საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2023 წლის 10 ოქტომბრის სხდომის გადაწყვეტილება - „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აგრარულ დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“, - თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე (ჯგუფის შემადგენლობა: ნინო წილოსანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ქეთევანი ჩარკვიანი, მიხეილ დაუშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი; თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი - ნინო წილოსანი)
📋 განხილვის ეტაპები
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-10-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 17
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2440?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
10 ოქტომბერი 2023 12:00
2023 წლის 10 ოქტომბერი, 12:00 საათი
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
დღის წესრიგი
1. თემატური მოკვლევის - „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აგრარულ დარგში (კერძო
ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)’’ დაწყების საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ნინო წილოსანი - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ელგუჯა გოცირიძის,
ისკო დასენის, ირაკლი კირცხალიას, ირმა ზავრადაშვილის, გელა სამხარაულის, ანტონ
ობოლაშვილის
და
ბეჟან
წაქაძის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტი
(07-3/338;
14.06.2023)
(კომიტეტის
დასკვნა
სავალდებულოა);
მომხსენებლები: დავით სონღულაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ირაკლი
კირცხალია, ირმა ზავრადაშვილი, გელა სამხარაული, ანტონ ობოლაშვილი და ბეჟან წაქაძე
- საქართველოს პარლამენტის წევრები;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ (07-2/316; 13.09.2023) (კომიტეტის
დასკვნა სავალდებულოა);
მომხსენებელი: ვახტანგ ბაჩიაშვილი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
4. სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული
სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში;
10/9/2023, 10:37 AM
https://parliament.ge/print/announcement/2440?local=true
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
მომხსენებელი: გიორგი მიშელაძე - სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის
მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;
5. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (თანდართულ მასალებთან ერთად),
დოკუმენტი
-
წლებისათვის“,
„ქვეყნის
ძირითადი
საქართველოს
მონაცემები
მთავრობის
და
მოხსენება
-
მიმართულებები
„საქართველოს
2024-2027
2023
წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (07-2/322/10; 29.09.2023);
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე.
10/9/2023, 10:37 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ოქმი N17
2023 წლის 10 ოქტომბერი, 12 00 საათი
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი #307
სხდომას თავმჯდომარეობდა:
ნინო წილოსანი
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, გელა
სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამველ
მანუკიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი (დაჩი) ბერაია,
გიორგი ბოტკოველი -(უფლებამონაცვლე - ანა წითლიძე), შალვა კერესელიძე,
სუმბატ კიურეღიანი, სოზარ სუბარი, გოდერძი ჩანქსელიანი, ქეთევან
ჩარკვიანი, გიორგი ცაგარეიშვილი.
აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის
უფროსი, თინათინ ოდილავაძე, სიმონ უროტაძე, ნინო ქორიძე, ნინი ჟღენტი.
მოწვეული სტუმრები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის
პირველი მოადგილე, თენგიზ ნასარიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის
მეურნეობის
მინისტრის
მოადგილე,
ვახტანგ
ბაჩიაშვილი
-
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მიშელაძე - სსიპ
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული
სააგენტოს თავმჯდომარე, თამარ ზედგენიძე - - საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის
პირველადი
სტრუქტურული
ერთეულის
1
ხელმძღვანელი,
დავით
სონღულაშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი - საქართველოს პარლამენტის
წევრები.
დღის წესრიგი (პროექტი)
1. თემატური მოკვლევის - „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აგრარულ დარგში
(კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“ - დაწყების საკითხის
განხილვა.
(მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი,
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ელგუჯა
გოცირიძის, ისკო დასენის, ირაკლი კირცხალიას, ირმა ზავრადაშვილის,
გელა სამხარაულის,
საკანონმდებლო
ანტონ ობოლაშვილის
ინიციატივის
წესით
და ბეჟან წაქაძის მიერ
წარმოდგენილი
„საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის
პროექტი
(07-3/338;
14.06.2023)
(კომიტეტის
დასკვნა
სავალდებულოა).
(მომხსენებლები: დავით სონღულაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი,
ირაკლი კირცხალია, ირმა ზავრადაშვილი, გელა სამხარაული, ანტონ
ობოლაშვილი და ბეჟან წაქაძე - საქართველოს პარლამენტის წევრები).
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ (#072/316; 13.09.2023) (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა).
(მომხსენებელი: ვახტანგ
საპარლამენტო მდივანი).
ბაჩიაშვილი
-
საქართველოს
მთავრობის
4. სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის
ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
(მომხსენებელი: გიორგი მიშელაძე - სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და
მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე).
5. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტი
(თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი
მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“, საქართველოს
მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების
მიმდინარეობის
შესახებ“
2
(07-2/322/10;
29.09.2023);
(მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის
პირველი მოადგილე).
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი
სახით.
I. მოისმინეს:
ნინო წილოსანის ინფორმაცია - თემატური მოკვლევის - „ფინანსებზე
ხელმისაწვდომობა აგრარულ დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების
ჭრილში)“ - დაწყების შესახებ. სახელმწიფო ბოლო პერიოდია სპეციალური
პროგრამებით
ქმნის
შესაძლებლობას,
რომ
ფერმერებს
ხელი
მიუწვდებოდეთ იაფ კრედიტზე, თუმცა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის
ნაკლებობა ფერმერებისთვის საქმიანობის განვითარების ერთ-ერთ
ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორად კვლავაც რჩება. ამ მხრივ,
განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგანან მცირე და საშუალო
ფერმერები, რომლებსაც უჭირთ სესხის უზრუნველყოფა მაღალ
ლიკვიდური აქტივებით, რასაც საფინანსო ინსტიტუტები ითხოვენ. რთულ
მდგომარეობაში არიან სოფლის მეურნეობაში ჩართული ქალები და
ახალგაზრდები, რომელთაც, ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ საკუთრებაში
რეგისტრირებული
მიწა,
ან
სხვა
უძრავი
ქონება
სესხის
უზრუნველყოფისთვის. ამ ყველაფერს ემატება სოფლის მეურნეობის
დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგადი სირთულეები: საფინანსო
ინსტიტუტების
მწირი
წარმომადგენლობა
სოფლად;
სოფლის
მეურნეობისთვის დამახასიათებელი უნიკალური რისკები; მაღალი
საპროცენტო
განაკვეთი;
სასოფლო-სამეურნეო
საქმიანობის
დაფინანსებისთვის შექმნილი სპეციალური პროდუქტების ნაკლებობა;
მიწების ფრაგმენტაცია და სხვა., რაც აფერხებს სოფლის მეურნეობაში
ჩართული პირების საქმიანობის განვითარებას, რადგან ფინანსებზე
ხელმისაწვდომობა განაპირობებს მათ შესაძლებლობას, დაგეგმონ
მოსავლის მიღების ციკლი, შეიძინონ მოსავლის მისაღებად საჭირო მასალა,
დანერგონ ახალი ტექნოლოგიები და გააფართოვონ საქმიანობა.
მომხსენებელმა ისაუბრა თემატური მოკვლევის მიზნებზე, ესენია: სოფლის
მეურნეობის
დარგში
დაკავშირებული
ფინანსურ
რესურსებზე
გამოწვევების
ხელმისაწვდომობასთან
იდენტიფიცირება
და
საჭირო
რეკომენდაციების შემუშავება. მან ასევე ისაუბრა მოკვლევის ამოცანებზე:
დაფინანსების
კერძო
წყაროების
და
კომერციული
ბანკების
და
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აგრო-პორტფელის ანალიზი; სოფლის
მეურნეობის
განვითარებაზე
მიმართული
სახელმწიფო
პროგრამების
ანალიზი, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს საკრედიტოსაგარანტიო
სქემის
ანალიზი;
სოფლის
3
მეურნეობაზე
მიმართული,
ვაჭრობის
დაფინანსების
წყაროების
ანალიზი;
ინოვაციური
და
ალტერნატიული დაფინანსების წყაროების/პროდუქტების ანალიზი და
მათი
საქართველოს
საფინანსო
სექტორში
დანერგვის
სარგებლის
განსაზღვრა (მათ შორის, სასაწყობო ხელწერილის და ფაქტორინგის
გამოყენების შესაძლებლობების ანალიზი); საერთაშორისო პრაქტიკის
ანალიზი (აგრო-ბანკები, წარმატებული ქვეყნების გამოცდილება, სოფლის
მეურნეობის კოოპერაციის ბანკები; ანალიზის შედეგების საფუძველზე,
რეკომენდაციების შემუშავება.
კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თემატური
მოკვლევის ჯგუფის წევრები: ნინო წილოსანი - მთავარი მომხსენებელი;
ქეთევან
ჩარკვიანი;
ირაკლი
(დაჩი)
ბერაია;
მიხეილ
დაუშვილი;
ალექსანდრე რაქვიაშვილი. სამუშაო ჯგუფს ექსპერტულ მხარდაჭერას
გაუწევს - ილია თამარაშვილი - USAID Financial Innovation Program-ის
მხარადაჭერით.
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი:
გადაწყვიტეს: (მომხრე- 9)
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
155-ე მუხლის საფუძველზე, „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აგრარულ
დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“ - თემატური
მოკვლევის დაწყებას.
ამასთან ერთად, განისაზღვრა თემატური
მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა: ნინო წილოსანი - მთავარი
მომხსენებელი; ქეთევან ჩარკვიანი; ირაკლი (დაჩი) ბერაია; მიხეილ
დაუშვილი; ალექსანდრე რაქვიაშვილი. სამუშაო ჯგუფს ექსპერტულ
მხარდაჭერას გაუწევს: ილია თამარაშვილი - USAID Financial Innovation
Program-ის მხარადაჭერით.
II.მოისმინეს:
დავით სონღულაშვილის ინფორმაცია - „საქართველოს საგადასახადო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით.
მან
აღნიშნა, რომ
დღეისათვის
არ არსებობს
სამართლებრივი ბაზა, რომელიც დაარეგულირებს აგროტურიზმთან და
ღვინის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობას და სამართლებრივ
ურთიერთობებს. აგროტურიზმი და ღვინის ტურიზმი მჭიდრო კავშირშია,
როგორც ტურიზმის, ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან.
შესაბამისად,
ტურიზმის
სფეროში
არსებული
საკანონმდებლო
რეგულაციები ვერ ფარავს მათთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს და
4
მოითხოვს სპეციფიკურ რეგულირებას. ასევე, არ არსებობს როგორც
აგროტურისტული, ასევე, ღვინის ტურიზმის ობიექტების ერთიანი ბაზა,
რომელიც ტურისტებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საქართველოში
არსებულ შესაბამის ობიექტებს და შეარჩიონ მათთვის სასურველი
დანიშნულება.
დადგინდება
წარმოდგენილი
საგადასახადო
კანონპროექტის
შეღავათები,
მიღების
რომლითაც
შედეგად,
ისარგებლებენ
აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე პირები, რასაც
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამახალისებელი ეფექტი ექნება შესაბამის
საქმიანობაში/ებში ჩართული პირების მიმართ. პროექტით წარმოდგენილი
საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომელთა
წლიური შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს. კანონის პროექტის
მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება
აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების
საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული
ხელფასი, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის
განმავლობაში. ცვლილება ასევე შედის 99-ე მუხლში, რომლის თანახმად
მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება, აგროტურისტული და ღვინის
ტურისტული საქმიანობების სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის
მიერ მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში
გაწეული
ხარჯები/განხორციელებული
განაცემები,
რომლებიც
გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის
„ბ“−„დ“
ქვეპუნქტებით,
შესაბამისი
სტატუსის
მინიჭებიდან
10
კალენდარული წლის განმავლობაში.
გამომდინარე იქიდან, რომ „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტში გათვალისწინებულია მთავრობის ვალდებულება, 2024 წლის
პირველ ივნისამდე დაამტკიცოს „აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის
საქმიანობების
პრინციპები,
საქმიანობის
სუბიექტების
სტატუსის
მინიჭების/გაუქმება წესი და პროცედურები“, მიზანშეწონილია, კანონის
ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის 1 ივლისი.
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი:
გადაწყვიტეს: (მომხრე-9)
კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ელგუჯა
გოცირიძის, ისკო დასენის, ირაკლი კირცხალიას, ირმა ზავრადაშვილის,
გელა სამხარაულის, ანტონ ობოლაშვილის და ბეჟან წაქაძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს
5
კანონის პროექტს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
პირველი
მოსმენით
განსახილველად.
III. მოისმინეს:
ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაცია - საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტის „ამნისტიის შესახებ“.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწა
აღიარებულია განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსად და მასზე
საკუთრების
უფლების
წარმოშობის
წინაპირობები
სპეციალური
კანონმდებლობით, მათ შორის, ორგანული კანონით, რეგულირდება.
წლების განმავლობაში, სხვადასხვა საგამოძიებო უწყება იძიებს არაერთ
სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო
საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლების
დანაშაულებრივი
გზით
მოპოვებას.
არაერთ
პირს
დაეკისრა
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
ამგვარი
დანაშაულის
ჩადენისათვის. თუმცა, მხოლოდ საგამოძიებო უფლებამოსილება და
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი, სახელმწიფო საკუთრების
სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, სახელმწიფოს საკუთრების უფლების
აღდგენის ერთადერთ ეფექტიან საშუალებად ვერ ჩაითვლება. ამგვარი
ტიპის დანაშაულის რაოდენობის მხედველობაში მიღებით, აუცილებელია
სახელმწიფომ გადადგას შედარებით მასშტაბური ნაბიჯები სახელმწიფო
საკუთრებაში იმ სასოფლო-სამეურნეო მიწების დაბრუნების (ამის
შეუძლებლობის შემთხვევაში, კომპენსირების) მიზნით, რომლებზედაც
კერძო პირებმა დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს საკუთრების უფლება.
შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მომზადდა
წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც, ჰუმანიზმის პრინციპიდან
გამომდინარე,
ითვალისწინებს
ამნისტიის
საფუძველზე
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან იმ პირთა
გათავისუფლებას,
რომლებმაც
2023
წლის
1
სექტემბრამდე
დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების
უფლება, მათი ქმედება კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 180-ე ან/და 362-ე მუხლით (გარდა მოხელის მიერ,
ასევე, სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული
პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
6
თანამშრომლების
(რომლებიც
ახორციელებენ
საჯაროსამართლებივ
უფლებამოსილებას) მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,
აგრეთვე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენისა) და თუ
ისინი სანაცვლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებენ
დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს.
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით,
რომ სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან
პირთა განთავისუფლება უნდა განხორციელდეს კანონის ძალის მქონე
ნორმატიული აქტით. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა „ამნისტიის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება. კანონპროექტის
მიღების შედეგად, კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩამდენი პირი, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში,
გათავისუფლდება
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა
და
სასჯელისაგან.
აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს: გელა სამხარაულმა, რომელმაც
აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ინტერესებშია, ყველა მიწა იყოს
რეგისტრირებული.
