საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.05.2023
ავტორი
სსიპ საპენსიო სააგენტო
ნომერი
#1-7676/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი: ა)საპენსიო სააგენტოს 2022 წლის ანგარიში; ბ)IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები 2022 წლისათვის.

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📜 ტექსტი

წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-13666/23 05-09-2023 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დასკვნას სსიპ საპენსიო სააგენტოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე და პარლამენტის დადგენილების პროექტს. დანართი: 1. კომიტეტის დასკვნა 1 ეგზ; 2. პარლამენტის დადგენილების პროექტი 1 ეგზ; პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-13663/23 05-09-2023 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების (N262/12; 05.06.2023) საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2023 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე განიხილა სსიპ საპენსიო სააგენტოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში. კომიტეტი დადებითად აფასებს საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას. კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე საქართველოს შესაბამისად პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის პირველი პუნქტის საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დადებითად შეფასდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
ანგარიში
N გ/1546 31/05/2023 1546-შ-2-202305311718 საქართველოს პარლამენტს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ საპენსიო სააგენტოს 2022 წლის ანგარიშს. ასევე, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 16 ნოემბრის N1028-VIმს-Xმპ დადგენილებით არჩეული, საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორი) - შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“-ს მიერ IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებას 2022 წლისთვის. დანართი: 1. საპენსიო სააგენტოს საქმიანობის 2022 წლის ანგარიში. 2. IFRS და IPSAS სტანდარტების ანგარიშგებები 2022 წლისთვის. პატივისცემით, გიორგი დანელია დირექტორი მიხედვით მომზადებული ფინანსური სსიპ „საპენსიო სააგენტო“ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგება 2022 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისთვის სარჩევი დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 1 ფინანსური შედეგების ანგარიშგება 2 წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგება 3 ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება 4 ბიუჯეტისა და მიღებული ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება 5 ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 6 სსიპ „საპენსიო სააგენტო“ 2022 ფინანსური შედეგების ანგარიშგება ლარი 2022 2021 შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან: სსიპ საპენსიო სააგენტოს დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან 7,325,462 7,325,462 2,558,827 3,372,635 5,931,462 სანქციები, ჯარიმები და საურავები სხვა შემოსავალი სულ შემოსავალი 1,289 153 7,326,904 3 5,931,465 (1,900,526) (4,414,886) (378,243) (6,693,655) (1,437,741) (3,619,182) (196,515) (5,253,438) 633,249 678,027 ადმინისტრაციული ხარჯები თანამშრომლებზე გაწეული ხარჯები ცვეთა და ამორტიზაცია სულ ხარჯები პერიოდის ნამეტი შენიშვნა 9 10 4, 5 ფინანსური შედეგების ანგარიშგება წაკითხული უნდა იქნეს განმარტებით შენიშვნებთან ერთად,რომელიც ფინანსური ანგარიშგების განუყოფელი ნაწილია და განთავსებულია 6-15 გვერდებზე. 2 სსიპ „საპენსიო სააგენტო“ 2022 წლის წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგება ლარი წმინდა აქტივები 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 815,335 პერიოდის ნამეტი 678,027 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1,493,362 პერიოდის ნამეტი 633,249 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 2,126,611 წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგება წაკითხული უნდა იქნეს განმარტებით შენიშვნებთან ერთად,რომელიც ფინანსური ანგარიშგების განუყოფელი ნაწილია და განთავსებულია 6-15 გვერდებზე. 3 სსიპ „საპენსიო სააგენტო“ 2022 წლის ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება ლარი ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობებიდან პერიოდის ნამეტი 2022 2021 633,249 678,027 378,244 10,012 (428,009) 8,316 748,285 196,515 (6,794) (94,916) 2,950 41,173 1,350,097 816,955 ფულადი ნაკადები საინვესტიციო საქმიანობებიდან ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების შესყიდვა საინვესტიციო საქმიანობაში გამოყენებული წმინდა ფულადი სახსრები (602,115) (775,557) (602,115) (775,557) მატება ფულად სახსრებსა და მათ ეკვივალენტებში ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები, წლის დასაწყისში ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები, წლის ბოლოს 747,982 41,478 789,460 41,398 80 41,478 კორექტირებები ცვეთა და ამორტიზაცია ცვლილება მარაგებში ცვლილება ავანსები საქონლის და მომსახურების შესაძენად ცვლილება სავაჭრო და სხვა ვალდებულებებში ცვლილება გადავადებული შემოსავლის საოპერაციო საქმინაობიდან მიღებული წმინდა ფულადი სახსრები ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება წაკითხული უნდა იქნეს განმარტებით შენიშვნებთან ერთად,რომელიც ფინანსური ანგარიშგების განუყოფელი ნაწილია და განთავსებულია 6-15 გვერდებზე. 4 სსიპ „საპენსიო სააგენტო“ ბიუჯეტისა და მიღებული ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება დარიცხვა ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში განსხვავებები ფაქტობრივ დარიცხვასა და ფაქტობრივ ფულად ნაკადებს შორის 0.49% 5.34% 7,326,751 (6,693,655) (748,285) (31,284) (4,415,624) (602,115) 2.91% 40.43% (4,414,886) n/a (738) n/a 6,000,000 (5,222,264) 5,972,635 (5,155,905) 0.46% 1.27% 5,931,462 (5,253,438) (41,173) 97,533 (3,640,439) (777,736) (3,619,182) (775,557) 0.58% 0.28% (3,619,182) n/a n/a საბოლოო დამტკიცებული ბიუჯეტი ფაქტობრივი ფულადი ნაკადები ხაზინის ანგარიშიდან და საპენსიო ფონდიდან 8,115,000 (7,104,265) 8,075,036 (6,724,939) არაფინანსური აქტივების ზრდა (4,547,965) (1,010,735) 2021 შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან ხარჯები ლარი 2022 შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან ხარჯები რომელშიც შედის: სახელფასო ხარჯები რომელშიც შედის: სახელფასო ხარჯები არაფინანსური აქტივების ზრდა განსხვავებები ბიუჯეტსა და ფაქტობრივ ფულად ნაკადებს შორის ბიუჯეტისა და მიღებული ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება წაკითხული უნდა იქნეს განმარტებით შენიშვნებთან ერთად,რომელიც ფინანსური ანგარიშგების განუყოფელი ნაწილია და განთავსებულია 6-15 გვერდებზე. 5 1. ანგარიშგების წარმდგენი საწარმო სსიპ „საპენსიო სააგენტო“ (შემდგომში, „სააგენტო“) დაფუძნდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, 2018 წლის 6 აგვისტოთი დათარიღებული საქართველოს კანონის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ (შემდგომში, "კანონი") და 2018 წლის 15 აგვისტოთი დათარიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილება №421-ის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თანახმად. „სააგენტო“ არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია მხოლოდ „სააგენტო“-სთვის, რომელიც დაარსებულია დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვისთვის და ადმინისტრირებისთვის (შემდგომში "საპენსიო სქემა"). საპენსიო სქემის ფინანსური ანგარიშგება, რომელშიც შედის საპენსიო სქემის მონაწილეთა საპენსიო აქტივები (კანონით განსაზღვრული) და რომელსაც მართავს სააგენტო, წარმოდგენილია ცალკე. „სააგენტო“-ს მმართველობის ორგანოები არიან: დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭო, საინვესტიციო საბჭო და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. დირექტორის პასუხისმგებლობაა სააგენტოს უწყვეტი საქმიანობა (გარდა სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობისთვის საჭირო ოპერაციებისა), რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება საპენსიო სქემის მონაწილეთაგან საპენსიო შენატანების შეგროვების პროცესის მართვით. საინვესტიციო საბჭოს, რომლის წევრებს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი, ძირითადი პასუხისმგებლობაა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და ამ დოკუმენტთან უფროსი საინვესტიციო ოფიცრის და სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის მიერ განხორციელებული საინვესტიციო საქმიანობის შესაბამისობის მონიტორინგი. სამეთვალყურეო საბჭო ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საქმიანობას, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა, რომელიც რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის ("სებ") მიერ. კანონის თანახმად სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე. „სააგენტოს“ მთავარი საქმიანობაა სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელება, მართვა და ადმინისტრირება. სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სქემა ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვარს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. „სააგენტოს“ იურიდიული მისამართია ყიფშიძის ქ.7ბ, თბილისი, საქართველო. 2. მომზადების საფუძველი (a) შესაბამისობა წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია „საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების“ (შემდგომში, „სსბასს“) მიხედვით. 6 სსიპ „საპენსიო სააგენტო“ 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 2 მომზადების საფუძველი (გაგრძელება) (b) შეფასების საფუძველი წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ისტორიული ღირებულების კონვენციის შესაბამისად. დარიცხვის მეთოდის გამოყენებით, (c) სამუშაო და წარდგენის ვალუტა წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილია ქართულ ლარში (შემდგომში „ქართული ლარი“). ლარი ასევე წარმოადგენს „სააგენტო“-ს სამუშაო ვალუტას, რადგან როგორც საქართველოს ეროვნული ვალუტა, ის ასახავს შესაბამისი მოვლენებისა და ვითარებების უმეტესობის ეკონომიკურ არსს. ყველა ოდენობა წარმოდგენილია ლარში, გარდა სხვაგვარად მითითებული შემთხვევებისა. 3. მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკები (a) შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან შედგება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (შემდგომში „ბიუჯეტი“) მიღებული ფულადი სახსრებისგან და საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურისგან. საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით მიღებული შემოსავალიდან მომსახურებისა და მიმდინარე საქმიანობისთვის აღიარდება (i) ყოველდღიური მომსახურების დაფინანსებისთვის (ხელფასი, დროებითი შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ხარჯები, იჯარის ხარჯები და ა.შ.), რაც აღიარებულია როგორც ხარჯი იმავე პერიოდში; (ii) ისეთი ტიპის მომსახურების დაფინანსებისთვის, რომელიც აკმაყოფილებს აქტივის განმარტებას, მაგრამ მათი გამოყენება ხდება დაუყოვნებლივ და შესაბამისი ღირებულების გარიგება აღიარებულია, როგორც ხარჯი, რათა ასახავდეს მსგავსი მომსახურების გამოყენებას. ,,სააგენტო“ საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით მიღებულ შემოსავალს აღიარებს ყოველდღიურად წელიწადში არსებული კალენდარული დღეების პროპორციულად, რომელიც კორექტირდება წლის ბოლოს აუთვისებელი ნაშთით. არაგაცვლითი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლის შეფასება ხდება ორგანიზაციის მიერ აღიარებული წმინდა აქტივების ზრდის ოდენობით. (b) ძირითადი საშუალებები ძირითადი საშუალებები აღრიცხულია თვითღირებულებით, გარდა ყოველდღიური მომსახურების ხარჯებისა, რასაც აკლდება აკუმულირებული ცვეთა და ნებისმიერი აკუმულირებული გაუფასურება. ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულების გადახედვა ხდება გადაფასებასთან მიმართებაში, როდესაც მოვლენები ან გარემოებათა ცვლილებები იმაზე მიანიშნებს, რომ საბალანსო ღირებულების აღდგენა შესაძლოა ვერ მოხერხდეს. აქტივზე ცვეთის დარიცხვა იწყება აქტივის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანის თარიღიდან. 7 3 მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკები (გაგრძელება) ძირითად საშუალებებზე ცვეთა გამოითვლება წრფივი მეთოდის გამოყენებით, რათა მოხდეს თვითღირებულების ნარჩენ ღირებულებამდე განაწილება სავარაუდო სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში: კომპიუტერული და საკომუნიკაციო ტექნიკა 3-10 წელი; ავეჯი და საოფისე ტექნიკა 7-20 წელი; საიჯარო ქონების გაუმჯობესება 3 წელი. შეკეთება-განახლებასთან დაკავშირებული ხარჯები დაირიცხება მათი გაწევისთნავე და მათი აღიარება ხდება ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში, თუ არ არსებობს მათი კაპიტალიზაციის საფუძველი. (c) არამატერიალური აქტივები შეძენილი არამატერიალური აქტივები თავდაპირველი აღიარებისას ფასდება თვითღირებულებით. თავდაპირველი აღიარების შემდეგ, არამატერიალური აქტივები ფასდება თვითღირებულებით, რასაც აკლდება ნებისმიერი აკუმულირებული ამორტიზაცია და ნებისმიერი გაუფასურებით გამოწვეული აკუმულირებული ზარალი. არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია ხდება ეკონომიკური მომსახურების 2-10 წლიან ვადაზე და მათი გაუფასურების შეფასება ხდება არამატერიალური აქტივის გაუფასურების ნიშნების არსებობის აღმოჩენისთანავე. (d) იჯარები იჯარები, რომელთა საფუძველზეც აქტივის საკუთრებასთან დაკავშირებული რისკებისა და ეკონომიკური სარგებლის მნიშვნელოვანი წილის შენარჩუნება ხდება მეიჯარის მიერ კლასიფიცირდება საოპერაციო იჯარად. საოპერაციო იჯარის ფარგლებში განხორციელებული გადახდების (ნებისმიერი, მეიჯარისგან მიღებული სტიმულირების გარეშე) ხარჯად აღიარება ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში ხდება წრფივი მეთოდით იჯარის ვადის მანძილზე. (e) ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები წარმოადგენს მაღალ ლიკვიდურ აქტივებს, რომლებიც ექვემდებარება ღირებულების ცვლილების უმნიშვნელო რისკს. (f) მარაგები მარაგები ფასდება თვითღირებულებასა და წმინდა სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესით. მარაგის თვითღირებულება გამოიანგარიშება საშუალო შეწონილი ხარჯის პრინციპის საფუძველზე და მოიცავს დანახარჯებს მარაგების შეძენაზე, წარმოებასა და გადამუშავებაზე და პირდაპირ დაკავშირებულ დანახარჯებს, რომლებიც აუცილებელია მარაგების მოცემულ ადგილსა და მოცემულ მდგომარებაში მოსაყვანად. საქმიანობის ჩვეულებრივად მიმდინარეობის პირობებში, წმინდა სარეალიზაციო ღირებულება წარმოადგენს მოსალოდნელ სარეალიზაციო ღირებულებას, გამოკლებული სავარაუდო დასრულების და გაყიდვის ხარჯები. 