„ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“
- „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ (07-2/312/10,18.08.2023)და მისგან გამომდინარე კანონპროეტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კაანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/312/10, 18.08.2023) გამომდინარე „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი
ზედამხედველობის შესახებ
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი განსაზღვრავს ფინანსური კონგლომერატის ცნებასა და მისი ცნობის
კრიტერიუმებს, ადგენს დამატებითი ზედამხედველობის სტანდარტებსა და წესებს იმ
რეგულირებული საწარმოებისთვის, რომლებიც ამ კანონის საფუძველზე ფინანსური
კონგლომერატის შემადგენლობაში შედიან.
2. ამ კანონით გათვალისწინებული დამატებითი ზედამხედველობა ხორციელდება
სექტორული ზედამხედველობის პარალელურად.
3. ამ კანონის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილნი არიან, მიიღონ
ერთობლივი გადაწყვეტილებები დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებისას,
მათ შორის, გამოსცენ ერთობლივი სამართლებრივი აქტები.
4. ამ კანონის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილნი არიან,
სამართლებრივი
აქტებით
დაადგინონ
დამატებით
ზედამხედველობასთან
დაკავშირებული დამატებითი წესები და მოთხოვნები.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არარეგულირებული საწარმო - ყველა საწარმო, რომელიც ამ კანონის საფუძველზე არ
არის რეგულირებული საწარმო;
ბ) ჰოლდინგური საწარმო - საწარმო, რომლის ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების
საქმიანობის მართვა ან კონტროლია;
გ) აქტივების მმართველი კომპანია - იურიდიული პირი, რომელიც საინვესტიციო ფონდის
(ფონდების) მართვას (კოლექტიური ფონდების მართვას) ახორციელებს;
დ) საინვესტიციო ფონდი - „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული საინვესტიციო ფონდი;
ე) მჭიდრო კავშირი - ისეთი კავშირი, როდესაც ორი ან მეტი ფიზიკური ან/და იურიდიული
პირი ერთმანეთთან დაკავშირებულია კონტროლით ან მონაწილეობით ან როდესაც ორი ან
მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი მუდმივად დაკავშირებულია სხვა პირთან
კონტროლით;
ვ) გადამზღვეველი კომპანია – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს გადაზღვევის
საქმიანობას–ოპერაციას, რომლის დროსაც გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე
და თითოეული ასეთი ხელშეკრულების თავისებურების გათვალისწინებით ხდება
სადაზღვევო რისკის და მასთან დაკავშირებული შესაძლო ზარალის მთლიანი ან
ნაწილობრივი მიღება;
ზ) დამხმარე მომსახურებათა საწარმო - საწარმო, რომლის ძირითადი საქმიანობა
გულისხმობს ქონების მართვას ან/და მის ფლობას, მონაცემთა დამუშავების სერვისების
მართვას ან მსგავს საქმიანობას, რომელიც ერთი ან მეტი კომერციული ბანკის ძირითადი
საქმიანობის დამხმარე საქმიანობად შეიძლება იქნეს მიჩნეული;
თ) ერთობლივი მართვა - საწარმოებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ან
აღნიშნული
საწარმოების
სადამფუძნებლო
დოკუმენტების
საფუძველზე
განხორციელებული ერთობლივი მართვა, რომელიც არ გულისხმობს ერთობლივ
კონტროლს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების „ფასს 11-ის“
შესაბამისად;
ი) შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო - მშობელი საწარმო, რომელიც
არარეგულირებული საწარმოა და რომელიც შვილობილ საწარმოებთან (რომლიდანაც
ერთი მათგანი მაინც არის რეგულირებული საწარმო და აქვს იურიდიული მისამართი
საქართველოს ტერიტორიაზე) და სხვა საწარმოებთან ერთობლიობაში, ქმნის ფინანსურ
კონგლომერატს. დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისათვის, აღნიშნული საწარმო
მიეკუთვნება ჯგუფის უდიდეს ფინანსურ სექტორს;
კ) საზედამხედველო ორგანო - ორგანო, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით
მინიჭებული აქვს კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციების, გადამზღვეველი
კომპანიების, საბროკერო კომპანიების და აქტივების მმართველი კომპანიების
ინდივიდუალურ ან ჯგუფის (კონსოლიდირებულ) დონეზე ზედამხედველობის
უფლებამოსილება;
ლ) კონტროლი – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს)
განსაზღვრული კონტროლი;
მ) მესამე სახელმწიფო - ნებისმიერი სახელმწიფო საქართველოს გარდა;
ნ) მონაწილეობა:
ნ.ა) უფლებები სხვა საწარმოს კაპიტალში, რომელიც შეიძლება დასტურდებოდეს
შესაბამისი დოკუმენტით და რომელიც გულისხმობს სარგებლის მიღებას საწარმოს
კაპიტალში ამ უფლებების ფლობის გამოყენებით/საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის
მიღების გზით;
ნ.ბ) საწარმოს ხმის უფლების ან კაპიტალის 20%-ის ან მეტის პირდაპირ ან არაპირდაპირ
ფლობა;
ო) მშობელი საწარმო - საწარმო, რომელსაც საზედამხედველო ორგანოს შეფასებით ერთი
ან რამდენიმე საწარმოს მიმართ ფაქტობრივად გააჩნია კონტროლი ან/და საწარმო,
რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ვალდებულია, შეადგინოს
კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები, თუ ეს საწარმო:
ო.ა) მეორე საწარმოში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ხმის უფლების მქონე
აქციების/წილის/პაის 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს;
ო.ბ) უფლებამოსილია დანიშნოს ან გაათავისუფლოს მმართველობითი ან სამეთვალყურეო
ორგანოების წევრების უმრავლესობა მეორე საწარმოში და ამავდროულად ამ საწარმოს
აქციონერი ან პარტნიორია;
ო.გ) მეორე საწარმოს აქციონერი ან პარტნიორია და ამასთან დაკმაყოფილებულია ერთერთ შემდეგი პირობა:
ო.გ.ა) ამ საწარმოს მმართველობითი და სამეთვალყურეო ორგანოების წევრების
უმრავლესობა, აღნიშნულ ორგანოებში იყვნენ წარმოდგენილნი წინა ფინანსური წლის და
მიმდინარე ფინანსური წლის განმავლობაში და რომლებიც კონსოლიდირებული
ფინანსური ანგარიშგებების შედგენის თარიღისთვის დაინიშნენ მხოლოდ საწარმოს ხმის
უფლებების გამოყენების შედეგად (ეს ქვეპუნქტი არ გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ
სხვა საწარმოს აქვს ამ ქვეპუნქტის „ო.ა“ ან „ო.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებები
საწარმოს მიმართ);
ო.გ.ბ) იგი დამოუკიდებლად აკონტროლებს აქციონერების ან პარტნიორების ხმის
უფლებათა უმრავლესობას სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან შეთანხმების
საფუძველზე;
პ) რეგულირებული საწარმო - კომერციული ბანკი, სადაზღვევო ორგანიზაცია,
გადამზღვეველი კომპანია, საბროკერო კომპანია ან აქტივების მმართველი კომპანია;
ჟ) რისკის კონცენტრაცია - ყველა რისკის პოზიცია, რომელიც პოტენციური დანაკარგის
მატარებელია და რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ფინანსურ კონგლომერატში
შემავალი რეგულირებული საწარმოების გადახდისუნარიანობას ან მათ ფინანსურ
პოზიციას. აღნიშნულში მოიაზრება ყველა რისკის პოზიცია, მიუხედავად მათი გამომწვევი
მიზეზებისა, მათ შორის, ერთობლივად ან ცალ-ცალკე კონტრაჰენტის, საკრედიტო,
საინვესტიციო, სადაზღვევო, საბაზრო რისკისა;
რ) სექტორული ზედამხედველობის წესები - კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია
რეგულირებულ საწარმოთა სექტორულ ზედამხედველობასთან;
ს) ფინანსური კონგლომერატი - ჯგუფი ან ქვეჯგუფი, რომელშიც:
ს.ა) ჯგუფის/ქვეჯგუფის სათავეში რეგულირებული საწარმოა და ამასთან კმაყოფილდება
ყველა შემდეგი პირობა:
ს.ა.ა) აღნიშნული საწარმო არის მშობელი საწარმო ფინანსურ სექტორში შემავალი
საწარმოსი ან იმ საწარმოსი, რომელიც ფინანსურ სექტორში შემავალ რომელიმე
საწარმოსთან დაკავშირებულია ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ერთობლივი მართვით ან ისეთი კავშირით, როდესაც აღნიშნული საწარმოების
მმართველობითი ან სამეთვალყურეო ორგანოების წევრთა ნახევარზე მეტი ერთი და იგივე
პირია ფინანსური წლის განმავლობაში კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადების
თარიღამდე;
ს.ა.ბ) ჯგუფის/ქვეჯგუფის მინიმუმ ერთი საწარმო მაინც არის კომერციული
ბანკი/საბროკერო სექტორში შემავალი საწარმო და მინიმუმ ერთი - სადაზღვევო სექტორში
შემავალი საწარმო;
ს.ა.გ) ჯგუფის/ქვეჯგუფის საწარმოების კონსოლიდირებული ან აგრეგირებული
საქმიანობები, როგორც სადაზღვევო, ისე საბანკო ან საბროკერო სექტორებში შემავალი
საწარმოების შემთხვევებში, მიჩნეულია მნიშვნელოვნად ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 და
მე-3 პუნქტების შესაბამისად;
ს.ბ) ჯგუფის/ქვეჯგუფის სათავეში არარეგულირებული საწარმოა და ამასთან,
კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:
ს.ბ.ა) ჯგუფის/ქვეჯგუფის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფინანსურ სექტორში
საქმიანობა, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
ს.ბ.ბ) ჯგუფის/ქვეჯგუფის მინიმუმ ერთი საწარმო მაინც არის კომერციული
ბანკი/საბროკერო სექტორში შემავალი საწარმო და მინიმუმ ერთი - სადაზღვევო სექტორში
შემავალი საწარმო;
ს.ბ.გ) ჯგუფის/ქვეჯგუფის საწარმოების კონსოლიდირებული ან აგრეგირებული
საქმიანობები, როგორც სადაზღვევო, ისე საბანკო ან საბროკერო სექტორში შემავალი
საწარმოების შემთხვევებში, მიჩნეულია მნიშვნელოვნად ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 და
მე-3 პუნქტების შესაბამისად;
ტ) ფინანსური სექტორი - სექტორი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე შემდეგი
სუბიექტისგან:
ტ.ა) კომერციული ბანკი, ფინანსური ინსტიტუტი ან დამხმარე მომსახურებათა საწარმო
(„საბანკო სექტორი“). ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ფინანსური ინსტიტუტი წარმოადგენს
ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ისეთ იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობაა
ფინანსური მომსახურების განხორციელება, გარდა კომერციული ბანკის, დამხმარე
მომსახურებთა საწარმოსა და ამ პუნქტის „ტ.ბ.“ და „ტ.გ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი სხვა
იურიდიული პირებისა;
ტ.ბ) სადაზღვევო ორგანიზაცია, გადამზღვეველი კომპანია ან საწარმო, რომლის ძირითადი
საქმიანობაა მზღვეველი/გადამზღვეველი კომპანიების შეძენა/ფლობა („სადაზღვევო
სექტორი“);
ტ.გ) საბროკერო კომპანია („საბროკერო სექტორი“);
უ) შესაბამისი საზედამხედველო ორგანო:
უ.ა) საზედამხედველო ორგანო, რომელიც ფინანსურ კონგლომერატში შემავალი
რეგულირებული საწარმოს სექტორულ ზედამხედველობას ახორციელებს
ჯგუფის
(კონსოლიდირებულ) დონეზე;
უ.ბ) კოორდინატორი, რომელიც დანიშნულია ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად;
უ.გ) სხვა საზედამხედველო ორგანოები, რომლებიც ამ პუნქტის „უ.ა“ და „უ.ბ“
ქვეპუნქტების მიზნებისათვის მესამე სახელმწიფოში მიჩნეული იქნებიან შესაბამის
საზედამხედველო ორგანოებად;
ფ) შვილობილი საწარმო - საწარმო, რომლის მიმართ მშობელ საწარმოს ფაქტობრივად
გააჩნია კონტროლი და ასეთად მიჩნეულია საზედამხედველო ორგანოს მიერ ან როდესაც
საწარმოებს შორის სახეზეა ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ურთიერთობა ან ასეთი შვილობილი საწარმოების შვილობილი საწარმოები;
ქ) ჯგუფი:
ქ.ა) საწარმოთა ჯგუფი, რომელიც შედგება მშობელი საწარმოსგან, მისი შვილობილი
საწარმოებისაგან და სხვა საწარმოებისაგან, რომელშიც მშობელი საწარმო ან მისი
შვილობილი საწარმოები მონაწილეობენ;
ქ.ბ) საწარმოები, რომლებიც ერთობლივად ადგენენ კონსოლიდირებულ ფინანსურ
ანგარიშგებასა და კონსოლიდირებულ მმართველობის ანგარიშგებას ამ პუნქტის „ო“
ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან:
ქ.ბ.ა) ერთობლივი მართვით;
ქ.ბ.ბ) ისეთი კავშირით, როდესაც საწარმოების მმართველობითი ან სამეთვალყურეო
ორგანოების წევრთა ნახევარზე მეტი ერთი და იმავე პირებისგან შედგება ფინანსური წლის
განმავლობაში კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადების თარიღამდე;
ქ.გ) „ქ.ა“ და „ქ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სუბიექტების ქვეჯგუფი;
ღ) შიდაჯგუფური ტრანზაქციები - ის ტრანზაქციები, რომელთა შედეგად ვალდებულების
შესრულების მიზნით ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოები
ხდებიან პირდაპირ ან არაპირდაპირ დამოკიდებულნი იმავე ჯგუფში შემავალ სხვა
საწარმოზე ან რომელიმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, რომელსაც მჭიდრო კავშირები
აქვს ჯგუფში შემავალ რომელიმე საწარმოსთან. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ვალდებულებები შესაძლოა, იყოს სახელშეკრულებო ან არასახელშეკრულებო, ასევე,
სასყიდლიანი ან უსასყიდლო;
განსაზღვრული შესაბამისი
ყ) კოორდინატორი - ამ კანონის მე-10 მუხლით
საზედამხედველო
ორგანო,
რომელიც
აირჩევა
ფინანსური
კონგლომერატის
შემადგენლობაში
არსებული
რეგულირებული
საწარმოების
საზედამხედველო
ორგანოებისაგან და პასუხისმგებელია ამ კანონით გათვალისწინებული დამატებითი
ზედამხედველობის განხორციელებასა და კოორდინაციაზე;
შ) რისკის პროფილი - დროის გარკვეულ მომენტში ცალკეულ რისკის კატეგორიაში
კომერციული ბანკის მთლიანი (ნებისმიერი სახის მიტიგაციის გამოყენებამდე) ან წმინდა
რისკის პოზიციები (მიტიგაციის გათვალისწინებით), რაც, თავის მხრივ, მიმდინარე ან
მომავალზე ორიენტირებულ დაშვებებს ეფუძნება;
ჩ) საზედამხედველო კოლეჯი - მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება
ფინანსურ კონგლომერატში შემავალ საწარმოთა საზედამხედველო ორგანოებისგან.
2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული მნიშვნელობა.
მუხლი 3. ფინანსურ კონგლომერატად ცნობის კრიტერიუმები
1. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს.ბ.ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის,
ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ სექტორში საქმიანობა ძირითად საქმიანობად ითვლება,
თუ ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოების მთლიანი აქტივების
ჯამი აჭარბებს ჯგუფის მთლიანი აქტივების 40%-ს.
2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს.ა.გ“ და „ს.ბ.გ“ ქვეპუნქტების
მიზნებისათვის, ფინანსურ სექტორში შემავალი თითოეული სექტორის მიერ
განხორციელებული კონსოლიდირებული ან აგრეგირებული საქმიანობა მნიშვნელოვნად
მიიჩნევა, თუ სექტორის გასაშუალოებული მაჩვენებლებისთვის კმაყოფილდება ყველა
შემდეგი პირობა:
ა) სადაზღვევო სექტორსა და საბანკო და საბროკერო სექტორებში შემავალი საწარმოების
აქტივების ჯამი ჯგუფის მთლიან ფინანსურ სექტორებში შემავალი საწარმოების აქტივების
ჯამის 10%-ს აჭარბებს;
ბ) სადაზღვევო სექტორსა და საბანკო და საბროკერო სექტორებში შემავალი საწარმოების
კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნა ჯგუფის ფინანსურ
სექტორებში შემავალი საწარმოების კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის
მარჟის მოთხოვნის 10%-ს აჭარბებს.
3. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს.ა.გ“ და „ს.ბ.გ“ ქვეპუნქტების
მიზნებისათვის, ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოების საქმიანობა მნიშვნელოვნად
მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ ჯგუფის უმცირესი ფინანსური სექტორის მთლიანი
აქტივები გადააჭარბებს 6 მილიარდ ევროს ეკვივალენტს ლარში.
4. ფინანსურ კონგლომერატში უმცირეს ფინანსურ სექტორად მიიჩნევა სექტორი,
რომელსაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უმცირესი გასაშუალოებული
მაჩვენებლები აქვს, ხოლო უდიდესი ფინანსური სექტორი არის სექტორი უდიდესი
გასაშუალოებული მაჩვენებლით ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული
მაჩვენებლების გამოთვლისათვის საბანკო და საბროკერო სექტორების მაჩვენებლები
ერთობლივად უნდა იყოს გათვალისწინებული. ამასთან, აქტივების მმართველი
კომპანიები, უნდა მიეკუთვნოს იმ სექტორს, რომლებსაც ისინი ჯგუფის ფარგლებში
ეკუთვნიან, ხოლო თუ აღნიშნული კომპანიები არ მიეკუთვნებიან არცერთ ფინანსურ
სექტორს, ისინი უნდა მიეკუთვნონ ჯგუფის უმცირეს ფინანსურ სექტორს.
5. თუ ჯგუფი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ზღვარს ან თუ
ჯგუფი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ზღვარს, მაგრამ უმცირესი
ფინანსური სექტორის მთლიანი აქტივები არ აჭარბებს 6 მილიარდ ევროს ეკვივალენტს
ლარში, შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების საერთო შეთანხმებით, შესაძლოა,
ჯგუფი არ იქნეს მიჩნეული ფინანსურ კონგლომერატად ან/და მასზე არ გავრცელდეს ამ
კანონის მე-7 და მე-8 მუხლების მოთხოვნები, თუ შესაბამისი საზედამხედველო
ორგანოები ჩათვლიან, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს აუცილებლობას ან
შეუსაბამო/შეცდომაში შემყვანია დამატებითი ზედამხედველობის მიზნებიდან ან/და
რისკებზე
დაფუძნებული
ზედამხედველობის
პრინციპებიდან
გამომდინარე.
კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, აღნიშნული
გადაწყვეტილება უნდა გასაჯაროვდეს.
6. შესაბამისი
შეთანხმებით:
საზედამხედველო
ორგანოები
უფლებამოსილნი
არიან
საერთო
ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამორიცხონ
რომელიმე საწარმო ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ზღვრებისა
და მაჩვენებლების გამოთვლისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული საწარმო
საქართველოდან მესამე სახელმწიფოშია გადატანილი და დასტურდება, რომ საწარმოს
ადგილმდებარეობის შეცვლის მიზეზი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისგან
თავის არიდება გახდა;
ბ) დამატებითი საზედამხედველო რეჟიმის უეცარი ცვლილების უარყოფითი ეფექტის
შესამსუბუქებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, უგულებელყონ ჯგუფის
ფინანსური კონგლომერატებისათვის დადგენილ ზღვრებთან შესაბამისობა ჯგუფის
სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გათვალისწინებით;
გ) უდიდესი ფინანსური სექტორის გარდა, ნებისმიერი სხვა ფინანსური სექტორიდან
გამორიცხონ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საწარმოს მონაწილეობა, თუ აღნიშნულ
მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად
ცნობისთვის, თუმცა, საზედამხედველო ორგანოების შეფასებით, დამატებითი
ზედამხედველობის მიზნებისათვის, ერთობლივად არ არიან მნიშვნელოვანი.
7. ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება
მიიღება ფინანსური კონგლომერატის კოორდინატორის წერილობითი ინიციატივის
საფუძველზე საზედამხედველო ორგანოებს შორის მიღწეული ერთობლივი შეთანხმებით.
8. გამონაკლის შემთხვევებში, ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების
მიზნებისათვის, შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების მიერ საერთო შეთანხმების
საფუძველზე, შესაძლებელია, მთლიანი აქტივების რომელიმე ან ერთდროულად
რამდენიმე პარამეტრს დაემატოს ან ჩანაცვლებულ იქნას ისეთი კრიტერიუმით,
როგორიცაა:
ა) შემოსავლის სტრუქტურა;
ბ) არასაბალანსო საქმიანობა (ბალანსგარეშე აქტივები);
გ) სამართავად გადაცემული მთლიანი აქტივები.
9. კოორდინატორის გადაწყვეტილებით, შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან
შეთანხმებით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული
მაჩვენებლები - 40% და 10%, ასევე, უმცირეს ფინანსურ სექტორთან მიმართებით ამ
მუხლის მე-3 პუნქტით დაწესებული ქვედა ზღვარი - 6 მილიარდი ევროს ეკვივალენტი
ლარში, შესაძლოა, საზედამხედველო რეჟიმის უეცარი ცვლილების უარყოფითი ეფექტის
შესამსუბუქებლად, შეიცვალოს სამი წლის განმავლობაში, შესაბამისად, 35% და 8%-ით და
5 მილიარდი ევროს ეკვივალენტით ლარში, თუ ფინანსური კონგლომერატი უკვე
ექვემდებარება დამატებით ზედამხედველობას. აღნიშნულ პერიოდში, კოორდინატორი
უფლებამოსილია, შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით, ნებისმიერ
დროს შეცვალოს ან გააუქმოს ქვედა ზღვრების უფრო დაბალი ზღვრებით ჩანაცვლების
შესახებ გადაწყვეტილება.