სამწუხაროდ,
ბევრი
შემთხვევაა,
როდესაც
მოქალაქეებმა
ბოროტად
ისარგებლეს
და
სხვადასხვა
გზით
დაირეგისტრირეს მიწები. ზოგიერთის მიმართ აღძრულია სისხლის
სამართლის საქმე. საინტერესოა, თუ ვინმე ნებაყოფლობით განაცხადებს
ასეთი ფაქტის შესახებ, თუ გავრცელდება მათ მიმართ ამნისტიის აქტი,
რაზეც
მომხსენებელმა
განაცხადა,
რომ
ასეთი
შემთხვევები
გათვალისწინებულია. ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება
მიიღოს პროკურორმა, არის გადაწყვეტილება სისხლის სამართლის დევნის
არდაწყების შესახებ. როდესაც გამოცხადდება ამნისტიის აქტი, ყველა პირი,
ვისაც მიწის ნაკვეთი უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე აქვს
მოპოვებული, უფლებამოსილი იქნება, მიმართოს საჯარო რეესტრს, ან
გადაიხადოს
საბაზრო
ღირებულება,
დოკუმენტი
წარუდგინოს
პროკურორს,
რომელიც
მიიღებს
გადაწყვეტილებას
სისხლის
სამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ და ავტომატურად მასზე
გავრცელდება ამნისტიის აქტი. ნინო წილოსანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ
წარმოდგენილი პროექტით, 2023 წლის 1 სექტემბრის შემდეგ გასხვისებულ
მიწაზე, ამნისტია არ გავრცელდება. საინტერესოა, ხომ არ უნდა იყოს
დაზუსტებული, რომ გასხვისება ნოტარიალურად დასტურდებოდეს, ან
რეესტრში იყოს გატარებული, ან რეესტრში არ ფიქსირდებოდეს, თუმცა
გასხვისების ფაქტი დასტურდებოდეს ხელშეკრულებით, ან ნოტარიუსით,
რაზეც ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, რომ უძრავ ნივთთან
7
დაკავშირებულ შემთხვევაში, საკუთრების უფლების გადაცემის პროცესი
ითვლება
საჯარო
რეესტრში
რეგისტრაცია-გარიგებად,
რომელიც
ერთობლივი პროცესია და გასხვისებაში უშაუალოდ მოიაზრება საჯარო
რეესტრში საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტი. მან განაცხადა,
რომ იფიქრებენ გასხვისების ჩანაცვლებაზე რეესტრში რეგისტრაციით.
ნინო წილოსანის მეორე შეკითხვა შეეხებოდა ამნისტირებული პირის
მიმართ ნასამართლეობის გაქარწყლებას, თუმცა პროექტით არ ხდება იმ
პირთა უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინება, რომელთაც
ამნისტიის კანონის მიღების მომენტისთვის სრულად ქონდათ მოხდილი
სასჯელი და შეფარდებული ჯარიმაც ქონდათ გადახდილი. სასურველია,
ამნისტია ამ ადამიანებსაც შეეხოთ. ასევე, აზრი გამოთქვეს სოზარ სუბარმა,
ქეთევან ჩარკვიანმა, რომლის შეკითხვა შეეხებოდა, მიწების კატეგორიებს,
რომ საუბარია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე და
საინტერესოა, რა მდგომარეობაა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწებთან მიმართებით, რადგან ყველა დიდ ქალაქში, თითქმის ყველა
მიწის
ნაკვეთი
დარეგისტროირებულია
არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწებად, რაზეც მომხსენებელმა გააკეთა განმარტებები და
განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე შედარებით
მარტივადაა საქმე. არასასოფლო-სამეურნეო მიწებთან უფრო დიდი და
სისტემური მიდგომაა მოსაფიქრებელი. შესაბამისად, ამ საკითხს
წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში ვერ ხედავს, თუმცა პრობლემა
დასაფიქრებელია. ნინო წილოსანმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი
რეკომენდაცია და შემოთავაზებაა, ყველას მიეცეს გამოსყიდვის საშუალება,
დაყადაღებულია თუ არა მიწის ნაკვეთი, ქონდეთ საშუალება, რომ
მიყენებული ზიანი აუნაზღაურდეთ და ამ მიწის ფიზიკურად დაბრუნება
აღარ მოხდეს. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილ პროექტში ვერ
ხედავენ ამნისტიის შინაარსში ამ საკითხის მოწესრიგებას, საუბარია კერძო
პირის საკუთრებაზე, რომელიც დანაშაულებრივი გზით იქნა მოპოვებული
და ამ პირის მხრიდან საკუთრების დატოვების სანაცვლოდ, მისთვის
ამნისტიის შეთავაზებაზე. მიწის საკუთრების დაბრუნების მიზანია, არა
მათი დარეზერვება, არამედ ბრუნვაში ჩართვა.
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი:
გადაწყვიტეს: (მომხრე- 9)
8
კომიტეტმა, შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონის პროექტს „ამნისტიის შესახებ“ და მიზანშეწონილად
ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი
მოსმენით განსახილველად.
IV. მოისმინეს:
გიორგი მიშელაძის ინფორმაცია - მიწის მდგრადი მართვისა და
მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეულის
საქმიანობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ მიწის მდგრადი მართვისა და
მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო ახორციელებს
ორ სახელმწიფო პროგრამას: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა და ქარსაფარი
(მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა.
მომხსენებლის განცხადებით, განხორციელდა 5 011 ჰექტარი ქარსაფარი
(მინდორდაცვითი) ზოლის კამერალური ინვენტარიზაცია. დასავლეთ
საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში 12,845 ჰექტარზე ჩატარდა
გატყევებული
ფართობების
კვლევა
2000
და
2020
წლების
ორთოფოტოგეგმებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
ელექტრონული საკადასტრო მონაცემების საფუძველზე. სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის განმავლობაში აუქციონის გზით
იჯარით გაიცა 17 საძოვარი, რომლის ფართი შეადგენს 1,400 ჰა, ხოლო
პირდაპირი გადაცემის გზით - 80 საძოვარი ფართობით - 6,850 ჰა. ჯამში
წლიური საიჯარო გადასახადი შეადგენს - 749,034 ლარს. დღეის
მდგომარეობით პროგრამის 8 ეტაპის ფარგლებში იჯარით გაიცა 14,163 ჰა
საძოვარი, რომლის წლიური საიჯარო გადასახადი შეადგენს - 1,511,536
ლარს.
მომხსენებლის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო
საკუთრებაში
დარეგისტრირდა
266
ჰა
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების საძოვრის კატეგორიის მიწა. 300 ჰა სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთს მიენიჭა საძოვრის კატეგორია. პროგრამის
ბოლო, მე-9 ეტაპზე შემოსულია 71 განაცხადი, რომლითაც მოთხოვნილია
9,316 ჰა საძოვრის იჯარით გაცემა. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის
რესურსზე
ხელმისაწვდომობის“
სახელმწიფო
პროგრამის
ფარგლებში, პირდაპირი წესით პრივატიზაციის განხორციელების მიზნით,
9
მონიტორინგი განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
34 ნაკვეთზე, რომლის ფართობი შეადგენს - 134 ჰექტარს; არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების
ცვლილებასთან დაკავშირებით მონიტორინგი განხორციელდა 24 ჰექტრის
მოცულობის 39 მიწის ნაკვეთზე;
წარმოდგენილი
პრეზენტაცია
მოიცავდა
ინფორმაციას
„სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო
პროგრამის
ფარგლებში,
დედოფლისწყაროს,
თელავის,
საგარეჯოს,
ნინოწმინდის, თეთრიწყაროს, გორის, ახალციხის, დმანისისა და ასპინძის
მუნიციპალიტეტებში განხორციელებული
საძოვრის მოიჯარეების მიერ
ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის შესახებ.
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის ინვენტარიზაციის სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დედოფლისწყაროს და ქარელის
მუნიციპალიტეტებში
განხორციელდა
1,675
ინვენტარიზაცია
მიმდინარეობს
რეგისტრაციისა
და
ჰა
ქარსაფარი
და
ზოლის
სტატუსის
მინიჭების პროცესი. ჯამში ინვენტარიზაციის პროგრამის ფარგლებში,
სახელმწიფო
საკუთრებაში
ქარსაფარი
ზოლის
სტატუსით
დარეგისტრირდა 1,414 ერთეული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი
შეადგენს 1,195 ჰექტარს.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 19 ივნისის N227 დადგენილებით
დამტკიცდა „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის
სახელმწიფო პროგრამა“
მომხსენებლის განცხადებით, პროგრამის პირველი ეტაპი მოიცავს 2030
წლის
ჩათვლით
პერიოდს.
პირველ
ეტაპზე
ქარსაფარი
ზოლის
აღდგენის/გაშენების სავარაუდო სამიზნე მაჩვენებელი შეადგენს 1,000
ჰექტარს.
უწყების ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა სააგენტოს მიერ წლის
განმავლობაში განსახორციელებელ აქტივობებზე, მიმდინარე პროცესებზე
და სამომავლო გეგმებზე.
აზრი გამოთქვეს:
1. ნინო წილოსანი: რომელიც დაინტერესდა ქარსაფარი ზოლების გაშენების
და ინვენტარიზაციის საკითხებით. კარგი იქნება, თუ ეტაპობრივად
დაიწყება გაშენების პროცესი, რადგან მომართვიანობა არის და კარგი
პრეცედენტი იქნება, თუ გაკეთდება. მისი შემდეგი შეკითხვა შეეხებოდა
საძოვრების თემას. იმ პირობებში, როდესაც საძოვრების უკანონოდ
გამოყენება ხდებოდა, კარგი მაჩვენებლებია. საინტერესოა, რა მასშტაბია
საერთო საძოვრებიდან გაიჯარებული საძოვრები, საააგენტოს გეგმა რა
10
არის, რის მიხედვით არის გაწერილი, რა პრინციპით შედგება და ახლა რა
ეტაპზე არიან, რომელ რეგიონებში უადვილდებათ საძოვრების გაიჯარება
და
აღნიშნული
პროგრამის
განხორციელება
ფორმალური,
თუ
არაფორმალური წინააღმდეგობის პირობებში. ასევე, საინტერესოა, რა
საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება იგეგმება.
2. გიორგი მიშელაძე: რომელმაც ქარსაფარი ზოლის გაშენებასთან
დაკავშირებით განმარტა, რომ თუ დაინტერესებული მხარე იქნება (ჯერ
წინადადებები არ შემოსულა), მზად არიან ამისთვის. საძოვრებთან
დაკავშირებით, სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს შეეხება
მხოლოდ რეგისტრირებული საძოვრების კატეგორიით არსებულ მიწებს.
დღეს რეგისტრირებული საძოვრის კატეგორიით ბევრი არ არის, აქედან
პროგრამის ფარგლებში 40%-ზე მეტს ვერ რთავენ. პროგრამის ფარგლებში
პირველი ეტაპი იწყება მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, სანამ
გამოცხადდება საძოვარი გასაცემად, შემდეგ ხდება შეთანხმება წიაღის
ეროვნულ სააგენტოსთან, საზღვრისპირა ტერიტორიების შემთხვევაში
საზღვრის დეპარტამენტთან და შემდეგ თანხმობა ქონების ეროვნული
სააგენტოსგან. ამის შემდეგ, 40%-მდე განაცხადებში ვერ ხვდება. დიდ
ნაკვეთებზე განაცხადები არ შემოდის. დიდი ნაწილი მოდის უკვე
დეგრადირებულ ნაკვეთებზე, რომელიც საძოვრადაც აღარ გამოიყენება.
ასეთი საძოვრების საკითხი, რომელიც საძოვრის ფონდში არის, მაგრამ
რეალურად მისი გამოყენება ვერ ხდება, უნდა იყოს განხილული.
საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ
მუშაობენ მიზნობრივი დანიშნულების მიწების შეხახებ კანონში
ცვლილების შეტანაზე, რომელიც დახვეწს მიწების დანიშნულების,
კატეგორიის შეცვლის პროცესს.
3. თენგიზ ნასარიძე: რომელმაც განაცხადა, რომ საძოვრების მართვა
კომპლექსური საკითხია და საჭიროებს კანონმდებლობის კუთხით
სისტემურ მიდგომას. ამ მიმართულებით სამინისტროში მუშაობენ
კანონპროექტზე, სადაც საძოვრების მართვა იხილება რიგ გამოწვევებთან
კომპლექსურად, რომელიც ეტაპობრივად უნდა გადაიჭრას. საძოვრების
გაიჯარებაზე
საუბრისას,
გარდა
ინდივიდუალურად
ფერმერის
ინტერესისა, არის ერთობლიობაში სოფლის ინტერესი. კანონმდებლობაში
უნდა ჩაიდოს სათემო გაერთიანების შესაძლებლობა საძოვრის მართვის
მიმართულებით. ასევე, მოზიდული აქვთ გრანტის ფარგლებში და
მომავალ წელს დაიწყება იმპლემენტაცია 10 მლნ. ევროსი, რომელიც
ითვალისწინებს ყველაზე კრიტიკულ 8 მუნიციპალიტეტში საძოვრების
11
მართვის მოდელის შემუშავებას, რომ შეიქმნას საძოვრების კომპლექსური
და
მდგრადი
მართვის
წარმატებული
მაგალითები.
გარკვეული
რეგულაციები არის, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ გადარჩეს
დეგრადირების გზაზე არსებული საძოვრები. კარგი იქნება, თუ ქონების
მართვის სააგენტოსგან იქნება მხარდაჭერა, რომ პრივატიზაციის დროს,
ერთ-ერთ
ვალდებულებად
ჩაიდოს
ქარსაფარი
ზოლების
გაშენება
თანადაფინანსებით.
ასევე, აზრი გამოთქვეს: სოზარ სუბარმა, რომელმაც ისაუბრა ქარსაფარი
ზოლების მნიშვნელობაზე, გატყევებული მიწის ფართობებზე, რომელთა
დარეგისტრირება ძნელია. სახელმწიფომ იქნებ იფიქროს ამ პრობლემის
გადაჭრაზე. ასევე, საძოვრებთან დაკავშირებით სამწლიანი იჯარა
მოქმედებს, მაგრამ ზოგიერთი ფერმერისთვის ეს ვადა ძალიან ცოტაა.მისი
მოსაზრებით, ხომ არ ჯობს პროგრამის მოდიფიცირება მოხდეს, რომ სადაც
ადამიანი სერიოზულ ინვესტიციას ჩადებს, მათთვის იყოს განსხვავებული
პირობები. რაზეც გიორგი მიშელაძემ განმარტა, რომ იჯარის ვადა
პროგრამის ფარგლებში იყო კანონმდებლობის შემუშავების და მიღების
წინაპირობა. არაუმეტეს 10 წლის ვადით შეიძლება იყოს გაცემული.
კანონის მიღების შემდეგ პროგრამა გაუქმდება და კანონი დაარეგულირებს
იჯარით მართვის პროცესს. საძოვრების გატყევების საკითხზე
მიმდინარეობს მუშაობა, სატყეო დეპარტამენტის მხრიდან არის მზაობა,
რომ ეს პროცესები უფრო დაიხვეწოს. ცნობიერების ამაღლება უნდა
მოხდეს ფერმერებში, რომ ქარსაფარი ზოლი ხარჯი კი არა, სიკეთის
მომცემია.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - სსიპ მიწის მდგრადი მართვისა
და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ
გაწეული საქმიანობის შესახებ.
V მოისმინეს:
გიორგი კაკაურიძის ინფორმაცია - „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის, საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
თანდართული
მასალების,
დოკუმენტის - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 20242027 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენების „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
12
მიმდინარეობის შესახებ“. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტი მომზადებულია
საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და
განისაზღვრება 2024 წლის განმავლობაში მისაღები შემოსულობებისა და
გასაწევი გადასახდელების მაჩვენებლები.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია
კონსერვატიული
მიდგომით
მაკროეკონომიკური
და
პარამეტრები:
გათვალისწინებულია
რეალური
შემდეგი
ეკონომიკური
ზრდა
დაგეგმილია 5,2%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში
რეალური
ეკონომიკური
დეფლატორის
პროგნოზი
ზრდის
პროგნოზი
3%-ს
შეადგენს
5%-ს
და
შეადგენს;
იგივე
მშპ-ის
მაჩვენებელია
შენარჩუნებულია მომდევნო წლებშიც; საშუალო ინფლაციის პროგნოზი
მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია და 2,8%-ს შეადგენს; ნომინალური
მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 85,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო
ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 600
დოლარს აჭარბებს. 2027 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური
მთლიანი შიდა პროდუქტის 3 ზრდა 108,0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ
მოსახლეზე გადაანგარიშებით 10 900 დოლარს გადააჭარბებს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2024 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს:
სოციალური
მიმართულებით
ჯანდაცვისა
და
სოციალური
დაცვის
პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია
870,0 მლნ ლარზე მეტით: განათლების მიმართულებით, განათლების და
მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 470,0 მლნ ლარზე
მეტით, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით: თავდაცვის,
შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება
იზრდება
240
მლნ
ლარამდე,
სოფლის
მეურნეობის
პროგრამების
დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 560,0 მლნ ლარზე მეტი; გარემოს
დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 180,0 მლნ ლარამდე;
2022
წელს
საჯარო
მოხელეთა
ანაზღაურების
მარეგულირებელ
კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2024
წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა
ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.
მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის
შემოსულობების
ჯამური
მაჩვენებელი
წინა
წლის
დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით
გაზრდილია 1 967,4 მლნ ლარით და განისაზღვრება 23 881,7 მლნ ლარის
ოდენობით. სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა შეადგენს 24
161,2 მლნ ლარს.
13
ამ ეტაპზე წარმოდგენილია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის
პირველადი ვერსია. კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება საქართველოს
პარლამენტის
კომიტეტებში.
წარმომადგენლებთან
საქართველოს
საქართველოს
შემდგომი
პარლამენტის
მუშობის
მიერ
და
სამინისტროების
განხილვების
შემუშავებული
შედეგად,
რეკომენდაციების
შესაბამისად, მომზადდება კანონპროექტის განახლებული ვერსია, რომელიც
წარედგინება საქართველოს პარლამენტს შემდგომი განხილვისთვის.
მომხსენებელმა,
ასევე,
ისაუბრა
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული თანდართული მასალების თაობაზე - „ქვეყნის
ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებზე 2024-2027 წლებისათვის“. ასევე,
კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით
გათვალისწინებული პროგრამების, ღონისძიებების და მათ ფარგლებში
გამოყოფილი ასიგნებების განმკარგავი საბიუჯეტო ორგანიზაციების შესახებ
და ისაუბრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული
პროგრამების მოსალოდნელ შედეგებსა და ინდიკატორებზე.
რაც შეეხება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,
დაფინანსება შეადგენს 685.0 მლნ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში
გათვალისწინებულია: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის
განვითარების პროგრამა - 22.0; სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და
ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა - 62.1 მლნ ლარი; მევენახეობამეღვინეობის განვითარება - 69.4 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის დარგში
სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების განხორციელება - 6.43 მლნ ლარი;
ერთიანი აგროპროექტი - 327.0 მლნ ლარი. მათ შორის: შეღავათიანი
აგროკრედიტები - 200.0 მლნ ლარი; აგროდაზღვევა - 12.0 მლნ ლარი;
დანერგე მომავალი - 30.0 მლნ ლარი; აგროსექტორის განვითარების
ხელშეწყობა - 15.0 მლნ ლარამდე; სამელიორაციო სისტემების
მოდერნიზაცია - 84.4 მლნ ლარი; კვების პროდუქტების, ცხოველთა და
მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკა - 6.5 მლნ ლარი; მიწის მდგრადი
მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა 5.0 მლნ ლარი.
აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს:
1. ნინო წილოსანი: რომელიც დაინტერესდა რამდენიმე საკითხით: ქალების
საპილოტე პროგრამასთან დაკავშირებით - 3 მუნიციპალიტეტი დაემატა.
ჩანს, რომ ძალიან წარმატებულია და დიდი ინტერესია მის მიმართ.
ბიუჯეტი გაზრდილია და 400000-ის ნაცვლად, მომავალი წლის ბიუჯეტში
1 მილიონია გაწერილი, თუმცა მისი რეკომენდაცია იქნება, ეს თანხა
14
გაიზარდოს და არა მხოლოდ სათბურების მიმართულებით, არამედ
პროგრამის
შემადგენელი.
შინაარსის
გაფართოვება
უნდა
იყოს
აუცილებელი
შემდეგი
რეკომენდაცია
შეეხება
ქარსაფარ
ზოლებს.
დეტალურად იყოს გავლილი სამინისტროსთან და მიწის სააგენტოსთან, რა
თანხას საჭიროებენ, რომ 2024 წლის ბოლოს დაასრულონ ინვენტარიზაცია.
იყო დონორებისგან დახმარების იმედი, ისინი დიდწილად ფინანსთა
სამინისტროს ეკონტაქტებიან და შემდეგ ხდება ამ თანხების გადანაწილება.
კარგი იქნება, თუ იქნება გათვლისწინებული, რომ ქარსაფარი ზოლების
ინვენტარიზაცია, აღდგენა - პრიორიტეტულია. კომიტეტის თავმჯდომარემ
ისაუბრა ბიოწარმოების პროგრამაზე, კომიტეტის ფარგლებში დამუშავდა
ეს თემა და რეკომენდაციებიც გაიცა. ნახევარი მილიონი იყო გამოყოფილი
და სრულად ხდება ათვისება. მომავალი წლის ბიუჯეტშიც იგივე თანხაა
გაწერილი. კარგი ათვისების ხარისხია, საინტერესო მიმართულებაა და
ექნება
რეკომენდაცია
გაზრდასთან
ბიოწარმოების
დაკავშირებით.
ასევე,
პროგრამის
მწვანე
დაფინანსების
სტიპენდიის
პროგრამა,
რომელიც პოპულარიზაციას უწევს არაპოპულარულ პროფესიებს გარემოს
დაცვის მიმართულებით. სასურველი იქნება, ის დეფიციტი, რაც არის
აგრარულ
სექტორში,
მიმართულებით.
დაემატოს
ბოლოს
ნინო
და
გაფართოვდეს
წილოსანი
პროგრამა
დაინტერესდა
ამ
სოფლის
მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დაფინანსების თემით,
რომელიც 10%-ით იზრდება, მისი რეკომენდაცია იქნება, რომ ქვეყანას არ
გააჩნია გენბანკის ერთიანი სივრცე და კარგი იქნება აღნიშნულ საკითხზე
მუშაობის დაწყება და ამ მიმართულებით თანხის ზრდა.
ასევე, აზრი გამოთქვა: სოზარ სუბარმა, რომელმაც განაცხადა, რომ კარგი
იქნება მეტი ძალისხმევა და ყურადღება დაეთმოს ბიოწარმოების საკითხს,
ასევე საინეტესოა, როგორია აგრარულ სექტორში ექსპორტ-იმპორტის
შეფარდება.
გიორგი კაკაურიძემ: რომელმაც გააკეთა განმარტებები და განაცხადა, რომ
მიმართულებებზე დამატებით თანხების გამოყოფის თაობაზე, უმჯობესია,
სამუშაო რეჟიმში გაგრძელდეს მსჯელობა. მან აღნიშნა, რომ ვერ
დაპირდება, ყველა მიმართულებით თანხები აუცილებლად იქნება
გაზრდილი, შეხედავენ, რომელი უფრო პრიორიტეტია, ნაწილი თანხებისა
გაზრდილია 2023 წელთან შედარებით, თუმცა კიდევ არის სურვილი და
საჭიროება. ქარსაფარზე სამინისტროსთან გაიმართა შეხვედრები, არის
დამატებით საჭიროება, თუმცა საგრანტო რესურსის გამოყენებაა
მიზანშეწონილი. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას კომიტეტთან ერთად კიდევ
განიხილავენ. ბიოწარმოებაზე განაცხადა, რომ კარგია მისი განვითარება,
თუმცა საბოლოოდ მაღალფასიანი პროდუქტია, ბიომწარმოებელი მეტ
15
მოგებას მიიღებს. სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული დახმარება შეიძლება
იყოს საჭირო იმ კუთხით, რომ ფერმერები სწორ გზას დაადგნენ, თუმცა ამ
მიმართულებას, საბოლოო ჯამში, სუბსიდირება არ უნდა ჭირდებოდეს.
თენგიზ ნასარიძე: რომელმაც გააკეთა განმარტებები დასმულ საკითხებთან
მიმართებაში. მან ქალების პროგრამაზე განაცხადა, რომ დაემატა 3
მუნიციპალიტეტი სათბურების მიმართულებით. დაინტერესება დიდია,
მამაკაცების მხრიდანაც და უნდა მოიფიქრონ რაიმე კომბინირებული.
რაღაც კუთხით მიეცემათ უპირატესობა ქალებს, მაგრამ შესაძლებლობა
უნდა გაუჩნდეთ სხვებსაც. პროგრამებში ცდილობენ წამახალისებელი
მექანიზმები ჩასვან და ყველასთვის შესაძლებელი იყოს სარგებლობა.
ნინო წილოსანი: რომელმაც პროგრამების სტატისტიკურ მონაცემებზე
ისაუბრა და განაცხადა, რომ მათში ქალების მონაწილეობა არ აღწევს 20%-ს.
როდესაც საუბარია, რატომ უნდა გაკეთდეს სპეციალური პროგრამა
ქალებისათვის, სხვა პროგრამებში ქალები ვერ იღებენ მონაწილეობას რიგი
წინააღმდეგობების გამო. 327 მლნ-დან 1 მლნ-ია გამოყოფილი
ქალებისათვის. ქალები კი მოსახლეობის 50%-ია და გულდასაწყვეტია, რომ
1 მლნ-ზე მიდის საუბარი, უნდა იყოს, თუ არა. რატომ ვერ მუშაობს
სოფლის მეურნეობაში კვოტები, ეს გამოკვლეულია და მან გამოხატა
მზაობა, სამინისტროს ახალ თანმშრომლებს შეხვდეს და გაესაუბროს
აღნიშნულ თემებზე, ქალებს აქვთ სპეციფიკა, არ ფლობენ მიწის ნაკვეთებს.
პროგრამების ძირითადი ნაწილის წინაპირობაა მიწის ნაკვეთების ფლობა,
ქალებს არ აქვთ თანადაფინანსების პროგრამებში მონაწილეობის
საშუალება. მისი წინადადებაა, რომ ქალების სპეციალიზებული პროგრამა
ამ მიმართულებით გაფართოვდეს. პარლამენტმა მხარი დაუჭირა
ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციას. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება,
ქალები უნდა გაძლიერდნენ თუ არა ქვეყანაში, როგორ უნდა გაძლიერდეს
და რატომ ვერ ხდება ეს, მოკვლეული აქვთ.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
(თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტის - „ქვეყნის ძირითადი
მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ და საქართველოს
მთავრობის მოხსენების - „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
16
შესრულების მიმდინარეობის შესახებ“
დაბრუნებას გადამუშავებისათვის.
საქართველოს
მთავრობაში
(კომიტეტის შენიშვნები და რეკომენდაციები ოქმს თან
სხდომის თავმჯდომარე:
ნინო წილოსანი
შემსრულებელი:
ირმა ქიტიაშვილი
17