ტრანსპორტის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#[4c0f]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-09-26
კომიტეტის სხდომის ნომერი 69
შენიშვნა 26/09/2023 ცნობად იქნა მიღებული

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 9/27/23, 6:09 PM ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თარიღი 26 სექტემბერი 2023 11:00 2023 წლის 26 სექტემბერი, 11:00 საათი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ და მასთან დაკავშირებული კანონპროექტები (07-2/299; 14.06.2023): - „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; - „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; - „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; - „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; - „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; - „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; - „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; - „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; - „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; - „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘; - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის https://parliament.ge/print/announcement/2399?local=true 1/2 საქართველოს პარლამენტი 9/27/23, 6:09 PM შესახებ“; - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; - „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; - „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ‘‘; - საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია; 2. ტრანსპორტის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია; მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი; 3. სხვა საორგანიზაციო საკითხები. https://parliament.ge/print/announcement/2399?local=true 2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N69 2023 წლის 26 სექტემბერი (11:00 საათი) თბილისი სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: მაკა ბოჭორიშვილი ლევან ქარუმიძე თეონა აქუბარდია დავით ბაქრაძე მიხეილ დაუშვილი არჩილ თალაკვაძე აკაკი მინაშვილი ჰერმან საბო მარიამ ლაშხი - ნიკოლოზ სამხარაძის ადგილმონაცვლე ვიქტორ სანიკიძე ნინო წილოსანი დავით ხაჯიშვილი დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ და მასთან დაკავშირებული კანონპროექტები (№07-2/299; 14.06.2023): - „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია 2. ტრანსპორტის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია. მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი 3. სხვა საორგანიზაციო საკითხები. სხდომის მსვლელობა: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი გააცნო. პირველი საკითხი, „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მომხსენებელმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარმოადგინა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია კომპლექსური, მრავალ დისციპლინური სფეროა, რომლის განვითარებაზეც დიდ ზეგავლენას ახდენს დაჩქარებული მეცნიერული მიღწევები უჯრედების ბიოლოგიის, გენეტიკის, ბიოქიმიის, ლაბორატორიული ტექნოლოგიებისა და ა.შ. სფეროებში. ის უნაყოფო პირებსა და წყვილებს, ასევე მათ, ვისაც სამედიცინო თუ სხვა მიზნების გამო, სჭირდებათ რეპროდუქციის გადადება ან შენარჩუნება მომავლისათვის, პრობლემების გადაჭრას სთავაზობს. მომხსენებლის თანახმად, დღეს საქართველოში მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის პროცედურების განხორციელების ნებართვას ფლობს 19 დაწესებულება. არ ფუნქციონირებს ერთიანი რეესტრი მდრ-ის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მდრ-ის პროცედურების ფართო დიაპაზონი სრულდება, ინფორმაცია მათი შედეგების თაობაზე მწირია. საქართველოს მდრ ცენტრები სუროგატის მომსახურებას სთავაზობენ უცხოეთის მოქალაქეების გარკვეულ რაოდენობას. ამასთანავე, საკანონმდებლო დონეზე არ არის დადგენილი მდრ-ის სფეროში ქსოვილების/უჯრედების დონაციის და ასევე სუროგაციის უანგაროდ გაწევის პრინციპი, რის გამოც ამ სფეროში იკვეთება კომერციული ინტერესებიც. ქალბატონი თამარის განცხადებით, ზემოაღნიშნული ხარვეზები ცხადყოფს, რომ არსებული პრობლემების შესაცვლელად აუცილებელია ამ სფეროში ახალი კანონშემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელება და თანამედროვე სამართლებრივ ურთიერთობებზე მორგებული კანონის შემუშავება. ამ მიზნით მომზადდა აღნიშნული კანონპროექტი. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ მწირი კანონმდებლობის გარდა, ახალი კანონის შემუშავება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ დღის წესრიგის მოთხოვნებიდანაც გამომდინარეობს. მომხსენებლის განცხადებით ევროკავშირის დირექტივების მთელი რიგი ნორმები ასახულია წარმოდგენილ კანონპროექტში, ხოლო ნაწილი ნორმებისა, წარმოდგენილი კანონპროექტის მოთხოვნების თანახმად, შესრულდება მათი საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ასახვის გზით. სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის ვალდებულება გათვალისწინებულია კანონპროექტის შესაბამის ნორმებში. კანონპროექტით დადგინდება მდრ-ის ეფექტური განხორციელების მიზნებისთვის საკანონმდებლო ნორმები, რაც დაარეგულირებს მდრ-ის პროცესში მონაწილე ყველა დაინტერესებული მხარის უფლებებსა და მოვალეობებს, დაადგენს მოთხოვნებს მდრ-ისთან დაკავშირებული მონაცემებისა და ინფორმაციის დაცვის და მისი მართვის თაობაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისთვის. ასევე დაზუსტდება მოთხოვნები მდრ-ის ხარისხის სისტემის და მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების ინსპექტირების თაობაზე. კომიტეტის წევრი ნინო წილოსანი პროექტით გათვალისწინებული უანგარობის პრინციპზე დაფუძნებული სუროგაციის პროცესს გამოეხმაურა, მისი განცხადებით პროექტით სრულად იკრძალება სუროგაცია კომერციული კომპონენტით და დაინტერესდა რამდენად მიზანშეწონილია, ქალი რომელიც შეიძლება დათანხმდეს სუროგაციაზე, მისი მხრიდან ეს იყოს უანგარო და ქველმოქმედება, ფიზიოლოგიური თუ სხვა სოციალური პროცესის გავლის გათვალისწინებით. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ განსაზღვროს სწორი რეგულაციები ისე, რომ არ მოხდეს არც უშვილო წყვილების და არც იმ ქალების დაზარალება რომლებიც დონაციას სოციალური სიდუხჭირის გამო მიმართავენ. კომიტეტის წევრმა თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, რომ როგორც კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ჩანს, კანონპროექტი სრულად გამომდინარეობს ევროკავშირის დირექტივებიდან და ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიაზაციას ემსახურება. დეპუტატი დაინტერესდა, პროექტის შემუშავების პროცესში სამინისტროს თუ ჰქონდა კონსულტაციები ევროკავშირის შესაბამისი დარგის ექსპერტებთან და საქართველოში არსებულ კლინიკებთან. კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით ევროკავშირის დირექტივები უმეტესად ადგენს რეგულირების ძირითად ჩარჩოს და ყოველთვის ტოვებს იმ სივრცეს რომლის დარეგულირებაც არის შესაძლებელი ადგილობრივ დონეზე. ქალბატონი მაკა დაინტერესდა, წარმოდგენილი პროექტი რამდენად შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან და როგორია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი პრაქტიკა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტი სრულად შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებთან, გარდა იმ ნაწილისა სადაც განსაზღვრულია მოქალაქეობასთან დაკავშირებული ჯგუფი, თუ ვინ იქნებიან დონაციის მიმღებები, რაც მისი განმარტებით, წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ყველაზე მნიშვნელოვანი შემზღუდველი რეგულაციაა. მისივე განცხადებით, კანონის ამოქმედების შემდეგ, მოსალოდნელია პოტენციური სუროგატებისა და სუროგაციის რაოდენობის შემცირება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ ახალშობილების რეგისტრაციის და ქვეყნიდან გაყვანის შემდეგ, ბავშვების ბედის გარკვევა და მიკვლევადობა საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისთვის მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელია. რაც შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკას მომხსენებლის განცხადებით, სუროგაცია არის დაშვებული საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში და ესპანეთში. დაშვებულია სპეციალური რეგულაციებით ბულგარეთში, პოლონეთში და რუმინეთში. პროექტის შემუშავების პროცესში გამართულ კონსულტაციებთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ინიციატივაზე მუშაობა სამინისტრომ პანდემიის პერიოდში დაიწყო, ევროკავშირის ექსპერტებთან მუშაობა თითქმის სამი წელი გაგრძელდა, რის შემდგომაც მომხსენებლის გაცხადებით შემუშავებული პროექტის შესახებ კონსულტაციები გაიმართა საქართველოში შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებთან. კომიტეტის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა, პროექტით განსაზღვრული შეზღუდვების ნეგატიურ გავლენას, საქართველოს მოქალაქეების მიგრაციაზე იმ მეზობელ ქვეყნებში, სადაც კომერციული სუროგაცია დაშვებულია. ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაციის წარმომადგენელმა ზვიად კორძაძემ საბიუჯეტო შემოსავლებზე პროექტის გავლენის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წარმოდგენილი რეგულაციები მნიშვნელოვნად შეამცირებს სუროგაციის შედეგად მიღებულ სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავლებს, რაც მისი ვარაუდით წელიწადში ათეულებით მილიონ ლარს შეადგენს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, რეგიონის რიგ ქვეყნებში, უკრაინაში და სომხეთში კომერციული სუროგაცია დაშვებულია. მისივე განმარტებით, პროექტის შემუშავების პროცესში იყო განხილვები სუროგაციის მიზნით საქართველოს მოქალაქეების ქვეყნის დატოვების თაობაზე თუმცა ეს მოქალაქის თავისუფალი არჩევანია. საბიუჯეტო შემოსავლებთან დაკავშირებით, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ქვეყანა გარკვეულ ფინანსურ სეგმენტს დაკარგავს, თუმცა კონსულტაციების შედეგად წინ დადგა ისეთი პრიორიტეტები, როგორიც არის ადამიანის ღირსების შელახვა სუროგაციის პროცესში და ადამიანთა ტრეფიკინგის რისკები. კლინიკა „ლიდერმედის“ დამფუძნებლის ნატალია ხონელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროსთან ერთად დარგის სპეციალისტები წლების განმავლობაში მუშაობდნენ სუროგაციის შესახებ კანონპროექტზე, იმ კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც სხდომაზეა წარმოდგენილი განხილვები არ ყოფილა. მისივე, განცხადებით კანონის ამოქმედების შემდეგ, არა მარტო მოქალაქეები იქნებიან იძულებულნი წავიდნენ სხვა მეზობელ ქვეყნებში, არამედ კლინიკები მიიღებენ ქვეყნის დატოვების და მათი საქმიანობის სხვაგან გაგრძელების გადაწყვეტილებას. სხდომის მეორე საკითხი, ტრანსპორტის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა მდგარად განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა წარმოადგინა. მომხსენებლის განცხადებით, ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით, საქართველომ აიღო ვალდებულება სხვადასხვა სექტორში ევროკავშირის სტანდარტებით განახორციელოს იმპლემენტაცია მათ შორის, ტრანსპორტის მიმართულებით. ასოცირების შეთანხმებით, მოცემულია კონკრეტული სამართლებრივი ინსტრუმენტები შესაბამისი ვადების მითითებით, რომლებიც უნდა დაინერგოს საზღვაო, საჰაერო, საავტომობილო, სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით. როგორც მომხსენებელმა საზღვაო სფეროზე საუბრისას აღნიშნა, გათვალისწინებულია ევროკავშირის 22 დირექტივისა და რეგულაციის იმპლემენტაცია, რომელთაგან 20 უკვე დანერგილია. გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების დანერგვა უკავშირდება საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმირებას და რკინიგზის რესტრუქტურიზაციას. იგი მიმართულია ევროპის საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად დარგის ლიბერალიზაციის მაღალი უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრების და რკინიგზის, როგორს ინდუსტრიის ეფექტიანობის ამაღლებისკენ. ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში, ასოცირების შეთანხმება ადგენს 8 დირექტივას და რეგულაციას, რომელთაგანაც დღეის მდგომარეობით დანერგილია ევროკავშირის 2 სამართლებრივი აქტი, ნაწილობრივ დაახლოებულია 3 სამართლებრივი აქტი და 2 მომზადების პროცესშია. მისი განცხადებით, საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტები უკავშირდება ავტომობილების უსაფრთხოების მდგომარეობას, სატვირთო გადაზიდვების და მგზავრთა გადაყვანის სერვისს, მძღოლთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ევროპული სტანდარტების შესაბამისად შრომის პირობების გაუმჯობესებას, რაც სრულად ან ნაწილობრივ ასახულია საქართველოს კანონმდებლობაში, დადგენილი ვადების შესაბამისად. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ხსენებული სამართლებრივი რეფორმა შესაბამისობაშია და გამომდინარეობს საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლის ეროვნული სტრატეგიიდან, რომელიც გასულ წელს დამტკიცებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და რომელიც აღიარებულია ევროკომისიის მიერ როგორც რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკის ჩარჩოს განმსაზღვრელად. კომიტეტმა, კენჭის ყრის შედეგად, მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტის „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ პლენარულ სხდომაზე განხილვის მიზანშეწონილობის საკითხს, გარკვეული დათქმებით, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო. მაკა ბოჭორიშვილი სხდომის თავმჯდომარე