„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.08.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ინიციატორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ნომერი
#07-3/349/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს კანონი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა, ასევე სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს მათთვის დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის შრომის ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს.“. ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) სტაჟიორზე “. 2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) სტაჟიორის შრომის ანაზღაურება – ანაზღაურება, რომელსაც საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, სტაჟიორი იღებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტაჟირების გავლის პერიოდში. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა, ასევე სტაჟიორთა, შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.“. 4. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საჯარო დაწესებულებაში მიღებულ სტაჟიორს სტაჟირების გავლის პერიოდში მიეცემა შრომის ანაზღაურება ამ კანონით დადგენილი წესით.“. ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტაჟიორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი: თავი IV1 საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორის შრომის ანაზღაურება მუხლი 171. სტაჟიორის შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობა 1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებული/მის მიერ დაფუძნებული საჯარო დაწესებულების, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და მის მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების სტაჟიორს შესაძლებელია მიეცეს ანაზღაურება არაუმეტეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი პირველი სახელფასო კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ან/და მათ მიერ დაფუძნებული/მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულებების სტაჟიორს შესაძლებელია მიეცეს ანაზღაურება არაუმეტეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი მესამე სახელფასო კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს იმ პროფესიათა/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხა და შესაბამისი სტაჟიორებისთვის შრომის ანაზღაურების წესი, რომელთათვისაც მოითხოვება ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია, რომლებიც შრომის ბაზარზე იშვიათი და დეფიციტურია, ან/და რომელთა შესაბამისი შრომის ანაზღაურება კერძო სექტორში მნიშვნელოვნად აღემატება საჯარო სამსახურში არსებულ შრომის ანაზღაურებას. ამ პუნქტით განსაზღვრულ სტაჟიორს შესაძლებელია მიეცეს ანაზღაურება არაუმეტეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი მეორე სახელფასო კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. მუხლი 172. სტაჟიორის სახელფასო დანამატი სტაჟიორს სახელფასო დანამატი არ ეძლევა. მუხლი 173. სტაჟიორის ფულადი ჯილდო სტაჟიორს ფულადი ჯილდო არ ეძლევა. 6. 29-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რიცხოვნობას განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს.“. მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა ან/და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონმა ახლებურად მოაწესრიგა საჯარო სამსახურის სისტემა, სამართლებრივი განისაზღვრა სტატუსი, საჯარო ჩამოყალიბდა სექტორში საჯარო დასაქმებულ სამსახურის პირთა სათანადოდ ფუნქციონირების მექანიზმი. ხსენებულმა კანონმა, საჯარო სამსახურის ეფექტური ფუნციონირების მიზნით არაერთი ცვლილება განიცადა, მათ შორის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2022 წლის 8 სექტემბრის საქართველოს კანონით (N1753-IXმს-Xმპ) განისაზღვრა საჯარო სამსახურში სტაჟირების მომწესრიგებელი ნორმები და კანონს დაემატა სტაჟირების მე9 პრიმა თავი. კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მიღებულ იქნა „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველო მთავრობის დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის წესს, მათ შორის, აწესრიგებს სტაჟიორის მიღების, სტაჟიორთა სავალდებულო კვოტის, სტაჟირების ვადის, სტაჟირების შეწყვეტისა და დასრულების საკითხებს, ასევე, ადგენს სტაჟიორის, საჯარო დაწესებულების, საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის, სტაჟიორის მენტორის მოვალეობებს. საჯარო დაწესებულებების ყოველდღიურ საქმიანობაში აღსანიშნავია სტაჟიორთა როლი, ასევე, მათი ჩართულობა ორგანიზაციული მართვის პროცესებში, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი შრომის ანაზღაურების შესაძლებლობის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება. ხსენებული კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საჯარო დაწესებულებაში ახალგაზრდა, მოტივირებული ადმიანების შესვლას, რომლებიც საკუთარი მუშაობით წვლილს შეიტანენ დაწესებულების ეფექტურ საქმიანობაში. სტაჟიორის მიერ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების ერთ-ერთ საფუძველს სწორედ მათი შრომის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგება წარმოადგენს, მნიშვნელოვანი რათა კომპეტენციის არ მოხდეს მატარებელ საჯარო პირთა დაწესებულებისთვის გადინება და მიღებული ცოდნა/გამოცდილება მოხმარდეს საჯარო ინტერესს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ანაზღაურებადი სტაჟირების საკითხის მოწესრიგების მიზნით, აუცილებელია სათანადო სამართლებრივი რეგულაციების შემუშავება, რაც ერთი მხრივ, გადაწყვეტს სტაჟიორის ანაზღაურების საკითხს, კერძოდ, განსაზღვრავს რომ საჯარო დაწესებულებაში მიღებულ სტაჟიორს სტაჟირების გავლის პერიოდში მიეცემა შრომის ანაზღაურება და მეორე მხრივ, დაადგენს შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობისა და სტაჟიორთა რიცხოვნობის ფარგლებს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ანაზღაურებადი სტაჟირება ხელს შეუწყობს შესაბამისი განათლების მქონე