„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/337; 12.06.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-19
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს
კანონში “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/06/2005, სარეგისტრაციო
კოდი: 300.310.000.05.001.001.914) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
„32) ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზია.“
2. 266 - ე მუხლს შემდეგ დაემატოს, შემდეგი შინაარსის 267-ე მუხლი:
,,მუხლი 267. ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობებზე ლიცენზიის გაცემის
წესი და პირობები.
ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის მოპოვების წესსა და
პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის
სახეების ჩამონათვალში, კრემაცია ეკონომიკური საქმიანობის სახედ არის შეტანილი.
ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებს 96.03.0 ქვეკლასი
შეიცავს და ეს საქმიანობებია:
გვამის მომზადება დაკრძალვის ან კრემაციისათვის
დაკრძალვის ან კრემაციის მომსახურება.
ხოლო საქართველოს კანონში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ არ არსებობს
ჩანაწერი ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის
შესახებ.
აღნიშნული
ცვლილების
პარალელურად,
ვინაიდან
დგინდება
საქმიანობის
ლიცენზიის ახალი სახეობა, მნიშვნელოვანია კანონში გაიწეროს ამ ლიცენზიის გაცემის
წესები და პირობები. შემოთავაზებული ცვლილების თანახმად: ნეშტის დაკრძალვასა
და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის მოპოვების წესსა და პირობებს
განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
კანონპროქტის მიღება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ საქართველოს კანონში
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ არ არსებობს ჩანაწერი ნეშტის დაკრძალვასა
და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის შესახებ. ხოლო, საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სახეების
ჩამონათვალში, კრემაცია ეკონომიკური საქმიანობის სახედ არის შეტანილი. ნეშტის
დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებს 96.03.0 ქვეკლასი შეიცავს და ეს
საქმიანობებია:
გვამის მომზადება დაკრძალვის ან კრემაციისათვის
დაკრძალვის ან კრემაციის მომსახურება.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალ
დებულებებში ცვლილების შეტანის აუცილებლობაა გამომდინარეობს შემდეგი
საკითხებიდან, კერძოდ:
ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს საქმიანობის ლიცენზიის ახალ სახეს,
აუცილებელია, რომ აღნიშნული ლიცენზიის მოპოვებისათვის განსაზღვრული წესები
და პირობები გაიწეროს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპროექტი
მიხედვით,
„ლიცენზიებისა
და
ნებართვების
ჩამონათვალში
ახალი
პუნქტის
განხორციელდება
საქართველოს
შესახებ“
საქმიანობის
ჩამატება:
ნეშტის
ლიცენზიის
დაკრძალვასა
და
კანონის
სახეების
მასთან
დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის შესახებ. რაც საშუალებას მისცემს
დაინტერესებულ პირებს განახორციელონ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ კანონში, მე-6 მუხლს დაემატება შემდეგი შინაარსის 32 ნაწილი:
„32) ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზია.“
ასევე: 266 -ე მუხლის შემდეგ დაემატოს, შემდეგი შინაარსის 267-ე მუხლი:
,,მუხლი 267. ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობებზე ლიცენზიის
გაცემის წესი:
ნეშტის
დაკრძალვასა
და
მასთან
დაკავშირებული
საქმიანობების
ლიცენზიის
მოპოვების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე)
კანონპროექტის
ძალაში
შესვლის
თარიღის
შერჩევის
პრინციპი,
ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება;
კანონპროექტის მიხედვით, კანონის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია მისი
გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან
კანონის
ასამოქმედებლად
განსაკუთრებული
პირობები და დრო არ არის საჭირო. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს
აღნიშნული კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება
(თუ
ინიციატორი
ითხოვს
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვას);
კანონპროექტის ინიციატორები არ ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო;
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება იმ უწყების
ასიგნებებიდან, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვრება ლიცენზიის
გამცემ ორგანოდ.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტი ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების
ლიცენზიას, რომლის აღებაც დაკავშირებული იქნება შესაბამისი მოსაკრებლის
გადახდასთან, რომელიც წესდება პაკეტში შემავალი ,,სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონით და შეადგენს 2000 ლარს. აღნიშნული გავლენას მოახდენს
შესაბამისი დონის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე და ჯამური ოდენობა
დამოკიდებული იქნება ლიცენზიის აღების მსურველ პირთა რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება იმ უწყების
ასიგნებებიდან, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვრება ლიცენზიის
გამცემ ორგანოდ.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა;
კანონპროექტი ადგენს ლიცენზიის ახალ სახეს - ნეშტის დაკრძალვასა და მასთან
დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიას, რომლის აღებაც მსურველი პირებისთვის
დაკავშირებული
იქნება
შესაბამისი
მოსაკრებლის
გადახდასთან.
აღნიშნული
მოსაკრებლის ოდენობა წესდება პაკეტში შემავალი ,,სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონით და შეადგენს 2000 ლარს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით
არ
დგინდება
შესაბამის
ბიუჯეტში
შესატანი
გადასახადი,
მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული
მოსალოდნელი
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში
აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
ხელშეკრულების/შეთანხმების
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
არსებობის
შემთხვევაში,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
რომელსაც
უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ)
კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში
აღინიშნება:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: ხათუნა სამნიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ხათუნა სამნიძე
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების