საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 3 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის წერილობითი მოხსენება
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 3 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის წერილობითი მოხსენება
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 3 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის წერილობითი მოხსენება (ეს პროექტი) მოხსენება
- მინისტრის საათი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის გამოსვლა. მოხსენება
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-10-30
კომიტეტის სხდომის ნომერი 34
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2497?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 3
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
თარიღი
30 ოქტომბერი 2023 10:00
2023 წლის 30 ოქტომბერი, 10:00 საათი
ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად, საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის
კომიტეტის სხდომაზე დასწრება;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ზაზა ლომინაძის,
გენრიეტა წიწავას, ვლადიმერ კახაძის, რამინა ბერაძის, ალუდა ღუდუშაურის, მერაბ
ქვარაიას,
ბაია
ჩანქსელიანის,
კვიციანის,
ანტონ
რატი
იონათამიშვილის,
ობოლაშვილისა
და
მარიამ
ეკა
ლაშხის
სეფაშვილის,
მიერ
გოდერძი
საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საავტორო და
მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
(07-3/359; 04.10.2023);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მიხეილ სარჯველაძე;
პასუხისმგებელი: ე. ჭეიშვილი;
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან
წაქაძის, ისკო დასენის, ირაკლი კირცხალიას, ანტონ ობოლაშვილის, ირმა ზავრადაშვილის
და ელგუჯა გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში
10/30/2023, 10:49 AM
https://parliament.ge/print/announcement/2497?local=true
საქართველოს პარლამენტი
2 of 3
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
საქართველოს
შეტანის
კანონში
თაობაზე“,
ცვლილების
„სახელმწიფო
შეტანის
შესყიდვების
შესახებ“
„საქართველოს
თაობაზე“,
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მომხმარებლის უფლებების
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ვაჭრობაში
ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტს
-
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
-
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/364; 11.10.2023) (I
მოსმენისთვის)
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი;
პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე, ე. ჭეიშვილი;
4.
საქართველოს
პარლამენტის
წევრების
ლევან
იოსელიანისა
და
ალექსანდრე
ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/171;
23.02.2022);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ალექსანდრე ელისაშვილი;
პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე;
5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/315; 13.09.2023) (I მოსმენისთვის);
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე - ნინო ენუქიძე;
პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე;
6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
პროექტები:
„ფინანსურ
კონგლომერატში
შემავალი
რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“, „კომერციული
10/30/2023, 10:49 AM
https://parliament.ge/print/announcement/2497?local=true
საქართველოს პარლამენტი
3 of 3
ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საინვესტიციო
ფონდების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი - „საქართველოს ეროვნული
ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(07-2/312; 18.08.2023);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი
კაკაურიძე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - მირზა გელაშვილი;
პასუხისმგებელი: გ. ესაკია, ე. ჭეიშვილი;
7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს
კანონების პროექტები: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
საქართველოს
სისტემის
თაობაზე“,
„მიკრობანკების
საქმიანობის
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„დეპოზიტების
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
კანონში
შესახებ“
„სააღსრულებო
შეტანის
წარმოებათა
შესახებ“
საქართველოს
კანონში
შესახებ“
დაზღვევის
თაობაზე“
ცვლილების
და
შეტანის
თაობაზე“ (07-2/304; 28.06.2023)
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი
კაკაურიძე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - მირზა გელაშვილი;
პასუხისმგებელი: გ. ესაკია, ა. შალუტაშვილი.
10/30/2023, 10:49 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი
სხდომის ოქმი N34
ქ. თბილისი
30 ოქტომბერი, 2023 წელი
სხდომის თავმჯდომარე: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომის მდივანი:
მაია ბერძენიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები:
ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გელა მიქაძე, ელგუჯა
გოცირიძე, ისკო დასენი, ხატია დეკანოიძე, ირაკლი კირცხალია, თეონა
აქუბარდია (ხათუნა სამნიძის უფლებამონაცვლე), გელა სამხარაული, ვასილ
ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე (სულ 12 წევრი).
მომხსენებელი:
საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე; საქართველოს პარლამენტის
წევრი - მიხეილ სარჯველაძე; საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით
სონღულაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი - ალექსანდრე ელისაშვილი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - მირზა
გელაშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე - გურამ გურამიშვილი
მოწვეული სტუმრები: ანა მაღლაკელიძე - საქართველოს ეროვნული ბანკი; მაკა
ჭანტურიძე - საქართველოს ეროვნული ბანკი;
თათია ბერეკაშვილი საქართველოს ეროვნული ბანკი; ნიკოლოზ გვენეტაძე - სსიპ სახმელეთო
ტრანსპორტის სააგენტო;
სხდომას
ესწრებოდნენ
საქართველოს
თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების,
წარმომადგენლები.
პარლამენტის
წევრები,
ორგანიზაციებისა
და
აპარატის
მასმედიის
სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და
უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი.
ხმათა
1
დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის,
ირაკლი ქარსელაძის კომიტეტის სხდომაზე დასწრება.
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ზაზა ლომინაძის,
გენრიეტა წიწავას, ვლადიმერ კახაძის, რამინა ბერაძის, ალუდა ღუდუშაურის,
მერაბ ქვარაიას, ბაია კვიციანის, რატი იონათამიშვილის, ეკა სეფაშვილის, გოდერძი
ჩანქსელიანის, ანტონ ობოლაშვილისა და მარიამ ლაშხის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები:
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„დოკუმენტის
სავალდებულო
ეგზემპლარის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/359; 04.10.2023).
მომხსენებელი:
მიხეილ სარჯველაძე
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის,
ბეჟან წაქაძის, ისკო დასენის, ირაკლი კირცხალიას, ანტონ ობოლაშვილის, ირმა
ზავრადაშვილის და ელგუჯა გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „კონკურენციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული
კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„მომხმარებლის
უფლებების
დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ვაჭრობაში
ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტს
„საქართველოს
ეროვნული
ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი - „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/364; 11.10.2023). (I
მოსმენისთვის)
მომხსენებელი:
დავით სონღულაშვილი
2
4. საქართველოს პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანისა და ალექსანდრე
ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (№07-3/171; 23.02.2022).
მომხსენებელი: ალექსანდრე ელისაშვილი
5. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/315;
13.09.2023). (I მოსმენისთვის)
მომხსენებელი: ნინო ენუქიძე
6. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ფინანსურ კონგლომერატში
შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“,
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„ფასიანი
ქაღალდების
ბაზრის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაზღვევის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტი
„საქართველოს
ეროვნული
ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№072/312; 18.08.2023).
მომხსენებელი:
მირზა გელაშვილი
7. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და საქართველოს კანონების პროექტები: „კომერციული ბანკების
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
„სააღსრულებო
წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/304;
28.06.2023).
მომხსენებელი:
მირზა გელაშვილი
8. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
პროექტები:
„საავტომობილო
ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
3
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„სალიცენზიო
და
სანებართვო
მოსაკრებლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო
საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/292; 31.05.2023). (I მოსმენისთვის).
მომხსენებელი: გურამ გურამიშვილი
მოისმინეს:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მოხსენება.
სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის განმარტებით, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად, საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრებმა, წერილობით მომართა
კომიტეტს სხდომაზე სავალდებულო წესით საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის - ირაკლი ქარსელაძის
დასწრების შესახებ რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის საკითხის ირგვლივ
დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემასთან დაკავშირებით,
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საკითხები განეკუთვნება საქართველოს
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
მხრიდან საზედამხედველო სფეროს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროოპტიმისტების“ წევრების მიერ
დასმული შეკითხვები კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა ხატია დეკანოიძემ და
რომან გოცირიძემ. კერძოდ,
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალი
დღეისათვის უფრო მძიმე მდგომარეობაშია მისი გამტარუნარიანობის
თვალსაზრისით, ვიდრე სამუშაოების დაწყებამდე. ბოლო რამდენიმე თვეა
რიკოთზე წარმოქმნილი პრობლემების გამო, საავტომობილო მოძრაობა
გრაფიკით ხორციელდება. დღემდე უცნობია, როდისთვის მოიხსნება
გრაფიკით განსაზღვრული საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა
გზატკეცილზე.
რიკოთის გზის სამუშაოების დასრულების თავდაპირველად დაანონსებული
თარიღიდან სამი წელია გასული. აშკარაა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ
ბევრია დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის დასრულება 2024
წლისთვის იგეგმება. ამავდროულად, წარმოქმნილი პრობლემებიდან
4
გამომდინარე, ლოგიკურია, რომ პროექტის დასრულებას დამატებითი
ფინანსური რესურსები დასჭირდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში
არაერთხელ დაფიქსირდა უკვე აშენებული გზების თუ გვირაბების დაზიანება,
რამაც აუცილებელი გახადა ერთი და იგივე სამუშაოების რამდენჯერმე
ჩატარება, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. უნდა
ვივარაუდოთ, რომ პროექტის ღირებულება, მის პირვანდელ ფასთან
შედარებით შეიცვლება. გაურკვეველია, ვინ დაფარავს იმ ხარჯებს, რომლებიც
გამოწვეულია ხელახალი და განმეორებითი ტიპის სამუშაოების ჩატარების
აუცილებლობით.
რიკოთის 51 კილომეტრიან მაგისტრალზე, რომელიც 4 მონაკვეთად არის
დაყოფილი და რომლის სამუშაოებსაც ოთხი ჩინური კომპანია ახორციელებს,
სისტემატიურად იბზარება ბეტონის კონსტრუქციები და ფიქსირდება
აშენებული ნაგებობების ჩამოშლა. უცნობია, რა კონკრეტული კრიტერიუმების
საფუძველზე ხდება მომუშავე პერსონალის დაქირავება და მიღება სამუშაოდ,
რამდენად სწორად ხდება საშენი მასალების ვარგისიანობის შემოწმება და ა.შ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩინურ კომპანიებს, რომლებიც
რიკოთზე ახორციელებენ სამუშაოებს, შელახული აქვთ რეპუტაცია. ეჭვს
იწვევს ის პროექტებიც, რომლებიც შესრულებული იქნა ამ კომპანიების მიერ.
საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელი
ახლად აშენებული ხიდი ჩაინგრა 2023 წლის თებერვლის ბოლოს და დღემდე
მისი აღდგენითი სამუშაოები არც კი დაწყებულა.
მომხსენებელმა - ირაკლი ქარსელაძემ წარმოადგინა ინფორმაცია რიკოთის
მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის მნიშვნელოვან მიმართულებებზე,
რომელიც მოიცავს პასუხებს დასმულ კითხვებზეც.
კერძოდ, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ რიკოთის 52 კმ-იანი არის აღმოსავლეთდასავლეთის საერთაშორისო (E60, E60) მაგისტრალური გზის ყველაზე გამომწვევი
და რთული მონაკვეთი რელიეფისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით. სწორედ
ამ ურთულესი მონაკვეთის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში
მოყვანის, უსაფრთხოების ხარისხისა და გამტარუნარიანობის გაუმჯობესების
მიზნით, გზის განვითარების გეგმაზე სახელმწიფომ მუშაობა რამდენიმე წლის წინ
დაიწყო.
რიკოთის პროექტი დაყოფილია ოთხ მონაკვეთად, კერძოდ, ჩუმათელეთი-ხევი,
ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი და შორაპანი-არგვეთას საგზაო მონაკვეთები. ჯამში,
რიკოთის მონაკვეთზე შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. გვირაბების ჯამური
სიგრძე 33.6 კმ-ია, ხიდებისა კი - 21 კმ-ზე მეტი. მათ შორის, დღეს საქართველოს
ყველაზე გრძელი გვირაბის პარალელურად, მიმდინარეობს ახალი 1800 მეტრიანი
გვირაბის მშენებლობა.
ახლახანს ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა რიკოთის ორ მონაკვეთზე, ანუ
ოთხზოლიანი 27 კმ-იანი ახალი გზა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ
ხევიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპნამდე, რომელიც მოიცავს 65
5
ხიდსა და 38 გვირაბს. ამასთან, ამ მონაკვეთზე (უბისა) არის საქართველოში
ყველაზე გრძელი - 1362 მეტრის ხიდი. ახალ მონაკვეთზე აშენებული გვირაბებიდან
ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე - 1640 მეტრია.
ხევი-შორაპნის მონაკვეთი ყველაზე გამომწვევი მონაკვეთია რელიეფიდან
გამომდინარე, რაზეც ხელოვნური ნაგებობების, კერძოდ გვირაბების და ხიდების
რაოდენობა მეტყველებს. რაც შეეხება სარგებელს, რომელიც მანძილს და დროს
უკავშირდება, აქაც მნიშვნელოვანი შედეგია მიღწეული. სწორედ, ახალი
მაგისტრალური გზის 27 კმ-იანმა მონაკვეთმა 8 კმ-ით შეამცირა ძველი ხევიშორაპნის მონაკვეთი, ხოლო დასაშვები სიჩქარით გავლა, 45 წუთის ნაცვლად 20
წუთში იქნება შესაძლებელი.
ბუნებრივია, ამ პროცესს წინ უძღოდა მოსამზადებელი საპროექტო სამუშაო და
ქვეყანას ამ უპრეცედენტო პროექტის განხორციელებაში, საპროექტო სამუშაოების
ეტაპიდან, გვერდით დაუდგნენ ქვეყნის განვითარების პარტნიორები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.
გარდა იმისა, რომ პროექტირებაში ჩართული იყვნენ ძალიან გამოცდილი
საპროექტო ორგანიზაციები, მათ მიერ მომზადებულ პროექტს აუდიტი ჩაუტარეს
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებელმა სპეციალისტებმა
(ფრანგები, იტალიელები, ავსტრალიელები, ავსტრიელები და სხვა) და მხოლოდ
მათი დასტურის შემდეგ დამტკიცდა რიკოთის პროექტი.
ჯამში, რიკოთის მონაკვეთის მხოლოდ პროექტირებაში ჩართული იყო 140
სპეციალისტი, საიდანაც 56 იყო საერთაშორისო ექსპერტი, ხოლო 84 ადგილობრივი. ამ დიდ გუნდში იმუშავა ყველა შესაძლო სპეციალობისა და დარგის
წარმომადგენელმა: გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრებმა,
გეოლოგებმა, გეოტექნიკოსებმა, ჰიდროლოგებმა, გარემოს დაცვის სპეციალისტებმა,
საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებმა და სხვა.
შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურების,
პოლიტიკისა და წესების დაცვით ჩატარდა პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი წინა
მოსამზადებელი კვლევები, პროექტირება, სამშენებლო ტენდერები და შემდგომ
უკვე მათი ჩართულობითა და ზედამხედველობით მიმდინარეობდა და
მიმდინარეობს სამშენებლო პროცესები.
რიკოთის მაგისტრალის პროექტირების შესასრულებლად კომპანიები გამოვლინდა
მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის პროცედურების დაცვით.
შერჩევის ეტაპში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში აღიარებულმა და ძალიან
ცნობილმა კომპანიებმა და შედეგად, ოთხივე მონაკვეთის პროექტირება
განახორციელეს ამერიკულმა, იტალიურმა, თურქულმა და სამხრეთ კორეულმა
კომპანიებმა. პროექტირებაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართული კომპანიებიც.
იყო ხარისხზე დაფუძნებული, 80/20-ით პრინციპით ჩატარებული პროცედურა,
რომელიც ითვალისწინებს კომპანიის და პროექტისთვის წარმოდგენილი
6
სპეციალისტების ტექნიკური მონაცემების და გამოცდილების შეფასებას. მთლიან
შეფასებაში 80% ენიჭება სწორედ სპეციალისტების კვალიფიკაციას.
რიკოთის გზის პროექტირებისას ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტების,
მასშტაბური საკვლევაძიებო სამუშაოები. როგორც ყველა მასშტაბურ პროექტს,
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობასა და
პროექტირებას, წინ უძღოდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ეს დოკუმენტი
მოიაზრებდა ალტერნატიული მარშრუტების მულტიფუნქციურ შედარებას და მათ
საფუძველზე საუკეთესო ალტერნატივის შერჩევას. ტექნიკურ-ეკონომიკური
დასაბუთება მომზადდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საერთაშორისო
კორეული საკონსულტაციო კომპანიის მიერ. მსოფლიო ბანკი პროცესში აქტიურად
იყო
ჩართული.
ჩატარდა
5
ალტერნატიული
ვარიანტის
მრავალფუნქციური შედარება.
დეტალური
სამშენებლო
პროექტის
ეტაპზე,
52
კმ-იანი
მონაკვეთის
პროექტირებისას, ჩატარდა მასშტაბური და კომპლექსური საველე საკვლევი
სამუშაოები:
ტოპოგრაფიული,
გეოლოგიური,
ჰიდროლოგიური
და
გეომორფოლოგიური. შედგა რელიეფის ციფრული მოდელი, რისთვისაც გაკეთდა
აერო-ფოტოგადაღებები, გადაღება ლიდარის მეშვეობით, სკანირება და 3D
მოდელის შედგენა. პროექტირებისას, შესწავლილი იქნა წყალშემკრები აუზები,
მიწისქვეშა წყლები და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მიღებული იქნა
კონსტრუქციული გადაწყვეტები. საერთაშორისო გამოცდილი კომპანიების მიერ
ჩატარდა დეტალური საპროექტო სამუშაოებიც. ამ კვლევების ჩატარების გარეშე,
არც ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ დააფინანსებდა არც
პროექტირების და არც სამშენებლო სამუშაოებს.
კიდევ უფრო ფართოა მშენებლობის საზედამხედველო გუნდი, რომელიც, ასევე,
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურებით, საერთაშორისო
ტენდერის საფუძველზე შეირჩა. ეს არის პროცედურა, სადაც ეტაპიდან ეტაპზე
გადასვლა მხოლოდ ამ ორგანიზაციების დადასტურების შემდეგ ხდება. მათ შორის,
დასტურდება ხელშეკრულების გაფორმება და სამუშაოს მიღება.
რიკოთის
მონაკვეთის
სამშენებლო
სამუშაოებზე
ზედამხედველობას
ახორციელებენ, რამდენიმე ათეული წლის გამოცდილების მქონე, ასევე ხარისხზე
დაფუძნებული 80/20 პრინციპით შერჩეული საერთაშორისო საზედამხედველო
კომპანიები საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ავსტრალიიდან, კორეიდან. თავად
კომპანიებში მუშაობენ რამდენიმე ათეული წლის გამოცდილების მქონე
საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. მხოლოდ რიკოთის მონაკვეთის
ზედამხედველობაში ჩართულია 146 გამოცდილი სპეციალისტი, მათ შორის, 99
ადგილობრივი
და
47
საერთაშორისო
სპეციალისტი.
სწორედ
მათი
ზედამხედველობის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სამშენებლო
სამუშაოების მონიტორინგის საფუძველზე ვლინდება ხარვეზები და ხდება მათი
გამოსწორება.
7
მომხსენებელმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროცედურაზე აღნიშნა,
რომ საკონსულტაციო, მათ შორის, საპროექტო, საზედამხედველო, თუ სხვა ტიპის
მომსახურების შერჩევისას მათ მკაცრად დადგენილი კრიტერიუმები და
მოთხოვნები გააჩნიათ. აქ ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი სხვა
პროცედურებისგან არის ის, რომ ხდება გუნდის ტექნიკური შეფასება, სადაც
ქულების 80% ენიჭება ტექნიკურ მონაცემებს, ხოლო 20% - ფასს. ამ პრინციპის
დაცვით იქნა შერჩეული პროექტირებაში ჩართული ამერიკული, იტალიური,
თურქული კომპანიები და საზედამხედველო სამხრეთ კორეული, ფრანგული,
თურქული კომპანიები.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტენდერით გამოვლენილი კომპანიების და მათი
სპეციალისტების გარდა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, პროცესში
დამატებით რთავენ დამოუკიდებელ ექსპერტებს. შესაბამისად, მხოლოდ ამ
დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობის შედეგად ხდება მომზადებული
პროექტის სატენდეროდ აღიარება, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის.
მკაცრად დადგენილი პროცედურა არსებობს სამშენებლო სამუშაოების
შესყიდვისთვისაც, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია, თუ ვის აქვს ტენდერში
მონაწილეობის მიღების უფლება და რა ტექნიკურ და ფინანსურ მოთხოვნებს უნდა
აკმაყოფილებდეს.
ასევე,
პროცედურის
მიხედვით,
ხელშეკრულების
ხელმოწერამდე, სავალდებულოა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან
ხელშეკრულების გაფორმებისთვის დონორი ორგანიზაციის, როგორც შუალედური,
ისე საბოლოო დასტური.
სწორედ, ამ პროცედურების და მოთხოვნების ერთობლიობით, ჩატარდა რიკოთის
ოთხივე მონაკვეთზე შესაბამისი ღია სატენდერო პროცედურები, რომლის
შედეგადაც, ძალიან მაღალი კონკურენციის პირობებში, ოთხ მონაკვეთზე შეირჩა
ოთხი სხვადასხვა კომპანია. კომპანიებმა დააკმაყოფილეს აღნიშნული მოთხოვნები
და ამავდროულად წარმოადგინეს უდაბლესი ფასი. რა თქმა უნდა, პროცედურებით
მკაცრად განსაზღვრულია დისკვალიფიკაციის კრიტერიუმებიც, რომლის
მიხედვითაც არცერთ გამარჯვებულ კომპანიასთან მიმართებაში, არ არსებობდა
არცერთი დადგენილი დისკვალიფიკაციის კრიტერიუმი. მათ შორის, თავად
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ შედგენილი სანქცირებული
კომპანიების სიის მიხედვით. შესაბამისად, გამარჯვებული კომპანიების
დისკვალიფიკაციისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სატენდერო
პროცედურების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულება,
რომელიც როგორც კონტრაქტორისათვის, ასევე დამკვეთისთვის ცალსახად
განმარტავს მათ ვალდებულებებს, უფლებებს, სანქციებს და ა.შ.
FIDIC-ს
ხელშეკრულება ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულების სახეობა, რომელიც 1913
წელს ჟენევაში დაფუძნებული და მოქმედი საერთაშორისო ინჟინერთა ასოციაციის
მიერ არის შედგენილი და იგი წარმოადგენს სატენდერო პროცესის განუყოფელ
8
ნაწილს. სწორედ ამ ხელშეკრულებით რეგულირდება
ურთიერთობა კონტრაქტორსა და დამკვეთს შორის.
ყველა
შემდგომი
ამ
ხელშეკრულების
მიხედვით,
განსაზღვრულია
ვალდებულებები
და
კომპეტენციები
საზედამხედველო
კომპანიებისთვისაც,
რომლებიც
უზრუნველყოფენ მშენებლობისა და მასალების ხარისხის, უსაფრთხოების, გარემოს
და მრავალი სხვა მიმართულებების მართვას. სწორედ ამ პროცესების
ერთობლიობების პირობებში ხდება აღნიშნული პროექტების განხორციელება,
რომლის ფარგლებშიც, უწყვეტ რეჟიმში ჩართული არიან საერთაშორისო საფინანსო
ინსტიტუტებიც, როგორც ადგილზე მყოფი სპეციალისტებისა და თანამშრომლების,
ასევე, მათ მიერ ორგანიზებული მისიების მეშვეობით - როგორც ველზე, ისე
პროექტის დოკუმენტური ზედამხედველობით.
რაც შეეხება სამუშაოს მიღებასა და ანაზღაურებას, სწორედ FIDIC-ის
ხელშეკრულების მიხედვით აღიარებულია საზედამხედველო კომპანია, რომლის
კომპეტენცია და ვალდებულებაც არის ყველა სამუშაოს მიღება, დადასტურება და
მხოლოდ ამ პროცესის შემდეგ ხდება ანაზღაურება. დადასტურებული
დოკუმენტაცია
იგზავნება
საავტომობილო
გზების
დეპარტამენტში.
დეპარტამენტის
მიერ
გადამოწმებული
დოკუმენტაცია
მიეწოდება
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს (დონორს), რომელიც თავად ახორცილებს
ანაზღაურების პროცედურებს. შესაბამისად, ყველა ის სამუშაო, რომელიც
გაწეულია და არ არის დადასტურებული ზედამხედველის მიერ, არ ანაზღაურდება,
ვიდრე იგი არ გამოსწორდება. ამ პრინციპების დაცვით ხორციელდება რიკოთის
პროექტი.
მთელი
რიგი
სავალდებულო
ღონისძიებები
განსაზღვრულია
სასესხო
ხელშეკრულებითაც. ამ ნაწილში არსებობს ფინანსური აუდიტის ვალდებულება,
რომელიც ჩატარებულია აბსოლუტურად ყველა მონაკვეთთან მიმართებაში.
ზოგადად, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის აუდიტი
თავიდანვე დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტის განხორციელება დაიწყო
მხოლოდ აუდიტის დადებითი დასკვნის შემდეგ. ამასთან, თავად საავტომობილო
გზების დეპარტამენტი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ
დაფინანსებული ყველა პროექტი, მათ შორის, რიკოთის პროექტიც, ყოველ წელს
გადის ფინანსურ აუდიტს დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიების მიერ.
აუდიტი ტარდება პროექტის განხორციელების სრული პერიოდის განმავლობაში,
რაც ეგზავნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და არის საჯარო.
რიკოთზე გადაადგილების რეჟიმთან დაკავშირებით, რომელიც აპრილიდან
მოქმედებდა, აღინიშნა, რომ 149-ე კილომეტრზე არასდროს განვითარებულა
მეწყერი. არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი იქნა პოტენციური მეწყრის
კერა, რომელი სპეციალისტების მიერ შეფასდა მომეტებულ საფრხედ, გზა
მყისიერად ჩაიკეტა, გატარდა რისკის შემამცირებელი კონკრეტული ღონისძიებები,
კერძოდ - გზის გაფართოვება, დამაგროვებელი ბუფერის გასამმაგება, დამცავი
9
კედლის მოწყობა და სპეციალური რეჟიმის დაწესება. ამ ღონისძიებების
ერთობლიობა და 24 საათიანი მონიტორინგი, მეწყრული პროცესები შესაძლო
განვითარების პირობებში, საშუალებას მოგვცემდა გვქონოდა დაუყოვნებელი
რეაგირება და ნებისმიერი ტიპის საფრთხე ყოფილიყო თავიდან აცილებული.
ბუნებრივია, ამ მონაკვეთზე, რეჟიმის ამოქმედების პარალელურად, დაიწყო
საკვლევაძიებო და შემდეგ უკვე საპროექტო ღონისძიებები. დღეის მდგომარეობით,
პროექტი დასრულებულია და იგეგმება სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება,
რათა გატარდეს საჭირო ღონისძიებები და აღნიშნული
მონაკვეთი იყოს
აბსოლუტურად უსაფრთხო. ამ დროისათვის, დაწესებული რეჟიმი მსუბუქი და
სამგზავრო ავტომობილებისათვის მთლიანად არის მოხსნილი, ხოლო სატვირთო
ავტომობილებისთვის
გაიზარდა
გადაადგილების
პერიოდი.
გარკვეული
ღონისძიებების მიმდინარეობის პარალელურად, ნოემბერში ვგეგმავთ რეჟიმის
მოხსნას სატვირთო ტრანსპორტისთვისაც.
ასევე, უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ფერდის სამუშაოების მიმდინარეობისას,
ჩამოიშალა მიწა კონკრეტულ უბანზე, რამაც დააზიანა დაუსრულებელი ბეტონის
კონსტრუქცია. დაზიანებული კონსტრუქცია 3 თვეზე მეტია რაც სრულად
აღდგენილია კონტრაქტორის ხარჯით ანუ აღდგენის სამუშაოში დამატებითი
ხარჯი სახელმწიფოს არ გაუღია. ასეთივე შემთხვევა იყო ერთ-ერთ მონაკვეთზე
ამოყვანილ სვეტთან მიმართებაში, რომელიც ზედამხედველის შეფასებით ვერ
აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და ინჟინრისვე მოთხოვნის საფუძველზე, მოხდა მისი
დემონტაჟი. ახალი სვეტი, რომელიც შეესაბამება მოთხოვნებს, უკვე აშენებულია
სრულად კონტრაქტორის ხარჯით. შესაბამისად, იმაზე საუბარი რომ ერთი და
იგივე სამუშაო ორჯერ კეთდება და ხარჯიც ორმაგდება, არის სრულიად
უსაფუძვლო.
მომხსენებელმა ხაზგასმით არნიშნა, რომ ნებისმიერი სამუშაოს ანაზღაურება ხდება
მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის და დადასტურების შემდეგ. ამასთან,
ნებისმიერი შესაძლო ხარვეზის გამოვლენის პირობებში, სამუშაოს დასრულების
შემდგომ ხარვეზის გამოსწორების ვალდებულებაც კონტრაქტორისათვის
გათვალისწინებულია ხელშეკრულებით.
ინტენსიური სამუშაოები გრძელდება
დანარჩენ მონაკვეთებზე, სამუშაოების პროგრესი მზარდია და რიკოთის პროექტის
სრულად დასრულება 2024 წელს არის გათვალისწინებული.
აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა, რომან გოცირიძემ, ხატია
დეკანოიძემ, ბეჟან წაქაძემ, ირაკლი კირცხალიამ, ეკა
სეფაშვილმა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი
ინფორმაცია.
10
მოისმინეს:
2. საქართველოს პარლამენტის წევრის - მიხეილ სარჯველაძის
მოხსენება
საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ზაზა ლომინაძის,
გენრიეტა წიწავას, ვლადიმერ კახაძის, რამინა ბერაძის, ალუდა ღუდუშაურის, მერაბ
ქვარაიას, ბაია კვიციანის, რატი იონათამიშვილის, ეკა სეფაშვილის, გოდერძი
ჩანქსელიანის, ანტონ ობოლაშვილისა და მარიამ ლაშხის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე:
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„დოკუმენტის
სავალდებულო
ეგზემპლარის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს
კანონპროექტი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების უკეთ
დაცვა, მათი ინტერესების დაკმაყოფილება და მათი შესაძლებლობების
გაუმჯობესება. კერძოდ, კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე ადამიანებისათვის
ძალიან მცირე ოდენობის მასალაა ხელმისაწვდომი ადაპტირებულ ფორმატში.
მხედველობის დარღვევა ასევე, ერთ-ერთი გავრცელებული საფუძველია კითხვის
უნარის შეზღუდვისათვის.
ზემოხსენებულმა გამოწვევამ საერთაშორისო დონეზე შექმნა საფუძველი
ინტელექტუალური საკუთრებისა და ადამიანის უფლებებს შორის კავშირის
ახლებური გააზრებისთვის, სადაც, დასაშვებია პირთა საავტორო და მომიჯნავე
უფლებების პროპორციული შეზღუდვა კითხვის უნარის დარღვევის მქონე
ადამიანების ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციის 30-ე
მუხლის აღსრულების პროცესში სახელმწიფოებისთვის ერთგვარ გზამკვლევს
წარმოადგენს 2013 წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის
მიერ მიღებული „უსინათლო, მცირემხედველი ან ბეჭდური ინფორმაციის კითხვის
სხვაგვარი სირთულეების მქონე პირთათვის გამოცემულ ნაწარმოებებზე
მისაწვდომობის ხელშეწყობის შესახებ შეთანხმება“ - „მარაკეშის შეთანხმება“.
საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზა, კულტურის საკითხებთან
დაკავშირებული მასალის მისაწვდომობის თვალსაზრისით, სრულად ვერ პასუხობს
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციასა და
„მარაკეშის შეთანხმების“ სტანდარტებს, შესაბამისად, არ არის სრულად თავსებადი
საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან.
ექსკლუზიურად კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირებისათვის ნაწარმოების
მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირება და გავრცელება საჭიროებს ავტორის ან
11
საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობას და მოთხოვნის შემთხვევაში
საავტორო ჰონორარის გადახდას.
არსებული მოწესრიგება ადასტურებს, რომ უმეტეს შემთხვევაში, კომერციული
აქტორებისა და კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე ადამიანების საჭიროებების
დაკმაყოფილების ინტერესები არ არის ჰარმონიულ თანხვედრაში ერთმანეთთან,
ხოლო სახელმწიფო თუ კერძო სექტორის არაკომერციულობაზე დაფუძნებული
ფრაგმენტული ინიციატივები და პროექტები ხელშესახებად ვერ უზრუნველყოს
კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე ადამიანების წინაშე არსებული „წიგნის
შიმშილის“ პრობლემის დაძლევას.
„მარაკეშის შეთანხმება“ ითვალისწინებს კონკრეტულ საშუალებებს და ადგენს
გამონაკლისებს საავტორო და მომიჯნავე უფლებებიდან ექსკლუზიურად კითხვის
უნარის დარღვევის მქონე ადამიანებისათვის, ხელს უწყობს ადაპტირებული
მასალების შექმნას და მათ საერთაშორისო მიმოქცევას მნიშვნელოვანი ფინანსური
რესურსების გაღების გარეშე. ამ ეტაპზე „მარაკეშის შეთანხმება“ საქართველოს მიერ
არ არის რატიფიცირებული.
საქართველოს მთავრობა მუშაობს „მარაკეშის შეთანხმების“ რატიფიკაციის
საკითხზე, მით უფრო, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
უფლებების კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს, რატიფიცირება
გაუკეთოს და ეროვნულ დონეზე აღასრულოს „მარაკეშის ხელშეკრულება“.
აღნიშნული
შეთანხმების
რატიფიცირებისას,
არსებული
კანონმდებლობა
გარდაუვლად
მოითხოვს
ცვლილებებს.
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
ინიციატივა, რომელიც შექმნილია „მარაკეშის შეთანხმების“ სულისკვეთებითა და
მისი დებულებების გათვალისწინებით, აქარწყლებს შემდგომი საკანონმდებლო
ცვლილებების საჭიროებას და რატიფიკაციის შემდეგ მოემსახურება „მარაკეშის
შეთანხმების“ ეფექტიან იმპლემენტაციას.
კანონპროექტის თანახმად, კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირი მიიღებს
სპეციალურ სტატუსს - ბენეფიციარი, და შედეგად, მიენიჭება უფლება მარტივად და
ფინანსური დანახარჯების გარეშე მოიპოვოს ადგილობრივ და საერთაშირისო
დონეზე არსებული ნაბეჭდი ნაწარმოებების ადაპტირებული ფორმატები.
ეროვნულ დონეზე გაიზრდება მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული
ნაწარმოებების (ქართულ და უცხოურ ენებზე) რაოდენობა ადგილობრივი
ავტორიზებული პირის მიერ რეპროდუცირებისა და უკვე რეპროდუცირებული
მასალის სხვა სახელმწიფოდან იმპორტის საშუალებით.
კანონპროექტი ქმნის სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმს საკუთრივ კითხვის უნარის
დარღვევის მქონე ადამიანებისათვის, რათა მათთვის მოპოვებადი იყოს მისაწვდომ
ფორმატში ადაპტირებული ნაწარმოებები. ამ სამართლებრივი რეჟიმის ქმედითობას
უზრუნველყოფს ორი სპეციალური სუბიექტი - ბენეფიციარი და ავტორიზებული
პირი.
12
ავტორიზებული პირის სტატუსი შესაძლებელია მოიპოვოს საჯარო ბიბლიოთეკამ,
საგანმანათლებლო
დაწესებულებამ
და
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიულმა
პირმა,
რომელთა
ერთ-ერთი
ძირითადი
საქმიანობაა
ბენეფიციარებისათვის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება არაკომერციული
მიზნით. დასახელებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ამ სტატუსს ვერ
მოიპოვებს, მაგალითად, კერძო სკოლა/უნივერსიტეტი/ბიბლიოთეკა, რომლებიც
კომერციული მიზნით ახდენენ ბენეფიციარებისათვის საგანმანათლებლო სერვისის
მიწოდებას. ავტორიზებულ პირს ენიჭება შესაძლებლობა მოახდინოს ნაწარმოების
რეპროდუცირება მისაწვდომ ფორმატში, სხვა ადგილობრივი ან უცხოური
ავტორიზებული პირებისგან მოიპოვოს (მათ შორის ექსპორტი) მისაწვდომ
ფორმატში უკვე რეპროდუცირებული მასალა. თავის მხრივ, ავტორიზებული პირი
ვალდებულია, მოთხოვნის საფუძველზე, წვდომა (მათ შორის იმპორტი) მისცეს
ადგილობრივ ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ბენეფიციარს, სხვა ადგილობრივ
ან უცხოურ ავტორიზებულ პირს მის სისტემაში დაცულ მისაწვდომი ფორმატის
ნაწარმოებებზე.
ზემოაღწერილ ქმედებებს ბენეფიციარი და ავტორიზებული პირი ახორციელებენ
ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის წინასწარი თანხმობისა და
მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე.
კანონპროექტი,
ინფორმირებულობის
გაზრდის
მიზნით,
საქპატენტს
ავალდებულებს ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს ადგილობრივი
ავტორიზებული პირების ჩამონათვალისა და მათი საკონტაქტო ინფორმაციის
საჯაროდ ხელმისაწვდომობა, ასევე, მის ხელთ არსებული ინფორმაციის ფარგლებში
იგივე გამოქვეყნების წესს დაუქვემდებაროს სხვა სახელმწიფოს ავტორიზებული
პირების ჩამონათვალი და მათი საკონტაქტო მონაცემები. ეს უკანასკნელი არ
მოიცავს საქპატენტს ვალდებულებას განახორციელოს სხვა სახელმწიფოს
ავტორიზებული პირების მონაცემების მუდმივი სკულპუროზული კვლევა და მის
შესაბამისად ინფორმაციის საჯაროობა.
შესაბამისი ცვლილება შედის საქართველოს კანონში „დოკუმენტის სავალდებულო
ეგზემპლარის შესახებ“ და „საქართველოს საპატენტო კანონში“.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე განსახილველად.
13
მოისმინეს:
3. საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის მოხსენება
საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის,
ბეჟან წაქაძის, ისკო დასენის, ირაკლი კირცხალიას, ანტონ ობოლაშვილის, ირმა
ზავრადაშვილის და ელგუჯა გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „კონკურენციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული
კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„მომხმარებლის
უფლებების
დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ვაჭრობაში
ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტს
„საქართველოს
ეროვნული
ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი - „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი
მიღებულია ევროკავშირის კონკურენციის სამართლის ძირითადი პრინციპების
დაცვით. კანონში 2020 წელს განხორციელებული ფუნდამენტური ცვლილებების
შედეგად დაიხვეწა და აღმოიფხვრა
რიგი სისტემური ხარვეზები. თუმცა
სააგენტოს მანდატის პრაქტიკაში განხორციელებისას წარმოიშვა ისეთი საკითხები,
რომელიც საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე ცვლილებასა და დაზუსტებას.
საქართველოს პარლამენტმა ასევე, 2022 წელს მიიღო „მომხმარებლის უფლებების
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდა
სააგენტოს მანდატი და მის უფლებამოსილების ქვეშ მოექცა მომხმარებლის
უფლებების დაცვა. გამომდინარე აქედან, მომხმარებლის უფლებების დაცვისა და
საზოგადოების ცნობიერების მეტად ამაღლებისთვის, მიზანშეწონილია სააგენტოს
დასახელებაში აისახოს ეს ფუნქცია და ჩამოყალიბდეს შემდეგი დასახელებით „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო“.
კანონპროექტი ითვალისწინებს აგრეთვე კანონში არსებული შინაარსობრივი და
ტექნიკური ხარვეზების ცვლილებას/დაზუსტებას. კერძოდ:
14
კონცენტრაციის
მიზნებისთვის
ტერმინი
„ეკონომიკური
აგენტი/აგენტები“ იცვლება ტერმინით „კონცენტრაციის მხარით/მხარეებით“ .
ასევე, კანონში არსებული ტერმინოლოგია შესაბამისობაში მოდის
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
კანონპროექტით ხდება მითითება და ემატება, რომ მომსახურების შესახებ
არასწორი ცნობების გავრცელება, რომელიც მომხმარებელს არასწორ
წარმოდგენას უქმნის, მიიჩნევა არაკეთილსინდისიერ კონკურენციად.
დგინდება
თანამშრომლობის
პროგრამის
ფარგლებში
მიღებული
ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის კონფიდენციალურობის დაცვის
სამართლებრივი საფუძვლები.
საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება სააგენტოს მიერ მხარესთან ან/და
სხვა პირებთან ოფიციალური მიმოწერის განხორციელების წესი.
კანონპრექტით ჩნდება ახალი სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც
დგინდება სანქციის გამოიყენება, იმ ეკონომიკური აგენტის მიმართ, რომელიც
სააგენტოს ხელს უშლის ადგილზე შემოწმების განხორციელებაში
საქმის
მოკვლევის პროცესში.
დასაშვები
ხდება
ადგილზე
შემოწმების
პროცესში
სააგენტოს
წარმომადგენლებთან ერთად
მონაწილეობა მიიღონ სამართალდამცავი
ორგანოების ან/და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა.
სააგენტოს კანონით ენიჭება უფლებამოსილება დაამტკიცოს სამართლებრივი
რეგულირების აქტი საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის შესახებ.
დგინდება ჯარიმები ადგილზე შემოწმებისას უფლებამოსილი პირის
არდაშვების ან/და შემოწმების პროცესში ხელის შეშლისთვის .
აგრეთვე
კონცენტრაციის
თაობაზე
შეტყობინების
მოთხოვნების
დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა ხდება დიფერენცირებული
ფიზიკური პირისა და ეკონომიკური აგენტისათვის. ფიზიკური პირისთვის
განისაზღვრა 10 000 ლარის ოდენობით. ეკონომიკური აგენტის შემთხვევაში
ჯარიმა უცვლელია და აითვლება წლიური ერთობლივი შემოსავლის
ოდენობიდან.
კანონის ამოქმედების ვადა განსაზღვრულია 2024 წლის პირველი იანვარიდან,
გარდა კანონის მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, ვინაიდან სუბიექტებს ვისზეც
ვრცელდება კანონით დადგენილი მოთხოვნები, მიეცეთ
გონივრული ვადა
ცვლილებებთან ადაპტირებისთვის და შესაბამისად ეს ნორმა ამოქმედდება 2024
წლის პირველი აპრილიდან.
ცვლილებები შედის თანმდევ პროექტებშიც. კერძოდ:
საქართველოს
კანონის
პროექტი
„ელექტრონული
კომერციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;
საქართველოს
კანონის
პროექტი
“საჯარო
შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
საქართველოს
კანონის
პროექტი
„სახელმწიფო
შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
15
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“;
საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
საქართველოს კანონის პროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
საქართველოს კანონის პროექტი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების
შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ცვლილებები ემსახურება მხოლოდ სააგენტოს დასახელებაში ცვლილების შეტანას,
რაც შესაბამისობაში მოდის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.
მოისმინეს:
4. საქართველოს პარლამენტის წევრის - ალექსანდრე ელისაშვილის მოხსენება
საქართველოს პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანისა და ალექსანდრე
ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონების პროექტებზე: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“.
16
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს იმ
პირების ხელშეწყობა, რომლებიც საზღვარგარეთიდან საფოსტო გზავნილის
მეშვეობით იღებენ ამანათებს. კერძოდ, ონლაინ ვაჭრობის შედეგად შეძენილ
ამანათებს.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ონლაინ ვაჭრობის გზით შეძენილ 300 ლარზე
მეტი ღირებულების გზავნილების განბაჟება სავალდებულოა, განბაჟების
ღირებულება კი ამანათის ღირებულების 18%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია
აღინიშნოს რომ 300 ლარიანი ლიმიტი დადგინდა 2009 წელს და მას შემდგომ ლარის
კურსის გაუფასურების და 13 წლის გასვლის მიუხედავად, 300 ლარიანი ლიმიტი არ
შეცვლილა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხორციელების მიზანს
წარმოადგენს კანონმდებლობის იმგვარად შეცვლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება
საქართველოში არსებულ დღევანდელ მდგომარეობასა და ლარის კურსის უცხოურ
ვალუტასთან დევალვაციის პროცესთან, რაც თავისთავად გაამარტივებს იმ
ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც იღებენ საფოსტო გზავნილებს უცხოეთიდან.
კანონპროექტით განსაზღვრული ცვლილება ითვალისწინებს, საფოსტო გზავნილის
შემთხვევაში, ნაცვლად 300 ლარიანი ლიმიტისა, საქართველოს საგადასახადო
კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისგან 700 ლარამდე ღირებულების
საფოსტო გზავნილის გათავისუფლებას. ლიმიტის გაზრდის აუცილებლობა
გამოწვეულია ლარის კურსის დევალვაციით უცხოურ ვალუტასთან მიმართებით და
ქვეყნის
გარეთ
ონლაინ
ვაჭრობის
შესაძლებლობების
გაფართოების
მიზანშეწონილობით.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით აუცილებელია
გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება „საქართველოს საბაჟო
კოდექსშიც“, რომლის მიზანია კანონმდებლობის იმგვარად შეცვლა, რომელიც
შესაბამისობაში იქნება საქართველოში არსებულ დღევანდელ მდგომარეობასა და
ლარის კურსის უცხოურ ვალუტასთან დევალვაციის პროცესთან.
წინამდებარე კანონპროექტით ცვლილება არ ეხება განსაბაჟებელი საფოსტო
გზავნილის მოცულობას, რაც წარმოადგენს ლიმიტს - 30 კგ-ის საერთო წონის
საქონელს.
აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა, ბეჟან წაქაძემ.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
კანონპროექტები
და
წარმოდგენილი
მიზანშეუწონლად
17
მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
მოისმინეს:
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ენუქიძის მოხსენება
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილ
საქართველოს
კანონის
პროექტზე
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია
საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულებისა და
ნახევარკუნძულების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე, მათი
განკარგვის სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობით.
როგორც ცნობილია, ქალაქ ბათუმში, მიმდინარეობს მსხვილი საინვესტიციო
პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ განკარგულ
ქონებაზე ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის
შექმნას და მათ ინფრასტრუქტურულ განვითარებას.
მოცემულ ეტაპზე, საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებული არ არის
საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულების და
ნახევარკუნძულების ექსპლუატაციასთან და ლიკვიდაციასთან, ასევე, მათ
განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები, რაც აფერხებს საქართველოს
ტერიტორიულ წყლებში ამგვარი კუნძულებისა და ნახევარკუნძულების შექმნისა და
განკარგვის გზით ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ეფექტურად რეალიზებას და
დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონი
არეგულირებს საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში საქართველოს
განსაკუთრებულ უფლებებს, მათ შორის, ააგოს, აგრეთვე, ნება დართოს ააგონ და
დაარეგულიროს ხელოვნური კუნძულების შექმნა, ექსპლუატაცია და გამოყენება.
ამასთან, კანონის თანახმად, საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა
არის ზღვის რაიონი, ზღვის ფსკერისა და წიაღისეულის ჩათვლით, რომელიც
განლაგებულია საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებს გარეთ და ეკვრის
მას. ხოლო საქართველოს ტერიტორიული ზღვა, თავის მხრივ, არის 12 საზღვაო
მილის სიგანის საზღვაო სარტყელი, რომელიც აკრავს საქართველოს სახმელეთო
ტერიტორიას ან შიდა საზღვაო წყლებს. შესაბამისად, ის წყლით დაფარული
ტერიტორია, სადაც არსებობს ნახევარკუნძულის შექმნის პოტენციალი, მიეკუთვნება
საქართველოს ტერიტორიული ზღვას, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა
მოცემულ ეტაპზე უშუალოდ არ აწესრიგებს, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში
18
კუნძულის ან ნახევარკუნძულის ექსპლუატაციასთან, ასევე, მათ განკარგვასთან
დაკავშირებულ საკითხებს.
კანონპროექტის მიღების შედეგად, კანონით მოწესრიგდება საქართველოს
ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულების ექსპლუატაციასთან
დაკავშირებული საკითხები იმგვარად, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს
განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში შექმნილი ხელოვნურ კუნძულთან
მიმართებით.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
პირველი
მოსმენით
განსახილველად.
მოისმინეს:
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის - მირზა გელაშვილის მოხსენება
საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „ფინანსურ კონგლომერატში
შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“,
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„ფასიანი
ქაღალდების
ბაზრის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაზღვევის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტი
„საქართველოს
ეროვნული
ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომლის შემუშავება მიზნად ისახავს
ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს და საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახურს
ენიჭება
ახალი
უფლებამოსილება,
კერძოდ,
დამატებითი
ზედამხედველობის განხორციელების უფლება ფინანსურ კონგლომერატში
19
შემავალი რეგულირებული სუბიექტების მიმართ, მათი შესაბამისი კომპეტენციის
გათვალისწინებით.
ფინანსური კონგლომერატი არის ჯგუფი ან ქვეჯგუფი, რომლის
სათავეში
რეგულირებული საწარმოა და ამასთან ჯგუფის/ქვეჯგუფის მინიმუმ ერთი საწარმო
მაინც არის კომერციული ბანკი/საბროკერო სექტორში შემავალი საწარმო და
მინიმუმ ერთი - სადაზღვევო სექტორში შემავალი საწარმო.
დირექტივის შესაბამისად, კანონპროექტი ადგენს იმ ძირითად კრიტერიუმებს,
რომელიც სავალდებულოდ გასათვალისწინებელია შესაბამისი საზედამხედველო
ორგანოს მიერ მსგავსი სუბიექტის იდენტიფიცირებისას. კერძოდ, ფინანსურ
კონგლომერატად ცნობისათვის აუცილებელი კრიტერიუმია, რომ სადაზღვევო
სექტორსა და საბანკო და საბროკერო სექტორებში შემავალი საწარმოების აქტივების
ჯამი აჭარბებდეს ჯგუფის მთლიან ფინანსურ სექტორებში შემავალი საწარმოების
აქტივების ჯამის 10%-ს.
ფინანსური კონგლომერატის დამატებითი ზედამხედველობა არ გულისხმობს
შერეულ ფინანსურ ჰოლდინგურ საწარმოებთან, ფინანსურ კონგლომერატში
შემავალ მესამე სახელმწიფოს რეგულირების ქვეშ არსებულ საწარმოებთან ან
არარეგულირებულ
საწარმოებთან
მიმართებით
ზედამხედველობის
ინდივიდუალურ დონეზე განხორციელებას. ფინანსურ კონგლომერატში შემავალ
ნებისმიერ არარეგულირებად საწარმოსთან დაკავშირებული ინფორმაციის ფლობა
ან შეგროვება არ გულისხმობს საზედამხედველო ორგანოთა მხრიდან, აღნიშნულ
საწარმოთა მიმართ ინდივიდუალურ დონეზე ზედამხედველობის განხორციელებას.
გასათვალისწინებელია რომ ამ ეტაპზე საწარმოთა არცერთი ჯგუფი არ
აკმაყოფილებს ფინანსური კონგლომერატის კრიტერიუმებს. იმ შემთხვევაში თუ
სამომავლოდ საწარმოთა რომელიმე ჯგუფი დაკვალიფიცირდება ფინანსურ
კონგლომერატად, მათ მიმართ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის
შემთხვევაში შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას ფულადი ჯარიმა.
მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ გამომდინარე კანონპროექტების შემუშავება
განპირობებულია „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული
საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის მომზადებით და მისი ეფექტიანი აღსრულებისათვის შესაბამისი
სამართლებრივი მექანიზმის შექმნის აუცილებლობით.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
20
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე განსახილველად.
მოისმინეს:
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის - მირზა გელაშვილის მოხსენება
საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და საქართველოს კანონების პროექტებზე: „კომერციული ბანკების
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
„სააღსრულებო
წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტი და აღნიშნა, რომ
საქართველოს
ფინანსური სექტორი გარკვეული პერიოდულობით ფასდება საერთაშორისო
სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) ერთობლივი მისიის მიერ
"ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის" (FSAP) ფარგლებში. აღნიშნული,
როგორც წესი, მოიცავს ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და სიჯანსაღის,
ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმების, განვითარებისა და ზრდის
პერსპექტივების შეფასებასა და ეროვნული ბანკის საზედამხედველო და
რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომი განვითარებისა და დახვეწის კუთხით,
რეკომენდაციებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან მოყოლებული აქტიურად განაგრძობს
კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს იმპლემენტაციაზე
მუშაობას, რა დროსაც ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო
სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან.
კანონპროექტის შემუშავება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ 2022 წელს
IMF ტექნიკური დახმარების მისიის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაციები
გაჯანსაღებისა და რეზოლუციის მიმართულებით ყველა ძირითად საკითხზე, მათ
შორის, სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებით. IMF-ის მიერ შემუშავდა
პრაქტიკული რეკომენდაციები როგორც ეროვნული ბანკის, ისე სსიპ დეპოზიტების
დაზღვევის
სააგენტოსა
და
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
წარმომადგენლებისთვის. ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა საფინანსო
სისტემის
კრიზისის
დროს,
რეზოლუციის
მიზნების
ეფექტური
21
განხორციელებისთვის, სარეზოლუციო ფონდში წინასწარ აკუმულირებულიყო
ფულადი სახსრები, რომელთაც საბანკო სექტორი უზრუნველყოფდა წინასწარი
შენატანებით.
იმისათვის, რომ დავუახლოვდეთ ევროპულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას,
აგრეთვე, განვავითაროთ რეზოლუციის ჩარჩო მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო
სავალუტო
ფონდისგან
მიღებული
რეკომენდაციებისა
და
საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და რეზოლუციის მიზნებისთვის
თანდათანობით მობილიზდეს ფულადი სახსრები, აუცილებელია სარეზოლუციო
ფონდის შევსება მოხდეს კომერციული ბანკების მხრიდან წინასწარი შენატანების
განხორციელებით, რითაც შესაძლებელი იქნება საბანკო სექტორში რისკების
მართვის კულტურის ამაღლება, ფინანსურ კრიზისზე ადრეული რეაგირება,
კრიტიკული საბანკო ფუნქციების განგრძობითობის უზრუნველყოფა და სისტემურ
დონეზე ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება.
კანონპროექტით გათვალისწინებული, სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებული
ცვლილებები, კერძოდ, რეზოლუციის მიზნებისთვის, დროებით სახელმწიფო
დაფინანსებასთან ერთად, აღნიშნული ფონდის წინასწარი შენატანებით შევსება
გაზრდის ფინანსური კრიზისის დროს ფინანსურ სახსრებზე ხელმისაწვდომობას,
რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება რეზოლუციის პროცესს.
კანონპროექტის მიღება განამტკიცებს რეზოლუციის ჩარჩოს, მისი რეგულირებისა
და პროცესის ეფექტიანად წარმართვის კუთხით, რაც საბოლოოდ, გრძელვადიან
პერსპექტივაში, დადებითად აისახება ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე.
მოქმედი რედაქციით, რომელიც ეხება ბოლო ინსტანციის კრედიტორს, ეროვნული
ბანკი უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ფინანსური სისტემის
სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი იმ
კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა. ვინაიდან
გადახდისუნარიანობის საეჭვოობის საკითხი შესაძლებელია დადგეს რეზოლუციის
პროცესშიც, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზეც, ორგანული კანონის
ახალი რედაქცია აზუსტებს და ნათლად აყალიბებს, ეროვნული ბანკის
უფლებამოსილებას განსაკუთრებულ შემთხვევაში ბოლო ინსტანციის სესხი გასცეს
იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მათ შორის,
რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზეც.
მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტის თანახმად, საქართველოს
ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, თუ
დაფინანსების გაცემა აუცილებელია ფინანსური სისტემის სტაბილურობის
უზრუნველსაყოფად და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება
შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ არის/არ იქნება. ვინაიდან,
ეროვნული ბანკი ex-post (დროებითი სახელმწიფო დაფინანსება) მიდგომის
პარალელურად, პრაქტიკაში ამკვიდრებს წინასწარი შენატანების (ex-ante)
მიდგომასაც, რეზოლუციის პროცესის დაფინანსების მიზნით საქართველოს
22
ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, თუ ეს
აუცილებელია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და თუ
სარეზოლუციო ფონდში კომერციული ბანკების და უცხოური ბანკების
ფილიალების მიერ წინასწარი შენატანების (ex-ante) ფარგლებში აკუმულირებული
თანხები არ არის/არ იქნება საკმარისი და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან
მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ არის/არ იქნება.
ახალი რედაქციით განისაზღვრება, რომ სარეზოლუციო ფონდში კომერციული
ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების წინასწარი შენატანებით
აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიოს სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივ
ოდენობას, რომელიც „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 3%-ს
შეადგენს.
კანონპროექტით, სარეზოლუციო ფონდის შექმნის და ex ante შენატანების
ადმინისტრირებასთან, მათ შორის, ინვესტირებასთან დაკავშირებულ საკითხებს
დაარეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი
აქტი, ხოლო ex post შენატანებთან დაკავშირებით სარეზოლუციო ფონდის
ადმინისტრირების თემები კვლავ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა
და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი სამართლებრივი აქტით იქნება
მოწესრიგებული.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე განსახილველად.
მოისმინეს:
8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის -
გურამ გურამიშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე:
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო
23
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის
პროექტი - „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“.
მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომლის მიღების ძირითადი მიზანია
საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის სფეროში და სამგზავრო
ავტოსადგურებში არსებული მდგომარეობის მოწესრიგებისათვის ხელშემწყობი
საკანონმდებლო ბაზის შექმნა,
რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის შიდა
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (გარდა, ნებისმიერი სამგზავრო გადაყვანისა,
რომელიც სრულდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში)
სანებართვო სისტემაში მოქცევას, საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის პროცესის
მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ასოცირების შესახებ შეთანხმებით
აღებული ვალდებულების შესრულებას.
ავტოსადგურებში არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით და
საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური, მოძრაობის,
ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები. უმეტესი
ავტოსადგურების ტექნოლოგიური აღჭურვილობა და საექსპლუატაციო-ტექნიკური
მახასიათებლები არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის
ფუნქციონირების წესი და პირობები“ მოთხოვნებს.
ასევე უწესრიგობას ვაწყდებით სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა
კომერციული გადაყვანების განხორციელებისას. სისტემატური ხასიათი მიიღო
მგზავრთა
გადაყვანამ
მასობრივი
თავშეყრის
ადგილებიდან,
ნაცვლად
ავტოსადგურებისა, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური
მოძრაობის
ინტენსივობა,
იქმნება
საცობები,
საგრძნობლად
გაუარესდა
ეკოლოგიური მდგომარეობა. ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი
ხორციელდება
სამეწარმეო
რეესტრში
რეგისტრაციის
გარეშე
მომუშავე
გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე, მოძრაობის, გარემოს
დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით.
ამასთან,
მნიშვნელოვნად
გაიზრდა
დაბალი
კვალიფიკაციის
მქონე
არაპროფესიონალთა რიცხვი, რომლებიც მგზავრთა გადაყვანის მიზნით იყენებენ
რესურსამოწურულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა უმრავლესობა არც
ტექნიკური პარამეტრებით და არც კომფორტის თვალსაზრისით არ შეესაბამება
მგზავრთა რეგულარული გადაყვანის მოთხოვნებს.
ასოცირების შესახებ შეთანხმების 24-ე დანართის შესაბამისად, ქვეყანამ აიღო
ვალდებულება დაენერგა რეგულაცია, კონკრეტულად კი მისი დებულებები,
რომელიც ადგენს ავტოსატრანსპორტო ოპერატორის მიმართ შესასრულებელი
პირობების შესახებ საერთო წესებს. აღნიშნული დირექტივის ნორმები ნაწილობრივ
დანერგილია
და
ვრცელდება
საერთაშორიო
გადაყვანა/გადაზიდვის
24
განმახორციელებელ გადამზიდველებზე. თუმცა, ასოცირების შეთანხმებით
აღებული
ვალდებულების
შესაბამისად,
2020
წლიდან
აღნიშნული
ევრორეგულაციით გათვალისწინებული ნორმები სავალდებულოა დაინერგოს
ქვეყნის შიდა საავტომობილო გადაყვანაზე დაკავებული მეწარმე სუბიექტებისთვის.
აზრი გამოთქვეს: ავთანდილ ენუქიძემ.
გადაწყვიტეს:
სხდომის თავმჯდომარე:
სხდომის მდივანი:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.
დავით სონღულაშვილი
მაია ბერძენიშვილი
ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო
ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში
25