10. ამ მუხლით გათვალისწინებული მთლიან აქტივებთან დაკავშირებული გამოთვლები
უნდა განხორციელდეს ჯგუფში შემავალ საწარმოთა შესაბამისი მონაცემების აგრეგაციით
მთლიანი აქტივების საფუძველზე მათი წლიური ანგარიშების მიხედვით. იმ საწარმოების
მთლიანი აქტივების გამოთვლის მიზნებისათვის, რომლებშიც სხვა საწარმოებს აქვთ
მონაწილეობა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მთლიანი აქტივების მოცულობები,
მონაწილეობის
წილის
პროპორციულად.
კონსოლიდირებული
ანგარიშგების
ხელმისაწვდომობის შემთხვევაში გამოიყენება კონსოლიდირებული ანგარიშები. ამასთან,
კაპიტალის/გადახდისუნარიანობის მოთხოვნები დათვლილი უნდა იყოს შესაბამისი
სექტორული ზედამხედველობის წესების დაცვით.
11. შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების მიერ ყოველწლიურად ხელახლა უნდა
შეფასდეს დამატებითი ზედამხედველობის გამოყენების საკითხი და ამ მუხლით
გათვალისწინებული რაოდენობრივი მაჩვენებლები, ასევე უნდა განხორციელდეს
ჯგუფებთან მიმართებაში გამოყენებული რისკზე დაფუძნებული შეფასებების გადახედვა.
მუხლი 4. ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის პროცედურა
1. ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას
კოორდინატორის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე, ერთობლივად წყვეტენ ის
საზედამხედველო ორგანოები, რომლებმაც განახორციელეს ჯგუფში შემავალი შესაბამისი
რეგულირებული
საწარმოებისთვის
შესაბამისი
საქმიანობის
განხორციელების
უფლებამოსილების მინიჭება, რა მიზნითაც აღნიშნული ორგანოები ერთმანეთთან
აქტიურად თანამშრომლობენ.
2. კოორდინატორმა ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობისა და კოორდინატორის
დანიშვნის ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესით უნდა მიაწოდოს
ჯგუფის მშობელ საწარმოს, ხოლო თუ ჯგუფს არ ჰყავს მშობელი საწარმო - ჯგუფის
უდიდესი ფინანსური სექტორის უდიდესი საბალანსო ღირებულების მქონე
რეგულირებულ საწარმოს.
მუხლი 5. რეგულირებულ საწარმოთა დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფერო
1. სექტორული ზედამხედველობის წესებისგან დამოუკიდებლად, დამატებით
ზედამხედველობას ფინანსურ კონგლომერატში შემავალი შემდეგი რეგულირებული
საწარმოები ექვემდებარებიან:
ა) რეგულირებული საწარმო, რომელიც ფინანსური კონგლომერატის სათავეშია;
ბ) რეგულირებული საწარმო, რომლის მშობელი საწარმო შერეული ფინანსური
ჰოლდინგური საწარმოა, რომელსაც სათავო ოფისი საქართველოს ტერიტორიაზე აქვს;
გ) რეგულირებული საწარმო, რომელიც სხვა ფინანსური სექტორის მონაწილესთან
დაკავშირებულია:
გ.ა) ერთობლივი მართვით;
გ.ბ) ისეთი კავშირით, როდესაც საწარმოების მმართველობითი ორგანოების წევრთა
ნახევარზე მეტი ერთი და იგივე პირია ფინანსური წლის განმავლობაში
კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადების თარიღამდე.
2. საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილნი არიან, შეაფასონ ფინანსური
კონგლომერატის შემადგენლობაში არსებული არარეგულირებული საწარმოებიდან
მომდინარე პოტენციური/არსებული რისკები და მათი გავლენა ფინანსური
კონგლომერატის რისკის პროფილზე.
3. თუ ფინანსური კონგლომერატი სხვა ფინანსური კონგლომერატის (ძირითადი
ფინანსური კონგლომერატი) ქვეჯგუფია, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი
პუნქტის მოთხოვნებს, დამატებითი საზედამხედველო მოთხოვნები გავრცელდება
მხოლოდ ძირითად ფინანსურ კონგლომერატზე.
4. ყოველი რეგულირებული საწარმო, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი
პუნქტი, შესაძლოა, დაექვემდებაროს დამატებით ზედამხედველობას ამ კანონის მე-18
მუხლის შესაბამისად, თუ ამ რეგულირებული საწარმოს მშობელი საწარმო არის ისეთი
რეგულირებული საწარმო ან შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო, რომელსაც
სათავო ოფისი მესამე სახელმწიფოში აქვს.
5. როდესაც პირები მონაწილეობენ ან აქვთ წილის ფლობიდან გამომდინარე კავშირი ერთ
ან მეტ რეგულირებულ საწარმოში ან აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა ასეთ საწარმოებზე
მონაწილეობის ან წილის ფლობიდან გამომდინარე კავშირების გარეშე (გარდა ამ მუხლის
პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), შესაბამისი
საზედამხედველო ორგანოები, საერთო შეთანხმებით იღებენ გადაწყვეტილებას,
აღნიშნულ საწარმოებზე დამატებითი ზედამხედველობის განხორციელების საკითხისა და
მისი გავრცელების სფეროს თაობაზე. ამ პუნქტით განსაზღვრული ერთი რეგულირებული
საწარმო მაინც უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) ჯგუფში/ქვეჯგუფში შემავალი საწარმოებიდან ერთი მაინც უნდა იყოს საწარმო
სადაზღვევო სექტორიდან და ერთი - საბანკო ან საბროკერო სექტორიდან;
ბ) საწარმოების კონსოლიდირებული საქმიანობა, როგორც სადაზღვევო, ისე საბანკო ან
საბროკერო სექტორში შემავალი საწარმოების შემთხვევებში, მიჩნეული უნდა იყოს
მნიშვნელოვნად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
6. ფინანსური კონგლომერატის დამატებითი ზედამხედველობა არ გულისხმობს შერეულ
ფინანსურ ჰოლდინგურ საწარმოებთან, ფინანსურ კონგლომერატში შემავალ მესამე
სახელმწიფოს რეგულირების ქვეშ არსებულ
საწარმოებთან ან არარეგულირებულ
საწარმოებთან
მიმართებით
ზედამხედველობის
ინდივიდუალურ
დონეზე
განხორციელებას.
მუხლი 6. კაპიტალის ადეკვატურობა/გადახდისუნარიანობის მარჟა
1. სექტორული ზედამხედველობის წესებისგან დამოუკიდებლად, ფინანსურ
კონგლომერატში
შემავალ
რეგულირებულ
საწარმოთა
კაპიტალის
ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის კუთხით დამატებითი ზედამხედველობა
ხორციელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 - მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების
მიზნებისათვის,
შესაძლოა,
გამოყენებულ
იქნას
კაპიტალის
ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების გამოთვლის
ერთ-ერთი შემდეგი მეთოდი:
ა) ბუღალტრული კონსოლიდაციის მეთოდი, როდესაც ჯგუფში შემავალ საწარმოთა
კაპიტალი და ჯგუფის საწარმოთა კაპიტალის მოთხოვნები გამოთვლილი უნდა იქნეს
შესაბამისი
სექტორული
ზედამხედველობის
წესების
მიხედვით
(შესაბამისი
კონსოლიდირების მიდგომით);
ბ) ჩამოწერისა და აგრეგაციის მეთოდი, როდესაც მხედველობაში მიიღება გამოშვებული
კაპიტალის პროპორცია/თანაფარდობა, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს
მშობელი საწარმო ან საწარმო, რომელიც მონაწილეობს ჯგუფის სხვა საწარმოში;
გ) კომბინაციის მეთოდი, რომელიც გულისხმობს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული მეთოდების კომბინირებულ გამოყენებას.
3. გამოთვლის მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს
კოორდინატორი საზედამხედველო ორგანოებთან კონსულტაციის საფუძველზე.
გამოთვლის
მეთოდებთან
დაკავშირებით,
საზედამხედველო
ორგანოები,
საჭიროებისამებრ, უფლებამოსილნი არიან გამოსცენ შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
ფინანსურ
კონგლომერატში
შემავალმა რეგულირებულმა
საწარმოებმა
უნდა
უზრუნველყონ
კაპიტალის
ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის
მარჟის
განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა ფინანსური კონგლომერატის დონეზე.
ამასთან, რეგულირებულ საწარმოებს უნდა გააჩნდეს კაპიტალის ადეკვატურობის
ეფექტური პოლიტიკა ფინანსური კონგლომერატის დონეზე.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას
აფასებს კოორდინატორი, რომელმაც შეფასების შედეგების საფუძველზე, შესაძლოა,
კანონმდებლობით განსაზღვრული რიგი საზედამხედველო ზომები მიიღოს.
კოორდინატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული
კაპიტალის გამოთვლა, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ განხორციელდეს
რეგულირებული საწარმოს ან შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმოს მიერ.
გამოთვლის შედეგები და აღნიშნულისათვის საჭირო შესაბამისი მონაცემები ეგზავნება
კოორდინატორს. აღნიშნული ინფორმაციის გაგზავნაზე პასუხისმგებელია ფინანსური
კონგლომერატის სათავეში არსებული რეგულირებული საწარმო ან ასეთის არარსებობის
შემთხვევაში - შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო ან ფინანსური
კონგლომერატის ის რეგულირებული საწარმო, რომელიც კოორდინატორის მიერ სხვა
შესაბამის
საზედამხედველო
ორგანოებთან
და
ფინანსურ
კონგლომერატთან
კონსულტაციის საფუძველზე იქნება განსაზღვრული.
5.
ამ
მუხლის
მე-2
პუნქტით
განსაზღვრული
კაპიტალის
ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის
მარჟის
მოთხოვნათა
გამოთვლის
მიზნებისათვის, დამატებითი ზედამხედველობის სფეროში გათვალისწინებული უნდა
იყოს ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსურ სექტორში შემავალი ყველა საწარმო,
გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა.
6. კოორდინატორი უფლებამოსილია, ფინანსურ კონგლომერატში შემავალი ზოგიერთი
საწარმო არ გაითვალისწინოს კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის
დამატებითი მოთხოვნის დათვლისას შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ საწარმო მდებარეობს მესამე სახელმწიფოში, რომელიც ქვეყნის გარეთ ინფორმაციის
გადინებასთან დაკავშირებით რიგ სამართლებრივ შეზღუდვებს ითვალისწინებს,
მიუხედავად
იმისა,
რომ
სექტორული
ზედამხედველობის
წესი
შეიძლება
ითვალისწინებდეს საზედამხედველო ორგანოს ვალდებულებას უარი უთხრას
განმცხადებელს შესაბამისი ლიცენზიის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ ფერხდება ეფექტიანი
ზედამხედველობის განხორციელება;
ბ) თუ საწარმო უმნიშვნელოა რეგულირებული საწარმოების ფინანსურ კონგლომერატში
დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისათვის. თუ რამდენიმე საწარმო ამ ქვეპუნქტის
საფუძველზე გამორიცხულნი არიან, თუმცა, მათი ერთობლივი გათვალისწინება
დათვლისთვის მნიშვნელოვანია, ისინი ერთობლივად უნდა იქნენ გათვალისწინებულნი;
გ) თუ საწარმოს გათვალისწინება შეუსაბამო ან შეცდომაში შემყვანია დამატებითი
ზედამხედველობის მიზნებისათვის ან არ არის გამართლებული რისკზე დაფუძნებული
ზედამხედველობის
პრინციპებიდან
გამომდინარე,
გადაწყვეტილებას
იღებს
კოორდინატორი შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან კონსულტაციის შედეგად,
გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.
7. თუ კოორდინატორი ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე
გამორიცხავს
რომელიმე
რეგულირებულ
საწარმოს
კაპიტალის
ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნის გამოთვლისას,
საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან, მიმართონ ფინანსური
კონგლომერატის სათავეში მყოფ საწარმოს და გამოითხოვონ შესაბამისი ინფორმაცია
საზედამხედველო ფუნქციების ეფექტური განხორციელების მიზნებისათვის.
მუხლი 7. რისკის კონცენტრაცია და შიდაჯგუფური ტრანზაქციები
1. სექტორული ზედამხედველობის წესებისგან დამოუკიდებლად, დამატებით, ფინანსურ
კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოები ექვემდებარებიან რისკის
კონცენტრაციისა და შიდაჯგუფური ტრანზაქციების დამატებით ზედამხედველობას ამ
მუხლის შესაბამისად.
2. ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოები ან შერეული
ფინანსური
ჰოლდინგური
საწამოები
ვალდებულნი
არიან,
სექტორული
ზედამხედველობის წესების შესაბამისად, სულ მცირე, ყოველწლიურად, არაუგვიანეს 31
მაისისა, კოორდინატორს წარუდგინონ მნიშვნელოვანი რისკის კონცენტრაციასთან
(რისკის პოზიციებთან) და ჯგუფის შიდა ტრანზაქციებთან დაკავშირებული ანგარიშგება
ფინანსური კონგლომერატის დონეზე, საზედამხედველო ორგანოებისთვის მისაღები
ფორმით. კოორდინატორისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელია
ფინანსური კონგლომერატის სათავეში არსებული რეგულირებული საწარმო ან თუ
ფინანსურ კონგლომერატს სათავეში არ ჰყავს რეგულირებული საწარმო - შერეული
ფინანსური ჰოლდინგური საწარმო ან ის რეგულირებული საწარმო, რომელიც
კოორდინატორის მიერ შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან და ფინანსურ
კონგლომერატთან კონსულტაციის შედეგად განისაზღვრება. მიღებულ ანგარიშგებას
რისკის კონცენტრაციასთან (რისკის პოზიციებთან) და ჯგუფის შიდა ტრანზაქციებთან
დაკავშირებით კოორდინატორი აფასებს.
3. შიდაჯგუფური ტრანზაქცია მნიშვნელოვნად მიიჩნევა, თუ მისი ოდენობა გადააჭარბებს
ფინანსური
კონგლომერატის
დონეზე
კაპიტალის
ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნათა მთლიანი ოდენობის 5%-ს.
4. ფინანსური კონგლომერატის დონეზე არსებული რისკების კონცენტრაციასთან და
ჯგუფის შიდა ტრანზაქციებთან დაკავშირებით, შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები
უფლებამოსილი არიან, განსაზღვრონ რაოდენობრივი ლიმიტები, ასევე, ხარისხობრივი
მოთხოვნები ჯგუფის შიდა ტრანზაქციებთან მიმართებით და მიიღონ სხვა აუცილებელი
საზედამხედველო ზომები.
5. ფინანსური კონგლომერატის სათავეში შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმოს
არსებობის შემთხვევაში, ფინანსური კონგლომერატის უდიდესი ფინანსური სექტორის
რისკის კონცენტრაციასთან და ჯგუფის შიდა ტრანზაქციებთან დაკავშირებით არსებული
სექტორული ზედამხედველობის წესები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მთლიან
ფინანსურ სექტორზე უნდა გავრცელდეს, მათ შორის, შერეულ ფინანსურ ჰოლდინგურ
საწარმოზე.
მუხლი 8. შიდა კონტროლის მექანიზმები და რისკების მართვის პროცესები
1. ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოები ვალდებულნი
არიან, გააჩნდეთ რისკების მართვის ადეკვატური პროცესები და შიდა კონტროლის
მექანიზმი ფინანსური კონგლომერატის დონეზე, მათ შორის, გონივრული და ეფექტური
ადმინისტრაციული და საანგარიშგებო პროცედურები.
2. რისკის მართვის პროცესები უნდა მოიცავდეს:
ა) ჯანსაღ მართვასა და მმართველობას, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ფინანსური
კონგლომერატების დონეზე არსებულ/პოტენციურ რისკებთან დაკავშირებული
სტრატეგიისა და პოლიტიკის დამტკიცებას, მათ პერიოდულ გადახედვას ფინანსური
კონგლომერატის შესაბამისი მმართველი ორგანოების მიერ;
ბ) კაპიტალის ადეკვატურობის სათანადო პოლიტიკას, რათა სათანადოდ იქნას
შეფასებული მისი ბიზნეს-სტრატეგიის გავლენა მისსავე რისკის პროფილსა და
კაპიტალის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნებზე ამ კანონის მე-6 მუხლის
შესაბამისად;
გ) ადეკვატურ პროცედურებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს რისკის მონიტორინგის
სისტემების სათანადო ინტეგრირება მათ ორგანიზაციულ სისტემაში. ამასთან,
დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში მოქცეულ საწარმოებში
აღნიშნული სისტემები იმგვარად უნდა იყოს დანერგილი, რომ რისკების შეფასება,
მონიტორინგი და კონტროლი ფინანსური კონგლომერატის დონეზე იყოს შესაძლებელი;
დ) შესაბამის პროცედურებს, საჭიროების შემთხვევაში გაჯანსაღებისა და რეზოლუციის
(რთული ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების) ადეკვატური და ეფექტური ჩარჩოს
უზრუნველსაყოფად. აღნიშნული პროცედურები რეგულარულ გადახედვასა და
განახლებას უნდა ექვემდებარებოდეს.
3. შიდა კონტროლის მექანიზმი უნდა მოიცავდეს:
ა) კაპიტალის ადეკვატურობასთან დაკავშირებული მატერიალური რისკების
იდენტიფიცირებისა და შეფასების, ამასთან, კაპიტალის/გადახდისუნარიანობისა და
რისკების ურთიერთმიმართების შეფასების ადეკვატურ მექანიზმს;
ბ) შიდაჯგუფური ტრანზაქციებისა და რისკის კონცენტრაციის იდენტიფიცირების,
შეფასების, მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტურ საანგარიშგებო და სააღრიცხვო
პროცედურებს.
4. ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების
სფეროში შემავალ საწარმოებს უნდა გააჩნდეთ ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმი
დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისათვის აუცილებელი ინფორმაციისა და
მონაცემების ეფექტური დამუშავებისთვის.
5. ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოები ვალდებულნი
არიან, საზედამხედველო ორგანოებს, მათ მიერ დადგენილი წესით რეგულარულად
მიაწოდონ საწარმოს სამართლებრივი სტრუქტურის, მართვისა და ორგანიზაციული
სტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს
ყველა რეგულირებული საწარმოს, არარეგულირებული შვილობილი საწარმოებისა და
ფილიალების შესახებ ინფორმაციას.
6. ფინანსურ კონგლომერატში შემავალმა რეგულირებულმა საწარმოებმა ყოველწლიურად,
ფინანსური კონგლომერატის დონეზე, საზედამხედველო ორგანოების მიერ დადგენილი
წესით სრულად ან შესაბამის ინფორმაციაზე მითითებით უნდა გაასაჯაროვონ ინფორმაცია
სამართლებრივი სტრუქტურის, მართვისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ.
7. ამ მუხლით გათვალისწინებულ პროცესებსა და მექანიზმს კოორდინატორი აფასებს და
შეფასების შედეგების საფუძველზე, საჭიროებისამებრ, გაატარებს კანონმდებლობით
განსაზღვრულ შესაბამის საზედამხედველო ღონისძიებებს.
მუხლი 9. სტრეს-ტესტირება
კოორდინატორი, თავის მიერ დადგენილი წესით, ფინანსური კონგლომერატის
ფარგლებში პერიოდულად ატარებს შესაბამის სტრეს-ტესტირებას. საზედამხედველო
ორგანოები აქტიურად თანამშრომლობენ კოორდინატორთან სტრეს-ტესტირების
პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით. ამასთან, ფინანსური კონგლომერატის
წევრები ვალდებული არიან, მიაწოდონ კოორდინატორს სტრეს ტესტის ჩასატარებლად
აუცილებელი ინფორმაცია. სტრეს ტესტირების ჩატარება შეიძლება განხორციელდეს
როგორც კოორდინატორის, ასევე, თავად ფინანსურ კონგლომერატში შემავალი
საწარმოების მიერ, კოორდინატორის მიერ განსაზღვრული სტრეს-სცენარის შესაბამისად.
მუხლი 10. დამატებითი ზედამხედველობის განმახორციელებელი საზედამხედველო
ორგანო (კოორდინატორი)
1. ფინანსური კონგლომერატის დამატებითი ზედამხედველობის ადეკვატურად და
ეფექტურად განხორციელების მიზნით, საზედამხედველო ორგანოთაგან ამ მუხლის
შესაბამისად განისაზღვრება დამატებითი ზედამხედველობის კოორდინაციასა და
განხორციელებაზე პასუხისმგებელი საზედამხედველო ორგანო - კოორდინატორი.
კოორდინატორის დანიშვნის თაობაზე საზედამხედველო ორგანოთა ერთობლივი
გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს საზედამხედველო ორგანოების ოფიციალურ
ვებგვერდებზე.
2.
თუ
ფინანსური
კონგლომერატის
სათავეში
რეგულირებული
საწარმოა,
კოორდინატორად ინიშნება ის საზედამხედველო ორგანო, რომელმაც შესაბამისი
სექტორული ზედამხედველობის წესების შესაბამისად აღნიშნული რეგულირებული
საწარმოს საქმიანობაზე ნებართვა/ლიცენზია გასცა ან განახორციელა აღნიშნული საწარმოს
რეგისტრაცია.