8 სსიპ „საპენსიო სააგენტო“ 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 3 მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკები (გაგრძელება) (g) დაბეგვრა „სააგენტო“ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არ ასრულებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, სააგენტოს საქმიანობა თავისუფლდება მოგების, ქონებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებისგან. (h) ინფორმაცია ბიუჯეტის შესახებ „სააგენტოს“ წლიური ბიუჯეტი მზადდება აღრიცხვის საკასო მეთოდით და მტკიცდება სააგენტოს დირექტორის მიერ, მას შემდეგ რაც მას „სააგენტოს“-ს სამეთვალყურეო საბჭო დაამტკიცებს, რაც შემდეგ აისახება "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში (რომელიც საბოლოო დამტკიცებულ ბიუჯეტში შეზღუდული რაოდენობით კორექტირებებს ექვემდებარება და შეთანხმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან) დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად. ვინაიდან ფინანსური ანგარიშგებისა და სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების საფუძველი სხვადასხვაა, მათ შორის წარდგენის თვალსაზრისით გარკვეული განსხვავებები არსებობს, რაც მოითხოვს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგებასა და ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში ასახული თანხების ერთმანეთთან შედარებას. წარდგენის თვალსაზრისით განსხვავებები გულისხმობს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგებისა და ფინანსური შედეგების ანგარიშგების ფორმატსა და კლასიფიკაციის სქემებს შორის არსებულ განსხვავებებს. იხილეთ შენიშვნა 9. (i) საპენსიო სქემის დაფინანსება კანონის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში სააგენტოს და მისი საქმიანობის დაფინანსების ერთადერთი წყარო არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ზემოაღნიშნული 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების წყარო გახდა საპენსიო სქემიდან მისაღები მომსახურების საფასური. 3 წლიანი ვადის ამოწურვიდან 10 წლის განმავლობაში სააგენტოს მომსახურების საფასურმა არ უნდა გადააჭარბოს საპენსიო აქტივების 0,5% -ს, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ასეთი პროცენტული მაჩვენებელი შემცირდება 0,25% -მდე. 9 4. ძირითადი საშუალებები კომპიუტერები და საკომუნიკაციო მოწყობილობები ავეჯი და საოფისე ტექნიკა საიჯარო კეთილმოწყობა სულ 2021 წლის 1 იანვარს შესყიდვები 2021 წლის 31 დეკემბერს 611,049 219,781 830,830 102,181 2,940 105,121 48,326 48,326 761,556 222,721 984,277 2022 წლის 1 იანვარს შესყიდვები 2022 წლის 31 დეკემბერს 830,830 128,057 958,887 105,121 6,078 111,199 48,326 48,326 984,277 134,135 1,118,412 (232,625) (149,389) (382,014) (25,176) (10,439) (35,615) (22,663) (16,957) (39,620) (280,464) (176,785) (457,249) (382,014) (35,615) (39,620) (457,249) (167,673) (549,687) (11,031) (46,646) (8,706) (48,326) (187,410) (644,659) 378,424 448,816 409,200 77,005 69,506 64,553 25,663 8,706 - 481,092 527,028 473,753 ლარი თვითღირებულება დაგროვილი ცვეთა 2021 წლის 1 იანვარს ცვეთის დარიცხვა 2021 წლის 31 დეკემბერს 2022 წლის 1 იანვარს ცვეთის დარიცხვა 2022 წლის 31 დეკემბერს წმინდა საბალანსო ღირებულება 2021 წლის 1 იანვარს 2021 წლის 31 დეკემბერს 2022 წლის 31 დეკემბერს 2022 წლის აგვისტოში და დეკემბერში სააგენტომ განახორციელა 179,987 ლარის ოდენობით წინასწარი გადახდა ძირითადი საშუალებების შესაძენად, რომელიც მიღებულ იქნა 2023 წლის მარტში 138,137 ლარის ოდენობით 41,850 ლარის აქტივი მიღებულ იქნება 2023 წლის ივლისში. 2021 წლის დეკემბერის ბოლოს, სააგენტომ განახორციელა 28,657 ლარის ოდენობით წინასწარი გადახდა ძირითადი საშუალებების შესაძენად, რომლებიც მიღებულ იქნა 2022 წლის იანვარში. 10 სსიპ „საპენსიო სააგენტო“ 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 5. არამატერიალური აქტივები ლიცენზიები პროგრამული უზრუნველყოფა სულ 2021 წლის 1 იანვარს შესყიდვები 2021 წლის 31 დეკემბერს 15,370 292,095 307,465 181,921 319,850 501,771 197,291 611,945 809,236 2022 წლის 1 იანვარს შესყიდვები 2022 წლის 31 დეკემბერს 307,465 206,950 514,415 501,771 171,834 673,605 809,236 378,784 1,188,020 2021 წლის 1 იანვარს ამორტიზაციის დარიცხვა 2021 წლის 31 დეკემბერს (3,074) (1,537) (4,611) (20,592) (18,193) (38,785) (23,666) (19,730) (43,396) 2022 წლის 1 იანვარს (4,611) (38,785) (43,396) ამორტიზაციის დარიცხვა (74,242) (116,592) (190,834) 2022 წლის 31 დეკემბერს (78,853) (155,377) (234,230) 2021 წლის 1 იანვარს 12,296 161,329 173,625 2021 წლის 31 დეკემბერს 302,854 462,986 765,840 2022 წლის 31 დეკემბერს 435,562 518,228 953,790 ლარი თვითღირებულება დაგროვილი ამორტიზაცია წმინდა საბალანსო ღირებულება 2021 წლის დეკემბრის ბოლოს, სააგენტომ განახორციელა 62,134 ლარის ოდენობით წინასწარი გადახდა არამატერიალური აქტივების შესაძენად, რომლებიც მიღებულ იქნა 2022 წლის იანვარში. 11 6. ავანსები საქონლის და მომსახურების შესაძენად მომსახურებისა და მიმდინარე აქტივების წინასწარ გადახდა ძირითადად შედგება პასუხისმგებლობის დაზღვევის ხარჯის წინასწარ გადახდის 34,935 ლარის (2021: 26,201 ლარი) ოდენობით, პროგრამული უზრუნველყოფის 1 წლის საფასურის და სხვა სერვისების საფასურისთვის 486,991 ლარის (2021: 65,946 ლარი) ოდენობით. 7. ფულადი სახსრები და მათი ექვივალენტები საპენსიო სააგენტოს ანგარიშსწორების მიზნებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე აქვს გახსნილი ანგარიში. 2022 წლის საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების ჯამური საფასურიდან დაზოგილი თანხა, რომელიც შეადგენს 789,460 ლარს, საპენსიო სააგენტოს წესის შესაბამისად წარმოადგენს მომავალი წლის დაფინანსების წყაროს. 8. ფულადი სახსრების მოძრაობის შეჯერება ბიუჯეტთან შესადარის საფუძველზე ქვემოთ მოცემულია სააგენტოს ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგებაში წარმოდგენილი ფაქტობრივი ფულადი ნაკადების (შესადარის საფუძველზე) და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში წარმოდგენილი ფაქტობრივი თანხების შეჯერება: ლარი 2022 შემოსავალი ხარჯები არაფინანსური აქტივების ზრდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში ფაქტობრივად მიღებული (გამოყენებული) თანხები საოპერაციო საქმინაობიდან მიღებული (საქმიანობაში გამოყენებული) წმინდა ფულადი სახსრები საინვესტიციო საქმიანობაში გამოყენებული წმინდა ფულადი სახსრები 8,075,036 (6,724,939) - (602,115) 1,350,097 (602,115) 12 სსიპ „საპენსიო სააგენტო“ 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 8. ფულადი სახსრების მოძრაობის შეჯერება ბიუჯეტთან შესადარის საფუძველზე (გაგრძელება) ლარი საოპერაციო საქმინაობიდან მიღებული (საქმიანობაში გამოყენებული) წმინდა ფულადი სახსრები საინვესტიციო საქმიანობაში გამოყენებული წმინდა ფულადი სახსრები 5,931,462 (5,155,905) - (775,557) 41,398 - 816,955 (775,557) 2021 შემოსავალი ხარჯები არაფინანსური აქტივების ზრდა ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების ცვლილება ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში ფაქტობრივად მიღებული (გამოყენებული) თანხები 9. ადმინისტრაციული ხარჯები ლარი საიჯარო ხარჯები ხარჯები, გაწეული დროებითი შრომითი ხელშეკრულებების თანახმად დაზღვევის ხარჯი სავაჭრო პლატფორმის წევრობის საკომისიო საბროკერო ხარჯი საკონსულტაციო და იურიდიული მომსახურების საფასური კომუნიკაციის ხარჯები სპეც. დეპოზიტარის ხარჯი კომუნალური ხარჯები პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების ღირებულება აქტივების (მარაგების) მოხმარება მარკეტინგის ხარჯები წარმომადგენლობითი ხარჯები სარემონტო ხარჯები ტრანსპორტის მოვლა/შენახვის ხარჯი საბანკო-საკომისიო ხარჯი სხვა 2022 347,665 2021 352,316 278,056 229,966 212,720 158,596 132,496 58,993 58,023 50,391 38,409 31,321 27,638 23,436 10,202 8,961 909 232,744 1,900,526 315,685 201,499 228,917 92,947 58,246 203 36,563 50,919 14,927 21,653 18,673 3,869 3,719 37,605 1,437,741 2022 წლიდან, კანონით მინიჭებული მანდატის განსახორციელებლად, საინვესტიციო სამსახურმა განახორციელა ინვესტიციები საქართველოს სახაზინო ობლიგაციებში, უცხოურ კორპორატიულ აქციებსა და სხვა ფასიან ქაღალდებში. შესაბამისად, საჭირო გახდა ადგილობრივი და საერთაშორისო საბროკერო მომსახურების შეძენა. 2022 წლის საბროკერო ხარჯმა შეადგინა 158,596 ლარი. 13 10. თანამშრომლებზე გაწეული ხარჯები ლარი ხელფასი და სოციალური დაზღვევის შენატანები 2022 4,414,886 2021 3,619,182 2022 წლის განმავლობაში, სააგენტოს საშუალოდ ჰყავდა 73 თანამშრომელი (2021: 63 თანამშრომელი). 11. პირობითი ვალდებულებები სასამართლო დავა ბიზნესის ჩვეულებრივი მიმდინარეობისას, სააგენტო დაქვემდებარებულია სარჩელებსა და საჩივრებს. ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ მოცემული სარჩელებიდან და საჩივრებიდან წარმოშობილ საბოლოო ვალდებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ ექნება არსებითი უარყოფითი გავლენა სააგენტოს მომავალი ოპერაციების შედეგებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე. 12. დაკავშირებული მხარეები „სააგენტო“ დაკავშირებულ მხარედ განიხილავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც შეუძლია ცალკე ან ერთობლივად განახორციელოს კონტროლი ან იქონიოს მნიშვნელოვანი გავლენა „სააგენტო“ზე. 2022 წლის განმავლობაში, სააგენტომ მიიღო 8,075 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსება საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით, რომელიც დაიხარჯა შემდეგზე: 6,725 ათასი ლარი საპენსიო სქემის ადმინისტრაციული სამუშაოებისთვის და 602 ათასი ლარი აქტივების შესაძენად, წინასწარი გადახდების ჩათვლით. სააგენტოს წამყვან ხელმძღვანელობად ითვლება: სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, საინვესტიციო საბჭოს წევრები, სააგენტოს დირექტორი, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და მთავარი რისკის ოფიცერი. 2022 წელს, სააგენტოს მიერ წამყვანი ხელმძღვანელობისთვის გადახდილი ანაზღაურება შეადგენდა 916 ათას ლარს (2021 წელი: 842 ათასი ლარი), რომელიც შეტანილ იქნა 2022 და 2021 წლებში გაწეულ ხარჯებში (ზემოაღნიშნული ხარჯები). სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არ იღებენ ანაზღაურებას მათი წევრობის სანაცვლოდ. 13. საანგარიშო პერიოდის შემგომი მოვლენები სსიპ საპენსიო სააგენტოს რეგისტრირებული იურიდიული მისამართი შეიცვალა 2023 წლის 31 მარტს და სააგენტოს ამჟამინდელი მისამართია ანა პოლიტკოვსკაიას ქ.14. 14 სსიპ „საპენსიო სააგენტო“ 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 14. ახალი სტანდარტები და ინტერპრეტაციები, რომლებიც ჯერ არ არის ძალაში შესული სსბასსს–მ დაამტკიცა 2021 წლის სსბასს გაუმჯობესებები. სსბასს-ის 2021 წლის გაუმჯობესება მოიცავს ზოგად გაუმჯობესებებს და სსბასს-ის დაახლოვებას ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან (ფასს). ზოგადი გაუმჯობესება მოიცავს შეთავაზებებს სსბასს-ში მცირე ცვლილებების შესახებ, რომლებიც იდენტიფიცირებულია ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების მიერ. ფასს-თან დაახლოვების გაუმჯობესებები მოიცავს შეთავაზებებს სსბასს-ში მცირე ცვლილებების შესახებ, რომლებიც მიღებულია ფასს-ის ბოლო გაუმჯობესებიდან და მცირე შესწორებების პროექტებიდან. სსბასს-ის 2021 წლის გაუმჯობესებები ძალაში შედის 2023 წლის 1 იანვარს, გარდა საპროცენტო განაკვეთის ნიშნულთან დაკავშირებული სსბასს 29-ის დამატებებისა, რომელიც ძალაში შედის 2022 წლის 1 იანვარს. სააგენტოს არ ჰქონდა მიღებული აღნიშნული ახალი ან კორექტირებული სტანდარტები წინამდებარე ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას. მოსალოდნელია, რომ ახალი სტანდარტები არ მოახდენენ არსებით გავლენას სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაზე. 15 სსიპ „საპენსიო სააგენტო“ დაგროვებითი საპენსიო სქემის ფინანსური ანგარიშგება 2022 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისთვის დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა სარჩევი დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 1 აქტივების წმინდა ოდენობის ცვლილებების ანგარიშგება 2 ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 3 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგება 2022 წლისთვის ’000 ლარი შენიშვნები 2022 2021 375,117 წმინდა აქტივების ზრდა: საპენსიო სქემის მონაწილეთა შენატანები: - კერძო დამსაქმებლები და მათი დასაქმებულები 469,120 - საჯარო დამსაქმებლები და მათი დასაქმებულები 108,859 94,283 224,774 188,614 802,753 658,014 საქართველოს სახელმწიფოს საპენსიო შენატანი სულ სქემის მონაწილეთა შენატანი 8 გაუნაწილებელი თანხები 9 10,454 17,728 საპროცენტო შემოსავალი 5, 6 218,227 163,741 3,543 - 1,034,977 839,483 (5,787) (1,988) საპენსიო სქემის მონაწილეზე ჯამურად გაცემული პენსია (5,787) (1,988) სავაჭრო ფასიანი ქაღალდების ფლობით მიღებული წმინდა ზარალი საკურსო სხვაობის წმინდა ზარალი ფულად სახსრებზე და მათი ეკვივალენტებზე (31,187) - (10,745) - სსიპ საპენსიო სააგენტოს დაფინანსება (8,074) (2,600) წმინდა აქტივების ჯამური შემცირება (55,793) (4,588) საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების წმინდა ზრდა 979,184 834,895 საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივები, 1 იანვარს 2,048,024 1,213,129 საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივები, 31 დეკემბერს 3,027,208 2,048,024 დივიდენდის შემოსავალი წმინდა აქტივების ჯამური ზრდა წმინდა აქტივების შემცირება: გაცემული პენსია /საპენსიო აქტივები, მათ შორის, საპენსიო სქემიდან გასვლის გამო 10 2 საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგება წაკითხული უნდა იქნეს შენიშვნებთან ერთად, რომელიც განუყოფელი ნაწილია ფინანსური ანგარიშგების. დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 1. ზოგადი ინფორმაცია (ა) საპენსიო სქემის აღწერილობა წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია დაგროვებითი საპენსიო სქემისთვის, რომელიც განსაზღვრულია 2018 წლის 6 აგვისტოს მიღებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში „კანონი“). კანონი არეგულირებს სსიპ "საპენსიო სააგენტოს" მიერ (შემდგომში "სააგენტო") დაგროვებითი საპენსიო სქემის (შემდგომში "საპენსიო სქემა") მართვის და ადმინისტრირების ძირითად პირობებს, საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. სააგენტოს