საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილ „ბინების ფასების დამარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების შესახებ“ (№1-9550/23; 30.06.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-16353/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-10-11
კომიტეტის სხდომის ნომერი 30

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 10/10/23, 5:44 PM დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა თარიღი 11 ოქტომბერი 2023 11:00 2023 წლის 11 ოქტომბერი, 11:00 საათი ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი; დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (07-2/322; 29.09.2023); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკურიძე; პასუხისმგებელი: ა. შალუტაშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ელგუჯა გოცირიძის, ისკო დასენის, ირაკლი კირცხალიას, ირმა ზავრადაშვილის, გელა სამხარაულის, ანტონ ობოლაშვილისა და ბეჟან წაქაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/338; 14.06.2023); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი; პასუხისმგებელი: ა. შალუტაშვილი, გ. ესაკია, მ. მეტრეველი; 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ირმა ზავრადაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანისა და ბაია კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო https://parliament.ge/print/announcement/2453?local=true 1/5 საქართველოს პარლამენტი 10/10/23, 5:44 PM კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასრულწლოვანთა ცვლილების შეტანის შესახებ“, „დანაშაულის მართლმსაჯულების პრევენციის, კოდექსში არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავდაცვის ძალების რეზერვისა საქართველოს კანონში განვითარების შესახებ“ და ცვლილების სამხედრო შეტანის საქართველოს სარეზერვო თაობაზე“, კანონში სამსახურის რეგიონების „მაღალმთიანი ცვლილების შესახებ“ შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის საქართველოს შესახებ“, კანონში „სპეციალური ცვლილების შეტანის საგამოძიებო თაობაზე“, სამსახურის შესახებ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანულის კანონების პროექტებს - „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის პარლამენტის კოდექსი“ რეგლამენტის ცვლილების პროექტი შეტანის „საქართველოს შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/357; 27.09.2023); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მიხეილ სარჯველაძე; პასუხისმგებელი: ე. ჭეიშვილი; 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/305; 28.06.2023); https://parliament.ge/print/announcement/2453?local=true 2/5 საქართველოს პარლამენტი 10/10/23, 5:44 PM მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია; პასუხისმგებელი: გ. ესაკია, ე. ჭეიშვილი; 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ‘‘ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მოქალაქეობის „საქართველოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/299; 14.06.2023); მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია; პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი; 6. საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, ვახტანგ მეგრელიშვილის, იაგო ხვიჩიასა და ჰერმან საბოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/255; 12.10.2022); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ალექსანდრე რაქვიაშვილი; პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე; https://parliament.ge/print/announcement/2453?local=true 3/5 საქართველოს პარლამენტი 10/10/23, 5:44 PM 7. საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე რაქვიაშვილის, ჰერმან საბოსა და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/257; 17.10.2022) (I მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ალექსანდრე რაქვიაშვილი; პასუხისმგებელი: ა. შალუტაშვილი; 8. საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/310; 12.04.2023); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან გოცირიძე; პასუხისმგებელი: ა. შალუტაშვილი; 9. საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილისა და ზურაბ ღლონტის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დედაქალაქის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის აკრძალვის შესახებ (1-6949/23; 16.05.2023); პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი; 10. საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ბინების ფასების დამარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების შესახებ (1-9550/23; 30.06.2023); პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი; 11. საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სამშენებლო ომბუდსმენის შესახებ“ (111168/23; 14.08.2023); პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი; 12. საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-9857/23; 07.07.2023); პასუხისმგებელი: გ. სირაძე; 13. საქართველოს წარმოდგენილი მოქალაქეების საკანონმდებლო შალვა ხაჭაპურიძისა წინადადება და ზურაბ „პროდუქტის ვანიშვილის მიერ უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის https://parliament.ge/print/announcement/2453?local=true 4/5 10/10/23, 5:44 PM საქართველოს პარლამენტი პროექტთან დაკავშირებით (1-9951/23; 10.07.2023); პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე. https://parliament.ge/print/announcement/2453?local=true 5/5
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სხდომის ოქმი N30 ქ. თბილისი 11 ოქტომბერი, 2023 წელი სხდომის თავმჯდომარე: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომის მდივანი: მაია ბერძენიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გელა მიქაძე, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, რომან გოცირიძე (ხატია დეკანოიძის უფლებამონაცვლე), ირაკლი კირცხალია, ხათუნა სამნიძე, გელა სამხარაული, სულხან სიბაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე (სულ 13 წევრი). მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე; საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი - მიხეილ სარჯველაძე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია; ილია ღუდუშაური - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; საქართველოს პარლამენტის წევრი - ალექსანდრე რაქვიაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან გოცირიძე. მოწვეული სტუმრები: ირინა ჭელიძე (ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის პრეზიდენტი); ილონა კოკიაშვილი (ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი); ლევან გოგიბერიძე (ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი); გიორგი აბაშიძე (ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია); სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, წარმომადგენლები. პარლამენტის წევრები, ორგანიზაციებისა და აპარატის მასმედიის 1 სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი დღის წესრიგიდან ამოღებულ იქნა მე-5 საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ‘‘ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/299; 14.06.2023). აღნიშნული ცვლილებით და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი; დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№07-2/322; 29.09.2023). მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე 2 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ელგუჯა გოცირიძის, ისკო დასენის, ირაკლი კირცხალიას, ირმა ზავრადაშვილის, გელა სამხარაულის, ანტონ ობოლაშვილისა და ბეჟან წაქაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/338; 14.06.2023). მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ირმა ზავრადაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანისა და ბაია კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანულის კანონების პროექტებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის 3 კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/357; 27.09.2023). მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/305; 28.06.2023). მომხსენებელი: თამარ გაბუნია 5. საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, ვახტანგ მეგრელიშვილის, იაგო ხვიჩიასა და ჰერმან საბოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/255; 12.10.2022). მომხსენებელი: ალექსანდრე რაქვიაშვილი 6. საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე რაქვიაშვილის, ჰერმან საბოსა და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/257; 17.10.2022). (I მოსმენისთვის). მომხსენებელი: ალექსანდრე რაქვიაშვილი 7. საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№07-3/310; 12.04.2023). მომხსენებელი: რომან გოცირიძე 8. საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილისა და ზურაბ ღლონტის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დედაქალაქის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის აკრძალვის შესახებ (№1-6949/23; 16.05.2023). 9. საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ბინების ფასების დამარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების შესახებ (№1- 9550/23; 30.06.2023). 4 10. საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სამშენებლო ომბუდსმენის შესახებ“ (№1-11168/23; 14.08.2023). 11. საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-9857/23; 07.07.2023). 12. საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-9951/23; 10.07.2023). მოისმინეს: 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე; დოკუმენტზე - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე - „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. მომხსენებელმა 2024 წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,2%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეადგენს 5%-ს. მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შეადგენს 3%-ს. საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია და შეადგენს 2,8%ს. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 85,4 მლრდ ლარის ოდენობით, რომელიც 2027 წლისთვის გაიზრდება 108,0 მლრდ ლარამდე. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 21,2 მლრდ ლარის ოდენობით. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება მშპ-ს 2,5%-მდე, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი ჩამოდის მშპ-ს 38,2%-მდე. ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 27,8 მლრდ ლარს, საიდანაც 24,2 მლრდ ლარი არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო დანარჩენი მუნიციპალური და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტი. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ 2024 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს: 5      სოციალური მიმართულებით - ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსების გაზრდას 870,0 მლნ ლარზე მეტით, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერთა პენსიისა და სოციალური დახმარების ზრდას; განათლების განათლების და მეცნიერების მიმართულებით - დაფინანსების გაზრდას 470,0 მლნ ლარზე მეტით; კულტურისა და სპორტის მიმართულებით - დაფინანსებას 860,0 მლნ ლარზე მეტით; თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით - დაფინანსება იზრდება 240 მლნ ლარით; ინფრასტრუქტურის მიმართულებით - დაფინანსებას 6,0 მილიარდ ლარზე მეტით. მათ შორის: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე - 1,7 მილიარდ ლარზე მეტი; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის - 1,9 მილიარდ ლარზე მეტი; წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე 500,0 მლნ ლარზე მეტი; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე - 700,0 მლნ ლარზე მეტი; ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე - 170,0 მლნ ლარზე მეტი. ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ 2024 წლის განახლებული პროგნოზით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 21 242,4 მლნ ლარს. რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლების პროგნოზს გადასახადების სახეების მიხედვით საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 705,3 მლნ ლარით; მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 063,0 მლნ ლარით; დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 9 121,4 მლნ ლარით; აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 365,1 მლნ ლარის ოდენობით; ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 650,0 მლნ ლარს; სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 176,2 მლნ ლარით. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 1 967,4 მლნ ლარით და განისაზღვრება 23 881,7 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის შემოსავლებმა შეადგინა - 19 883,9 მლნ ლარი, საიდანაც საგადასახადო შემოსავლებია 18 322,9 მლნ ლარი. სხვა შემოსავლების პროგნოზი 2023 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 250.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 300,0 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებელი განისაზღვრება 261,0 მლნ ლარის ოდენობით. არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) სახით მისაღები თანხების გეგმა შეადგენს 200.0 მლნ ლარს; 6 ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი განისაზღვრა 300.0 მლნ ლარის ოდენობით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრები განისაზღვრა 3 497,8 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის: საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მისაღები სახსრები შეადგენს 1 500.0 მლნ ლარს, საინვესტიციო კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს 1 547.8 მლნ ლარს და საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს 450,0 მლნ ლარს. ამავდროულად ბიუჯეტი ითვალისწინებს ვალის დაფარვას 1 423,4 მლნ ლარის ოდენობით. მომხსენებელმა სახელწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ასიგნებების მოცულობა შეადგენს 24 161,2 მლნ ლარს, საიდანაც,        საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 7 735,0 მლნ ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 876.6 მლნ ლარით, ხოლო 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტთან შედარებით 626,6 მლნ ლარით. ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია: მოსახლეობის სოციალური დაცვა - 5 580,6 მლნ ლარი, მათ შორის საპენსიო უზრუნველყოფა და სახელმწიფო კომპენსაციები - 3 900,0 მლნ ლარი. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა - 1 597.3 მლნ ლარი, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება -1 030,0 მლნ ლარი. იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა - 245,5 მლნ ლარი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 340,0 მლნ ლარით. კერძოდ, სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 527,0 მლნ ლარი; პროფესიული განათლება - 98,0 მლნ ლარი; უმაღლესი განათლება 162,4 მლნ ლარი; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 78,2 მლნ ლარი; ინკლუზიური განათლება - 56,2 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურის განვითარება 326,4 მლნ ლარი. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 460,0 მლნ ლარით. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 350.9 მლნ ლარით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 685.0 მლნ ლარს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 646,0 მლნ ლარი, მათ შორის: მეწარმეობის განვითარება 304,9 მლნ ლარი, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა - 33,5 მლნ ლარი, საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება - 77,1 მლნ ლარი, ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია - 120,0 მლნ ლარი. 7     თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 370,0 მლნ ლარი, საიდანაც თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და მისი შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330,0 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 210,0 მლნ ლარი. სტატისტიკის სამსახურისთვის გათვალისწინებულია - 24 მლნ ლარი, ხოლო კონკურენციის სააგენტოსთვის - 5 მლნ ლარი. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი განისაზღვრა - 400.0 მლნ ლარი; მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არის პირველადი ვარიანტი, რომელშიც განხილვის დროს დაზუსტდება ფისკალური რესურსები, გადანაწილდება მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე და მიმდინარე წლის ნოემბრის შუა რიცხვებისთვის წარმოდგენილი იქნება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დეკემბერში განიხილავს. აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა, ბეჟან წაქაძემ, ხათუნა სამნიძემ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. მოისმინეს: 2. საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ელგუჯა გოცირიძის, ისკო დასენის, ირაკლი კირცხალიას, ირმა ზავრადაშვილის, გელა სამხარაულის, ანტონ ობოლაშვილისა და ბეჟან წაქაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად დადგინდება საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ისარგებლებენ აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე პირები, რასაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამახალისებელი ეფექტი ექნება შესაბამის საქმიანობაში ჩართული პირებისათვის. 8 მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის პირვანდელმა ვარიანტმა ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გარკვეული ცვლილებები განიცადა, კერძოდ:  მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისათვის, რომლებიც წარმოადგენენ აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სუბიექტებს, დგინდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის უფრო მაღალი ზღვარი, კერძოდ წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 700 000-ლარის ოდენობით (ნაცვლად ზოგადად მცირე ბიზნესისათვის დადგენილი 500 000ლარიანი ზღვარისა).  აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სუბიექტებისათვის მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმდება იმ შემთხევაში თუ მათი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბებს 700 000 ლარს.  მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის და აგროტურიზმის საქმიანობის სუბიექტისათვის 700 000 - ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე. გამომდინარე იქიდან, რომ „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში გათვალისწინებულია მთავრობის ვალდებულება 2024 წლის პირველ ივნისამდე დაამტკიცოს „აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპები, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მინიჭების/გაუქმება წესი და პროცედურები“, მიზანშეწონილია კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის 1 ივლისი. აღნიშნული საგადასახადო შეღავათის დადებითი ეფექტი აისახება აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის მომსახურების ფასებზე და ხარისხზე, რაც დადებით გავლენას იქონიებს ტურიზმის კუთხით ქვეყნის ცნობადობის დონის გაუმჯობესებაზე. აზრი გამოთქვეს: რომან გოცირიძემ, ხათუნა სამნიძემ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და ცვლილებების გათვალისწინებით მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. 9 მოისმინეს: 3. საქართველოს პარლამენტის წევრის - მიხეილ სარჯველაძის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ირმა ზავრადაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანისა და ბაია კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანულის კანონების პროექტებს - „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. 10 მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების სახეებს ემატება ახალი ღონისძიება - გადაადგილების შეზღუდვა. კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების სახეების არსებობის ობიექტური აუცილებლობით და კანონმდებლობაში პატიმრობის, როგორც ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ქმედითი ალტერნატივის გაჩენის მიზანშეწონილობით. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტით განისაზღვრება აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების რამოდენიმე სახე. კერძოდ,  ნიშნავს ბრალდებულისთვის პროკურორის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის, გარკვეული ადგილის, მათ შორის, კონკრეტული ადმინისტრაციული საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის, დატოვების ან მასში შესვლის აკრძალვას.  ბრალდებულის მიმართ გადაადგილების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დღე-ღამის განმავლობაში (24 საათიანი შეზღუდვა) ან დღე-ღამის გარკვეულ პერიოდში.  კანონპროექტით ხდება დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება მიახლოების აკრძალვის აღკვეთის ღონისძიების დამატებით ღონისძიებად გათვალისწინება. აღნიშნული ცვლილებით ამ ღონისძიების გამოყენება შესაძლებელი იქნება იმ პირის მიმართ, რომლის მკაცრი იზოლაცია პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებით აუცილებელი არ არის აღკვეთის ღონისძიების მიზნების მისაღწევად. გადაადგილების შეზღუდვა არ გამოიყენება დანაშაულისთვის ბრალდებული პირის მიმართ. განსაკუთრებით მძიმე დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) შერჩევის შემთხვევაში, დაკავების ვადა ჩაითვლება ამ აღკვეთის ღონისძიების ვადაში, როგორც ეს პატიმრობის დროსაა გათვალისწინებული. თავის მხრივ, ასეთი გადაადგილების შეზღუდვის ვადა ითვლება პატიმრობის საერთო ვადაში და თავისუფლების აღკვეთის ვადაში. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის დამატება გამოიწვევს პატიმრობის და საპატიმრო გირაოს გამოყენების შემთხვევების შემცირებას. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების ამოქმედება შემოთავაზებულია 2024 წლის 1 იანვრიდან, თუმცა შეიძლება მოხდეს აღნიშნული თარიღის კორექტირება, ვინაიდან აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის აღსრულებისთვის აუცილებელია ადამიანური, ფინანსური, ინფრასტრუქტურული და სხვა 11 რესურსების მობილიზება, გადამზადება და სხვა. სხვადასხვა მიმართულებებით სპეციალისტების მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის წინასწარი უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული თანხის დაზღვევის საჭიროება, რაც მოითხოვს კანონქვემდებარე დონეზე დარეგულირებას. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. მოისმინეს: 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომლის მთავარი არსი არის ახალი მექანიზმის გათვალისწინება წამლების შესყიდვის პროცესში და რომელიც უცხოურ ლიტერატურაში ცნობილია Managed Entry Agreement MEA სახელწოდებით, რაც ნიშნავს მართული შესვლის შეთანხმებას. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება შეეხება განმარტების დამატებას. კერძოდ, ფარმაცევტული პროდუქტის თაობაზე მართული შესვლის შეთანხმება (შემდგომში - მართული შესვლის შეთანხმება) გულისხმობს ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით, სპეციალური პირობებით შესყიდვის (დაფარვის/ანაზღაურების) ფორმას, რომელიც ითვალისწინებს ინოვაციური მედიკამენტების ეფექტიანობასთან, დანერგვასთან დაკავშირებული რისკების 12 შემცირებას, კლინიკური გამოსავლების ბიუჯეტზე გავლენის შეზღუდვას. (შედეგების) გაუმჯობესებას და/ან მართული შესვლის შეთანხმებით ფარმაცევტული პროდუქტის მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებულად გაიზარდა მართული შესვლის შეთანხმებების რაოდენობა. ამ პრაქტიკას აქტიურად იყენებს ევროკავშირი (EU) და აშშ (Medicare & Medicaid პროგრამის ფარგლებში). ვინაიდან პატენტით დაცული ძვირადღირებული ორიგინალური ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვისთვის რეფერენტული ფასწარმოქმნა არარელევანტურია, ქვეყნები, ასეთი შესყიდვის დროს, მართული შესვლის შეთანხმების (Managed Entry Agreement, MEA) მექანიზმს იყენებენ. ფარმაცევტული პროდუქტის თაობაზე მართული შესვლის შეთანხმება სახელმწიფოს მხრიდან ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების კიდევ ერთი ფორმაა, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვის ინოვაციურ ინსტრუმენტს და იძლევა ძვირადღირებული ტექნოლოგიების დასაფინანსებლად დივერსიფიცირებული მიდგომების შესაძლებლობას. მწარმოებელსა და შემსყიდველს შორის, პირდაპირი მოლაპარაკების დროს კომპლექსურად განიხილება ფინანსური და კლინიკური საკითხები, რაც ერთი მხრივ ტოვებს ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის კონკურენციის სივრცეს და მეორე მხრივ იძლევა ჯანდაცვის სისტემის ფინანსური მდგრადობის შესაძლებლობას. მართული შესვლის შეთანხმების გზით ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასის სახელმწიფო რეგულირების ვალდებულება და შესაბამისად მისი გათავისუფლება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პროცედურებიდან გამომდინარეობს ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2022 წელს გაფორმებული სასესხო შეთანხმებიდან (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა), რომლის თანახმადაც, მსესხებელს, შესაბამისი ავტორიზებული პირის საშუალებით, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან გაფორმებული უნდა ჰქონდეს მართული შესვლის შეთანხმება საქართველოში შემოსულ ერთი წყაროს მედიკამენტების 50%-ზე წლიურად. ვალდებულება გულისხმობს მსესხებლის ფარმაცევტული პოლიტიკის იმგვარად განსაზღვრას, რომ შესაძლებელი გახდეს მართული შესვლის შეთანხმების მექანიზმის დანერგვა, რათა უზრუნველყოფილ იყოს ინოვაციურ (ახალ ორიგინალურ) მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და მისი ეფექტიანობის გაზრდა. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რაც გამომდინარეობს მართული შესვლის შეთანხმების ბუნებიდან, რომელიც სცდება ამ კანონის პრინციპებს. კანონპროექტის 13 მიზანია ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო შესყიდვის კანონიდან საგამონაკლისო ნორმის დადგენა, ვინაიდან თავისი არსით მართული შესვლის შეთანხმება განსხვავდება სახელმწიფო შესყიდვის პრინციპებისგან, ფორმდება პირდაპირი მოლაპარაკების გზით შესყიდვის სპეციალური პირობებით და წარმოადგენს კონფიდენციალურ შეთანხმებას. შეთანხმების პირობების კონფიდენციალურობა გამომდინარეობს მწარმოებლის კომერციული ინტერესიდან, არ გამჟღავნდეს მის მიერ სხვადასხვა ქვეყნისთვის ერთსა და იმავე ფარმაცევტულ პროდუქტზე შეთავაზებული ოფიციალურ ფასზე დაბალი ფასი. კანონპროექტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფარმაცევტული პროდუქტის თაობაზე მართული შესვლის შეთანხმებებით განხორციელებულ ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვაზე. აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, გიორგი აბაშიძემ, ილონა კოკიაშვილმა, რომან გოცირიძემ, ირინა ჭელიძემ, ლევან გოგიბერიძემ, ილია ღუდუშაურმა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტები და რეკომენდაციის გათვალისწინებით მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. მოისმინეს: 5. საქართველოს პარლამენტის წევრი - ალექსანდრე რაქვიაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, ვახტანგ მეგრელიშვილის, იაგო ხვიჩიასა და ჰერმან საბოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტი და აღნიშნა, რომ 2010 წლის სექტემბერში, საქართველოს რეზიდენტების შემოსავლებზე დაწესდა ზღვრები რომლითაც განისაზღვრა ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების წარმოშობის პირობები. კერძოდ, 40 000 და 100 000 ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები ექვემდებარებოდნენ სხვადასხვა განაკვეთით გადასახადის გადახდას. 13 წლის განმავლობაში გაიზარდა 14 ინფლაცია, ხელფასები და ფასები. თუ მაშინ აღნიშნული გადასახადი ეხებოდა მცირე რაოდენობის გადამხდელებს, ამ ეტაპზე 40000 და 100000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ბევრი ფიზიკური პირია, თუმცა მათი რეალური შემოსავალი ინფლაციის გამო არ გაზრდილა. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს დაწესებული ზღვრების რეალურ მაჩვენებელთან დაბრუნებას. კერძოდ, 40000 ლარიანი ზღვარის გაზრდას 70 000 ლარამდე, ხოლო 100 000 ლარიანი ზღვარის - 175 000 ლარამდე. კანონპროექტის თანახმად, ზუსტად იგივე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები დაიბეგრებიან, როგორი შემოსავლებიც იყო 2010 წელს. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების ზღვარი 40 000 დან 70 000 ლარამდე იზრდება, შესაბამისად შემცირდება ქონების გადასახადით დასაბეგრ პირთა ოდენობა, რაც შეამცირებს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. ქონების გადასახადის განაკვეთით, რომელიც შეადგენს არანაკლებ 0.8 პროცენტის და არა უმეტეს 1 პროცენტისა, დაიბეგრებიან 175 000 ლარის ან მეტის დასაბეგრი შემოსავლის მქონე რეზიდენტი ფიზიკური პირები, ნაცვლად დღეს მოქმედი 100 000 ლარიანი ზღვრისა, ეს კი განაპირობებს გადასახადის გადამხდელთა ნაწილის უფრო დაბალი საგადასახადო განაკვეთით დაბეგვრის ჯგუფში გადასვლას. შესაბამისად ამ ნაწილშიც შემცირდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. 