3. თუ ფინანსური კონგლომერატის სათავეში არ არის რეგულირებული საწარმო,
კოორდინატორად დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი პირობები:
ა) თუ ფინანსური კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოს მშობელი
საწარმო არის შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო, კოორდინატორად დაინიშნება
ის საზედამხედველო ორგანო, რომელმაც ასეთ რეგულირებულ საწარმოს საქმიანობაზე
ნებართვა/ლიცენზია გასცა ან განახორციელა მისი რეგისტრაცია შესაბამისი სექტორული
ზედამხედველობის წესების შესაბამისად;
ბ) თუ ფინანსურ კონგლომერატში შემავალი ერთზე მეტი საწარმო, რომლებიც საქმიანობენ
სხვადასხვა ფინანსურ სექტორში, ლიცენზირებულნი/რეგისტრირებულნი არიან
საქართველოში, სადაც შერეულ ფინანსურ ჰოლდინგურ საწარმოს აქვს სათავო ოფისი,
კოორდინატორად უნდა დაინიშნოს უდიდეს ფინანსურ სექტორში არსებული
რეგულირებული საწარმოს საზედამხედველო ორგანო;
გ) თუ ფინანსურ კონგლომერატს არ ჰყავს ჯგუფის დონეზე მშობელი საწარმო გარდა ამ
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ყველა სხვა შემთხვევაში,
კოორდინატორად დაინიშნება უდიდესი ფინანსური სექტორის უდიდესი საბალანსო
ღირებულების მქონე რეგულირებული საწარმოს ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ან
რეგისტრაციის განმახორციელებელი საზედამხედველო ორგანო.
4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საზედამხედველო ორგანოებმა, საერთო შეთანხმებით,
შესაძლოა, უარი თქვან ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ რომელიმე
კრიტერიუმზე, თუ მისი გამოყენება არარელევანტურია ფინანსური კონგლომერატის
სტრუქტურის გათვალისწინებით და კოორდინატორად დანიშნონ სხვა საზედამხედველო
ორგანო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, საზედამხედველო ორგანოები ამ
საკითხის შესახებ შეატყობინებენ ფინანსურ კონგლომერატს, რომელსაც უნდა მიეცეს
სარეკომენდაციო
ხასიათის
მოსაზრების
გამოთქმის
შესაძლებლობა
მისაღებ
გადაწყვეტილებასთან მიმართებით.
მუხლი 11. კოორდინატორის ამოცანები
1.
დამატებით
ზედამხედველობის
ფარგლებში,
კოორდინატორის
მიერ
განსახორციელებელი ამოცანებია:
ა) ფინანსურ კონგლომერატში შემავალ საწარმოთა ჩვეულებრივი საქმიანობის ციკლისა და
კრიზისული სიტუაციების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება/შეგროვების
პროცესის კოორდინაცია და მიწოდება საზედამხედველო ორგანოებისათვის. აღნიშნულში
მოიაზრება სხვა ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც
მნიშვნელოვანია ეფექტური საზედამხედველო პროცესის წარმართვისათვის;
ბ) ფინანსური კონგლომერატის ფინანსური მდგომარეობის მიმოხილვა და შეფასება;
გ) ფინანსური კონგლომერატის ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლების მოთხოვნებთან
შესაბამისობის შეფასება;
დ) ფინანსური კონგლომერატის სტრუქტურის, ორგანიზაციული მოწყობისა და შიდა
კონტროლის სისტემის შეფასება ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად;
ე) საზედამხედველო ქმედებების დაგეგმვა და კოორდინაცია როგორც ჩვეულებრივი
საქმიანობის ციკლის, აგრეთვე, კრიზისული სიტუაციების პერიოდებისთვის შესაბამის
საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობით;
ვ) ამ კანონიდან და დამატებითი ზედამხედველობის მიზნებიდან გამომდინარე სხვა
გადაწყვეტილებების მიღება.
2. დამატებითი ზედამხედველობის ეფექტურად განხორციელებისა და ხელშეწყობის
მიზნით, კოორდინატორმა და შესაბამისმა საზედამხედველო ორგანოებმა უნდა
განსაზღვრონ შესაბამისი საკოორდინაციო ზომები. აღნიშნული საკოორდინაციო ზომები
შესაძლოა, განსაზღვრავდეს კოორდინატორისათვის დამატებით ამოცანებსა და
საზედამხედველო ორგანოებს შორის გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს ამ
კანონის მე-3 და მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-6 მუხლის, მე-12 მუხლის
მე-3 პუნქტის, მე-16 და მე-17 მუხლების გათვალისწინებით.
3. კოორდინატორი უფლებამოსილია, დამატებითი ზედამხედველობის პროცესში საჭირო
ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) გამოითხოვოს იმ საზედამხედველო
ორგანოსგან, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სექტორული ზედამხედველობის წესების
შესაბამისად ფლობს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფორმაციის მიწოდების
პროცესის გაჭიანურება და პროცედურათა დუბლირება.
4. კოორდინატორის მიერ დამატებით საზედამხედველო ფუნქციათა განხორციელება არ
უნდა აფერხებდეს საზედამხედველო ორგანოების მიერ სექტორული საზედამხედველო
ფუნქციების განხორციელებას.
5. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
კონფიდენციალურობის დაცვით, შესაძლოა, ამ კანონით გათვალისწინებული
თანამშრომლობა და კოორდინაცია მესამე სახელმწიფოთა საზედამხედველო ორგანოებს
შორის, განხორციელდეს საზედამხედველო კოლეჯების მეშვეობით.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კოორდინაციის მიზნით საზედამხედველო
ორგანოებს (მათ შორის, მესამე სახელმწიფოს საზედამხედველო ორგანოებს) შორის
შესაძლოა, გაფორმდეს წერილობითი შეთანხმებები, მათ შორის, მემორანდუმები,
რომლებშიც დეტალურად იქნება განსაზღვრული საზედამხედველო ორგანოებს შორის
საკოორდინაციო და პროცედურული საკითხები. ამასთან, კოორდინატორი, როგორც
საზედამხედველო
კოლეჯის
საზედამხედველო ორგანოებს.
თავმჯდომარე,
განსაზღვრავს
კოლეჯის
წევრ
მუხლი 12. საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა
1. ფინანსურ კონგლომერატში რეგულირებულ საწარმოთა ზედამხედველობაზე
პასუხისმგებელი საზედამხედველო ორგანოები და ფინანსური კონგლომერატის
კოორდინატორი
მჭიდროდ
თანამშრომელობენ
ერთმანეთთან.
სექტორული
ზედამხედველობის წესების დაურღვევლად, აღნიშნული ორგანოები, ვალდებულნი არიან
მიაწოდონ სხვა ორგანოებს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია (მათ შორის,
კონფიდენციალური), რაც აუცილებელია ან დაკავშირებულია როგორც სექტორული
ზედამხედველობის წესებით განსაზღვრული ფუნქციების, ასევე, ამ კანონით
გათვალისწინებული ფუნქციების ეფექტურად განხორციელებასთან. საზედამხედველო
ორგანოები და კოორდინატორი ერთმანეთს მოთხოვნის შესაბამისად აწვდიან ყველა
შესაბამის მოთხოვნილ ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურს) და, ამასთან,
საკუთარი ინიციატივით - ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას. აღნიშნული
თანამშრომლობა გულისხმობს ინფორმაციის შეგროვებასა და გაცვლას, სულ მცირე,
შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) ჯგუფის სამართლებრივი სტრუქტურისა და მართვის, ასევე, ორგანიზაციული
სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია, რაც, მათ შორის, მოიცავს რეგულირებული
საწარმოების, არარეგულირებული შვილობილი საწარმოებისა და იმ ფილიალების შესახებ
ინფორმაციას, რომლებიც მიეკუთვნებიან ფინანსურ კონგლომერატს. ასევე, საბოლოო
მშობელი საწარმოს დონეზე მნიშვნელოვანი წილის მფლობელებისა და ჯგუფში შემავალ
რეგულირებულ საწარმოთა საზედამხედველო ორგანოების შესახებ ინფორმაცია;
ბ) ფინანსური კონგლომერატის სტრატეგიული პოლიტიკა;
გ) ფინანსური კონგლომერატის ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, კაპიტალის
ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის, შიდაჯგუფური ტრანზაქციების, რისკის
კონცენტრაციისა და მომგებიანობის ჭრილში;
დ) ფინანსური კონგლომერატის მნიშვნელოვანი წილის მფლობელების და მმართველობის
შესახებ;
ე) ფინანსური კონგლომერატის დონეზე ორგანიზაციული მოწყობა, რისკების მართვა და
შიდა კონტროლის სისტემები;
ვ) ფინანსურ კონგლომერატში შემავალ საწარმოთაგან ინფორმაციის მოპოვების
პროცედურები და აღნიშნული ინფორმაციის სისწორის დადასტურება (ვერიფიკაცია);
ზ) ფინანსურ კონგლომერატში შემავალ რეგულირებულ და სხვა საწარმოთა უარყოფითი
ცვლილებები, რომელთაც არსებითი გავლენის მოხდენა შეუძლია რეგულირებულ
საწარმოებზე;
თ) საზედამხედველო ორგანოთა სექტორული ზედამხედველობის წესების ან ამ კანონის
დარღვევისთვის დაწესებული მნიშვნელოვანი სანქციები და სხვა საგამონაკლისო
საზედამხედველო ზომები.
2.
სექტორული
ზედამხედველობის
წესებით
განსაზღვრული
შესაბამისი
საზედამხედველო უფლებამოსილებათა შეზღუდვის გარეშე, საზედამხედველო
ორგანოები გადაწყვეტილების მიღებამდე, ერთმანეთთან გადიან კონსულტაციას თუ
აღნიშნული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია სხვა საზედამხედველო ორგანოს
საზედამხედველო ფუნქციათა შესრულებისთვის, მათ შორის შემდეგ საკითხებთან
დაკავშირებით:
ა) ფინანსურ კონგლომერატში შემავალ რეგულირებულ საწარმოთა მფლობელობის,
ორგანიზაციულ ან/და მმართველობით სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებები,
რაც მოითხოვს საზედამხედველო ორგანოთა თანხმობას ან ნებართვის/ლიცენზიის
გაცემას;
ბ) საზედამხედველო ორგანოების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი სანქციები და სხვა
საგამონაკლისო საზედამხედველო ზომები.
3. გადაუდებელ შემთხვევებში, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია,
კონსულტაციის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება, თუ დაყოვნებამ შესაძლოა, საფრთხე
შეუქმნას გადაწყვეტილებათა ეფექტურობას ან/და დამატებითი ზედამხედველობის
მიზნებს. საზედამხედველო ორგანო ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს სხვა
საზედამხედველო ორგანოებს.