ფინანსური ანგარიშგება, რომელიც შექმნილია საპენსიო სქემის მართვისა და ადმინისტრირების მიზნებისთვის, მზადდება წინამდებარე ფინანსური ანგარიშგებისგან განცალკევებით და საჯარო გამოყენებისთვის არის ხელმისაწვდომი. სააგენტო დაფუძნდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კანონისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს N421 დადგენილებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად. „სააგენტო“ არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საპენსიო სქემის მართვისა და ადმინისტრირების მიზნით, რომლის ფარგლებშიც სააგენტო მართავს საპენსიო სქემის მონაწილეთა საკუთრებაში არსებულ საპენსიო აქტივებს (როგორც განმარტებულია კანონით). საპენსიო აქტივები შემდგომში ერთობლივად მოიხსენიება, როგორც საპენსიო ფონდი. „სააგენტო“-ს მმართველობის ორგანოები არიან: დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭო, საინვესტიციო საბჭო და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. დირექტორის პასუხისმგებლობაა სააგენტოს უწყვეტი საქმიანობა (გარდა სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობისთვის საჭირო ოპერაციებისა), რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება საპენსიო სქემის მონაწილეთაგან საპენსიო შენატანების შეგროვების პროცესის მართვით. საინვესტიციო საბჭოს, რომლის წევრებს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი, ძირითადი პასუხისმგებლობაა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და ამ დოკუმენტთან უფროსი საინვესტიციო ოფიცრის და სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის მიერ განხორციელებული საინვესტიციო საქმიანობის შესაბამისობის მონიტორინგი. სამეთვალყურეო საბჭო ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საქმიანობას, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა, რომელიც რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის ("სებ") მიერ. კანონის თანახმად სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე. საპენსიო სქემა განსაზღვრული შენატანების საპენსიო სქემაა. საპენსიო ფონდი მოიცავს დამსაქმებელთა (როგორც ეს განმარტებულია კანონით), დასაქმებულთა (როგორც ეს განმარტებულია კანონით) და საქართველოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებს, აგრეთვე საპენსიო აქტივებზე დარიცხულ ნებისმიერ საინვესტიციო უკუგებას, სარგებელს და/ან ზარალს. საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებული საქართველოს მოქალაქისთვის, აგრეთვე, იმ დასაქმებულებისათვის, რომელთაც აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა და საგადასახადო მიზნებისათვის არიან საქართველოს რეზიდენტები, გარდა: კანონის მიღების მომენტისთვის (2018 წლის 6 აგვისტო) 60 წლის ან მეტი ასაკის მქონე მამაკაცი დასაქმებულებისა, ან კანონის მიღების მომენტისთვის, 55 წლის ან მეტი ასაკის ქალი დასაქმებულებისა. გარდა ამისა, კანონის მიღების მომენტისთვის 40 წლის ან მეტი ასაკის დასაქმებულებს უფლება აქვთ უარი თქვან საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, ხელახალი გაწევრიანების უფლებით. ამასთანავე, თვითდასაქმებულნი (როგორც ეს განმარტებულია კანონით) უფლებამოსილნი არიან ნებაყოფლობით გაწევრიანდნენ საპენსიო სქემაში. საპენსიო შენატანები, რომლებიც საპენსიო სქემის მონაწილეების 3 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 1. ზოგადი ინფორმაცია (გაგრძელება) სახელით და/ან მათ სასარგებლოდ ხორციელდება, აგრეთვე საპენსიო აქტივზე დარიცხული ნებისმიერი და ყველა სარგებელი/საინვესტიციო შემოსავლები და/ან ზარალები აისახება და ინახება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე, რომლებიც გახსნილია და იმართება სააგენტოს მიერ. დამსაქმებლების მეშვეობით, ყველა წევრს ეძლევა მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც საჭიროა რეგისტრაციისა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე წვდომისათვის. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების ნახვა შესაძლებელია საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის (შემდგომში, „ელექტრონული სისტემა“) საშუალებით, საპენსიო სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან. სააგენტოს ძირითადი საქმიანობაა საპენსიო სქემის განხორციელება, მართვა და ადმინისტრირება. სააგენტოს ძირითადი ოპერაციები აღწერილია მე-3 შენიშვნაში. საპენსიო სქემა კანონის შესაბამისად ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სქემაში მონაწილეობდა 1,185 ათასი მონაწილე (2021: 1,065 ათასი). საპენსიო ფონდი აღრიცხავს ყველა მისი მონაწილის დანაზოგს „ერთეულების სისტემის“ გამოყენებით. ერთეულები არის საპენსიო სქემის მონაწილეების მიერ, შენატანების განხორციელების დროს შეძენილი და საკუთრებაში მყოფი აქტივები. საპენსიო სქემის მონაწილეთა საკუთრებაში არსებული ერთეულების რაოდენობა აისახება მათ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე. ნებისმიერ დროს, საპენსიო აქტივის ერთეულს აქვს ფასი, რომელიც დენომინირებულია ლარში და ნებისმიერ დროს, როდესაც საპენსიო ფონდში მოხდება საპენსიო შენატანის განხორციელება, მოხდება ერთეულების შეძენა და ასახვა მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. ერთი ერთეულის საწყისი ფასი განისაზღვრა 10 ლარად, რაც ნიშნავს რომ საპენსიო სქემაში ჩართულმა პირველმა მონაწილეებმა ფუნქციონირების პირველ დღეს თითოეული ერთეული შეიძინეს 10 ლარად. ამ დღიდან, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, ერთეულის ფასი გადაანგარიშდება შემდეგნაირად: აქტივების წმინდა ღირებულება/ერთეულების მთლიანი რაოდენობა (საპენსიო სქემის ყველა მონაწილის საკუთრებაში არსებული). ერთეულების შეძენა (ახალი საპენსიო შენატანები) არ ახდენს გავლენას ერთეულის ფასზე, რადგან ისინი პროპორციულად ცვლიან მრიცხველის და მნიშვნელის მნიშვნელობას ზემოთ მოცემულ ფორმულაში. მხოლოდ წმინდა აქტივის ღირებულების ცვლილებები, რომლებიც არ არის გამოწვეული ახალი საპენსიო შენატანებით (ან გადახდებით), გავლენას ახდენს ერთეულის ფასზე. ეს არის პორტფელის გადაფასება, რომელიც იწვევს მოგებას (ან ზარალს) შესაბამისი ერთეულის ბაზის ცვლილების გარეშე. მონაწილის საპენსიო აქტივები ყოველთვის ტოლია მათი „ერთეულის ნაშთისა“ რომელიც გამრავლებულია „ერთეულის მიმდინარე ფასზე“. „სააგენტოს“ იურიდიული მისამართია ყიფშიძის ქ. 7ბ, თბილისი, საქართველო. 2. მომზადების საფუძველი (ა) შესაბამისობა წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან („ფასს“) სრულ შესაბამისობაში: ბასს 26 - საპენსიო პროგრამების ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება. 4 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 2. მომზადების საფუძველი (გაგრძელება) (ბ) შეფასების საფუძველი ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ისტორიული ღირებულების საფუძველზე, გარდა იმ ინვესტიციებისა, რომლებიც გადაფასებულია სამართლიანი ღირებულებით სარგებლის გასაცემად არსებული წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგების საშუალებით. წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია დარიცხვის მეთოდის გამოყენებით, გარდა სხვაგვარად მითითებული შემთხვევებისა. საპენსიო სქემა დადგენილი შენატანების პროგრამაა. აქტუარიული შეფასება არ არის საჭირო, რადგან საპენსიო ვალდებულება უტოლდება საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილ წმინდა აქტივებს. (ბ) სამუშაო და წარდგენის ვალუტა წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილია ქართულ ლარში (შემდგომში „ქართული ლარი“), რომელიც ასევე წარმოადგენს საპენსიო ფონდის ფუნქციური ვალუტას, რადგან როგორც საქართველოს ეროვნული ვალუტა, ის ასახავს შესაბამისი მოვლენებისა და ვითარებების უმეტესობის ეკონომიკურ არსს. ყველა რიცხვი დამრგვალებულია უახლოეს ათასამდე, გარდა სხვაგვარად მითითებული შემთხვევებისა. 3. ძირითადი საქმიანობა და მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკები (ა) საპენსიო შენატანების განხორციელება და საპენსიო აქტივების ინვესტირება (i) საპენსიო აქტივების ინვესტირება საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების, შეზღუდვებისა და ლიმიტების შესაბამისად, შემდეგი კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით: (ა) გრძელვადიან პერსპექტივაში, რეალური ამონაგების მაქსიმიზაცია გათვალისწინებით), საპენსიო აქტივების შესაბამისი ინვესტირების გზით; (ინფლაციის (ბ) ინვესტიციების დივერსიფიკაცია; (გ) საპენსიო აქტივების უსაფრთხოება გრძელვადიანი საინვესტიციო პერიოდის განმავლობაში; (დ) ადეკვატური ლიკვიდურობის შენარჩუნება. კანონის მიღებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში, საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელებში. ზემოთ აღნიშნული 5წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, განხორციელდება საპენსიო აქტივების ინვესტირება სხვადასხვა რისკისა და მოსალოდნელი მომგებიანობის მქონე სამი საინვესტიციო პორტფელის (როგორც განსაზღვრულია კანონით, ნაკლებად რისკიანი, საშუალო რისკის და მაღალი რისკის პორტფელები) მეშვეობით, ხოლო მონაწილეთა საპენსიო აქტივები ამ პორტფელებში გადანაწილდება კანონის შესაბამისად. 5 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 3. ძირითადი საქმიანობა და მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკები (გაგრძელება) (ii) საპენსიო შენატანები კანონისა და სააგენტოს მიერ მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტის მიხედვით, საპენსიო შენატანებს საპენსიო სქემის მონაწილეები ახორციელებენ ხელფასის გადახდისთანავე, შემდეგი ფორმით:  დამსაქმებელი იხდის საპენსიო შენატანს მისი დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით და ამავე დროს წარადგენს საპენსიო დეკლარაციას სააგენტოს ელექტრონული სისტემის საშუალებით, რაც სააგენტოს საშუალებას აძლევს ასახოს ასეთი საპენსიო შენატანები შესაბამისი დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.  დამსაქმებელი იხდის საპენსიო შენატანს მისი დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით, აღნიშნული დასაქმებულის სახელით და მისი ხარჯით და ასახავს მას ზემოთ ხსენებულ საპენსიო დეკლარაციაში, შესაბამისი დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანის განაწილების / ასახვის მიზნით.  მონაწილე თვითდასაქმებული იხდის საპენსიო შენატანს მისი წლიური შემოსავლის 4% -ის ოდენობით და წარადგენს შესაბამის საპენსიო დეკლარაციას, მის საპენსიო ანგარიშზე აღნიშნული შენატანის განაწილების / ასახვის მიზნით; თვითდასაქმებული მონაწილეები სქემის წევრები ხდებიან ნებაყოფლობით.  საქართველოს სახელმწიფო იხდის საპენსიო შენატანის ქვემოთმოცემულ ოდენობას დასაქმებულების და თვითდასაქმებული მონაწილეების სასარგებლოდ, წარდგენილი საპენსიო დეკლარაციების საფუძველზე, დაუყოვნებლივ, მსგავსი დეკლარაციების წარდგენისთანავე:  დასაბეგრი ხელფასის ან/და მონაწილე თვითდასაქმებულთა შემოსავლის 2% - თუ წლიური ხელფასი ან / და შემოსავალი არ აღემატება 24,000 ლარს კონკრეტული წლისთვის.  დასაქმებულის ან/და მონაწილე თვითდასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან / და შემოსავლის 1% თუ წლის განმავლობაში მიღებული ხელფასი ან / და შემოსავალი აღემატება 24,000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 60,000 ლარს.  დასაქმებულის ან/და მონაწილე თვითდასაქმებული დასაბეგრი ხელფასის ან / და შემოსავლის 0% თუ წლიური ხელფასი ან / და შემოსავალი აღემატება 60,000 ლარს. სააგენტო პასუხისმგებელია საინვესტიციო საქმიანობის კანონისა და სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად განხორციელებაზე. იხილეთ შენიშვნა 3 (ა) საინვესტიციო საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის. საპენსიო სქემის მონაწილეების მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების აღრიცხვა ხდება დარიცხვის მეთოდით. განხორციელებული შენატანების აღრიცხვა ხდება დამსაქმებლის მიერ სააგენტოსათვის შესაბამისი საპენსიო დეკლარაციის წარდგენისას. (ბ) პენსიის გაცემა და ანაზღაურება სქემის დატოვების შემთხვევაში საპენსიო სქემის მონაწილეებს უფლება აქვთ მოითხოვონ პენსიის დანიშვნა ან საპენსიო აქტივების გადაცემა შემდეგ შემთხვევებში: 6 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 3. ძირითადი საქმიანობა და მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკები (გაგრძელება)  საპენსიო სქემის მონაწილემ მიაღწია საპენსიო ასაკს, რაც არის 65 წელი მამაკაცი მონაწილეებისთვის და 60 წელი - ქალი მონაწილეებისთვის;  საპენსიო სქემის მონაწილე სამუდამოდ ტოვებს საქართველოს და წარადგენს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს მისი სხვა ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების კანონიერ უფლებას;  საპენსიო სქემის მონაწილე იძენს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსს, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ამასთანავე, საპენსიო სქემის გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეებს უფლება აქვთ მოითხოვონ გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების გადაცემა. კანონის მიღების მომენტისთვის 40 წლის ან მეტი ასაკის მქონე დასაქმებულებს უფლება აქვთ, უარი თქვან საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, ხელახალი გაწევრიანების უფლებით. მონაწილეს შეუძლია უარი თქვას სქემაში მონაწილეობაზე, საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღიდან 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2-თვიანი პერიოდის განმავლობაში, სააგენტოში შესაბამისი განაცხადის წარდგენის გზით. თუ მონაწილეს უარს იტყვის საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, სააგენტო უბრუნებს შესაბამის დამსაქმებელს, დასაქმებულს და საქართველოს სახელმწიფოს მათ მიერ განხორიელებულ საპენსიო შენატანებს და მსგავს შენატანებზე დარიცხულ უკლებლივ ყველა სარგებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტის მიერ განსაზღვრული წესებისა და პროცედურების შესაბამისად. საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის პენსიები შეხედულებისამებრ, რომელიმე შემდეგი ფორმით: შეიძლება გადახდილ იქნას, მონაწილის  ერთიანი გადახდა, როდესაც მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული ყველა საპენსიო აქტივი მონაწილეს გადაეცემა ერთჯერადი გადახდის გზით. მონაწილეს ამ ფორმის არჩევა შეუძლია მხოლოდ კანონითა და სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში;  პროგრამული გატანით, როდესაც საპენსიო აქტივების მონაწილისათვის გადახდა ხდება ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ და გამოითვლება სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ფორმულის შესაბამისად. ეს ფორმა არ ვრცელდება საპენსიო სქემის გარდაცვლილ მონაწილეთა მემკვიდრეებზე;  პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შესყიდვით. ეს ფორმა არ გამოიყენება საქართველოს სამუდამოდ დატოვების შემთხვევაში.  საპენსიო აქტივების გადატანა გარდაცვლილ მონაწილეთა მემკვიდრეების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე. საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის პენსიის / საპენსიო აქტივების გაცემის და/ან გარდაცვლილ მონაწილეთა მემკვიდრეებზე საპენსიო აქტივების გადაცემის აღრიცხვა ხდება იმ პერიოდში, როდესაც ხდება შესაბამისი ერთეულების გამოსყიდვა. საპენსიო სქემის დატოვების შემთხვევაში მონაწილეებისთვის დაბრუნებული საპენსიო შენატანების აღრიცხვა ხდება იმ პერიოდში, როდესაც საპენსიო ფონდიდან გამოდის შესაბამისი თანხა. 7 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 3. ძირითადი საქმიანობა და მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკები (გაგრძელება) (გ) საინვესტიციო საქმიანობები სააგენტო პასუხისმგებელია საინვესტიციო საქმიანობის კანონისა და სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს მიერ მიღებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად განხორციელებაზე. 2022 წლის განმავლობაში, საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდა სადეპოზიტო სერტიფიკატებში (”CD”) , ვადიან ანაბრებში (“TDs”) და საბაზრო ფასიან ქაღალდებში- იხ. შენიშვნა 6 და შენიშვნა 7 (დ) საპროცენტო შემოსავალი საპროცენტო შემოსავალი მოიცავს საპროცენტო შემოსავალს ფულად სახსრებსა და მათ ეკვივალენტებზე და ინვესტიციებზე საბანკო დეპოზიტებში და აღიარებულია ეფექტური პროცენტის მეთოდის გამოყენებით. „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ არის განაკვეთი, რომელიც ზუსტად ადისკონტირებს სავარაუდო სამომავლო ფულად გადახდებს ან შემოსულობებს ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი მოხმარების ვადის მიხედვით ფინანსური აქტივის მთლიან საბალანსო ღირებულებაზე. (ე) ფინანსური ინსტრუმენტები - შეფასების ძირითადი პირობები სამართლიანი ღირებულება არის ფასი, რომელიც მიიღება აქტივის გაყიდვისას ან გადახდილი იქნება ვალდებულების გადასაცემად ბაზრის მონაწილეებს შორის გარიგების დროს შეფასების თარიღისთვის. სამართლიანი ღირებულების საუკეთესო მტკიცებულება არის ფასი აქტიურ ბაზარზე. აქტიური ბაზარი არის ბაზარი, რომელშიც აქტივებთან ან ვალდებულებებთან დაკავშირებული ტრანზაქციები ხდება საკმარისი სიხშირით და მოცულობით, რათა უზრუნველყოს ფასების შესახებ ინფორმაციის მოწოდება მუდმივ საფუძველზე. (ვ) ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები მოიცავს საბანკო ნაშთებს, რომელთა დაფარვის ვადა არის სამი თვე ან ნაკლები შეძენის თარიღიდან. მათი სამართლიანი ღირებულების ცვლილების რისკი არაარსებითია. ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები სამართლიანი ღირებულებით აღირიცხება. (ზ) ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში მოიცავს სადეპოზიტო სერთიფიკატებს და ვადიან ანაბრებს 3 თვიდან 5 წლამდე დაფარვის ვადით. ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში აღირიცხება სამართლიანი ღირებულებით. (თ) ინვესტიციები სავაჭრო ფასიან ქაღალდებში ინვესტიციები საბაზრო ფასიან ქაღალდებში მოიცავს ქართულ სახაზინო ობლიგაციებს, ქართულ სახაზინო ვალდებულებებს, ქართულ კორპორატიულ ბონდებს, ევრო ბონდებს და აშშ სახაზინო ობლიგაციებს 1 თვიდან 8 წლამდე დაფარვის ვადით და გლობალურ კორპორატიულ აქციებს. ინვესტიციები საბაზრო ფასიან ქაღალდებში აღირიცხება სამართლიანი ღირებულებით. (ი) სააგენტოს დაფინანსების წყაროები კანონის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში სააგენტოს და მისი საქმიანობის დაფინანსების ერთადერთი წყარო იყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ზემოაღნიშნული 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების წყარო გახდა საპენსიო ფონდიდან მისაღები მომსახურების საფასური. 3-წლიანი ვადის დასრულების შემდგომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სააგენტოს მომსახურების საფასური შეიძლება შეადგენდეს საპენსიო აქტივების 0,5% -ს, ხოლო ამ ვადის გასვლის 8 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 3. ძირითადი საქმიანობა და მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკები (გაგრძელება) შემდეგ ასეთი პროცენტული მაჩვენებელი შემცირდება 0,25% -მდე. 2022 წლის განმავლობაში სააგენტომ საპენსიო ფონდიდან მიიღო დაფინანსება 8.074 მლნ ლარის ოდენობით. (კ) გაუნაწილებელი თანხები გაუნაწილებელი თანხები არ გამოიყენება ინვესტირებისთვის. იგი აღირიცხება და აისახება შესაბამისი დამსაქმებლების ანგარიშების ნაშთებში. გაუნაწილებელი თანხებისთვის საპენსიო დეკლარაციების წარდგენისას, მსგავსი ოდენობები გარდაიქმნება ვალდებულებებად მონაწილეების მიმართ. 4. შეფასებებისა და მსჯელობების გამოყენება ფინანსური ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისგან მოითხოვს მსჯელობებს, შეფასებებსა და დაშვებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სააღრიცხვო პოლიტიკაზე და წარმოდგენილი აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლებისა და ხარჯების ოდენობაზე. ფაქტობრივი შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს აღნიშნული შეფასებებისგან. სააღრიცხვო შეფასებების და ძირითადი დაშვებების გადახედვა მუდმივად ხორციელდება. სააღრიცხვო შეფასებების გადახედვის შედეგად გამოწვეული ცვლილებები, აღიარდება იმ პერიოდში, როდესაც მოხდა მათი გადახედვა და ნებისმიერ შემდგომ პერიოდში, რომელზედაც მათ ექნებათ გავლენა. ინფორმაცია დაშვებებსა და შეფასებებთან დაკავშირებული გაურკვევლობების შესახებ, რომლებიც მომდევნო ფინანსური წლის განმავლობაში აქტივებისა და ვალდებულებების საბალანსო ღირებულებების არსებითი ცვლილებების გამოწვევის მნიშვნელოვან რისკს ატარებენ, განხილულია შენიშვნაში 12 - ფინანსური რისკის მართვა. სამართლიანი ღირებულებების შეფასება სააგენტოს რიგი სააღრიცხვო პოლიტიკები და განმარტებები შეფასებას მოითხოვს. სამართლიანი ღირებულებების აქტივის ან ვალდებულების სამართლიანი ღირებულების შეფასებისას, სააგენტო შეძლებისდაგვარად იყენებს ბაზრის დაკვირვებად მონაცემებს. სამართლიანი ღირებულება ჯგუფდება სხვადასხვა დონეების მიხედვით სამართლიანი ღირებულების იერარქიაში, შეფასების მეთოდოლოგიებში გამოყენებული ინფორმაციის საფუძველზე: – დონე 1: კოტირებული საბაზრო ფასი (დაუკორექტირებელი) აქტიურ ბაზარზე მსგავსი აქტივებისა და ვალდებულებებისთვის. – დონე 2: შემავალი მონაცემები გარდა იმისა, რაც შესულია პირველ დონეში და რომლებიც ხელმისაწვდომია აქტივისა და ვალდებულებისთვის, როგორც პირდაპირ (მაგ. ფასები), ასევე ირიბად (მაგ. ფასებისგან წარმოებული). – დონე 3: მონაცემები აქტივისა და ვალდებულებისთვის, რომლებიც არ ეფუძნება დაკვირვებად საბაზრო მონაცემებს (არადაკვირვებადი მონაცემები). იმ შემთხვევაში, როდესაც აქტივისა ან ვალდებულების სამართლიანი ღირებულების შესაფასებლად გამოყენებული მონაცემების დაჯგუფება შესაძლებელია სამართლიანი ღირებულების სხვადასხვა დონეებში, მაშინ სამართლიანი ღირებულების შეფასების დაჯგუფება ხდება მთლიანობაში, 9 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 4. შეფასებებისა და მსჯელობების გამოყენება (გაგრძელება) სამართლიანი ღირებულების იერარქიის იმავე დონეში, რომელშიც ყველაზე დაბალი დონის მონაცემებია, რაც მნიშვნელოვანია მთლიანი შეფასებისთვის. სააგენტო ახდენს სამართლიანი ღირებულების იერარქიის დონეებს შორის გადასვლის აღიარებას საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, რომლის განმავლობაშიც ადგილი ჰქონდა ცვლილებას. სამართლიანი ღირებულების შეფასებისას გაკეთებული დაშვებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილია შენიშვნაში 12 - ფინანსური ინსტრუმენტების სამართლიანი ღირებულებები. 5. ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები 2022 წლის 31 დეკემბრის დასრულებული წლის განმავლობაში, საპენსიო აქტივები 40,708 ათასი ლარით გაიზარდა (2021 წელი: 48,009 ათასი ლარი), რაც წარმოადგენს პროცენტიან მიმდინარე ანგარიშებზე განთავსებულ საპენსიო აქტივებზე დარიცხულ და რეალიზებულ სარგებელს. საპენსიო სქემის მონაწილეებს შორის საპროცენტო შემოსავალი პროპორციულად გადანაწილდა. ’000 ლარი ქართულ კომერციულ ბანკებში განთავსებული სახსრები: აქტივები, რომლებსაც ერიცხებათ პროცენტი აქტივები, რომლებსაც არ ერიცხებათ პროცენტი თანხები ეროვნულ სახაზინო ანგარიშზე 31 დეკემბერი 2022 31 დეკემბერი 2021 58,298 77,821 2,570 138,689 648,588 61,243 5,924 715,755 კომერციულ ბანკებში განთავსებულ ფულადი სახსრები, რომლებსაც არ ერიცხებათ პროცენტი და ასევე სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები არ წარმოადგენს საპენსიო ფონდის ნაწილს და არ გამოიყენება ინვესტიციებისთვის. მათი ინვესტირება ხდება მხოლოდ გაუნაწილებელი თანხებისთვის საპენსიო დეკლარაციების წარდგენისას (შენიშვნა 9). 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები მოიცავს ფინანსურ აქტივებს, რომლებიც განთავსებულია საქართველოს კომერციულ ბანკებსა (ბანკების რეიტინგები მოცემულია შენიშვნაში 13 (ა)) და სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე. ხელმძღვანელობა არ მოელის, რომ რომელიმე კონტრაჰენტი ვერ შეძლებს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დაკმაყოფილებას. საანგარიშგებო თარიღისთვის, სააგენტოს ჰქონდა ერთი პროცენტიანი და ოთხი უპროცენტო მიმდინარე ანგარიში ოთხ კომერციულ ბანკში, რაც ინდივიდუალურად აჭარბებდა ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების 5% -ს, და საერთო ჯამში 104,213 ათას ლარს შეადგენს. საანგარიშგებო თარიღისთვის, სააგენტოს არ ჰქონდა საქართველოს კომერციულ ბანკში პროცენტიან მიმდინარე ანგარიშზე განთავსებული თანხა, რაც აღემატება სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების 5% -ს. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სააგენტოს ჰქონდა სამი პროცენტიანი და ერთი უპროცენტო მიმდინარე ანგარიში ხუთ კომერციულ ბანკში, რაც ინდივიდუალურად აჭარბებდა ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების 5% -ს, და საერთო ჯამში 681,911 ათას ლარს შეადგენდა. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სააგენტოს ჰქონდა საქართველოს ორი პროცენტიანი მიმდინარე ანგარიში კომერციულ ბანკში, რაც ინდივიდუალურად აჭარბებდა სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების 5% -ს და საერთო ჯამში 567,552 ათას ლარს შეადგენდა. 10 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 6. ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში 2022 და 2021 წლის 31 დეკემბრისთვის, ინვესტიციები განხორციელდა საქართველოს კარგი რეპუტაციის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან ანაბრებში. 2022 წლის 31 დეკემბრისთვის, 1,516,105 ათასი ლარის ოდენობით (2021: 1,156,128 ათასი) საპენსიო აქტივები იქნა ინვესტირებული საქართველოს 7 კომერციული ბანკის მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში, და 28,200 ათასი ლარი (2021: 18,200 ათასი) - ასევე, ერთი ქართული კომერციული ბანკის ვადიან ანაბრებში. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საპენსიო აქტივები 174,232 ათასი ლარით და 3,287 ათასი ლარით გაიზარდა (2021: 113,973 ათასი და 1,759 ათასი), შესაბამისად, რაც წარმოადგენს სადეპოზიტო სერტიფიკატებზე და ვადიან ანაბრებზე, 2022 და 2021 წლის განმავლობაში, დარიცხულ სარგებელს. საპენსიო სქემის მონაწილეებს შორის საპროცენტო შემოსავალი პროპორციულად განაწილდა. ამ ინსტრუმენტების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს წლიურ 11.92% -ს, ხოლო ვადა - 1 წლიდან 5 წლამდე დიაპაზონშია. საანგარიშგებო თარიღისათვის, ორ კომერციულ ბანკში იყო განთავსებული ორი სადეპოზიტო სერტიფიკატი, რომლებმაც ჯამში 470,000 ათასი ლარი შეადგინა და ინდივიდუალურად აღემატებოდა საბანკო დეპოზიტებში მთლიანი ინვესტიციების 5%-ს. აღნიშნული სადეპოზიტო სერტიფიკატების დაფარვის ვადა 6 თვიდან 5 წლამდე მერყეობს. ასევე, ორივე სადეპოზიტო სერტიფიკატი, დაფარვის ვადით 5 წელი, 470,000 ათასი ლარი ჯამში, ინდივიდუალურად აჭარბებს სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების 5%-ს. ყველა სადეპოზიტო სერტიფიკატი საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია. 2021 წლის 31 დეკემბრისთვის, ორ კომერციულ ბანკში იყო განთავსებული სამი სადეპოზიტო სერტიფიკატი, რომლებმაც ჯამში 540,000 ათასი ლარი შეადგინა და ინდივიდუალურად აღემატებოდა საბანკო დეპოზიტებში მთლიანი ინვესტიციების 5%-ს. აღნიშნული სადეპოზიტო სერტიფიკატების დაფარვის ვადა 6 თვიდან 5 წლამდე მერყეობს. 3 სადეპოზიტო სერტიფიკატიდან ორი, დაფარვის ვადით 5 წელი, განთავსებული ორ კომერციულ ბანკში, შეადგენს 470,000 ათას ლარს ჯამში, ინდივიდუალურად აჭარბებს სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების 5%-ს. ყველა სადეპოზიტო სერტიფიკატი საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია. 2021 წლის 1 ოქტომბერს სააგენტომ გააფორმა ხელშეკრულება სს „საქართველოს ბანკთან“ სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების გაწევის შესახებ. კანონის თანახმად, სპეციალიზებული დეპოზიტარი არის ნდობითი ვალდებულების მქონე პირი, რომელიც ინახავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც მოიცავს საპენსიო აქტივებს, აღრიცხავს საპენსიო აქტივებთან დაკავშირებული ნებისმიერი და ყველა ტრანზაქციას, აწარმოებს საპენსიო აქტივების რეესტრს, ადასტურებს რომ წმინდა აქტივების ღირებულების გაანგარიშება ხორციელდება კანონისა და მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად, მონიტორინგს უწევს საინვესტიციო პორტფელის შესაბამისობას კანონთან და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან, უზრუნველყოფს შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა მომსახურებას. 2021 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2021 წლის 19 ოქტომბრიდან და ხელშეკრულების დასრულების ვადაა 2023 წლის 31 ივლისი. 11 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 7. ინვესტიციები საბაზრო ფასიან ქაღალდებში 2022 წელს სააგენტომ დაიწყო ინვესტიციები საბაზრო ფასიან ქაღალდებში დაბალ რისკიანი პორთფელისთვის, რომელიც ნომირებული იყო ლარში და დოლარში ’000 ლარი საკრედიტო რეიტინგი 2022 წლის 31 დეკემბერი 2021 წლის 31 დეკემბერი BBAAA BB BB BB 472,064 310,684 24,580 4,833 3,545 815,706 - N/A 217,526 217,526 - 1,033,232 - ინვესტიციები სასესხო ვალდებულებებში ქართული სახაზინო ობლიგაციები ამერიკული სახაზინო ვალდებულებები ევრობონდები ქართული სახაზინო ვალდებულებები ქართული კორპორატიული ბონდები ჯამური ინვესტიციები სასესხო ვალდებულებებში ინვესტიციები წილობრივ ფასიან ქაღალდებში გლობალური აქციები ჯამური ინვესტიციები წილობრივ ფასიან ქაღლდებში ჯამური ინვესტიციები საბაზრო ფასიანი ქაღალდებში რაც შეეხება საბაზრო ფასიან ქაღალდებში ინვესტიციებს, სააგენტოს ზოგადად არ აქვს განზრახული გაყიდოს აღნიშნული ინსტრუმენტები მათი დაფარვის ვადის დადგომამდე. ქვემოთ წარმოდგენილია ინვესტიციები საბაზრო ფასიან ქაღალდებზე მოგება/(ზარალი) აქტივების კლასების მიხედვით: ’000 ლარი 2022 2021 26,550 (15,212) 737 310 45 12,430 - გლობალური აქციები ჯამური ზარალი წილობრივ ფასიან ქაღალდებში ინვესტიციებში (43,617) (43,617) - ჯამური ზარალი საბაზრო ფასიან ქაღალდებში (31,187) მოგება/(ზარალი) სასესხო ვალდებულებებზე ინვესტიციებში ქართული სახაზინო ობლიგაციები ამერიკული სახაზინო ვალდებულებები ევრობონდები ქართული სახაზინო ვალდებულებები ქართული კორპორატიული ბონდები ჯამური მოგება/(ზარალი) სასესხო ვალდებულებებზე ინვესტიციებში მოგება/(ზარალი) წილობრივ ფასიან ქაღალდებში ინვესტიციებში 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ქართული სახაზინო ობლიგაციები მოიცავს ხუთ განსხვავებულ სახაზინო ობლიგაციებს, წლის ბოლოს ნაშთი მერყეობს 1,016 ათასი ლარიდან 303,899 ათას ლარამდე, დარჩენილი ვადა 2-დან 8 წლამდე და კუპონის საპროცენტო განაკვეთი 9,125%-დან 10,25%-მდე. 12 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 7. ინვესტიციები საბაზრო ფასიან ქაღალდებში (გაგრძელება) 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აშშ-ს სახაზინო ობლიგაციები მოიცავს შვიდ განსხვავებულ სახაზინო ობლიგაციებს, გამოსყიდვის თანხა მერყეობს 12,000 ათასი აშშ დოლარიდან 28,000 ათას აშშ დოლარამდე, დარჩენილი ვადა 2-დან 4 თვემდე და დისკონტის განაკვეთი (Bid Px) 4.02-დან 4.02 აშშ დოლარამდე. 8. ვალდებულებები სქემის მონაწილეთა მიმართ საპენსიო სქემის მონაწილეების მიმართ მთლიანი ვალდებულებები შეადგენს საპენსიო აქტივების მთლიან ღირებულებას, რაც აისახება მონაწილეთა ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შენიშვნა 3 (ა). იმის გათვალისწინებით, რომ საპენსიო სქემის მონაწილეთა მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანები აისახება/ნაწილდება შესაბამის მონაწილეთა ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და ხდება ამ მონაწილეთა საკუთრება მხოლოდ შესაბამისი საპენსიო დეკლარაციის წარდგენისას, სქემის მონაწილეების მიმართ ვალდებულებები არ მოიცავს იმ თანხებს, რომელთათვისაც საპენსიო დეკლარაციები არ ყოფილა წარდგენილი (შეტანილია "გაუნაწილებელ თანხებში", შენიშვნა 9). ’000 ლარი ნაშთი 1 იანვარს სქემის მონაწილეთა შენატანები საპროცენტო შემოსავალი დივიდენდის შემოსავალი საბაზრო ფასიანი ქაღალდების ფლობით მიღებული ზარალი საკურსო სხვაობის წმინდა ზარალი ფულად სახსრებზე და მათი ეკვივალენტებზე სსიპ საპენსიო სააგენტოს დაფინანსება დაგროვილი თანხების ზრდა, მომლოდინე რომ გახდეს ვალდებულებები სქემის მონაწილეთა მიმართ ანაზღაურება/სქემის დატოვება (შენიშვნა 10) ნაშთი 31 დეკემბერს 2022 1,980,291 802,753 218,227 3,543 (31,187) 2021 1,164,657 658,014 163,741 - (10,745) (8,074) (2,600) (1,870) (5,787) 2,947,151 (1,533) (1,988) 1,980,291 9. გაუნაწილებელი თანხები 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 76,654 ათასი ლარი (2021: 66,200 ათასი ლარი) წარმოადგენს გაუნაწილებელ თანხებს, რომელიც არ წარმოადგენს საპენსიო ფონდის ნაწილს და შესაბამისად არ არ გამოიყენება ინვესტირებისთვის. 10. გაცემული პენსია/საპენსიო აქტივები, მათ შორის სქემიდან გასვლის გამო 2022 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისთვის 1,623-მა მონაწილემ ისარგებლა სქემიდან გასვლის უფლებით (2021: 1,921 მონაწილე), ხოლო დასაქმებულებისთვის, დამსაქმებლებისთვის და საქართველოს სახელმწიფოსთვის დაბრუნებულმა საპენსიო შენატანებმა ჯამში შეადგინა 424 ათასი ლარი (2021: 429 ათასი ლარი). 2022 წლის განმავლობაში, სააგენტომ, 1,615 მონაწილეზე (2021: 741 მონაწილე) 5,363 ათასი ლარის ოდენობით (2021: 1,559 ათასი ლარი) პენსიების ერთჯერადი გადახდა განახორციელა. 13 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 11. პირობითი ვალდებულებები სასამართლო დავა ბიზნესის ჩვეულებრივი მიმდინარეობისას, სააგენტო წარმოადგენს სამართალწარმოების, სასამართლო პროცესებისა და დავების მხარეს. ხელმძღვანელობას სჯერა, რომ აღნიშნული სამართალწარმოებიდან ან საჩივრებიდან წარმოშობილ საბოლოო ვალდებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ ექნება არსებითი მატერიალური გავლენა სააგენტოს მომავალი ოპერაციების შედეგებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე. 12. ოპერაციები დაკავშირებულ მხარეებთან სააგენტოს ხელმძღვანელობა მონაწილეობს საპენსიო სქემის მართვაში. სააგენტოს წამყვან ხელმძღვანელობად ითვლება: სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, საინვესტიციო საბჭოს წევრები, უფროს საინვესტიციო ოფიცერი, მთავარი რისკების ოფიცერი და დირექტორი. 2022 წელს, სააგენტოს მიერ წამყვანი ხელმძღვანელობისთვის გადახდილი ანაზღაურება იყო 916 ათასი ლარი (2021 წელი: 842 ათასი ლარი), რომელიც წარმოდგენილია სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელიც მომზადებულია წინამდებარე ფინანსური ანგარიშგებისგან განცალკევებით და ხელმისაწვდომია საჯარო გამოყენებისთვის. 13. ფინანსური რისკის მართვა საპენსიო სქემის მონაწილეების მიმართ ვალდებულებები ყოველთვის ტოლია მონაწილეთა საპენსიო აქტივების ღირებულებისა, ანუ არ არსებობს დაფინანსების სხვაობა მომავალი სარგებლის თანხასთან, რის გამოც არ ხორციელდება აქტუარიული შეფასებები. ქვემოთ წარმოდგენილია სტანდარტული რისკები, რომელთაც საპენსიო სქემის ფინანსური ინსტრუმენტები უშუალოდ ექვემდებარებოდა საანგარიშგებო თარიღისთვის:  საკრედიტო რისკი (a);  ლიკვიდურობის რისკი (b);  საბაზრო რისკი (c). (ა) საკრედიტო რისკი საკრედიტო რისკი წარმოადგენს საპენსიო სქემის ფინანსური ზარალის რისკს, თუ ფინანსური ინსტრუმენტის მომხმარებელი ან კონტრაგენტი ვერ შეასრულებს მის სახელშეკრულებო ვალდებულებებს. ბანკის რეიტინგი ’000 ლარი BBB+ B BB+ BB რეიტინგის გარეშე ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები 31 დეკემბერი 2022 ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები 31 დეკემბერი 2021 94,345 30,664 1,122 7,241 2,747 136,119 625,135 11,769 311 71,056 1,149 411 709,831 14 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 13. ფინანსური რისკის მართვა (გაგრძელება) სადეპოზიტო სერტიფიკატები და ვადიანი ანაბრები ’000 ლარი BBB+ B BB+ BB 31 დეკემბერი 2022 1,532,359 259,387 20,144 43,397 1,855,287 31 დეკემბერი 2021 1,067,080 169,169 35,462 18,992 41,566 1,332,269 31 დეკემბერი 2022 310,684 501,477 3,545 815,706 31 დეკემბერი 2021 - ინვესტიციები სასესხო ვალდებულებებში ’000 GEL AAA BB BB- 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მთლიანი ნაშთის 61.29% იყო ინვესტირებული სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან ანაბრებში, საქართველოს 8 კომერციულ ბანკში. ყველა ბანკს ჰქონდა Fitch-ის S&P Global Agencies-ის რეიტინგები. დამატებითი ინფორმაცია ბანკის რეიტინგების შესახებ წარმოდგენილია ზემოთ. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მთლიანი ნაშთის 34.13% განთავსებული იყო საბაზრო ფასიან ქაღალდებში. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მთლიანი ნაშთის 4.58% განთავსებული იყო მიმდინარე ანგარიშებზე, საქართველოს 10 კომერციულ ბანკში და საქართველოს ეროვნული ხაზინის ანგარიშებზე. ყველა პროცენტის მატარებელი აქტივი განთავსებული იყო საქართველოს კომერციულ ბანკებსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში. ყველა ბანკმა მიიღო Fitch-ის S&P Global Agencies-ის რეიტინგები. დამატებითი ინფორმაცია ბანკის რეიტინგების შესახებ წარმოდგენილია ზემოთ. (ბ) ლიკვიდურობის რისკი ლიკვიდურობის რისკი არის ისეთი რისკი, რომლის დროსაც ფონდს ექმნება სირთულეები ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების შესრულებაში და რომელთა დასაფარად საჭიროა ფულის ან სხვა ფინანსური აქტივის გადინება. გონივრული ლიკვიდურობის რისკის მართვა გულისხმობს საკმარისი ფულადი სახსრების ფლობას, სათანადო საკრედიტო ხაზების საშუალებით დაფინანსების ხელმისაწვდომობას და მესამე მხარეების მიმართ არსებული მოთხოვნების დროულად - დადგენილ ვადებში- შეგროვების უნარს. 2022 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისთვის, საპენსიო სქემიდან საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება პენსიების გადახდის ან საპენსიო სქემიდან გასვლის ფარგლებში საპენსიო შენატანების დაბრუნების შედეგად, 35 ათას ლარს შეადგენდა (2021: 36 ათასი ლარი). 15 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 13. ფინანსური რისკის მართვა (გაგრძელება) 2022 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისთვის, საშუალო ყოველთვიური შემოსული შენატანები 66,896 ათას ლარს შეადგენდა (2021: 54,834 ათასი ლარი), რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ყოველთვიურ გადახდებს. 2022 წლის 31 დეკემბრისთვის, საპენსიო აქტივები ინახება საქართველოს კომერციულ ბანკებში ნომინალური მფლობელობის მიმდინარე ანგარიშებზე, გახსნილი სააგენტოს და სპეციალური დეპოზიტარის, ეროვნული სახაზინო ანგარიშზე და ინვესტიციებში ვადიან ანაბრებში და საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში. ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების სახით ფლობილი საპენსიო აქტივები მარტივად არის რეალიზებადი და შეიძლება სწრაფად იქნას ლიკვიდირებული, მათი საბალანსო ღირებულებების ტოლი ოდენობით, რათა დაკმაყოფილებულ იქნას ლიკვიდურობის მოთხოვნები. რაც შეეხება სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებს, სააგენტოს ზოგადად არ აქვს განზრახული გაყიდოს აღნიშნული ინსტრუმენტები მათი დაფარვის ვადის დადგომამდე. (გ) საბაზრო რისკები საპროცენტო განაკვეთის რისკი საპროცენტო განაკვეთის რისკი არის რისკი, რომ ფინანსური ინსტრუმენტის სამართლიანი ღირებულება ან მომავალი ფულადი ნაკადები შეიცვლება საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ცვლილების გამო. საანგარიშგებო თარიღისთვის, საპენსიო სქემას აქვს მხოლოდ მიმდინარე ანგარიშები ბანკებში და ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში. ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტებისთვის, სადეპოზიტო სერტიფიკატებისთვის და ვადიანი ანაბრებისთვის საპროცენტო განაკვეთის დიაპაზონი წარმოდგენილია ქვემოთ: ’000 ლარი ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები კომერციული ბანკები კომერციული ბანკები ეროვნული სახაზინო ანგარიში ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში სადეპოზიტო სერტიფიკატები ვადიანი ანაბარი საპროცენტო განაკვეთი 2022 2021 11.10% - 11.30% 0% - 58,298 77,821 2,570 138,689 648,588 61,243 5,924 715,755 8.9%-12.5% 9.8% 1,823,007 32,280 1,855,287 1,313,276 18,993 1,332,269 31 დეკემბერი 2022 472,064 4,833 24,580 310,684 3,545 815,706 31 დეკემბერი 2021 - ინვესტიციები სავაჭრო ვალდებულებეში ’000 GEL ქართული სახაზინო ობლიგაციები ქართული სახაზინო ვალდებულებები ევრობონდები ამერიკული სახაზინო ვალდებულებები ქართული კორპორატიული ბონდები რეიტინგი BB BB BB AAA BB- 16 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 13. ფინანსური რისკის მართვა (გაგრძელება) სავალუტო რისკი ’000 GEL საპენსიო აქტივები საპენსიო ვალდებულებები 2022 ლარი დოლარი 2,472,818 554,390 3,027,208 - 2021 ლარი დოლარი 2,048,024 2,048,024 - 14. შემდგომი მოვლენები 2023 წლის 31 მარტს სსიპ საპენსიო სააგენტომ შეიცვალა რეგისტრირებული იურიდიული მისამართი ახლით და მიმდინარე რეგისტრირებული იურიდიული მისამართია ანა პოლიტკოვსკაიას ქ 14, თბილისი, საქართველო. 17 სსიპ საპენსიო სააგენტო 2022 წლის ანგარიში წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს 2022 წლის განმავლობაში (შემდგომში - საანგარიშო პერიოდი) საპენსიო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ გაწეული საქმიანობის და განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშს, ასევე, მოიცავს დაგროვებითი საპენსიო სქემისათვის (შემდგომში - საპენსიო სქემა) მნიშვნელოვან ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს. 1. საინვესტიციო საქმიანობის მიმოხილვა 1.1. საინვესტიციო საბჭოსა და საინვესტიციო სამსახურის საქმიანობა 2022 წლის განმავლობაში საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული იყო 4 წევრით: ოლივიერ რუსსო (თავმჯდომარე), ჟან-ფრედერიკ პოლსენი (თავმჯდომარის მოადგილე), მაიკლ რიდლი და ტიმო ვიჰერკენტა. აღსანიშნავია, რომ კანონის მიხედვით, საინვესტიციო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ საინვესტიციო საბჭოს სხდომას ესწრება საინვესტიციო საბჭოს არანაკლებ 3 წევრი. საინვესტიციო საბჭომ 2022 წელს გამოსცა 7 ოქმი, საბჭოს სხდომებიდან სამი გაიმართა თბილისში, ერთი პარიზში, ხოლო დანარჩენი - დისტანციურად. კანონის თანახმად, საინვესტიციო საბჭოს პირველი შემადგენლობის 2 წევრი არჩეულ იქნა 3 წლის ვადით. შესაბამისად, 2022 წლის ივნისში წევრობის ვადა ამოეწურა ჟან-ფრედერიკ პოლსენს, რომელიც, კანონის მიხედვით, აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას საინვესტიციო საბჭოს ახალი წევრის არჩევამდე. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს კანონით განსაზღვრულმა შესარჩევმა კომისიამ გამოაცხადა კონკურსი საინვესტიციო საბჭოს 2 ვაკანტურ პოზიციაზე. 2022 წლის განმავლობაში შემუშავდა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საქართველოს ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარედგინა „საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგია“, რომელიც დამტკიცდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 11 მარტის N22/04 ბრძანებით. მოგვიანებით, აგრეთვე შემუშავდა და დამტკიცდა „საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული და საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები. 2022 წლის იანვრიდან, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრული წესის მიხედვით, საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო საინვესტიციო პორტფელის შედეგების ყოველთვიური საჯარო ანგარიშის სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნება. ანგარიში, რომელიც სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე ყოველთვიურად ქვეყნდება, მოიცავს ინფორმაციას საინვესტიციო ამონაგების, აქტივების განაწილებისა და პორტფელის რისკის პარამეტრების შესახებ. საინვესტიციო პორტფელის მეტად დივერსიფიცირების და საინვესტიციო საქმიანობის მრავალფეროვნების ზრდასთან ერთად (რაც ვრცლად არის აღწერილი 2.3. პუნქტში), მსგავსი ანგარიშის რეგულარულად გამოქვეყნება ხელს უწყობს საინვესტიციო საქმიანობის გამჭვირვალობას და ხაზს უსვამს მონაწილეთა მიმართ ანგარიშვალდებულებას. საინვესტიციო საბჭო და საინვესტიციო სამსახური 2022 წლის განმავლობაში განაგრძობდნენ მუშაობას 1 კანონმდებლობით განსაზღვრული საინვესტიციო მანდატის გაფართოების საკითხზე, რაც გულისხმობს ინვესტირებისთვის დასაშვები აქტივის კლასების დამატებას და არსებული ლიმიტების გაზრდას. შემდგომი განხილვის მიზნით, შემუშავდა კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი და განსახილველად წარედგინა საქართველოს ეროვნულ ბანკს და სამეთვალყურეო საბჭოს. საინვესტიციო საბჭომ სამეთვალყურეო საბჭოსთან წინასწარ გამართული მსჯელობის შემდეგ 2022 წლის 4 ნოემბრის N36 სხდომის ოქმით მიიღო გადაწყვეტილება გამოეყენებინა სააგენტოს დებულებით მინიჭებული უფლებამოსილება და შექმნა საინვესტიციო რისკების მონიტორინგის სამსახური, რომელიც პირდაპირ და მხოლოდ საინვესტიციო საბჭოსთან არის ანგარიშვალდებული. საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში მოყვანის მიზნით, სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ 2022 წლის 17 ნოემბრის N24 სხდომის ოქმით დაავალა დირექტორს სააგენტოს დებულებაში საინვესტიციო რისკების მონიტორინგის სამსახურის შექმნისთვის საჭირო და მისგან გამომდინარე (თანმდევი) ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტის მომზადება. სააგენტოს დებულების შესაბამისად განახლებული რედაქცია მომზადდა და მისი დამტკიცება 2023 წელს იგეგმება. 1.2. საინვესტიციო ინფრასტრუქტურა 2022 წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა სავაჭრო ინფრასტრუქტურის გამართვის სამუშაოები, რათა დაწყებულიყო საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვის შემდეგ, 2022 წლის მარტში საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო უცხოური ვალუტის შესყიდვა ბაზარზე, ხოლო 2022 წლის აპრილში წარმატებით განხორციელდა პირველი ინვესტიციები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში. საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტიციების განსახორციელებლად საინვესტიციო სამსახური აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებას მსოფლიოში უმსხვილეს საინვესტიციო ბანკებთან - JP Morgan Chase და Citibank-თან. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ JP Morgan Chase გახდა საპენსიო სააგენტოს პირველი ბროკერ-დილერი საერთაშორისო ბაზრებზე, ხოლო მოგვიანებით სავაჭრო ინფრასტრუქტურა გაიმართა Citibank-თანაც. ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ფასიან ქაღალდებში ინვესტირების მიზნით საინვესტიციო სამსახური თანამშრომლობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ადგილობრივ შუამავალ ბროკერებთან, გალტ ენდ თაგგარტთან, თი ბი სი კაპიტალთან და პირველად დილერ ბანკებთან. 2023 წლის 31 ივლისს, ვადა ეწურება საპენსიო სააგენტოსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის, 2021 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებულ სპეციალიზებული დეპოზიტარულ მომსახურების შესახებ ხელშეკრულებას. შესაბამისად, საინვესტიციო საბჭომ ახალი კონკურსის გამოცხადების მიზნით, შეიმუშავა ახალი წინადადებების მოთხოვნის დოკუმენტი, რომელშიც აისახა სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ შესასრულებელი სერვისები, ტექნიკური მოთხოვნები, დეტალურად გაიწერა სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესი და საფეხურები. ახალი კონკურსი გამოცხადდა 2023 წლის იანვარში და შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს გამოცხადებული გეგმის შესაბამისად. 1.3. საინვესტიციო გადაწყვეტილებები კანონის თანახმად, საპენსიო აქტივების ინვესტირება კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში. შესაბამისად, 2022 წლის 2 განმავლობაში ინვესტირება ხორციელდებოდა განსაზღვრული შეზღუდვების და ნაკლებად საინვესტიციო რისკიან პოლიტიკის პორტფელში, დოკუმენტის კანონით მოთხოვნების გათვალისწინებით. სავაჭრო ინფრასტრუქტურის გამართვის შემდეგ, 2022 წლის პირველ ნახევარში, საინვესტიციო სამსახურმა აქტიურად დაიწყო ინვესტიციები ადგილობრივ და უცხოურ კაპიტალის ბაზრებზე, რათა მიეღწია კანონის ფარგლებში ნაკლებად რისკიანი პორტფელის შესაბამისი მაქსიმალური დივერსიფიკაციისთვის. 2022 წლის მარტის თვიდან საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო უცხოური ვალუტის შესყიდვა ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე. ამ მიზნით საპენსიო სააგენტო გახდა ბლუმბერგში ე.წ. Bmatch პლატფორმის მონაწილე, სხვა კომერციულ ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და მსხვილ კორპორაციებთან ერთად, რომლებიც აგრეთვე მონაწილეობას იღებენ Bmatch პლატფორმაზე უცხოური ვალუტის ოპერაციებში. 2022 წლის აპრილიდან საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო პორტფელის აქტიური დივერსიფიკაცია, რისთვისაც განხორციელდა ინვესტიციები განვითარებული ქვეყნების აქციებში და ადგილობრივ ბაზარზე საქართველოს სახაზინო ფასიან ქაღალდებში. ამასთანავე, 2022 წელს მცირე მოცულობით შეძენილი იქნა სუვერენული ევროობლიგაციები მიმზიდველი შემოსავლიანობით, ხოლო უცხოური ვალუტის დარჩენილი პოზიციები დროებით განთავსდა აშშ-ის მოკლევადიან სახაზინო ვალდებულებებში. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ნოემბერში განხორციელდა პირველი ინვესტიცია ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში. ინვესტიციამ 3.5 მილიონი ლარი შეადგინა (პორტფელის 0.1%). 2022 წელს, 2021 წლის მსგავსად, საქართველოში ნარჩუნდებოდა მაღალი ინფლაციური ფონი, რაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა. საინვესტიციო პორტფელის ამონაგებთან ერთად იზრდებოდა ინფლაციაც, რაც უარყოფითად აისახებოდა საინვესტიციო პორტფელის რეალურ ამონაგებზე. აღნიშნულ პერიოდში საინვესტიციო სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენდა პორტფელის ისეთი განაწილების შენარჩუნება, რაც ინფლაციისგან პორტფელის მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფდა. ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ინფლაციისგან დაცული ფინანსური ინსტრუმენტების არ არსებობის პირობებში, 2022 წლის პირველ ნახევარში სააგენტომ საინვესტიციო პორტფელში შეინარჩუნა ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სარგებლიანი ანგარიშების მნიშვნელოვანი წილი, რომელთა სარგებელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული და წარმოადგენს ინფლაციისგან ირიბ დაზღვევის გზას. ამავდროულად, საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში ინვესტირება, რაც ინფლაციისგან ჰეჯირების დამატებით საშუალებას წარმოადგენს. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ლარის კაპიტალის ბაზარზე ინფლაციისგან დაცული ინსტრუმენტების არარსებობა და საპენსიო სააგენტოს ლიმიტირებული საინვესტიციო მანდატი, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს გრძელვადიანი რეალური ამონაგების მისაღწევად. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საინვესტიციო აქტივების წმინდა ღირებულება 2,947,150,653 ლარს შეადგენდა, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 436,969,884 ლარია. საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე 40.82%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა ინფლაციის გათვალისწინებით 2,69% შეადგინა. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, საინვესტიციო პორტფელის 81.2% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 18.8% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში. 3 რაც შეეხება პორტფელის განაწილებას ინსტრუმენტების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს 63.0% განთავსებული იყო 8 ქართულ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 2% ნომინალური მფლობელობის სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხება ცვლადი სარგებელი. უცხოურ აქციებში ინვესტირებული იყო პორტფელის 7,4%, აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში 10.5%, ხოლო საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი პორტფელის 16.2%-ს შეადგენდა. საპენსიო აქტივების 0.8% ევროობლიგაციებში იყო განთავსებული, 0.1% კი ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების 89.4% განთავსებული იყო მინიმუმ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე 1 საფეხურით ნაკლები რეიტინგის მქონე კომერციულ ბანკებში და ფასიან ქაღალდებში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო თანხების ინვესტირებას არ ახორციელებს საკრედიტო რეიტინგის არმქონე ბანკებში და ფინანსურ ინსტრუმენტებში. აქტივების წმინდა ღირებულება (მლნ. ლარი) წმინდა შენატანები 3,000 ამონაგები 2,500 2,000 1,500 1,000 დეკ-22 ნოე-22 ოქტ-22 აგვ-22 სექ-22 ივნ-22 ივლ-22 მაი-22 აპრ-22 მარ-22 იან-22 თებ-22 დეკ-21 ნოე-21 ოქტ-21 აგვ-21 სექ-21 ივნ-21 ივლ-21 მაი-21 აპრ-21 მარ-21 იან-21 თებ-21 დეკ-20 ნოე-20 ოქტ-20 აგვ-20 სექ-20 ივნ-20 ივლ-20 მაი-20 აპრ-20 მარ-20 იან-20 თებ-20 დეკ-19 ნოე-19 ოქტ-19 აგვ-19 სექ-19 ივნ-19 ივლ-19 მაი-19 აპრ-19 მარ-19 იან-19 0 თებ-19 500 წყარო: საპენსიო სააგენტო ფონდის წმინდა ამონაგები და ინფლაცია 50% წმინდა ამონაგები ინფლაცია საინვესტიციო ინსტრუმენტების მიხედვით 40.8% 37.1% 40% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები 10.5% 30% 20% 10% 12.9% 6.1%7.0% 13.9% 9.5% 7.3% გლობალური აქციები 7.4% ევროობლიგაციები 0.8% 9.8% საქართველოს სახაზინო ობლიგაციები 16.2% 2.4% 0% მიმდინარე ანგარიშები 2.0% წყარო: საპენსიო სააგენტო, ეროვნული სამსახური საქართველოს ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები 0.1% სტატისტიკის 4 წყარო: საპენსიო სააგენტო სადეპოზიტო სერთიფიკატები/ ვადიანი ანაბრები 63.0% ვალუტის მიხედვით გეოგრაფიული ალოკაცია ლარი უცხოური ვალუტა ადგილობრივი აქტივები 18.8% უცხოური აქტივები 18.8% 81.2% 81.2% წყარო: საპენსიო სააგენტო წყარო: საპენსიო სააგენტო ცვლადი და ფიქსირებული განაკვეთი აქტივების განაწილება ვადიანობის მიხედვით 57.8% 0.0% რეიტინგის გარეშე B+ 0.7% B წყარო: საპენსიო სააგენტო 9.9% 1.8% AAA 90.5% 18.4% 11.4% BB- 7.4% 2.1% 100% 90% 80% 70% 60% 50% 40% 30% 20% 10% 0% BB გლობალური აქციები ცვლადი განაკვეთი BB+ ფიქსირებული განაკვეთი წყარო: საპენსიო სააგენტო, Standers & Poor’s, Fitch Ratings, Scope, Moody’s **არ მოიცავს წილობრივ ფასიან ქაღალდებს 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აქტივების განაწილება აკმაყოფილებდა კანონითა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ ლიმიტებს, მათ შორის: წილობრივ ფასიან ქაღალდებსა და უცხოურ ვალუტაში აქტივების განთავსების ლიმიტს, საკრედიტო რეიტინგის, ბანკის საერთო კაპიტალისა და კონცენტრაციის შეზღუდვებს. 1.4 მმართველობა საინვესტიციო სამსახურში კანონისა და სააგენტოს დებულების თანახმად, საინვესტიციო სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, ხოლო საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვრავს და საინვესტიციო საქმიანობას მონიტორინგს უწევს საინვესტიციო საბჭო. საინვესტიციო სამსახურში მმართველობის მოდელის მეტად დახვეწის მიზნით, უფროსი საინვესტიციო ოფიცრისა და საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავდა ინვესტიციების მართვის კომიტეტის კონცეფცია, განისაზღვრა მისი უფლება-მოვალეობები და საქმიანობის ფორმები. საინვესტიციო საბჭოს მიერ 2022 წლის 14 მარტის N32 სხდომის ოქმით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კომიტეტი შეიქმნა და ჩამოყალიბდა საბჭოსთან 5 შეთანხმებული ფორმით. ინვესტიციების მართვის კომიტეტი იკრიბება სულ მცირე თვეში ერთხელ, ან საჭიროებისამებრ, განიხილავს და შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს უფროს საინვესტიციო ოფიცერს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო გეგმებზე, საინვესტიციო დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, აგრეთვე მონიტორინგს უწევს საქმიანობასთან საინვესტიციო პროცესებს, განიხილავს ინვესტიციებთან დაკავშირებულ რისკებს და ზედამხედველობს საინვესტიციო გეგმების შესრულებას. კომიტეტი ანგარიშვალდებულია საინვესტიციო საბჭოს წინაშე. 2022 წლის განმავლობაში ინვესტიციების მართვის კომიტეტმა გამართა 9 სხდომა. 2. საოპერაციო საქმიანობა 2.1. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების სტატისტიკა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 06 აგვისტო) შეუსრულდა მამაკაცს 60 წელი, ხოლო ქალს − 55 წელი. კანონისა და სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებით დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის“ (შემდგომში - 002 ინსტრუქცია) თანახმად, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - ელექტრონული სისტემა) დარეგისტრირდა 12,193 (14.73% ზრდა წინა წელთან) დამსაქმებელი და თვითდასაქმებული და გაწევრიანებულ იქნა 124,029 (10.04% ზრდა წინა წელთან) დასაქმებული. შედეგად, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში შეადგინა 1,359,887. ამავე პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობაა 94,994. დამსაქმებლების რაოდენობა 2022 94,994 2021 82,801 2020 71,600 2019 61,173 - 10,000 20,000 30,000 40,000 50,000 6 60,000 70,000 80,000 90,000 100,000 საპენსიო სქემის მონაწილეთა რაოდენობა 2022 1,359,887 2021 1,235,858 2020 1,106,496 2019 959,956 0 200,000 400,000 600,000 800,000 1,000,000 1,200,000 1,400,000 1,600,000 საპენსიო დეკლარაციების საფუძველზე 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საპენსიო შენატანების საერთო ოდენობამ შეადგინა 2,583,270,821.47 ლარი (ფინანსურ ანგარიშგებაში საპენსიო შენატანებს დაკლებულია მაკორექტრირებელი დეკლარაცია თანხით 6,779,785.85 ლარი და დამატებულია 30 და 31 დეკემბერს წარმოდგენილი დეკლარაციები თანხით 3,749 ათასი ლარი, რომლებმაც ე.წ NAV-ში ასახვა ჰპოვეს 2023 წელს). საპენსიო შენატანები წლების და კატეგორიების მიხედვით 700,000,000.00 643,629,424.59 600,000,000.00 500,000,000.00 521,946,273.29 418,185,436.35 449,544,583.12 400,000,000.00 300,000,000.00 200,000,000.00 130,145,378.97 124,585,958.09 137,727,236.43 157,506,530.63 2019 2020 2021 2022 100,000,000.00 0.00 კერძო სექტორი საჯარო სექტორი საპენსიო სქემიდან კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად გასვლის, არასწორად გაწევრიანებული დასაქმებულის მიერ საპენსიო სქემის დატოვების, პენსიის დანიშვნის ან/და საპენსიო აქტივების გაცემის და მაკორექტირებელი დეკლარაციის საფუძველზე (ფინანსურ ანგარიშგებაში მაკორექტრირებელი დეკლარაცია განეტილია საპენსიო შენატანებთან თანხით 6,779,785.85 ლარი) ფონდიდან გამოტანილ იქნა 73,424,468.99 ლარი. 7 საპენსიო ფონდიდან გამოტანილი თანხები წლების მიხედვით 70,000,000.00 60,000,000.00 58,436,868.30 50,000,000.00 40,000,000.00 30,000,000.00 20,000,000.00 10,000,000.00 4,728,272.66 3,318,253.90 2020 2021 6,941,074.13 0.00 2019 2.2. 