„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-23
ბიუროს ნომერი 297
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
თავდაცვის
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 12/10/2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.05.001.021033) შეტანილ
იქნეს ცვლილება და 180-ე მუხლის:
1. პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2024 წლის 1 იანვრამდე:
ა)
ამ
კოდექსითა
და
შესაბამისი
სამართლებრივი
აქტებით
განსაზღვრული
უფლებამოსილებები, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ
ღონისძიებებს,
წვევამდელთა ეროვნულ
სამხედრო
სამსახურს
(გაწვევის
ორგანიზებას,
გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), სამობილიზაციო
სარეზერვო
სამხედრო
სამსახურს
(ჩარიცხვას,
გამოძახებას,
გაწვევას,
გაწვევისგან
გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), განახორციელოს მუნიციპალიტეტის მერმა/ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელმა, მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა
სტრუქტურულმა
ერთეულმა/ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
რაიონის
გამგეობის
სტრუქტურულმა ერთეულმა, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით
გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით, (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა) განახორციელოს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის
აჟარის
მუნიციპალიტეტიდან
იძულებით
გადაადგილებულ
პირებთან
დაკავშირებით აჟარის მუნიციპალიტეტმა;
ბ) შესაბამისმა უწყებამ/ორგანომ/სასწავლებელმა/დამსაქმებელმა ამ კოდექსითა და
შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებები, რომლებიც
უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა
ეროვნულ სამხედრო სამსახურს (გაწვევის ორგანიზებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას
ან გაწვევის გადავადებას), სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურს (ჩარიცხვას,
გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), განახორციელოს
მუნიციპალიტეტის
მერთან/ქალაქ
გამგებელთან/მუნიციპალიტეტის
მერიაში
თბილისის
შექმნილ
მუნიციპალიტეტის
სტრუქტურულ
რაიონის
ერთეულთან/ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულთან ან/და
სამინისტროსთან მიმართებით, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით
გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით, (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა) განახორციელოს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მიმართებით, ხოლო
აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული
პირებთან დაკავშირებით, აჟარის მუნიციპალიტეტთან მიმართებით.“.
2. მე-10 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონის პროექტის მიღება მიზნად ისახავს, სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული
სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან
დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფას ცენტრალიზებულად,
ერთიან სისტემაში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის პროექტის მიღების აუცილებლობა უკავშირდება სამხედრო აღრიცხვას და მასთან
დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის (გაწვევა
გამოძახება, გაწვევისგან გათავისუფლება ან გაწვევის გადავადება), სამობილიზაციო სარეზერვო
სამხედრო სამსახურის (ჩარიცხვა, გამოძახება, გაწვევა, გაწვევისგან გათავისუფლება ან გაწვევის
გადავადება) ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების ცენტრალიზებულად, ერთიან
სისტემაში განხორციელების უზრუნველყოფას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ცვლილების შედეგად 2024 წლის 1 იანვრიდან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა
ეროვნულ სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის
ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან
იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებით, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში,
განხორციელდება ცენტრალიზებულად, ერთიან სისტემაში, საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის თავდაცვის კოდექსის 180-ე მუხლში და გამომდინარეობს
ამავე კოდექსით გათვალისწინებული ახალი სამართლებრივ რეგულაციებიდან. კერძოდ, 2024
წლის 1 იანვრიდან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანას განახორციელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირი, რომელიც იქმნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამასთანავე, 2024 წლის 1
იანვრიდან აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირი განახორციელებს წვევამდელთა
ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებასა და გაწვევას, ასევე სამობილიზაციო
სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებასა და გაწვევას. შესაბამისად, 180-ე
მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2024 წლის 1 იანვრამდე ზემოაღნიშნული
უფლებამოსილებები, განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერთან/ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის
რაიონის
გამგებელთან,
მუნიციპალიტეტის
მერიაში
შექმნილი
სტრუქტურულ ერთეულთან/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის
სტრუქტურულ ერთეულთან მიმართებაში. თავდაცვის კოდექსის 180-ე მუხლის მე-10 ნაწილის
მიხედვით,
აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე
საქართველოს
იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით
გადაადგილებულ პირებთან მიმართებით, ზემოაღნიშნული ღონისძიებები (გარდა აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული
პირებისა) უნდა განახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ხოლო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით
გადაადგილებული პირებთან მიმართებით აჟარის მუნიციპალიტეტმა. აღსანიშნავია, რომ
სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო
სარეზერვო სამხედრო სამსახურის ეფექტურად ორგანიზება, მიზანშეწონილია განხორციელდეს
ცენტრალიზებულად, ერთიან სისტემაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, თავდაცვის კოდექსის
პროექტის განხილვის პარალელურად, მიმდინარეობდა კონსულტაციები, როგორც აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
აჟარის მუნიციპალიტეტთან. შედეგად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ 2024 წლის 1
იანვრიდან სამხედრო აღრიცხვა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებები, წვევამდელთა
ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება, გამოძახება, გაწვევა, გაწვევისგან
გათავისუფლება ან გაწვევის გადავადება, ასევე, სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო
სამსახურში ჩარიცხვა, გამოძახება, გაწვევა, გაწვევისგან გათავისუფლება ან გაწვევის გადავადება
განხორციელდეს
ცენტრალიზებულად.
ყოველივე
ზემოღნიშნულიდან
გამომდინარე,
ახლებურად ყალიბდება თავდაცვის კოდექსი 180-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტები სადაც მუნიციპალიტეტებთან ერთად ემატება აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის
მთავრობა,
ასევე
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
აჟარის
მუნიციპალიტეტი, ხოლო მე-10 ნაწილი ამოღებული იქნება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მისი ამოქმედების განსხვავებულ თარიღს, რადგანაც
კანონის პროექტით გათვალისწინებულმა საკითხმა სამართლებრივი ურთიერთობა უნდა
დაარეგულიროს 2024 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, კანონის პროექტი მიზანშეწონილია
ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, კანონის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის
მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის მიღება საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას, ვინაიდან, თავდაცვის
კოდექსით გათვალისწინებული ახალი სამართლებრივ რეგულაციებიდან გამომდინარე, 2024
წლის 1 იანვრიდან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანა წვევამდელთა ეროვნული
სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება და გაწვევა, ასევე სამობილიზაციო სარეზერვო
სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება და გაწვევა განხორციელდეს ცენტრალიზებულად,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის მიერ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, 2024 წლის პირველი იანვრიდან პირის სამხედრო აღრიცხვა,
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო
სამსახურში პირის გამოძახება/გაწვვა უნდა განახორციელოს საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს სისტემაში დაფუძნებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა. ამ მიზნით,
თავდაცვის კოდექსის 57-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს
მთავრობის დადგენილებით დაფუძნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი. აღნიშნული
სსიპ-სთვის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული იქნება
დაახლოებით 20 მილიონი ლარი, შესაბამისად სსიპ-ის ბიუჯეტით გათვალისწინებული იქნება
მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ხარჯები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში გაუქმდება
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საშტატო ნუსხა (2 საშტატო ერთეული) და
აღნიშნული სამსახურისთვის გამოყოფილი თანამდებობრივი სარგოები. აჟარის
(ზემო
აფხაზეთის) მუნიციპალიტეტისთვის „ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და ამაღლების
ხელშესაწყობად“ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერია
(ორგ. კოდი: 01.01.03)- 38,500 ლარი, საიდანაც დაწესებულების პირველადი სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელის (სამსახურის უფროსი) თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1815
ლარს, ხოლო პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - 1210 ლარს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ამ სახით მიზნობრივი ტრანსფერი
დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი არ ყოფილა. სამხედრო
აღრიცხვასა და გაწვევასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული
ასიგნებების ფარგლებში. მათ შორის, შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი ხარჯები
2023 წლისთვის შეადგენს 238178 ლარს, ხოლო სხვა ხარჯებისთვის - 4973.75 ლარს.
ზემოაღნიშნულ ფუნქციებს ახორციელებს აფხაზთის ავტონომიური რესპუბლიკის
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების
წვევამდელთა აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურების მიერ, რომლებშიც
ჯამში დასაქმებულია 12 მოსამსახურე. რეფორმის შემდგომ აღნიშნული სამსახურები
გაუქმდება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო
სარეზერვო
სამხედრო
სამსახურის
ორგანიზებასთან
დაკავშირებული
ფუნქციების
განხორციელების მიზნით, აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამის
სამსახურში და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში დასაქმებულ თანამშრომლებს, 14
მოსამსახურე (აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამსახური - 12 და
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი -2), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სისტემაში ამ მიზნით შექმნილ სსიპ-ში დასაქმების შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ იგივე შრომის
ანაზღაურების პირობები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების
შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა
მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ
დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გოგი
მეშველიანი, რატი იონათამიშვილი, გია ბენაშვილი, ხატია წილოსანი, ალექსანდრე
დალაქიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, რესან კონცელიძე;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი,
გოგი მეშველიანი, რატი იონათამიშვილი, გია ბენაშვილი, ხატია წილოსანი, ალექსანდრე
დალაქიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, რესან კონცელიძე;