საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის მოსმენა, ინფრასტრუქტურულ, საგამოცდო და სასკოლო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-11-08
კომიტეტის სხდომის ნომერი 84
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2518?local=true
საქართველოს პარლამენტი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
თარიღი
08 ნოემბერი 2023 12:00
2023 წლის 8 ნოემბერი, 12:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (1-14027/23; 31.10.2023) განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის
მოსმენა,
ინფრასტრუქტურულ,
საგამოცდო
და
სასკოლო
უსაფრთხოებასთან
დაკავშირებულ საკითხებზე;
მომხსენებელი: გელა გელაძე- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილე.
1 of 2
11/4/2023, 12:19 AM
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N84
2023 წლის 8 ნოემბერი, 12:00 სთ
თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, ოთახი 410)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ნოდარ ტურძელაძე (რამინა
ბერაძის ადგილმონაცვლე), ვლადიმერ კახაძე, მარიამ ლაშხი, გენრიეტა წიწავა, გიორგი
სოსიაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, თამარ ჩარკვიანი.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის
პირველი მოადგილე; გელა გელაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
წარმომადგენელი - მარიამ ტაბატაძე; განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან
არსებული საკონსულტაციო საბჭოების წევრები: თამარ ჩიკვილაძე, ირინა აბულაძე, დავით
ჯალაღონია და ანასტასია ქიტიაშვილი.
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის
უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი
გააცნო და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (№1-14027/23; 31.10.2023)
განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის
მოსმენა,
ინფრასტრუქტურულ,
საგამოცდო
და
სასკოლო
უსაფრთხოებასთან
დაკავშირებულ საკითხებზე;
მომხსენებელი: გელა გელაძე- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილე.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის
წევრებს წარუდგინა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (№114027/23; 31.10.2023).
გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ 2023 წლის ცხრა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის
საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.8% შეადგინა.
სექტემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით
0.7% შეადგინა, ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 4.9% დონეზეა. საგარეო
ვაჭრობის ბრუნვამ 15 910.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის
მაჩვენებელზე 16.5%-ით მეტია, აქედან ექსპორტი 4 607.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს,
ხოლო იმპორტი 11 303.4 მლნ აშშ დოლარს. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, წინა წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1%-ით გაიზარდა და 2 979.9 მლნ აშშ დოლარი
შეადგინა. საქართველოს 5 567.0 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის
ანალოგიურ მონაცემზე 43.0%-ით მეტია. 2023 წლის 9 თვის ვიზიტორების რაოდენობა 2019
წლის შესაბამისი პერიოდის ვიზიტორების რაოდენობასთან შედარებით აღდგენილია
76.9%-ით. 9 თვის ტურიზმიდან შემოსავლები 2019 წლის შესაბამისი პერიოდთან
შედარებით აღდგენილია 125.9%-ით.
რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის შესრულებას, მომხსენებლის განცხადებით, საანგარიშო
პერიოდში მობილიზებულ იქნა 16 257 930.1 ათასი ლარი. გადასახადების საპროგნოზო
მაჩვენებელი განისაზღვრა 14 110 538.1 ათასი ლარით. არაფინანსური აქტივების კლებიდან
მობილიზებულ იქნა 252 954.0 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 109.0%-ია.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულებისას მობილიზებულ იქნა 13 732 482.2
ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 103.5%-ია. „საქართველოს 2023 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის
გადასახდელები განისაზღვრა 21 880 117.1 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან
საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 16 016 500.1
ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ - 15 769 093.7 ათასი ლარი. საკასო შესრულება
კვარტლის გეგმიური მაჩვენებლის 98.5%, ხოლო წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის 72.1%-ია.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტის
შესრულების მაჩვენებელია 99,9%, ათვისებულია 1 494 284,8 ლარზე მეტი საკასო ხარჯი და
მოცემულია ყველა პროგრამაში შესრულების მაღალი მაჩვენებელია.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს, საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (№1-14027/23; 31.10.2023)
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის ექვსმა წევრმა
მომხრე: 5
წინააღმდეგი: 0
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ
კომიტეტის წევრებს წარუდგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: ინფრასტრუქტურა,
ერთიანი ეროვნული გამოცდები და სასკოლო უსაფრთხოება.
გელა გელაძემ
ისაუბრა
და
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობაზე
აღნიშნა,
რომ
2023
წელი
გამორჩეული
და
უპრეცედენტო
იყო
რეგისტრირებულ აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობის თვალსაზრისით. წელს
პირველად,
ერთიან
ეროვნულ
გამოცდებზე,
45
000-ზე
მეტი
გამოსაცდელი
დარეგისტრირდა. აქედან, 77%-მა, მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. დაფინანსდა
12 000-ზე მეტი
გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა
გამოსაცდელმა,
აქედან, 100%-იანი
სახელმწიფო გრანტი
მიიღო 1 000-ზე მეტმა
აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა და 50%-იანი გრანტი კი - 4 000-ზე
მეტმა აბიტურიენტმა. ჯამში, წელს გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 75 000-ზე მეტი
აპლიკანტი,
რომელიც
მასწავლებლებს.
მოიცავდა
გამოცდების
როგორც
მაღალ
აბიტურიენტებს,
დონეზე
ორგანიზების
მაგისტრანტებს
მიზნით,
და
შეიქმნა
სპეციალურად დაკომპლექტებული საორგანიზაციო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილნი
იყვნენ სხვადასხვა უწყების თანამშრომლები. რეგულარულ რეჟიმში იმართებოდა
შეხვედრები, რათა საგამოცდო პროცესი, ქვეყნის მასშტაბით, ხარვეზების გარეშე,
მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში წარმართულიყო. ახალი საგამოცდო ცენტრი
გაიხსნა ამბროლაურში, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო
ცენტრში მიმდინარეობდა საგამოცდო პროცესი.
მომხსენებლის
ინფორმაციით,
მნიშვნელოვანია
აღინიშნოს,
რომ
2023
წელს,
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთიანი ეროვნული
გამოცდების ჩატარების დებულებაში შევიდა ცვლილება - ტესტირებაზე გამოუცხადებელ
აბიტურიენტს უფლება მიეცა, მოეთხოვა დამატებითი ტესტირების ჩატარება, თუ
საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლებდა გამოცდაზე გამოცხადებას,
განსაზღვრული მიზეზების გამო: გამოცდის დღეს სტაციონარულ სამედიცინო
დაწესებულებაში ყოფნის გამო არანაკლებ 24 საათის განმავლობაში, ოჯახის წევრის
გარდაცვალებისა და დაუძლეველი ძალის გამო. აღნიშნული წესების დაცვით, ცენტრმა
დამატებითი სესია 33 გამოსაცდელისთვის ჩაატარა.
ასევე, მიმდინარეობს მზადება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის,
რომელიც
ცენტრალიზებულად, 3 ტურად ჩატარდება.
გელა გელაძის განცხადებით, ამჟამად, ცენტრი ახდენს 2023 წლის გამოცდების შედეგების
რევიზიას და მუშაობს ახალ საგამოცდო პროგრამებსა და ტესტურ დავალებებზე. ხოლო,
ახალი სისტემის დანერგვა იგეგმება 2027 წლის ზაფხულში.
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურზე მომხსენებელმა
აღნიშნა, რომ დღეისათვის, მანდატურის სამსახური საქართველოს მასშტაბით სასკოლო
უსაფრთხოებას უზრუნველყოფს 719 საჯარო სკოლაში და ფარავს მოსწავლეთა საერთო
რაოდენობის 90 პროცენტზე მეტს. ამ ეტაპზე, სამსახური წარმოდგენილია 2 ძირითადი
კომპონენტით: საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური და ფსიქოსოციალური
მომსახურების ცენტრი. ასევე, იმის მიუხედავად, არიან თუ არა საგანმანათლებლო
დაწესებულების მანდატურები წარმოდგენილნი კონკრეტულ სკოლაში, უკლებლივ ყველა
სკოლის
მოსწავლეს
ემსახურება
მანდატურის
სამსახურის
ფსიქოსოციალური
მომსახურების ცენტრი, რომელიც მაღალკვალიფიციურ და სრულიად უსასყიდლო
ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას სთავაზობს სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ სუბიექტებს.
ცენტრში ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომლის მიზანია
კრიზისული შემთხვევების ადგილზე შეფასება, სიტუაციის პირველადი მართვა,
შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა. ასევე,
ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი და სპეციალური ვებ-გვერდი befriend.mes.gov.ge,
რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სრული კონფიდენციალურობის
დაცვით, ონლაინ
კონსულტაცია.
ჩათის
საშუალებით, მიიღოს
კვალიფიციური
ფსიქოლოგიური
მისივე განცხადებით, პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, დაიწყო
სკოლებში სოციალური მუშაობის მოდელის დანერგვა, რომელიც საუკეთესო დასავლური
გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო
სესიაზე
განსახილველ
„ზოგადი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილებებზე, რომლის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის
სამსახურის ფუნქციები ფართოვდება და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი
ემატება. შესაბამისად,
განათლების სისტემის
მანდატურის სამსახურში გაერთიანდება,
სხვადასხვა უწყებაში ამჟამად არსებული
საქართველოს
ინკლუზიური
განათლების მომსახურებები, როგორიცაა: სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდი,
ინტეგრირებული
კლასების
სუპერვაიზორები
და
მასწავლებლის
სახლის
ინდივიდუალური კონსულტანტები, ქცევითი სირთულეების მიმართულებით.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოზე
საუბრისას მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის,
ირაკლი
ღარიბაშვილის
გადაწყვეტილებით,
დაწყებულია
1
მილიარდი
ლარის
ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას
გულისხმობს. პროექტის პირველ ეტაპზე, მიმდინარეობს 80 ახალი სკოლის მშენებლობისა
და 200 სკოლის რეაბილიტაციის პროცესი. ხოლო, მომდევნო ეტაპი 2024 წელს დაიწყება და
2027 წლისთვის დასრულდება.
გელა გელაძის განცხადებით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის
მიზნით, აშენდა სამი ახალი პროფესიული კოლეჯი, ამჟამად, მიმდინარეობს 4
პროფესიული კოლეჯისა და 4 სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა.
სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს
სახელმძღვანელოებით
უზრუნველყოფის“
„მოსწავლეებისა და მასწავლებლების
პროგრამას.
აღნიშნული
პროგრამის
ფარგლებში, საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე უსასყიდლოდ იღებს სასკოლო
სახელმძღვანელოებს. ასევე, სააგენტოს მიერ ყოველწლიურად ხორციელდება პროგრამა
„ჩემი პირველი კომპიუტერი“, რომლის ფარგლებში, პირველკლასელ მოსწავლეებსა და
მათ დამრიგებლებს უსასყიდლოდ გადაეცემათ პორტაბელური კომპიუტერები.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საქმიანობაზე, მომხსენებელმა
აღნიშნა, რომ მის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს მართვის ელექტრონული
სისტემების განვითარება და სერვისების ხელმისაწვდომობა, განათლების პროცესების
ინფორმაციული უზრუნველყოფა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
განვითარება.
ზოგადი
განათლების
მართვის
მიმართულებით,
მნიშვნელოვანია
საინფორმაციო ელექტრონული სისტემა, როგორიცაა: საინფორმაციო სისტემა eSchool,
ელექტრონული ჟურნალი, ელექტრონული რესურსების პლატფორმა - el.ge, IT
ინფრასტრუქტურის მონიტორინგისა და მხარდაჭერის სისტემა erofficers, რომელსაც
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური იყენებს
და გრიფირების
ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა. განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემა უზრუნველყოფს ერთიანი საგანმანათლებლო ქსელის ცენტრალიზებულ,
გამართულ ფუნქციონირებას, რომელშიც ჩართულია 40 ათასზე მეტი კომპიუტერი,
სამინისტროდან,
სიპებიდან,
რესურს-ცენტრებიდან,
სკოლებიდან,
უმაღლესი
და
პროფესიული სასწავლებლებიდან.
კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები:
გივი მიქანაძე დაინტერესდა სკოლებში მედიაციის საჭიროების, შეფასებისა და
მონიტორგინის სისტემის, პროფესიული სასწავლებლების ქსელის გაფართოებისა და
პირველკლასელთა
რეგისტრაციის
დაკავშირებული საკითხებით.
გელა
გელაძემ
აღნიშნა,
რომ
წესის
მედიაციის
ცვლილების
დასრულების
შესაძლებლობასთან
შემდეგ
მონიტორინგი
მიმდინარეობს ყველა სუბიექტის ჩართულობით და სხვადასხვა აქტივობები იგეგმება,
რომელიც
ხორციელდება
პერიოდულად.
ასევე,
პროფესიული
განათლების
მიმართულებით მიმდინარეობს კერძო სექტორის ჩართვა და პროფესიული პროგრამების
შესვლა
სკოლებში.
პირველკლასელთა
რეგისტრაციაზე
აღნიშნა,
რომ
მსჯელობა
აუცილებელია და მნიშვნელოვანია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი კომიტეტის და სხვადასხვა
უწყების ჩართულობით.
მარიამ
ლაშხის
კითხვები
შეეხებოდა,
ეროვნული
გამოცდების
ცვლილებასთან
დაკავშირებით სამინისტროს ხედვას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის
ნაწილში
ინკლუზიური
განათლების
შინაარსობრივი
ნაწილის
გათვალისწინებას.
გელა გელაძემ აღნიშნა, რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო უკვე მუშაობა
გამოცდების ახალ მოდელზე, რომელიც 2027 წლიდან განხორციელდება. სკოლებში
ინკლუზიის ნაწილი პასუხისმგებელია მანდატურის სამსახური და მიმდინარეობს
მუშაობა პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე მსგავს ინტერვენციებზე.
ვლადიმერ კახაძის კითხვა შეეხებოდა, სკოლის დამლაგებლების ნაკლებობის საკითხს და
მათ ხელფასებს. ასევე, სწავლის დაწყების შემდეგ ინფრასტრუქტურული სამუშაოების
შეწყვეტის აუცილებლობას.
გელა გელაძემ აღნიშნა, რომ დამლაგებლების საშტატო ნუსხა განსაზღვრულია ყველა
სკოლისთვის და ჰიგიენა სამინისტროს მიერ მკაცრად კონტროლდება, ხოლო სახელფასო
პოლიტიკაზე მიმდინარეობს მუშაობა. ასევე, სკოლებში რეაბილიტაცია ან სარემონტო
სამუშაოები არ ხორციელდება სასწავლო პროცესის პარალელურად, თუმცა თუ მსგავსი
შემთხვევა დაფიქსირდა - დამატებითი მოკვლევის საკითხია.
გენრიეტა წიწავას კითხვა
ტრანსპორტირების საკითხს.
შეეხებოდა,
მაღალმთიან
რეგიონებში
მოსწავლეების
გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლებში ადმინისტრაციის
წარმომადგენლების და დამხმარე პერსონალის ხელფასების ზრდის მნიშვნელობაზე.
გელა გელაძის განცხადებით, უზრუნველყოფილია მოსწავლეების ტრანსპორტირება იმ
შემთხვევაში თუ სკოლის შენობა 3 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებულია მოსწავლის
საცხოვრებელი ადგილიდან. ამ მომსახურებით 68 ათასზე მეტი მოსწავლე სარგებლობს.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობის ანგარიში, ინფრასტრუქტურულ,
საგამოცდო და სასკოლო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე