„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“
- „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ (07-2/312/10,18.08.2023)და მისგან გამომდინარე კანონპროეტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კაანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/312/10, 18.08.2023) გამომდინარე „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონისა და „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების
დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს
დამატებით ზედამხედველობას ფინანსურ კონგლომერატში შემავალი შესაბამისი სუბიექტის
დონეზე.“.
2. მე-2 მუხლის 68-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 69-ე პუნქტი:
„69. ფინანსური კონგლომერატი − „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული
საწარმოების
დამატებითი
ზედამხედველობის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული ფინანსური კონგლომერატი.“.
3. 551 მუხლის პირველ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“
ქვეპუნქტი:
„თ) დაარღვია „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების
დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი
რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის მომზადებით და მისი ეფექტურად იმპლემენტაციისათვის სპეციალურ
კანონში შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმის შექმნის აუცილებლობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება დამატებითი
უფლებამოსილება, კერძოდ, განახორციელოს დამატებითი ზედამხედველობა ფინანსური
კონგლომერატის დონეზე, მასში შემავალი რეგულირებული პირების მიმართ შესაბამისი
კომპეტენციის
გათვალისწინებით.
შესაბამისად,
აუცილებელია
აღნიშნული
უფლებამოსილების ასახვა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში,
იმისათვის რომ შესაძლებელი იყოს „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული
საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
მიზნების განხორციელებისათვის შესაბამისი მექანიზმების არსებობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი
შესაბამისობაში იქნება „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების
დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, კანონს ემატება ფინანსური კონგლომერატის დეფინიცია
„ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი
ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით. ასევე, ცვლილება შედის
კანონის პირველ მუხლში, რომელსაც ემატება მე-9 პუნქტი, კერძოდ, საქართველოს ეროვნული
ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და
„ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი
ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელებს
დამატებით ზედამხედველობას ფინანსურ კონგლომერატში შემავალი შესაბამისი სუბიექტის
დონეზე.
კანონპროექტით, კანონის 551 მუხლის პირველ პუნქტს ემატება „თ“ ქვეპუნქტი, რომლის
შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ფასიანი ქაღალდების
ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ
გამოიყენოს ამავე კანონით განსაზღვრული სანქციები, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის
რეგულირებადმა მონაწილემ ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრმა დაარღვია „ფინანსურ
კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების
დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების
ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ)
კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან. ამასთან, ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის მიერ კანონპროექტით
გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელება იგეგმება
არსებული რესურსების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას იქონიებს საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საწარმოსთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების
შედეგად განსაზღვრული გადახდები, ვინაიდან ფულადი ჯარიმის სახით დაკისრებული
თანხები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
რაც შეეხება ფულადი ჯარიმების კონკრეტულ ოდენობას, აღნიშნული საქართველოს
ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრება და ფულადი ჯარიმის
გამოყენება დამოკიდებული იქნება დარღვევის ხასიათსა და სიმძიმეზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული
უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელება იგეგმება არსებული რესურსების
ფარგლებში.
გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზე საწარმოთა არცერთი ჯგუფი არ აკმაყოფილებს
ფინანსური კონგლომერატის კრიტერიუმებს. იმ შემთხვევაში თუ სამომავლოდ საწარმოთა
რომელიმე ჯგუფი დაკვალიფიცირდება ფინანსურ კონგლომერატად, მათ მიმართ ამ კანონით
დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას
ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმების კონკრეტული ოდენობა კი თითოეული
დარღვევისათვის (მისი ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით) განისაზღვრება
საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.