,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესისა და სახელმწიფო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.07.2008 ძალადაკარგული 18.06.2012
ნომერი
№191
სარეგისტრაციო კოდი
010.290.000.22.027.012.052
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 104, 23/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.290.000.22.027.012.052

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება№191

2008 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ( პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესისა და სახელმწიფო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის „უ.გ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და 21-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების თანდართული წესი (დანართი №1).

2. დამტკიცდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის ფორმა (დანართი №2).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

დანართი №1

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ( პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი

    მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესს.

    მუხლი 2

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.

2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობის, მიგრაციისა და რეგისტრაციის სამმართველო.

    მუხლი 3

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის ფორმა (დანართი №2) უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) სახელწოდება;

ბ) იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი);

გ) ხელმძღვანელი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები);

დ) რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;

ე) რეგისტრაციის თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის დასახელება და ნომერი;

ვ) შენიშვნა.

    მუხლი 4

1. რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას) ენიჭება შესაბამისი სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც ის შედის სახელმწიფო რეესტრში. სარეგისტრაციო ნომერი მიეთითება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) სარეგისტრაციო მოწმობაში. სარეგისტრაციო ნომერი განისაზღვრება რიგითობის მიხედვით.

2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) თაობაზე მონაცემები (ამონაწერი) გაიცემა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრიდან.

 დანართი №2

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების)

სახელმწიფო რეესტრის ფორმა

 

№

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის)სახელწოდება

 

იურიდიული მისამართი (ადგილ-სამყოფელი)

 

 

ხელმძღვანელი და წარმომადგენ -ლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები)

 

 

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

რეგისტრაციის თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის დასახელება და ნომერი

  შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესისა და სახელმწიფო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.06.2012.
როდის იქნა მიღებული „,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესისა და სახელმწიფო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ““?
„,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესისა და სახელმწიფო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ““ მიღებულია 23.07.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №191. სარეგისტრაციო კოდი — 010.290.000.22.027.012.052.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესისა და სახელმწიფო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ““-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.06.2012-დან.
სად არის „,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესისა და სახელმწიფო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.06.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესისა და სახელმწიფო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ““, №191, 23.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.290.000.22.027.012.052 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/78844/