საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ფუხარას ხმა“-ს (ირაკლი ბურჭულაძე) მიერ წარმოდგენილ საქართველოს 368 მოქალაქის ხელმოწერილ უსახლკაროთა პეტიციასთან დაკავშირებულ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე (№1-12113/23; 13.09.2023) მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების შესწავლის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-11-13
კომიტეტის სხდომის ნომერი 127
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2023 წლის 13 ნოემბერი 10.30
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს პარლამენტის წევრების შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ქადაგიშვილის,
ირაკლი შატაკიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, გენრიეტა წიწავას, ლევან
მგალობლიშვილის, სალომე ჯინჯოლავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის,
„საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის და „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის(07-3/360; 04.10.2023) III მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
07-3/374; 01.11.2023) I მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი;
3. საქართველოს
პარლამენტის
წევრების:
დავით
სონღულაშვილის,
ირმა
ზავრადაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ისკო დასენის, ბეჟან
წაქაძის, ეკა სეფაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
(07-3/375; 01.11.2023) განხილვა;
მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი;
4. საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის
12113/23; 13.09.2023) საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ლობისტად რეგისტრაციის (№1-
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2023 წლის 13 ნოემბერი 10.30 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N128
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, პაატა მანჯგალაძე,
გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, გენრიეტა წიწავა, სალომე ჯინჯოლავა. სხდომაზე მოწვეულები:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი (მომხსენებელი),
დავით
სონღულაშვილი (მომხსენებელი).
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები, პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს პარლამენტის წევრების შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი
შატაკიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, გენრიეტა წიწავას, ლევან მგალობლიშვილის, სალომე
ჯინჯოლავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის და „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის(07-3/360; 04.10.2023) III მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის 07-3/374; 01.11.2023) I მოსმენით
განხილვა;
მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი;
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ანტონ
ობოლაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ისკო დასენის, ბეჟან წაქაძის, ეკა სეფაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის და „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის (07-3/375; 01.11.2023) განხილვა;
მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი;
4. საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის (№1-12113/23;
13.09.2023) საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი და
მიმართა წინადადებით საკითხების განხილვის რიგითობის შეცვლის თაობაზე.
კომიტეტის წევრებმი დაეთანხმნენ შემოთავაზებულ წინადადებას, კენჭი უყარეს და ერთხმად
დაამტკიცეს კომიტეტის სხდომის კორექტირებული დღის წესრიგი.
დღის წესრიგი:
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
1
1. საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის 07-3/374; 01.11.2023) I მოსმენით
განხილვა;
მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი
შატაკიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, გენრიეტა წიწავას, ლევან მგალობლიშვილის, სალომე
ჯინჯოლავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის და „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის(07-3/360; 04.10.2023) III მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ანტონ
ობოლაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ისკო დასენის, ბეჟან წაქაძის, ეკა სეფაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის და „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის (07-3/375; 01.11.2023) განხილვა;
მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი;
4. საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის
ლობისტად რეგისტრაციის (№1-12113/23;
13.09.2023) საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/374; 01.11.2023) I მოსმენით
განხილვა
მოისმინეს: შალვა პაპუაშვილის მოხსენება, რომლის თანახმად წარმოდგენილი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტი შეეხება პარლამენტის წევრების ანაზღაურების საკითხს,
რაც
საზოგადოებისათვის საჯაროდ უკვე ცნობილია.
საქართველოს პარლამენტის წევრის ანაზღაურების საკითხი წესრიგდება საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით და საქართველოს კონსტიტუციით, რომელიც ადგენს, რომ
საკანონმდებლო აქტით უნდა იყოს განსაზღვრული პარლამენტის წევრის გასამრჯელო.
დღეისათვის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი განსაზღვრავს პარლამენტის წევრების
ზუსტ ანაზღაურებას საპარლამენტო თანამდებობების მიხედვით. ეს ანაზღაურება, როგორც
მომხსენებელმა აღნიშნა, ფაქტობრივად 2013 წლიდან, ბოლო ათი წელია არ შეცვლილა,
მანამდეც 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტშიც, ნომინალურად პარლამენტის წევრის
გასამრჯელო იყო დაბალი, მაგრამ იმის გამო, რომ არსებობდა დანამატების და პრემიების
სისტემა, რომელიც 2012 წლიდან გაუქმდა, ანაზღაურება ჯამში იყო უფრო მეტი, ვიდრე ეს
ნომინალურად იყო გათვალისწინებული. თუ გადავხედავთ ინფორმაციას, რომელიც საჯაროა,
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტის
თანამდებობის პირების ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე დღეს. შესაბამისად, რეალობაში
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად, 15 წელია პარლამენტის წევრის ანაზღაურება არ
შეცვლილა. ამავე დროს ანაზღაურება იცვლებოდა საჯარო სექტორში, მათ შორის 2017 წელს
საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში ხელახლა ჩამოყალიბდა საჯარო დაწესებულებებში
შრომის ანაზღაურების სისტემა და მიღებული იქნა კანონი „საჯარო დაწესებულებებში შრომის
ანაზღაურების შესახებ“, რომელმაც დაადგინა კოეფიციენტები და მაქსიმალური ზღვრები
საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობის პირებისათვის, მათ შორის იმ პარლამენტის
2
წევრებისათვის, რომელთაც სხვადასხვა საპარლამენტო თანამდებობები უკავიათ. კანონის
შესაბამისად
საჯარო
დაწესებებულებებში
განხორციელდა
შრომის
ანაზღაურების
შესაბამისობაში მოყვანა კოეფიციენტებთან, რაც 2017-2018 წლებში პარლამენტის წევრებთან
მიმართებით არ განხორციელებულა და დარჩა ანაზღაურების არსებული სისტემა. დღეისათვის
გვაქვს იმგვარი სიტუაცია, რომ კანონით დადგენილია
საბაზო ანაზღაურებები და
კოეფიციენტები გამოიყენება იმისათვის, რომ საჯარო დაწესებულების სხვადასხვა
თანამდებობებისათვის გასამრჯელო განისაზღვროს საბაზო ანაზრაურებისა და კოეფიციენტის
ნამრავლით.
მაგალითისათვის საქართველოს პარლამენტის აპარატში თანამშრომლების
ანაზღაურება მორგებულია კოეფიციენტებთან და საშუალოდ კოეფიციენტების მაქსიმალური
ზღვარი ათვისებულია 85%-ით. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრებს,
კოეფიციენტები, რომლებიც დადგენილია კანონით არის 8-დან 10-მდე, მათ შორის -10 არის
მაქსიმალური კოეფიციენტი საქართველოში ნებისმიერი თანამდებობისათვის. თუ ავიღებთ
პარლამენტის წევრების რეალურ ანაზღაურებას, კოეფიციენტები გახლავთ 3,8 დან 5,6 - მდე, რაც
ფაქტობრივად არის 5 წლის წინ კანონით დადგენილი კოეფიციენტების ნახევარი. როგორც
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის წევრების გასამრჯელოსთან დაკავშირებული
ნებისმიერი დისკუსია ადვილად შესაძლებელია წარიმართოს პოპულისტურ ჭრილში, რასაც
დღესაც აქვს ადგილი, ამიტომ მისი აზრით, პარლამენტები ერიდებოდნენ აღნიშნული თემის
დღის წესრიგში დაყენებას.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საჯარო დაწესებულებებში ხელფასების ცვლილების ერთიანი
კონცეფციის შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ხელფასების ზრდის პოლიტიკა თანაბრად
შეეხოს მთლიანად საჯარო სექტორს, როგორც ერთიან სისტემას და მათ შორის გავრცელდეს
პარლამენტის
წევრებზეც.
შედეგად,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
განხორციელდება პარლამენტის წევრთა და თანამდებობის პირთა გასამრჯელოს ახლებურად
განსაზღვრა და შეიცვლება პარლამენტის წევრთა შრომის ანაზღაურების ოდენობა. აღნიშნული
ცვლილების ამოქმედება გათვალისწინებულია 2025 წლის 1 იანვრიდან, მომდევნო მოწვევის
პარლამენტში, რაც შალვა პაპუაშვილის აზრით, ერთგვარ უხერხულობას მოუხსნის მოქმედ
პარლამენტის წევრებს რეგლამენტის პროექტის მხარდაჭერის დროს, ვინაიდან ცვლილება არ
შეეხება არცერთ მოქმედ დეპუტატს.
გარდა ამისა, ცვლილების მეორე პუნქტი შეეხება ერთჯერად ანაზღაურებებს, რომელიც წლებია
არ შეცვლილა. კერძოდ, პარლამენტის წევრის გასამრჯელოს ზრდასთან ერთად ანალოგიურად
იზრდება ერთჯერადი დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების შემთხვევაში. კერძოდ: თავდასხმის
შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი
ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 15 000 ლარისა; პარლამენტის წევრის
გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს გადაეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000
ლარი, ნაცვლად 10 000 ლარის და პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების
განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად,
გადაეცემა ერთჯერადი დახმარება 10 000-ის ნაცვლად 15 000 ლარის ოდენობით.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, იმის გამო, რომ არ მოხდა პარლამენტის წევრის შრომის
ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა კოეფიციენტებთან, როგორც ეს განხორციელდა
პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ხოლო
2022 და 2023 წლებში, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების გაზრდის პოლიტიკის
ფარგლებში, განხორციელდა საბაზო თანამდებობრივი სარგოს 10%-იანი მატება, დღეს გვაქვს
იმგვარი სიტუაცია, რომ პარლამენტის აპარატის დაახლოვებით 50-მდე თანამშრომელს აქვს
უფრო მაღალი ხელფასი, ვიდრე პარლამენტის წევრებს, მომავალი წლიდან კი ამგვარი
თანამშრომლების რაოდენობა იქნება 110-ზე მეტი ანუ პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა
10%-ს ექნება პარლამენტის წევრებზე, რიგ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეზე მაღალი
ხელფასი. წარმოდგენილი პროექტი უზრუნველყოფს არსებული აშკარა დისბალანსის
აღმოფხვრას.
მომხსენებელმა განმარტა, რომ ინიცირებულ პროქტში ფიქსირებულია პარლამენტის წევრის
გასამრჯელოს ოდენობა 8-დან 10 ათას ლარამდე, თუმცა განხილვის დროს გამოითქვა
მოსაზრება, რომ ნაცვლად პარლამენტის წევრის გასამრჯელოს კონკრეტული ოდენობის
3
-
მითითებისა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა თანამდებობის პირთა შესაბამისად მიეთითოს
სახელფასო კოეფიციენტები, რომელთა ნამრავლით შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილ საბაზო თანამდებობრივი სარგოზე, განისაზღვრება
პარლამენტის
წევრის
გასამრჯელო.
აღნიშნული
მოსაზრება,
მისი
აზრით,
გასათვალისწინებელია და შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-14
მუხლის მე-2 პუნქტში, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის წევრის
გასამრჯელოს ოდენობა, ნაცვლად
გასამრჯელოს კონკრეტული ოდენობისა მიეთითოს
სახელფასო კოეფიციენტები და მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„პარლამენტის წევრის გასამრჯელო განისაზღვრება შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით
განსაზღვრულ კოეფიციენტზე ნამრავლით.
შალვა პაპუაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო კოეფიციენტები, რომლებიც შემოთავაზებულია
ცვლილების თანახმად:
პარლამენტის თავმჯდომარე – 8,5;
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 8,0;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 7,8;
კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 7,6;
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე – 7,4;
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 7,2;
პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 7,0.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო ჯამში წარმოდგენილი ცვლილება
უზრუნველყოფს, რომ საჯარო დაწესებულებებში ხელფასების ცვლილების ერთიანი
კონცეფციის შესაბამისად, ხელფასების ზრდის პოლიტიკა თანაბრად შეეხება მთლიანად საჯარო
სექტორს, როგორც ერთიან სისტემას და მათ შორის გავრცელდება პარლამენტის წევრებზეც.
აზრი გამოთქვეს:
ირაკლი ქადაგაშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული
ცლილებები მართლაც ძალიან საჭირო, დროული და საკმაოდ მნიშვნელოვანია. პარლამენტის
წევრის გასამრჯელოს საკითხი, მუდმივად ხდებოდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი,
მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა საპარლამენტო პოლიტიკური სუბიექტი შეთანხმებულია იმაზე,
რომ აღნიშნული ცვლილება აუცილებლად არის გასატარებელი. იმავდროულად
შემოთავაზებული ცვლილება ასახავს იმ ფაქტობრივ სიტუაციას, რომ ქვეყანაში არის
ეკონომიკური წინსვლა, რაც აისახება საჯარო სექტორში ხელფასებების ოდენობებზე. ასევე
მნიშვნელოვანია, რომ თანამდებობის პირთა ხელფასების შესაბამისობა თანამდებობასთან არის
ანტიკორუფციული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მსაზღვრელი. წარმოდგენილი
ცვლილება, როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, არ ტოვებს აგრეთვე სივრცეს
პოლიტიკური სპეკულაციებისათვის, ვინაიდან მისი ამოქმედება გათვალისწინებულია 2025
წლიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტში.
კომიტეტის წევრების მიერ მოსაზრებები და შენიშვნები არ გამოთქმულა.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/374; 01.11.2023)
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (07-3/374; 01.11.2023)
მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვისათვის;
4
-
-
პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრების შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი
შატაკიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, გენრიეტა წიწავას, ლევან მგალობლიშვილის, სალომე
ჯინჯოლავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის და „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის (07-3/360; 04.10.2023) III მოსმენით განხილვა;
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მესამე მოსმენით განხილვისათვის
„საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, ასევე, „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტების
რედაქციული თვალსაზრისით დახვეწის მიზნით განხორციელდა რედაქციული ხასიათის
ცვლილებები. რეგლამენტის პროექტის ინიციატორი დაეთანხმა რედაქციული ხასიათის
შენიშვნებს და შესაბამისად მათ ასახვას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტში.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საქართველოს პარლამენტის წევრების შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი
შატაკიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, გენრიეტა წიწავას, ლევან მგალობლიშვილის, სალომე
ჯინჯოლავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის და „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის (07-3/360; 04.10.2023) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III მოსმენით განხილვას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის წევრების შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი
შატაკიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, გენრიეტა წიწავას, ლევან მგალობლიშვილის, სალომე
ჯინჯოლავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტი, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტი (07-3/360; 04.10.2023) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე III მოსმენით განხილვისათვის;
პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი
შატაკიშვილი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ანტონ
ობოლაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ისკო დასენის, ბეჟან წაქაძის, ეკა სეფაშვილის მიერ
5
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის და „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის (07-3/375; 01.11.2023) განხილვა;
მოისმინეს:
დავით
სონღულაშვილის
მოხსენება,
რომლის
თანახმად
საკანონმდებლო პაკეტში წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს ევროკომისიის
რეკომენდაციების შესრულების მიზნით, ცვლილებების განხორციელებას საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დამოუკიდებლობის გაზრდის მიმართულებით, კერძოდ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთან თანამდებობაზე განწესების
მარეგულირებელი ნორმების დახვეწას, კომისიის წევრის შერჩევის პრინციპების განსაზღვრას,
მთავრობის მიერ წევრების კანდიდატთა ნომინირების საკითხების ახლებურად ჩამოყალიბებას
და კომისიის წევრთა გათავისუფლების საფუძვლების და პროცედურის ცვლილებას.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შედეგად, მოხდება „მაუწყებლობის
შესახებ" საქართველოს კანონის დახვეწა და მისადაგება ევროკომისიის რეკომენდაციებთან,
კომისიის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, კომისიის წევრთა თანამდებობაზე
განწესებისა და გათავისუფლების მომწესრიგებელი ნორმების გაუმჯობესება, შესაბამისად
დაიხვეწება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, რომელიც აწესრიგებს
კომისიის წევრთა თანამდებობაზე განწესებასთან დაკავშირებულ საკითხებს და დაემატება
კომისიის წევრის შერჩევის პრინციპები, კერძოდ, კანონიერების, გამჭვირვალობის,
კანდიდატების თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები.
კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ მთავრობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების
შესარჩევად
იქმნება
სათანადო
შესარჩევი
კომისია,
რომელიც
დაკომპლექტდება
მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით. აღნიშნული კომისია გადაარჩევს განაცხადებს და
გასაუბრებას
მართავს
ყველა
იმ
კანდიდატთან,
ვინც
აკმაყოფილებს
კანონით
გათვალისწინებულ განათლებისა და სამუშაო გამოცდილების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
საკონკურსო კომისია განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით
მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციას შესაბამის კანდიდატებთან დაკავშირებით.
როგორც დავით სონღულაშვილმა განმარტა, ცვლილება
შეეხება კომისიის წევრთა
უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებსა და პროცედურებს, იმ შემთხვევაში, როდესაც
არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრი არ ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს. აგრეთვე
კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურას დაემატება წესი,
რომლითაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ის კომისიის წევრი, რომლის
თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც იხილება, აღიჭურვება უფლებით წერილობით
ან/და ზეპირად მიაწოდოს საკუთარი პოზიცია პარლამენტს.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად ცვლილება ხორციელდება პარლამენტის
რეგლამენტის
185-ე
მუხლში,
რომლის
მიხედვით
კომუნიკაციების
ეროვნული
მარეგულირებელი კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და
პირობებიშესაბამისობაში მოდის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლში
განხორციელებულ ცვლილებასთან.
აზრი გამოთქვეს:
ირაკლი ქადაგაშვილი დაეთანხმა საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცლილებებს.
კომიტეტის წევრების მიერ მოსაზრებები და შენიშვნები არ გამოთქმულა.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ანტონ
ობოლაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ისკო დასენის, ბეჟან წაქაძის, ეკა სეფაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის და „საქართველოს
6
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის (07-3/375; 01.11.2023) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის დასკვნა გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის
ლობისტად რეგისტრაციის (№1-12113/23;
13.09.2023) საკითხის განხილვა.
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 2 ნოემბრის N301/1
გადაწყვეტილების თანახმად, განიხილავს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის საზოგადოებრივი
მოძრაობა „ფუხარას ხმა“-ს მიერ წარმოდგენილ პეტიციასთან დაკავშირებულ „სოციალური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტზე ლობისტად რეგისტრაციის საკითხს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის
განცხადება, თანდართული მასალები და შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ წარმოდგენილი
დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ:
„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ლობისტად რეგისტრაციისათვის პირმა უნდა წარადგინოს
განცხადება ლობისტად რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული ქვეპუნქტი ასევე ითვალისწინებენ
იმ მონაცემების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა შეიცავდეს განცხადება ლობისტად
რეგისტრაციის შესახებ, მათ შორის, განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ნორმატიული აქტი
(მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტები), ნორმატიული აქტის პროექტი (მისგან
გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტები), რომლის მიღებით ან, შესაბამისად, შეცვლით
ან უარყოფით დაინტერესებულია განმცხადებელი. წარმოდგენილი განცხადებით, ლობისტად
რეგისტრაცია მოთხოვნილია არა ნორმატიულ აქტზე/ნორმატიული აქტის პროექტზე, არამედ
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ პეტიციასთან დაკავშირებით, თუმცა პეტიციაზე
ლობისტად რეგისტრაციის შესაძლებლობას „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონი არ ითვალისწინებს. ამასთანავე, „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლობისტად
რეგისტრაციისათვის პირმა უნდა წარადგინოს დავალების ხელშეკრულება (დავალება)
ლობისტური
საქმიანობის
განხორციელების
შესახებ.
საქმიანობის
„ლობისტური
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით დავალება
უნდა შეიცავდეს ისეთ აუცილებელ მონაცემს, როგორიცაა ინფორმაცია ხელშეკრულების საგნის
შესახებ, იმ საკანონმდებლო ცვლილების მითითებით, რომელსაც მიზნად ისახავს
მარწმუნებელი. ზაალ სარაჯიშვილის მიერ წარმოდგენილი დავალების ხელშეკრულება
(დავალება) კი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის დადგენილ
აუცილებელ მონაცემს არ შეიცავს.
„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის
„გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს ლობისტად რეგისტრაციაზე უარი ეთქმება თუ: „მის მიერ
განცხადებაში მითითებული მონაცემები ან წარმოდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ
კანონის მოთხოვნებს“.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიაჩნია, რომ
„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის
„გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ზაალ სარაჯიშვილს უარი უნდა ეთქვას ლობისტად
რეგისტრაციაზე.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
7
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის საკითხს (№112113/23; 13.09.2023)?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
მომხრე - 0 წევრი
წინააღმდეგი - 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს პარლამენტში მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის
ლობისტად რეგისტრაციის შესახებ და საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების
პროექტი:
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
8