2022 შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციის, ნორმატიული აქტების შემუშავება და დამტკიცება “საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ” საპენსიო სააგენტოს დირექტორის №002 ინსტრუქციის შესაბამისად: - ელექტრონულ სისტემაში, დამსაქმებლების სამუშაო გვერდზე 2022 წელს დამატებული საბალანსო თანხის დაბრუნების ფუნქციონალის საფუძველზე დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის მიერ, სისტემის მეშვეობით მოთხოვნილ იქნა 748,302.53 ლარის ოდენობის ჯამური თანხა 209 დავალების საფუძველზე. - 2022 წელს სისტემაში დამატებული შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის სქემიდან ამორთვის ფუნქციონალის საფუძველზე სისტემის მეშვეობით სულ შემოვიდა 51 მოთხოვნა. - 2022 წლის განმავლობაში მონაწილის სტატუსის გაუქმება მოხდა 59 დასაქმებულზე, ჯამური თანხით 55,468.22 ლარი. - დამსაქმებლების და თვითდასაქმებულის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიზნით, მიმდინარეობს დამსაქმებლების მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით შექმნილი და წარდგენილი მაკორექტირებელი დეკლარაციების შერჩევითი კონტროლი ცალკეული კრიტერიუმების გათვალისწინებით. 2022 წელს კონტროლის პროცესი გაიარა 1,874 მაკორექტირებელმა დეკლარაციამ ჯამური დასაკორექტირებელი თანხით 817,067.22 ლარი, აქედან უარყოფილ იქნა 449 მაკორექტირებელი დეკლარაცია, თანხით - 335,944.48 ლარი. საჯარო რეესტრთან 2021 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2022 წელს დაინერგა საპენსიო სააგენტოსა და საჯარო რეესტრს შორის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების საპენსიო სააგენტოსთვის ავტომატურ რეჟიმში მიწოდებას. 8 2.3. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლა კანონისა და სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 მაისის N001 ბრძანებით დამტკიცებული „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის“ (შემდგომში - წესი) თანახმად, დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტომდე) შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს საპენსიო სქემის მონაწილე, უფლებამოსილია, კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს საპენსიო სქემიდან, სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, სააგენტოსთვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საპენსიო სქემაში, სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრიანებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრიანებიდან 3 თვისა. გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტოს არ გააჩნია ტერიტორიული ერთეულები და ის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ ერთ მისამართზე (საანგარიშო პერიოდის განმავლობაში: თბილისი, ნ.ყიფშიძის ქ. N7ბ) მდებარე ადმინისტრაციულ ოფისში, საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებისა და სურვილის მქონე მონაწილეებისათვის წერილობითი განცხადებებით მიმართვის შესაძლებლობის გეოგრაფიული არეალის გაფართოების მიზნით, სააგენტო კვლავ სარგებლობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 69 ტერიტორიული ერთეულით. 2022 წლის განმავლობაში 1,564 დასაქმებულმა (ჯამური თანხით 368,283.25 ლარი) ისარგებლა საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით (ეს არ მოიცავს მონაწილეთა სტატუსის გაუქმებით გაცემულ თანხებს). საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებიდან აღნიშნულ პერიოდში სქემაში ხელახლა გაწევრიანდა 377 დასაქმებული. საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულების რაოდენობა წლების მიხედვით 200,000 164,732 150,000 100,000 50,000 3,377 1,880 1,564 2020 2021 2022 0 2019 2019 წლიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებისათვის საპენსიო ფონდიდან გამოტანილმა აქტივებმა შეადგინა 58,722,078.75 ლარი. 9 საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებისათვის ფონდიდან გამოტანილი აქტივები წლების მიხედვით 57,037,718.92 60,000,000.00 50,000,000.00 40,000,000.00 30,000,000.00 20,000,000.00 10,000,000.00 913,358.54 402,718.04 368,283.25 2020 2021 2022 0.00 2019 2.4. პენსიებისა და საპენსიო აქტივების გაცემა 2022 წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა პენსიის დანიშვნისა და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ 1,961 განცხადება, მათ შორის დაკმაყოფილებულ იქნა 1,858 განცხადება, ხოლო ამავე პერიოდში გაცემულმა პენსიამ/საპენსიო აქტივმა შეადგინა 5,362,489.22 ლარი. ჯამურად, 2019-2022 2,000,000.00 1,800,000.00 1,868,286.89 1,579,294.54 პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნა წლების მიხედვით 1,898,624.73 წლებში პენსიის სახით გაცემულმა თანხამ 9,722,021.67 ლარი შეადგინა. 1,600,000.00 - 16,283.06 537,495.50 - 103,132.08 234,957.98 14,157.94 200,000.00 310.53 400,000.00 24,289.47 600,000.00 40,507.15 800,000.00 208,028.29 1,000,000.00 413,338.22 1,200,000.00 608,243.63 1,400,000.00 2020 2021 2022 2019 ასაკი შშმპ საქართველოს სამუდამოდ დატოვება 10 გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე 3. რისკების კონტროლი და ინფორმაციული უსაფრთხოება 3.1 რისკების კონტროლის დეპარტამენტის საქმიანობა სსიპ საპენსიო სააგენტოში რისკების კონტროლის დეპარტამენტი აკონტროლებს, როგორც საინვესტიციო, მათ შორის ინფორმაციული უსაფრთხოების რისკებს, ასევე არა-საინვესტიციო რისკებს. 3.2 საინვესტიციო რისკების ანგარიში 2022 წლის განმავლობაში რისკების კონტროლის დეპარტამენტი კონტროლს უწევდა საინვესტიციო საქმიანობას, რაც მოიცავდა, როგორც ინვესტიციის გადაწყვეტილების შემოწმებას დადგენილ რისკის განხორციელებამდე ლიმიტებთან და საინვესტიციო კანონმდებლობასთან მიმართებაში, ასევე განხორციელებული ინვესტიციების კანონთან და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობას. გასული წლის განმავლობაში რისკების კონტროლის დეპარტამენტმა შეამოწმა 27 განსხვავებული პირობების მქონე ფინანსურ ინსტრუმენტში განხორციელებული ინვესტიცია, რაც მოიცავდა 634 ტრანზაქციას, რომელთა ჯამურმა მოცულობამაც შეადგინა 926,071,511 ლარი და 710,276,268 ამერიკული დოლარი. რისკების კონტროლის დეპარტამენტმა განახორციელა საინვესტიციო რისკების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, რეპორტინგისა და პროგნოზის მოდულების განვრცობა/გაუმჯობესება, რის შედეგადაც მოხდა ადამიანური შეცდომის რისკის შემცირება და პროგნოზირების ჩარჩოს გაუმჯობესება, კერძოდ: 1. დაემატა აქტივების ავტომატური შეფასების მოდული, რომელიც მოიცავს შესაბამისი მონაცემთა სტრუქტურების, შეფასების მოდელების, შედეგების შეფასების და სიმულაციების ანალიზის განვითარებას შემდეგი ინსტრუმენტებისთვის: • ქართული სახაზინო ობლიგაციები. • საქართველოში • სადეპოზიტო სერთიფიკატები კორპორატიული ობლიგაციები. • საერთაშორისო აქციები. რეგისტრირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული 2. განახლდა პროგნოზირების ჩარჩო და დაემატა ძირითადი მაკროეკონომიკური ცვლადების პროგნოზირების მოდელი, რომელიც რისკის ანალიზში გამოიყენება. 3. აპლიკაციას დაემატა სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ გატარებული ტრანზაქციების დამუშავების მოდული, რაც ავტომატიზაციის პროცესს აუმჯობესებს და ფულადი სახსრების მოძრაობის აღდგენის საშუალებას იძლევა. 4. მოხდა საჯაროდ ხელმისაწვდომი სტატისტიკური ინფორმაციის განახლების ავტომატიზაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ მონაცემებს: გაცვლით კური, TIBR, ლარის შემოსავლიანობის მრუდი, სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა, სადეპოზიტო სერთიფიკატების შემოსავლიანობა, ინფლაციას და სხვა. 5. “Balanced Portfolio” მეთოდის გამოყენებით მოხდა პორტფელების გენერირება სტრატეგიული აქტივების განაწილების (SAA) შედეგებთან 11 შესადარებლად და მაკრო-სცენარების გასათვალისწინებლად. შედეგებიდან გამომდინარე მაკრო-სცენარების გათვალისწინება შესაძლებლობას იძლევა რისკის ცვლადების გასაუმჯობესებლად. რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დროულად მომზადდა ყოველთვიური და წლიური საინვესტიციო რისკის ანგარიშები, რომლებიც დადგენილი წესით, შემდგომი რეაგირებისათვის მიეწოდა საინვესტიციო საბჭოს, საინვესტიციო სამსახურს, დირექტორსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს. საინვესტიციო რისკების მიმართულებით რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ გაიცა ახალი რეკომენდაციები, როგორც საინვესტიციო რისკებთან , ასევე საინვესტიციო საქმიანობაში აღმოჩენილი საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციულ რისკებთან დაკავშირებით. 3.3.1 არა-საინვესტიციო რისკების ანგარიში საანგარიშო პერიოდში რისკების კონტროლის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა „საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკის“ განახლებაზე და ახალი ქვეთავების დამტკიცებაზე. შედეგად 2022 წელს დამტკიცდა „საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკის“ განახლებული ვერსია და მისი 4 ქვეთავი: • • თავი I – საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩო; თავი II – საოპერაციო რისკების აპეტიტის ჩარჩო; • თავი III – ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა; • თავი IV – ბიზნეს უწყვეტობის ჩარჩო; „საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკის“ შესაბამისად რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ დროულად მომზადდა კვარტალური და წლიური ანგარიშები, რომლებიც დადგენილი წესით წარედგინა სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორსა და საინვესტიციო საბჭოს. რისკების კონტროლის დეპარტამენტმა სააგენტოს ბიზნეს უწყვეტობის მიმართულებით განხორციელა ტესტირება/სიმულაცია, რომელიც წარიმართა ბიზნეს უწყვეტობის მართვის პროცედურის N3 სცენარის შესაბამისად (ხელმიუწვდომელი გახდა ზოგიერთი სერვისი, კერძოდ კორპორატიული ქსელი). ბიზნეს უწყვეტობის სიმულაციის დროს გამოვლენილი რისკები და შესაბამისი რეკომენდაციები წარმოდგენილია წლიურ საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის ანგარიშში. რისკების კონტროლის დეპარტამენტმა განავითარა (შიდა) ვებ-პროგრამული გადაწყვეტა საოპერაციო რისკებისა და მასთან დაკავშირებული ქმედებების, რეკომენდაციების, ანგარიშების მომზადების, მართვისა და მონიტორინგისთვის. აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას იძლევა: იდენტიფიცირებული რისკების თვისებებისა და მახასიათებლების სტრუქტურული კატალოგის შექმნის; ახალი ჩანაწერების დამატების; მახასიათებლების დამატების; რისკის გადაფასების; დროთა ქმედებებისა და განმავლობაში რაოდენობრივი ცვლილებების მახასიათებელი რაოდენობრივი იდენტიფიცირებული პარამეტრების განხორციელების; რისკთან ცვლილების ახალი პარამეტრების დაკავშირებული მონიტორინგის; ასევე ინტერაქტიული ცხრილებისა და ანგარიშების შექმნის. 2022 წლის განმავლობაში, რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა ახალი რისკის შემცველი მოვლენები და გაცემულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები. 12 3.3.2 ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლი რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლისთვის მიმდინარეობდა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა „სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO 27001)“ პრინციპების შესაბამისად. 2022 წლის დეკემბერში კი რისკების კონტროლის დეპარტამენტმა გამოაცხადა ISO 27001 შესაბამისობის სერტიფიცირებისთვის მზადყოფნა და გამოცხადდა ტენდერი ISO 27001 სერტიფიცირებისთვის, რომელიც 2023 წელს განხორციელდება. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული სამუშაოს საერთაშირისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობას. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა მოიცავს საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა მიერ ინფორმაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული სისტემების მოხმარების წესებს, რათა უზრუნველყოფილი იქნას საპენსიო სააგენტოს ყველა ფიზიკური და ელექტრონული ინფორმაციული აქტივის კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა. 2022 წლის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები: • • გაიმართა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის (ISM) კომიტეტის სამი სხდომა; განახლდა ინფორმაციული აქტივების რეესტრი; • განახლდა ინფორმაციულ აქტივებზე რისკების შეფასების რეესტრი; • განახლდა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის გავრცელების სფერო დოკუმენტი; • განახლდა ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნების დოკუმენტი; • • განახლდა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის კომიტეტის საქმიანობის წესი; შემუშავდა და დამტკიცდა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში საპენსიო სააგენტოს კონტექსტის დოკუმენტი; • შემუშავდა და დამტკიცდა მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემის მართვის პროცედურა; • განხორციელდა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტი; • განხორციელდა სისუსტეების სკანირება სააგენტოს ვებ აპლიკაციებზე; • • განხორციელდა შეღწევადობის ტესტირება სააგენტოს ვებ აპლიკაციებზე; სააგენტოს თანამშრომლებისთვის განხორციელდა ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ტრენინგები; • სააგენტოს თანამშრომლებისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდა ფიშინგ (phishing) სიმულაცია; • სააგენტოს მიერ შესყიდულ იქნა ინციდენტებისა და ცვლილებების მართვის პორტალი Manage Engine Service Desk Plus; • განახლდა ელექტრონული საინფორმაციო სისტემების ხდომილებების და უსაფრთხოების ინციდენტების მართვის და მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის - Security Information and Event Management (SIEM) მომწოდებლის მხარდაჭერა. • ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი დაესწრო და წარმატებით ჩააბარა - ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული „ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი“-ს სასერტიფიკაციო და British Standards Institution (BSI) Training Academy“-ს მიერ „Lead Implementer ISO/IEC 27001“ გამოცდები. • 2022 წელს განხორციელდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად შემდეგი ქმედებები: 13 ➢ სააგენტოში არსებული პერსონალური მონაცემების აღწერა, ფაილური სისტემის კატალოგის შექმნის მიზნით; ➢ აღიწერა პერსონალურ მონაცემების შენახვისა და მათი დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები; ➢ აღიწერა პერსონალურ მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დანერგილი/არსებული კონტროლის მექანიზმები; ➢ აღიწერა პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადები; ➢ განხორციელდა სხვა მცირე ტექნიკური სამუშაოები კანონთან შესაბამისობისთვის. 