2019, 2020, 2021 წლებში, ფიზიკურ პირთა ქონებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები საშუალოდ შეადგენს 32 მილიონ ლარს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ თანხის ნახევარი სწორედ ზემოთხსენებული საშემოსავლო ზღვრების შედეგად არის მიღებული და ასევე თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ 40 000 დან 70 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ამ ნახევარი თანხის 30% რიცხავენ ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით, მაშინ მხოლოდ 40 000-იანი ზღვარის 70 000-მდე ცვლილებით ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტს მოაკლდება 4.8 მილიონი ლარი. თუ გაკეთდება დაშვება რომ 100 000 - დან 175 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადის სახით ბიუჯეტში რიცხავენ ასევე 4.8 მილიონ ლარს, მაშინ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტს მოაკლდება დამატებით 4.5 მილიონი ლარი. ჯამში ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტს დააკლდება დაახლოებით 9.3 მილიონი ლარი. აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა, რომან გოცირიძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მიზანშეუწონლად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. 15 მოისმინეს: 6. საქართველოს პარლამენტის წევრი - ალექსანდრე რაქვიაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე რაქვიაშვილის, ჰერმან საბოსა და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ადრე დაუწესდა დროებითი საბიუჯეტო დაფინანსება. გავიდა რამოდენიმე წელი და ამ თანხაც ასტრონომიულად გაიზარდა, ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტზე დამოკიდებული. მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 110 მლნ ლარზე მეტი, რაც 1,5 ჯერ მეტია, ვიდრე ყველა ტელევიზიის ჯამური შემოსავალი და გაურკვეველია სად იხარჯება ეს თანხები. შემოთავაზებული ცვლილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი განისაზღვრება ისე, როგორც ზოგადად სსიპ-ებისა და ა(ა)იპ ების ბიუჯეტი, განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულების მიხედვით და არა მაკროპარამეტრების გათვალისწინებით დასაგეგმი წლის წინა წლისათვის განსაზღვრული მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა. წინა წლების ინფორმაციასა და მომავალი წლების პროგნოზებზე დაყრდნობით, მთლიანი შიდა პროდუქტი ხასიათდება მზარდი ტენდენციით, რაც კანონის არსებული რედაქციის მიხედვით გულისხმობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიც იქნება მზარდი. წარმოდგენილი კანონპროექტით კი მომავალ წლებში შესაძლებელი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების იგივე დონეზე შენარჩუნება ან კლება, ან ზრდა, ეს იქნება დამოკიდებული მთავრობის გადაწყვეტილებაზე. აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მიზანშეუწონლად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. 16 მოისმინეს: 7. საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან გოცირიძის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსებას და აღნიშნა, რომ 2013 - 2024 წლებში დაიხარჯა 1 მლრდ ლარი. კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების წესში ცვლილებების შეტანა. კერძოდ, ინიციატივის თანახმად, იცვლება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის მეხუთე პუნქტი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება დღეისათვის შეადგენს წინა წლის მშპ-ს 0.14%-ს და შედეგად, მაუწყებლობისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსება იქნება არანაკლებ დასაგეგმი წლის წინა წლისათვის განსაზღვრული დაფინანსებისა, რომლის შემცირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს წინასწარი თანხმობით. აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მიზანშეუწონლად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. მოისმინეს: 8. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილისა და ზურაბ ღლონტის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე დედაქალაქის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის აკრძალვის შესახებ. 17 საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის აკრძალვა დედაქალაქის ტერიტორიაზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის „ქ. თბილისის განაშენიანების პროცესის მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში“, მოყვანილია დასაბუთებული არგუმენტები იმის შესახებ, რომ 2018 წლიდან განხორციელებული ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა და გაუმჯობესდა სამშენებლო კანონმდებლობა. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. მოისმინეს: 9. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ბინების ფასების დამარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების შესახებ აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. 18 მოისმინეს: 10. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სამშენებლო ომბუდსმენის შესახებ“ აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. მოისმინეს: 11. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. 19 მოისმინეს: 12. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. დავით სონღულაშვილი მაია ბერძენიშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 20