საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტის სხვა კომიტეტების დასკვნები საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ" (წერილი №2-13657, 05.09.2023)

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.06.2023
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/294/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-09-05

📜 ტექსტი

წერილი
2-13657/23 05-09-2023 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გამოსაქვეყნებლად გიგზავნით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სხვა კომიტეტების დასკვნებს წარმოდგენილ ინფორმაციაზე პროგნოზებისა და საქართველოს მთავრობის მიერ ,,ძირითადი საქართველოს სამინისტროების მიმართულებების შესახებ" (№07-2/294, 1.06.2023). გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. პატივისცემით, კომიტეტის აპარატის უფროსი ირინა ლომია მაკროეკონომიკური ძირითადი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-9772/23 16-06-2023 დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე "ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ" საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე წლის 12 ივნისს განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგნოზებისა ინფორმაცია და ,,ძირითადი საქართველოს მაკროეკონომიკური სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ" (№07-2/294, 1.06.2023). მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაში ასახულია 2022 წლის ფაქტიური მაჩვენებლები, 2022 წლის ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით 2023-2026 წლების მაკროეკონომიკური და ფისკალური ცვლადების განახლებული და 2027 წლის საპროგნოზო პარამეტრები. ინფორმაციაში წარმოდგენილია საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ითანხმებს წარმოდგენილი ინფორმაციის იმ ნაწილებს, რომელიც ეხება კონკრეტულად ფინანსურ სფეროს. ამასთან, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში წარმოდგენილ იმ სამინისტროსთან ერთად, რომლის პროგრამები სრულ შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე მოხდეს კიდევ ერთი სამინისტროს იდენტიფიცირება, რომლის მიერ განსახორციელებელ ყველა პროგრამაში ასევე სრულად აისახება მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი ინდიკატორები და მიზნობრივი მაჩვენებლები. კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე
დასკვნა
აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2-9713/23 15-06-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ 2023 წლის 8 ივნისს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი ძირითადი მიმართულებების შესახებ. 2024-2027 წლების საქართველოს საშუალოვადიანი გეგმების ნაწილში გათვალისწინებულია მთავრობის მიერ სხვადასხვა სამინისტროების კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე პროგრამებისა და ქვეპროგრამების გაგრძელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათ შორის სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისათვის მობილიზებული რესურსები. 2022 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპის თავდაპირველი შეფასება 6 პროცენტი იყო, თუმცა როგორც უარყოფითი, ისე დადებითი შოკების პარალელურად 2022 წელსაც ეკონომიკა ორნიშნა რიცხვით გაიზარდა და 10.1 პროცენტი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესში დიდი როლი ითამაშა საგარეო სექტორის მნიშვნელოვანმა აღდგენამ, როდესაც ტურიზმიდან შემოსავალმა 2019 წლის ნიშნულს 8 პროცენტით გადააჭარბა. 2022 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანად გაიზარდა კერძო ინვესტიციები და მან მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეიტანა ეკონომიკურ აქტივობაში. ამავე დროს, მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (მან რეკორდულ 2 მილიარდიან ნიშნულს მიაღწია) და ფულადი გზავნილების შემოდინებაც, რამაც ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა მნიშვნელოვნად გაეზარდა უცხოური რეზერვები. ჯამში, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1 პროცენტით გაიზარდა, საიდანაც პირველ კვარტალში ადგილი ჰქონდა 15.0 პროცენტიან ზრდას, მეორე კვარტალში - 7.2 პროცენტიან ზრდას, მესამე კვარტალში 9.8, ხოლო მეოთხე კვარტალში 9.7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნული, ძირითადად საგარეო მოთხოვნისა და ინვესტიციების ზრდით იყო განპირობებული. რაც შეეხება 2023 წელს, ეკონომიკური ზრდა კვლავ გაგრძელდა სწრაფი ტემპებით. შედეგად, იანვარში 8.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თებერვალში ზრდამ 5.8% შეადგინა, თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მარტში 7.3%-ზე დაფიქსირდა, ხოლო აპრილში ზრდა 7.5% იყო. საშუალოდ 2023 წლის პირველი კვარტლის ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო ოთხი თვის საშუალო ზრდა 7.3% ფიქსირდება. რაც შეეხება დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობას, 2023 წლის აპრილში 2022 წლის აპრილთან შედარებით 7.4 პროცენტით გაიზარდა, რაც მიუთითებს რომ ეკონომიკა კვლავ განაგრძობს ზრდას მაღალი ტემპებით. წლის განმავლობაში საშუალო წლიური ზრდა 5.4 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი. 2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა აგრეთვე ექსპორტი. საქონლის მთლიანი ექსპორტის ზრდამ 2022 წელს 31.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 18.4 პროცენტი. მაღალი ზრდა გრძელდება 2023 წელსაც, იანვარი-აპრილის მონაცემებით, ექსპორტის ზრდამ 23.6 პროცენტი შეადგინა, თუმცა დაფიქსირდა კლება ადგილობრივ ექსპორტში, რომელიც 18.3 პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს, 2022 წელს 182.5 პროცენტით გაიზარდა 2021 წელთან მიმართებაში, ხოლო 2019 წლის შემოსავლების 107.6 პროცენტს გაუტოლდა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე პერიოდში ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობისკენ, რათა საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნის განვითარების დონე დაუბრუნდეს პოტენციურ მაჩვენებელს და უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა. აღნიშნულის მისაღწევად ძირითადი პრიორიტეტებია:  ეკონომიკის სტაბილიზაცია და ეკონომიკური ზრდის მდგრადი და მაღალი ტემპის შენარჩუნება;  სახელმწიფო ვალის მდგრადი დონის შენარჩუნება და პორტფელის დივერსიფიკაცია;  ინფლაციის დონის მიზნობრივ მაჩვენებელთან შენარჩუნება;  საგარეო მოწყვლადობის შემცირება;  საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. საბაზისო სცენარში 2023 წელს ზრდის პროგნოზი 5.4 პროცენტის დონეზეა შეფასებული, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ზრდა საშუალოდ 5.0 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამგვარი სცენარის პირობებში ეკონომიკა უკვე 2023 წელს ახერხებს პანდემიის გამო დაკარგული ეკონომიკური ზრდის სრულად აღდგენას. ოპტიმისტურ სცენარში 2023 წელს ზრდის პროგნოზი 6.8 პროცენტის დონეზეა შეფასებული, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ზრდა საშუალოდ 6.4 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი. ოპტიმისტური სცენარის რეალიზება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური ვითარება არ მოახდენს მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე და კიდევ უფრო გაიზრდება როგორც ეკონომიკური აქტივობა, ასევე გაუმჯობესებული ტურიზმი და საგარეო მოთხოვნა. ეკონომიკის ოპტიმისტური სცენარით აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ეკონომიკაში საშინაო აქტივობასთან ერთან კიდევ უფრო გამოცოცხლდება ტურიზმი და საგარეო მოთხოვნა, თუმცა ეკონომიკის სწრაფი ზრდის შემთხვევაში ერთობლივი მოთხოვნის ზრდის გამო იმპორტზე მოთხოვნაც სწრაფად გაიზრდება. აღნიშნული ფაქტორები საშუალოვადიან პერიოდში დააბალანსებენ ერთმანეთს და მიმდინარე ანგარიშის ბალანსი მოსალოდნელია რომ საბაზისო სცენარის მსგავსად განვითარდეს. საშუალოვადიან პერიოდში ოპტიმისტურ სცენარში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 4 პროცენტზე დასტაბილურდება, ხოლო 2023 წელს 4.3% იქნება. საქართველოა მთავრობის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქვეყნაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ,აგროსასურსათო პროდუქციის სასურსათო ექსპორტის ზრდა და იმპორტის შემცირება, სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში სოფლად ცხოვრების დონის ამაღლება და ეკონომიკური აქტიურობის ზრდა. აგრარული სექტორის განვითარება განხორციელდება შემდეგი პროგრამების მეშვეობით:  გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა;  სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა;  მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება;  სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების განხორციელება;  ერთიანი აგროპროექტი;  სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია;  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ ხელშეწყობის პროგრამა;  ქვეყანაში აგრო მიმართულებით ლაბორატორიულ მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობა;  მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა; ყველაზე მოცულობითი არის აგროპროექტი, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და შენახვა-რეალიზაციის განმახორციელებელი საწარმოების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა; აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ფერმერებისთვის შემოსავლების შენარჩუნების და რისკების შემცირების ხელშეწყობა; სანერგე მეურნეობების მოწყობის და მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა; საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, ჩაის წარმოების სექტორში ეფექტიანი კოოპერაციის ჩამოყალიბება/ხელშეწყობა და მაღალი ხარისხის ჩაის წარმოების ხელშეწყობა; იმპორტის ჩამანაცვლებელი პროდუქციის წარმოებისა და ადგილობრივი სანედლეულო ბაზის განვითარებისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების (ინფრასტრუქტურის) შექმნა და თანამედროვე საწარმოო ხაზით/ტექნოლოგიებით აღჭურვა; ფერმათა/ფერმერთა რეესტრის ერთიანი სისტემის მოსაწესრიგებლად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა; მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება; პროექტების ტექნიკური მხარდაჭერა; მწარმოებელი კოოპერატივების შემნახველი/სამაცივრე ინფრასტრუქტურის შექმნა კენკროვანი და ბოსტნეული კულტურებისთვის და ადგილობრივი ხორბლის წარმოების ხელშეწყობა; ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია; იმერეთის აგროზონის ტერიტორიის განვითარება; რძის მწარმოებელი მცირე შინამეურნეობებისა და ფერმერების, მერძევეობის სექტორისთვის მომსახურების მიმწოდებლების, რძის შემგროვებელი ცენტრების (პუნქტების) და რძის გადამამუშავებლების ხელშეწყობა; საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურისა და საკვები ბაზების მოწესრიგება, საძოვრების მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნა/განვითარება. კომიტეტი მთლიანობაში მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და მიერ საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულების შესახებ წარმოდგენილ დოკუმენტს, ამასთან მის მიმართ გააჩნია შემდეგი შენიშვნები და წინადადებები: აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევის 2023 წლის აპრილის თვეში დაამტკიცა ანგარიში - ,,ინოვაციებისა ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობაში. კომიტეტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები გადაეგზავნა შესაბამის სამინისტროებს. ამ რეკომენდაციების განმაპირობებელი ძირითადი პრინციპები აისახოს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში. საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია, რომელიც ეხმიანება ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. იგი მიმართულია სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე 2024-2027 წლების გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებში აისახოს სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერება. კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი
დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-9288/23 09-06-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ (№07- 2/294/10; 01.06.2023) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის 8 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამინისტროების ისეთ ძირითად მიმართულებებზე, რომლებსაც პირდაპირი შეხება აქვთ ადამიანის უფლებების დაცვასა ან/და სამოქალაქო ინტეგრაციასთან. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი  კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის, მათ შორის, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, განხორციელება და კოორდინაცია, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის − ჩართულობა თანამშრომლობის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge გზით, აგრეთვე ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელება, სამშვიდობო ინიციატივის − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების კოორდინაცია, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის საქმიანობის ხელმძღვანელობა და საკოორდინაციო მექანიზმის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;  ევროინტეგრაციის ტერიტორიებზე პროცესის მცხოვრები სხვადასხვა პირების საჭირო საკითხზე ოკუპირებულ ცნობიერების ამაღლება; ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან, მათ შორის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან, და საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლიდან გამომდინარე ყველა სარგებლისა და შესაძლებლობის შეთავაზება;  სამშვიდობო პროცესში ქალთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების, აგრეთვე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების როლისა და ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა; კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საჭიროებების გამოვლენა და მათზე რეაგირება; თანამშრომლობის პლატფორმების ეფექტიანი ფუნქციონირება;  სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიზნით სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერება და პოპულარიზაცია ფორმალურ განათლებაში (სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება); სახელმწიფო ენის ცოდნის გაძლიერება ზრდასრულებსა და არაფორმალურ განათლებაში; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია, ფუნქციონირების მხარდაჭერა და გამოყენებაზე ზედამხედველობა; სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხის უზრუნველყოფა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო  სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა, მათ შორის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განხორციელება  სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა; სამართალშემოქმედებითი საქმიანობის შესრულების მიზნით სამინისტროებისა საკანონმდებლო და და დარგობრივი კანონქვემდებარე უწყებების ნორმატიული პრობლემატიკა; აქტების, სხვადასხვა პრიორიტეტული სფეროს განვითარების მიზნით საკანონმდებლო ინიციატივების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობების შესწავლა და გაანალიზება; საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; საქართველოს კანონმდებლობის ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის რეგულაციებთან, გადაწყვეტილებებსა და დირექტივებთან დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანამდევი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოსაყალიბებლად, საქართველოს კანონმდებლობის ანალიზისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება და ღონისძიებების განხორციელება;  პენიტენციური სისტემის ადმინისტრირების სრულყოფა;  პენიტენციური სისტემის კვებითი მომსახურების უზრუნველყოფა;  პენიტენციური სისტემის უნიფორმით, რბილი ინვენტარითა და პირადი ჰიგიენისთვის აუცილებელი საშუალებებით უზრუნველყოფა;  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით სატრენინგო/საგანმანათლებლო და ფსიქოსოციალურ პროგრამებში, ტრენინგებსა და კურსებში, კულტურულ ღონისძიებებსა და მსჯავრდებულთა ჩართულობის უზრუნველყოფა; დასაქმების პროგრამებში  დანაშაულის პრევენცია, პრობაციის სისტემის განვითარება და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია  ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის პრევენცია, მათ შორის, დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია/რეაბილიტაცია, რთული ქცევისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანებთან მუშაობა, დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების, სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება და მათში არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებულთა, განრიდებულ არასრულწლოვანთა, რთული ქცევისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი მოზარდების ჩართულობის უზრუნველყოფა;  ფსიქოსოციალური, პროსოციალური და სარეაბილიტაციო მომსახურებების, პროფესიული გადამზადებისა და საგანმანათლებლო პროგრამებში არასაპატიმრო სასჯელებით მსჯავრდებული, პრობაციონერი, განრიდებული და რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების ჩართვა.  მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობა და საჯარო რეესტრის მომსახურებათა განვითარება/ხელმისაწვდომობა  1.2 მილიონი ჰექტრის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებზე, რომლებიც ეტაპობრივად გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს;  უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და სამისამართო (პარტიების) რეესტრების, რეესტრისა და მოქალაქეთა პოლიტიკური მუნიციპალიტეტების რეესტრის გაერთიანებების ფორმირება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის სისტემის, სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარება და საზოგადოების სწრაფი, ხელმისაწვდომი და ინოვაციური სერვისებით უზრუნველყოფა, სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, სანავიგაციო გეომონაცემთა ბაზის შექმნა, საქართველოს მაგისტრალური გზებისა და დასახლებებისთვის ქუჩების 360გრადუსიანი პანორამული სურათების პლატფორმის შექმნა/განახლება, ეროვნული გეოდეზიური გეგმურ-სიმაღლური საფუძვლის შექმნა და განახლება, საქართველოს ტერიტორიის აქტუალური რეგიონების ციფრული აეროგადაღება და ციფრული ორთოფოტოგეგმების მომზადება.  სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებათა ეფექტიანობის უზრუნველყოფა და ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა  სააღსრულებო და არასააღსრულებო მომსახურების გაწევის პროცესში მხარეთა კანონიერი ინტერესების რეალიზება მხარეებს შორის ბალანსის მაქსიმალური დაცვით;  სააღსრულებო მომსახურებები − უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის აღსრულება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, სარჩელის უზრუნველყოფა და სხვა; არასააღსრულებო მომსახურებები − გამარტივებული საქმისწარმოება, გადახდისუუნარობის საქმისწარმოება, კერძო აღმასრულებელთათვის ლიცენზიის გაცემა და მათთვის სააუქციონო მომსახურების გაწევა, მესამე პირების მომართვის საფუძველზე ქონების შეფასების მომსახურება, ფაქტების კონსტატაცია, დადგენილი წესით გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ავტორიზაცია და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში სააუქციონი მომსახურების გაწევა და სხვ.;  „მოძიება-ყადაღა-ინკასო“ ტიპის ელექტრონული კომუნიკაციის ფორმირება ბანკებთან, რომელიც ჩაანაცვლებს მანამდე არსებულ ინფორმაციის ბეჭდური სახით მიმოცვლას. ელექტრონული ინფორმაციის გაცვლა, ელექტრონულად საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვების გავრცელება და მოხსნა სხვადასხვა საბანკო ანგარიშიდან, რაც უფრო გაამარტივებს მონაცემების მიმოცვლას;  სააღსრულებო ელექტრონული წარმოების დიგიტალიზაცია პროგრამის სისტემური - სააღსრულებო გადაწერა, საქმისწარმოების პროცესების ოპტიმიზაცია, ავტომატიზაცია, ასევე შშმ პირებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დანერგვა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვა  მოსახლეობის შრომისა და დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, შესაბამისი საქმიანობის კოორდინაცია;  დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებულ პირთა (ეკომიგრანტთა) სოციალური დაცვისა და განსახლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია;  ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მარეგულირებელი აქტების მომზადება;  სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;  სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კონტროლი;  სამკურნალო საშუალებების ხარისხსა და მიმოქცევაზე და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობა;  საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების შეუფერხებელი მიწოდება;  სოციალური დახმარებების, პენსიებისა და სხვა ფულადი და არაფულადი სახელმწიფო ბენეფიტების მიმღებთა გამოვლენა, დადგენა და აღრიცხვა, მათთვის დახმარების დანიშვნა და მისი გაცემის ორგანიზება.  მოსახლეობის სოციალური დაცვა  მოქალაქეთათვის საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული სოციალურეკონომიკური უფლებების რეალიზება, მიზნობრივი სოციალური ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შემსუბუქება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის წინაშე მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია პრევენციული, სარეაბილიტაციო, ალტერნატიული, ოჯახის გასაძლიერებელი მომსახურებებით და დამხმარე საშუალებებით;  საპენსიო ასაკის პირთა (ქალებისა – 60 წლიდან, მამაკაცებისა – 65 წლიდან) პენსიით და პირთა სპეციფიკური კატეგორიების (ძალოვანი სტრუქტურების, პროკურატურის, სამოქალაქო ავიაციის მუშაკების, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრების, უმაღლესი რანგის დიპლომატებისა და სხვათა) სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფა; სახელმწიფო პენსიის ოდენობის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობებით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის შესაბამისად გაანგარიშება;  სიღარიბის ზღვრის ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის, მიზნობრივი ჯგუფებისთვის „სოციალური პაკეტის“, ჰუმანიტარული სტატუსების მქონე დევნილთა, პირთა ლტოლვილისა შემწეობების, და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ფულადი ბენეფიტების, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემა დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.  მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა  მოსახლეობისთვის გეოგრაფიული ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის დაცვის მომსახურების გაზრდა; ფინანსური დაავადებათა და პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საფრთხეებისთვის მზადყოფნისა და საპასუხო რეაგირების უზრუნველყოფა;  გეგმური და გადაუდებელი ამბულატორიული, გადაუდებელი სტაციონარული და გეგმური ქირურგიული მომსახურება, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია; მშობიარობისა და საკეისრო კვეთის სერვისების დაფინანსება; ბენეფიციართა გარკვეული ჯუფების (სოციალურად დაუცველ პირთა, საპენსიო ასაკის პირთა, ვეტერანთა და სხვათა) შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფა; მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა; ინფექციური და პარაზიტული დაავადებების მქონე ავადმყოფთა სტაციონარული სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა;  მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია; დონორული სისხლისგან დამზადებული სისხლის პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის, იმუნიზაციის, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობა; ისეთი გადამდები დაავადებების, როგორებიცაა აივ ინფექცია/შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია, ვირუსული ჰეპატიტები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების კონტროლი; C ჰეპატიტის ელიმინაციის ხელშეწყობა; ნარკომანიით დაავადებულ პირთა სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურებებით უზრუნველყოფა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო  საზოგადოებრივი წესრიგი და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება/გაღრმავება  პრევენციული და საგამოძიებო ფუნქციების გაძლიერება;  ეფექტიანი და ანგარიშვალდებული სამართალდამცავი უწყების ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციას, დანაშაულზე სწრაფ რეაგირებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტების გამოვლენას;  ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის გაზრდა.  ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მათ შორის, ქონების), დიპლომატიური წარმომადგენლობების, ეროვნული საგანძურის დაცვის და უსაფრთხოების დონის ამაღლება  საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მოძრავი ტვირთების დაცვა და გაცილება, ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვა და ინკასირება, დადებული ხელშეკრულებებისა და სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან, დასაცავი ობიექტების დაცვის ხარისხის ამაღლება, ობიექტების ციფრული კავშირგაბმულობისა და თანამედროვე დაცვითი საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემებით აღჭურვა;  ავტოპარკის მუდმივი განახლება;  ინფრასტრუქტურის მუდმივი რეაბილიტაცია. კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და საქართველოს
დასკვნა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-8990/23 06-06-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ,,საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე“ (07-2/289, 31.05.2022), სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაზე „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (№1-7253/23; 19.05.2023) და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (№07-2/294; 01.06.2023). განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2023 წლის 6 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოაღნიშნული დოკუმენტები. საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიხედვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (32 00) 2022 წლის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 1, 684, 835.0 ლარს, ხოლო 2022 წლის ფაქტობრივი შესრულებაა 1, 697, 345.4 ლარი, რაც 100.7 % -ია. სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში შესრულებამ შეადგინა: 2022 წლის დაზუსტებული გეგმის მიხედვით 1, 172, 302.1 ლარი, ხოლო 2022 ფაქტობრივი შესრულებაა 1, 172, 855.7 ლარი, რაც 100.0 %-ია. პროფესიული განათლების სფეროში შესრულებამ შეადგინა: 2022 წლის დაზუსტებული გეგმის მიხედვით 77, 292.0 ლარი, ხოლო 2022 ფაქტობრივი შესრულებაა 79, 047.8 ლარი, რაც 102.3 %-ია. უმაღლესი განათლების სფეროში შესრულებამ შეადგინა: 2022 წლის დაზუსტებული გეგმის მიხედვით 129, 919.7 ლარი, ხოლო 2022 ფაქტობრივი შესრულებაა 142, 501.9 ლარი, რაც 109.7 %-ია. მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის სფეროში შესრულებამ შეადგინა: 2022 წლის დაზუსტებული გეგმის მიხედვით 63, 134.1 ლარი, ხოლო ფაქტობრივი შესრულებაა 64, 415.1 ლარი, რაც 102.0 % -ია. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კომიტეტი დადებითად აფასებს ,,საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს“ და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე
დასკვნა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-9341/23 12-06-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე ,,ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ (N07-2/294; 01.06.2023) კომიტეტმა მ/წ 12 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ,,ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ და მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნული დოკუმენტის პარლამენტის სხდომაზე განსახილველად წარდგენას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-9027/23 07-06-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (№07-2/294; 1.06.2023) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 6 ივნისის სხდომაზე განიხილა და მოწონებულად მიიჩნია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი 2-9238/23 09-06-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (07-2/294; 01.06.2023) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 134-ე მუხლის შესაბამისად, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა, მიმდინარე წლის 8 ივნისს, კომიტეტის სხდომაზე, განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია “ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა, დოკუმენტში გაწერილ ძირითად დებულებებსა და დარგობრივ პროგრამული მიმართულებებს, რომელთა შორის, კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საყურადღებოა: საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დაცვა; საზღვარგარეთ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობისა და კავშირების ინტენსიფიკაცია, სისტემატიზაცია და არსებული პრობლემების ერთიანი ძალისხმევით მოგვარება შესაბამის სტრატეგიაზე დაყრდნობით; საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის განვითარების პროცესში, ასევე, საქართველოს პოპულარიზაციისა და მისი პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საკითხში. საზღვარგარეთ ქართულ დიასპორასთან თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ურთიერთობების განვითარება, მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებში ჩართვა და შესაბამისი პროექტების განხორციელება. სასურველია, დოკუმენტში აისახოს, დიასპორული ინვესტიციების ხელშეწყობა და სტიმულირება. აღნიშნული, უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საინვესტიციო შესაძლებლობების სრულყოფილად გამოყენებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც საინვესტიციო, საფინანსო და ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე საქართველოსთან დიასპორის ინტეგრაციის კუთხით. ზემოაღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით, მოიწონა წარმოდგენილი დოკუმენტი. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე კომიტეტმა
დასკვნა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-9369/23 12-06-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „ქვეყნის მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის ინფორმაციის“ შესახებ (N 07-2/294; 01.06.2023). თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის შესახებ ინფორმაცია“. აღნიშნული საკითხების მიმართ კომიტეტს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინფორმაციას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
კულტურის კომიტეტი 2-9158/23 08-06-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მაკროეკონომიკური მიერ პროგნოზებისა წარმოდგენილ და საქართველოს ინფორმაციაზე ძირითადი სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ (№07-2/294; 01.06.2023). საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა მიმდინარე წლის 8 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“. საკითხის მიმართ კომიტეტს შენიშვნები არ გააჩნია და მხარს უჭერს წარმოდგენილ ინფორმაციას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2-9139/23 08-06-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე ,,ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (07-2/294, 01.06.2023) საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2023 წლის 8 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ,,ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (07-2/294, 01.06.2023). კომიტეტს შენიშვნები არ აქვს და მხარს უჭერს წარმოდგენილ ინფორმაციას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-9426/23 12-06-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინიტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ (07-2/294; 01.06.2023) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის 12 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინიტროების ძირითადი მიმართულებების 2024-2027 წლების შესახებ (072/294; 01.06.2023) ინფორმაცია. კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინიტროების ძირითადი მიმართულებების 2024-2027 შესახებ (07-2/294; 01.06.2023) დოკუმენტი მიიღო ცნობად და მიზანშეწონილად მიიჩნია ზემოაღნიშნული დოკუმენტების პარლამენტის სხდომაზე განსახილველად წარდგენა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge