სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის მოსმენა

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.10.2023
ავტორი
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#[4c34]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-10-02
კომიტეტის სხდომის ნომერი 78

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2416?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა თარიღი 02 ოქტომბერი 2023 12:00 2023 წლის 2 ოქტომბერი, 12:00 საათი თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (Aკორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (07-2/318; 14.09.2023) განხილვა; მომხსენებლები: გენადი არველაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/314; 01.09.2023) განხილვა მეორე მოსმენით; მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 3. სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: სოფო აბულაშვილი - სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი; 4. სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 10/2/2023, 11:01 AM https://parliament.ge/print/announcement/2416?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 2 საქმიანობის ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: ლევან სუხიტაშვილი - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი. 10/2/2023, 11:01 AM
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის ოქმი ოქმი N78 2023 წლის 2 ოქტომბერი, 12 : 00 სთ თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (Aკორპუსი, III სართული, ოთახი 304) სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, რამინა ბერაძე, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი, გენრიეტა წიწავა, დავით ზილფიმიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, თამარ ჩარკვიანი, სალომე ჯინჯოლავა (ბაია კვიციანის ადგილმონაცვლე), ნატო ჩხეიძე (როსტომ ჩხეიძის ადგილმონაცვლე) სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: გენადი არველაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლევან სუხიტაშვილი - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს დირექტორი, სოფიო აბულაშვილი - სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უფროსი, ნინო შატბერაშვილი-- სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, დავით ჯალაღონია და ლავრენტი გუდავაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ეკატერინე მაჩიტიძე და ნათია გვირჯიშვილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (07-2/318; 14.09.2023) სავალდებულო წესით განხილვა მომხსენებლები: გენადი არველაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/314; 01.09.2023) - განხილვა მეორე მოსმენით მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე 3. სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა მომხსენებელი: სოფო აბულაშვილი - სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი 4. სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის მოსმენა მომხსენებელი: ლევან სუხიტაშვილი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა კომიტეტის წევრებს წარუდგინეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება. გენადი არველაძის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემოთავაზებულია კონკრეტული პროექტების ხელშესაწყობად და ფინანსურ დახმარებას გამოყოფს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი კომპონენტისთვის, ესენია: „მდგრადი და დაკავშირებული მობილობა საქართველოში“ - 3.500.000 ევროს ოდენობის თანხით, „ხარისხის ინფრასტრუქტურა ფასეულობის შექმნის, პროდუქტიულობისა და ინოვაციებისთვის კერძო სექტორში“ 1.500.000 ევროს ოდენობის თანხით და „კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება ხარისხის ინფრასტრუქტურის მეშვეობით“ - 500.000 ევროს ოდენობის თანხით. მისივე განცხადებით, სესხი მოხმარდება ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებას და ლაბორატორიული რესურსების შემქნას. ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმებით, 4.500.000 ევროს ოდენობის თანხა განკუთვნილია პროექტზე „პროფესიული განათლება საქართველოს მზარდ სექტორებში“. აღნიშნული პროექტი ერთობლივად ხორციელდება GIZ-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მთავარ გამოწვევას კვალიფიციური კადრების ნაკლებობა წარმოადგენს, აქცენტი გაკეთდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებასა და გაფართოებაზე. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმებას. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის თერთმეტმა წევრმა კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 8 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა კომიტეტის წევრებს მეორე მოსმენით წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით I მოსმენის შემდეგ რაიმე სახის ცვლილება არ განხორციელებულა და კანონის პროექტი უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“) განხილვას მეორე მოსმენით; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის თერთმეტმა წევრმა: კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 8 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 კომიტეტმა მოისმინა: სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა სოფო აბულაშვილმა კომიტეტის წევრებს წარმოუდგინა სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობის ანგარიში. მომხსენებლის განცხადებით, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მთავარ მიზანს უსაფრთხო სკოლა და ჰარმონიული, ზრუნვაზე ორიენტირებული გარემო წარმოადგენს. მიზნის მისაღწევად, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური წარმოდგენილია შემდეგი 2 კომპონენტით: საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, ფსიქიატრი). სოფო აბულაშვილის განცხადებით, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, 719 საჯარო სკოლაში (მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 90%-ზე მეტი), 1 კერძო სკოლასა და 1 პროფესიულ კოლეჯშია წარმოდგენილი. აქედან, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის სექტემბრამდე პერიოდში მანდატურის სამსახური წარმოდგენილი იქნა 112 საჯარო სკოლაში. მცირეკონტიგენტიან სკოლებში, სადაც მანდატურის სამსახური არ მუშაობს უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფენ სკოლის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები, რომლებიც მანდატურის სამსახურის მიერ არიან გადამზადებულები. მომხსენებლის განცხადებით, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი უსასყიდლო და მაღალკვალიფიციურ ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას სთავაზობს მოსწავლეებს და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ სხვა სუბიექტებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფუნქციონირებს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების 10 ცენტრი. ასევე, ცენტრში ფუნქციონირებს: კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი (ფსიქოლოგი/სოციალური მუშაკი/ფსიქიატრი), რომლის მიზანია კრიზისული შემთხვევების ადგილზე შეფასება. მისივე განცხადებით, პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა დაიწყო სკოლებში სოციალური მუშაობის მოდელის დანერგვა, რომელიც საუკეთესო დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით, ადგილობრივ და ევროპელ ექსპერტებთან ერთად შემუშავდა. სოფო აბულაშვილის განცხადებით, სამსახური ახდენს მხარდამჭერი სერვისების გაუმჯობესებას და ახორციელებს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე სისტემატურად ატარებს საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს და ახორცილებს პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს. მომხსენებლის განცხადებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება, რომლის თანახმადაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატება. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, სისტემაში მოწყვლადი ჯგუფის ბავშვების განათლებასთან დაკავშირებული სერვისების განხორციელება მოხდება მანდატურის სამსახურის მიერ, რაც გააუმჯობესებს პროცესის კოორდინაციას. ეს, თავის მხრივ, გაზრდის განათლების მიღების ხელმისაწვდომობასა და ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. შესაბამისად, მანდატურის სამსახურში გაერთიანდება საქართველოს განათლების სისტემის სხვადასხვა უწყებაში ამჟამად არსებული ინკლუზიური განათლების მომსახურებები, შედეგად, მოხდება პასუხისმგებლობის და მხარდამჭერი მომსახურებების მობილიზება ერთ სივრცეში. კომიტეტზე გამოთქმული მოსაზრებები: გივი მიქანაძის შეკითხვა შეეხებოდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების საკითხს იმ სკოლებში, სადაც მანდატურის სამსახური არ არის წარმოდგენილი. ასევე, მან იკითხა მანდატურის სამსახურის მიერ ფსიქოლოგიური მიდგომების გათვალისწინებასა და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართვიანობის საკითხებზე. სოფო აბულაშვილის განცხადებით, დღეისათვის მანდატურის სამსახური 719 სკოლაში არის წარმოდგენილი და მოსწავლეთა 90%-ზე მეტს ფარავს. მცირეკონტიგენტიან სკოლებში უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფენ ძირითადად დირექტორის მოადგილეები ან მასწავლებლები, რომელთაც აქვთ ასევე სახელფასო დანამატი. რაც შეეხება ფსიქო-სოციალური სერვისის ხელმისაწვდომობას, ცენტრების გარდა სამსახურის მიერ უზრუნველყოფილია ონლაინ კონსულტაციები და თერაპიები. მომხსენებლის ინფორმაციით, მანდატურები შსს აკადემიაში გადიან ფსიქოლოგიური მომზადების კურს. მისივე განცხადებით, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართვიანობის სტატისტიკა და ანალიზი მიმდინარეობს, რომლის შესაბამისადაც სკოლაში საინფორმაციო-საგანმანათლებო ხასიათის ტრეინინგების ტარდება და შეხვედრების ორგანიზება ხორციელდება. ვახტანგ მეგრელიშვილის შეკითხვა შეეხებოდა გენდერისა და რასიზმის მიმართულებით ტრენინგ მოდულის საჭიროებას. რამინა ბერაძე კითხვით მიმართა მომხსენებელს ადრეული ქორწინების მიმართულებით სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით. თამარ ჩარკვიანმა იკითხა ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკაზე. ქეთევან თურაზაშვილის კითხვა შეეხებოდა მანდატურების ტრენინგ-მოდულების ეფექტიანობას, ასევე რეგიონებში ფსიქო-სოციალური სამსახურების ხელმისაწვდომობის საკითხს. სოფო აბულაშვილმა აღნიშნა, რომ გენდერის ტრეინინგი მნიშვნელოვანია და მოიცავს ტოლერანტობის და შემწყნარებლობის იდეის გაღვივებას ბავშვებში, მისივე განცხადებით მნივშენლოვანია ბავშვებმა იცოდნენ რასიზმის და გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის შესახებ. მომხსენებლის ინფორმაციით, თუ ბავშვთან ფიზიკურ ძალადობას აქვს ადგილი, მანდატურის სამსახური ვალდებულია პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ჩართოს. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ცნობად მიიღო სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ანგარიში. კომიტეტმა მოისმინა: საგანმანათლებლო და დირექტორმა, ლევან საგანმანათლებლო და საქმიანობის ანგარიში. სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სუხიტაშვილმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა სსიპ სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მომხსენებლის განცხადებით, სააგენტოს აქვს ოთხი ძირითადი მიმართულება, რომელიც მოიცავს: სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე, საგანანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისი რესურსებით აღჭურვას. ლევან სუხიტაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. მისივე განცხადებით, პროექტის პირველ ეტაპზე მიმდინარეობს 80 ახალი სკოლის მშენებლობა და 200 სკოლის რეაბილიტაციის პროცესი. ხოლო, მომდევნო ეტაპი 2024 წელს დაიწყება და 2027 წლისთვის დასრულდება. მომხსენებლის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სააგენტოს მიერ აშენდა სამი ახალი პროფესიული კოლეჯი, სრულად რეაბილიტირდა ორი პროფესიული კოლეჯი, ასევე, დასრულდა სამი სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4 პროფესიული კოლეჯის და 4 სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა. ლევან სუხიტაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმძღვანელოების ნაწილზე და აღნიშნა, რომ ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის მიზნით, სააგენტო „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამას 2013 წლიდან ახორციელებს, რომლის ფარგლებში საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს უსასყიდლოდ გადაეცემა სასკოლო სახელმძღვანელოები, ხოლო წელს პროგრამის ფარგლებში შესყიდულია 6 064 497 ერთეული სახელმძღვანელო (წიგნი, რვეული), რომლის ჯამურმა ღირებულებამ 23 432 94,35 ლარი შეადგინა. მომხსენებლის განცხადებით, სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“, რომლის ფარგლებში პირველკლასელ მოსწავლეებსა და მათ დამრიგებლებს უსასყიდლოდ გადაეცემათ პორტაბელური კომპიუტერები. მისივე ინფორმაციით, წელს შესყიდულია 60 000 ცალი კომპიუტერი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 34 380 000 ლარი შეადგინა. ასევე, მოსწავლეთა ინფორმაციულსაკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების მეთოდების გაძლიერების მიზნით, ხორციელდება წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება კომპიუტერებით. ლევან სუხიტაშვილის განცხადებით, საჯარო სკოლებისთვის ყოველწლიურად ხორციელდება კომპიუტერული ლაბორატორიების განახლება-მოწყობა და სასწავლო გარემოს აღჭურვა თანამედროვე ავეჯით. ასევე, სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ტრანსპორტი ემსახურება ყველა იმ მოსწავლეს, რომელსაც რთული კლიმატური და გეოგრაფიული პირობების გამო აქვს გადაადგილების პრობლემა, ასევე იმ მოსწავლეებს, რომლებიც სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაყვანილები არიან ახლომდებარე სკოლებში. როგორც მომხსენებელმა განმარტა, აღნიშნული პროგრამით სარგებლობენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები და მათ ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურება. კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები: გივი მიქანაძის შეკითხვა შეეხებოდა გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის მოწესრიგებასა და სარეაბილიტაციო სკოლების მოსწავლეების გადანაწილების საკითხს და ასევე, მან იკითხა რამდენად მიმდინარეობს პროცესი განსაზღვრული გეგმაგრაფიკის შესაბამისად. ლევან სუხიტაშვილის განცხადებით, გორის სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის მომზადებულია საპროექტო დოკუმენტაცია, ვინაიდან მიმდინარე ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული, შესაბამისად შემდეგ წელს ზაფხულში ჩაუტარდება რეაბილიტაცია. რაც შეეხება სკოლების რეაბილიტაციას, 40-მდე განხორციელდა, აქედან 35 დასრულდა დროულად და 5 საჯარო სკოლის სამუშაოები გადავადდა ხელშეკრულების შეწყვეტის გამო. დავით ზილფიმიანი კითხვით მიმართა მომხსენებელს, პროფესიული კოლეჯებისათვის ტექნიკის შესყიდვის პროცესთან დაკავშირებით. ლევან სუხიტაშვილის განცხადებით, ცალკე ბიუჯეტი შესყიდვისთვის, რომელსაც სამინისტრო განსაზღვრავს. არსებობს დანადგარების განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ცნობად მიიღო, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში. სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე