მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.06.2012 ძალადაკარგული 09.08.2016
ნომერი
№103
სარეგისტრაციო კოდი
010290000.22.027.016316
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №103

2012 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე -24-ე მუხლების, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციის წესი.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესისა და სახელმწიფო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 23 ივლისის №191 ბრძანება;

ბ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების მიერ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირისა (ასოციაციისა) და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №316 ბრძანება;

გ) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო მოწმობების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 11 იანვრის №17 ბრძანება.

მუხლი 3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებ ებ ის (პარტიების) სა რეგისტრაცი ო მოწმობები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

მუხლი 4. ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს (პარტიებს) შე უნარჩუნდე ს სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაცი ისას ნომრის მინიჭება განხორციელდე ს არსებული რიგითობის გათვალისწინებით .

მუხლი 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციის წესი

    მუხლი 1

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) (შემდგომში − პარტი ა ) რეგისტრაციის წესს.

    მუხლი 2

1. პარტიის რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციის სამსახური (შემდგომში – რეგისტრაციის სამსახური) .

2. პარტიის რეგისტრაციისათვის რეგისტრაციის სამსახურში წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით;

ბ) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი;

გ) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის მითითებითა და მათი ხელმოწერებით;

დ) პარტიის წესდება;

ე) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის ნომრის შესახებ;

ვ) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;

ზ) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება;

თ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3 . ამ მუხლით განსაზღვრული პარტიის იურიდიული მისამართის შესახებ ცნობა გულისხმობს შესაბამისი იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მესაკუთრის სანოტარო წესით დადასტურებულ თანხმობას ან ადგილსამყოფლის სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას.

4 . პარტიის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში შეტანილი ის ცვლილებები, რომლებიც საჭიროებენ რეგისტრაციას, წარედგინება რეგისტრაციის სამსახურს ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

5 . პარტიის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნეს ერთ ეგზემპლარად, გარდა წესდებისა, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს არანაკლებ ორ ეგზემპლარად.

    მუხლი 3

1. საჯარო რეესტრის ეროვნულ ი სააგენტო პარტიის რეგისტრაცი ის საკითხს წყვეტს განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

2. პარტიის რეგისტრაციის/რეგისტრაციაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინი ს ტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ, რომელსაც ხელს აწერს რეგისტრაციის სამსახურის უფროსი.

3. რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცემა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბეჭდით ა და რეგისტრაციის სამსახურის უფროსის ხელმოწერით დამოწმებული სარეგისტრაციო მოწმობა და ზონარგაყრილი წესდების ეგზემპლარი, რომელიც აგრეთვე მოწმდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბეჭდითა და რეგისტრაციის სამსახურის უფროსის ხელმოწერით.

4. სარეგისტრაციო მოწმობა უნდა შეიცავ დეს შემდეგ მონაცემებს: საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბს, მოწმობის დასახელებას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ემბლემას წარწერით „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“, პარტიის სა რეგისტრაცი ო მოწმობის ნომერ ს , პარტიის სახელწოდება ს (შემოკლებულ დასახელება ს ), რეგისტრაციის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასახელება ს , მისი გამოცემის თარიღ სა და ნომერ ს , პარტიის ხელმძღვანელ ორგანო ს , იურიდიულ მისამართ ს , საქმიანობის მიზნებ ს (ამოცანებ ს ), უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

5 . პარტიის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული იმ ცვლილებების შემთხვევაში, რომელიც იწვევს მათ სარეგისტრაციო მოწმობაში ცვლილებების შეტანას, სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შენარჩუნებით გაიცემა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა სიტყვის „ცვლილება“ მითითებით.

    მუხლი 4

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ( პარტიების) სახელმწიფო რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) წარმოებას დანართის შესაბამისად უზრუნველყოფს რეგისტრაციის სამსახური.

2. რეესტრში რეგისტრაციისას პარტიას ენიჭება შესაბამისი სარეგისტრაციო ნომერი რიგითობის მიხედვით. აღნიშნული ნომერი მიეთითება გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობაში.

3. პარტიის რეგისტრაციის (ან/და ცვლილებებით რეგისტრაციის) თაობაზე ამონაწერი გაიცემა რეესტრიდან რეესტრში ასახული რეკვიზიტების შესაბამისად.

 

დანართი

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის ფორმა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) სახელწოდება

იურიდიული მისამართი

 

ხელმძღვანელი და წარმომადგენლობაზ ე უფლებამოსილი პირი (პირები)

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

რეგისტრაციის (ან/და ცვლილებების რეგისტრაციის) თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის დასახელება და ნომერი

შენიშვნა