„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/331, 01.11.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-06
ბიუროს ნომერი 302
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 8917 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი
შინაარსის 8918 მუხლი:
,,მუხლი 8918. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური
დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით 2023
წელს გასატარებელი ღონისძიებები
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების
მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს
მთავრობა უფლებამოსილია 2023 წელს გამოსცეს შესაბამისი ნორმატიული აქტი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში. პროექტის თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონს დაემატება 8918 მუხლი, რომელიც დაარეგულირებს საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული
სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს გასატარებელ ღონისძიებებთან
დაკავშირებულ საკითხს.
გასათვალსწინებელია, რომ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის N378
დადგენილებით დამტკიცდა ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის
მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წესი“, რომლის დამტკიცების საფუძველია
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე3 პუნქტები. კერძოდ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა დადგენილებას იღებს იმ
შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი მოწესრიგებული არ არის საქართველოს
საკანონმდებლო აქტით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი განეკუთვნება სხვა ორგანოს
უფლებამოსილებას) და მისი მიღება გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. ამ
პუნქტის შესაბამისად მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალას კარგავს ამ
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე
მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამოქმედების დღიდან, თუ
კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ ეს დადგენილება ძალადაკარგულად
გამოცხადდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია ამ მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა
საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლითაც
გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის
მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის
უფლებამოსილება. თუ საქართველოს პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს მისი
წარდგენიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგულად
ითვლება. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას აღარ აქვს უფლება, იმავე საკითხზე
მიიღოს დადგენილება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს
დაემატება 8918 მუხლი, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა, საქართველოს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე
სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით, უფლებამოსილი იქნება
2023 წელს გამოსცეს შესაბამისი ნორმატიული აქტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის N378
დადგენილებით დამტკიცდა ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის
მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წესი“
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-3
პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია აღნიშნული დადგენილების
მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო
აქტის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთავრობის ან სხვა
ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტის მიღების/გამოცემის უფლებამოსილება. თუ საქართველოს პარლამენტი შესაბამის
კანონპროექტს არ მიიღებს მისი წარდგენიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის
დადგენილება ძალადაკარგულად ითვლება. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას აღარ
აქვს უფლება, იმავე საკითხზე მიიღოს დადგენილება.
ზემოხსენებულის
გათვალისწინებით,
წარმოდგენილი
პროექტი
ითვალისწინებს
საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის
მიზნით, 2023 წელს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
აღნიშნული კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის
უფლებამოსილებებს
დაემატება,
საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების
სწავლის ხელშეწყობის მიზნით, 2023 წელს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში. პროექტის თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონს დაემატება 8918 მუხლი, რომელიც დაარეგულირებს საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული
სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს გასატარებელ ღონისძიებებთან
დაკავშირებულ საკითხს.
გასათვალსწინებელია, რომ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის N378
დადგენილებით დამტკიცდა ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის
მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წესი“, რომელის დამტკიცების საფუძველია
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე3 პუნქტები. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის
მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა დადგენილებას იღებს იმ შემთხვევაშიც,
თუ შესაბამისი საკითხი მოწესრიგებული არ არის საქართველოს საკანონმდებლო აქტით
(გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი განეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას) და
მისი მიღება გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. ამ პუნქტის შესაბამისად
მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალას კარგავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიღებული/გამოცემული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამოქმედების დღიდან, თუ კანონით სხვა რამ არ არის
დადგენილი ან თუ ეს დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდება ამ მუხლის მე-3
პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია ამ მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა
საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლითაც
გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის
მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის
უფლებამოსილება. თუ საქართველოს პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს მისი
წარდგენიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგულად
ითვლება. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას აღარ აქვს უფლება, იმავე საკითხზე
მიიღოს დადგენილება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს
დაემატება 8918 მუხლი, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა, საქართველოს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე
სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით, უფლებამოსილი იქნება
2023 წელს გამოსცეს შესაბამისი ნორმატიული აქტი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგებილი კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია მისი
გამოქვეყნების თარიღი, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
იქნება „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით განსაზღვრული ინიციატივის ფარგლებში, ცვლილება შედის საგადასახადო
კოდექსში და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, კერძო სამართლის იურიდიული პირის
ფორმით საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის
ფინანსური
დავალიანების
მქონე/ფინანსური
დავალიანების
სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს
საფუძვლით
მდგომარეობით
გადასახდელი სწავლის საფასურის გამოსყიდვის მიზნით, სამინისტროს მიერ გადახდილი
თანხით სტუდენტის მიერ მიღებული სარგებელი, ასევე, ფინანსური დავალიანების
მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტის მიერ,
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით
გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერით, მიღებული სარგებელი. რაც საერთო ჯამში
დაახლოებით შეადგენს 5.9 მლნ ლარს, რომლის მიმართვა არ მოხდება სახელმწიფო
ბიუჯეტში.
საგულისხმოა, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს
საფასურის
ჩამოწერაზე
(განულების)
მდგომარეობით გადასახდელი
სურვილი
გამოთქვა
26-მა კერძო
სწავლის
უმაღლესმა
საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ხოლო დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 14 ათასამდე
სტუდენტზე შეადგინა დაახლოებით 17.0 მლნ ლარი, ხოლო 18 სახელმწიფო უნივერსიტეტში
დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 13 ათასამდე სტუდენტზე შეადგინა დაახლოებით 12.5 მლნ
ლარი. ჯამში 29.5 მლნ ლარი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის N378 დადგენილებით
დამტკიცდა ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური
დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით
გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წესი“, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური
დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების (რომელთა სტატუსის
შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი) მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის
საფასურის ჩამოწერას (განულებას).
კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით საქართველოში მოქმედი თითოეული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
შემთხვევაში,
აღნიშნული
წესი
ითვალისწინებს, მათ მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან
წარმოდგენილი და გავლილი სიების საფუძველზე, სტუდენტების
მიერ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის 2023 წლის 1 აგვისტოს
მდგომარეობით
გადასახდელი
სწავლის საფასურის 20%-ი თანხის გადახდას, ხოლო ფინანსური
დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის
საფასურის ჩამოწერის (განულების) შემთხვევაში სწავლის საფასურის 10%-იდან 20%-მდე
თანხის გადახდას.
საგულისხმოა, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს
მდგომარეობით გადასახდელი
სწავლის
საფასურის ჩამოწერაზე (განულების) სურვილი გამოთქვა 26-მა კერძო უმაღლესმა
საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ხოლო დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 14 ათასამდე
სტუდენტზე შეადგინა დაახლოებით 17.0 მლნ ლარი, მათ შორის, ფინანსური დავალიანების
საფუძვლით სტატუსშეჩერებული 9,000-მდე სტუდენტი - 10.0 მლნ ლარი, ხოლო სხვა
მიზეზით სტატუსშეჩერებული 5,000-მდე სტუდენტი - 7.0 მლნ ლარი.
შესაბამისად,
კერძო
უმაღლესი
მიმდინარე
პროექტით
საგანმანათლებლო
გათვალისწინებული
დაწესებულებების
საპროგნოზო
შემთხვევაში,
ხარჯი
სამინისტროსთვის
მდგომარეობით 18 სახელმწიფო
უნივერსიტეტში
განისაზღვრება 3.4 მლნ ლარის ოდენობით.
ამასთან, 2023 წლის 1 აგვისტოს
დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 13 ათასამდე სტუდენტზე შეადგინა დაახლოებით 12.5 მლნ
ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი მოახდენს გავლენას საჯარო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ყველა საფეხურის 27 000-მდე სტუდენტზე, მ.შ სახელმწიფო უნივერსიტეტში
- 13 000 მდე სტუდენტი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 14 000-მდე სტუდენტი რამდენადაც აღნიშნულ პირებს ჩამოეწერებათ (გაუნულდებათ) 2023 წლის 1 აგვისტოს
მდგომარეობით უნივერსიტეტის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება და შესაძლებლობა
ექნებათ გააგრძელონ სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამას გარდა,
გაიზრდება კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოსავლები. ასევე,
კანონპროექტი მოახდენს გავლენას საჯარო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ყველა საფეხურის 27 000-მდე სტუდენტზე, რადგან გათავისუფლდებიან
საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ
მდგომარეობაზე.
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.