მინისტრის საათი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის გამოსვლა.

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.10.2023
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე
ნომერი
#1-13864/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 3 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის წერილობითი მოხსენება

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2023-11-02

📜 ტექსტი

წერილი
26 ოქტომბერი 2023 MRDI N 01/2204 საქართველოს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 153-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2023 წლის 3 ნოემბერს დაგეგმილ მინისტრის საათის ფარგლებში, დანართის სახით წარმოგიდგენთ წერილობით მოხსენებას. დანართი: 8 (რვა) ფურცელი. პატივისცემით, ირაკლი ქარსელაძე მინისტრი
ანგარიში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2022 წლის ანგარიში 2022 წელს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებულია 3 080.4 ლარი, რაც 566.85 მილიონი ლარით ანუ 23%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2022 წელს, ბიუჯეტის შესრულებამ შეადგინა 103.5%. მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება, რისთვისაც 2022 წელს მიმდინარეობდა 7,4 მილიარდამდე ლარის 287 პროექტი, საიდანაც დასრულდა 120 პროექტი. 2022 წელს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 192 კმ-ზე. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის, მიმართულებებზე, რომლის კახეთის ფარგლებშიც, და სამხრეთ-ჩრდილოეთის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-ქობულეთის 15 კმ-იან მონაკვეთზე, 2023 წელს კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნება რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან მონაკვეთზე. გრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის საერაშორისო მაგისტრალის 108 კმ-ის მშენებლობა (ოსიაური-ჩუმათელეთი, ჩუმათელეთი-ხევი, ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი, შორაპანიარგვეთა, სამტრედია-გრიგოლეთი (ლოტი I, III), გრიგოლეთი-ქობულეთი, ბათუმის შემოვლითი), რომლის ძირითადი მონაკვეთების დასრულება 2024 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. სამუშაოები მიმდინარეობდა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობის პროექტზეც. სადაც დღეის მდგომარეობით 9 კმ-იანი გვირაბის 7,7 კმ უკვე გაჭრილია. 2022 წელს აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. შედეგად, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩაქროსნულ მაგისტრალზე, 2023 წელს პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთის დასრულებაა დაგეგმილი. 2023 წელს დაიწყო საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაც. 1 საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობდა 912 კმ გზაზე. აქედან, სამუშაოები დასრულდა 570 კმ-ზე. 2023 წელს მიმდინარეობს 1 022 კმ გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. 2022 წელს დასრულდა 38 ხიდის რეაბილიტაცია-მშენებლობა, 14 სტიქიის ლიკვიდაცია-პრევენციის და 23 ნაპირსამაგრის მოწყობის პროექტი. დასრულებული ნაპირსამაგრი პროექტების საერთო სიგრძე 11 კმ-ია. საერთო ჯამში, 2022 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობდა 16.5 კმ-ზე. 2022 წელს გაგრძელდა რეგიონების დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ბაღდათი-აბასთუმანის, ლენტეხი-მესტიის, ხულო-ზარზმის გზების რეაბილიტაცია-მშენებლობა. 2022 წელს, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლობაგრატაშენის გამშვებ პუნქტებზე, მდინარე დებედაზე, ახალი 4 ზოლიანი, 160 მეტრი სიგრძის, ეგრეთ წოდებული მეგობრობის ხიდის მშენებლობა დასრულდა. დაგეგმილი პროექტების განხორციელების შედეგად, 2022 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტი 105%-ით შეასრულა, რომლის ფაქტობრივმა შესრულებამ 1 მილიარდ 955.8 მილიონი შეადგინა. 109%-ით არის შესრულებული დეპარტამენტის მიმდინარე წლის სამი კვარტლის ბიუჯეტიც. წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები 2022 წელს ქვეყნის 200-ზე მეტ მდებარეობაში მიმდინარეობდა. ამავე წელს პროექტები დასრულდა ქვეყნის 38 მდებარეობაში, რის შედეგადაც, 140 000-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე უზრუნველყოფილია რომელთაგან 40 სტანდარტების ათასს შესაბამისი ბენეფიციარს 24 არასდროს საათიანი ჰქონია წყალმომარაგებით, წვდომა 24 საათიან ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე. წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების განვითარებისათვის პროექტები 2023 წელსაც გრძელდება. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 3 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები, მათ შორის, ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: ხაშური, ფოთი, მარნეული, ბოლნისი, ლანხუთი, ოზურგეთი და ა.შ. წყალმომარაგების ეტაპობრივი გაუმჯობესების მიზნით, პარალელურად, გაგრძელდება და დაიწყება ახალი პროექტები დაბებში, 2 სოფლებსა და კურორტებში. შედეგად, 2025 წლის ბოლოსთვის „გაერთიანებული წყალმომარაგების დაფარვის კომპანიის“ არეალში არსებული ქალაქების სრულ მოსახლეობას ექნება წვდომა 24 საათიან, სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე. 2022 წელს სახელმწიფოს მიერ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“ გამოყოფილი ფინანსური რესურსის ოდენობამ 445.5 მილიონი ლარი შეადგინა, რომელიც კომპანიამ 101%-ით შეასრულა. კომპანიის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი 2023 წელს 520 მილიონ ლარია. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 2022 წელს მიმდინარეობდა 79 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საიდანაც დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 57 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო დანარჩენი სკოლების დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად - 2023-2025 წლებში. 2022 წელს მიმდინარეობდა 30 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები, საიდანაც უკვე დასრულდა 10 ბაღის მშენებლობა. ამასთან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2023 წელს დაიწყო საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის ახალი პროგრამა, რომლის პირველი ეტაპით გათვალისწინებული ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 184 ბაღზე, ხოლო დანარჩენ ბაღებთან მიმართებაში, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. 2022 წელს მიმდინარეობდა სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის: ქუთაისის ოლიმპიური აუზის, რუსთავის, ახალციხის, ზუგდიდის და სოფელ არხილოსკალოს სპორტული კომპლექსების მშენებლობა, ქალაქ მარნეულში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, ბოლნისში და წნორში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა. საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ,,სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, 2022 წელს დაიწყო და 2023 წელს დაასრულა თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში სტადიონებისა და საწვრთნელი ბაზების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობა. 3 ჩემპიონატისათვის, საერთო ჯამში, 11 სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2021 წელს დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით და უწყებების აქტიური მონაწილეობით შერჩეულ მდებარეობებზე, მიმდინარეობდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებულია და გრძელდება პროგრამის მომდევნო ეტაპით გათვალისწინებული პროექტების განვითარება. პროგრამის ფარგლებში:  რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო 100-მდე პარკი და სკვერი;  რეაბილიტირებული და ახალი რეკრეაციული ზონების საერთო ფართობი 40 ჰა-ზე მეტია;  რეაბილიტაცია ჩაუტარდა 730-ზე მეტ შენობას, აქედან, 40-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია;  700-მდე შენობის რეაბილიტაცია ჩატარდა ენერგოეფექტური კომპონენტის გათვალისწინებით;  აშენდა 1 კმ-იანი ბულვარი ქობულეთში;  სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა აბაშის რკინიგზის სადგურს;  პროექტების ფარგლებში, მოეწყო სრულიად ახალი საინჟინრო ქსელები;  რეკრეაციული სივრცების სარწყავი სისტემებით უზრუნველყოფისათის, ჯამში, 165,000 კვმ-ზე მოეწყო სანიაღვრე და საირიგაციო სისტემები;  მოწესრიგდა 112 000 კვმ ტროტუარი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით, გრძელდება ურბანული განახლების პროექტები დუშეთში, აბასთუმანში, ველისციხეში, ჯუთა-როშკა-არხოტიშატილი-თუშეთში. 2022 წელს განხორციელებული პროექტების შედეგად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო ბიუჯეტი 101%-ით შეასრულა, რომლის ფაქტობრივმა შესრულებამ 630.4 მილიონი შეადგინა. ფონდის 2023 წლის სამი კვარტლის ბიუჯეტის შესრულება კი, 104%-ია. 4 2022 წელს აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები არასახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით, რის შედეგადაც დაიხურა წნორის არსებული ძველი ნაგავსაყრელი და მიმდინარეობს რუსთავისა და თიანეთის არსებული ნაგავსაყრელის დახურვის პროცედურები. ამ ეტაპზე, 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან, დახურულია 25. დასრულდა 16 არსებული ძველი ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს 11-ის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები. გრძელდება მუშაობა 6 ახალი რეგიონული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ცენტრის მშენებლობისათვის, რომლის პარალელურად, ეტაპობრივად დაიხურება არსებული ძველი ნაგავსაყრელი. მიმდინარე წელს დაგეგმილია ხელშეკრულებების გაფორმება 2 ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ცენტრის მშენებლობისთვის. ახალ ობიექტებზე, გარემოსდაცვითი კუთხით, გამოყენებული იქნება მაღალტექნოლოგიური, მათ შორის, ნაჟური წყლის გამწმენდი „რევერსული ოსმოსის“ სისტემა, რაც უზრუნველყოფს გარემოს დაცვის თვალსაზრისით ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ობიექტები მოემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს. ასევე, 2022-2023 წლების განმავლობაში, კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს, ლანჩხუთსა და ქობულეთს გადაეცათ 110 ერთეული თანამედროვე სპეციალური ტექნიკა და 12,000-ზე მეტი ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერი. გაწეული საქმიანობის შედეგად, „მყარი ნარჩენების კომპანიამ“ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 100%-ით შეასრულა, რომლის ფაქტობრივმა შესრულებამ 30.7 მილიონი შეადგინა. კომპანიის 2023 წლის სამი კვარტლის ბიუჯეტი 102%-ით არის შესრულებული. ზემოთ აღნიშნული შედეგების მიუხედავად, პროექტების განხორციელების პროცესში, არსებობს სხვადასხვა ფაქტორით განპრობებული გამოწვევბი, რომელიც უკავშირდება საინჟირო-გეოლოგიურ, ტექნიკურ მიზეზებს, თუ კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. თუმცა, სამინისტრო და მისი საქვეუწყებო დაწესებულებები მიმართავენ მაქსიმალურ ძალისხმევას ამ გამოწვევების შესაბამისი გადაწყვეტებითა და ობიექტურ დროში დასაძლევად. 5 დეცენტრალიზაციის 5 წლიანი სტრატეგიის ფარგლებში, სამინისტრო აგრძელებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებას. შედეგად, სამოქმედო გეგმით 2022 წლისთვის გათვალისწინებული ყველა აქტივობა და ინდიკატორი სრულად იქნა შესრულებული. 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში, მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების მოკლე ჩამონათვალი ასეთია:  ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში დაინერგა ინფორმაციული ნაკადების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემა, რომელიც მოიცავს 18 მოდულს (მაგალითად,: სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვა, ინტერაქტიული რუკა, პარკირების მართვა, დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ელექტრონული კანცელარია, ონლაინ განცხადებები და სხვა);  მუნიციპალიტეტების განვითარების დაგეგმვის უზრუნველსაყოფად, დამტკიცებულია განვითარების დაგეგმვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, რომლის მიზანიც მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული პოლიტიკის დოკუმენტების სწორად და ჰომოგენური პრინციპით შემუშავებაა. სახელმძღვანელო თანხვედრაშია ცენტრალურ დონეზე არსებულ პოლიტიკის დაგეგმვის სტანდარტებთან, მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებში განვითარების დაგეგმვის დოკუმენტების მომზადება ზემოაღნიშნული სახელმძღვანელოს მიხედვით;  საქართველოს პარლამენტის მიერ, მიმდინარე წელს, მიღებულია საქართველოს მთავრობის მიერ ცვლილებების ინიცირებული თაობაზე“, რომელიც კანონპროექტი „საბიუჯეტო ითვალისწინებს სახელმწიფო კოდექსში ქონების განკარგვიდან მიღებული შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტებში გადასაცემი წილის გაზრდას;  გასულ და მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში გადაეცათ 1800-ზე მეტი ერთეული ქონება;  შემუშავდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პროფესიული განვითარების კონცეფცია და განახლდა პროფესიული განვითარების საჭიროების ანალიზისა და პროფესიული განვითარების გეგმის შედგენის მეთოდოლოგია; 6  დღეისათვის, სხვადასხვა მიმართულებით, გადამზადებულია ადგილობრივი თვითმმართველობის 3300-ზე მეტი საჯარო მოხელე. როგორც მოგეხსენებათ, ფისკალური დეცენტრალიზაციის ფარგლებში, 2019 წლიდან მიმდინარე დღგ-ს განაწილების სისტემაზე გადასვლის შედეგად, რეფორმის პირველივე წელს (2019 წელი) მუნიციპალიტეტებმა მიიღეს 100 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდია, ხოლო ბოლო წლებში, მაგალითად, 2022 წელს - მუნციპალიტეტებმა მიიღეს 1.4 მილიარდ ლარზე მეტი, რაც 2018 წელთან შედარებით 603 მილიონზე მეტი ლარით და დაახლოებით 74%-ით მეტია; 2023 წლის ბოლოსათვის, მოსალოდნელია, რომ მუნიციპალიტეტებისათვის ხელმისაწვდომი იყოს დაახლოებით 1.6 მილიარდი ლარი, რაც 2018 წელთან მიმართებაში, დაახლოებით, 783 მილიონი ლარით ანუ 96%-ით მეტი იქნება. სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, აგრძელებს მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერას. დღეისათვის, მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს 263 ათასზე მეტი ადამიანი და 500 საწარმო. კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებზე 2022 წელს მიიმართა დაახლოებით 107.2 მილიონი ლარი. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, 2022 წელს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, გამოყოფილი იქნა 16.1 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც, 32 მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 49 პროექტი, მათ შორის: საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გზის რეაბილიტაცია, წყალმომარაგების პროექტი, ნაპირსამაგრი ღონისძიებების პროექტი და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტი. რეგიონული პოლიტიკის დაგეგმა-განხორციელების ფარგლებში, ვაგრძელებთ ევროკავშირის კარგი პრაქტიკისა განვითარებას, რისთვისაც ვმუშაობთ:  ევროკავშირის პოლიტიკის განვითარების ერთ-ერთი პლატფორმის - „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ (Smart Specialization/S3) ეტაპობრივი დაგეგმვისა და შემდგომი განხორციელებისათვის იმერეთში, როგორც საპილოტე რეგიონში; 7  ევროპული ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურა სტატისტიკისთვის (NUTS) კლასიფიკაციის სისტემასთან ეტაპობრივ დაახლოებაზე. მოეცმულ ეტაპზე, ამ მიმართულებით გადადგმულია აქტიური ქმედითი ნაბიჯები;  ევროკავშირის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს 2020-2022 წლების ინტეგრირებული რეგიონული განვითარების საპილოტე პროგრამის (PIRDP) განხორციელება. პროგრამის ფარგლებში, ოთხ საპილოტე რეგიონში (იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი) დაფინანსდა ურბანული, ადგილობრივი ინტეგრირებული და ტურიზმის განვითარების მიმართულების, 160 მილიონი ლარის ღირებულების, 147 ინფრასტრუქტურული პროექტი. საპილოტე რეგიონებში, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისათვის, სამმა სახელმწიფო პროგრამამ და სააგენტომ, ჯამში, 38,5 მილიონ ლარზე მეტის დაფინანსება გასცა მიკრო, მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოებზე. პროგრამის ფარგლებში, გაიცა დაფინანსება 424 ბენეფიციარზე. აღნიშნული პროგრამების გაღრმავებისა და გაფართოებისათვის, მუშაობა გრძელდება 2023 წელსაც. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2022 წელს დასრულებული და მიმდინარე პროექტების შედეგებზე კიდევ უფრო მასშტაბური იქნება 2023 წელს გაწეული საქმიანობის შედეგები. აღნიშნლის წინაპირობა სამინისტროს მიერ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მაჩვენებელია, რამაც 108.5% შეადგინა. შესაბამისად, სამინისტრომ, მიმდინარე წლის 9 თვეში, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას 2 323.3 მლნ ლარი უკვე მოახმარე, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 225.2 მილიონი ლარით მეტია და სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 8