4. კოორდინატორი უფლებამოსილია, ითანამშრომლოს იმ მესამე სახელმწიფოს
საზედამხედველო ორგანოსთან, სადაც ფინანსური კონგლომერატის მშობელ საწარმოს
აქვს სათავო ოფისი, თუმცა, ეს საზედამხედველო ორგანო არ წარმოადგენს დამატებითი
ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს. აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს
ასევე აღნიშნული საზედამხედველო ორგანოს მიერ მშობელი საწარმოსგან ისეთი
ინფორმაციის გამოთხოვას, რაც შესაძლოა, საჭირო იყოს ამ კანონის მე-11 მუხლით
გათვალისწინებული ამოცანების განსახორციელებლად და გადასცეს აღნიშნული
ინფორმაცია კოორდინატორს.
5. თუ რომელიმე საზედამხედველო ორგანოს ამ კანონის მე-14 მუხლით
გათვალისწინებული ინფორმაცია უკვე მიეწოდა სექტორული ზედამხედველობის წესების
შესაბამისად, მეორე საზედამხედველო ორგანო, რომელიც ახორციელებს დამატებით
ზედამხედველობას, უფლებამოსილია, გამოითხოვოს აღნიშნული ინფორმაცია შესაბამისი
საზედამხედველო ორგანოსგან.
6. ფინანსურ კონგლომერატში შემავალ ნებისმიერ არარეგულირებად საწარმოსთან
დაკავშირებული ინფორმაციის ფლობა ან შეგროვება არ გულისხმობს საზედამხედველო
ორგანოთა მხრიდან, აღნიშნულ საწარმოთა მიმართ ინდივიდუალურ დონეზე
ზედამხედველობის განხორციელებას. ამასთან, ინფორმაცია, რომელიც მიღებულია
დამატებითი ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, კერძოდ, საზედამხედველო
ორგანოებსა და საზედამხედველო ორგანოსა და სხვა ორგანოებს შორის, უნდა
დაექვემდებაროს სექტორული ზედამხედველობის წესებს პროფესიული საიდუმლოებისა
და კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ.
მუხლი 13. შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმოს მმართველი ორგანოები
შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმოს მმართველობითი ფუნქციების
განმახორციელებელ პირებს, რომლებიც უშუალოდ წარმართავენ საწარმოს საქმიანობას
უნდა გააჩნდეთ კარგი რეპუტაცია და დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის
საკმარისი გამოცდილება.
მუხლი 14. ინფორმაციაზე წვდომა
დამატებითი ზედამხედველობის ეფექტურად განსახორციელებლად საზედამხედველო
ორგანოები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის,
კონფიდენციალური ინფორმაცია) ფინანსურ კონგლომერატში შემავალი საწარმოებისგან,
მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეგულირებული საწარმოები.
მუხლი 15. ინფორმაციის სისწორის დადასტურება (ვერიფიკაცია)
1. საზედამხედველო ორგანომ შესაძლოა, მოითხოვოს ინფორმაციის სისწორის
დადასტურება (ვერიფიკაცია) ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელი მესამე
სახელმწიფოს საზედამხედველო ორგანოსგან ფინანსურ კონგლომერატში შემავალი
საწარმოს შესახებ (როგორც რეგულირებული, ისე არარეგულირებული). ის
საზედამხედველო ორგანო, რომელსაც მეორე საზედამხედველო ორგანო მიმართავს
ინფორმაციის სისწორის დადასტურების (ვერიფიკაციის) მიზნით, ვალდებულია, თავად
დაადასტუროს ინფორმაციის სისწორე ან ამ მიზნით მიმართოს აუდიტორს/ექსპერტს ან
დადასტურების (ვერიფიკაციის) მომთხოვნ საზედამხედველო ორგანოს მისცეს
შესაძლებლობა, თვითონ განახორციელოს ინფორმაციის სისწორის შემოწმება.
2. საზედამხედველო ორგანო, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
მოითხოვს ინფორმაციის სისწორის დადასტურებას (ვერიფიკაციას), უფლებამოსილია,
მოითხოვოს ინფორმაციის სისწორის დადასტურების (ვერიფიკაციის) პროცესში ჩართვა.
მუხლი 16. საზედამხედველო ღონისძიებები და სანქცირება
1. ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოს მიერ ამ კანონით
განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ
მოთხოვნების შესრულების მიუხედავად, საწარმოს კაპიტალის პოზიციას საფრთხე
ემუქრება ან შიდაჯგუფური ტრანზაქციები და რისკის კონცენტრაცია საფრთხეს უქმნის
რეგულირებულ საწარმოთა ფინანსურ პოზიციას, საზედამხედველო ორგანომ შესაძლოა,
დამოუკიდებლად ან კოორდინატორის მოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მიიღოს
ერთი ან რამდენიმე სექტორული ზედამხედველობის წესებით გათვალისწინებული
საზედამხედველო ზომა, ასევე, რეგულირებული საწარმოს მიმართ გამოიყენოს
სექტორული ზედამხედველობის წესებით გათვალისწინებული სანქცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კოორდინატორი
თითოეულ საზედამხედველო ორგანოს შეატყობინებს მოკვლევის შედეგებს, რის
საფუძველზეც საზედამხედველო ორგანო სექტორული ზედამხედველობის წესების
შესაბამისად გამოიყენებს ერთ ან რამდენიმე საზედამხედველო ზომას, ასევე, სანქციას
მისი რეგულირების სფეროში მოქცეული საწარმოს მიმართ.
3. საზედამხედველო ორგანოებმა, მათ შორის კოორდინატორმა, საჭიროებისამებრ, უნდა
უზრუნველყონ საზედამხედველო ქმედებების კოორდინაცია.
მუხლი 17. საზედამხედველო ორგანოების დამატებითი უფლებამოსილება
1. ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების მიერ კანონის
მოთხოვნებისათვის გვერდის ავლის გამორიცხვის ან აღკვეთის მიზნით საზედამხედველო
ორგანოებს უფლება აქვთ სექტორული კანონმდებლობის შესაბამისად მიიღონ ნებისმიერი
საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია.
2. საზედამხედველო ორგანოებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ ადეკვატური და
ეფექტური საზედამხედველო ზომის მიღების/სანქციის დაკისრებისას.
მუხლი 18. მშობელი საწარმო მესამე სახელმწიფოში
1. სექტორული ზედამხედველობის წესების დაურღვევლად, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4
პუნქტის შესრულების მიზნით, საზედამხედველო ორგანომ უნდა შეამოწმოს, არიან თუ
არა ის რეგულირებული საწარმოები, რომელთა მშობელ საწარმოებსაც სათავო ოფისი
მესამე სახელმწიფოში აქვთ, დამატებითი ზედამხედველობის ეკვივალენტურ
ზედამხედველობას დაქვემდებარებულნი მესამე სახელმწიფოს საზედამხედველო
ორგანოს მხრიდან (ეკვივალენტური ზედამხედველობა) ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი
პუნქტის ანალოგიურად. აღნიშნული იმ საზედამხედველო ორგანომ უნდა შეაფასოს,
რომელიც ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე ფინანსური
კონგლომერატის
კოორდინატორი
იქნებოდა,
აღნიშნული
ჯგუფი
ფინანსურ
კონგლომერატად რომ ყოფილიყო ცნობილი. შესაბამისი ინფორმაციის სისწორის
დადასტურების (ვერიფიკაციის) ინიციატორი შესაძლოა იყოს მშობელი საწარმო,
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი ნებისმიერი რეგულირებული საწარმო ან უშუალოდ
აღნიშნული საზედამხედველო ორგანო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა საზედამხედველო ორგანომ აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია უნდა გაიაროს დანარჩენ საზედამხედველო
ორგანოებთან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკვივალენტური დამატებითი
ზედამხედველობის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, ანალოგიის პრინციპით,
რეგულირებულ საწარმოთა მიმართ დამატებითი ზედამხედველობა განხორციელდეს ან
გამოყენებულ იქნას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. საჭიროების შემთხვევაში, საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილნი არიან,
გამოიყენონ სხვა, ამ კანონისაგან განსხვავებული, სექტორული საზედამხედველო წესებით
გათვალისწინებული ღონისძიებები დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისათვის.
თითოეული საზედამხედველო ღონისძიების გამოყენება შეთანხმებული უნდა იყოს
კოორდინატორთან, რომელიც, თავის მხრივ, გაივლის კონსულტაციას სხვა
საზედამხედველო ორგანოებთან.
საზედამხედველო ორგანოები მუდმივად უნდა
უზრუნველყოფდნენ
აღნიშნული
მეთოდების
შესაბამისობას
დამატებითი
ზედამხედველობის მიზნებთან და მათ შესახებ ინფორმაციის მუდმივად მიწოდებას სხვა
საზედამხედველო ორგანოებისათვის.
მუხლი 19. გარდამავალი დებულება
საზედამხედველო ორგანომ 2024 წლის 1 ივნისამდე
გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა.
უზრუნველყოს ამ კანონით
მუხლი 20. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი
ზედამხედველობის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური
ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“
შეთანხმების (შემდგომში – ასოცირების შეთანხმება) თანახმად, საქართველოს აღებული
აქვს
ვალდებულება
თავისი
კანონმდებლობა
დაუახლოვოს
ევროკავშირის
კანონმდებლობას. ასოცირების შეთანხმების მე-7 თავის 323-ე მუხლის მიხედვით,
საქართველომ უნდა მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ასოცირების
შეთანხმების XV-A დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან,
კერძოდ 2002 წლის 16 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/87/EC
დირექტივასთან ფინანსურ კონგლომერატში საკრედიტო ინსტიტუტების, სადაზღვევო
კომპანიებისა და საინვესტიციო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ.
კანონპროექტის შემუშავება მიზნად ისახავს სწორედ ასოცირების შეთანხმებით
ნაკისრი ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს და საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს –
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახურს ენიჭება ახალი უფლებამოსილება, კერძოდ, დამატებითი ზედამხედველობის
განხორციელების უფლება ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული
სუბიექტების მიმართ, მათი შესაბამისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს კანონმდებლობაში აისახება
ფინანსური
კონგლომერატის
დეფინიცია
და
აღნიშნულთან
დაკავშირებით
ჩამოყალიბდება საზედამხედველო ჩარჩო. კერძოდ, შესაბამის საზედამხედველო
ორგანოებს
მიენიჭება
ფინანსური
კონგლომერატის
დონეზე
დამატებითი
ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით დამატებითი ზედამხედველობის უფლებამოსილება
ენიჭება შესაბამის საზედამხედველო ორგანოებს. აღნიშნულის განხორციელება მოხდება
იმ სექტორული საზედამხედველო წესების პარალელურად, რომლის უფლებამოსილებაც
არსებობს დღეის მდგომარეობით შესაბამისი დაწესებულებების დონეზე.
კანონპროექტი ადგენს ფინანსური კონგლომერატის დეფინიციას და ამასთან, გაწერს
რამდენიმე ტერმინს, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დირექტივის
მსგავსად არ არის მოწესრიგებული. მათ შორის, კანონპროექტი აყალიბებს
კოორდინატორის დეფინიციას, მისი არჩევის პროცედურებს და უფლებამოსილებებს.
კერძოდ:
ფინანსური კონგლომერატის დამატებითი ზედამხედველობის ადეკვატურად და
ეფექტურად განხორციელების მიზნით საზედამხედველო ორგანოთაგან განისაზღვრება
დამატებითი ზედამხედველობის კოორდინაციასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი
საზედამხედველო ორგანო - კოორდინატორი. კოორდინატორის დანიშვნის თაობაზე
საზედამხედველო ორგანოთა ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს
საზედამხედველო ორგანოების ოფიციალურ ვებგვერდებზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ
ფინანსური კონგლომერატის სათავეში რეგულირებული საწარმოა, კოორდინატორად
ინიშნება ის საზედამხედველო ორგანო, რომელმაც შესაბამისი სექტორული
ზედამხედველობის წესების შესაბამისად აღნიშნული რეგულირებული საწარმოს
საქმიანობაზე ნებართვა/ლიცენზია გასცა ან განახორციელა აღნიშნული საწარმოს
რეგისტრაცია.
ხაზგასასმელია, რომ თუ ფინანსური კონგლომერატის სათავეში არ არის
რეგულირებული საწარმო, კანონპროექტით გათვალისწინებულია კოორდინატორის
დანიშვნისათვის შემდეგი პირობები:
ა) თუ ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოს მშობელი
საწარმო არის შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო, კოორდინატორად დაინიშნება
ის საზედამხედველო ორგანო, რომელმაც ასეთ რეგულირებულ საწარმოს საქმიანობაზე
ნებართვა/ლიცენზია გასცა ან განახორციელა მისი რეგისტრაცია შესაბამისი სექტორული
ზედამხედველობის წესების შესაბამისად;
ბ) თუ ფინანსურ კონგლომერატში შემავალი ერთზე მეტი საწარმო, რომლებიც
საქმიანობენ სხვადასხვა ფინანსურ სექტორში, ლიცენზირებულნი/რეგისტრირებულნი
არიან საქართველოში, სადაც შერეულ ფინანსურ ჰოლდინგურ საწარმოს აქვს სათავო
ოფისი, კოორდინატორად უნდა დაინიშნოს უდიდეს ფინანსურ სექტორში არსებული
რეგულირებული საწარმოს საზედამხედველო ორგანო;
გ) თუ ფინანსურ კონგლომერატს არ ჰყავს ჯგუფის დონეზე მშობელი საწარმო გარდა
კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, ყველა სხვა შემთხვევაში, კოორდინატორად
დაინიშნება უდიდესი ფინანსური სექტორის უდიდესი საბალანსო ღირებულების მქონე
რეგულირებული საწარმოს ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ან რეგისტრაციის
განმახორციელებელი საზედამხედველო ორგანო.
განსაკუთრებულ
შემთხვევებში,
საზედამხედველო
ორგანოებმა,
საერთო
შეთანხმებით, შესაძლოა, უარი თქვან რომელიმე კრიტერიუმზე, თუ მისი გამოყენება
არარელევანტურია ფინანსური კონგლომერატის სტრუქტურის გათვალისწინებით და
კოორდინატორად
დანიშნონ
სხვა
საზედამხედველო
ორგანო.
აღნიშნული
გადაწყვეტილების მიღებამდე, საზედამხედველო ორგანოები ამ საკითხის შესახებ
შეატყობინებენ ფინანსურ კონგლომერატს, რომელსაც უნდა მიეცეს სარეკომენდაციო
ხასიათის მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა წინამდებარე გადაწყვეტილებასთან
მიმართებით.
რაც შეეხება კოორდინატორის ამოცანებს, კანონპროექტის მიხედვით დამატებითი
ზედამხედველობის ფარგლებში, კოორდინატორის მიერ განსახორციელებელი ამოცანები
მოიცავს შემდეგს:
ა) ფინანსურ კონგლომერატში შემავალ საწარმოთა ჩვეულებრივი საქმიანობის
ციკლისა
და
კრიზისული
სიტუაციების
შესახებ
შესაბამისი
ინფორმაციის
შეგროვება/შეგროვების პროცესის კოორდინაცია და მიწოდება საზედამხედველო
ორგანოებისათვის. აღნიშნულში მოიაზრება სხვა ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის,
კონფიდენციალური), რომელიც მნიშვნელოვანია ეფექტური საზედამხედველო პროცესის
წარმართვისათვის;
ბ) ფინანსური კონგლომერატის ფინანსური მდგომარეობის მიმოხილვა და შეფასება;
გ) ფინანსური კონგლომერატის კანონის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობის
შეფასება;
დ) ფინანსური კონგლომერატის სტრუქტურის, ორგანიზაციული მოწყობისა და შიდა
კონტროლის სისტემის შეფასება ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად;
ე) საზედამხედველო ქმედებების დაგეგმვა და კოორდინაცია როგორც ჩვეულებრივი
საქმიანობის ციკლის, აგრეთვე, კრიზისული სიტუაციების პერიოდებისთვის შესაბამის
საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობით;
ვ) კანონიდან და დამატებითი ზედამხედველობის მიზნებიდან გამომდინარე სხვა
ამოცანები, ზომები და გადაწყვეტილებები.
დამატებითი ზედამხედველობის ეფექტურად განხორციელებისა და ხელშეწყობის
მიზნით, კოორდინატორმა და შესაბამისმა საზედამხედველო ორგანოებმა უნდა
განსაზღვრონ შესაბამისი საკოორდინაციო ზომები. აღნიშნული საკოორდინაციო ზომები
ასევე გაწერილია კანონპროქტის ფარგლებში.
კოორდინატორი უფლებამოსილია, დამატებითი ზედამხედველობის პროცესში
საჭირო
ინფორმაცია
(მათ
შორის,
კონფიდენციალური)
გამოითხოვოს
იმ
საზედამხედველო ორგანოსგან, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სექტორული
ზედამხედველობის წესების შესაბამისად ფლობს, რათა თავიდან იქნეს აცილებული
ინფორმაციის მიწოდების პროცესის გაჭიანურება და პროცედურათა დუბლირება.
კოორდინატორის მიერ დამატებითი საზედამხედველო ფუნქციათა განხორციელება
არ უნდა აფერხებდეს საზედამხედველო ორგანოების მიერ სექტორული საზედამხედველო
ფუნქციების განხორციელებას.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
კონფიდენციალურობის დაცვით, შესაძლოა, ამ კანონით გათვალისწინებული
თანამშრომლობა და კოორდინაცია მესამე სახელმწიფოთა საზედამხედველო ორგანოებს
შორის, განხორციელდეს საზედამხედველო კოლეჯების მეშვეობით.
კოორდინაციის მიზნით საზედამხედველო ორგანოებს (მათ შორის, მესამე
სახელმწიფოს საზედამხედველო ორგანოებთან) შორის შესაძლოა, გაფორმდეს
წერილობითი შეთანხმებები, მათ შორის, მემორანდუმები, რომლებშიც დეტალურად
იქნება განსაზღვრული საზედამხედველო ორგანოებს შორის საკოორდინაციო და
პროცედურული საკითხები. ამასთან, კოორდინატორი, როგორც საზედამხედველო
კოლეჯის თავმჯდომარე, განსაზღვრავს კოლეჯის წევრ საზედამხედველო ორგანოებს.
ფინანსური კონგლომერატის ცნების დონეზე მოწესრიგების პარალელურად,
დირექტივის შესაბამისად, კანონპროექტი ადგენს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომელიც
სავალდებულოდ გასათვალისწინებელია შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ
მსგავსი სუბიექტის იდენტიფიცირებისას.
სექტორული ზედამხედველობის წესებისგან დამოუკიდებლად, დამატებით
ზედამხედველობას ფინანსურ სექტორში შემავალი შემდეგი რეგულირებული საწარმოები
ექვემდებარებიან:
ა) რეგულირებული საწარმო, რომელიც ფინანსური კონგლომერატის სათავეშია;
ბ) რეგულირებული საწარმო, რომლის მშობელი საწარმო შერეული ფინანსური
ჰოლდინგური საწარმოა, რომელსაც სათავო ოფისი საქართველოს ტერიტორიაზე აქვს;
გ) რეგულირებული საწარმო, რომელიც სხვა ფინანსური სექტორის მონაწილესთან
დაკავშირებულია:
გ.ა) ერთობლივი მართვით; ან
გ.ბ) ისეთი კავშირით, როდესაც საწარმოების მმართველობითი ორგანოების წევრთა
ნახევარზე მეტი ერთი და იგივე პირია ფინანსური წლის განმავლობაში
კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადების თარიღამდე.
საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილნი არიან, შეაფასონ ფინანსური
კონგლომერატის შემადგენლობაში არსებული არარეგულირებული საწარმოებიდან
მომდინარე პოტენციური/არსებული რისკები და მათი გავლენა ფინანსური
კონგლომერატის რისკის პროფილზე.
აღსანიშნავია, რომ რეგულირებული საწარმო, რომელზეც არ ვრცელდება
კანონპროქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, შესაძლოა, დაექვემდებაროს დამატებით
ზედამხედველობას ამ კანონპროექტის მე-18 მუხლის შესაბამისად, თუ ამ რეგულირებული
საწარმოს მშობელი საწარმო არის ისეთი რეგულირებული საწარმო ან შერეული
ფინანსური ჰოლდინგური საწარმო, რომელსაც სათავო ოფისი მესამე სახელმწიფოში აქვს.
აღსანიშნავია,
რომ
კანონპროექტი
დეფინიციის
და
კრიტერიუმების
გათვალისწინებით, ადგენს ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის შესახებ
პროცედურასაც.
აღნიშნულის
მიხედვით,
გადაწყვეტილებას
კოორდინატორის
წერილობითი ინიციატივის საფუძველზე, ერთობლივად წყვეტენ ის საზედამხედველო
ორგანოები, რომლებმაც განახორციელეს ჯგუფში შემავალი შესაბამისი რეგულირებული
საწარმოებისთვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება.
ამ
მიზნის
მისაღწევად
აღნიშნული
ორგანოები
ერთმანეთთან
აქტიურად
თანამშრომლობენ.
ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის შესახებ კოორდინატორმა ჯგუფის
ფინანსურ კონგლომერატად მიჩნევისა და კოორდინატორის დანიშვნის ფაქტის შესახებ
ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესით უნდა მიაწოდოს ჯგუფის მშობელ საწარმოს,
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფს არ ჰყავს მშობელი საწარმო - ჯგუფის უდიდესი
ფინანსური სექტორის უდიდესი საბალანსო ღირებულების მქონე რეგულირებულ
საწარმოს.
კანონპროექტით გათვალისწინებული ფუნქციების და მიზნების შესრულებისათვის
გაწერილია ინფორმაციის გაცვლის, მათი მიღების და გამოყენების სტანდარტები.
აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ ფინანსურ კონგლომერატში
შემავალი საწარმოები, მიუხედავად იმისა არიან თუ არა რეგულირებული საწარმოები,
უნდა უზრუნველყოფდნენ საზედამხედველო ორგანოების პირდაპირ თუ არაპირდაპირ
წვდომას ნებისმიერ ინფორმაციასთან (მათ შორის კონფიდენციალური), რაც საჭიროა
დამატებითი ზედამხედველობის ეფექტურად განსახორციელებლად.
გარდა ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფისა, კანონპროექტი ასევე გაწერს
ინფორმაციის
სისწორის
დადასტურების
(ვერიფიკაციის)
ფარგლებს.
კერძოდ,საზედამხედველო ორგანომ შესაძლოა, მოითხოვოს ინფორმაციის სისწორის
დადასტურება (ვერიფიკაცია) ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელი მესამე
სახელმწიფოს საზედამხედველო ორგანოსგან ფინანსურ კონგლომერატში შემავალი
საწარმოს შესახებ (როგორც რეგულირებული, ისე არარეგულირებული). ის
საზედამხედველო ორგანო, რომელსაც მეორე საზედამხედველო ორგანო მიმართავს
ინფორმაციის სისწორის დადასტურების (ვერიფიკაციის) მიზნით, ვალდებულია, თავად
დაადასტუროს ინფორმაციის სისწორე ან ამ მიზნით მიმართოს აუდიტორს/ექსპერტს ან
ვერიფიკაციის მომთხოვნ საზედამხედველო ორგანოს მისცეს შესაძლებლობა, თვითონ
განახორციელოს ინფორმაციის სისწორის შემოწმება.
საზედამხედველო ორგანო, რომელიც მოითხოვს ინფორმაციის სისწორის
დადასტურებას (ვერიფიკაციას), უფლებამოსილია, მოითხოვოს ინფორმაციის სისწორის
დადასტურების (ვერიფიკაციის) პროცესში ჩართვა.
კანონპროექტის მიზნების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი
მექანიზმების თუ ზომების შესახებ პროცედურა გაწერილია კანონპროექტის მე-16 მუხლში,
რომლის თანახმადაც ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოს
მიერ ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან იმ
შემთხვევაში, თუ მოთხოვნების შესრულების მიუხედავად, საწარმოს კაპიტალის
პოზიციას საფრთხე ემუქრება ან შიდაჯგუფური ტრანზაქციები და რისკის კონცენტრაცია
საფრთხეს უქმნის რეგულირებულ საწარმოთა ფინანსურ პოზიციას, საზედამხედველო
ორგანომ შესაძლოა, დამოუკიდებლად ან კოორდინატორის მოკვლევის შედეგებზე
დაყრდნობით, მიიღოს საზედამხედველო ზომები, მათ შორის, რეგულირებული საწარმოს
მიმართ გამოიყენოს სექტორული ზედამხედველობის წესების გათვალისწინებული ერთი
ან რამდენიმე სანქცია.
აღნიშნულის დროს კოორდინატორი თითოეულ საზედამხედველო ორგანოს
შეატყობინებს მოკვლევის შედეგებს, რის საფუძველზეც საზედამხედველო ორგანო
სექტორული ზედამხედველობის წესების შესაბამისად გამოიყენებს ერთ ან რამდენიმე
სანქციას მისი რეგულირების სფეროში მოქცეული საწარმოს მიმართ.
ხაზგასასმელია, რომ საზედამხედველო ორგანოებმა, მათ შორის კოორდინატორმა,
საჭიროებისამებრ, უნდა უზრუნველყონ საზედამხედველო ქმედებების კოორდინაცია.
კანონპროექტი დამატებით უთითებს ფინანსურ კონგლომერატში შემავალი
რეგულირებული საწარმოების მიერ კანონის მოთხოვნათაგან გვერდის ავლის
შემთხვევებზეც და გამორიცხვის ან აღკვეთის მიზნით საზედამხედველო ორგანოებს
უდგენს უფლებამოსილებას კანონმდებლობის შესაბამისად მიიღონ ნებისმიერი
საზედამხედველო ზომა.
კანონპროექტით ასევე მნიშვნელოვანი რეგულირებაა გათვალისწინებული მესამე
სახელმწიფოს საკითხის მიმართ. კერძოდ, მე-18 მუხლის თანახმად:
სექტორული ზედამხედველობის წესების დაურღვევლად, კანონის მოთხოვნების
გათვალისწინებით, საზედამხედველო ორგანომ უნდა შეამოწმოს, არიან თუ არა ის
რეგულირებული საწარმოები, რომელთა მშობელ საწარმოებსაც სათავო ოფისი მესამე
სახელმწიფოში
აქვთ,
დამატებითი
ზედამხედველობის
ეკვივალენტურ
ზედამხედველობას დაქვემდებარებულნი მესამე სახელმწიფოს საზედამხედველო
ორგანოს მხრიდან (ეკვივალენტური ზედამხედველობა) კანონპროექტის რეგულირებულ
საწარმოთა დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროს ანალოგიურად.
აღნიშნულის შეფასებისას საზედამხედველო ორგანომ აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით კონსულტაცია უნდა გაიაროს დანარჩენ საზედამხედველო ორგანოებთან.
საჭიროების შემთხვევაში, საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილნი არიან,
გამოიყენონ სხვა, ამ კანონპროექტით დადგენილისაგან განსხვავებული, სექტორული
საზედამხედველო
წესებით
გათვალისწინებული
ღონისძიებები
დამატებითი
ზედამხედველობის მიზნებისათვის. თითოეული საზედამხედველო ღონისძიების
გამოყენება შეთანხმებული უნდა იყოს კოორდინატორთან, რომელიც, თავის მხრივ,
გაივლის კონსულტაციას სხვა საზედამხედველო ორგანოებთან.
საზედამხედველო
ორგანოები მუდმივად უნდა უზრუნველყოფდნენ აღნიშნული მეთოდების შესაბამისობას
დამატებითი ზედამხედველობის მიზნებთან და მათ შესახებ ინფორმაციის მუდმივად
მიწოდებას სხვა საზედამხედველო ორგანოებისათვის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასოცირების შეთანხმებისა და დღის წესრიგის განხორციელების 2023 წლის
ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ დაგეგმილ აქტივობად გაწერილია
2002 წლის 16 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/87/EC დირექტივის,
ფინანსურ კონგლომერატში საკრედიტო ინსტიტუტების, სადაზღვევო კომპანიებისა და
საინვესტიციო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ მოთხოვნათა
იდენტიფიცირება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის პროექტის შემუშავება.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი
დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ)
კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, ამ ეტაპზე საზედამხედველო ორგანოების (მათ შორის
როგორც
კოორდინატორის)
მიერ
კანონპროექტით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელება იგეგმება არსებული რესურსების
(ბიუჯეტის) ფარგლებში. ამასთან, დამატებითი ხარჯების/რესურსის გამოყენების
საჭიროება შესაძლებელია გამოვლინდეს სამომავლოდ საზედამხედველო ორგანოს (მათ
შორის როგორც კოორდინატორის)
მიერ ამ კანონით გათვალისწინებული
უფლებამოსილებების უშუალოდ განხორციელების პროცესში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე
გავლენას
იქონიებს
საზედამხედველო ორგანოს მიერ რეგულირებული საწარმოსთვის ფულადი ჯარიმის
დაკისრების შედეგად განსაზღვრული გადახდები, ვინაიდან ფულადი ჯარიმის სახით
დაკისრებული თანხები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
რაც შეეხება ფულადი ჯარიმების კონკრეტულ ოდენობას, აღნიშნული
საზედამხედველო ორგანოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრება და
ფულადი ჯარიმის გამოყენება დამოკიდებული იქნება დარღვევის ხასიათსა და სიმძიმეზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ
კანონპროექტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება ამ ეტაპზე იგეგმება
არსებული რესურსის (ბიუჯეტის) ფარგლებში. ამასთან, დამატებითი ხარჯების/რესურსის
გამოყენების საჭიროება შესაძლებელია გამოვლინდეს სამომავლოდ სსიპ - საქართველოს
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ამ კანონით
გათვალისწინებული უფლებამოსილებების უშუალოდ განხორციელების პროცესში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კანონპროექტით განსაზღვრული ფუნქციების
განხორციელება ამ ეტაპზე იგეგმება არსებული რესურსის (ეროვნული ბანკის ბიუჯეტის)
ფარგლებში. ამასთან, დამატებითი ხარჯების/რესურსის გამოყენების საჭიროება
შესაძლებელია გამოვლინდეს სამომავლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ
კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების
უშუალოდ განხორციელების
პროცესში.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ფინანსურ კონგლომერატად ცნობის პროცედურა
რაიმე ტიპის ხარჯს არ მოითხოვს საწარმოებისთვის, თუმცა თუ რომელიმე ჯგუფი
ცნობილი იქნება კონგლომერატად, კონგლომერატისთვის დადგენილი მოთხოვნების
დასაცავად შესაძლოა საჭირო გახდეს საწარმოების მიერ დამატებითი ხარჯების
გაწევა/დამატებითი რესურსის გამოყენება.
გასათვალისწინებელია რომ ამ ეტაპზე საწარმოთა არცერთი ჯგუფი არ
აკმაყოფილებს ფინანსური კონგლომერატის კრიტერიუმებს. იმ შემთხვევაში თუ
სამომავლოდ
საწარმოთა
რომელიმე
ჯგუფი
დაკვალიფიცირდება
ფინანსურ
კონგლომერატად, მათ მიმართ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის
შემთხვევაში შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმების
კონკრეტული ოდენობა კი თითოეული დარღვევისათვის (მისი ხასიათისა და სიმძიმის
გათვალისწინებით)
განისაზღვრება
საზედამხედველო
ორგანოს
შესაბამისი
სამართლებრივი აქტით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის
დადგენას,
თუმცა
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
საზედამხედველო ორგანოს მიერ ფულადი ჯარიმების დაკისრების შესაძლებლობა
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი საწარმოების მიმართ, შესაბამისი დარღვევების
შემთხვევაში. ფულადი ჯარიმების კონკრეტული ოდენობა კი თითოეული
დარღვევისათვის (მისი ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით) განისაზღვრება
საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს, არამედ
უკავშირდება 2002/87/EC დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება დაკავშირებულია
ასოცირების შეთანხმების 323-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებასთან, რომლის
თანახმად, საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას
წინამდებარე შეთანხმების XV-A დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო
აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის
დებულებების შესაბამისად. ამავე (XV-A) დანართში მითითებულია საქართველოს
კანონმდებლობის დაახლოება 2002 წლის 16 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს
2002/87/EC დირექტივასთან ფინანსურ კონგლომერატში საკრედიტო ინსტიტუტების,
სადაზღვევო
კომპანიებისა
და
საინვესტიციო
კომპანიების
დამატებითი
ზედამხედველობის შესახებ.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმების XV-A დანართით
გათვალისწინებულ 2002 წლის 16 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/87/EC
დირექტივასთან ფინანსურ კონგლომერატში საკრედიტო ინსტიტუტების, სადაზღვევო
კომპანიებისა და საინვესტიციო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის დაკავშირებით გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა შესაბამის
საზედამხედველო ორგანოსთან დაზღვევის სფეროში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.