„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/383, 08.11.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-13
ბიუროს ნომერი 303
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 50-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
2. 75-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს წარმოდგენილი
ინფორმაციის წყაროს.“;
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად მხედველობაში
მიიღება მისი უნარი სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის
მქონე გარემოებები.“;
3. 113-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე თანხმობის შემთხვევაში ვალდებულია გამოკითხვის
ჩამტარებელ მხარეს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ სწორი
ინფორმაცია მიაწოდოს. გამოსაკითხი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის
შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად მხედველობაში მიიღება მისი უნარი სწორად აღიქვას,
დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ (შემდგომში სსსკ) 50-ე მუხლის
მე-2 ნაწილი ადგენს, რომ „არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ის პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია
სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები
და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება“. იმავე შინაარსს შეიცავს დასახელებული კოდექსის
75-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც მიუთითებს, რომ „მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ
იქნება, {...} თუ დადგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის გამო მას არ შეუძლია სწორად
აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები“.
დასახელებული დებულებები ქმნის ბლანკეტურ საკანონმდებლო საფუძველს, რათა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმ პირი) (სტატუსით თუ მის გარეშე), რომელსაც
იმავდროულად აქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სწორად აღქმის,
დამახსოვრებისა და აღდგენის სირთულე, ბლანკეტურად გამოირიცხოს გამოკითხვის ან მოწმედ
დაკითხვის პროცედურიდან. მოხმობილი რეგულირება დაკითხვაუნარიან/გამოკითხვაუნარიან
სუბიექტთა წრიდან, a priori, გამორიცხავს იმ შშმ პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სწორად
აღიქვან, დაიმახსოვრონ და აღიდგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და
მიაწოდონ ინფორმაცია ან მისცენ ჩვენება და, შესაბამისად, მათ მიერ მიცემულ
ჩვენებას/მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებით ძალას არ ანიჭებს.
პრაქტიკის თანახმად, ამ წესის ადრესატების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ
ფსიქიკური და ინტელექტუალური დარღვევის მქონე ადამიანები. ხსენებული დებულებები
ეყრდნობა ფუნქციურ მიდგომას, რომელიც აფასებს/ამოწმებს პირის კოგნიტურ უნარებს და
ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში უფლების რეალიზებას გამორიცხავს.1 კანონმდებლობის
ამგვარი მიდგომა ეფუძნება დაშვებას, რომ რიგი დაავადების ზოგადი მახასიათებელია აღქმის,
მახსოვრობისა და ფაქტების აღდგენის უნარების დარღვევა და, შედეგად, სრულად გამოირიცხება
ასეთი დაავადების მქონე ადამიანის მიერ დანაშაულთან დაკავშირებული კონკრეტული ფაქტის
სწორად აღქმის, მახსოვრობისა და აღდგენის შესაძლებლობა. ასეთი გამორიცხვა არ არის
მართებული. ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება,
რომლისთვისაც, ზოგადად, დამახასიათებელია ფაქტის სწორად აღქმის, დამახსოვრებისა და
აღდგენის ფუნქციური უნარების დარღვევა, თუმცა ეს არ გამორიცხავს მის შესაძლებლობას
კონკრეტულ შემთხვევებში სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები, მით უფრო,
დაავადების რემისიის პერიოდში. არასწორია ფუნქციური მიდგომის დაშვება, რომ შესაძლებელია
1
CRPD, General Comment No. 1 - Article 12 : Equal recognition before the law (Adopted 11 April 2014). Para.15
ხელმისაწვდომია აქ:
https://www.undocs.org/Home/Mobile?FinalSymbol=CRPD%2FC%2FGC%2F1&Language=E&DeviceType=Desktop&L
angRequested=False
ადამიანის გონებრივი ფუნქციონირების ზუსტად შეფასება2 და იმის დადგენა პირმა კონკრეტულ
დროსა და სივრცეში სწორად აღიქვა, დაიმახსოვრა და აღიდგინა თუ არა კონკრეტული ფაქტი.
სწორედ ამიტომ შეფასება - კონკრეტული ფაქტის აღქმის, დამახსოვრებისა და მისი
აღდგენის უუნარობა, სიზუსტის დეფიციტით ხასიათდება, ნასაზრდოებია სტერეოტიპული
დამოკიდებულებებით, რომლებიც ახდენს შშმ პირთა სანდოობისა და შესაძლებლობების ეჭვქვეშ
დაყენებას. მარტოოდენ ზოგადი შეფასება აღქმის, მახსოვრობისა და ფაქტების აღდგენის
ფუნქციური უნარების დარღვევის შესახებ არ შეიძლება იყოს პირის მიერ კონკრეტულ ფაქტზე
მოთხრობილი ინფორმაციის იმთავითვე არასწორად/არასანდოდ გამოცხადების თვითკმარი
არგუმენტი და ასეთი პირის სისხლის სამართლის პროცესიდან გამოთიშვის საფუძველი.
ასეთი სამართლებრივი მოწესრიგება ეჭვქვეშ აყენებს კოგნიტური ან ფსიქოსოციალური
შეზღუდვის მქონე პირთა ქმედუნარიანობას, რომელიც სამართალსუბიექტობასთან ერთად შშმ
პირთა უფლებების დაცვის საყრდენი პრინციპია, ასევე, ქმნის დისკრიმინაციული მოპყრობის
საფუძველს, აფერხებს ასეთ პირთა მიერ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომის უფლების
რეალიზებას. აღნიშნული რისკები განსაკუთრებულად ხელშესახებია მაშინ, როდესაც ასეთი
პირები წარმოადგენენ დანაშაულის მსხვერპლებს (მაგალითად, სქესობრივი დანაშაულის) და
მათ მიერ ჩვენების მიცემა უფლებაში აღდგენის აუცილებელი წინაპირობაა.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-18 მუხლი ახდენს შშმ პირებისათვის სამართალწარმოებისადმი ხელმისაწვდომობის უფლების
გარანტირებას, რაც გულისხმობს მათთვის სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფას
ყველა ტიპის ადმინისტრაციულ წარმოებაში, სანოტარო მოქმედებაში, აგრეთვე გამოძიების,
სასამართლო განხილვის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ან/და აღსრულების პროცესში.
საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტია რომ შშმ პირებს სხვადასხვა, მათ შორის, მოწმის
სტატუსით შეეძლოთ სასამართლოში გამოსვლა სხვების თანასწორად.3 ზოგიერთი ქვეყნის
კანონმდებლობა, რომელიც შეზღუდვას ადგენს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში
შშმ პირთა მონაწილეობაზე, გაკრიტიკებულია მათი სტერეოტიპული მიდგომის გამო,4
ამასთანავე,
საუკეთესო
პრაქტიკა
მოიცავს
ეროვნულ
სასამართლოთა
ისეთ
გადაწყვეტილებებსაც, რომლებმაც ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირების მოწმედ
დაკითხვას მყარი სამართლებრივი საფუძველი შეუქმნეს.5
2
CRPD, General Comment No. 1 - Article 12 : Equal recognition before the law (Adopted 11 April 2014). Para.15
ხელმისაწვდომია
აქ:
https://www.undocs.org/Home/Mobile?FinalSymbol=CRPD%2FC%2FGC%2F1&Language=E&DeviceType=Desktop&L
angRequested=False
3
CRPD, General Comment No. 1 - Article 12 : Equal recognition before the law (Adopted 11 April 2014). Para.39
ხელმისაწვდომია
აქ:
https://www.undocs.org/Home/Mobile?FinalSymbol=CRPD%2FC%2FGC%2F1&Language=E&DeviceType=Desktop&L
angRequested=False ; Report of the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights, Right to access
to justice under article 13 of the Convention on the Rights of Persons with Disabilities. 27 December 2017. Para.56
ხელმისაწვდომია
აქ:
https://undocs.org/Home/Mobile?FinalSymbol=A%2FHRC%2F37%2F25&Language=E&DeviceType=Desktop&LangRe
quested=False
4
CRPD/C/COL/CO/1, para. 34; CRPD/C/JOR/CO/1, para. 28 (b); CRPD/C/IRN/CO/1, para. 29 (a); and
CRPD/C/THA/CO/1, para. 27;
Report of the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights, Right to access to justice under
article 13 of the Convention on the Rights of Persons with Disabilities. 27 December 2017. Para.56
ხელმისაწვდომია აქ:
https://undocs.org/Home/Mobile?FinalSymbol=A%2FHRC%2F37%2F25&Language=E&DeviceType=Desktop&LangRe
quested=False
5
Supreme Court of Canada, R. v. D.A.I. (case No. 33657), judgment of 10 February 2012
ამასთანავე, ცხადია, დაუშვებელია სისხლის სამართლის პროცესში მოწმის/გამოსაკითხი
პირის მიერ უტყუარი/სწორი ჩვენების/ინფორმაციის მიცემის მნიშვნელობის უგულებელყოფა და
ამით ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. ამიტომაც
დაბალანსებული მიდგომა იქნება, თუკი ზემოხსენებული პირები ავტომატურად არ
გამოირიცხებიან სისხლის სამართლის პროცესიდან, მათ მიეცეთ შესაძლებლობა, სათანადო
მხარდაჭერის პირობებში, სხვების თანასწორად დაიკითხონ/გამოიკითხონ და შემდგომ მოხდეს
მათ მიერ მიცემული ჩვენების, მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება მოსამართლის,
გამოკითხვის ჩამტარებელი პირის მიერ. ამავე დროს, ცხადია, უნდა მოქმედებდეს პრეზუმფცია,
რომ ასეთი პირების მიერ მიცემული ჩვენება სანდოა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იარსებებს
საპირისპიროს დასაბუთება.
როგორც სხვა მტკიცებულებების შემთხვევაში, აქაც მხარეს ექნება შესაძლებლობა
არსებითი განხილვის სხდომაზე დასაბუთებულად სადავო გახადოს მოწმის ჩვენება ამ პირის
არაკომპეტენტურობის (არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები) საფუძვლით და იშუამდგომლოს მოსამართლის
წინაშე მისი ნაწილობრივ გაზიარების ან სრულად არგაზიარების თაობაზე. სისხლის სამართლის
პროცესში მოწმის ჩვენების/ინფორმაციის სანდოობის შეფასება შესაძლოა მოხდეს
ჩვენების/ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან შეთავსებადობის დადგენით, საკუთრივ
მოთხრობილი ინფორმაციის თანმიმდევრულობისა და შეთავსებადობის შემოწმებით, პირის
ქცევაზე დაკვირვებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებით და სხვა. სსსკ-ის 82-ე მუხლი
აყალიბებს მტკიცებულებათა შეფასების ზოგად სტანდარტს. კერძოდ, მტკიცებულებას არა აქვს
წინასწარ დადგენილი ძალა და ის უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი
რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. კანონპროექტის იდეაა, რომ
სწორედ ამ ზოგადი სტანდარტით შეფასდეს, ასევე, ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის
მქონე პირთა ჩვენებები, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
კანონპროექტზე მუშაობის პროცესში საგამოძიებო ორგანოებთან გავლილი კონსულტაციის
შედეგად გამოვლინდა, რომ პრაქტიკაში სსსკ-ის ხსენებული ნორმები მეტნაკლებად
შერბილებული ინტერპრეტაციით გამოიყენება, თუმცა, ცხადია, მათ შენარჩუნებული აქვთ
რესურსი ისინი გამოყენებულ იქნეს დისკრიმინაციული და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო
შინაარსით, რის გამოც მათი ცვლილება აუცილებელია.
აღსანიშნავია, რომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების
კომიტეტმა (CRPD) 2023 წლის 18 აპრილის დასკვნით მოსაზრებებში გამოთქვა წუხილი სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის იმ დებულებების არსებობაზე, რომლებიც სისხლის
სამართლის პროცესში მოწმის სტატუსიდან გამორიცხავს იმ შშმ პირებს, რომლებსაც არ
შეუძლიათ სწორად აღიქვან, დაიმახსოვრონ და აღიდგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე
გარემოებები და მიაწოდონ ინფორმაცია ან მისცენ ჩვენება.6 შესაბამისად, CRPD იძლევა
რეკომენდაციას საქართველომ გააუქმოს ყველა ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც ზღუდავს
შშმ პირთა მონაწილეობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და აღიაროს მათი
უფლება და შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სასამართლო განხილვებში პროცესის ყველა
მონაწილის ამპლუაში.7 ამდენად, ამ საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველო, ასევე,
შეასრულებს CRPD-ის მიერ გაცემულ რეკომენდაციას.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“
განხილული დებულებების მსგავსი ნორმებია გათვალისწინებული „საქართველოს სამოქალაქო
6
CRPD/C/GEO/CO/1.
18
April
2023.
para.27(a)
ხელმისაწვდომია
აქ:
https://tbinternet.ohchr.org/_layouts/15/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CRPD%2FC%2FGEO%2FCO
%2F1&Lang=en
7
იქვე, პარ.28(a)
საპროცესო კოდექსში“. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, ასევე, მოიცავს კანონპროექტს,
რომელიც ხსენებულ კოდექსში შესაბამისი დებულებების ცვლილებას უზრუნველყოფს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
როგორც „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღინიშნა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
შესაბამისი დებულებები მოწმის, გამოსაკითხი პირის სტატუსის მიღებიდან ტექსტობრივად
გამორიცხავს იმ შშმ პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სწორად აღიქვან, დაიმახსოვრონ და
აღიდგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდონ ინფორმაცია ან
მისცენ ჩვენება. შესაბამისად, შშმ პირებისათვის, მიუხედავად შეზღუდვის სახისა, მოწმის,
გამოსაკითხი პირის სტატუსის მიღების პროცესუალური შესაძლებლობის შექმნა საჭიროებს
საკანონმდებლო ცვლილებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
ფსიქიკური და ინტელექტუალური დარღვევის მქონე შშმ პირებს მიენიჭებათ მოწმის,
გამოსაკითხი პირის სტატუსის მიღების პროცესუალური შესაძლებლობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, უქმდება საკანონმდებლო დებულებები, რომლებიც მოწმის,
გამოსაკითხი პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობიდან გამორიცხავს იმ შშმ პირებს,
რომლებსაც არ შეუძლიათ სწორად აღიქვან, დაიმახსოვრონ და აღიდგინონ საქმისათვის
მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდონ ინფორმაცია ან მისცენ ჩვენება. შესაბამისად,
ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე შშმ პირებს მიენიჭებათ ასეთი სტატუსის
მიღების პროცესუალური შესაძლებლობა.
ამავე დროს, კანონპროექტი მიუთითებს, რომ, სხვა მტკიცებულებების მსგავსად, ფსიქიკური
და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე შშმ პირთა მიერ ჩვენებისას/გამოკითხვისას
მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა უნდა შეფასდეს მოსამართლის/გამოკითხვის
ჩამტარებელი პირის მიერ მის ხელთ არსებული კანონიერი მექანიზმების გამოყენებით, რითაც
დაკმაყოფილდება სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულების უტყუარობის ტესტით
შეფასების ინტერესი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რამეთუ კანონპროექტის სრულად
ამოქმედება არ საჭიროებს წინარე სამუშაოების წარმოებას.
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული მისი ნორმებისთვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
რესპუბლიკის
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
რესპუბლიკის
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაცია გავლილ იქნა სახელმწიფო
დაწესებულებებთან, სახელდობრ, საქართველოს პროკურატურასთან, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, საქართველოს
იუსტიციის სამინისტროსთან და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან.
გარდა ამისა, კანონპროექტის თაობაზე კონსულტაცია გავლილ იქნა შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო
ორგანიზაციებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების),
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, რატი იონათამიშვილი,
გენრიეტა წიწავა
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, რატი იონათამიშვილი,
გენრიეტა წიწავა, ანტონ ობოლაშვილი, ბაია კვიციანი, ვლადიმერ კახაძე, ქეთევან ჩარკვიანი,
მერაბ ქვარაია, სალომე ჯინჯოლავა, გიორგი ცაგარეიშვილი, ლევან ქარუმიძე, სოზარ სუბარი,
კახა კახიშვილი, მარიამ ლაშხი, ზაზა ლომინაძე