„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/337; 12.06.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-19
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე,
5.09.2003,
სარეგისტრაციო
კოდი:
210.020.100.05.001.001.364) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი
შინაარსის 122 პუნქტი:
„122. ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის მოსაკრებელი 2000 ლარი; “.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
აღნიშნული კანონის პროექტი გამომდინარეობს ძირითადი კანონის ,,ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ პროექტიდან. ვინაიდან ძირითადი კანონის პროექტის თანახმად
საქმიანობის ლიცენზიის სახეებს ემატება ახალი საქმიანობა, კერძოდ ნეშტის დაკრძალვისა
და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზია, წარმოიშვა იმის აუცილებლობა,
რომ დადგენილიყო შესაბამისი ლიცენზიის მოსაპოვებლად მოსაკრებლის დაწესება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს თანმდევ კანონშიც, კერძოდ კი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
აღნიშნული
კანონის
პროექტი
წარმოადგენს
ძირითადი
კანონის
პროექტის
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ თანმდევ პროექტს. ვინაიდან „სალიცენზიო და
სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს შესაბამის
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის რაოდენობას, აუცილებელია განისაზღვროს
ნეშტის დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების სალიცენზიო და
სანებართვო მოსაკრებელი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპროექტის
მიხედვით,
განხორციელდება
საქართველოს
კანონს
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
ახალი პუნქტის ჩამატება:
„ნეშტის
საქმიანობების
დაკრძალვასა
მოსაკრებელი -
და
მასთან
დაკავშირებული
ლიცენზიის
2000 ლარი“. რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს
განახორციელონ შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის
„სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ კანონის მე-6 მუხლს ემატება 122
პუნქტი:
„122)
ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის
მოსაკრებელი - 2000 ლარი; “.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის
მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება;
კანონპროექტის მიხედვით, კანონის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია მისი
გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან კანონის ასამოქმედებლად განსაკუთრებული
პირობები და დრო არ არის საჭირო. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს
აღნიშნული კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას);
კანონპროექტის ინიციატორები არ ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
ბ.ა)
კანონპროექტის
დაფინანსების წყარო;
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება იმ
უწყების ასიგნებებიდან, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვრება
ლიცენზიის გამცემ ორგანოდ.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან პროექტის თანახმად დგინდება ახალი სალიცენზიო მოსაკრებელი.
გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ლიცენზიის მიღების მსურველ პირთა
რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება იმ
უწყების ასიგნებებიდან, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვრება
ლიცენზიის გამცემ ორგანოდ.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით;
კანონპროექტით
არ
დგინდება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტი ადგენს ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული
საქმიანობების ლიცენზიის
მოსაკრებელს 2000 ლარის ოდენობით, რომლის
გადახდაც მოუწევთ აღნიშნული ლიცენზიის აღების მსურველ პირებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით დგინდება ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული
საქმიანობების ლიცენზიის მოსაკრებელი - 2000 ლარის ოდენობით .
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
მასში აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“
ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში
აღინიშნება:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: ხათუნა სამნიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ხათუნა სამნიძე
ასეთი
მიმოხილვის