„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/349/10, 30.08.2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11/11/2015, სარეგისტრაციო კოდი:
010320000.05.001.017921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) სტაჟირება − საჯარო დაწესებულებაში გარკვეული სამუშაოს ანაზღაურების
სანაცვლოდ შესრულება, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების
შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება
საჯარო
დაწესებულებისთვის
კვალიფიციური
ადამიანური
რესურსის
მოსამზადებლად;
ო) სტაჟიორი − პირი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში გარკვეულ სამუშაოს
ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების
შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების
მიზნით.“.
2. 841 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის
ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში
შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
3. 1261 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:
„41. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა
კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური
და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა)
სტაჟიორზე ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტების, 841 -ე
მუხლის პირველი, მე-3, - მე-4, მე-5 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, მე-6 და 61 პუნქტების
მოქმედება.
42. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა
კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური
და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) სტაჟირება
ჩაითვალოს საჯარო დაწესებულებაში საქმიანობის სტაჟში.“.
მუხლი 2.
შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან
ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო
კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა ან/და სათანადო კანონქვემდებარე
აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონმა ახლებურად მოაწესრიგა საჯარო
სამსახურის
სისტემა,
სამართლებრივი
განისაზღვრა
სტატუსი,
საჯარო
ჩამოყალიბდა
სექტორში
საჯარო
დასაქმებულ
სამსახურის
პირთა
სათანადოდ
ფუნქციონირების მექანიზმი. ხსენებულმა კანონმა, საჯარო სამსახურის ეფექტური
ფუნციონირების მიზნით არაერთი ცვლილება განიცადა, მათ შორის „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2022 წლის
8 სექტემბრის საქართველოს კანონით (N1753-IXმს-Xმპ) განისაზღვრა საჯარო
სამსახურში სტაჟირების მომწესრიგებელი ნორმები და კანონს დაემატა სტაჟირების მე9 პრიმა თავი. კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მიღებულ იქნა
„საჯარო
დაწესებულებაში
სტაჟირების
გავლის
წესის
დამტკიცების
თაობაზე“ საქართველო მთავრობის დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს საჯარო
დაწესებულებებში სტაჟირების გავლის წესს, მათ შორის, აწესრიგებს სტაჟიორის
მიღების,
სტაჟიორთა სავალდებულო კვოტის, სტაჟირების ვადის, სტაჟირების
შეწყვეტისა
და
დასრულების საკითხებს,
ასევე,
ადგენს
სტაჟიორის, საჯარო
დაწესებულების, საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის, სტაჟიორის
მენტორის მოვალეობებს.
საჯარო დაწესებულებების ყოველდღიურ საქმიანობაში აღსანიშნავია სტაჟიორთა
როლი, ასევე, მათი ჩართულობა ორგანიზაციული მართვის პროცესებში, შესაბამისად
მნიშვნელოვანია მათი შრომის ანაზღაურების შესაძლებლობის საკანონმდებლო
დონეზე მოწესრიგება. ხსენებული კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საჯარო
დაწესებულებაში ახალგაზრდა, მოტივირებული ადმიანების შესვლას, რომლებიც
საკუთარი მუშაობით
წვლილს შეიტანენ დაწესებულების ეფექტურ საქმიანობაში.
სტაჟიორის მიერ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში ეფექტურად
გამოყენების ერთ-ერთ საფუძველს სწორედ მათი შრომის ანაზღაურების საკითხის
მოწესრიგება
წარმოადგენს,
მნიშვნელოვანი
რათა
კომპეტენციის
არ
მოხდეს
მატარებელ
საჯარო
პირთა
ცოდნა/გამოცდილება მოხმარდეს საჯარო ინტერესს.
დაწესებულებისთვის
გადინება
და
მიღებული
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების ერთიანი სტანდარტის დადგენის მიზნით,
აუცილებელია სათანადო სამართლებრივი რეგულაციების შემუშავება, რაც შექმნის
ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას, მოაწესრიგებს გარდამავალ პერიოდში
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟირების გავლის საკითხს და მეორე
მხრივ, განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობისა და სტაჟიორთა
რიცხოვნობის ფარგლებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა ხელს შეუწყობს შესაბამისი განათლების
მქონე ახალგაზრდა, ენერგიული კადრების მოზიდვას საჯარო დაწესებულებათა
სისტემაში, რაც უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის საჯარო სამსახურს კერძო
სექტორთან მიმართებაში. ამასთანავე, საჯარო დაწესებულებები შეიძენენ დამატებით
კომპეტენტურ, მოტივირებულ ადამიანურ რესურს, რაც დაეხმარებათ საჯარო
უფლებამოსილების უფრო ეფექტიანად განხორციელებაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად,
„საჯარო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს კანონში ხორციელდება ცვლილებები, შემდეგი სახით:
ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებში და უფრო
მეტად ნათელი ხდება სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ სტაჟირების
შესაძლებლობა. სტაჟირებად ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში გარკვეული
სამუშაოს
ანაზღაურების
სანაცვლოდ
შესრულება,
რომლის
მიზანია
პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების
გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის
კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად, ხოლო სტაჟიორად −
პირი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების
სანაცვლოდ ასრულებს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის,
პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების
მიზნით;
კანონის 841 მუხლს ემატება 61 პუნქტი, რომლის თანახმად,
საჯარო
დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების
ზღვრული
ოდენობები
განისაზღვრება
და
მოწესრიგდება
„საჯარო
დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით;
კანონში საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებაში, არსებული
გარდამავალი
პერიოდის
გათვალისწინებით,
განისაზღვრება
სტაჟირების
გავლის და მათზე კანონით განსაზღვრული რიგი ნორმების გავრცელების
საკითხი. კანონის 1261 მუხლს ემატება 41 და 42 პუნქტები, რომლის მიხედვითაც
გარდამავალ პერიოდში
კულტურული,
საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა
საგანმანათლებლო,
სამეცნიერო,
კვლევითი,
სასპორტო,
რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული
პირებისა) სტაჟიორზე ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“
ქვეპუნქტების, 841 -ე მუხლის პირველი, მე-3, - მე-4, მე-5 პუნქტის „ა-გ“
ქვეპუნქტების, მე-6 და 61 პუნქტების მოქმედება. ასევე, გარდამავალ პერიოდში,
საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სტაჟირება, სტაჟიორს ჩაეთვლება
საჯარო დაწესებულებაში საქმიანობის სტაჟად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება განსახილველი კანონპროექტის მიმართ, რადგან
იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ძალაში შესვლა გამოქვეყნებიდან 30-ე
დღეს, გარდა მე-2 მუხლისა, რომელიც ადგენს ვალდებულებას შესაბამისმა
ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან ერთი თვის
ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე
აქტების მიღება/გამოცემა ან/და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის უკუძალის მინიჭება
გათვალისწინებული.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი და
საბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების
დაფინანსების წყარო იქნება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტი, კერძოდ:
სახელმწიფო ბიუჯეტი, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, საჯარო სამსახურში/საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ანაზღაურებად
სტაჟიორთა მიერ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თვალსაზრისით.
აღნიშნული გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება საჯარო სამსახურში/საჯარო
დაწესებულებაში დასაქმებულ ანაზღაურებად სტაჟიორთა შრომის ანაზღაურებასა და
რიცხოვნობაზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გარკვეულ ზეგავლენას იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, რაც დაკავშირებული იქნება საჯარო სამსახურში დასასაქმებელ
ანაზღაურებად სტაჟიორთათვის ინვენტარის გამოყოფის, შესაბამისი სამუშაო
გარემოს შექმნისთვის გასაწევ ხარჯებთან და შრომის ანაზღაურებასთან. მიუხედავად
იმისა, რომ საჯარო დაწესებულებებში დღეის მდგომარეობითაც არაერთი სტაჟიორი
საქმიანობს, რომლებიც აღჭურვილნი არიან შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური
საშუალებებით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა დამოკიდებული იქნება
საჯარო სამსახურში მიღებულ სტაჟიორთა რაოდენობაზე და არსებულის მიღმა
დამატებითი ინვენტარის გამოყოფის საჭიროებაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულპირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება დადებით სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას მოახდენს იმ
პირებზე, რომლებიც სტაჟიორებად იქნებიან მიღებულები საჯარო სამსახურში,
კერძოდ მათ მიეცემათ შესაძლებლობა სტაჟირების სანაცვლოდ მიიღონ ანაზღაურება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ 1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი არ
ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება ბავშვთა
უფლებებს.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
რომელსაც
უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ
ხელშეკრულების/შეთანხმების
შეთანხმებებთან,
და
არსებობის
შემთხვევაში,
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
მონაწილეობა
მიიღო
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და
საჯარო
სამსახურის ბიუროს ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: გივი მიქანაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ფრაქცია ,,ქართული ოცნება“