საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზვიად კორძაძის, „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტსა და მის თანმდევ პროექტებზე (№07-2/299; 14.06.2023) ლობისტად რეგისტრაციის შესახებ (№1-11804/23; 04.09.2023);

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-14354/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-09-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 121

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
9/13/23, 12:03 PM საქართველოს პარლამენტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 15 სექტემბერი 2023 14:00 2023 წლის 15 სექტემბერი, 14:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების 10-თვიანი პერიოდის ანალიზი; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 3. საქართველოს მოქალაქე ზვიად კორძაძის ლობისტად რეგისტრაციის (1-11804/23; 04.09.2023) საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. https://parliament.ge/print/announcement/2363?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2023 წლის 15 სექტემბერი 14.00 სთ. ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N121 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, პაატა მანჯგალაძის უფლებამონაცვლე თეონა აქუბარდია და სალომე ჯინჯოლავას უფლებამონაცვლე გიორგი ჩაკვეტაძე. სხდომაზე მოწვეულები: ვახტანგ ბაჩიაშვილი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების 10-თვიანი პერიოდის ანალიზი; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 3. საქართველოს მოქალაქე ზვიად კორძაძის ლობისტად რეგისტრაციის (N1-11804/23; 04.09.2023) საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შეისწავლა და კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა ინფორმაცია პარლამენტის წევრის კითხვაზე რეგირების თაობაზე 2023 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდისათვის. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში სულ გაიგზავნა 390 პარლამენტის წევრის კითხვა, რომელთაგან პასუხი გაცემულია 284 წერილობით კითხვაზე (73%), ხოლო 106 წერილობით კითხვაზე არ არის გაცემული პასუხი, რაც გაგზავნილი პარლამენტის წევრის კითხვების საერთო რაოდენობის 27%-ს წარმოადგენს. 2023 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პარლამენტის წევრების მიერ გაგზავნილი კითხვები ადრესატების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგნაირად: მუნიციპალიტეტებში - გაიგზავნა 222 (57%); საქართველოს მთავრობა/საქართველოს პრემიერმინისტრი/სამინისტრო/მინისტრი, სსიპ - გაიგზავნა 140 (36%) შეკითხვა; სხვა დაწესებულებებში - გაიგზავნა 28 (7%) შეკითხვა. გაგზავნილ შეკითხვებზე რეაგირების შედეგები ადრესატების მიხედვით გამოიყურება შემდეგი სახით: 1 საქართველოს მთავრობა / საქართველოს პრემიერ-მინისტრი /სამინისტრო /მინისტრი/სსიპ პასუხგაცემული 80 (57%); პასუხგაუცემელი 60 (43 %); მუნიციპალიტეტები - პასუხგაცემული 182 (82%); პასუხგაუცემელი 40 (18%); სხვა დაწესებულებები - პასუხგაცემული 22 (79%); პასუხგაუცემელი 6 (21%). ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული და სხდომაზე განხილული ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, წარედგინება საქართველოს პარლამენტის ბიუროს და გამოქვეყნდება პარლამენტის ვებ გვერდზე. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების 10-თვიანი პერიოდის ანალიზი მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება. მოხსენებლმა პირველ რიგში ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2022 წლის 2 ნოემბერს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მათ შორის, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ყოველკვარტალურად ახორცილებს პარლამენტის წევრის კითხვაზე მონიტორინგს, თუ როგორ ხდება შესაბამისი ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების მხრიდან პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირება, კერძოდ: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კალენდარული წლის თებერვლისა და ყოველი მომდევნო მესამე თვის (მაისი, აგვისტო, ნოემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო კონტროლის ზემოაღნიშნული მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, 2023 წლის იანვარში შესაბამის მუნიციპალიტეტებსა და სამინისტროებში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ, გაგზავნილ იქნა წერილები, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფისათვის. ნორმის ამოქმედებიდან დღემდე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სხდომაზე განიხილა და პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარუდგინა ნორმის ამოქმედებიდან (2022 წლის 3 ნოემბერი) 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდის და შემდგომი სამი კვარტლის მონაცემები. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ამჯერად შეისწავლა და სხდომაზე პრეზენტაციის ფორმით, წარმოადგინა ნორმის ამოქმედებიდან (2022 წლის 3 ნოემბერი) 31 აგვისტოს ჩათვლით პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების მონიტორინგის 10 თვის შედეგები. მონიტორინგი განხორციელდა შემდეგი ძირითადი აქცენტების მიხედვით  კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია - კითხვაზე პასუხის გაცემა სავალდებულოა;  პასუხზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირები - კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ 148-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრი;  პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა - თითოეული ორგანო, თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 10 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. ეს ვადა კითხვის ავტორისადმი ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს 10 დღით. პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საერთო მონაცემები პრეზენტაციაში დეტალურად იქნა წარმოდგენილი და განხილული კვარტლების და ადრესატების მიხედვით. საერთო ჯამში: საქართველოს მთავრობა/საქართველოს პრემიერ-მინისტრი/ სამინისტრო/მინისტი/საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გაგზავნილი წერილების საერთო რაოდენობა იყო 531, პასუხი გაეცა 329 კითხვას, ხოლო 202 კითხვა პასუხგაუცემელია; მუნიციპალიტეტები - გაიგზავნა 3 205 კითხვა, პასუხი გაეცა 2 546 კითხვას (79%), ხოლო 659 კითხვა (21%) პასუხგაუცემელია; სხვა 2 დაწესებულებები - სულ გაიგზავნა 239 კითხვა პასუხი გაეცა 179 კითხვას, ხოლო 60 კითხვა პასუხგაუცემელია. 10-თვიანი პერიოდის (2022 წლის 3 ნოემბრიდან 2023 წლის 15 სექტემბრამდე) მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ პარლამენტის კითხვაზე რეაგირების დინამიკაში გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი ხარვეზები, კერძოდ: კითხვებზე პასუხის გაცემა არაუფლებამოსილი პირების მიერ და კითხვებზე პასუხის გაცემისთვის განკუთვნილი ვადის დარღვევა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა არაუფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი პასუხგაცემული კითხვების შესახებ საერთო მონაცემებზე (პასუხგაცემული 3 054 კითხვიდან, 468-ს - ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი) და ვადის დარღვევით გაცემული პასუხების საერთო მონაცემებზე (პასუხგაცემული 3 054 კითხვიდან ვადის დარღვევით გაცემული პასუხების რაოდენობა 890-ია, რაც საერთო რაოდენობის 29%-ია). პრეზენტაციაში ზემოაღნიშნული საერთო მონაცემები დეტალურად განხილული იქნა აგრეთვე ადრესატებისა და კვარტლების მიხედვით. მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს და აზრი გამოთქვეს: თეონა აქუბარდიამ, ვახტანგ ბაჩიაშვილმა, გენრიეტა წიწავამ, თამარ კორძაიამ. პრეზენტაციის წარდგენისა და განხილვის აუდიო ჩანაწერი თან ერთვის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე ზვიად კორძაძის ლობისტად რეგისტრაციის (N1-11804/23; 04.09.2023) საკითხის განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება, რომლის თანახმად მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 11 სექტემბრის N280/13 გადაწყვეტილების შესაბამისად განიხილავს მოქალაქე ზვიად კორძაძის „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონების პროექტზე და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ლობისტად რეგისტრაციის შესახებ საკითხს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა მოქალაქე ზვიად კორძაძის განცხადება, თანდართული მასალები და შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ ზვიად კორძაძის ლობისტად რეგისტრაცია. 3 კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქე ზვიად კორძაძის ლობისტად (N1-11804/23; 04.09.2023) რეგისტრაციას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და გადაწყვეტილების პროექტი: საქართველოს პარლამენტში მოქალაქე ზვიად კორძაძის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 4