„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, კახა კახიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, სავალან მირზოევი, ბაია კვიციანი, გენრიეტა წიწავა, ირაკლი ბერაია, მაია ბითაძე, მერაბ ქვარაია, ირმა ზავრადაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ლევან ქარუმიძე, გიორგი ცაგარეიშვილი
ნომერი
#07-3/382/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-13
ბიუროს ნომერი 303

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. თავდაცვის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.10.2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.05.001.021033) 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) მსჯავრდებულ პირს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს შინაპატიმრობა ან სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის; ო) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირს, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა ან გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით გადაადგილების შეზღუდვასთან, ან გადაადგილების ისეთი ვადით და პირობებით შეზღუდვასთან, რაც შეუძლებელს გახდის მის მიერ სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან (საკანონმდებლო ინიციატივა №07-3/357; 27.09.2023) თავდაცვის კოდექსის ნორმების შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის დროს, კერძოდ 2023 წლის 27 სექტემბერს საქართველოს კანონი - თავდაცვის კოდექსი ჯერ არ იყო ხელმოწერილი და გამოქვეყნებული, შესაბამისად არ არსებობდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში აღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტის გათვალისწინების სამართლებრივი შესაძლებლობა. ასევე, კანონპროექტი მიზნად ისახავს ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საკითხები რეგულირდება თავდაცვის კოდექსით და აღნიშნული საკითხების გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებისა და დანიშნული სასჯელის სახის მხედველობაში მიღება. შესაბამისად კანონმდებლობაში აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის გადაადგილების შეზღუდვის, აგრეთვე სასჯელის სახის - შინაპატიმრობის გათვალისწინება საჭიროებს თავდაცვის კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საკითხების გადაწყვეტისას გადაადგილების შეზღუდვისა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით გადაადგილების შეზღუდვასთან, ან გადაადგილების ისეთი ვადით და პირობებით შეზღუდვასთან, რაც შეუძლებელს გახდის პირის მიერ სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლას) და სასჯელის სახით შინაპატიმრობის დანიშვნის დროსაც გავრცელდება ისეთივე წესი, რაც დადგენილია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისა და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას. კერძოდ, როდესაც აღკვეთის ღონისძიების ისეთი სახეობა გამოიყენება, ან დანიშნულია ისეთი სასჯელი, რაც სამხედრო ვალდებულებების შესრულებისთვის ხელის შემშლელია, ასეთ დროს არსებობს საჭიროება, რომ საკითხი განსხვავებულად რეგულირდებოდეს. იგივე საჭიროება არსებობს ამ ახალი აღკვეთის ღონისძიების შემოტანისას, აგრეთვე სასჯელის სახით შინაპატიმრობის დანიშვნის შემთხვევაში, რა დროსაც ასევე შესაძლებელია გამოირიცხებოდეს სამხედრო ვალდებულებების შესრულება და ეს შეუძლებლობა იყოს ობიექტური. თუმცა, არ არის აუცილებელი, რომ ამ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ყოველთვის და უპირობოდ გამორიცხავდეს სამხედრო ვალდებულებების შესრულებას. თუ გადაადგილების შეზღუდვა ინდივიდუალურ შემთხვევაში ისეთი შინაარსის არის, რომ ხელი ეშლება ვალდებულებების შესრულებას, ასეთ შემთხვევაში უნდა ვრცელდებოდეს პატიმრობის მომწესრიგებელ ნორმათა იდენტური რეგულაცია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით ცვლილება შედის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საკითხების მარეგულირებელ ნორმაში, რომელშიც მიეთითება, რომ ამ საკითხის გადაწყვეტისას გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით გადაადგილების შეზღუდვასთან, ან გადაადგილების ისეთი ვადით და პირობებით შეზღუდვასთან, რაც შეუძლებელს გახდის პირის მიერ სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლას), აგრეთვე სასჯელის სახით შინაპატიმრობის დანიშვნის დროსაც გავრცელდება პატიმრობისთვის დადგენილი წესი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი შინაარსობრივად მჭიდროდაა დაკავშირებული „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, ამდენად, მიზანშეწონილია ამ ორი საკანონმდებლო აქტის ნორმების ერთდროულად ამოქმედება, 2024 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული მისი ნორმებისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო კანონპროექტის გამოყოფასთან. მიღება მიღებასთან არ არის დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაკავშირებული ბიუჯეტიდან სახსრების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე რესპუბლიკის კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ვალდებულების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. კანონპროექტით დარეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობები არ ხასიათდება რაიმე ისეთი ნიშან-თვისებით, სადაც შესაძლებელია არსებობდეს გენდერული უთანასწორობების შემთხვევები, რისი მხედველობაში მიღებითაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ განახლებულ რეგულაციებს რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია დიფერენცირებულად ქალთან და მამაკაცთან მიმართებაში. ასეთი ვარაუდისთვის არავითარი წინაპირობა არ მოიპოვება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტი არსებითად დაკავშირებულია და გამომდინარეობს №07-3/357; 27.09.2023 საკანონმდებლო ინიციატივიდან, რომლის შემუშავების პროცესშიც სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართა სახელმწიფო უწყებების: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, აგრეთვე, საქართველოში აშშ-ს საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლებთან. №07-3/357; 27.09.2023 საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში კანონპროექტის შემუშავებისას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ სარჯველაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, კახა კახიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, სავალან მირზოევი, ბაია კვიციანი, გენრიეტა წიწავა, ირაკლი ბერაია, მაია ბითაძე, მერაბ ქვარაია, ირმა ზავრადაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ლევან ქარუმიძე, გიორგი ცაგარეიშვილი