„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/383, 08.11.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-13
ბიუროს ნომერი 303
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №4748, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა
ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს
დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოწმის ჩვენების, მხარის ახსნა-განმარტების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან
ერთად მხედველობაში მიიღება მისი უნარი სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.“;
2. 129-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
3. 141-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ (შემდგომში სსკ) 129-ე მუხლის „ა“
ქვეპუნქტის თანახმად, არ შეიძლება ახსნა-განმარტების მიღება ისეთი პირისაგან, რომელსაც
შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ
სწორი ჩვენება. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოწმედ ყველა
შემთხვევაში არ შეიძლება გამოძახებულ და დაკითხულ იქნეს პირი, რომელსაც შესაძლებლობის
შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება.
დასახელებული დებულებები ქმნის ბლანკეტურ საკანონმდებლო საფუძველს, რათა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმ პირი) (სტატუსით თუ მის გარეშე), რომელსაც
იმავდროულად აქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სწორად აღქმისა და სწორი
ჩვენების/ახსნა-განმარტების მიცემის სირთულე, ბლანკეტურად გამოირიცხოს ახსნაგანმარტების
ან მოწმედ დაკითხვის პროცედურიდან. მოხმობილი რეგულირება
დაკითხვაუნარიან სუბიექტთა წრიდან, a priori, გამორიცხავს იმ შშმ პირებს, რომლებსაც არ
შეუძლიათ სწორად აღიქვან და მისცენ ჩვენება და, შესაბამისად, მათ მიერ მიცემულ
ჩვენებას/მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებით ძალას არ ანიჭებს.
პრაქტიკის თანახმად, ამ წესის ადრესატების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ
ფსიქიკური და ინტელექტუალური დარღვევის მქონე ადამიანები. ხსენებული დებულებები
ეყრდნობა ფუნქციურ მიდგომას, რომელიც აფასებს/ამოწმებს პირის კოგნიტურ უნარებს და
ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში უფლების რეალიზებას გამორიცხავს.8 კანონმდებლობის
ამგვარი მიდგომა ეფუძნება დაშვებას, რომ რიგი დაავადების ზოგადი მახასიათებელია აღქმის,
მახსოვრობისა და ფაქტების აღდგენის უნარების დარღვევა და, შედეგად, სრულად გამოირიცხება
ასეთი დაავადების მქონე ადამიანის მიერ საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული ფაქტის
სწორად აღქმის, მახსოვრობისა და აღდგენის შესაძლებლობა. ასეთი გამორიცხვა არ არის
მართებული. ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება,
რომლისთვისაც, ზოგადად, დამახასიათებელია ფაქტის სწორად აღქმის, დამახსოვრებისა და
აღდგენის ფუნქციური უნარების დარღვევა, თუმცა ეს არ გამორიცხავს მის შესაძლებლობას
კონკრეტულ შემთხვევებში სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები, მით უფრო,
დაავადების რემისიის პერიოდში. არასწორია ფუნქციური მიდგომის დაშვება, რომ შესაძლებელია
ადამიანის გონებრივი ფუნქციონირების ზუსტად შეფასება9 და იმის დადგენა პირმა კონკრეტულ
დროსა და სივრცეში სწორად აღიქვა, დაიმახსოვრა და აღიდგინა თუ არა კონკრეტული ფაქტი.
8
CRPD, General Comment No. 1 - Article 12 : Equal recognition before the law (Adopted 11 April 2014). Para.15
ხელმისაწვდომია აქ:
https://www.undocs.org/Home/Mobile?FinalSymbol=CRPD%2FC%2FGC%2F1&Language=E&DeviceType=Desktop&L
angRequested=False
9
CRPD, General Comment No. 1 - Article 12 : Equal recognition before the law (Adopted 11 April 2014). Para.15
ხელმისაწვდომია
აქ:
https://www.undocs.org/Home/Mobile?FinalSymbol=CRPD%2FC%2FGC%2F1&Language=E&DeviceType=Desktop&L
angRequested=False
სწორედ ამიტომ შეფასება - კონკრეტული ფაქტის აღქმის, დამახსოვრებისა და მისი
აღდგენის უუნარობა, სიზუსტის დეფიციტით ხასიათდება, ნასაზრდოებია სტერეოტიპული
დამოკიდებულებებით, რომლებიც ახდენს შშმ პირთა სანდოობისა და შესაძლებლობების ეჭვქვეშ
დაყენებას. მარტოოდენ ზოგადი შეფასება აღქმის, მახსოვრობისა და ფაქტების აღდგენის
ფუნქციური უნარების დარღვევის შესახებ არ შეიძლება იყოს პირის მიერ კონკრეტულ ფაქტზე
მოთხრობილი ინფორმაციის იმთავითვე არასწორად/არასანდოდ გამოცხადების თვითკმარი
არგუმენტი და ასეთი პირის სასამართლო პროცესიდან გამოთიშვის საფუძველი.
ასეთი სამართლებრივი მოწესრიგება ეჭვქვეშ აყენებს კოგნიტური ან ფსიქოსოციალური
შეზღუდვის მქონე პირთა ქმედუნარიანობას, რომელიც სამართალსუბიექტობასთან ერთად შშმ
პირთა უფლებების დაცვის საყრდენი პრინციპია, ასევე, ქმნის დისკრიმინაციული მოპყრობის
საფუძველს, აფერხებს ასეთ პირთა მიერ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომის უფლების
რეალიზებას. აღნიშნული რისკები განსაკუთრებულად ხელშესახებია მაშინ, როდესაც ასეთი
პირები წარმოადგენენ პროცესის მხარეებს და მათ მიერ ჩვენების/ახსნა-განმარტების მიცემა
უფლებაში აღდგენის აუცილებელი წინაპირობაა.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-18 მუხლი ახდენს შშმ პირებისათვის სამართალწარმოებისადმი ხელმისაწვდომობის უფლების
გარანტირებას, რაც გულისხმობს მათთვის სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფას
ყველა ტიპის ადმინისტრაციულ წარმოებაში, სანოტარო მოქმედებაში, აგრეთვე გამოძიების,
სასამართლო განხილვის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ან/და აღსრულების პროცესში.
საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტია რომ შშმ პირებს სხვადასხვა, მათ შორის, მოწმის
სტატუსით შეეძლოთ სასამართლოში გამოსვლა სხვების თანასწორად.10 ზოგიერთი ქვეყნის
კანონმდებლობა, რომელიც შეზღუდვას ადგენს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში
შშმ პირთა მონაწილეობაზე, გაკრიტიკებულია მათი სტერეოტიპული მიდგომის გამო,11
ამასთანავე,
საუკეთესო
პრაქტიკა
მოიცავს
ეროვნულ
სასამართლოთა
ისეთ
გადაწყვეტილებებსაც, რომლებმაც ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირების მოწმედ
დაკითხვას მყარი სამართლებრივი საფუძველი შეუქმნეს.12
ამასთანავე, ცხადია, დაუშვებელია მართლმსაჯულების განხორციელებისას მოწმის/ახსნაგანმარტების მიმცემი პირის მიერ სწორი ჩვენების/ინფორმაციის მიცემის მნიშვნელობის
უგულებელყოფა და ამით მხარეთა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. ამიტომაც
დაბალანსებული მიდგომა იქნება, თუკი ზემოხსენებული პირები ავტომატურად არ
გამოირიცხებიან სამოქალაქო სამართლის პროცესიდან, მათ მიეცეთ შესაძლებლობა, სათანადო
მხარდაჭერის პირობებში, სხვების თანასწორად დაიკითხონ, მისცენ ახსნა-განმარტება და
10
CRPD, General Comment No. 1 - Article 12 : Equal recognition before the law (Adopted 11 April 2014). Para.39
ხელმისაწვდომია
აქ:
https://www.undocs.org/Home/Mobile?FinalSymbol=CRPD%2FC%2FGC%2F1&Language=E&DeviceType=Desktop&L
angRequested=False ; Report of the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights, Right to access
to justice under article 13 of the Convention on the Rights of Persons with Disabilities. 27 December 2017. Para.56
ხელმისაწვდომია
აქ:
https://undocs.org/Home/Mobile?FinalSymbol=A%2FHRC%2F37%2F25&Language=E&DeviceType=Desktop&LangRe
quested=False
11
CRPD/C/COL/CO/1, para. 34; CRPD/C/JOR/CO/1, para. 28 (b); CRPD/C/IRN/CO/1, para. 29 (a); and
CRPD/C/THA/CO/1, para. 27;
Report of the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights, Right to access to justice under
article 13 of the Convention on the Rights of Persons with Disabilities. 27 December 2017. Para.56
ხელმისაწვდომია აქ:
https://undocs.org/Home/Mobile?FinalSymbol=A%2FHRC%2F37%2F25&Language=E&DeviceType=Desktop&LangRe
quested=False
12
Supreme Court of Canada, R. v. D.A.I. (case No. 33657), judgment of 10 February 2012
შემდგომ მოხდეს მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება მოსამართლის
მიერ. ამავე დროს, ცხადია, უნდა მოქმედებდეს პრეზუმფცია, რომ ასეთი პირების მიერ მიცემული
ჩვენება სანდოა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იარსებებს საპირისპიროს დასაბუთება.
როგორც სხვა მტკიცებულებების შემთხვევაში, აქაც მხარეს ექნება შესაძლებლობა მთავარ
სხდომაზე დასაბუთებულად სადავო გახადოს მოწმის ჩვენება, ახსნა-განმარტება ამ პირის
არაკომპეტენტურობის (არ შეუძლია სწორად აღიქვას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე
გარემოებები და მისცეს სწორი ჩვენება) საფუძვლით და იშუამდგომლოს მოსამართლის წინაშე
მისი ნაწილობრივ გაზიარების ან სრულად არგაზიარების თაობაზე. სამოქალაქო პროცესში
მოწმის ჩვენების, მხარეთა ახსნა-განმარტების სანდოობის შეფასება შესაძლოა მოხდეს
ჩვენების/ახსნა-განმარტების სხვა მტკიცებულებებთან შეთავსებადობის დადგენით, საკუთრივ
მოთხრობილი ინფორმაციის თანმიმდევრულობისა და შეთავსებადობის შემოწმებით, პირის
ქცევაზე დაკვირვებით და სხვა. სსკ-ის 105-ე მუხლი აყალიბებს მტკიცებულებათა შეფასების
ზოგად სტანდარტს. კერძოდ, აღნიშნულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას
არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ამასთანავე, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს
თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ
განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე
გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. კანონპროექტის იდეაა, რომ სწორედ ამ
ზოგადი სტანდარტით შეფასდეს, ასევე, ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე
პირთა ჩვენებები, მათ მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტება.
აღსანიშნავია, რომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების
კომიტეტმა (CRPD) 2023 წლის 18 აპრილის დასკვნით მოსაზრებებში გამოთქვა წუხილი სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის იმ დებულებების არსებობაზე, რომლებიც სისხლის
სამართლის პროცესში მოწმის სტატუსიდან გამორიცხავს იმ შშმ პირებს, რომლებსაც არ
შეუძლიათ სწორად აღიქვან, დაიმახსოვრონ და აღიდგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე
გარემოებები და მიაწოდონ ინფორმაცია ან მისცენ ჩვენება.13 შესაბამისად, CRPD იძლევა
რეკომენდაციას საქართველომ გააუქმოს ყველა ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც ზღუდავს
შშმ პირთა მონაწილეობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და აღიაროს მათი
უფლება და შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სასამართლო განხილვებში პროცესის ყველა
მონაწილის ამპლუაში.14 ამდენად, ამ საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველო, ასევე,
შეასრულებს CRPD-ის მიერ გაცემულ რეკომენდაციას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
როგორც „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი
დებულებები მოწმის, ახსნა-განმარტების მიმცემი პირის სტატუსის მიღებიდან ტექსტობრივად
გამორიცხავს იმ შშმ პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სწორად აღიქვან საქმისათვის
მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცენ ჩვენება. შესაბამისად, შშმ პირებისათვის,
მიუხედავად შეზღუდვის სახისა, მოწმის, ახსნა-განმარტების მიმცემი პირის სტატუსის მიღების
პროცესუალური შესაძლებლობის შექმნა საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე შშმ პირებს მიენიჭებათ მოწმის, ახსნაგანმარტების მიმცემი პირის სტატუსის მიღების პროცესუალური შესაძლებლობა.
13
CRPD/C/GEO/CO/1.
18
April
2023.
para.27(a)
ხელმისაწვდომია
აქ:
https://tbinternet.ohchr.org/_layouts/15/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CRPD%2FC%2FGEO%2FCO
%2F1&Lang=en
14
იქვე, პარ.28(a)
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, უქმდება საკანონმდებლო დებულებები, რომლებიც მოწმის,
ახსნა-განმარტების მიმცემი პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობიდან გამორიცხავს იმ შშმ
პირებს, რომლებსაც შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას ფაქტები და
მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება. შესაბამისად, ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის
მქონე შშმ პირებს მიენიჭებათ ასეთი სტატუსის მიღების პროცესუალური შესაძლებლობა.
ამავე დროს, კანონპროექტი მიუთითებს, რომ, სხვა მტკიცებულებების მსგავსად, ფსიქიკური
და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე შშმ პირთა მიერ მიცემული ჩვენების სანდოობა უნდა
შეფასდეს მოსამართლის მიერ მის ხელთ არსებული კანონიერი მექანიზმების გამოყენებით,
რითაც დაკმაყოფილდება სამოქალაქო პროცესში მტკიცებულების სისწორის ტესტით შეფასების
ინტერესი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რამეთუ კანონპროექტის სრულად
ამოქმედება არ საჭიროებს წინარე სამუშაოების წარმოებას.
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული მისი ნორმებისთვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
რესპუბლიკის
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
რესპუბლიკის
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაცია გავლილ იქნა სახელმწიფო
დაწესებულებებთან, სახელდობრ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან და
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან.
გარდა ამისა, კანონპროექტის თაობაზე კონსულტაცია გავლილ იქნა შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო
ორგანიზაციებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების),
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, რატი იონათამიშვილი,
გენრიეტა წიწავა
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, რატი იონათამიშვილი,
გენრიეტა წიწავა, ანტონ ობოლაშვილი, ბაია კვიციანი, ვლადიმერ კახაძე, ქეთევან ჩარკვიანი,
მერაბ ქვარაია, სალომე ჯინჯოლავა, გიორგი ცაგარეიშვილი, ლევან ქარუმიძე, სოზარ სუბარი,
კახა კახიშვილი, მარიამ ლაშხი, ზაზა ლომინაძე