„საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა“

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.08.2023
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/313/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279

📜 ტექსტი

გეგმა
საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა N კანონპროექტის დასახელება კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთება და კანონპროექტის მოკლე აღწერა (პრობლემის არსი, ანალიზი და მისი გადაჭრის გზა). წარმოდგენის სავარაუდო თარიღი. ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის მიღებისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრების შესახებ თუ კანონპროექტი გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან და ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, მითითება აღნიშნულის შესახებ 1 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 1 „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს N293 დადგენილებით დამტკიცდა „მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი“. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. საჭიროების შემთხვევაში ხარჯები დაიფარება პროგრამის „განათლებისა და მეცნიერების სფეროებში სახელმწიფო არ გამომდინარეობს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია აღნიშნული დადგენილების მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის უფლებამოსილება. თუ საქართველოს პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს მისი წარდგენიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგულად ითვლება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომზადდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც დაარეგულირებს მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების საკითხს. 2 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წლის 30 აგვისტოს მიღებულ იქნა N340 დადგენილება - „მასწავლებლის ეროვნული დღის შესახებ“. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია აღნიშნული დადგენილების მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ 2 შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის უფლებამოსილება. თუ საქართველოს პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს მისი წარდგენიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგულად ითვლება. პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა“ ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომზადდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც დაარეგულირებს მასწავლებლის ეროვნული დღის საკითხებს. 3 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 4 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების (შემდგომ - რესურსცენტრი) თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციები. გასათვალისწინებელია, რომ რესურსცენტრის უფროსები არ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს. აღნიშნული პირებისათვის საჯარო მოხელისათვის კანონით გათვალისწინებული კარიერული განვითარების პირობების შექმნის, მოტივაციის ამაღლების, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობის, საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე პროფესიული უნარჩვევების ამაღლების, წახალისების, ასევე, რესურსცენტრების გაძლიერების მიზნით, მიზანშეწონილია, რომ რესურსცენტრის უფროსებიც გახდნენ საჯარო მოხელეები და მათზე გავრცელდეს ზემოხსენებული კანონი. 1. უცხო ქვეყნის მასწავლებლების სასწავლო პროცესში ჩასართავად არსებობს სკოლებში მათი მოწვეული მასწავლებლების უფლებამოსილებითა და ფუნქციით დასაქმების შესაძლებლობა. თუმცა, მოწვეული მასწავლებლის განსაზღვრებიდან გამომდინარე, მოწვეული მასწავლებლის საათები შეზღუდულია სკოლაში სტატუსით დასაქმებულ მასწავლებელთან შედარებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, უცხო ქვეყნის მასწავლებლების გამოცდილების გამოყენებით სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, მიზანშეწონილია, უცხოელი მასწავლებლებისთვის ასეთი საათობრივი ბადის შეზღუდვა მოიხსნას, რაც საშუალებას მისცემს მათ, მაქსიმალური საათობრივი დატვირთვით ჩაერთონ სასწავლო პროცესში. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, კანონპროექტით განისაზღვრება ვინ შეიძლება იყოს უცხოელი მასწავლებელი. ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილებებს დაემატება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ მოპოვებული მასწავლებლობის უფლების აღიარების წესის შემუშავებისა და დამტკიცების უფლებამოსილება. კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფა დაახლოებით 322 000 ლარი არ გამომდინარეობს კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს 3 2. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა (შემდგომ - სქემა) სავალდებულოდ ვრცელდება, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მასწავლებლებზე. მიზანშეწონილია, რომ კერძო სკოლის შემთხვევაში, თავად სქემამ დაარეგულიროს, სქემის რომელი დებულება რა წინაპირობით უნდა გავრცელდეს კერძო სკოლაზე. 3. უწყებათაშორისი/მთავრობათაშორისი შეთანხმებების საფუძველზე დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებით და ასევე, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებით რიგ შემთხვევებში გათვალისწინებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზოგადი განათლების საფეხურების წლებისგან (დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი)) განსხვავებული წლები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, კანონმა გაითვალისწინოს საგამონაკლისო შემთხვევები. კერძოდ, ზემოხსენებული პროგრამები შეიძლება ითვალისწინებდეს ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სასწავლო წლებისგან განსხვავებულ წლებს იმ პირობით, რომ სამივე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო წლები ჯამურად არ იქნება 12 წელზე მეტი ან მასზე ნაკლები. 4. საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბოლო წლებში ინტენსიურად განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები და გაჩნდა შესაძლებლობა, მოსწავლეთა დამატებითი რაოდენობის ეტაპობრივად დაკმაყოფილებისთვის. ასევე, გაანალიზებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბავშვების რაოდენობა, რომელთაც 2024 წლის 16 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 2025 წლის 16 სექტემბრიდან 1 იანვრამდე უსრულდებათ 6 წელი, საქართველოს მასშტაბით თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას გათვალისწინებულ იქნეს მშობელთა მოთხოვნა, მათი შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მიზანშეწონილია 2024-2025 სასწავლო წელს დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცეთ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ 2024 წლის 16 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით 4 საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცეთ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. 5. მნიშვნელოვანია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცეთ უფლება განახორციელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამები. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს ერთი მხრივ, სისტემაში უკვე შემოსული სკოლების მხარდაჭერას, ხოლო მეორე მხრივ ხელს შეუწყობს რესურსების ოპტიმიზაციას, გაიზრდება სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ასევე გაიზრდება სკოლამდელ განათლებაში ჩართული ბავშვების რაოდენობა. გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული უფლება უნდა გავრცელდეს მხოლოდ კერძო სკოლებზე. 6. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის N76 დადგენილებით დამტკიცებული „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის" (შემდგომ - წესი) თანახმად, დაწესებულებას/დაწესებულების სტატუსის მაძიებელს ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში, რომლის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი. ზემოხსენებული წესით განსაზღვრული არ არის, რომ სააპელაციო წევრების შერჩევის წესი უნდა დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ. აღსანიშნავია, რომ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს ერთი სააპელაციო საბჭო, რომელიც განიხილავს განათლების სხვადასხვა ქვესისტემის (ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი) ფარგლებში ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. პროცესების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც განიხილოს აღნიშნულმა ორგანომ. 7. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 მარტის N130 დადგენილებით დამტკიცებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ 5 ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმები და სტანდარტები, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას“. საკანონმდებლო დონეზე არ არის მოწესრიგებული აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების წესი და პირობები. რამდენადაც ტერმინი „პირობები“ ფართოა და თავის თავში მოიაზრებს „კრიტერიუმებს“ და „სტანდარტებს“, მიზანშეწონილია, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვროს, რომ საქართველოს მთავრობა ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების წესსა და პირობებს, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას. 8. მოქმედი კანონმდებლობით, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლების მქონე იურიდიულ პირზე არ ვრცელდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. თუმცა, რამდენადაც აღნიშნულ დაწესებულებას კანონმდებლობა მოიხსენიებს, როგორც სკოლას, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროგრამის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები სარგებლობდნენ იმ ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, რომლებიც სხვა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში არის კანონმდებლობით გარანტირებული. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროგრამის განმახორციელებელ სკოლებზე გავრცელდება რეესტრის ოფიციალურად წარმოების ვალდებულება, სისტემურ დონეზე გაუმჯობესდება ამ პროგრამებთან მიმართებით არსებული მდგომარეობა, მათ შორის, მოსწავლეების მობილობის და კურსდამთავრებულთა სწავლის აღიარების თვალსაზრისით. შესაბამისად, მიზანშეწონილია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის II და XI1 თავების შესაბამისი დებულებები გავრცელდეს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლების მქონე იურიდიულ პირზე. 9. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას და არ საჭიროებს 6 აპოსტილით დამოწმებას. რამდენადაც, ლეგალიზაცია წარმოადგენს ფუნქციურად აპოსტილის ანალოგიურ პროცედურას, შესაბამისად ნორმის ფორმულირებაში, ასევე უნდა მოხდეს ლეგალიზაციის მითითება. ამასთან, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადასტუროს საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა, რამდენადაც აღნიშნული პროგრამები არ ხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და პროგრამა არ ხორციელდება ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ სამივე პროცესი (აპოსტილი, ლეგალიზაცია, ნამდვილობა) არ არის ქმედითი ამ პროგრამებისთვის, ნორმის ფორმულირებას უნდა დაემატოს ჩანაწერი ლეგალიზაციისა და ნამდვილობის დადასტურების ნაწილშიც. 10. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადა 6 წელია. მიზანშეწონილია, აღნიშნული ვადა გაუთანაბრდეს დაწყებითი (6 წელი) და საბაზო (3 წელი) განათლების საფეხურების ჯამურ ხანგრძლივობას - 9 წელს. 11. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ/რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცათ, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია. 2023 წელს დაიწყო საჯარო სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაცია. მიმდინარე ეტაპზე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს 320-მდე სკოლის ავტორიზაციის ადმინისტრაციული წარმოება. ჯამურად, 2026-2027 წლამდე ავტორიზაციის პროცესში უნდა ჩაერთოს 2086 საჯარო სკოლა. შესაბამისად, მოცემულ თარიღამდე ყოველწლიურად საავტორიზაციო მზაობა უნდა გამოხატოს 600-მდე საჯარო სკოლამ. 2022 წელს განხორციელებულმა საჯარო სკოლების დიაგნოსტიკურმა თვითშეფასებამ და მიმდინარე წელს დაწყებულმა ავტორიზაციის პროცესმა გამოავლინა რიგი 7 გარემოებები, რომელთა მიმართებითაც აუცილებელია სკოლების განვითარება და შესაძლებლობების გაძლიერება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სკოლებს და პროცესში ჩართულ მხარეებს ჰქონდეთ გონივრული დრო, სკოლების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ინტერვენციების განსახორციელებლად და შესაბამის ეტაპზე ავტორიზაციის პროცესში ჩასართავად. აღნიშნულის შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ გახანგრძლივდეს საჯარო სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაციის ვადა და ნაცვლად 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებისა განისაზღვროს 2030-2031 სასწავლო წლის დაწყება. 5 „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 12. „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანება აწესრიგებს მხოლოდ ჟურნალის წარმოების წესს და არ მოიცავს ელექტრონული ჟურნალის წარმოების შესახებ ინფორმაციას. ვინაიდან, 2021-2022 წლიდან სავალდებულო გახდა ელექტრონული ჟურნალის წარმოება და ამ დროისთვის ყველა სკოლაში დანერგილია ელექტრონული ჟურნალი და წარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონული ჟურნალით, საჭიროა ახალი წესის მიღება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, ელექტრონული ჟურნალის ფორმის და წარმოების წესის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილია, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდეს საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც შესაძლებელს გახდის, დამტკიცდეს ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი. 1. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის თემატური მოკვლევა „რეგიონულ საჭიროებებზე მორგებულ ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა“ ითვალისწინებს რეკომენდაციას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით, კერძოდ პროფესიული კოლეჯების დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შერჩევის პროცედურების, კრიტერიუმების განსაზღვრისა და დამტკიცების, მათი შერჩევის პროცესის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად. ასევე, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა სტანდარტის არსებობა და დირექტორთა შერჩევა აღნიშნული სტანდარტის გათვალისწინებით, დაწესებულების მართვის გაუმჯობესებისა და მისი პოტენციალის მაქსიმალიზაციის საუკეთესო საშუალებაა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა სტანდარტის შემუშავება. კანონპროექტის თანახმად, სტანდარტი სავალდებულო იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს 8 სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) მიერ დაფუძნებული კოლეჯების (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯების) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტორებისათვის. ამდენად, სამინისტროს მანდატს პროფესიული განათლების სფეროში დაემატება სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯების) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტორის სტანდარტის დამტკიცებისა და დირექტორების შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების უფლებამოსილება. ამასთან, განისაზღვრება, რომ სამინისტრო კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯებისა (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტორებს. გარდა აღნიშნულისა, დარეგულირდება ერთი და იგივე პირის დირექტორად დანიშვნის შესაძლებლობა, რომელიც განისაზღვრება მხოლოდ ორი ვადით, ვინაიდან, დაწესებულების განვითარებისათვის, ერთი და იმავე პირის დირექტორად დანიშვნა გრძელვადიანი პერიოდით გარკვეულწილად იწვევს დაწესებულების განვითარების შეფერხებას, ახალი იდეებისა და პროექტების გენერირების ნაკლებ ალბათობას. ასევე, დირექტორის ვადიანობის განსაზღვრასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა მისი ვადამდე ადრე გათავისუფლების შემთხვევების იდენტიფიცირებაც, რომელიც სხვა შემთხვევებთან ერთად, ასევე, მოიცავს დირექტორის მიერ დირექტორის სტანდარტის ვერდაკმაყოფილების შემთხვევასაც. კანონპროქტის საფუძველზე დაზუსტდება კოლეჯის წესდებით მოსაწესრიგებელი საკითხები. ასევე, კანონპროექტით დარეგულირდება კერძო სექტორთან პარტნიორობით ან „პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯების მართვასთან დაკავშირებული საკითხები. 2. „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ავტომატიზაციის (32 03 01 32)“ ქვეპროგრამის ფარგლებში, შეიქმნა პროფესიული განათლების ელექტრონული ჟურნალი, რომლის დანერგვა დაიწყო 2022 წლიდან და ამჟამად მოქმედებს პილოტირების რეჟიმში. იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ჟურნალის 9 მეშვეობით შესაბამისი პროცესების ლეგიტიმურ ჩარჩოში წარმართვა და უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების დეტალურად განსაზღვრა, მიზანშეწონილია, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდეს საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც შესაძლებელს გახდის, დამტკიცდეს ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი. 6 „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, რისთვისაც უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გადის ავტორიზაციას ფილიალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე. აღნიშნული ჩანაწერი არის “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 თავის ქვეშ გაერთიანებული, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურას. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება იწვევს ბუნდოვანებას, კერძო სამართლის იურიდიული პირის უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად გარე შეფასების გავლის პროცესში. მნიშვნელოვანია, ჩანაწერი/რეგულაცია იყოს ნათელი და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნაწილში იყოს ინტეგრირებული, რომელიც არ მიემართება დაწესებულების სამართლებრივ სტატუსს და ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმას. გასათვალისწინებელია, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის VIII1 თავი არეგულირებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხს. აღნიშნულ ნაწილში უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის შესახებ რეგულაციის ინტეგრირება შესაძლებელს გახდის, რეგულაცია ლოგიკურად დაუკავშირდეს ფილიალის მიერ ავტორიზაციის მიღებას, რომელიც კანონის მიხედვით არის საერთო წინაპირობა როგორც საჯარო, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი დაწესებულებებისთვის. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს 10 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 7 „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 1. კოდექსის 512 მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება რაც დაკავშირებული არ არის დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან.“ აღსანიშნავია, რომ მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება სხვადასხვა ქმედებაა და შესაბამისად პასუხისმგებლობა ცალ-ცალკე უნდა იყოს, ვინაიდან, ხშირია ფაქტები, როდესაც მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა განახორციელა ერთმა პირმა, ხოლო გადაადგილება კი - მეორემ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 512 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. 2. კოდექსის 582 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ანდა მასალის ჩაღვრაზე (ჩაყრაზე, ჩაშვებაზე), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე, გათვალისწინებულია საჯარიმო თანხა 65 000 ლარის ოდენობით. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ფარგლებში, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების უმეტესობა ჩადენილია საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ. ამავდროულად, შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით დგინდება, რომ თურქეთში, ნავთობპროდუქტებით შავი ზღვის დაბინძურებაზე საზღვაო ხომალდების საერთო წონის შესაბამისად, საჯარიმო სანქციების ოდენობა მკვეთრად აღემატება საქართველოში განსაზღვრულ საჯარიმო თანხის ოდენობას. კერძოდ, ჯარიმის ოდენობა მერყეობს 265 700 ლარიდან 797 200 ლარამდე. ასევე მაღალია საჯარიმო სანქციები რუმინეთსა და ბულგარეთში. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შავი ზღვის ქვეყნებთან ზღვის დაბინძურების კუთხით საჯარიმო სანქციების ჰარმონიზების მიზნით, დაგეგმილია საჯარიმო სანქციების გაზრდა. კანონპროექტის მიღების შედეგად, მოსალოდნელია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა, რადგან კანონპროექტი ითვალისწინებს არსებული ჯარიმის გაზრდას. არ გამომდინარეობს 3. კოდექსს ემატება 1816 მუხლი - თევზჭერის იარაღის უკანონო ბრუნვა, რომელიც დაარეგულირებს თევზჭერის იარაღებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს. კერძოდ, დარეგულირდება თევზჭერისთვის გამოყენებული იარაღების სამოქალაქო 11 8 9 „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ (ახალი კანონპროექტი) (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „ბიოლოგიური მრავლაფეროვნების შესახებ“ (ახალი კანონპროექტი) (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) ბრუნვა და განისაზღვრება შესაბამისი სახდელები აღნიშნული წესების დარღვევისთვის, რაც მაკონტროლებელ უწყებებს მისცემს შესაძლებლობას, უკანონო თევზჭერის ფაქტის დაფიქსირებამდე, პატრულირებისა და მონიტორინგის ეტაპზე, მოახდინონ სამართალდარღვევის პრევენცია პირის გადამოწმებით და უკანონო თევჭერის იარაღების კონფისკაციით. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თევზჭერისთვის გამოყენებული ელექტროშოკის აპარატისა და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენების საკითხის დარეგულირება, ვინაიდან, თვითნაკეთი (კუსტარულად დამზადებული) ელექტროშოკის აპარატი გამოიყენება უკანონო თევზჭერისთვის (ბრაკონიერობისთვის) და წარმოადგენს საფრთხეს როგორც ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე წყლის ბიომრავალფეროვნებისთვის. დღეისათვის არ არსებობს თევზჭერისთვის გამოყენებული ელექტროშოკის აპარატისა და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი უკანონო თევზჭერის პრევენციის საკანონმდებლო მოწესრიგება, უშუალოდ უკანონო თევზჭერის ფაქტის დაფიქსირებამდე. შესაბამისად აღნიშნული ცვლილებით დარეგულირდება ეს საკითხი. იქმნება გურიის ეროვნული პარკი. ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს დაახლოებით 20 ჰა-ს და მოიცავს ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს. გურიის ეროვნული პარკისთვის განკუთვნილი ტერიტორია წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის. ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება. ამ ტერიტორიაზე გავრცელებულია საქართველოს და IUCN წითელი ნუსხის და CITES კონვენციით დაცული, საქართველოს და კავკასიის ენდემურ მცენარეთა 74 სახეობის პოპულაციები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიის შექმნა მათი დაცვის და შენარჩუნების მიზნით. არსებული კანონმდებლობა სრულად არ ასახავს ბიომრავალფეროვნების სფეროში საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის აუცილებელ საკითხებს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველო ვალდებულია, მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. კერძოდ, საქართველო ვალდებულია დანერგოს 2009 წლის 30 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/147/EC დირექტივა გარეული ფრინველების კონსერვაციის შესახებ და 1992 წლის 21 მაისის საბჭოს 92/43/EC დირექტივა ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ, 97/62/EC, 2006/105/EC დირექტივების და (EC) N 1882/2003 რეგულაციის მიერ შეტანილი შესწორებების შესაბამისად. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. არ გამომდინარეობს კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას გამომდინარეობს 12 აღნიშნული დირექტივებიდან გამომდინარე, სხვა საკითხებთან ერთად, კანონმდებლობაში ასახული უნდა იყოს ზურმუხტის საიტების დაარსების, მართვისა და მონიტორინგის საკითხები. კანონმდებლობაში ასევე ასახული უნდა იყოს საერთაშორისო ქსელში ჩართული დაცული ტერიტორიების (ზურმუხტის ქსელი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიები, ბიოსფერული რეზერვატი) მართვის საკითხები. გარდა ამისა, არ ფუნქციონირებს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გამართული სისტემა, რაც ქვეყანაში პოლიტიკის დაგეგმვას შეუწყობს ხელს. კანონმდებლობა ასევე არ ასახავს გენეტიკურ რესურსებთან ხელმისაწვდომობისა და სარგებლის სამართლიანი განაწილების შესახებ ნაგოიას ოქმით განსაზღვრულ საკითხებს, რაც მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ოქმის რატიფიცირების პროცესში. ზემოაღნიშნული საკითხების გათვალისწინებით, დღის წესრიგში განახლებული კანონმდებლობის შემუშავებისა და მიღების აუცილებლობა. დადგა 13 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 10 11 „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ ხელოვნური კუნძულებისა და ნახევარკუძულების სამართლებრივ სტატუსს და მასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა განპირობებულია განახლებადი ენერგიების ახალ დირექტივასთან კანონის შესაბამისობაში მოსაყვანად. კერძოდ, კანონპროექტი გამომდინარეობს ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2018 წლის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2018/201 დირექტივიდან განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ, რომელიც აუქმებს 2009 წლის 23 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/28/EC დირექტივას განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას გამომდინარეობს კანონპროექტების მომზადების აუცილებლობა ენერგოეფექტურობის და შენობების ენერგოეფექტურობის საქართველოს კანონების შესაბამისობის უზრუნველყოფით. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას გამომდინარეობს (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 12 „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო განპირობებულია დირექტივებთან კერძოდ, „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონები მიღებულია 2012 წლის 25 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2012/27/EU ენერგოეფექტურობის შესახებ და 2010 წლის 19 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/31/EU შენობების ენერგოეფექტურობის 14 ცვლილებებთან ერთად) 13 „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) შესახებ დირექტივების შესაბამისად. ევროკავშირის სამართლებრივ აქტებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, დინამიური დაახლოების კონტექსტში, მომზადდა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები, რომლებიც ეხმიანება, მათ შორის, დირექტივებში განხორციელებულ ცვლილებებსაც. საქართველოში სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს განსაზღვრავს შემდეგი სამართლებრივი აქტები: 1. „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მთავარი მიზანია სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურის განსაზღვრა; კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს 2. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის N510 დადგენილებით დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში - „N510 ტექნიკური რეგლამენტი“), რომლის მიზანია სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 3. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის N511 დადგენილებით დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში - „N511 ტექნიკური რეგლამენტი“), რომლის მიზანია ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა, ინფრასტრუქტურული მოთხოვნებისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის დადგენა. ამასთან, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ინსპექტირების ცენტრის მონიტორინგი, მათ შორის, ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით. აქვე, აღსანიშნავია, რომ ხსენებული სამეწარმეო კონტროლი შემოიფარგლება მხოლოდ N511 ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისობის დადგენით და რეგულირების მიღმაა დარჩენილი უშუალოდ პერიოდული ტექნიკური 15 ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი, რაც გათვალისწინებულია N510 ტექნიკური რეგლამენტით. 14 „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) ინსპექტირების პროცესის მიმართ სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია, ინსპექტირების პროცესზე მაკონტროლებელი ქმედებები განხორციელდეს სათანადოდ, რისთვისაც მიზანშეწონილია, ნათლად განისაზღვროს აკრედიტაციის ცენტრისა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მოვალეობები აკრედიტაციის, მისი პირობების შესრულების და ინსპექტირების პროცესის მიმდინარე კონტროლის ფუნქციებთან დაკავშირებით. ამასთან, რადგან „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტოს ფუნქციაა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირება, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის სფეროს უსაფრთხოების მიზნით ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებას და მის შესრულებაზე ზედამხედველობას, მიზანშეწონილია N510 ტექნიკური რეგლამენტის შესრულებაზე ზედამხედველობა განახორციელოს სააგენტომ. ამდენად, ინსპექტირების პროცესში სააგენტოს ჩართვის და მის მიერ მაკონტროლებელი ქმედებების სათანადოდ განხორციელებისათვის უპირველესად აუცილებელია სააგენტოს, საკანონმდებლო დონეზე - „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების შედეგად, მიენიჭოს ინსპექტირების პროცესზე მონიტორინგის/კონტროლის უფლებამოსილება. კანონპრექტის მიზანია საგზაო უსაფრთხოების ამაღლება, საფრთხის პრევენცია და დაცვა გზებზე კონტროლის სისტემის შექმნის საშუალებით. აღნიშნული საკითხი გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №353 დადგენილებით დამტკიცებული - საქართველოს 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმით, რომლის მე-4 თავში (ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება), 1.4.4 საკითხი ითვალისწინებს გზებზე კონტროლის სისტემის შექმნის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას (ინდიკატორი საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი ნორმატიული აქტების პროექტები. ვადა 2023 წლის მე-4 კვარტალი). კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას გამომდინარეობს კანონპროექტი გამომდინარეობს ასევე „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორემ მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმით (N496) 16 გათვალისწინებულია 2006 წლის 15 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/22/EC დირექტივასთან საგზაო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სოციალური კანონმდებლობის შესახებ საბჭოს (EEC) N 3820/85 და (EEC) N 3821/85 რეგულაციების იმპლემენტაციის მინიმალური პირობების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება. აღნიშნული დირექტივა განსაზღვრავს საავტომობილო გადაზიდვების მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების (მძღოლთა) კანონმდებლობით განსაზღვრული შრომისა და დასვენების დადგენილი რეჟიმების დაცვის პირობების (ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ყოველდღიურ, უწყვეტად მართვის მაქსიმალურად დასაშვებ, ყოველკვირეული მართვის ჯამურ, დასვენების და შესვენების დროების დასაშვებ ხანგრძლივობას) და მათი მარეგისტრირებელი მოწყობილობების (ტაქოგრაფების) გამოყენების მონიტორინგს. 15 „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 16 „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამასთან, ხსენებული დირექტივა ნაწილობრივ იმპლემენტირებულია საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილები. აქედან მე-7 ნაწილის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო მე-8 ნაწილის - სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო)), ხოლო კანონპროექტის მიზანია მისი სრული იმპლემენტაცია ეფექტური აღმასრულებელი მექანიზმის დანერგვის გზით. კანონპროექტის მიღებით მოხდება სანავსადგურე სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შეთავაზება, გემის გათავისუფლება ბიუროკრატიული ბარიერებისა და არასაჭირო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესისგან. კანონპროექტის მომზადება განაპირობა ასოცირების შეთანხმების XV-D დანართით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების აუცილებლობამ, კერძოდ, აღნიშნული დანართის თანახმად, საქართველოს ევალება დანერგოს 2010 წლის 20 ოქტომბრის 2010/65/EU დირექტივა გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ნავსადგურებში შემოსული ან/და ნავსადგურებიდან გასული გემების ფორმალობებთან დაკავშირებული ანგარიშების შესახებ. კანონპროექტის მიზანია, გემების, სანავსადგურე ერთეულების, საკლასიფიკაციო საზოგადოებების მიერ საზღვაო სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის აღსრულების მექანიზმის დაწესება. კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება, საქართველოს მთავრობის დადგენილების „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესის“ დამტკიცების შესახებ“ და „გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას გამომდინარეობს კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს 17 (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 17 18 „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აცილების წესების“ დამტკიცების შესახებ სააგენტოს დირექტორის ბრძანებით გათვალისწინებული წესების დარღვვევისთვის ჯარიმების ოდენობა. პროექტი ითვალისწინებს გემთმფლობელების და სანავსადგურე ერთეულების ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გემისა და ნავსადგურის უშიშროების და გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების დარღვევებზე. ასევე, პროექტი ითვალისწინებს ჯარიმებს, საქართველოს ნავსადგურების კომპლექსური შემოწმების შედეგად ნავსადგურების მიერ შეუსაბამობების დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში. გემების ინსპექტირებასა და შემოწმებას საზღვაო კოდექსის შესაბამისად, ახორციელებს აღიარებული ორგანიზაცია, რომელსაც უფლებამოსილების დელეგირებას უკეთებს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). ვინაიდან, არსებობს იმის რისკი, რომ აღიარებული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ინსპექტირება და შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს რეალობას და აღნიშნულით ზიანი მიადგეს გემის, ნავსადგურის და ადამიანის უსაფრთხოებას, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, საქართველოში მოქმედი, სააგენტოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოებებისთვის დაწესდეს სანქციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შიდა ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემების ინსპექტირებისა და შემოწმების განმახორციელებელი აღიარებული ორგანიზაციის მიერ უფლებამოსილების და ფუნქციონირების წესების დარღვევა გამოიწვევს აღიარებული ორგანიზაციის დაჯარიმებას. საკანონმდებლო ცვლილება შეეხება ნახშირწყალბადებთან ასოცირებული გეოთერმული ენერგიის მოპოვებას. ნახშირწყალბადებთან ასოცირებული გეოთერმული ენერგიის მოპოვება და გამოყენება აქტუალურია, ვინაიდან, იგი წარმოადგენს განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიას. ასევე, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, კანონში მოხდება გაზის ტრანსპორტირების, გაზის დამუშავების და ნავთობის ტრასპორტირების რეგულირების საფასურის გათვალისწინება. კანონპროექტის მიზანია საპენსიო სააგენტოს 2019 წლიდან ფუნქციონირების შედეგად პრაქტიკაში გამოვლენილი მმართველობით სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხების აღმოსაფხვრელად საჭირო ცვლილებების განხორციელება. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს 18 19 (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „ფაქტორინგის შესახებ“ (ახალი კანონპროექტი) (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 20 „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ (ახალი კანონპროექტი) (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) საფინანსო სექტორის განვითარებისა და ბაზარზე მრავალფეროვანი შესაძლებლობების გაჩენის უზრუნველსაყოფად შემუშავდა „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. პროექტი თავისი არსით ფაქტორინგული კომპანიების საშუალებით მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის სამუშაო კაპიტალის შეუფერხებლად მიწოდებას შეუწყობს ხელს. კერძოდ, ფაქტორინგული კომპანიები მიაწვდიან დაფინანსების მსურველ მეწარმეებს მესამე მხარეთაგან მოსალოდნელ მომსახურების საფასურს იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს პირველადი მომსახურების ხელშეკრულებით იქნებოდა გათვალისწინებული. ამ ფაქტორინგული კომპანიების არსებობისათვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. საქართველოში დინამიურად მზარდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ფონზე, შესამჩნევად იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები. ყოველწლიურად, საქართველოს გზებზე ფიქსირდება ასობით ადამიანის გარდაცვალებისა და ათასობით ადამიანის სერიოზული დაშავების ფაქტი. საგზაოსატრანსპორტო შემთხვევების მონაწილეები სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე აქტიური მოქალაქეები არიან, მათგან ბევრი ახალგაზრდაა, ბევრი დაუცველი - ბავშვები, მოხუცები. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ხშირად სამუდამო ტრამვებით/დაზიანებებით, აქტიური მუშაობის შეწყვეტითა და მაღალი ხარჯებით სრულდება არამარტო მსხვერპლისთვის, არამედ მათი ოჯახებისთვის, ზიანის მიმყენებელი პირისთვის, რომლისთვისაც მძიმე ტვირთია ასეთი ხარჯების გაწევა; ასევე, ფართო საზოგადოებისთვის, დამსაქმებლის და ჯანდაცვის სისტემისთვის. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა მოითხოვს სისტემურ გადაწყვეტას, რაც ათწლეულების კვლევისა და მრავალი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია, განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის გზით. ამ სისტემის ფარგლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირი სათანადო კომპენსაციას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში იღებს მაშინაც კი, როდესაც ავარია გამოწვეულია დაუზღვეველი ან/და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის საჭიროებას იმ უწყებებისათვის, რომლებიც ფლობენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გამომდინარეობს 19 სოციალური დაცვის ამ ქმედითი მექანიზმის შესაქმნელად თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა წარმოადგენს ეკონომიკისა და სადაზღვევო სფეროს განვითარების ერთ-ერთ კომპონენტს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სოციალურეკონომიკურ სტაბილურობას, უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურების გარანტიების შექმნას, ცივილიზებულად აგვარებს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევით წარმოქმნილ დავებს და პრობლემებს. სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის დანერგვა ხელს შეუწყობს სახელმწიფოში სადაზღვევო კულტურის, ამ მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერების და სექტორისადმი ნდობის ამაღლებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია დაზღვევის, როგორც მოულოდნელ ფინანსურ დანახარჯებთან გამკლავების ალტერნატული საშუალების ეფექტიანი ფუნქციონირება. 21 „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) კანონპროექტი უკავშირდება - 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/103/EC დირექტივას, რომელიც ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას და მოცემულ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში ამ ვალდებულების შესრულებას. კანონპროექტის მიზანია საქართველოში საფინანსო სექტორში და აგრეთვე დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულებით ქონების გადაცემის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს პროექტის მიხედვით, კანონში ის მინიმალური დათქმები გაჩნდება და შესაბამისობაში მოვა ჰააგის კონვენციასთან - „1985 წლის 1 ივლისის კონვენცია ტრასტების და მათი ცნობის მიმართ გამოსაყენებელი სამართლის შესახებ“. აღნიშნულ კონვენციასთან მიერთებით, საქართველოში შესაძლებელი იქნება სატრასტო ინსტრუმენტის გამოყენება იმ ქვეყნის სამართლის შესაბამისად, სადაც სატრასტო ინსტრუმენტები სამართლებრივად გამართული და მოწესრიგებულია. შესაბამისად გამოსაყენებელი სამართლის მიმართულებით, საჭირო იქნება რიგი დაზუსტებების შემოტანა აღნიშნულ კანონში. 20 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 22 „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად, ინდივიდუალურმა მეწარმემ სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზიისა და სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მოსაპოვებლად, განაცხადის გაკეთებისას, უნდა წარმოადგინოს სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია). თუმცა, საქართველოში იარაღის ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებულ საკითხთა შემსწავლელი სპეციალური კურსების არარსებობის გამო, შეუძლებელია შესაბამისი სპეციფიკური ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს ამასთან, ძალოვან სტრუქტურებში სამსახურეობრივ-საშტატო იარაღი გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უწყების თანამშრომელი წარმოადგენს სერტიფიკატს „იარაღის გამოყენება-შენახვის წესების“ შესახებ, რაც ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება მიჩნეულ იქნეს სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელ ცნობად. ცვლილების მიზანია ზემოხსენებული საკითხის დარეგულირება, რომელიც შეეხება არა მხოლოდ ინდივიდუალურ მეწარმეებს, არამედ - იურიდიულ პირებსაც (ყველა დამფუძნებელს (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელს, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, შტატით გათვალისწინებულ და ხელშეკრულებით მოწვეულ თანამშრომლებს). ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნულ პირთა მიმართ „სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელ ცნობად“ ჩაითვლება „ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი“, რაც გულისხმობს ლიცენზიის მაძიებლის მიერ სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამოცდის ჩაბარებას. ასევე, „სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელ ცნობად“ ჩაითვლება როგორც საქართველოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ცნობა, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიღებული სამხედრო განათლების ან „ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების“ შესახებ სპეციალური კურსის გავლის 21 დამადასტურებელი ცნობები, რომლის წარდგენის ვალდებულება ლიცენზიის მაძიებელს ექნება ერთჯერადად. 2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვის მაძიებელმა სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის მისაღებად უნდა წარმოადგინოს სანებართვო ქმედების შესაბამისი ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების დედანი ან ამ ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის/ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის კონტრაქტის გაფორმება ხორციელდება ონლაინ რეჟიმში, შესაბამისად, მხარეები ვერ ახორციელებენ კონტრაქტის გაფორმების დადასტურებას ,,ცოცხალი ხელმოწერით“. ამასთან, აღნიშნული დაკავშირებულია ზედმეტ ფინანსურ ხარჯებთან. ამასთან, ნებართვის მაძიებელი გარიგების დოკუმენტთან ერთად ასევე წარმოგვიდგენს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ იმპორტის, ექსპორტისა და საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატებს, რომლებიც შესაბამისობაშია გარიგების დოკუმენტთან ისე, რომ კონტრაქტის დედნის წარმოდგენას არ გააჩნია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს ცვლილება და ნებართვის მაძიებელი გათავისუფლდეს ხელშეკრულების დედნის წარმოდგენის ვალდებულებისაგან. 3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ლიცენზიის მისაღებად, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები და მისი განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველი. დასახელებული სალიცენზიო საქმიანობები წარმოადგენენ მომეტებული საფრთხის შემცველ საქმიანობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მოთხოვნების არსებობა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ის შენობა-ნაგებობი, რომლებშიც ხორციელდება სალიცენზიო საქმიანობა, ცვლილების მიზანია ზემოაღნიშნული საკითხის დარეგულირება, შესაბამისად ცვლილება უნდა შევიდეს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-17 და მე- 22 18 მუხლებში, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვროს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები. გარდა ამისა, სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების შესაბამისობის დოკუმენტის გამცემ ორგანოდ განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი. 23 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 23 არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, პრობაციისა და არასრულწლოვანთა რეფერირების კოდექსი (ახალი კანონპროექტი) (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 24 მიწის კოდექსი (ახალი კანონპროექტი) (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ ახალი კოდექსის პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის მარეგულირებელი ერთიანი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა და სამართლებრივი ბაზის სრულყოფა, რაც ხელს შეუწყობს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესს და ამ პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევას. კანონპროექტი განსაზღვრავს კოდექსის მიზანს, პრინციპებს, მოქმედების სფეროს და ტერმინთა განმარტებას; სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემას, ორგანიზებას, სააგენტოს მოსამსახურის სტატუსს; არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივ აქტებსა და მათი აღსრულების პროცედურებს, მსჯავრდებულთა, ყოფილ პატიმართა და განრიდებულ პირთა რეაბილიტაციარესოციალიზაციის პროცესის, პროცესში მონაწილე პირებისა და სამიზნე ჯგუფების აღწერას; აღდგენითი მართლმსაჯულების განმარტებას, მიზნებს, პრინციპებს, აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამებს და სხვ. ამავე კოდექსში გაერთიანდება ამჟამად სხვადასხვა იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებში მოქცეული არასრულწლოვანთა რეფერირების პროცედურები. ამ თვალსაზრისით, კოდექსის მიზანია რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის, აგრეთვე მათ მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის ხელშეწყობა. პროექტით განისაზღვრება ცალკეული სახელმწიფო უწყებების (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) კომპეტენციაში შემავალი კატეგორიის არასრულწლოვანთა (კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები, მიგრანტი არასრულწლოვნები, ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვნები) რეფერირების ღონისძიებები და მოწესრიგდება რეფერირების პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები. მიწის კოდექსის შემუშავება განპირობებულია იმით, რომ მიწის კანონმდებლობა არ არის სისტემატიზებული, მიწასთან დაკავშირებული საკითხები დაქსაქსულია და მოწესრიგებულია სხვადასხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რაც ართულებს მიწასთან დაკავშირებული რეგულაციების აღქმადობას. გარდა აღნიშნულისა: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას, რაც დაზუსტდება საკანონმდებლო პაკეტის წარმოდგენისას. არ გამომდინარეობს არასრულწლოვანთა რეფერირების ნაწილში კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფა, რაც აგრეთვე დაზუსტდება საკანონმდებლო პაკეტის წარმოდგენისას კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს 24 საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) • სხვადასხვა კანონში ტერმინები სხვადასხვაგვარად არის განმარტებული და ურთიერთშეუსაბამოა. საკანონმდებლო აქტები მიღებულია სხვადასხვა წლებში და არ არსებობს ერთგვაროვანი მიდგომა შინაარსობრივად ერთგვაროვან საკითხებზე; • არსებული საკანონმდებლო აქტების აღსრულება წარმოადგენს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციას, ცალკეულ შემთხვევებში მკვეთრად არ არის გამიჯნული კომპეტენციები ან ბუნდოვანია რომელ უწყებას ექვემდებარება საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური უწყება, რომელიც ნიადაგის მიხედვით დაადგენს მიწის მიზნობრივ დანიშნულებას და კატეგორიას; • არ არსებობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლის შემთხვევაში, მიწის საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის მკაფიო კრიტერიუმები, რომელიც დაეფუძნება ნიადაგის შეფასებას, მოსავლიანობას, მიწის ნაკვეთის ღირებულებას და ა.შ; • მიწის დანიშნულების და კატეგორიის დადგენის მიზნით, გამოიყენება საბჭოთა პერიოდის მიწათსარგებლობის გეგმები, რომლებიც მოძველებულია და არ ასახავს ადგილზე დღეს არსებულ მდგომარეობას. ეს გეგმები არ ახლდება და საკანონმდებლო აქტით არ არის დადგენილი უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ საკითხზე; • წყლის ფონდის, წიაღის და მიწაზე კერძო საკუთრების საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგება რიგ შემთხვევაში, ბუნდოვანია; • არ არსებობს მიწის საბაზრო ღირებულების შეფასების ერთიანი სისტემა; • არ არის დადგენილი მესაკუთრის ვალდებულება, დაამუშაოს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა; • არ არის დადგენილი ეფექტური საკანონმდებლო მექანიზმი მიწათსარგებლობაზე სახელმწიფო ან/და მუნიციპალური ზედამხედველობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მიწასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა იმ საკითხებისა, რომელიც, თავისი არსით მიზანშეწონილია, ან კონსტიტუციიდან გამომდინარე, სავალდებულოა, რომ ცალკე საკანონმდებლო აქტებით რეგულირდებოდეს) მოწესრიგდეს ერთიანი, სისტემატიზებული საკანონმდებლო აქტით, რომელშიც თავს მოიყრის ყველა ის მნიშვნელოვანი რეგულაცია, რომელიც მიწის შენარჩუნებასა და გამოყენებას, სამართალურთიერთობებში ყველა პირის უფლება-მოვალეობებსა და ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას განსაზღვრავს. 25 25 26 27 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „ასაკოვან და ხანდაზმულ პირთა შესახებ“ (ახალი კანონპროექტი) (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს „კანონსა“ და „კოდექსს“ შორის არსებული ურთიერთმიმართების დაზუსტებას, აგრეთვე ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების მოწესრიგებას. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს „ასაკოვან და ხანდაზმულ პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება უზრუნველყოფს ასაკოვანთა და ხანდაზმულთა უფლებების უფრო ეფექტიან რეალიზებას. ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა ხელს შეუწყობს ერთიანი მიდგომების საფუძველზე ასაკოვანთა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვას და უზრუნველყოფს მათთვის შესაბამისი პროგრამებისა და სერვისების შემუშავებას. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულია 2008 წელს და მასში სხვადასხვა დროს შეტანილია ცვლილებები. ბაზრის დინამიკურად ზრდადი მოთხოვნების გათვალისწინებითა და მისი თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კანონში შეტანილი იქნება სხვადასხვა ცვლილებები, მათ შორის, დაზუსტდება როგორც მშენებარე, ისე აშენებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების რეგისტრაციის პირობები, კიდევ უფრო მეტად მოწესრიგდება საამზომველო სამუშაოებთან (მათ შორის, შენობა-ნაგებობების შიდა აზომვით სამუშაოებთან) და ამ სამუშაოების შემსრულებელ პირებთან დაკავშირებული და სხვა საკითხები. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს 26 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 28 „თეატრების შესახებ“ (ახალი კანონპროექტი) (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი თეატრების საქმიანობის წესის, მათ დაფუძნებასთან, ფუნქციონირებასთან, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი, სოციალური და ფინანსურ-ეკონომიკური ურთიერთობების, თეატრალურ სფეროში მოღვაწე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობების, თეატრების სახელმწიფო მხარდაჭერის ფორმების დაზუსტებისა და არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებით. წლების განმავლობაში დაგროვებულმა გამოცდილებამ გამოავლინა ცალკეული საკითხების საკანონმდებლო დონეზე დაზუსტების აუცილებლობა, მათ შორის, წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება: თეატრების კატეგორიები და ტიპები; ზუსტდება თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის უფლებამოსილებები, რაც ხელს შეუწყობს მათი კომპეტენციების გამიჯვნას; წესრიგდება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის დანიშვნის და გათავისუფლების წესი და მათი უფლებამოსილების ვადები; განისაზღვრება თეატრების სახელმწიფო დაფინანსების თავისებურებანი, თეატრების ანგარიშგებისა და მონიტორინგის საფუძვლები; რეგულირდება თეატრისა და თეატრის დასის შრომითი ურთიერთობები. კანონი განამტკიცებს კერძო თეატრების ხელშეწყობისა და გაძლიერების, განსაკუთრებული საჭიროების მქონე თეატრებისა და საბავშვო თეატრების მხარდაჭერის მექანიზმებს, განსაზღვრავს მათი დაფინანსებისა და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის ფორმატს, მათთვის სახელმწიფო თეატრების სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების გამარტივებული წესით გადაცემასა და სხვ. კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც კანონპროექტის ის დებულებები, რომლებიც ითვალისწინებს გარკვეული სუბიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, აღსრულდება საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ზღვრული მოცულობის ფარგლებში, ხარჯების ოპტიმალური გადანაწილების შედეგად. არ გამომდინარეობს მოქმედი კანონი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პროფესიულ თეატრებზე. შესაბამისად, სათანადო რეგულაციის მიღმა რჩება თეატრების გარკვეული ნაწილი, რაც არათანაბარ სამართლებრივ და ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში აყენებს მათ. შესაბამისად, კანონპროექტით ფართოვდება მისი რეგულირების სფერო. კერძო თეატრების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, კანონპროექტით იზრდება სახელმწიფოს მართვაში არსებული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა, რაც შექმნის კერძო თეატრების განვითარების ფინანსური თუ ლოჯისტიკური მხარდაჭერის შესაძლებლობას. ასევე, კანონპროექტი განსაზღვრავს თეატრების მონიტორინგის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს. 27 29 „სახელოვნებო განათლების შესახებ“ (ახალი კანონპროექტი) (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო, მუნიციპალური და შერეული თეატრების მართვის მომწესრიგებელ ნორმებს. კანონის პროექტის მიზანია სახელოვნებო განათლების, როგორც განათლების ერთერთი ნაწილის სამართლებრივი რეგულირების საფუძვლების შექმნა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში სახელოვნებო განათლება, გარდა უმაღლესი პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საფეხურებისა, არაფორმალური განათლების ფორმით ხორციელდება და არ არსებობს სახელოვნებო განათლების ქვედა დონეების ფორმალური განათლების სისტემაში ინტეგრირების სამართლებრივი საფუძვლები. სკოლისგარეშე სახელოვნებო განათლება წარმოადგენს განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც ხასიათდება სპეციფიკით და გამოირჩევა განსხვავებული რეგულირებების საჭიროებით. ამასთან, არ არსებობს ისეთი საკანონმდებლო აქტი, სადაც წარმოდგენილი კანონპროექტის შინაარსი ცვლილების შეტანის გზით სრულად აისახებოდა. შესაბამისად, მომზადდა ახალი საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომელიც კომპლექსურად მოაწესრიგებს სახელოვნებო განათლების სფეროს, მის სხვადასხვა მიმართულებასა და გაითვალისწინებს ყველა ძირითად რეგულაციას. კანონპროექტის მიღების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით საჭირო იქნება დაახლოებით 5 660 000 ლარი არ გამომდინარეობს კანონპროექტის საფუძველზე განისაზღვრება და შეიქმნება შემდეგი საკითხების მოწესრიგების სამართლებრივი საფუძველი: ფორმალური სახელოვნებო განათლების არსი და მისი მარეგულირებელი ჩარჩო, ფორმალური სახელოვნებო განათლების მიღების წესი, ფორმალური სახელოვნებო განათლების მიმწოდებელი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხი, ფორმალური სახელოვნებო განათლების მიღების შედეგად მისანიჭებელი კვალიფიკაციები, ფორმალური განათლების მიმწოდებელი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლების სტატუსი, ფორმალური სახელოვნებო განათლების მიმწოდებელი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლების შრომის ანაზღაურების წესი და სხვა. 28 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 30 „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 31 „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია კანონით ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისათვის სამართლებრივი გარემოს შექმნა, რაც ექთნების და მეანიექთნების კვალიფიციური ადამიანური რესურსის გენერირების საშუალებით უზრუნველყოფს ჯანდაცვითი სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და ამავდროულად, ექთნებისა და მეანი-ექთნების საქმიანობის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას. ცვლილებები განსაზღვრულია „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №334 დადგენილებით დამტკიცებული „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიით“, რომლის იმპლემენტაციისთვის საჭიროა შესაბამისი ნორმატიული ბაზით უზრუნველყოფა, უპირველეს ყოვლისა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ექთნების და მეანი-ექთნების განათლების, პროფესიული საქმიანობისა და პროფესიული განვითარების პროცესების დარეგულირების მიზნით საკანონმდებლო და კანონქვემდებარე საფუძვლების მომზადება. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მიზნით, გაეროს სიებში განხორციელებული ცვლილება სავალდებულო წესით უნდა აისახოს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანდართულ სიებში. კანონპროექტების მიღება, სავარაუდოდ, გამოიწვევს გარკვეულ ხარჯებს - 2025-2028 წლებში დაახლოებით საპროგნოზო ხარჯი 1 354 354 ლარი არ გამომდინარეობს კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს 2022 წელს გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი, 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ და 1988 წლის „ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის“ კონვენციების თანდართულ სიებში შევიდა ცვლილებები, კერძოდ: - გაეროს 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი კონვენციის I სიას დაემატა 2 ნივთიერება; 29 - გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციის II სიას დაემატა 1 ნივთიერება; - გაეროს 1988 წლის „ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის“ კონვენციის სიის I ცხრილს დაემატა 3 ნივთიერება. შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივა ნივთიერებების მოქმედ კანონში დამატებას. ითვალისწინებს აღნიშნული 30 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 32 „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მომზადება დაკავშირებულია დეცენტრალიზაციის სტრატეგიიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის ქონების მართვის საკითხების შესაბამისი ფორმით მოწესრიგების საჭიროებასთან. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 31 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 33 34 „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) კანონპროექტის მიზანია, საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებული ტერმინოლოგიური და ტექნიკური ხასიათის უზუსტობების აღმოფხვრა, ამასთან, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო კოდებისა და საქონლის დასახელებების „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2022 წლის რედაქციის ნომენკლატურასთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს კანონპროექტის შემუშავების მიზანია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწა და სრულყოფა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ასევე, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის ცვლილება და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება. პროექტის ძირითადი ნაწილი გამომდინარეობს არსებული პრაქტიკის დახვეწით და დაგროვილი პრაქტიკის ანალიზით, თუმცა რიგი საკითხების მოწესრიგება დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებასთან. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას გამომდინარეობს მას შემდეგ, რაც 2014 წლის სექტემბრის შემდეგ „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ ნაწილობრივ შევიდა ძალაში, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საკანონმდებლო საქმიანობამ მოითხოვა სამართლებრივი დაახლოების პროცესთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინება და კანონშემოქმედებით საქმიანობაში ცალკეული დეტალების ინტეგრირება. კერძოდ, 2016 წელს აღნიშნული კანონი დაახლოვდა 2006 წლის 17 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/43/EC დირექტივასთან წლიური ანგარიშებისა და კონსოლიდირებული ანგარიშების კანონით დადგენილი აუდიტის განხორციელების შესახებ. აღნიშნულს მოწმობს 2022 წლის ივლისში გამართული, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ქვეკომიტეტის სხდომაც. ევროკომისიის წარმომადგენლების მიერ აღრიცხვა-ანგარიშგების და აუდიტის მიმართულებით 32 განხორციელებული რეფორმა ძირითადად წარმატებულად ჩაითვალა, ხოლო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - ყველა ძირითად ასპექტში შესრულებულად. თუმცა, გარდა აღნიშნულისა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების ბრიუსელში ვიზიტისას, გამოვლინდა საქართველოს კანონმდებლობის შეუსაბამობა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის რეგულაცისთან (EU) No 537/2014 „საზოგადოებრივი დაინტერესების პირების სავალდებულო აუდიტთან დაკავშირებული კონკრეტული მოთხოვნების შესახებ, რომლითაც უქმდება კომისიის გადაწყვეტილება 2005/909/EC“ (რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო ხელს შეუწყობს „წლიური და კონსოლიდირებული ანგარიშგების სავალდებულო აუდიტის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 17 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/43/EC დირექტივის ნორმების შესრულებას). კერძოდ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული რეკომენდაციებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს კანონმდებლობით დადგინდეს აუდიტორებისთვის/აუდიტორული ფირმებისთვის აკრძალული არაუდიტორული სერვისების სია (რეგულაციის მე-5 მუხლის შესაბამისად) და ასევე, რიგ შემთხვევებში ნებადართული არააუდიტორული მომსახურებების შესახებ ინფორმაცია (მე-4 მუხლი). რეგულაციის აღნიშნული მუხლები ასევე შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა აუდიტორული ფირმებისათვის გამჭვირვალობის ანგარიშის წარდგენის ვალდებულების შემოღება. 35 „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რეგულაციით გათვალისწინებული მარეგულირებელი ნორმების საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანა ხელს შეუწყობს რეფორმას აუდიტორების მხრიდან დაცული იქნეს დამოუკიდებლობა სდპ-ებისათვის (მაგ: ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ) აუდიტორული მომსახურებების განხორციელებისას. ცვლილებების შესაბამისად, კანონის ტექსტიდან ამოღებული იქნება დებულებები, რომლებიც ითვალისწინებენ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესს, ვინაიდან მსგავსი საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ 33 36 37 38 საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (ახალი კანონპროექტი) (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „სახელმწიფო საწარმოთა შესახებ“ (ახალი კანონპროექტი) (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) კანონპროექტის შესაბამისად, განხორციელდება ცვლილება „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში, არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების გადახედვიდან გამომდინარე. არ გამომდინარეობს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა. არ გამომდინარეობს სახელმწიფო საწარმოთა შესახებ კანონი შექმნის მკაფიო საკანონმდებლო საფუძველს სექტორში მიმდინარე ყოვლისმომცველი რეფორმის ძირითადი მიმართულებების (სახელმწიფო საწარმოებში კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვა, საწარმოთა კომერციული მიზნების უზრუნველყოფა, საწარმოთა ფლობის პოლიტიკის განსაზღვრა, კონკურენციის ხელშეწყობა, საწარმოთა სტრტეგიული მართვა) პრაქტიკაში დანერგვისთვის. საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების ექსპერტული მხარდაჭერით მომზადებული კანონი გაითვალისწინებს სახელმწიფო საწარმოთა მართვის საუკეთესო სტანდარტებსა და პრაქტიკებს ,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” (OECD) სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს 34 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 39 „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 40 „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) ცვლილების მიზანია გაუმჯობესდეს მეხანძრე-მაშველთა სოციალური გარანტიები. კანონპროექტით, ახლებურად გაიწერება მეხანძრე-მაშველთა კომპენსაციის გამოთვლის წესი და წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ 2005-2015 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ნამსახურობა. გარდა ამისა, დღეს მოქმედი კანონმდებლობა შეიცავს გარკვეულ ხარვეზებსა და ბუნდოვან ჩანაწერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილი პირების სახელმწიფო კომპენსაციების გამოთვლის წესებთან დაკავშირებით, რაც პრაქტიკაში ნორმების არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საფუძველს ქმნის. პროექტის მიზანია, ნათელი, განჭვრეტადი და ერთგვაროვანი ჩანაწერები დადგინდეს სახელმწიფო კომპენსაციის გამოთვლის წესებთან დაკავშირებით. მათ შორის, მნიშვნელოვანია, გაიწეროს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილ პირს, კალენდარულ წელთა ნამსახურობაში, გარდა სამინისტროს სისტემაში სამხედრო და სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, ჩაეთვლება ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებითა და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომ – სასაზღვრო პოლიცია) მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისას, სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) გათვალისწინებული დანაშაულის გამოვლენის პროცესში, დანაშაულის ჩადენის დაწყებით სტადიაზე შესაძლოა ცნობილი გახდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია (დანაშაულის ორგანიზატორების, დამხმარეების, გადაადგილების მარშრუტების, დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი საჭირო ტექნიკური საშუალებების, საზღვარგარეთ მოქმედი ჯგუფის წევრების, დანაშაულის ჩადენისკენ მიმართულ მოქმედებათა თანმიმდევრობის, გადახდილი ფულადი თანხების და სხვ. შესახებ), რითაც იკვეთება დანაშაულის მომზადების ნიშნები. თუმცა, ვინაიდან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მომზადების დასჯადობას, შეუძლებელია ასეთ ქმედებებზე რეაგირება. შესაბამისად, ცვლილების პროექტით, სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილში შეტანილ იქნება ცვლილება და სისხლის ცვლილების საფუძველზე ახლად დანიშნული კომპენსაციებისა და არსებული კომპენსაციების გადაანგარიშების პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შეიცვლება, რაც მითითებული იქნება შესაბამისი კანონპროექტის განმარტებით ბარათში. არ გამომდინარეობს კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს 35 სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადებისთვის. 41 „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეული მუხლების, მათ შორის, 344-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, თუ დანაშაულის ჩამდენ პირს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა. დასახელებული შენიშვნების ფორმულირებები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ რეგულირდება მძღოლის ვალდებულება, მოლიპულ გზაზე მოძრაობისას იქონიოს ზამთრის საბურავები ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. აღნიშნული რეგულაციის არარსებობა გზის ცალკეულ მონაკვეთებზე იწვევს როგორც მოძრაობის შეფერხებას, ისე ზრდის სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობას. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით სავალდებულო იქნება ზამთრის პერიოდში ცალკეულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი იყოს ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. ამასთან, ადმინისტრაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელსაც ზამთრის პერიოდში განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე არ ექნება განსაზღვრული მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილი იქნება მძღოლს შეუზღუდოს განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს 36 სხვა უწყებები 42 „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 43 „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 2016 წლის 23 ივნისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ“ შეთანხმებას (შემდგომში - „შეთანხმება“). საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაზღვრულია, როგორც ეროვნული უსაფრთხოების ორგანო (NSA), რომელიც პასუხისმგებელია შეთანხმების განხორციელებაზე. შესაბამისად, აუცილებელია სათანადო რეგულაციების დამატება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში. შეთანხმების პრაქტიკაში განხორციელების საკითხი იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრების კითხვარის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება და ამ მიმართულებით ევროკავშირის შემფასებელი დელეგაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების მოკლე პერიოდში შესრულება. საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრება ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობის წესები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამომავლო საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას და მხარეებს შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის სათანადოდ დაცვას. ავტორი: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კანონპროექტის მომზადების მიზანია ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) რეკომენდაციების იმპლემენტაცია. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს საეჭვო გარიგების თაობაზე ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნის შესახებ ვალდებულების გაჩენას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის და ასევე სხვა საკითხებს. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს ავტორი: სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური 37 44 „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ (ახალი კანონპროექტი) (აუცილებლობის შემთხვევაში, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) კანონპროექტის მომზადების საფუძველია „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (№2883-XIმს-Xმპ; 16 მაისი 2023 წ.) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭებისა და რეგისტრაციის წესი. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს ავტორი: სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ 38