ახალგაზრდა, ენერგიული კადრების მოზიდვას საჯარო დაწესებულებათა სისტემაში, რაც უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის საჯარო სამსახურს კერძო სექტორთან მიმართებაში. ამასთანავე, საჯარო დაწესებულებები შეიძენენ დამატებით მოტივირებულ ადამიანურ რესურს, რაც დაეხმარებათ საჯარო უფლებამოსილების უფრო ეფექტიანად განხორციელებაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ხორციელდება ცვლილებები, შემდეგი სახით:  ცვლილება შედის კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში და კანონის მოწესრიგების ნაწილს ემატება სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების საკითხი. ასევე, პირველი მუხლის მე-2 პუნქტს ემატება „ზ“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს კანონის გავრცელების საკითხს სტაჟიორზე და შესაბამისად ჩამონათვალს ემატება სტაჟიორი;  კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს კანონის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს, რომელსაც ემატება სტაჟიორის შრომის ანაზღაურების განმარტება. კერძოდ, ემატება „ბ1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სტაჟიორის შრომის ანაზღაურება განიმარტება, როგორც ანაზღაურება, რომელსაც საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, სტაჟიორი იღებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტაჟირების გავლის პერიოდში;  კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრება, რომ სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი, რაც მოითხოვს არსებული რედაქციის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას;  კანონის მე-5 მუხლს ემატება 11 და 41 პუნქტები და განსაზღვრავს სტაჟიორის მიერ ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას, რომ საჯარო დაწესებულებაში მიღებულ სტაჟიორს სტაჟირების გავლის პერიოდში, მიეცემა შრომის ანაზღაურება ამ კანონით დადგენილი წესით და ზღვრული ოდენობის ფარგლებში და რომ სტაჟიორის შრომის ანაზრაურება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით;  კანონს ემატება IV1 თავი, რომელიც სტაჟიორის შრომის ანაზღაურების ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური დაქვემდებარებული/მის მიერ ხელისუფლების დაფუძნებული კონტროლისადმი საჯარო დაწესებულების, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და მის მიერ დაფუძნებული/ მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების სტაჟიორებთან მიმართებაში ისე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ან/და მათ მიერ დაფუძნებული/მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულებების სტაჟიორებთან მიმართებაში. ამავე თავში განისაზღვრება, რომ სტაჟიორს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ ეძლევა.  29-ე მუხლის მე-5 პუნქტი ახლებურად ყალიბდება ახალი რედაქციით და კონკრეტდება რომ ანაზღაურებად სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%ს, ასევე, განისაზღვრება რომ საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რიცხოვნობას განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. უქმდება მოქმედ რედაქციაში არსებული ჩანაწერი - რომ სტაჟიორთა რიცხოვნობა არ ითვლება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ რიცხოვნობაში, კერძოდ დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობაში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება განსახილველი კანონპროექტის მიმართ, რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ძალაში შესვლა გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, გარდა მე-2 მუხლისა, რომელიც ადგენს ვალდებულებას შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა ან/და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის უკუძალის მინიჭება გათვალისწინებული. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი და საბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტი, კერძოდ: სახელმწიფო ბიუჯეტი, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, საჯარო სამსახურში/საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ანაზღაურებად სტაჟიორთა მიერ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თვალსაზრისით. აღნიშნული გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება საჯარო სამსახურში/საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ანაზღაურებად სტაჟიორთა შრომის ანაზღაურებასა და რიცხოვნობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გარკვეულ ზეგავლენას იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც დაკავშირებული იქნება საჯარო სამსახურში დასასაქმებელ ანაზღაურებად სტაჟიორთათვის ინვენტარის გამოყოფის, შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნისთვის გასაწევ ხარჯებთან და შრომის ანაზღაურებასთან. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო დაწესებულებებში დღეის მდგომარეობითაც არაერთი სტაჟიორი საქმიანობს, რომლებიც აღჭურვილნი არიან შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა დამოკიდებული იქნება საჯარო სამსახურში მიღებულ სტაჟიორთა რაოდენობაზე და არსებულის მიღმა დამატებითი ინვენტარის გამოყოფის საჭიროებაზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულპირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება დადებით სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც სტაჟიორებად იქნებიან მიღებულები საჯარო სამსახურში, კერძოდ მათ მიეცემათ შესაძლებლობა სტაჟირების სანაცვლოდ მიიღონ ანაზღაურება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელისშემოღებას. ბ 1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება ბავშვთა უფლებებს. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულების/შეთანხმების შეთანხმებებთან, და არსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და სამსახურის ბიუროს ჩართულობით. საჯარო დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: გივი მიქანაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ფრაქცია ,,ქართული ოცნება“