4. შიდა აუდიტი შიდა აუდიტის მიერ 2022 წელს შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის თანახმად, რომელიც ეფუძნება აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებს, შემუშავდა 2023-2025 წლის რისკზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმა. ამის მიხედვით განისაზღვრა 2023 წლის განმავლობაში სააგენტოში შესასწავლი პროცესების ინდივიდუალური გეგმა. შიდა აუდიტის სამსახურმა 2022 წელს გეგმის მიხედვით განახორციელა ადამიანური რესურსების, საქმისწარმოების, ბიზნეს უწყვეტობის, პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნა და გაცემის, მენეჯერული აღრიცხვა და ანგარიშგების, საოპერაციო რისკების აუდიტი. ასევე „საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 11 მარტის N22/04 ბრძანების საფუძველზე, აუდიტის სამსახურის ჩართულობით 2022 წელს იქნა შემუშავებული „საპენსიო აქტივების შეფასებისას შეცდომის პრევენციის, აღმოჩენის და გასწორების“ პროცედურა, რომელიც შესაბამისი ბრძანებით იქნა დამტკიცებული სააგენტოს დირექტორის მიერ. ჩატარებული აუდიტის ფარგლებში მოხდა კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან, შიდა რეგულაციებთან შესაბამისობის შემოწმება. შემოწმების შედეგად მოპოვებული, გაანალიზებული და შეფასებული ინფორმაციის საფუძველზე გამოიცა შესაბამისი დასკვნები, რომლის მიზანია სააგენტოს მართვის, რისკების მართვისა და შიდა კონტროლის პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესება. სააგენტოს დირექტორს და სამეთვალყურეო საბჭოს წარედგინა 2022 წლის ანგარიში. 2022 წელს გაიცა 47 რეკომენდაცია. ასევე შიდა აუდიტის სამსახური ახორციელებს გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგს. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ზემოაღნიშნული ნაკლოვანებების გამოსწორების მიმართულებით. აუდიტის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების დანერგვა, თანმიმდევრული და სათანადო აქტივობები, გაზრდის სააგენტოს საქმიანობის ხარისხს. შიდა აუდიტის სამსახური აგრძელებს ურთიერთობას შემოსავლების სამსახურის ჰარმონიზაციის ცენტრთან, რომელთა მხარდაჭერით და ორგანიზებით აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მიმდინარეობდა პროექტები სხვადასხვა მიმართულებით. 14 5. საინფორმაციო ტექნოლოგიები საანგარიშო პერიოდში აღიწერა და სატესტო რეჟიმში გაეშვა ცნობების გაცემის, სქემიდან გასვლის, აქტივების მემკვიდრისთვის გადაცემის, პენსიის დანიშვნისა და თავისუფალი განცხადების რეგისტრაციის მოდული, სადაც საპენსიო სააგენტოს ოპერატორს შესაძლებლობა ექნება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი განცხადება დაარეგისტრიროს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში და შესაბამისი ცნობა ან გადაწყვეტილება გასცეს მატერიალური სახით. ასევე რეალიზებულია მონაწილეებისათვის დავიწყებული პაროლების აღდგენის განახლებული ფუნქციონალი. 2022 წელს იუსტიციის სახლთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ფუნქციონალი ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლის ოპერატორებისათვის, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს სსიპ საპენსიო სააგენტოს მომსახურება. საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის სატესტო გარემოში რეალიზებულია კვალიფიციური ელექტრონული შტამპისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესაძლებლობა, აგრეთვე სისტემა ინტეგრირებულია ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის მიერ შექმნილ კანცელარიის სისტემასთან eDoc-თან; სსიპ საპენსიო სააგენტოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის 2020 წლის ოქტომბერში გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის IT დეპარტამენტთან ერთად რეალიზებულია შემოსავლების სამსახურში დაცულ მონაცემებთან საპენსიო დეკლარაციების შედარების ფუნქციონალი; ამავე პერიოდში ჩატარდა ტენდერი და ქსელის აპარატურის მომწოდებელთან გაფორმდა ხელშეკრულება ახალი ტოპოლოგიის მიხედვით განსაზღვრული მოწყობილობების შეძენასთან დაკავშირებით. მოწყობილობების მოწოდების შემდგომ დაგეგმილია ქსელის ტოპოლოგიის ძირეული ცვლილება, რაც სააგენტოს ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მეტ საშუალებას მისცემს. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინიციატივით, დირექტორის ბრძანებით საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნის განთვალისწინებით ჩამოყალიბდა ინფორმაციული ტექნოლოგიების კომიტეტი. უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, საპენსიო სააგენტომ შეისყიდა ანტივირუსული პროგრამა და სპამ ფილტრი. ასევე განხორციელდა მთელი რიგი სამუშაოებისა, რომლებიც საშუალებას აძლევს სააგენტოს უფრო ეფექტურად და უსაფრთხოდ მოემსახუროს სქემის მონაწილეებს. მათ შორის: • საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა დაინტეგრირდა საფინანსო ანალიტიკური სამსახურის მიერ შექმნილ კანცელარიის სისტემასთან. • პორტალი pensions.ge ითარგმნა და კონტენტი ხელმისაწვდომია 2 ენაზე. • პორტალზე pensions.ge დაინერგა ტექსტის ხმოვან ინფორმაციად გარდაქმნის ფუნქციონალი და ზოგადად პორტალი გახდა მხედველობადაქვეითებული მომხმარებლებისათვის მარტივად გამოყენებადი. • დაინერგა მონიტორინგის სისტემა PRTG, რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციას მიღება 15 გარკვეული ინფრასტრუქტურული ხარვეზების შესახებ. 6. საპენსიო სააგენტოს და დაგროვებითი საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგებების დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმება საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის შპს ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს მიერ 2023 წლის 8 მაისს დასრულებულ იქნა სააგენტოსა და საპენსიო ფონდის 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესი და მომზადდა აუდიტის დასკვნები. სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განხორციელდა IPSAS შესაბამისად, ხოლო საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განხორციელდა IFRS-ის შესაბამისად. აღნიშნული აუდიტის დასკვნები განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 7. მონაწილეთა მომსახურება საპენსიო სააგენტოს მიერ, საპენსიო სქემის ადმინისტრირება და მართვა მოიცავს სხვადასხვა პროცესს (მათ შორის, მონაწილეების განცხადებების მიღება/განხილვა, პენსიის დანიშვნა, საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ განცხადებების მიღება, განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და სხვა). იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საპენსიო სააგენტოს არ გააჩნია ტერიტორიული ერთეულები და არსებობს ერთადერთი ოფისი (საანგარიშო პერიოდის განმავლობაში: თბილისი, ყიფშიძის1 7ბ), მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სააგენტომ დაასრულა მოლაპარაკებების წარმოება სსიპ იუსტიციის სახლთან. მოლაპარაკებების შედეგად, გაფორმდა ხელშეკრულება სსიპ საპენსიო სააგენტოს და სსიპ იუსტიციის სახლს შორის. 2023 წლის 1 მარტიდან, საპენსიო სააგენტოს სერვისებით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში შეეძლება. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე მომართვიანობა გაიზარდა 73 პროცენტით. 2022 წლის იანვრიდან, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საპენსიო სააგენტოს მონაწილეთა მომსახურების განყოფილება ახალ სატელეფონო სისტემაზე გადავიდა. შესაბამისად, ამ წლის განმავლობაში შემოსული ზარების (56 715 ზარი) მოლოდინის საშუალო მაჩვენებელი 10 წამზე ნაკლებია, ხოლო უპასუხო ზარების მაჩვენებელი - 3%-ზე ნაკლები. 8. საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საპენსიო სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით სააგენტოს მხრიდან განხორციელდა შემდეგი აქტივობები: • 2022 წლის 4-5 მაისს, ევროკომისიის ინსტიტუციონალური განვითარების, ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში, საპენსიო სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტელეკონფერენცია საპენსიო რისკების მართვასთან დაკავშირებით (TAIEX Expert Mission on Risk Management and Control). 1 საპენსიო სააგენტოს ოფისის მისამართის ცვლილება განხორციელდა 2023 წლის 31 მარტიდან და ახალი მისამართია ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №14. 16 • 2022 წლის მაისში, საფუძველი ჩაეყარა საპენსიო სააგენტოსა და USAID / HICD პროექტს შორის თანამშრომლობას. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროექტის ხელშეწყობით, საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა. სტრატეგიის დაგეგმვის პროცესს GEC Consulting-ის ექსპერტთა გუნდი წარმართავდა, რომელმაც იმუშავა შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: სამწლიანი ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის შექმნა, ორგანიზაციის მისიის, ხედვის, ღირებულებების, პრიორიტეტების, მიზნების და სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა, დეტალური სამოქმედო გეგმის გაწერა, კონკრეტული აქტივობების, მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმების მითითებით. გარდა ამისა, დაწყებულია მუშაობა საკომუნიკაციო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის გაწერის თვალსაზრისით. • 2022 წლის ნოემბერიდან, საპენსიო სააგენტოსა და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი, რაც ორგანიზაციის შიდა შეფასების ჩარჩოს - „შეფასების ერთიანი სისტემის“ (Common Assessment Framework –CAF) დანერგვას გულისხმობს. აღნიშნული ხორციელდება საჯარო მმართველობის რეფორმის (Public Administration Reform –PAR) სახელმწიფო სერვისების მიწოდების ნაწილად, სსგს-სა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმებული პროექტის ფარგლებში; პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK Aid-ის მიერ. სწორედ ამ მიზნით, 2022 წლის 21-25 ნოემბერს, ჩატარდა ტრენინგი საპენსიო სააგენტოს თანამშრომლების მონაწილეობით, რაც მოცემული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას ემსახურებოდა. 9. 2022 წლის ბიუჯეტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის სექტემბრიდან საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების წყარო გახდა მონაწილეთა მომსახურების წლიური საფასური. აღნიშნული საფასურით დაფინანსებაზე გადასვლის პერიოდისთვის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საპენსიო სააგენტომ განსაზღვრა მომსახურების საფასურის გატანის პერიოდულობა და სააგენტოს მიერ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცებულ იქნა ბიუჯეტირების წესი, რომელიც განსაზღვრავს სააგენტოს ბიუჯეტის მომზადებისათვის აუცილებელი ინფორმაციის შეკრების, დამუშავების, ბიუჯეტის პროექტის მომზადების, დამტკიცებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესს, ასევე ბიუჯეტით გათვალისწინებული მონაწილეთა მომსახურების საფასურის წლიური ოდენობის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გატანის პერიოდულობასა და წესს. 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 8,115 მლნ ლარს, რომელიც დაფინანსდა საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის 65% განკუთვნილი იყო სააგენტოს მმართველობით და ადმინისტრაციული საქმიანობისთვის, ხოლო 35% საინვესტიციო საქმიანობისთვის. 2022 წლის 17 ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 90,3%-ს, რომლის 8,2% მიმართული იქნა არაფინანსური აქტივების შესაძენად. 2022 წლის საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების ჯამური საფასურიდან დაზოგილი თანხა საპენსიო სააგენტოს წესის შესაბამისად წარმოადგენს მომავალი წლის დაფინანსების წყაროს, შესაბამისად ნაკლები თანხის აკუმულირება მოხდა ფონდიდან მომდევნო წელს. საოპერაციო საქმიანობაში გამოყენებული ფულადი სახსრების 30,5% შეადგენს საინვესტიციო საქმიანობის ხარჯს, რაც მოიცავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის და საინვესტიციო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 10. საზოგადოებასთან ურთიერთობა საპენსიო სააგენტოსთვის მაქსიმალური გამჭვირვალობა ერთ-ერთი მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. შესაბამისად, 2022 წლის განმავლობაში გამოქვეყნდა 344 სატელევიზიო, რადიო, ონლაინ და ბეჭდური მასალა. ასევე, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხდება საპენსიო სააგენტოს ბლოგისა და newsletter-ის დახმარებით. მომზადდა საინფორმაციო ვიდეო და ანიმაციური მასალები, ჩატარდა შეხვედრები უნივერსიტეტებში სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, ასევე ონლაინ შეხვედრები ბუღალტრებთან. 2022 წელს დაიწყო, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, ვებ გვერდსა და სოციალურ ქსელებში საინვესტიციო შედეგების ყოველთვიური ანგარიშის გამოქვეყნება. ასევე, პროაქტიულად ქვეყნდებოდა ყოველთვიური სტატისტიკური მონაცემები. 11. COVID 19 საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პერიოდში, კერძოდ 2022 წლის 1 აპრილამდე, პრევენციის მიზნით საანგარიშო საპენსიო სააგენტო ნაწილობრივ განაგრძობდა დისტანციურ რეჟიმში მუშაობას. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის №151 დადგენილებით საჯარო დაწესებულებების მიმართ განსაზღვრული შეზღუდვების (წესის მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები) ამოღების გათვალისწინებით, 2022 წლის 1 აპრილიდან საპენსიო სააგენტო გადავიდა ჩვეულებრივი (არადისტანციური) მუშაობის რეჟიმზე. 18 12. ძირითადი სტატისტიკური მონაცემები 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით: სულ უნიკალური მონაწილე (2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1,359,887 31 დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული) კერძო სექტორი 1,063,058 საჯარო სექტორი 296,829 სულ უნიკალური გასული 169,979 კერძო სექტორი 127,288 საჯარო სექტორი 42,691 დანიშნული პენსიები 2,969 ასაკით 1,077 შშმპ 1,179 ქვეყნის დატოვება 2 გარდაცვლილი მონაწილე / მემკვიდრე 711 / 1,090 მლნ ლარი სულ ფონდის ღირებულება 2,947 სულ უნიკალური მონაწილე (2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 124,029 31 დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული) კერძო სექტორი 110,997 საჯარო სექტორი 13,032 სულ უნიკალური გასული 1,187 კერძო სექტორი 1,100 საჯარო სექტორი 87 დანიშნული პენსიები 1,615 ასაკით 564 შშმპ 622 ქვეყნის დატოვება 1 გარდაცვლილი მონაწილე / მემკვიდრე 428 / 671 19