„ამნისტიის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-18
ბიუროს ნომერი 281
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ამნისტიის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი,
დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების
ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209)
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს.
მუხლი 1
1. გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გარდა მოხელის მიერ, ასევე,
სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების (რომლებიც ახორციელებენ
საჯაროსამართლებივ
უფლებამოსილებას)
მიერ
სამსახურებრივი
მდგომარეობის
გამოყენებით, აგრეთვე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენისა)
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ
შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, პირი, რომელმაც 2023 წლის 1 სექტემბრამდე
დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება.
2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში
არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების
დანაშაულებრივი გზით მოპოვების შემთხვევებზე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება თანაამსრულებლის და
თანამონაწილის, აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა
ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.
4. მსჯავრდებულისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულ(ებ)ის ჩადენისთვის
სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის
აღსრულებულია, მას არ დაუბრუნდება.
მუხლი 2
პირი, რომელზეც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, ნასამართლობის
არმქონედ ითვლება.
მუხლი 3
1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელიც 2024 წლის 1
სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსათვის
მიყენებულ ზიანს.
2. ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან, მათ
შორის იპოთეკის/გირავნობის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების
უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის
სასარგებლოდ გადახდის გზით.
3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში,
ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის
დარჩენილ
ნაწილზე
ყოველგვარი
უფლებრივი
ტვირთისგან,
მათ
შორის
იპოთეკის/გირავნობის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების
სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთის გასხვისებული ნაწილის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის
სასარგებლოდ გადახდის გზით.
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ღირებულება
განისაზღვრება ექსპერტიზის დასკვნით, დანაშაულის ჩადენის დროისათვის არსებული
მდგომარეობით.
5. ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადების ან მცდელობის 2023 წლის 1
სექტემბრამდე ჩადენის შემთხვევაში, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია პირის
მიმართ გავრცელდება, თუ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
6. თუ პირი მსჯავრდებულია ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის 2023 წლის 1
სექტემბრამდე ჩადენისათვის და მისი მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში
მოხდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევა, ამ კანონით გათვალისწინებული
ამნისტია პირის მიმართ გავრცელდება, თუ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
მუხლი 4
1. პირმა, რომელზეც შესაძლებელია, გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია,
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი
ტვირთისგან, მათ შორის იპოთეკის/გირავნობის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში
საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით, შესაბამისი
განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ
სააგენტოს.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე
საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვება შეუძლებელია, პირმა,
რომელზეც შესაძლებელია, გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია,
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ღირებულების
სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შეტანა უნდა განახორციელოს სახელმწიფო ხაზინის
ანგარიშზე.
3. პირმა, რომელზეც შესაძლებელია, გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია,
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს
სასარგებლოდ მიტოვების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს გადაწყვეტილება ან/და სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხის შეტანის
დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს პროკურატურის შესაბამის დანაყოფს ან
სასამართლოს და მოითხოვოს მის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის
გავრცელება.
4. გამოძიების სტადიაზე, თუ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ადევს ყადაღა, ამ
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის შემდგომ, პროკურორი პირის,
რომელზეც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, განცხადების
საფუძველზე
იღებს
გადაწყვეტილებას
სისხლისსამართლებრივი
დევნის
არ
დაწყების/შეწყვეტის და საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების
მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღის
გაუქმების შესახებ.
5. სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის სტადიაზე, თუ
დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს
მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ადევს ყადაღა, ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული განცხადების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საჯარო რეესტრის ეროვნულ
სააგენტოში წარდგენის შემდგომ, სასამართლო პირის, რომელზეც ვრცელდება ამ კანონით
გათვალისწინებული ამნისტია, განცხადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის და საკუთრების უფლების სახელმწიფოს
სასარგებლოდ მიტოვების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე
დადებული ყადაღის გაუქმების შესახებ.
მუხლი 5
პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, უფლება აქვს,
ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ
განხილვის უფლებით.
მუხლი 6
1. გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ
კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას იღებს
შესაბამისი პროკურორი.
2. სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის სტადიაზე ბრალდებულის, მათ
შორის, ძებნილი ბრალდებულის, აგრეთვე მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით
გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი
სასამართლო.
3. თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, მსჯავრდებულის
მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას
იღებს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
4. ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით
აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას იღებს:
გათვალისწინებული
ამნისტიის
ა) სააპელაციო სასამართლო, თუ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი
გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე3 ნაწილით დადგენილი წესით;
ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლო, თუ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი
განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300
მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
5. თუ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან მე-300 მუხლის მე-3
ნაწილით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა, მის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული
ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას იღებს ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ
თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
6. ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ
ინფორმაცია ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ
თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოთხოვნით:
ა) მსჯავრდებულის პირად საქმეს და, არსებობის შემთხვევაში, ჯარიმის აღსრულების
თაობაზე ინფორმაციას უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება, თუ
მსჯავრდებული სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის;
ბ) მსჯავრდებულის პირად საქმეს და, არსებობის შემთხვევაში, ჯარიმის აღსრულების
თაობაზე ინფორმაციას უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს
შეფარდებული ან იგი პრობაციის რეჟიმში იმყოფება;
გ) სააღსრულებო საქმის მასალებს უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების
ეროვნული ბიურო, თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა და ის
არ აღსრულებულა.
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ კანონით გათვალისწინებული
ამნისტიის აღსრულების მიზნით ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი
განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წერილობით მიმართავს
საქართველოს პროკურატურა.
9. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს
ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.
მუხლი 7
იმ პირს, რომელზეც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს, მის მიმართ ამ კანონის გამოყენების
შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების
მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის
საკითხის გადაწყვეტის გარეშე, საჩივრის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. სასამართლო
უფლებამოსილია, საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.
მუხლი 8
1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე.
2. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მის ნაწილის 2023 წლის 1 სექტემბრის შემდგომ
გასხვისების შემთხვევაში, პირის მიმართ ამნისტია არ გავრცელდება.
მუხლი 9
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ამნისტიის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწა აღიარებულია
განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსად და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობის
წინაპირობები
სპეციალური
კანონმდებლობით,
მათ
შორის,
ორგანული
კანონით,
რეგულირდება. წლების განმავლობაში, სხვადასხვა საგამოძიებო უწყება იძიებს არაერთ
სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო საკუთრების სასოფლოსამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლების დანაშაულებრივი გზით მოპოვებას. არაერთ პირს
დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამგვარი დანაშაულის ჩადენისათვის.
თუმცა, მხოლოდ საგამოძიებო უფლებამოსილება და მართლმსაჯულების განხორციელების
პროცესი სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სახელმწიფოს საკუთრების
უფლების აღდგენის ერთადერთ ეფექტიან საშუალებად ვერ ჩაითვლება. ამგვარი ტიპის
დანაშაულის რაოდენობის მხედველობაში მიღებით, აუცილებელია სახელმწიფომ გადადგას
შედარებით მასშტაბური ნაბიჯები სახელმწიფო საკუთრებაში იმ სასოფლო-სამეურნეო
მიწების
დაბრუნების
(ამის
შეუძლებლობის
შემთხვევაში,
კომპენსირების)
მიზნით,
რომლებზედაც კერძო პირებმა დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს საკუთრების უფლება.
შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მომზადდა წარმოდგენილი
კანონპროექტი,
რომელიც,
ჰუმანიზმის
პრინციპიდან
გამომდინარე,
ითვალისწინებს
ამნისტიის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან იმ
პირთა გათავისუფლებას, რომლებმაც 2023 წლის 1 სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით
მოიპოვეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთზე საკუთრების უფლება, მათი ქმედება კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 180-ე ან/და 362-ე მუხლით (გარდა მოხელის მიერ, ასევე, სახელმწიფო
საწარმოების,
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირების
და
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების (რომლებიც ახორციელებენ
საჯაროსამართლებივ
უფლებამოსილებას)
მიერ
სამსახურებრივი
მდგომარეობის
გამოყენებით, აგრეთვე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენისა) და თუ ისინი
სანაცვლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებენ დანაშაულის ჩადენის
შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ
სისხლის
სამართლის
კოდექსით
დადგენილი
პასუხისმგებლობისაგან
პირთა
განთავისუფლება უნდა განხორციელდეს კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტით.
შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
მომზადება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩამდენი პირი, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გათავისუფლდება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით (თაღლითობა) ან/და 362-ე მუხლით
(ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება)
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გარდა მოხელის მიერ, ასევე, სახელმწიფო
საწარმოების,
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირების
და
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების (რომლებიც ახორციელებენ
საჯაროსამართლებივ
უფლებამოსილებას)
მიერ
სამსახურებრივი
მდგომარეობის
გამოყენებით,
აგრეთვე,
ორგანიზებული
ჯგუფის
მიერ
დანაშაულის
ჩადენისა)
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ
შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის 1
სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ამასთან,
ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულად
აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს.
სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი
გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (შემდგომში მიწის ნაკვეთი) ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში
საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს
შეუძლებელია - მიწის ნაკვეთის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ
გადახდის გზით. ღირებულება განისაზღვრება ექსპერტიზის დასკვნით, დანაშაულის
ჩადენის დროისათვის არსებული მდგომარეობით. ხოლო თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის
სასარგებლოდ შეტანა უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე.
მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს
მიწის ნაკვეთის დარჩენილ ნაწილზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ
მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით და
მიწის
ნაკვეთის
გასხვისებული
სასარგებლოდ გადახდის გზით.
ნაწილის
ღირებულების
სახელმწიფო
ბიუჯეტის
პირმა
მიწის
ნაკვეთის
ყოველგვარი
უფლებრივი
ტვირთისგან
თავისუფალ
მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით,
შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).
პირმა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების
თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ან/და სახელმწიფო
ხაზინის ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს
პროკურატურის შესაბამის დანაყოფს ან სასამართლოს და მოითხოვოს მის მიმართ ამ
ამნისტიის გავრცელება.
გამოძიების სტადიაზე, თუ მიწის ნაკვეთს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე
ადევს ყადაღა, განცხადების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის შემდგომ,
პროკურორი
იღებს
გადაწყვეტილებას
სისხლისსამართლებრივი
დევნის
არ
დაწყების/შეწყვეტის და საკუთრების უფლებით სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით,
მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღის გაუქმების შესახებ.
სასამართლო განხილვის სტადიაზე, თუ მიწის ნაკვეთს მიმდინარე სისხლის სამართლის
საქმეზე ადევს ყადაღა, განცხადების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის
შემდგომ, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის
და საკუთრების უფლებით სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, მიწის ნაკვეთზე
დადებული ყადაღის გაუქმების შესახებ.
გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის მიმართ
ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი პროკურორი.
სასამართლო განხილვის სტადიაზე ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის,
აგრეთვე მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას
იღებს შესაბამისი სასამართლო. ხოლო, თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება
დასრულებულია,
მსჯავრდებულის
მიმართ
ამნისტიის
აღსრულების
მიზნით
გადაწყვეტილებას იღებს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული
(საქალაქო) სასამართლო.
ამნისტია გავრცელდება თანაამსრულებლის, თანამონაწილის და ასევე, იმ პირის
მიმართ, რომელმაც ჩაიდინა აღნიშნული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა, თუ იგი
აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, პირი, ვისზეც
გავრცელდება ამნისტია,
ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.
სასჯელის
სახით
შეფარდებული
ჯარიმა,
რომელიც
კანონის
ამოქმედების
მომენტისთვის აღსრულებული (გადახდილი) იქნება, პირს არ დაუბრუნდება. ამასთან, მიწის
ნაკვეთის ან მის ნაწილის 2023 წლის 1 სექტემბრის შემდგომ გასხვისების შემთხვევაში, პირის
მიმართ ამნისტია არ გავრცელდება.
კანონით გათვალისწინებული ამნისტია უნდა აღსრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე.
პირს, რომელზეც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს, მის მიმართ ამ კანონის
გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, გადაწყვეტილების
მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივარს განიხილავს საჩივრის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროუალი
ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს არც ერთი დონის ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების
გამოყოფას.
შესაბამისი
უწყებები
კანონპროექტით
გათვალისწინებულ
ადმინისტრირებას განახორციელებენ არსებული რესურსების ფარგლებში. სახელმწიფო
ორგანოების შემთხვევაში დაფინანსების წყარო იქნება წლიური სახელმწიფო ბიუჯეტით
შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებები, ხოლო
საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში - მათი საკუთარი შემოსავლები.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღების და ამოქმედების საპროგნოზო თარიღი დაემთხვევა
მიმდინარე წლის დასასრულს, ხოლო პროექტით გათვალისწინებულია კანონით განსაზღვრული
ამნისტიის აღსრულება 2025 წლის პირველ იანვრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის
აღსრულების ხარჯების დაფარვა სრულად იქნება უზრუნველყოფილი 2024 საბიუჯეტო წელს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე,
ვინაიდან,
ამნისტიას
დაქვემდებარებული
მუხლები
სანქციის
სახით
ითვალისწინებს, მათ შორის, ჯარიმას (ოდენობას ადგენს სასამართლო). კანონპროექტის
შესაბამისად, ამნისტიის მოქმედება გავრცელდება კანონპროექტით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ შეფარდებული ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე.
შესაბამისად, აღნიშნული გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. ამასთან, ამნისტიის გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობაა ზიანის ანაზღაურება
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს
სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია - სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთის
ან,
ნაწილობრივი
გასხვისების
შემთხვევაში,
მისი
გასხვისებული ნაწილის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შეტანის
გზით,
რაც
ასევე
გავლენას
მოახდენს
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე.
გასათვალისწინებელია, რომ ამნისტიის პირზე გავრცელების შედეგად სახელმწიფო
საკუთრებაში დაბრუნდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც
აისახება სახელმწიფოს არაფინანსურ აქტივებში. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ
ამნისტიის შემოთავაზებული მოდელი არ არის უპირობო ხასიათის და პირთა განუსაზღვრელ
წრეზე
მისი
გავრცელება
მოსალოდნელი
არ
არის,
რამდენადაც
დამოკიდებულია
ინდივიდუალურ ქმედებაზე, რომელიც პირის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების განცხადების
სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენაში გამოიხატება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
შესაბამისი
უწყებები
კანონპროექტით
გათვალისწინებულ
ადმინისტრირებას
განახორციელებენ არსებული რესურსების ფარგლებში. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ
სახელმწიფო
დაზოგავს
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისთვის
გათვალისწინებულ შესაბამის პირთა პატიმრობის ხარჯებს. 2023 წლის დაზუსტებული
ბიუჯეტით ერთი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული საშუალო
წლიური ხარჯი შეადგენს 21 604, 17 ლარს. აღნიშნული თანხა მოიცავს ყველა ტიპის ხარჯს,
გარდა კაპიტალური ხარჯისა. ამნისტიის პროცესის ადმინისტრირებაში ჩართული იქნება
სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც მიიღებს პირის განცხადებას
საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების შესახებ. აღსანიშნავია, რომ
აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოება წარმოადგენს სააგენტოს მოქმედ სერვისს და დღესაც
ხორციელდება. კანონპროექტი არ ადგენს სააგენტოს თანამშრომლებისთვის სარეგისტრაციო
წარმოებისას
საკითხის
იმაზე
მეტად
გამოკვლევის
ვალდებულებას,
ვიდრე
ეს
გათვალისწინებულია ჩვეულებრივი შემთხვევებისთვის. ამდენად, დამატებითი ადამიანური
რესურსის
გამოყენება
ან
ფინანსური
რესურსის
ხარჯვა მოსალოდნელი
არ
არის.
პენიტენციური დაწესებულებები, სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო,
პროკურატურა, სასამართლო ამ კანონით დაკისრებულ მოვალეობებს შეასრულებენ
არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსის ფარგლებში. ასევე, გასათვალისწინებელია,
რომ პროექტის შესაბამისად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ღირებულება განისაზღვრება ექსპერტიზის
დასკვნით, დანაშაულის ჩადენის დროისათვის არსებული მდგომარეობით. ექსპერტიზის
დანიშვნის პროცესი საგამოძიებო ორგანოების მიერ წარიმართება, რა ასევე არ იქნება
დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, ვინაიდან, „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16
იანვრის N14 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილებით დამტკიცებული
მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება იმ ორგანოებზე, რომლებიც შესაძლოა იძიებდნენ
ამნისტიის
პროექტით
გათვალისწინებულ
დანაშაულებს.
შესაბამისად,
ექსპერტიზის
ეროვნული ბიურო მომსახურებას განახორციელებს საზღაურის გარეშე.
ამნისტიის
რეალიზება
და
მისი
მასშტაბი
დამოკიდებული
იქნება
პირის
ინდივიდუალურ ნებაზე, ისარგებლოს შესაძლებლობით და ქონების სახელმწიფოსთვის
დაბრუნების სანაცვლოდ გავრცელდეს მასზე ამნისტია. რამდენი პირი გამოიყენებს ამ
შესაძლებლობას, ეს იქნება ინდიკატორი და პირდაპირპროპორციული იმ ხარჯისა, რაც
ამნისტიის ადმინისტრირებაში ჩართული უწყებების მიერ იქნება გასაწევი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ზეგავლენას მოახდენს პირებზე, რომლებიც საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენაში (გარდა მოხელის მიერ, ასევე, სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის
იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
თანამშრომლების (რომლებიც ახორციელებენ საჯაროსამართლებივ უფლებამოსილებას)
მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ
დანაშაულის ჩადენისა)
მიღებული აქვთ მონაწილეობა რაიმე ფორმით. იმ პირებს,
რომლებსაც მოპოვებული აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე
საკუთრების უფლება და მათ მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა,
ცნობილნი არიან ბრალდებულად ან მსჯავრდებულად და იხდიან სასჯელს ან იმყოფებიან
ძებნაში, შესაძლებლობა ეძლევათ უკანონოდ დაუფლებული ქონების სახელმწიფოსთვის
დაბრუნების სანაცვლოდ გათავისუფლდნენ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისა
და სასჯელისაგან და ჩაითვალონ ნასამართლობის არმქონედ, ხოლო მათზე, ვინც ჩაიდინა ამ
დანაშაულის მომზადება ან მცდელობა, ასევე მსჯავრდებულ და მსჯავრდების შედეგად
ქონებაჩამორთმეულ პირებზე ამნისტია გავრცელდება მათ მიერ დანაშაულის აღიარების
შემთხვევაში.
პირმა (რომელზეც გავრცელდება ამნისტია) სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის
ანაზღაურება უნდა მოახდინოს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან, მათ შორის
იპოთეკის/გირავნობის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების
სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია - სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან, ნაწილობრივი გასხვისების შემთხვევაში, მისი
გასხვისებული ნაწილის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შეტანის
გზით, რაც მასზე იქონიებს შესაბამის ფინანსურ გავლენას, რომელიც დამოკიდებული იქნება
კონკრეტული მიწის ნაკვეთის ფასზე, იპოთეკის/გირავნობის თანხის ოდენობაზე და ა.შ.
ამასთან, საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების თაობაზე პირი
შესაბამისი განცხადებით მიმართავს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა
მას არ მოუწევს შესაბამისი საფასურის გადახდა, ვინაიდან, „საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის
განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N509 დადგენილებით
დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უძრავ ნივთზე
რეგისტრირებული
საკუთრების
უფლების
მიტოვების
რეგისტრაცია
საფასურის
გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ბ.ვ)
კანონპროექტით
გადასახდელის
(ფულადი
დადგენილი
შენატანის)
გადასახადის,
ოდენობა
მოსაკრებლის
ან
შესაბამის ბიუჯეტში და
სხვა
სახის
ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი ან მოსაკრებელი, თუმცა ამნისტიის
გამოყენების წინაპირობაა ზიანის ანაზღაურება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ
ეს შეუძლებელია - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი
გასხვისებული ნაწილის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შეტანის
გზით. ღირებულება დგინდება ექსპერტიზის დასკვნით და გამოითვლება დანაშაულის
ჩადენის დროს არსებული საბაზრო ფასი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
ახდენს
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი მომზადდა საქართველოს პროკურატურის მონაწილეობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.