საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სხვა კომიტეტების დასკვნები რომელთაც განიხილეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა" (წერილი №2-10641, 29/06/2023)

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.04.2023
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი
#1-6015/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-06-29

📜 ტექსტი

წერილი
2-10641/23 29-06-2023 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს გიგზავნით პარლამენტის ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სხვა კომიტეტების დასკვნებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვაზე" (№1-6015/23; 28.04.2023). გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. პატივისცემით, კომიტეტის აპარატის უფროსი ირინა ლომია
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-10584/23 28-06-2023 დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვაზე" საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე წლის 24 მაისს განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა" (№1-6015/23; 28.04.2023). 2023 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.3 პროცენტი, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ (წინა წლის მარტთან შედარებით) 5.3% შეადგინა. ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაციამ 10.7% შეადგინა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდის შემდეგ ინფლაციის მნიშვნელოვანი შემცირება დაიწყო და ჩამოსცდა მიზნობრივ მაჩვენებელს - 3 %-ს. 2023 წლის მარტში 2022 წლის დეკემბერთან შედარებით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 5.2 პროცენტით გამყარდა და 2.56 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე. 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 783.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 461.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (24.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 322.2 მლნ აშშ დოლარს (21.0 პროცენტით მეტი). შესაბამისად, საქართველოს უარყოფითმა თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მარტში 1 860.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9 პროცენტია. ამასთან, გაუმჯობესდა იმპორტის ექსპორტით დაფარვის მაჩვენებელი და შეადგინა 44.0%. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წელს 43.5%-ს შეადგენდა. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კვლავაც ევროკავშირია, რომლის წილმა მთლიან საქონელბრუნვაში 21.5% შეადგენა, ნაცვლად 2022 წლის 20.8%-სა. 2023 წლის საერთაშორისო პირველ ვიზიტორი კვარტალში, ეწვია, რაც საქართველოს გასული 1 წლის 208.5 ათასი ანალოგიურ მაჩვენებელზე (576.5 ათას საერთაშორისო ვიზიტორზე) 109.6%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის შესაბამისი პერიოდის ვიზიტორების რაოდენობის 74.7 პროცენტი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 795.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 102.0 პროცენტით (401.7 მლნ აშშ დოლარით მეტი) მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ამასთან, 2023 წლის 3 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის შესაბამისი პერიოდში ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს გადააჭარბა და მისი 137.5 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის პირველ კვარტალში წმინდა ფულადი გზავნილები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 148.6%-ით გაიზარდა და 1 171.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (700.1 მლნ აშშ დოლარით მეტი). იანვარ-მარტში საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების სახით მობილიზებულია 4 900.5 მლნ ლარი, რაც კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლის 103.5%-ია (167.2 მლნ ლარით მეტი), ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 74.3 მლნ ლარით მეტია. ასევე, გადაჭარბებით შესრულდა გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების კვარტლის გეგმაც. კერძოდ, მობილიზებულია 4 113.0 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100.3% და 13.8 მლნ ლარით მეტია. გადაჭარბებით არის შესრულებული ყველა გადასახადის კვარტლის გეგმა, გარდა მოგების გადასახადისა. კერძოდ: საშემოსავლო გადასახადიდან მობილიზებულია 1 424.0 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (1 266.0 მლნ ლარი) 112.5%-ია; დამატებული ღირებულების გადასახადიდან მობილიზებულია 1 585.4 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (1 478.3 მლნ ლარი) 107.2%-ია; აქციზის სახით მობილიზებულია 434.1 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (333.0 ათასი ლარი) 130.4%-ია; იმპორტის გადასახადის სახით მობილიზებულია 32.1 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (25.0 მლნ ლარი) 128,4%-ია; მოგების გადასახადიდან მობილიზებულია 671.1 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (695.0 ათასი ლარი) 96.6%-ია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში შესრულებულია ასევე სხვა წყაროებიდან მისაღები შემოსულობების გეგმებიც, კერძოდ: არაფინანსური აქტივების კლებიდან (პრივატიზაციიდან) მიღებულია 29.7 მლნ ლარი, რაც 3 თვის გეგმაზე 1.7 მლნ ლარით მეტია, შესრულება 106%; ფინანსური აქტივების კლებიდან (გაცემული სესხების დაბრუნება) მიღებულია 89.7 მლნ ლარი, გეგმაზე 3.2 მლნ ლარით მეტი, შესრულება 103.8%; ვალდებულებების ზრდიდან (ახალი სესხების აღებიდან) მიღებულია 358.2 მლნ ლარი, გეგმაზე 75.2 მლნ ლარით მეტი, ანუ გეგმა შესრულებულია 106%, რაც მთლიანად საგარეო ვალდებულებების გეგმის შესრულების შედეგია. გადასახდელების სახით 2022 წლის ბიუჯეტიდან იანვარ-მარტში გაცემულია 4 659.1 მილიონ ლარი, რაც კვარტლის გეგმის (4 835.7 მლნ ლარის) 96.3%-ია, ანუ 176.6 მლნ ლარით ნაკლები, მეტი), ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 392.7 მლნ ლარით მეტი. გადასახდელებიდან კვარტლის გეგმის შეუსრულებლობა ძირითადად ხარჯების ასიგნებების აუთვისებლობით არის განპირობებული. კერძოდ, ხარჯების მუხლიდან იანვარ-მარტში ბიუჯეტიდან გაცემულია 3 768.0 მლნ ლარი, რაც კვარტლის გეგმის 96.3%-ია (კვარტლის გეგმის შესრულებას დააკლდა 145,5 მლნ ლარი). ხარჯებიდან კვარტლის გეგმის ათვისების ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა საქონელი და მომსახურება, რომლის კვარტლის გეგმის შსრულებას დააკლდა 51.2 მლნ ლარი (გეგმის შესრულებამ 89.3% შეადგინა). არაფინანსური აქტივების ზრდის გეგმიდან (614.7 მლნ ლარი) დახარჯულია 583.3 მლნ ლარი, რაც 31.5 მლნ ლარით ნაკლებია და გეგმის შესრულებამ 94.9% შეადგინა. ვალდებულებების კლების მუხლიდან, არ შესრულდა საგარეო კრედიტების დაფარვის გეგმა, რომლის შესრულებას დააკლდა 4.3 მლნ ლარი, და შესრულებამ 98.4% შეადგინა, რაც განპირობებულია საანგარიშო პერიოდში ლარის კურსის გამყარებით. გადასახდელებიდან 123%-ით არის შესრულებული ფინანსური აქტივების ზრდის 3 თვის გეგმა (20.7 მლნ ლარი) და ბიუჯეტიდან გაცემულია 25.4 მლნ ლარი. მხარჯავი დაწესებულების მიხედვით გადასახდელების კვარტლის გეგმა შესრულებული აქვს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ამასთან, კვარტლის გეგმები ვერ შესრულდა ზოგიერთი სამინისტროსა და ცალკეული პროგრამების ასიგნებების მიხედვით და ა.შ. ამასთან, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების გეგმა შესრულებულია 95.4%-ით და აუთვისებელია 39.7 მლნ ლარი. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის გეგმით გათვალისწინებული იყო ნაშთის გამოყენება (-) 102.4 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა მოხდა ნაშთის დაგროვება 241.5 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც დაემატა 1 იანვრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებულ ნაშთს - 1 247.6 მლნ ლარს და 2023 წლის 1 პირველი აპრილის მდგომარეობით ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 1 489.0 მლნ ლარი. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის გეგმით ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო განსაზღვრული იყო (-)164.5 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა შესრულების მდგომარეობით დაფიქსირდა დადებითი მთლიანი სალდო 101.2 მლნ ლარამდე. კომიტეტს სახელმწიფო მიაჩნია, რომ ბიუჯეტის მიმართულებებით მიზანშეწონილია გადასახდელების არსებული ჩამორჩენების გააქტიურდეს მუშაობა ათვისებაში ცალკეული თავიდან აცილების საქართველოს ფინანსთა უზრუნველსაყოფად. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში" მიღებულ იქნა ცნობად. კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე
დასკვნა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი 2-7395/23 15-05-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ პაატა კვიჟინაძეს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დასკვნა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვის“ (1-6015/23/10; 28.04.2023) თაობაზე საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა, 2023 წლის 15 მაისის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-ე და 141-ე მუხლების საფუძველზე, მოისმინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (1-6015/23/10; 28.04.2023). კომიტეტის სხდომაზე, ცნობად იქნა მიღებული წარმოდგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, რეგიონში შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარების შემოსავლები გადაჭარბებით მიუხედავად, არის სახელმწიფო შესრულებული და ბიუჯეტის შეადგინა 4,422,784.8 ათასი ლარი, რაც პირველი კვარტლის გეგმის 102.0 %-ია. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული პოლიტიკის (20 01 04) განსახორცილებლად გამოყოფილი I კვარტლის დაკავშირებით, ასიგნებების ათვისება პრობლემურია. გამოითქვა რეკომენდაცია, რომ საგარეო ამასთან საქმეთა სამინისტრომ უნდა გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რომ შესაბამისმა დეპარტამენტმა გააქტიუროს გეგმიური მუშაობა, რათა საანგარიშო წლის განმავლობაში, მიზნობრივად, ბალანსირებულად და ეფექტიანად მოხდეს დიასპორული პოლიტიკის განხორციელებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ათვისება. კომიტეტის წევრებს, წარმოდგენილ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვასთან“ დაკავშირებით არსებითი სახის სხვა შენიშვნები არ გამოუთქვამთ. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე
დასკვნა
კულტურის კომიტეტი 2-7545/23 16-05-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს კულტურის კომიტეტის დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვაზე (1-6015/23; 28.04.2023). საქართველოს კულტურის კომიტეტმა მიმდინარე წლის 15 მაისს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა. დოკუმენტის მიხედვით „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრა 21 880 117.1 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 4 835 712.7 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ - 4 659 107.3 ათასი ლარი. საკასო შესრულება კვარტლის გეგმიური მაჩვენებლის 96.4%, ხოლო წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის - 21.3%-ია. უშუალოდ კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული უწყების მიერ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები არის შემდგენაირი:  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (33 00) - 3 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 104,353.0 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 83,957.0 ათასი ლარი (80.5%);  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა (33 01) - 3 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 2,030.0 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 1,853.2 ათასი ლარი (91.3%);  სახელოვნებო და სასპორტო სფეროში უმაღლესი განათლება (33 02) - 3 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 3,891.0 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 3,627.8 ათასი ლარი (94.7%);  ინფრასტრუქტურის განვითარება (33 03) - 3 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 6,368.2 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 2,118.9 ათასი ლარი (33.3%); თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge  სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა (33 04) - 3 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 2,561.7 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 1,607.4 ათასი ლარი (62.7%);  კულტურის განვითარების ხელშეწყობა (33 05) - 3 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 22,721.1 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 19,440.2 ათასი ლარი (85.6%);  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა (33 06) - 3 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 6.146.9 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 4,828.8 ათასი ლარი (78.6%);  კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები (33 08) - 3 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 4,034.3 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 3,245.6 ათასი ლარი (80.5%). საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის 2023 წლის 3 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 104 353.0 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 83 957.0 ათასი ლარი, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10 726.6 ათასი ლარით ნაკლებია. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის გამოყოფილ სახსრებში „ხარჯების“ მუხლის საკასო შესრულებამ შეადგინა 93.0%, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით - 3.9%, ხოლო ვალდებულებების კლების მუხლით - 3.1%. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მიმოხილვა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე
დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-7329/23 15-05-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დასკვნა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის მიმოხილვაზე (1-6015/23; 28.04.2023) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის 11 მაისს, კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მათში შემავალი უწყებების მონაწილეობით, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულება/მიმოხილვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს მიერ 3 თვის ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 1 635 057 მლნ ლარი, რაც დაზუსტებული გეგმის 1 650 881 მლნ ლარის 99,0 %. კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მიმოხილვა“ ცნობად მიიღო. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-7392/23 15-05-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვაზე (№1-6015/23; 28.04.2023). საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2023 წლის 10 მაისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა. წარმოდგენილი დოკუმენტის მიმართ კომიტეტს შენიშვნები არ გააჩნია. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2-7427/23 15-05-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ,,საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვაზე (1-6015/23/10; 28.04.2023) საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2023 წლის 15 მაისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ,,საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“. კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2-7805/23 19-05-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს აგრარულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშზე საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის 15 მაისის სხდომაზე, განიხილა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური შიდა პროდუქტის ზრდამ, 7.3 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.3 პროცენტი, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა. რეალური მშპ-ს ზრდა იანვარში 8.4 პროცენტი, ხოლო თებერვალში 5.8 პროცენტი დაფიქსირდა. 2023 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ 5.3 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 10 პროცენტის დონეზეა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების 11.8 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა, რაც 3.91 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მაჩვენებელში. 2023 წლის მარტში 2022 წლის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge დეკემბერთან შედარებით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 5.2 პროცენტით გამყარდა და 2.56 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რაც წარმოადგენს ლარის საშუალო კურსს სავაჭრო პარტნიორების გაცვლითი კურსებთან, გამყარდა 6.4 პროცენტით. 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით სავაჭრო ბრუნვამ 4 783.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 461.5 მლნ აშშ დოლარი შეადგენს (24.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 322.2 მლნ აშშ დოლარს (21.0 პროცენტით მეტი) საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ - მარტში 1 860.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9 პროცენტია. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, რომლის წილი მთლიან საქონელბრუნვაში 21.5%-ს (1 029.8 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში აგრეთვე შედის თურქეთი 14.1%, რუსეთი 13.9%, ჩინეთი 7.9%, აზერბაიჯანი 7.8%. მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი 14.6%-ია, ხოლო მთლიან იმპორტში 24.6%. 2023 წლის იანვარ მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 2.5%-ით გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებში ძირითადი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებია: მადნები და სპილენძის კონცენტრატები, თხილი და სხვა კაკალი, სპირტიანი სასმელები. 2023 წლის იანვარ - მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტი 32.3%-ით გაიზარდა. ძირითადი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებია: მსუბუქი ავტომობილები, ნავთობი და ნავთოპროდუქტები, სამკურნალო საშუალებები. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გეგმით გათვალისწინებული რესურსების ხარჯვით ნაწილს, სამინისტროს 2023 წლის 3 თვის ფაქტიური შესრულება შეადგენს 97,1 %-ს. ცალკეული სამსახურების საქმიანობისა და პროგრამების კუთხით მაჩვენებლები პოზიტიურია. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი პროგრამა და ქვეპროგრამა, შესრულების დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდება. კერძოდ: ქვეპროგრამა - 31 05 15 01 მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA) (IFAD) 36.3%-ი, პროგრამა - 31 06 სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია 73.6%, ქვეპროგრამა - 31 06 03 -ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესება 26.1%. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მიღებულ იქნა ცნობად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი