„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/331, 01.11.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-06
ბიუროს ნომერი 302
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54,
12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 871 ნაწილი:
,,871. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, კერძო სამართლის იურიდიული პირის
ფორმით საქართველოში მოქმედი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის
ფინანსური
დავალიანების
მქონე/ფინანსური
დავალიანების
საფუძვლით
სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს
მდგომარეობით
გადასახდელი სწავლის საფასურის გამოსყიდვის მიზნით, სამინისტროს მიერ გადახდილი
თანხით სტუდენტის მიერ მიღებული სარგებელი, ასევე, ფინანსური დავალიანების
მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტის მიერ,
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით
გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერით, მიღებული სარგებელი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 15
სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო
კოდექსში.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის N378 დადგენილებით დამტკიცდა
,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების
მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი
ღონისძიებების შესახებ წესი“ (შემდგომ - წესი), რომლითაც განისაზღვრა საქართველოს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების საფუძვლით
სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ
ღონისძიებები. კერძოდ, დადგინდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება და ფინანსური დავალიანების მქონე
სტატუსშეჩერებულ სტუდენტს/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებულ
სტუდენტს ჩამოაწეროს ფინანსური დავალიანება.
აღნიშნული წესის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყონ საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტის ინიცირება, რომლის საფუძველზეც
სტუდენტი, რომელსაც ამ წესის საფუძველზე ჩამოეწერება (გაუნულდება) ფინანსური
დავალიანება ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გადაუხდის ამ
წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ თანხას ჩამოწერილი/გადახდილი თანხის ნაწილში
განთავისუფლდება
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსით
გათვალისწინებული
გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან.
ზემოხსენებულის საფუძველზე მომზადდა წარმოდგენილი კანონის პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის N378 დადგენილებით დამტკიცდა
,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების
მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი
ღონისძიებების შესახებ წესი“. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ
უზრუნველყონ საქართველო საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტის ინიცირება,
რომლის საფუძველზეც, სტუდენტი, რომელსაც ამ წესის საფუძველზე ჩამოეწერება
(გაუნულდება) ფინანსური დავალიანება ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო გადაუხდის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ თანხას
ჩამოწერილი/გადახდილი თანხის ნაწილში განთავისუფლდება საქართველოს საგადასახადო
კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით მომზადდა წარმოდგენილი კანონის პროექტი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
აღნიშნული კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში, ცვლილება შევა საქართველოს
საგადასახადო კოდექსში, რომლის საფუძველზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309ე მუხლს დაემატება შემდეგი შინაარსის 871 ნაწილი:
,,საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით
საქართველოში მოქმედი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ფინანსური
დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული
სტუდენტების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის
საფასურის გამოსყიდვის მიზნით, სამინისტროს მიერ გადახდილი თანხით სტუდენტის მიერ
მიღებული სარგებელი, ასევე, ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების
საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტის მიერ, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის
საფასურის ჩამოწერით, მიღებული სარგებელი.“.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის N378 დადგენილებით დამტკიცდა
,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების
მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი
ღონისძიებების შესახებ წესი“ (შემდგომ - წესი), რომლითაც განისაზღვრა საქართველოს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების საფუძვლით
სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ
ღონისძიებები. კერძოდ, დადგინდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება და ფინანსური დავალიანების მქონე
სტატუსშეჩერებულ სტუდენტს/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებულ
სტუდენტს ჩამოაწეროს ფინანსური დავალიანება.
აღნიშნული წესის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყონ საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტის ინიცირება, რომლის საფუძველზეც,
სტუდენტი, რომელსაც ამ წესის საფუძველზე ჩამოეწერება (გაუნულდება) ფინანსური
დავალიანება ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გადაუხდის ამ
წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ თანხას ჩამოწერილი/გადახდილი თანხის ნაწილში
განთავისუფლდება
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსით
გათვალისწინებული
გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან.
ზემოხსენებულის საფუძველზე მომზადდა წარმოდგენილი კანონის პროექტი, რომლის
საფუძველზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის
გადახდის ვალდებულებისგან გათვისუფლდება სტუდენტი, რომელსაც ,,საქართველოს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე
სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი
ღონისძიებების შესახებ წესის“ საფუძველზე ჩამოეწერება (გაუნულდება) ფინანსური
დავალიანება ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გადაუხდის
ამავე წესით გათვალისწინებულ თანხას ჩამოწერილი/გადახდილი თანხის ნაწილში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება და გავრცელდება 2023 წლის 15 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ
ურთიერთობებზე.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის N378
დადგენილებით დამტკიცდა ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის
მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წესი“, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების საფუძვლით
სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ
ღონისძიებები. კერძოდ, დადგინდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება და ფინანსური დავალიანების მქონე
სტატუსშეჩერებულ სტუდენტს/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებულ
სტუდენტს ჩამოაწეროს ფინანსური დავალიანება. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის თანახმად,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა
სამინისტრომ უნდა უზრუნველყონ საქართველო საგადასახადო კოდექსში ცვლილების
პროექტის ინიცირება, რომლის საფუძველზეც სტუდენტი, რომელსაც ამ წესის საფუძველზე
ჩამოეწერება (გაუნულდება) ფინანსური დავალიანება ან/და საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო გადაუხდის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ თანხას
ჩამოწერილი/გადახდილი თანხის ნაწილში განთავისუფლდება საქართველოს საგადასახადო
კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან.
ზემოხსენებული წესი ვრცელდება 2023 წლის 15 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ
ურთიერთობებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებაც გავრცელდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან
წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით განსაზღვრული ინიციატივის ფარგლებში, ცვლილება შედის საგადასახადო
კოდექსში და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, კერძო სამართლის იურიდიული პირის
ფორმით საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის
ფინანსური
დავალიანების
მქონე/ფინანსური
დავალიანების
საფუძვლით
სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს
მდგომარეობით
გადასახდელი სწავლის საფასურის გამოსყიდვის მიზნით, სამინისტროს მიერ გადახდილი
თანხით სტუდენტის მიერ მიღებული სარგებელი, ასევე, ფინანსური დავალიანების
მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტის მიერ,
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით
გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერით, მიღებული სარგებელი. რაც საერთო ჯამში
დაახლოებით შეადგენს 5.9 მლნ ლარს, რომლის მიმართვა არ მოხდება სახელმწიფო
ბიუჯეტში.
საგულისხმოა, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს
საფასურის
ჩამოწერაზე
(განულების)
მდგომარეობით გადასახდელი
სურვილი
გამოთქვა
26-მა კერძო
სწავლის
უმაღლესმა
საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ხოლო დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 14 ათასამდე
სტუდენტზე შეადგინა დაახლოებით 17.0 მლნ ლარი, ხოლო 18 სახელმწიფო უნივერსიტეტში
დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 13 ათასამდე სტუდენტზე შეადგინა დაახლოებით 12.5 მლნ
ლარი. ჯამში 29.5 მლნ ლარი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა არ ექნება
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი მოახდენს გავლენას საჯარო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ყველა საფეხურის 27 000-მდე სტუდენტზე, რადგან საშემოსავლო
გადასახადის გადახდისგან გათავისუფლდებიან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.