმოები ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტები, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის ხდება სხვაგვარად ხელმისაწვდომი, აგრეთვე, ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით. 6. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ნაწარმოებებისა და სხვა ობიექტების, ასევე, უფლების მფლობელების სამართლებრივი დაცვა, რაც დაკავშირებულია გამოყენებასთან ნებართვის გარეშე ან ჰონორარის გადაუხდელობასთან, საკმარისია ნაწარმოების მცირე ნაწილის იდენტიფიცირებაც და არ არის საჭირო დაწვრილებითი ჩამონათვალის გამოყენება. 7. თუ ადგილი აქვს ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის საჯარო შესრულებას, ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის კანონიერ გამოყენებაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება წერილობითი ხელშეკრულებით, დადებული მოსარგებლეს, საჯარო შესრულების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ადგილს ან შენობას (მოედანი, სცენა, დარბაზი და სხვა), სადაც ხორციელდება საჯარო შესრულება. ასეთი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, ამ პუნქტში მითითებულ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ სოლიდარულად. 8. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლების მფლობელებისაგან მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გარდა ამ კანონის მე-3 თავით განსაზღვრული შემთხვევებისა, უფლება აქვს გასცეს მის რეპერტუარს მიკუთვნებული არასამეწარმეო მიზნით გამოყენებისთვის განკუთვნილ ნაწარმოებზე ან/და ამ კანონით დაცულ სხვა ობიექტებზე არაკომერციული გამოყენების მიზნით რეპროდუცირების, გავრცელების, საჯარო შესრულებისა და საჯარო გადაცემის, აგრეთვე საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომად გახდომის ჩვეულებრივი დაწესებულებებზე ლიცენზია (ბიბლიოთეკები, კულტურული მემკვიდრეობის მმართველ საგანმანათლებლო დაწესებულებები, მუზეუმები, არქივები ან/და კინემატოგრაფიულ და აუდიო მემკვიდრეობის დარგში არსებული საჯაროდ ხელმისაწვდომი დაწესებულები, ასევე, საჯარო ინტერესის მატარებელი მსგავსი ტიპის დაწესებულებები), თუ: ა) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, სათანადოდ მფლობელებს შესაბამისი ნაწარმოების ან/და ამ კანონით წარმოადგენს უფლების დაცული სხვა ობიექტებისა და ლიცენზიით გათვალისწინებულ სხვა ობიექტებთან მიმართებაში; და ბ) უფლების მფლობელთა მიმართ იქნება თანაბარი მიდგომა, რაც დაკავშირებულია ლიცენზიის პირობებთან. 9. უფლების ყველა მფლობელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს ამორიცხოს საკუთარი ნაწარმოები ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტები ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზირების მექანიზმიდან ან/და გამონაკლისისა და შეზღუდვის განაცხადიდან, რაც დაკავშირებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის რეპერტუარში არსებული არასამეწარმეო მიზნით გამოყენებისთვის განკუთვნილი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტების მიერ არაკომერციული მიზნით გამოყენებასთან. აღნიშნული უფლება ვრცელდება ლიცენზირების მექანიზმიდან ან/და გამონაკლისისა და შეზღუდვის განაცხადიდან სრულად ამორიცხვაზე, ასევე, თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებაში, მათ შორის, ლიცენზიის ხელმოწერის ან მის შესაბამისად ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების დაწყების შემდეგ. 10. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უნდა ზრუნავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროს განვითარების ხელშეწყობასა და მისი საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. 11. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების საჯარო ხელმისაწვდომობა, როგორც მატერიალურად, ისე ელექტრონული ფორმით საკუთარ ვებ-გვერდზე. მუხლი 661. მიზნობრივი დაქვითვები 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ უფლებების მართვის საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შეგროვებული ჰონორარის 20%-ს. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაცია ვალდებულია, უფლებათა სამართავად გაწეული დასაბუთებული და დადასტურებული ხარჯის მიღმა ნებისმიერი თანხა, გარდა მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხისა, გადაანაწილოს უფლების მფლობელებზე, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მართვის ხარჯი შეგროვებული ჰონორარის 20 %-ზე ნაკლებია. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ შეგროვებული ჰონორარის ნაწილი ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ორგანიზაციის იმ ფონდების საქმიანობისთვის, რომელთა მიზანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების იმ მფლობელთა შემოქმედებითი და სოციალური საჭიროებების მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რომელთა ინტერესებშიც მოქმედებს ორგანიზაცია. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნობრივი დაქვითვების გამოყენება ხდება შესაბამისი ორგანიზაციის წესდებით გათალისწინებული წესით 3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლების მფლობელს მიაწოდოს ინფორმაცია მისგან უფლების მართვის ნებართვის მიღებამდე შეგროვებული ჰონორარიდან მართვის საფასურისა და სხვა მიზნობრივი დაქვითვების შესახებ. 4. მართვის საფასური და სხვა მიზნობრივი დაქვითვა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზაციის მიერ უფლების მფლობელებისთვის გაწეულ მომსახურებებს, მათ შორის, როცა შესაძლებელია, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული მომსახურების ჩათვლით, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. 5. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ სოციალური, კულტურული ან საგანმანათლებლო საქმიანობისთვის გამოყენება ხდება შესაბამისი ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული წესით. მუხლი 662. ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების წესები 1. ქონებრივი რეგულარულად, უფლებების კოლექტიურ გულმოდგინედ და საფუძველზე მაქსიმალური მმართველი სიზუსტით ორგანიზაცია ანაწილებს თავისი საქმიანობიდან მიღებულ მთლიან შემოსავალს იმ უფლების მფლობელებზე, რომელთა უფლებებსაც მართავს. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია იქონიოს განცალკევებული ანგარიშები: ა) ჰონორარისათვის, რომელიც დაკავშირებულია უფლების მართვასთან; ბ) შემოსავლისთვის, რომელიც წარმოეშობა საკუთარი ქონების მართვიდან ან სხვა კანონშესაბამისი საქმიანობიდან; გ) ჰონორარისთვის, რომელიც ვერ განაწილდა უფლების იდენტიფიცირების ან/და მიკვლევის შეუძლებლობის გამო. მფლობელებზე, მათი 3. ჰონორარის განაწილების ძირითადი პრინციპები და წესები გაწერილი უნდა იყოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდებაში, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჰონორარის პროპორციული, არადისკრიმინაციული, სათანადო და სამართლიანი განაწილება, ასევე, არ ტოვებდეს აღნიშნული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელების შესაძლებლობას. 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია გადაუხადოს შეგროვებული ჰონორარი უფლების მფლობელებს, არაუგვიანეს 9 თვის ვადაში იმ ფინანსური წლის დასრულებიდან, რომელშიც მოხდა ჰონორარების შეგროვება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ობიექტური მიზეზი, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულად მოსარგებლეთა ანგარიშგებასთან, უფლებების, უფლების მფლობელების იდენტიფიცირებასთან ან თუ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის უფლების მფლობელებთან დაზუსტებისა და გადამოწმებიდან გამომდინარე ვერ ხერხდება განსაზღვრული ვადის დაცვა. 5. იმ შემთხვევაში თუ უფლების მფლობელების იდენტიფიცირების შეუძლებლობის ან მათი მიკვლევის შეუძლებლობის გამო ვერ ხერხდება უფლების მფლობელებისათვის ჰონორარის გადახდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში, აღნიშნული ვადიდან გამონაკლისი არ გამოიყენება, შეგროვებული თანხები ინახება ქონებრივი უფლებების საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ცალკე არსებულ ანგარიშზე. კოლექტიურ 6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა უფლების მფლობელების იდენტიფიცირებისა და მიკვლევისათვის. კერძოდ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს სამი თვისა, აღნიშნული ორგანიზაცია ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციას თავის ვებ-გვერდზე იმ ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების შესახებ, რომელთა ერთი ან მეტი უფლების მფლობელი არ არის იდენტიფიცირებული. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს, შემდეგ ინფორმაციას: ა) ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის სახელწოდებას (სათაურს); ბ) უფლების მფლობელის სახელს ან სახელწოდებას; გ) შესაბამისი გამომცემლის ან დამამზადებლის სახელს; დ) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს უფლების მფლობელის იდენტიფიცირებას. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ქმედებებთან ერთად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, ასევე, ამოწმებს ამ კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ სხვა ხელმისაწვდომ ჩანაწერებს. 9. ჰონორარს, რომელიც ვერ განაწილდა იმ საანგარიშო წლის დასრულებიდან 3 წლის ვადაში, რომელშიც მოხდა მისი შეგროვება, ენიჭება გაუნაწილებელი ჰონორარის სტატუსი. 10. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უფლების მართვიდან მიღებული შემოსავალი სრულად უნდა გაუნაწილოს უფლების მფლობელებს კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა. 11. ქონებრივი ხელმძღვანელი უფლებების პირი კოლექტიურ ვალდებულია საფუძველზე წევრთა საერთო მმართველი კრებაზე ორგანიზაციის აცნობოს წევრებს გაუნაწილებელი ჰონორარის შესახებ, მისი ოდენობისა და წარმომავლობის ჩათვლით. წევრთა საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას გაუნაწილებელი ჰონორარის გამოყენების შესახებ, ამ კანონის 6613 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლების მფლობელთა მიერ ამ თანხების ანაზღაურების უფლების მოთხოვნის ხელყოფის გარეშე. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გაუნაწილებელი ჰონორარის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს როგორც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე, საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია დადგენილ იქნეს გაუნაწილებელი ჰონორარის განკარგვის ზოგადი წესი. 12. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ უფლებამოსილია საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, საფუძველზე მმართველი დამსწრეთა უმრავლესობის გაუნაწილებელი ჰონორარიდან მიერ ორგანიზაცია მიღებული გადარიცხოს თანხა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ კონკრეტული მიზნობრიობით შექმნილ ფონდებში. ფონდში გადარიცხული თანხების თაობაზე ინფორმაცია უნდა იყოს გამჭვირვალე და ყოველწლიურად გამოქვეყნდეს ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. 13. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია გაანაწილოს და გადაიხადოს ჰონორარი ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული თანხების გამოქვითვის შემდეგ, ნაწარმოების ან/და ან კანონით დაცული სხვა ობიექტების ფაქტობრივი გამოყენების პროპორციულად. 14. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ჰონორარის გადახდასთან ერთად წარუდგინოს უფლების მფლობელებს ანგარიშები, რომლებიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მათი უფლებების გამოყენების შესახებ. 15. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია განკარგოს ის ჰონორარი, რომელიც არ იქნა განაწილებული/მოთხოვნილი სამი წლის განმავლობაში, იმ წლის დასრულებიდან, რომელშიც მოხდა მისი შეგროვება. აღნიშნული თანხა შესაძლებელია მიემატოს უფლების მფლობელებისთვის გასანაწილებელი ჰონორარის ოდენობას ან გამოყენებულ იქნეს იმგვარად, რომ სარგებლის მომტანი იყოს უფლების მფლობელებისთვის, მათ შორის, გადაირიცხოს ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ ფონდებში. გადაწყვეტილებას განკარგვის შესაბამისი ფორმის არჩევაზე იღებს წევრთა საერთო კრება, დამსწრეთა უმრავლესობით. მუხლი 663. გადახდები ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უნაწილებს და უხდის ჰონორარს სხვა ქვეყნის ანალოგიურ ორგანიზაციებს, არა უგვიანეს ცხრა თვისა იმ ფინანსური წლის დასრულებიდან, რომელშიც შეგროვდა ჰონორარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ობიექტური მიზეზი, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებელთა ანგარიშგებასთან, უფლებების, უფლების მფლობელების იდენტიფიცირებასთან ან თუ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის უფლების მფლობელებთან დაზუსტებისა და გადამოწმებიდან გამომდინარე ვერ ხერხდება განსაზღვრული ვადის დაცვა. მუხლი 664. უფლების მფლობელთა გარანტიები ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან მიმართებაში 1. უფლების მფლობელი უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას სამართავად გადასცეს საკუთარი უფლება, უფლებათა კონკრეტული კატეგორია, ან სასურველი ნაწარმოები ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტები. თავის მხრივ, აღნიშნული ორგანიზაცია ვალდებულია მართოს მისთვის გადაცემული უფლებები, უფლებათა კატეგორიები ან ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების სახეობები, თუ ისინი თანხვედრაშია მისი საქმიანობის ფარგლებთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ ორგანიზაციას აქვს ობიექტურად დასაბუთებული მიზეზი, უფლების მართვაზე უარის თქმისთვის. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის შესაბამისად უფლების მართვაზე უარის თქმის საფუძვლები გაწერილი უნდა იყოს წესდებით. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ნებისმიერ უფლებაზე, უფლებათა კონკრეტულ კატეგორიაზე, სასურველი ნაწარმოების ან/და სხვა ობიექტების სახეობებზე, გასცეს არაკომერციული მიზნით გამოყენების ლიცენზია, შესაბამისი უფლების მფლობელის წინასწარი თანხმობის არსებობის შემთხვევაში. 3. უფლების მფლობელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უფლებების გადაცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულება სრულად ან მისთვის სასურველ ფარგლებში, ასევე, გამოითხოვოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისაგან ნებისმიერი უფლება, უფლებათა კატეგორია ან უფლების კატეგორიათა ჯგუფები, დაკავშირებული სასურველი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის სახეობასთან, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით (ნაწარმოების კაბელით ხელახალი გადაცემის შემთხვევაში), მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 34-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებისა. აღნიშნულის თაობაზე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან არანაკლებ ექვსი თვის ვადაში. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დაადგინოს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა ან ხელშეკრულებიდან გასვლა ძალაში შევიდეს კალენდარული წლის დასრულების შემდეგ. უფლების მფლობელის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადაცემული უფლებამოსილების მართვის შეწყვეტის მოთხოვნა აღნიშნულ ორგანიზაციას უნდა წარედგინოს მომდევნო წლის დაწყებამდე ექვსი თვით ადრე. 4. უფლების მფლობელს უნარჩუნდება იმ ჰონორარის მოთხოვნის უფლება რომელიც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ მის სახელზე შეგროვდა გაცემული ნებართვის ან ლიცენზიის შეწყვეტამდე ან ასეთი მოთხოვნის წაყენებამდე. 5. უფლების მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას არ აქვს უფლება შეუზღუდოს უფლების მფლობელს თავისი ქონებრივი უფლებების სხვა ქვეყნის ანალოგიური ორგანიზაციისთვის სამართავად გადაცემა. 6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლების მფლობელისაგან უფლების სამართავად ნებართვის მიღებამდე, მიაწოდოს მას ინფორმაცია მისი უფლებების, მათ შორის, ამ მუხლის პირველი - მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებების თაობაზე. 7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ დაუშვებელია უფლებათა მართვის განხორციელებაზე გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. უარის თქმა, ამ კანონით მუხლი 665. მოსარგებლეთა უფლებები და ვალდებულებები, ლიცენზირება 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია და მოსარგებლეები ვალდებულნი არიან ქონებრივ უფლებებზე ლიცენზიის გაცემის პროცესში მოლაპარაკებები აწარმოონ კეთილსინდისიერად. მათ აქვთ ვალდებულება ერთმანეთს მიაწოდონ ლიცენზიის ხელშეკრულების დადებისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაცია. 2. ლიცენზირების პირობები უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს. ლიცენზირების პროცესში, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციებს არ მოეთხოვებათ სხვა მოსარგებლესთან შეთანხმებული ლიცენზიის პირობების, როგორც პრეცედენტის წარმოდგენა. 3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია მოსარგებლის მიმართვა ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით, განიხილოს გონივრულ ვადაში და ამ მიზნით მოსთხოვოს მას ლიცენზირებისათვის აუცილებელი ყველა ინფორმაცია. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოსარგებლეს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება თანხმობის ან უარის თქმის თაობაზე. შეტყობინება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ განმარტებას შესაბამისი საფუძვლის მითითებით. 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია მოსარგებლეებს მისცეს ელექტრონული საშუალებით კომუნიკაციის შესაძლებლობა, მათ შორის, ლიცენზირების ანგარიშის წარდგენის დროს. 5. მოსარგებლე ვალდებულია აწარმოოს დოკუმენტაცია, რომელშიც აისახება ინფორმაცია ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების გამოყენების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან შეთანხმების შესაბამისად, აღნიშნული აუცილებელი არ არის ჰონორარის გამოანგარიშებისა და განაწილებისათვის. 6. მოსარგებლეები ვალდებულნი არიან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შეთანხმებულ ან წინასწარ დადგენილ ვადაში და შეთანხმებულ ან წინასწარ დადგენილ ფორმატში მიაწოდონ ინფორმაცია აღნიშნული ორგანიზაციის მართვის ქვეშ მყოფი უფლებების გამოყენების შესახებ, რაც საჭიროა ჰონორარების შეგროვებისა და განაწილებისთვის. მმართველი თავის ორგანიზაცია კონფიდენციალური მხრივ, ქონებრივი ვალდებულია ინფორმაცია. ამგვარი არ უფლებების კოლექტიურ საფუძველზე გაამჟღავნოს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიწოდების ფორმატზე გადაწყვეტილების მიღებისას, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ და მოსარგებლეებმა უნდა გაითვალისწინონ შესაბამის სფეროში არსებული სტანდარტები. 7. ერთი კატეგორიის მოსარგებლეებისთვის უნდა არსებობდეს ლიცენზირების თანაბარი პირობები. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას არ აქვს უფლება საკმარისი საფუძვლის გარეშე განაცხადოს უარი ლიცენზიის გაცემაზე. მუხლი 666. ტარიფების დადგენა 1. ამ კანონით განსაზღვრული უფლებების გამოყენებისას უფლების მფლობელმა უნდა მიიღოს მისი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების გამოყენების შესაბამისი ჰონორარი. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგნაზაცია ჰონორარს ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირებთან შეთანხებული ოდენობით აგროვებს ლიცენზიის გაცემის გარეშე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია მოსარგებლეს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ტარიფების დადგენის კრიტერიუმების შესახებ. ტარიფი უნდა იყოს სამოქალაქო ბრუნვაში მყოფი უფლებების ეკონომიკური ღირებულების შესაბამისი. 4. ყოველი კალენდარული წლის დაწყებამდე ექვსი თვით ადრე, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია საქპატენტს წარუდგინოს მოსარგებლეების მიერ გადასახდელი ტარიფების ოდენობის გეგმა იმ ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების გამოყენებისათვის, რომლის მიმართაც იგი ახორციელებს უფლებების კოლექტიურ მართვას. კაბელით ხელახალი გადაცემის ტარიფების შემთხვევაში აღნიშული ინფორმაცია საქპატენტს უნდა წარედგინოს კალენდარული წლის დაწყებამდე ცხრა თვით ადრე. 5. კაბელით ხელახალი გადაცემისათვის დაწესებული ტარიფების ასახვა უნდა განხორციელდეს საკაბელო სისტემებთან ჩართული აბონენტების რაოდენობისა და გადაცემული პროგრამების რაოდენობისა და ბუნების მხედველობაში მიღებით. 6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში გამოაქვეყნოს სატარიფო გეგმები ვებ-გვერდის მეშვეობით და სთხოვოს საქპატენტს მათი გამოქვეყნება საკუთარ ვებ-გვერდზე. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სატარიფო გეგმების გამოქვეყნების შემთხვევაში, საქპატენტი საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს ტარიფების ელექტრონული ხელმისაწვდომობის შესახებ შეტყობინებას. 7. თუ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია და მოსარგებლე ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია, ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო შესაბამისი ჰონორარი გადაიხდება მე-18 მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით დადგენილი წესით. 8. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ამ მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით დადგენილი ტარიფები დამტკიცებისთანავე წარუდგინოს საქპატენტს ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების მიზნით. მუხლი 667. უფლების მფლობელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია მათი უფლებების მართვის შესახებ 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, ყოველი უფლების მფლობელისთვის, რომელსაც მან გადაუხადა უფლებების მართვიდან მიღებული შემოსავალი ან მოახდინა გადახდები იმ პერიოდში, რომელსაც განეკუთვნება ინფორმაცია, ხელმისაწვდომი გახადოს: ა) ნებისმიერი საკონტაქტო ინფორმაცია, რომელზე წვდომის უფლებაც მიღებული აქვს მას და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უფლების მფლობელის იდენტიფიცირებისა და მისი ადგილსამყოფელის დადგენისათვის; ბ) უფლების მფლობელებისათვის მისაღები ჰონორარების ოდენობა; გ) მის მიერ უფლების მფლობელებისათვის გადახდილი თანხების ოდენობა უფლებათა კატეგორიებისა და გამოყენების ტიპის მიხედვით; დ) პერიოდი, რომლის განმავლობაშიც განხორციელდა ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების გამოყენება, რომლისთვისაც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ თანხები შეაგროვა და გადაუხადა უფლების მფლობელებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარგებლეების მხრიდან ანგარიშებთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ხელს უშლის მას ამ ინფორმაციის მიწოდებაში; ე) გამოქვითვები, რომლებიც განხორციელებულია როგორც უფლების მართვის საფასური; ვ) კანონმდებლობის მიხედვით სოციალური, კულტურული ან საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფას დაქვემდებარებული, ნებისმიერი მიზნით შესრულებული გამოქვითვები, გარდა მართვის საფასურისა; ზ) ნებისმიერი შემოსავალი იმ უფლებების მართვიდან, რომელიც მიეკუთვნება უფლების მფლობელს და შეგროვების პერიოდის მიუხედავად გადაუხდელია. მუხლი 668. სხვა ორგანიზაციისთვის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი მიწოდებული ინფორმაცია ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებების მართვის შესახებ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებით მისი მართვის ქვეშ მყოფი ცალკეული უფლების და უფლებათა კატეგორიების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს შესაბამის პერიოდთან დაკავშირებული: ა) ზუსტი ინფორმაცია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ გადახდილი ჰონორარის შესახებ, აგრეთვე, ინფორმაცია გადახდილი ჰონორარების შესახებ უფლებათა და უფლებათა გამოყენების ტიპის მიხედვით, აგრეთვე შეგროვების პერიოდის მიხედვით გაუნაწილებელი ნებისმიერი შემოსავლის თაობაზე; ბ) ინფორმაცია მართვის საფასურის სახით განხორციელებული გამოქვითვების თაობაზე; გ) ინფორმაცია გაცემული ლიცენზიების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია იმ მოსარგებლეთა შესახებ, რომელთაც უარი ეთქვათ ლიცენზიის გაცემაზე; დ) ინფორმაცია საერთო კრების მიერ წარმომადგენლობითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლების მართვასთან დაკავშირებული რეზოლუციების თაობაზე. მუხლი 669. ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების მხარის, უფლების მფლობელის ან მოსარგებლის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების მხარის, უფლების მფლობელის ან მოსარგებლის სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით დაუყოვნებლივ აწვდის სულ მცირე: ა) ინფორმაციას პირდაპირ ან ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებებით სამართავად გადაცემულ ნაწარმოებზე ან/და ამ კანონით დაცულ სხვა ობიექტებზე, ასევე, უფლებებზე დაფარვის ტერიტორიის ფარგლებში; ან ბ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ასეთი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მიერ მართული უფლების შესახებ ინფორმაციას, დაფარვის ტერიტორიის ფარგლებში. მუხლი 6610. ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია საკუთარ ვებ-გვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია: ა) ორგანიზაციის წესდება; ბ) წევრობის მარეგულირებელი და უფლების მართვაზე გაცემული ნებართვის შეწყვეტის წესები, თუ ეს არ არის გათვალისწინებული წესდებაში; გ) სალიცენზიო ხელშეკრულების სტანდარტები და მოქმედი ტარიფები, შეღავათების ჩათვლით; დ) ამ კანონით დადგენილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების სია; ე) უფლების მფლობელებისათვის ჰონორარების განაწილების ზოგადი წესები; ვ) ინფორმაცია მართვის საფასურის შესახებ; ზ) სხვა გამოქვითვების წარმოების შესახებ პოლიტიკა, მართვის საფასურის გარდა, მათ შორის, შეგროვებული ჰონორარებიდან. ასევე, გამოქვითვები სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურების მიზნებისთვის; თ) მის მიერ დადებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია და იმ ორგანიზაციების სახელწოდება და ინფორმაცია, რომელთანაც დადებულია აღნიშნული ხელშეკრულება. ი) გაუნაწილებელი ჰონორარის გამოყენების ზოგადი პოლიტიკა; კ) საჩივრების განხილვისა და დავების გადაწყვეტის პროცედურები, რომლებიც მითითებულია ამ კანონის 6614 მუხლში. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ, უზრუნველყოს ინფორმაციის მუდმივი განახლება და ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, საზოგადოებისთვის განახლებული დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მუხლი 6611. გამჭვირვალობის წლიური ანგარიში 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ყოველი საფინანსო წლის დასრულების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს საფინანსო წლის დასრულებიდან 8 თვის ვადაში, მოამზადოს და საკუთარ ვებ-გვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს გამჭვირვალობის ყოველწლიური ანგარიში. ანგარიში მისი გამოქვეყნებიდან 5 წლის განმავლობაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. 2. გამჭვირვალობის წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას: ა) ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მოიცავს ბალანსს ან აქტივებისა და ვალდებულებების ანგარიშგებას, ფინანსური წლის განმავლობაში შემოსავლებისა და ხარჯების წლიურ ანგარიშს და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას; ბ) ინფორმაცია აქტიური ლიცენზიების შესახებ (მათ შორის, ინფორმაცია ახალი ლიცენზიების შესახებ, რომელთა გაცემაც მოხდა საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში, დაყოფილი უფლების ან უფლებების კატეგორიების მიხედვით) და ინფორმაცია ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. გ)ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სამართლებრივი და მმართველობითი სტრუქტურის აღწერა; მმართველი ორგანიზაციის დ) ინფორმაცია ნებისმიერი იურიდიული პირის შესახებ, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ფლობს ან აკონტროლებს, მთლიანად ან ნაწილობრივ, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია; ე) ინფორმაცია ორგანიზაციის თავმჯდომარის, გამგეობის, ავტორთა და შემსრულებელთა საბჭოს და სხვა კომისიებისა და საბჭოების წევრთა და ხელმძღვანელ პირთათვის გადახდილი ანაზღაურების მთლიანი ოდენობისა და მათთვის მინიჭებული სხვა სარგებლის შესახებ; ვ.ა) ფინანსური ინფორმაცია შეგროვებული ჰონორარების შესახებ, მართვის ქვეშ მყოფი უფლებების კატეგორიის და გამოყენების ტიპის მიხედვით (მაგ. მაუწყებლობა, ონლაინ, საჯარო შესრულება), მათ შორის ინფორმაცია ჰონორარების ინვესტიციების შედეგად მიღებული შემოსავლების და ასეთი შემოსავლების გამოყენების მიზნობრიობის შესახებ (მიუხედავად იმისა ის განაწილდა უფლების მფლობელებს შორის, გადაერიცხა სხვა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ან გამოყენებულ იქნა სხვა მიზნობრიობით); ვ.ბ) ფინანსური ინფორმაცია უფლებების მართვის საფასურისა და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ უფლების მფლობელებისთვის მიწოდებული სხვა მომსახურების შესახებ, რომელშიც დეტალურად უნდა იყოს აღწერილი, სულ მცირე, შემდეგი საკითხები: ვ.ბ.ა) ყველა მართვის და ფინანსური ხარჯები, რომელიც მოცემული უნდა იყოს მართვის ქვეშ მყოფი უფლებებისა და უფლებათა კატეგორიების მიხედვით. ნებისმიერი არაპირდაპირი ხარჯი, რომელიც არ მიეკუთვნება ერთი ან რამდენიმე უფლების კატეგორიას, უნდა შეიცავდეს ამ ხარჯების განაწილების მეთოდის აღწერას; ვ.ბ.ბ) ნებისმიერი ფინანსური, მათ შორის, სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები; ვ.გ) შეგროვილი ჰონორარების შესახებ ინფორმაცია, მათი დეტალური აღწერის მითითებით, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: ვ.გ.ა) უფლების მფლობელებისთვის შეგროვებული ჯამური თანხა, უფლების კატეგორიის და გამოყენების ტიპის მიხედვით; ვ.გ.ბ) უფლების მფლობელებისთვის გადახდილი ჯამური ჰონორარი, უფლების კატეგორიის და გამოყენების ტიპის მიხედვით; ვ.გ.გ) გადახდების შესრულების სიხშირე, უფლების კატეგორიის და გამოყენების ტიპის მიხედვით; ვ.გ.დ) ინფორმაცია მთლიანი შეგროვებული თანხის შესახებ, რომელიც ჯერ არ განაწილებულა უფლების მფლობელებზე, უფლების კატეგორიის და გამოყენების ტიპის მიხედვით და იმ ფინანსური წლის მითითებით, რომელშიც შეგროვდა ეს თანხები; ვ.გ.ე) ინფორმაცია მთლიანი შეგროვებული თანხის შესახებ, რომელიც ჯერ არ განაწილებულა იდენტიფიცირებულ უფლების მფლობელებზე, უფლების კატეგორიის და გამოყენების ტიპის მიხედვით და იმ ფინანსური წლის მითითებით, რომელშიც შეგროვდა ეს თანხები; ვ.გ.ვ) თუ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ არ განახორციელა განაწილება და გადახდები ბოლო 2 წლის ვადაში, მისი დაგვიანების მიზეზები; ვ.გ.ზ) ინფორმაცია ჯამური გაუნაწილებელი თანხების შესახებ და ახსნა-განმარტება, თუ რა მიზნით იქნა გამოყენებული ეს თანხები ამ თანხების გამოყენების შემთხვევაში; ვ.გ.თ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ თანხების გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, ინფორმაცია სპეციალურ ანგარიშებზე არსებულ თანხებზე დარიცხული სარგებლის და ამ სარგებლის განაწილების შესახებ. ვ.დ) ინფორმაცია სხვა ანალოგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას: ვ.დ.ა) სხვა ანალოგიური ორგანიზაციებიდან მიღებული და მათთვის გადახდილი თანხები, უფლების კატეგორიის, გამოყენების ტიპისა და ორგანიზაციის მიხედვით; ვ.დ.ბ) ინფორმაცია სხვა ანალოგიური ორგანიზაციებისთვის შეგროვებული ჰონორარებიდან უფლების მართვის საფასურის შესახებ, უფლებებისა და უფლებების კატეგორიის, გამოყენების ტიპისა და ორგანიზაციის მიხედვით; ვ.დ.გ) ინფორმაცია სხვა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ შეგროვებული და გადმორიცხული ჰონორარებიდან უფლებების მართვის საფასურის შესახებ, უფლებებისა და უფლებების კატეგორიის, გამოყენების ტიპისა და ორგანიზაციის მიხედვით ასეთის არსებობის შემთხვევაში. ზ) სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურების მიზნებისათვის გამოქვითული თანხების გამოყენებაზე დეტალური ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ფინანსური წლის განმავლობაში სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურების მიზნებისთვის გამოქვითული თანხების ოდენობასა თითოეულის მიზნობრიობის ტიპის შესახებ. და 3. გამჭვირვალობის წლიურ ანგარიშში შეტანილი ინფორმაცია 2 წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს იმ აუდიტორული ფირმიდან ერთ-ერთის მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის აუდიტის უფლებამოსილება. აუდიტის დასკვნა, მათ შორის, ნებისმიერი შეფასება, სრულად უნდა აისახოს გამჭვირვალობის წლიურ ანგარიშში. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული გამჭვირვალობის კრიტერიუმები ვრცელდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ კონკრეტული მიზნობრიობით შექმნილ ფონდებზე. მუხლი 6612 . ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობის წესები 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია წევრად მიიღოს უფლების მფლობელი (მათ შორის იურიდიული პირი) თუ ის აკმაყოფილებს წესდებით განსაზღვრულ წევრობის მოთხოვნებს. წევრად მიღებაზე უარის თქმისას, აღნიშნული ორგანიზაცია ვალდებულია წერილობით დაასაბუთოს უარის თქმის მიზეზი. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლების მფლობელის წევრად მიღების განაცხადი განიხილოს მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში. 3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობის წესები უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს. წევრობის კრიტერიუმები შეიძლება დარეგულირდეს როგორც წესდებით, ასევე, შესაძლებელია გაიწეროს წევრად მიღების სპეციალური წესები, რომელიც, თავის მხრივ, საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის. 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდება უნდა ითვალისწინებდეს ეფექტურ და ქმედით მექანიზმებს, ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაწილეობისთვის. გადაწყვეტილების გადაწყვეტილების მიღების პროცესში წევრების თანაბარი მიღების პროცესში უფლებათა სხვადასხვა კატეგორიის წევრების წარმომადგენლების ჩართულობა უნდა იყოს სამართლიანი და დაბალანსებული. 5. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია მისცეს წევრებს უფლება და შესაძლებლობა, აწარმოონ კომუნიკაცია მასთან ელექტრონული ფორმით, მათ შორის, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გაწევრიანების თაობაზე განაცხადის წარდგენა როგორც მატერიალური, ასევე, ელექტრონული ფორმით, ასევე, წევრის სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს და რეგულარულად განაახლოს თავისი წევრების რეესტრი. 7. წევრის გასვლის შემთხვევაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია გასულ წევრთან საბოლოო ანგარიშსწორება მოახდინოს გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვისა. აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია დაადგინოს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა ძალაში შევიდეს ფინანსური წლის დასრულების შემდეგ. მუხლი 6613. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება (შემდგომ - საერთო კრება) მოიწვევა სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. 2. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე წევრობასთან დაკავშირებული წესების შესახებ. წესდებაში ცვლილებები და დამატებები, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ჰონორარის განაწილების ძირითად პრინციპებსა და წესებს. 3. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას გამგეობის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ, იხილავს მათი საქმიანობის შესახებ ანგარიშს, ამტკიცებს მათი ანაზღაურებასა და წახალისებასთან დაკავშირებულ წესს, როგორიცაა ფულადი და არაფულადი სარგებლისა და საპენსიო დანამატების გაცემა, აგრეთვე, ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სხვა წესებს. 4. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს შემდეგ საკითხებზე: ა) შეგროვებული ჰონორარების განაწილების ზოგადი წესები და პოლიტიკა; ბ) გაუნაწილებელი ჰონორარების განკარგვის ზოგადი წესები და პოლიტიკა; გ) გაუნაწილებელი ჰონორარების გამოყენება; დ) შეგროვებული ჰონორარებიდან მიზნობრივი დაქვითვების განხორციელება; ე) რისკების მართვის პოლიტიკა; ვ) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა; ზ) რეორგანიზაციასთან და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები, იურიდიული პირების დაფუძნება და სხვა იურიდიული პირის აქციების ან/და წილების შეძენა; თ) სესხის აღება, სესხის გაცემა, თავდებობა ან სესხის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. 5. საერთო კრება ახორციელებს კონტროლს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობაზე, სულ მცირე, აუდიტორის დანიშვნით და გათავისუფლებით და აგრეთვე, ამტკიცებს ორგანიზაციის გამჭვირვალობის წლიურ ანგარიშს. 6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო რაოდენობის, სულ მცირე, 10%-ს, ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე კვალფიციური დასკვნის მომზადების მიზნით შეუძლია მოიწვიოს დარგის სპეციალისტი. 7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ყველა წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში და ისარგებლოს ხმის უფლებით. აღნიშნული ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს წევრის მიერ საერთო კრებაში მონაწილეობის მიღება დისტანციური სერვისებით, რაც გაწერილი უნდა იყოს წესდებაში. 8. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრს საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების განხორციელება შეუძლია როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, იმ პირობით, რომ ასეთი წარმომადგენლობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს. ინტერესთა კონფლიქტი, ასევე, სახეზეა, თუ აღნიშნულ ორგანიზაციაში უფლების მფლობელსა და წარმომადგენელს აქვთ უფლებების სხვადასხვა კატეგორიის უფლების მფლობელის სტატუსი. 9. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გაიცემა მხოლოდ კონკრეტულ საერთო კრებაზე მონაწილეობის მიზნით. საერთო კრებაზე წარმომადგენელი მფლობელის ანალოგიური უფლებებითა და ვალდებულებებით. სარგებლობს უფლების მუხლი 6614. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ამ კანონისა და ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისად განხორციელებაზე კონტროლის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო. 2. უფლებათა სხვადასხვა კატეგორიის მფლობელი ორგანიზაციის წევრები სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ სამართლიანად. 3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ირჩევს საერთო კრება 5 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება არჩეულ იქნან პირები, რომელთა პროფესიული გამოცდილება იძლევა მათ მიერ ეფექტური საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას, იმის მიუხედავად, არიან თუ არა ისინი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრები. 4. სამეთვალყურეო საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. სამეთვალყურეო საბჭო სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, საერთო კრებას წარუდგენს საქმიანობის შესახებ ანგარიშს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან საერთო კრებას წარუდგინონ ინფორმაცია არსებული ან სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ, რამაც შეიძლება სამომავლოდ შეაფერხოს წევრების უფლებამოსილების განხორციელება. 5. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრებს, ისევე როგორც, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას, რომლის უფლებებსაც ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების საფუძველზე მართავს აღნიშნული ორგანიზაცია, უფლება აქვთ სამეთვალყურეო საბჭოს ჩართულობის, დახმარების ან/და დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართონ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციას, ხელშეკრულების შეწყვეტას ან უფლებების გამოთხოვას, წევრობის პირობებს, აგრეთვე ჰონორარების შეგროვებას, მიზნობრივ დაქვითვას ან/და განაწილებას. 6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის არაწევრ პირებს, რომელთა უფლებების ან უფლებათა კატეგორიების მართვასაც ახორციელებს აღნიშნული ორგანიზაცია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით შეუძლიათ ისარგებლონ, როდესაც განსახილველი საკითხი შეეხება ჰონორარების შეგროვებას, მიზნობრივ დაქვითვას ან/და განაწილებას. 7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე წარდგენილ ყველა საჩივარს ან მოთხოვნას უპასუხოს წერილობით. უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. 8. სამეთვალყურეო საბჭო ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე წარდგენილ მიმართვას განიხილავს დაუყოვნებლივ. 9. სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დავის გადაწყვეტა განახორციელოს მხარეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და იმოქმედოს სამართლიანად და მიუკერძოებლად. პროცესის მონაწილე თითოეული მხარე ვალდებულია იმოქმედოს კეთილსინდისიერად. 10. დავის გადაწყვეტის პროცესში სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს მოსთხოვოს ახსნაგანმარტებები გამგეობის წევრებს და ნებისმიერ თანამშრომელს. სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებამდე შეისწავლოს წლიური ანგარიში და საბუღალტრო დოკუმენტები. 11. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად წარმოშობილი დავა შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) მხარეებმა ხელი მოაწერეს მორიგების შეთანხმებას; ბ) ნებისმიერი მხარის მიერ, სამეთვალყურეო საბჭოს გაეგზავნება შეტყობინება, ნებისმიერ დროს, მას შემდეგ, რაც მან ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მიიღო სამეთვალყურეო საბჭოს შეტყობინება, რომ მხარეს აღარ სურს დავის გაგრძელება; გ) სამეთვალყურეო საბჭოს შეფასებით საკითხი ვერ გადაწყდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე წარმოშობილი დავის ფარგლებში, რის თაობაზეც, დასაბუთებული წერილობითი შეტყობინება ეგზავნებათ მხარეებს; დ) ამოიწურა საქმისწარმოებისთვის დაწესებული თავდაპირველი და დამატებითი ვადა, რის თაობაზეც, წერილობითი შეტყობინება ეგზავნება მხარეებს. 12. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით დავის განხილვა არ ართმევს მხარეს უფლებას მიმართოს სასამართლოს. მუხლი 6615. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ვალდებულნი არიან ორგანიზაციას გაუძღვნენ მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, სათანადო წესით. იმოქმედონ ორგანიზაციის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, გამჭვირვალე ადმინისტრაციული, ფინანსური პროცედურებისა და შიდა კონტროლის მექანიზმების გამოყენებით. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს სათანადო მექანიზმები, რათა გამორიცხოს ხელმძღვანელი პირების არსებული ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია იზრუნოს მის იდენტიფიცირებაზე, მართვაზე, კონტროლსა და აღმოფხვრაზე, ისეთი გზით, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი უარყოფითი ზეგავლენა ორგანიზაციის წევრების ინტერესებზე. 3. ხელმძღვანელი პირები ვალდებულნი არიან სულ მცირე, წელიწადში ერთხელ წარუდგინონ საერთო კრებას ინფორმაციას: ინდივიდუალური ანგარიშები, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ა) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიმართ არსებული ნებისმიერი ინტერესის თაობაზე; ბ) წინა საფინანსო წლის განმავლობაში, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისაგან მიღებული ნებისმიერი ანაზღაურების თაობაზე, მათ შორის, საპენსიო დანამატის, აგრეთვე ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით მიღებული სარგებლის შესახებ; გ) წინა საფინანსო წლის განმავლობაში, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისაგან მიღებული ჰონორარის თაობაზე, რომელიც მან მიიღო როგორც უფლების მფლობელმა; დ) ნებისმიერი არსებული ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელმძღვანელი პირისა და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ინტერესებს შორის, ან აღნიშნული ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიულ პირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შორის. 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით ირჩევს წევრთა საერთო კრება. ერთი და იგივე პირი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 5. ორგანიზაციის წესდება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის თავმჯდომარის არყოფნის, ან მის მიერ თავისი უფლება-მოვალეობების სხვაგვარად შეუსრულებლობის მოვალების შემსრულებელი პირის თაობაზე. შემთხვევაში, თავმჯდომარის მუხლი 6616. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლი 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ უფლების მფლობელთა ქონებრივ უფლებათა კოლექტიური მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის, ასევე, მათ მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებებისა და საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქპატენტი. 2. საქპატენტი უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით აღნიშნული ორგანიზაციისაგან ნებისმიერ დროს გამოითხოვოს საქმიანობის ანგარიში, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერ ინფორმაციას ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებით, მათ შორის, ორგანიზაციის მიერ განაწილებული ჰონორარის რაოდენობისა და განაწილების პრინციპის, უფლებათა მართვის მიზნით დაკავებული თანხის ოდენობისა და ორგანიზაციის ზოგადი ფინანსური მდგომარეობის თაობაზე. 3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის ამ კანონთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, საქპატენტი უფლებამოსილია ჩაატაროს მოკვლევა, როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე. 4. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული მოკვლევის შედეგად დგება ანგარიში. საქპატენტის მიერ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი სიმძიმიდან გამომდინარე, საქპატენტი უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაცია და შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის განსაზღვროს გონივრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა. საქპატენტის გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში ეგზავნება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია და ქვეყნდება აღნიშნული ორგანიზაციისა და საქპატენტის ვებ-გვერდზე. 5. საქპატენტის მიერ მოკვლევის წარმოებისას დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს. 6. საქპატენტი უფლებამოსილია მოკვლევის საფუძველზე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები მოიწვიოს ზეპირ განხილვაზე. 7. საქპატენტის მიერ მოკვლევის ჩატარებისას თუ გამოვლინდა ხელმძღვანელი პირების მიერ ამ კანონის 6615 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, საქპატენტი უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას მოსთხოვოს საერთო კრების მოწვევა ერთი თვის ვადაში, რომელზეც განხილული იქნება ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. 8. საქპატენტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირებისათვის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე, ხელმძღვანელი პირების მიერ ამ კანონის 6615 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტის არსებობის შემთხვევაში. მუხლი 6617 მოკვლევის ჩატარება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, დასკვნის განხილვის შედეგები 1. საქპატენტი უფლებამოსილია ამ კანონის 6616 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოკვლევის ჩატარება დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაავალოს იმ აუდიტორული ფირმიდან ერთ-ერთს, რომელსაც მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის აუდიტის უფლებამოსილება. დარღვევის დადგენის შემთხვევაში აუდიტის მთლიანი ღირებულება ეკისრება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას, რაც გადახდილი უნდა იქნეს აღნიშნული ორგანიზაციის მართვის ხარჯებიდან. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია მოკვლევის მსვლელობისას ითანამშრომლოს აუდიტორთან. შეფერხების გარეშე, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც აუდიტორი საჭიროდ მიიჩნევს. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ თანამშრომლობაზე უარის თქმის ან დაბრკოლების შექმნის შემთხვევაში, აუდიტორი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს საქპატენტს, რაც შესაძლოა გახდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის შეწყვეტის საფუძველი, ამ კანონით დადგენილი წესით. 3. აუდიტორის მიერ ჩატარებული მოკვლევის დასკვნა ეგზავნება საქპატენტს. 4. აუდიტორის დასკვნის საფუძველზე საქპატენტი მიმართავს ამ კანონის 6616 მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებებს. მუხლი 6618. აკრედიტაციის შეწყვეტა 1. იმ შემთხვევაში თუ, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ამ კანონის 6617 მუხლით გათვალისწინებული ზომების მიღების მიუხედავად, არ იქნება უზრუნველყოფილი დაკისრებულ ვალდებულებათა ჯეროვანი შესრულება, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შეწყვეტის თაობაზე. 2. საქპატენტი ვალდებულია აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. 3. აკრედიტაციის შეწყვეტა ნიშნავს აკრედიტაციის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ საქპატენტი მიიჩნევს, რომ აკრედიტაციის შეწყვეტას უფლების მფლობელებისთვის უფრო მეტი ზიანის გამოწვევა შეუძლია, ვიდრე აკრედიტაციის გაგრძელებას, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ორგანიზაცია ვალდებულია გააგრძელოს ამ კანონით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულება, საქპატენტის მიერ ახალი აკრედიტაციის გაცემამდე. 5. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას აკრედიტაცია ვადაზე ადრე შეუწყდება აგრეთვე ამ კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების წარმოუდგენლობის ან არასრულყოფილი წარდგენის შემთხვევაში. 6. ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქპატენტი უფლებამოსილია შეუწყვიტოს აკრედიტაცია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას კონკრეტული უფლების, უფლებათა კატეგორიისა ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ. 7. გადაწყვეტილება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ ქვეყნდება საქპატენტის ოფიციალურ ბიულეტენში. 8. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის საქპატენტის ოფიციალურ ბიულეტენში მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ. 9. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად შეუწყდა უფლებამოსილება, უფლებათა იმავე კატეგორიაში ახალი აკრედიტაციის გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე აგრძელებს უფლებამოსილების შესრულებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. 10. ქონებრივი აკრედიტაციის უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შეწყვეტის შემდეგ დაუშვებელია ორგანიზაციის სახელით ამ კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ქმედების განხორციელება. 11. ორგანიზაცია, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით შეუწყდა აკრედიტაცია, ვალდებულია აკრედიტაციის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობიდან 14 დღის ვადაში მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ორგანიზაციის სახელწოდება შესაბამისობაში მოიყვანოს ამ კანონის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან. 12. ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქპატენტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზაციის სახელწოდების ცვლილების მოთხოვნით.“. მუხლი 2. 1. კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქპატენტი აცხადებს კონკურსს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის გასაცემად. აკრედიტაციის მიღების მსურველებმა უნდა მიმართონ საქპატენტს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით კონკურსის გამოცხადებიდან 2 თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის მისაღები კონკურსის ფარგლებში არ იქნება შემოტანილი განაცხადი ან არ მოხდება აკრედიტაციის გაცემა, ახალი კონკურსის გამოცხადება მოხდება ამ კანონის 65-ე მუხლის საფუძველზე. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან, პირველი აკრედიტაციის გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, ამ კანონის ამოქმედების დღისთვის არსებულ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას/ორგანიზაციებს შეუნარჩუნდეს უფლებამოსილება და მიეცეს უფლება კოლექტიურ უფლებათა მართვა განახორციელოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის რედაქციით. 3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პირველად მიიღებს აკრედიტაციას, აკრედიტაციის გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ჩაითვალოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის/ორგანიზაციების უფლებამონაცვლედ შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიისა ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების და მოსარგებლეების მიმართ. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული კოლექტიური მართვის ორგანიზაციის/ორგანიზაციების წევრები, ჩაითვალნონ ახლად აკრედიტირებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი წერილობითი ფორმით უარს განაცხადებენ აკრედიტებული ორგანიზაციის წევრობაზე (გარდა საქართველოს კანონის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით (ნაწარმოების კაბელით ხელახალი გადაცემის შემთხვევაში), მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 34-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). არსებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის/ორგანიზაციების მიერ აკუმილირებული თანხები განაწილდება დაიდენტიფიცირებულ უფლების მფლობელებზე. თანხა, რომლის მფლობელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია გადაეცემა აკრედიტაციის მიმღებ ორგანიზაციას, ამ კანონით დადგენილი წესით განკარგვისთვის, აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ. 4. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ უფლების, უფლებათა კატეგორიისა ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ პირველად აკრედიტებული ორგანიზაცია ჩაითვალოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის/ორგანიზაციების უფლებამონაცვლედ უცხოეთის ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან გაფორმებულ ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებებში, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. 5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და კანონმდებლობით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტები ვალდებულნი არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 5 თვის ვადაში მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ორგანიზაციის სახელწოდება შესაბამისობაში მოიყვანონ ამ კანონის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქპატენტის მოთხოვნის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ორგანიზაციის სახელწოდება შესაბამისობაში მოიყვანოს ამ კანონის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან. მუხლი 3. 1.2023 წლის პირველ სექტემბრამდე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს: ა) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის შექმნისა და საქმიანობის, აკრედიტაციის კონკურსის ჩატარების, აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასურის განსაზღვრისა და ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კანონის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის საქმიანობის წესი; ბ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების დამამზადებლებისგან და იმპორტიორებისგან მოპოვებული ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების წესი; გ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კანონის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ 21-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციები ან დაწესებულებები. 2. 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესი. მუხლი 4. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის პირველი სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებებზე ქონებრივი უფლებების მართვის სისტემის განვითარებას და ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებასა და საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების უფლებების ეფექტიან აღსრულებას. 1999 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც შემუშავებულ იქნა ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონი მეტწილად თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის, საქართველოსათვის სავალდებულო საერთაშორისო შეთანხმებებთან: ბერნის კონვენციასთან, TRIP-ის შეთანხმებასთან, საავტორო უფლების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WCT) და შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულებასთან (WPPT), რიგ შემთვევებში, კანონის მოქმედი რედაქცია ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს, რაც აფერხებს დარგის განვითარებას და ზიანს აყენებს უფლებების მფლობელების ინტერესებს. აღნიშნული, ასევე, დასტურდება საქპატენტის მიერ ა(ა)იპ საავტორო უფლებათა ასოციაციის 2021-2022 წლებში განხორციელებული საქმიანობის აუდიტორული მომსახურების შესყიდვის (რომლის მიზანს წარმოადგენდა ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის სფეროში, მათ შორის ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების პროცესებში არსებული მდგომარეობის, ასევე, სხვა გამოწვევების იდენტიფიცირება) საფუძველზე, 2023 წლის 28 აპრილის გაცემული მარწმუნებელი ანგარიშით, რომლის თანახმადაც ა(ა)იპ საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობაში არაერთი ხარვეზი და ნაკლოვანება იქნა გამოვლენილი. სხვა რიგ გამოწვევებთან ერთად, რომელთა გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი, უმთავრესია საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის. 2012 წლამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №316 ბრძანების საფუძველზე კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის რეგისტრაციისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა საქპატენტის დადებითი დასკვნის გაცემა. ხსენებული ბრძანება ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 18 ივნისის №103 ბრძანებით. რის შემდეგაც აღნიშნული საკითხი სხვა საკანონმდებლო აქტით არ დარეგულირებულა. დღეს არსებული მდგომარეობით, საქპატენტის 2005 წლის 2 დეკემებრის №01-06/450 წერილით გაიცა ორგანიზაციის რეგისტრაციისათვის სავალდებულოდ წარსადგენი დადებითი დასკვნა ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტი უშვებს შესაძლებლობას, შეიქმნას სხვა კოლექტიური მართვის ორგანიზაციები, უფლებების ან უფლებათა მფლობელების სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით ან/და ორგანიზაციები, რომლებიც მართავენ უფლებათა ერთი კატეგორიის მფლობელთა სხვადასხვა უფლებას, სხვა კოლექტიური მართვის ორგანიზაციის შექმნა და არსებობა დაკავშირებულია გარკვეულ პრობლემებთან, რაც გამოწვეულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ქონებრივ უფლებათა კოლექტიურ საფუძველზე მართვასთან დაკავშირებული დებულებების არასრულყოფილებასთან რაც საბოლოო ჯამში ზიანს აყენებს როგორც უფლების მფლობელებს, ასევე, მოსარგებლეებსა და მთლიანად სისტემას. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 2022 წლის 17 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით გამოიკვეთა კანონმდებლობასთან დაკავშირებული გარკვეული ნაკლოვანებები, რომლებიც ქმნიდა პრობლემას არსებულ რეალობაში. კვლევის მიხედვით გამოიკვეთა გამოწვევები, რომელთა წინაშეც იდგა ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის სფერო, კერძოდ, კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციისა და აკრედიტაციისათვის საჭირო კრიტერიუმების არარსებობა, ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული უზუსტობა, ორაზროვნება კოლექტიური მართვის ორგანიზაციების რაოდენობასა და უფლებათა მართვის კატეგორიებთან დაკავშირებით, ჰონორარის შეგროვებისა და განაწილების სისტემის ხარვეზები და კოლექტიური მართვის ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობის კრიტერიუმებისა და საქმიანობის კონტროლის მექანიზმების არარსებობა. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს სამართლებრივად დაარეგულიროს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა კოლექტიურ საფუძველზე მართვის საკითხი, აღმოფხვრას კოლექტიური მართვის ორგანიზაციის შექმნასა და მათ რაოდენობასთან დაკავშირებული ბუნდოვანება, განსაზღვროს ცხადი და ნათელი კრიტერიუმები კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციისთვის, კოლექტიური მართვის ორგნანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნვლყოფის მიზნით განსაზღვროს კოლექტიური მართვის ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობის ვალდებულება, განსაზღვრის უფლების მფლობელებისა და მოსარგებლეების უფლებები და ვალდებულებები უფლებათა მართვის პროცესში, ასევე კოლექტიური მართვის ორგანიზაციის უფლებების და ვალდებულებები. ზემოაღნიშნული საკითხების გათვალისწინებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს ევრო პარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის 2014/26/EU და 2019 წლის 17 აპრილის (EU) 2019/790 დირექტივებთან და შესაბამისად, ევროკავშირში არსებული კოლექტიური მართვის სისტემასთან ჰარმონიზებას. ამასთანავე, პროექტის შემუშავებისას გამოყენებულ იქნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური საფუძველზე მართვასთან დაკავშირებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საავტორო და მომიჯნავე უფლებების და ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ასევე, წარმოადგენს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) მნიშვნელოვან საკითხს. ამასთან აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა კვლევა, რომელიც შეიცავს რეალობაში არსებულ პრობლემათა აღმოსაფხვრელ რეკომენდაციათა პაკეტს. აღნიშნული პაკეტი შემუშავდა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. ვინაიდან არსებული კანონმდებლობა კოლექტიური მართვის სფეროში სრულად ვერ პასუხობს დარგში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის მიზნით ჩატარდა არაერთი სამუშაო შეხვედრა, მიღებულ იქნა არაერთი კონსულტაცია და პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით ჩატარდა კვლევა. რომელთა საბოლოო გამოხატულებასაც წარმოადგენს წინამდებარე ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველლოს პარლამენტის კულტურის კომიტეტსა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხებით დაინტერესებულ სხვა მხარეებთან, მათ შორის ინტელექტულური საკუთრების ექსპერტებსა და კოლექტიური მართვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან წინასწარი კონსულტაციებისა და კვლევის შემდეგ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე და მიზნად ისახავს საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას. საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც ემსახურება ადამიანის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებასა და მაღალი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროს მარეგულირებელი სათანადო და ევროკავშირთან ჰარმონიზებული საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა. კანონის მოქმედი რედაქცია ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს, რაც აფერხებს და შეუძლებელს ხდის სისტემის განვითარებას. ამავდროულად, საერთაშორისო შეთანხმებებში განხორციელებული ცვლილებებისა და ევროკავშირში მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, ასევე, ევროკავშირის კოლექტიური მართვის სისტემის საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და კანონპროექტის მიღება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში აისახოს რეკომენდაციებში ასახული პოზიციები და სამუშაო შეხვედრების შედეგად შეჯერებული პოზიციები, რათა მოხდეს საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა კოლექტიურ საფუძველზე მართვის სისტემის ეფექტური ფუნქციონირება, საქართველოს საავტორო და მოიჯნავე უფლებათა კანონმდებლობის შემდგომი დახვეწა და დაახლოება ევროკავშირის ქვეყნების კოლექტიური მართვის კანონმდებლობასთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით დაიხვეწება და მეტად ჰარმონიზებული იქნება ქართული კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან, გასწორდება ხარვეზები კანონმდებლობაში, უზრუნველყოფილი იქნება ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო რეგულირება საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის გამართულ ფუნქციონირებას და აღადგენს მომხმარებელთა და უფლების მფლობელთა ნდობას სისტემის მიმართ. შესაბამისად, კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზის შექმნა, რომელიც გააძლიერებს საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში კონტროლის სისტემას და შესაძლებელს გახდის ყველა იმ სარგებლის მიღებას, რაც დაკავშირებულია სისტემის გამართულ ფუნქციონირებასთან. ცვლილებების შედეგად დაინერგება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი, ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები, რაც ხელს შეუწყობს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების უფლებათა ეფექტურ და ეფექტიან განხორციელებას ქონებრივ უფლებათა კოლექტიური მართვის სფეროში. კერძოდ, კანონპროექტის მიღების შედეგად, დეტალურად გაიწერება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნის წესები და პირობები, ასევე, მისი რეგისტრაციისა და აკრედიტაციის წესები და პირობები, განისაზღვრება აკრედიტაციის მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო და კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები. ასევე, კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ვალდებულება ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის წლიური ანგარიშის წარმოებისა და საჯაროდ ხელმისაწვდომობის თაობაზე. გაიწერება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრობის წესები, კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებები, საქმიანობის მარეგულირებელი წესები და ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები, ასევე, დარეგულირდება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლი და მის მიერ უფლებამოსილებათა არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროეტით შეიცვალა კანონის 63-ე მუხლის შინაარსი, რომელიც არეგულირებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნას, ახლებურად განისაზღვრა, რომ მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორებს, შემსრულებლებს, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელებს (შემდგომში - უფლების მფლობელი) საკუთარი ქონებრივი უფლებების კოლექტიურად მართვის მიზნით შეუძლიათ შექმნან კოლექტიური მართვის ორგანიზაცია. აღნიშნული მუხლით განისაზღვრა ერთი უფლების ან უფლებათა კატეგორიის მიმართ მხოლოდ ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის არსებობის დაშვება. აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მოსაპოვებლად კოლექტიური მართვის ორგანიზაცია საჭიროებს აკრედიტაციას, რომელსაც გასცემს სპეციალურად შექმნილი აკრედიტციის კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიიან საქართველოს მთვარობისა და პარლამენტის წარმომადენლები, ასევე, საქპატენტის თავმჯდომარე. კანონის 631 მუხლი, რომელიც არეგულირებდა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის საჯაროობას, ამოღებულ იქნა და აღნიშნული საკითხი დეტალურად დარეგულირდა 6611 მუხლით, რომელიც შეეხება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მიერ გამჭვირვალობის წლიური ანგარიშის წარმოებას და მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. შეიცვალა და ახლებურად ჩამოყალიბდა კანონის 64-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს კოლექტიური მართვის ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მინიჭების კრიტერიუმებსა და პროცედურას. ჩამოყალიბდა აკრედიტაციის მოპოვებისთვის აუცილებელი კრიტერიუმები. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, აკრედიტაციის მოპოვებაზე განაცხადით, ასევე, უნდა დასტურდებოდეს ორგანიზაციის სათანადოობა და საკმარისად წარმომადგენლობითობა ქონებრივ უფლებათა მართვის მიზნებისთვის. ამავე მუხლით გაიწერა, რომ წესდება, შიდა რეგულაციები და ჰონორარების განაწილების წესები და პრინციპები, უნდა იძლეოდეს თანაბარი და არადისკრიმინაციული მოპყრობის გარანტიას, როგორც უფლებათა მფლობელების, ისე მოსარგებლეთა მიმართ. შეიცვალა და ახლებურად ჩამოყალიბდა კანონის 65-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის შექმნის წესს, მის შემადგენლობას, სამდივნოს ფორმირებასა და საქმიანობის ზოგად პრინციპებს. კერძოდ, კოლექტიური მართვის ორგანიზაციას აკრედიტაციას ანიჭებს საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისია. კანონს დაემატა მუხლი 66, რომლითაც ამომწურავად გაიწერა კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები, რითაც უზრუნველყოფილია უფლების მფლობელთა უფლებების ჯეროვანი განხორციელება. გაიწერა კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ვალდებულება საქმიანობა განახორციელოს იმ უფლებათა მფლობელების ინტერესების შესაბამისად, რომლებსაც ეს ორგანიზაცია წარმოადგენს. კანონს დაემატა 661 მუხლი, რომელიც შეეხება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ვალდებულებას უფლების მფლობელს მიაწოდოს ინფორმაცია თანხების მიზნობრივი დაქვითვების შესახებ, ასევე, განისაზღვრა, რომ მიზნობრივი დაქვითვა უნდა განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე და არ უნდა აღემატებოდეს დასაბუთებულ და დოკუმენტირებულ ხარჯებს, რომლებსაც კოლექტიური მართვის ორგანიზაცია გასწევს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვისას. ვინაიდან, კანონის არსებული რედაქცია ვერ უზრუნველყოფს კოლექტიური მართვის ორგანიზაციების მიერ ჰონორარის სისტემის გამართულობასა და უფლების მფლობელთა და მოსარგებლეთა თანასწორუფლებიანობას, კანონპროექტით კანონს ემატება მუხლი 662, რომელიც აწერიგებს ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების წესებს. კანონს დაემატა მუხლი 663, გადახდებს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. აღნიშნული მუხლით განსაზღვრულია კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მიერ შეგროვებული ჰონორარის სხვა ქვეყნის კოლექტიური მართვის ორგანიზაციებისათვისა და სხვა ქვეყნის კოლექტიური მართვის ორგანიზაციების მიერ შეგროვებული და გადმორიცხული ჰონორარის განაწილების წესები. კანონს დაემატა მუხლი 664, რომელიც აწესრიგებს უფლებების მფლობელთა გარანტიებს კოლექტიური მართვის ორგანიზაციასთან მიმართებაში. ასევე, დაემატა უფლების მფლობელების მიერ კოლექტიური მართვის ორგანიზაციის სამართავი უფლებების სიიდან საკუთარი უფლებების ამორიცხვის მექნიზმი და უფლებების უცხოური კოლექტიური მართვის ორგანიზაციისთვის მინდობის უფლებამოსილება. კანონპროექტის 665 მუხლით დარეგულირებულია მოსარგებლეთა უფლებები და ვალდებულებები, რაც კანონის არსებული რედაქციით არ არის გათვალისწინებული, ასევე ლიცენზიის გაცემის წესები და პირობები. კანონს ემატება მუხლი 666, რომელიც შესაბამისობაშია ევროპარლამენტისა და საბჭოს №2014/26/EU დირექტივასთან და არეგულირებს ტარიფების დადგენის წესს და განსაზღვრავს უფლების მფლობელის უფლებას მისი უფლებების გამოყენებისთვის მიიღოს შესაბამისი ჰონორარი, რომლის ოდენობას კოლექტიური მართვის ორგანიზაცია მოსარგებლესთან ათანხმებს. განისაზღვრა, რომ თუ კოლექტიური მართვის ორგანიზაცია და მოსარგებლე ვერ მიაღწევენ შეთანხმებას ჰონორარის ოდენობასთან დაკავშირებით, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს განსაზღვრავს საქპატენტის თავჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია, ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე. კანონს ემატება 667 მუხლი, რომლითაც დარეგულირებულია კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ვალდებულება უფლების მფლობელებისთვის მათი უფლებების მართვის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. კანონს ემატება 668 მუხლი, რომელიც არეგულირებს კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ვალდებულებას სხვა კოლექტიური მართვის ორგანიზაციებისთვის წარმომადგენლობითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებების მართვის შესახებ ინფორმაციის მიწოდების საკითხს. კანონს ემატება 669 მუხლი, რომელიც არეგულირებს კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ვალდებულებას ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების მხარის, უფლების მფლობელის ან მოსარგებლის სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით დაუყოვნებლივ მიაწოდოს მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. კანონს ემატება 6610 მუხლი, რომელიც არეგულირებს კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობის ვალდებულებას და ჩამოთვლის იმ ინფორმაციის მინუმუმს, რომელთა საჯაროდ ხელმისაწვდომობაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი და მუდმივად განახლებული კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მიერ. კანონს ემატება 6611 მუხლი, რომელიც აწესრიგებს კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ვალდებულებას მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით გამჭვირვალობის წლიური ანგარიშის წარმოებისა და მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თაობაზე. ამომწურავად და დეტალურად გაიწერა ყველა ის ინფორმაცია, რასაც უნდა შეიცავდეს გამჭვირვალობის წლიური ანგარიში, მათ შორის, ფინანსურ ანგარიშგებას, ანგარიშს ფინანსური წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედებების შესახებ, ინფორმაციას აქტიური ლიცენზიების შესახებ, კოლექტიური მართვის ორგანიზაციის სამართლებრივი და მმართველობითი სტრუქტურის აღწერას სხვა. კანონს ემატება 6612 მუხლი, რომელიც აწესრიგებს კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრობის წესებს, ასევე, გაიწერა, რომ წევრობის წესები უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს. ხოლო წესდება უნდა ითვალისწინებდეს ეფექტურ და ქმედით მექანიზმებს, ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში წევრების თანაბარი მონაწილეობისთვის. კანონს ემატება 6613 და 6614 მუხლები, რომელიც არეგულირებს კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის ზოგად წესებს. ასევე, განსაზღვრულია, რომ უფლებათა სხვადასხვა კატეგორიის მფლობელი ორგანიზაციის წევრები სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ სამართლიანად. განისაზღვრა სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშვალდებულება საერთო კრების წინაშე. კანონს ემატება 6615 მუხლი, რომელიც განსაზღრავს კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ვალდებულებას, ორგანიზაციას გაუძღვნენ მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, სათანადო წესით. იმოქმედონ ორგანიზაციის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, გამჭვირვალე ადმინისტრაციული, ფინანსური პროცედურებისა და შიდა კონტროლის მექანიზმების გამოყენებით. ასევე, განისაზღვრა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების არჩევის წესი და პერიოდულობა. კანონს ემატება 6616 მუხლი, რომლითაც კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მიერ უფლების მფლობელთა ქონებრივ უფლებათა კოლექტიური მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის, ასევე, მათ მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებებისა და საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრება საქპატენტი. კანონს ემატება 6617 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს საქპატენტის უფლებამოსილებას კანონის 6616 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოკვლევის ჩატარება დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაავალოს აუდიტორულ კომპანიას. ასევე, განისაზღვრა კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მსვლელობისას ითანამშრომლოს აუდიტორთან. ვალდებულება მოკვლევის კანონს ემატება 6618 მუხლი, რომელიც არეგულირებს კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის საკითხს მინიჭებული უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევებში. კანონპროექტით, ასევე, გათვალისწინებულია კანონის 21-ე მუხლში ცვლილებები, აღნიშნული მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რაც მიზნად ისახავს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/1/877 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია კანონპროექტის (გარდა პირველი მუხლისა) ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდება 2023 წლის პირველი სექტემბრიდან, რადგან კანონის პროექტის სრულად ასამოქმედებლად საჭიროა მთელი რიგი შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ამავდროულად, არ არის გათვალისიწნებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორების მიერ არ არის მოთხოვნილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონის პროექტით დგინდება ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციის საქმიანობის განსახორციელებაზე აკრედიტაციის მიღების მიზნით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობისთვის გათვალისწინებული საფასურის გადახდის ვალდებულება. ამ საფასურს კანონის ამოქმედების შემდეგ დაადგენს საქართველოს მთავრობა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: შესაბამისი ორგანიზაცია და მომიჯნავე უფლებათა სუბიექტთა ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის უფლების მისაღებად ვალდებული იქნება გაიაროს აკრედიტაცია. კანონის პროექტით დგინდება ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციის საქმიანობის განსახორციელებაზე აკრედიტაციის მიღების მიზნით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობისთვის გათვალისწინებული საფასურის გადახდის ვალდებულება. ამ საფასურს კანონის ამოქმედების შემდეგ დაადგენს საქართველოს მთავრობა. კანონი იქონიებს დადებით ზემოქმედებას ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების უფლების მფლობელებზე, კერძოდ, ნაწრამოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების გამოყენებისას შესაბამისი უფლების მფლობელი მიიღებს გამოყენების პროპორციულ და სამართლიან ჰონორარს. ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაცია მიიღებს ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების უფლების მფლობელების უფლებათა განკარგვისთვის მიიღებს შეგროვებული ჰონორარიდან საკომისიოს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს და მიზნად ისახავს ევრო პარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის 2014/26/EU და 2019 წლის 17 აპრილის (EU) 2019/790 დირექტივებთან დაახლოებით ევროკავშირში არსებული კოლექტიური მართვის სისტემასთან ჰარმონიზებას. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი მომზადდა საქართველო პარლამენტის კულტურის კომიტეტთან, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ინტელექტუალური საკუთრების საკითხებით დაინტერესებულ სხვა მხარეებთან, მათ შორის ინტელექტულური საკუთრების ექსპერტებსა და კოლექტიური მართვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა; ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი, სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“. საქართველოს ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ელისო ბოლქვაძე, ბექა ოდიშარია, ქეთევან დუმბაძე.